Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

ზურაბ ძლიერიშვილი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

სამოქალაქო საპროცესო სამართალი

შუალედური გამოცდა

კაზუსი

( დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება)

2019 წლის 17 მაისს დოდომ სარჩელით მიმართა რაიონულ სასამართლოს


მეუღლე დავითის წინააღმდეგ, მოითხოვა განქორწინება, აგრეთვე მეუღლეთა
ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების - მოპასუხის სახელზე
რეგისტრირებული 200000 ლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლის ½ წილის
მიკუთვნება. სასამართლომ სარჩელი მიიღო წარმოებაში.

ერთპიროვნულად საქმის განმხილველმა რაიონული სასამართლოს


მოსამართლემ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი სირთულის გამო,
განცხადებით მიმართა რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს, რათა მას
დაედგინა საქმის განხილვა კოლეგიური სასამართლო შემადგენლობით. იმის
გათვალისწინებით, რომ საქმის განმხილველ რაიონულ სასამართლოში იყო
მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კოლეგიური შემადგენლობით საქმის
განხილვისათვის, რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ მოტივირებული
განჩინებით დადგინა საქმის განხილვა კოლეგიური შემადგენლობით და განსაზღვრა
კოლეგიური შემადგენლობა, ამ საქმის განმხილველი თავდაპირველი მოსამართლის
აუცილებელი მონაწილეობით.

მოსარჩელე დოდომ იმის გამო, რომ გადაწყდა საქმის განხილვა კოლეგიური


შემადგენლობით, რაც დოდოს მოსაზრებით გამოიწვევდა საქმის განხილვის
გაჭიანურებას, მოითხოვა საქმის თავდაპირველად განმხილველი მოსამართლის
აცილება. აცილების საკითხი განიხილა დანარჩენმა ორმა მოსამართლემ
ასაცილებელი მოსამართლის დაუსწრებლად. ერთმა მათგანმა ხმა მისცა აცილებას,
ხოლო მეორემ კი მხარი არ დაუჭირა აცილებას. მოსამართლეთა ხმების გაყოფის
გამო, თავდაპირველი მოსამართლის აცილების შუამდგომლობა არ
დაკმაყოფილდა.??

საქმის მომზადების ეტაპზე, მოპასუხის მამამ - ბექამ სარჩელით მიმართა


საქმის განმხილველ რაიონულ სასამართლოს სადავო საცხოვრებელ სახლზე
საკუთრების უფლების ცნობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მართალია სადავო
საცხოვრებელი სახლი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით
რეგისტრირებულია მოპასუხე დავითის სახელზე, თუმცა ამ სახლის შესაძენი თანხა -
200000 ლარი გადახდილია არა მოპასუხის, არამედ მოპასუხის მამის მიერ.
სასამართლოს კოლეგიურმა შემადგენლობამ გამოიტანა განჩინება მოპასუხის მამის -
ბექას საქმეში თანამოსარჩელედ ჩართვის შესახებ.

სასამართლოს კოლეგიურმა შემადგენლობამ მოამზადა საქმე და დანიშნა


საქმის განხილვა სასამართლოს მთავარ სხდომაზე. სასამართლოს მთავარ სხდომაზე
საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე, მოპასუხე დავითმა, რომელიც საქმის
განხილვაში მონაწილეობდა თავის სახელშეკრულებო წარმომადგენელ ადვოკატ
საბასთან ერთად, მოითხოვა სხდომის მდივნის აცილება იმ საფუძვლით, რომ იგი
მოსარჩელე დოდოს მეზობელი იყო. სასამრთლოს კოლეგიურმა შემადგენლობამ არ
დააკმაყოფილა სხდომის მდივნის აცილების განცხადება იმ საფუძვლით, რომ
აცილება უნდა გაკეთდეს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის
მომზადების დამთავრებამდე, ასევე უნდა იყოს მოტივირებული.

სასამართლოს კოლეგიურმა შემადგენლობამ სასამართლოს მთავარ სხდომაზე


საქმის განხილვისას, უარი განაცხადა მოპასუხე დავითის წარმომადგენლის - საბას
პროცესში დაშვებაზე იმ საფუძვლით, რომ საბას არ გააჩნდა საკმარისი მონაცემები
იმისათვის, რომ წარმოადგინოს მხარე და დაიცვას მისი უფლებები.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე თანამოსარჩელე ბექამ სადავო


საცხოვრებელი სახლის საკუთრების უფლებით გადაცემის ნაცვლად, მოპასუხე
დავითისაგან მოითხოვა გადახდილი ფულადი თანხის - 200000 ლარის
ანაზღაურება, რასაც მოპასუხე არ დაეთანხმა. სასამართლოს კოლეგიურმა
შემადგენლობამ იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე
მოპასუხე დავითი წინააღმდეგი იყო, განჩინებით უარი განუცხადა თანამოსარჩელე
ბექას სარჩელის საგნის შეცვლაზე.

