Download as odt, pdf, or txt
Download as odt, pdf, or txt
You are on page 1of 5

ჟანი დ ა პიერი

იყო ერთი ღარიბი ქალი. ჰყავდა ორი ვაჟი — ჟანი და პიერი.


პიერი ხედავდა, რომ დედას ძალიან უჭირდა და ერთ გლეხს
დღიურ მუშად დაუდგა.
— ჯამაგირი რამდენი მოგცეო? — ჰკითხა გლეხმა.
— ასი ეკიუ მომეციო, — მიუგო პიერმა.
— მოგცემ, ოღონდ ერთი პირობით: ვინც ჩვენ შორის პირველი
გაბრაზდება, ან იჩხუბებს, მეორემ მიბეგვოსო.
— მე, ბატონო, არასდროს ვბრაზდებიო.
მაგრამ ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ პიერი გაბრაზდა და
ბატონს წაეჩხუბა. ბატონმა კარგა გვარიანად მიბეგვა და გაისტუმრა.
პიერი შინ დაბრუნდა და თავის ძმას
ჟანს ყველაფერი უამბო. ჟანმა ძმას სთხოვა, იმ გლეხის სახლი
მაჩვენეო და წავიდა, რომ
ახლა თვითონ დასდგომოდა მოჯამაგირედ. მაგრამ პიერის ძმა რომ
იყო, არ გაუმხილა.
— ჯამაგირი რამდენი მოგცეო?
— ასი ეკიუ მომეციო.
— მოგცემ, ოღონდ ერთი პირობით: ვინც ჩვენ შორის პირველი
გაბრაზდება ან იჩხუბებს, მეორემ მიბეგვოსო.
— მე, ბატონო, არასდროს ვბრაზდებიო.
მეორე დღეს ბატონმა ჟანს უბრძანა, ბაზარში ხორბალი წაიღე და
გაყიდეო. ჟანმა
ცხენები საზიდრიანად გაყიდა და ფული ძმას მიუტანა.
შინ რომ დაბრუნდა, ბატონმა ჰკითხა:
— საზიდარი და ცხენები რა იქნაო?
7
— გზაში ერთი კაცი შემხვდა და იმას მივყიდეო.
— ფული რა უყავიო?
— შენ რომ მიბეგვე, იმას მივეციო.
— შენ რა, ჩემი დაქცევა ხომ არ გინდაო?
— ბატონო, ხომ არ გაბრაზდიო?
— შენც ერთი, ასეთ წვრილმანებზე როგორ გავბრაზდებიო!
— ჩვენი პირობა ხომ არ დაგავიწყდა, ვინც გაბრაზდება, მიბეგვა არ
ასცდებაო.
— გაბრაზება არც მიფიქრიაო!
მესამე დღეს გლეხმა თავის ცოლს უთხრა:
— ჟანს ყველაზე დიდი მუხის მოსაჭრელად გავგზავნი ტყეში, ხის
მოთრევას ვერ
შეძლებს, ამაზე გავლანძღავ და გაბრაზდებაო.
ჟანმა საზიდარში ოთხი ცხენი შეაბა და ტყეში წავიდა.
წინანდებურად ცხენები საზიდრიანად გაყიდა და უკან დაბრუნდა.
— ეს რა ამბავია, — ჰკითხა ბატონმა. — საზიდარი რა იქნაო?
— საზიდარი ტალახში ჩაეფლო და იქ დავტოვეო.
— მაშ, შენ ჩვენი დაქცევა გინდაო? — იყვირა გლეხმა.
— მთლად გინდა გაგვაჩანაგოო! — უფრო ხმამაღლა იყვირა გლეხის
ქალმა.
— ბატონო, ხომ არ გაბრაზდიო!
— შენც ერთი, აბა, ასეთ წვრილმანებზე როგორ გავბრაზდებიო!
— ჩვენი პირობა ხომ არ დაგავიწყდა, ვინც გაბრაზდება, მიბეგვა არ
ასცდებაო.
— გაბრაზება არც მიფიქრიაო!
ერთხელ ჟანი კალოზე პურს ლეწავდა. გლეხი და მისი ცოლი
სასაუზმოდ წავიდნენ,
ხოლო ჟანი არ წაიყვანეს. ჟანმა არ შეიმჩნია. მერე ადგა, ბაზარში
წავიდა, გალეწილი
ხორბალი გაყიდა, დუქანში ლაზათიანად დანაყრდა და შინ
დაბრუნდა.
— ჟან, ხორბალი სად არისო?
— თქვენ სასაუზმოდ არ წამიყვანეთ, ხორბალი გავყიდე და იმ
ფულით ლაზათიანად დავნაყრდიო.
— შენ მთლად გაგვაჩანაგებ, ჟან, მთლად გაგვაჩანაგებო!
— ბატონო, ხომ არ გაბრაზდიო?
— შენც ერთი, ასეთ წვრილმანებზე როგორ გავბრაზდებიო.
— ჩვენი პირობა ხომ არ დაგავიწყდა, ვინც გაბრაზდება, მიბეგვა არ
ასცდებაო.
— გაბრაზება არც მიფიქრიაო!
ცოლმა ქმარს ურჩია:
