Download as odt, pdf, or txt
Download as odt, pdf, or txt
You are on page 1of 5

პატარა ანეტა

იყო ერთი პატარა ქალი. თხუთმეტი წლის რომ შესრულდა, დედა მოუკვდა,
მამამ
წლისთავზე ერთი ქვრივი შეირთო. ქვრივს სამი ქალი ჰყავდა. ქვრივის
შვილები ზარმაცები იყვნენ და არაფერს აკეთებდნენ, საბრალო ანეტა კი
მთელი დღე მინდორში
ცხვრებს მწყემსავდა. საღამოს, შინ რომ ბრუნდებოდა, მოცლა არა ჰქონდა —
მთელი
დღის ნახმარ ჭურჭელს რეცხავდა. თვითონ ანეტას თეფშს არასოდეს
უდგამდნენ. სამწყემსურშიც პურის პატარა ნატეხს ატანდა ხოლმე
დედინაცვალი და, აბა, რა გასაკვირია, რომ საბრალო პატარა ქალს შიმშილით
კუჭი ასწვოდა.
ერთხელ, თავისი ღარიბული სადილი რომ მოათავა და ზედ წყაროს წყალი
დააყოლა, პატარა ქალი თავისმა მწარე ხვედრმა ჩააფიქრა.
«რა კარგი იყო, დედა ცოცხალი რომ მყავდა. დედა მუდამ იმას ცდილობდა,
არც სიცივე მეგრძნო, არც შიმშილი. დედას ვუყვარდი და სულ
მეფერებოდაო!»
დედა რომ გაახსენდა, მწყემსი გოგო ატირდა. უცებ აიხედა და აცრემლებული
თვალებით მშვენიერი ქალი არ დაინახა?! ეს ქალი ფერია იყო თურმე.
— რატომ ტირი, პატარა ქალოო? — ჰკითხა ფერიამ.
— ოჰ, ქალბატონო, დედა გამახსენდაო.
— ვიცი, ვიცი, დედა მოგიკვდა და ახლა უბედური ხარ, მაგრამ მოითმინე,
მზუნველობას არ მოგაკლებ და ტანჯვას შეგიმსუბუქებ. ჯერ, აი, ეს ჯოხი
გამომართვი: როცა
მოგშივდეს, შენს შავ ცხვარს ოდნავ შეახეო.
მფარველი ფერია ისე უცებ გაქრა, რომ პატარა ქალმა მადლობის თქმაც ვერ
მოასწრო. მწყემსს მოუნდა, რაც შეიძლება მალე გამოეცადა ჯოხის ძალა. მან
ჯოხი შავ
ცხვარს შეახო და იმავე წამს ნაირ-ნაირი საჭმელებით სავსე სუფრა გაიშალა.
პატარა
ქალმა სუფრას მოულხინა, მას თავისი ერთგული ძაღლიც არ დავიწყებია,
ბეჯითად
რომ შველოდა ცხვრის მწყემსვაში. ასე გძელდებოდა ყოველდღიურად:
საკმარისი იყო,
პატარა ქალს მოსურვებოდა და თვალის დახამხამებაში ისეთი კერძები
გაჩნდებოდა,
ხელმწიფესაც კი არ მოელანდებოდა. ასე რომ, გამხდარი და სუსტი ქალი ძალ-
ღონითა
და ფერ-ხორცით გაივსო. დედინაცვალი, უწინდებურად რომ აშიმშილებდა
პატარა
ქალს, გაოცებას იყო, ასე რა ასუქებსო, თან ეჭვმაც გაკენწლა.
— მარი, — უთხრა ერთხელ თავის უფროს ქალს, _ ჩვენს მწყემსს მინდორში
წაყევი, კარგად ნახე რას ჭამს და ყველაფერი მიამბე. ოღონდ არ შეიმჩნიო,
განგებ რომ გაყევი, თავი ისე დაიჭირე, ვერაფერს მიხვდესო.
მარი წაჰყვა ანეტას. იქ სულ სხვაგვარად მოექცა ნახევარდას, ვიდრე შინ:
ტირიფის
წკნელებისაგან კალათა მოუწნა და მინდვრის ყვავილებისაგან თაიგული
შეუკრა. მაგრამ ქვრივის შვილი სიარულს ჩვეული არ იყო, მალე დაიღალა და
დასასვენებლად ბალახებზე დაჯდა.
— ჩემ გვერდით დაჯექი და თავი კალთაში ჩამიდევი, თმას დაგვარცხნიო, —
უთხრა ანეტამ ნახევარდას.
მწყემსი გუმანით გრძნობდა, რომ გოგო სათვალთვალოდ გამოაყოლეს,
ამიტომ თმას
უვარცხნიდა და თან ხმამაღლა უმღეროდა: ჩემო დაო, დაიკო, ერთი თვალი
დახუჭე,
ჩემო დაო, დაიკო, ეს მეორეც დახუჭე! ჩემო დაო, დაიკო, ერთი თვალი
დახუჭე, ჩემო
დაო, დაიკო, ეს მეორეც დახუჭე! ასე უმღეროდა და უმღეროდა, სანამ მარის
ძილქუში
არ დააწვა. მწყემსმა დრო იხელთა და კარგა ლაზათიანად დანაყრდა. მარის
არაფერი
დაუნახავს.
— აბა, მარი, მითხარი, რა საჭმელია, ანეტას ასე რომ რგებსო? — ჰკითხა
დედინაცვალმა თავის ქალს შინ რომ დაბრუნდა.
— გარწმუნებთ, დედი, ხმელა პური ჭამა და წყაროს წყალი დააყოლაო.
— წადი, დაიძინე, უქნარავ, შენი და უკეთ გაიგებს ყველაფერს. ფანშეტა, ყური
მიგდე, რა უნდა გითხრა: ხვალ რიჟრაჟზე ადგები და ანეტას მინდორში
გაჰყვები. ნახე, რას
აკეთებს, რას ჭამს და ყველაფერი მიამბეო.
32
— კარგი, დედი, ყველაფერზე თვალი მეჭირებაო.
მაგრამ ფანშეტასაც იგივე დაემართა, რაც მის დას: დაიძინა და ვერაფერი
დაინახა.
დედამ ისიც გალანძღა.
— ვფიცავ დამბადებელს, ამ ძილისგუდებს დაეძინათ. ამჯერად კი ვერავინ
გამასულელებს. ლიზეტა, ჩემო ქურციკო, მოდი შენს დედიკოსთან, ხვალ
ანეტას მინდორში
წაყვები. თუ დაიღლები, დაიძინე, დახუჭე ერთი თვალი, თუგინდ ორივე,
ოღონდ, ეს
თვალი, კეფაში რომ ჩაგისვამ, არ დახუჭო. ცუდი დღე დაგადგება, თუკი ჩემს
დავალებას არ შეასრულებო!
ლიზეტა დედას შეჰპირდა, შეუმჩნეველს არაფერს დავტოვებო. სირბილით
რომ დაიღალა, ლიზეტამ ანეტას კალთაში ჩაუდო თავი. ანეტამ
წინანდებურად სიმღერა დაიწყო: ჩემო დაო, დაიკო, ერთი თვალი დახუჭე,
ჩემო დაო, დაიკო, ეს მეორეც დახუჭე!
მაგრამ მან არ იცოდა, რომ ლიზეტას მესამე თვალიც ჰქონდა. ლიზეტამ მესამე
თვალით დაინახა, როგორ გაშალა ანეტამ ნაირ-ნაირი საჭმელებით სავსე
სუფრა, და ყველაფერი სასწრაფოდ დედას ჩაუკენჭა.
— ოჰ, დედი, სულ არ არის გასაკვირი, ჩვენი მწყემსი ასე რომ სუქდება. იგი
ჩვენზე
უკეთ ცხოვრობს. რა საჭმელ-სასმელი გინდა, შავი ცხვარი რომ არ აძლევდესო!
დედინაცვალმა რომ გაიგო, გერი ასეთ ბედში ჩავარდნილაო, შურით კინაღამ
გასკდა
და გადაწყვიტა, ამ ამბავს ბოლო უნდა მოვუღოო. იგი ლოგინში ჩაწვა და თავი
მოიავადმყოფა.
— ვკვდები, მაგრამ ვიცი, რაც მომარჩენსო, — უთხრა ცოლმა ქმარს.
— მითხარი, და ყველაფერს გავაჩენო, — შეჰპირდა ქმარი.
— ჩემი წამალი შავი ცხვრის ხორციაო.
— სულ ეს არის? ეგ ადვილი საქმეა! შავი ცხვარი იქნება თუ თეთრი, სულ
ერთია. ახლავე დავკლავო.
ანეტას მათი საუბარი ესმოდა. სანამ მამა დიდ დანას ლესავდა, ეზოში გაიპარა
და
ფარეხში შევარდა.
— ჩემო შავო ყოჩო, ჩქარა გავიქცეთ, დაკვლას გიპირებენო!