— მიდი, გოჭების სამწყესავად გააგდე. იქ კაციჭამია შეჭამს და თავს
დავაღწევთო.
ჟანმა გოჭები გაირეკა და სამწყესურში წავიდა. იქვე, ახლოს,
კაციჭამიას სახლი იდგა
და ჟანი სახლში შევიდა. ჟანს ხელში ბეღურა ეჭირა.
— ალბათ ისე მაღლა ვერასოდეს აფრინდები, ეს ჩიტუნა რომ
დაფრინავსო, —
უთხრა კაციჭამიას ჟანმა.
— ვერა, ვერ ავფრინდებიო, — მიუგო კაციჭამიამ.
— მშიაო, — თქვა ჟანმა.
— მეც მშიაო, — მიუგო კაციჭამიამ. — რა კერძი მოვხარშოთო?
— მოდი, ფაფა გავაკეთოთო.
ფაფა რომ გამზადდა, სუფრას მიუსხდნენ. ჟანს მუცელთან წინასწარ
დიდი ჯიბე
ჰქონდა მიკერებული და, სანამ კაციჭამია თქლაფათქლუფით ჭამდა,
ფაფას უჩუმრად
ჯიბეში ისხამდა. ჯიბე რომ აევსო, ჟანმა ჯიბეს ძირი გაუჭრა და ფაფა
იატაკზე გადმოღვარა, მერე ისევ შეუდგა ჭამას.
— ერთი შეხე, — თქვა კაციჭამიამ, — მეც მინდა მასე
განვთავისუფლდე! მოდი
მუცელი მეც გამიჭერიო!
8
ჟანმა ბევრი არ ახვეწნინა: დანის ერთი დასმით კაციჭამიას მუცელი
გაუფატრა და
სული გააფრთხობინა.
მერე ჟანი გოჭებთან დაბრუნდა, ყველას კუდი დააჭრა, გოჭები
გაყიდა, კუდები მახლობელ ჭაობში ჩაარჭო და ბატონთან
დაბრუნდა.
— გოჭები რა იქნაო? — ჰკითხა ბატონმა.
— ჭაობში ჩაიფლნენო.
— რას ამბობ, ახლავე უნდა ამოვიყვანოთო!
— ჭაობში შესვლა არ შეიძლებაო.
ბატონი მაინც წავიდა, ვნახავ რა ამბავიაო. სტაცა ხელი ერთ კუდს,
იფიქრა გოჭს
ამოვიყვანო, მაგრამ ხელში მარტო კუდი შერჩა. გლეხმა თავი ვერ
შეიმაგრა და ტალახში მოადინა ტყაპანი.
— შენ მთლად გაგვაჩანაგებ, ჟან, მთლად გაგვაჩანაგებო!
— ბატონო, ხომ არ გაბრაზდიო?
— შენც ერთი, ასეთ წვრილმანებზე როგორ გავბრაზდებიო.
— ჩვენი პირობა ხომ არ დაგავიწყდა, ვინც გაბრაზდება, მიბეგვა არ
ასცდებაო.
— გაბრაზება არც მიფიქრიაო!
ცოლმა ქმარს უთხრა:
— ჟანი ბატების სამწყესურში უნდა გავგზავნოთო.
ჟანმა ბატები გაირეკა და სამწყესურში წავიდა. ორი-სამი ბატი
გაყიდა და შინ დაბრუნდა.
— ჟან, რამდენიმე ბატი აკლიაო, — უთხრა ბატონმა.
— ჩემი ბრალი არ არის, რომელიღაც ნადირმა მომტაცაო.
— შენ მთლად გაგვაჩანაგებ, ჟან, მთლად გაგვაჩანაგებო!
— ბატონო, ხომ არ გაბრაზდიო?
— შენც ერთი, ასეთ წვრილმანებზე როგორ გავბრაზდებიო.
— ჩვენი პირობა ხომ არ დაგავიწყდა, ვინც გაბრაზდება, მიბეგვა არ
ასცდებაო.
— გაბრაზება არც მიფიქრიაო!
— ეშმაკის მოციქულია ჩვენი მსახური, — უთხრა მეორე დღეს
ცოლმა ქმარს, — გაგვაჩანაგებს. წავალ, ბუჩქებს ამოვეფარები და
ვნახავ, ბატებს რას უშვრებაო.
ჟანმა ცოლის სიტყვებს ყური მოჰკრა. სანამ სამწყესურში წავიდოდა,
ბატონს უთხრა:
— შენს თოფს წავიღებ. თუ ის ნადირი ისევ გამოჩნდება, მოვკლავო.
როგორც კი ბუჩქებში დამალული ქალი დაინახა, ჟანმა თოფი
გადმოიღო, ესროლა
და მოკლა.
— ბატონო, ბატები დაითვალე, ერთიც არ აკლია. ის ნადირი
მოვკალიო. — უთხრა
გლეხს.
— ოჰ, შე არამზადავ, ეს რა გიქნია, ჩემი ცოლი მოგიკლავსო!
— ვერაფერს გეტყვი. ასეა თუ ისე, დიდი ნადირი კი მოვკალი. შენ
კი, მგონი, მართლაც ბრაზდებიო!
— როგორ თუ არ გავბრაზდეო!
მაშინ ჟანმა თავის ბატონი მიბეგვა და შინ წავიდა, მეც სახლში
გამოვწიე.

You might also like