— ნუ გეშინია! არა უშავს რა, დამკლან. იცოდე, ურჩობა არ დაუწყო. ასეა
საჭირო. შენ
მხოლოდ ერთი რამ ჰქენი: ჩემი ღვიძლი წაიღე და ბაღში დაფალიო.
ანეტამ ბევრი იტირა და ივაგლახა, მაგრამ აბა, რა შეეძლო, ბოლოს შეურიგდა
თავის
ხვედრს. დაკლეს ცხვარი. დედინაცვალმა და მისმა ქალებმა მოილხინეს.
დედინაცვალი ისეთ ამბავში იყო, თითქოს ავად არცა ყოფილა. უხაროდა, ჩემს
უთქმელ გერს
გული მოვუკალიო, და ნიშნის მოგებით პატიჟებდა შავი ცხვრის ხორცზე,
მაგრამ კარგი
ნაჭერი ენანებოდა და ღვიძლი გადაუგდო:
— აჰა, აიღე და იკმარეო!
ანეტასაც ეს უნდოდა. იგი ისე მოიქცა, როგორც ცხვარმა ურჩია. იმ ადგილას,
სადაც
ანეტამ ღვიძლი დაფლა, ხე ამოვიდა. და ისეთი მაღალი გაიზარდა, ისეთი
მაღალი,
რომ, რაც არ უნდა გრძელი კიბე მიედგათ, ტოტებს ვერ სწვდებოდნენ, თან
ისეთი
გლუვი ტანი ჰქონდა, ნახევრამდეც ვერავინ ადიოდა. ყველას თვალს
სტაცებდა მისი
უგემრიელესი ნაყოფი, მაგრამ იძულებულნი იყვნენ, მხოლოდ შორიდან
ეცქირათ.
მარტო ანეტას შეეძლო მათი მოკრეფა, რადგან ტოტები ძირს მისთვის
იზნიქებოდნენ
და არა სხვებისთვის.
სწორედ ამ დროს ამ მხარეში ხელმწიფის ვაჟმა ჩამოიარა და ეს მშვენიერი ხე
დაინახა: ხელმწიფის ვაჟს თვალში მოუვიდა ნაყოფი, და ნერწყვი მოადგა,
მაგრამ მოკრეფა
ვერავინ შეძლო. ხელმწიფის ვაჟს ისე უნდოდა გემო გაესინჯა, რომ აღთქმა
დადო, ვინც
ამ ნაყოფს მომიწყვეტს, მის ასულს ვითხოვო. ყველა ქალის დედ-მამამ
მოისურვა ბედი
ეცადა, მათი ასულებიც ცდილობდნენ ნაყოფს მისწვდომოდნენ, მაგრამ ნურას
უკაცრავად! ვერავინ ახერხებდა.
33
ანეტას დედინაცვალს, პატივმოყვრული ზრახვები რომ ასულდგმულებდა,
თავი
ყველაზე ეშმაკ დედაკაცად მიაჩნდა. მან ძალიან გრძელი კიბე გააკეთებინა და
ხეს მიადგა, მაგრამ კიბე ტოტებს ვერ მისწვდა. დედინაცვალი ბოლო
საფეხურზე შედგა, ფეხის წვერებზე აიწია, რომ მის თავზე გადმოკიდებულ
ნაყოფს მისწვდენოდა, მაგრამ გადაყირავდა, მიწას გულაღმა დაენარცხა და
სული განუტევა. ამრიგად, მან და მისმა
ყველა ბოროტებამ თქვენი ჭირი წაიღო.
ამ ამბავმა ყველა პატივმოყვარეს განზრახვაზე ხელი ააღებინა — ახლა არავინ
ცდილობდა ან კიბეებზე აფორთხებულიყო, ან ხეზე აცოცებულიყო. მაგრამ
ხელმწიფის
ვაჟს ისე კლავდა წადილი, რომ ეშინოდათ, არ დასნეულდესო. მაშინ ანეტამ
შეიბრალა
ხელმწიფის ვაჟი. როგორც კი ანეტა ხეს მიუახლოვდა, ტოტებმა ძირს დაშვება
იწყეს.
მანამ ეშვებოდნენ, სანამ ისე დაბლა არ დაიხარნენ, რომ ანეტას შეძლებოდა
ნაყოფს
მისწვდენოდა. ანეტამ კალათა ნაყოფით აავსო და ხელმწიფის ვაჟს მიართვა.
ადვილი
მისახვედრია, რა ჯილდო ერგო ანეტას ამ ძვირფასი საჩუქრისათვის: იგი
ხელმწიფის
ვაჟის ცოლი გახდა და სიკვდილამდე ბედნიერად და საამურად ცხოვრობდა.

You might also like