შეაფასეთ მხარეთა და სასამართლოს მიერ განხორციელებული მოქმედებები.


პასუხი დაასაბუთეთ.
ამოხსნა

კაზუსის ამოხსნის საწყის ეტაპზე აუცილებელია, რომ გამოვყოთ კაზუსში მონაწილე


სუბიექტები, მათი მოთხოვნები და კაზუსში განვითარებული ძირითადი მოვლენები.
მსგავსად სასამართლო გადაწყვეტილებების აღწერილობითი ნაწილისა აღნიშნული მეთოდი
დაგვეხმარება, რომ უკეთ გავიაზროთ კაზუსის ძირითადი ფაბულა.

აღნიშნულ კაზუსში სახეზე არიან შემდეგი ძირითადი სუბიექტები: 1. მოსარჩელე - დოდო, 2.


მოპასუხე - დავითი, 3. თანამოსარჩელე - ბექა და 4. დავითის წარმომადგენელი - საბა.
მოცემულ სუბიექტთა შორის არსებობს შემდეგი ურთიერთდამოკიდებულება და სასარჩელო
მოთხოვნები: დოდო გახლდათ დავითის მეუღლე რომელმაც სარჩელით მიმართა რაიონულ
სასამართლოს დავითის წინააღმდეგ, მან მოითხოვა განქორწინება და 200000 ლარად
შეფასებული სახლის ½ ნაწილის მიკუთვნება. თავის მხრივ აღნიშნულ დავაზე შეიტყო რა
ბექამ, რომელიც წარმოადგენს დავითის მამას, მან მიმართა რაიონულ სასამართლოს და
მიუთითა, რომ მიუხედავად საჯარო რეესტრის ჩანაწერისა სახლის შესაძენად 200000 ლარი
სწორედ მან გადაიხადა შესაბამისად მოითხოვა სახლზე მისი საკუთრების უფლების
აღიარება, სასამართლომ კი ეს უკანასკნელი ჩააბა საქმეში როგორც თანამოსარჩელე. საბა
წარმოადგენს ბექას სახელშეკრულებლო წარმომადგენელს - ადვოკატს.

კაზუსის ამოხსნის შემდეგ ეტაპზე მნიშვნელოვანია განიმარტოს საქმის სასამართლოში


განხილვისას განვითარებული მოვლენები. რაიონულ სასამართლოში საქმის
ერთპიროვნულად განმხილველმა მოსამართლემ საქმის სამართლებრივი სირთულიდან
გამომდინარე განცხადებით მიმართა რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს და
მოითხოვა საქმის განხილვა კოლეგიური სასამართლოს (სამი მოსამართლის)
შემადგენლობით რაზეც რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ მოტივირებული
განჩინებით დადგინა საქმის განხილვა კოლეგიური შემადგენლობით და განსაზღვრა
კოლეგიური შემადგენლობა, ამ საქმის განმხილველი თავდაპირველი მოსამართლის
აუცილებელი მონაწილეობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი
ნამდვილად იძლევა აღნიშნულის შესაძლებლობას ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის
„ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს აღნიშნულ შემთხვევაში კოლეგიურ განხილვას
თავდაპირველი მოსამართლის აუცილებელი მონაწილეობით. (განსაკუთრებული
სამართლებრივი სირთულისას) თუმცა როგორც კაზუსიდან ირკვევა საქმის განმხილველმა
თავდაპირველმა მოსამართლემ მიმართა თავმჯდომარეს განცხადებით ხოლო ამავე მუხლის
მეორე ნაწილის თანახმად ამ უკანასკნელს უნდა გამოეტანა მოტივირებული განჩინება
რომელიც შემდგომში გადაეგზავნებოდა თავმჯდომარეს.
აღნიშნული კოლეგიური შემადგენლობის დადგენის შემდეგ, მოსარჩელე დოდომ მიმართა
სასამართლოს და მოითხოვა თავდაპირველი მოსამართლის აცილება რათგანაც ასეთი
შემადგენლობით საქმის განხილვა ამ უკანასკნელს გააჭიანურებდა, კოლეგიის წევრმა ორმა
მოსამართლემ იმსჯელეს რა თავდაპირველი მოსამართლის აცილებაზე (მის დაუსწრებლად)
მათ შორის ხმები შუაზე გაიყო რაც ნიშნავს რომ ერთ-ერთი მათგანი ეთანხმებოდა მის
აცილებას მეორე კი - არა ამიტომაც შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. აცილების
ინსტიტუტი გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით (თავი
IV). 34-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური
შემადგენლობის ერთ-ერთ მოსამართლეს, ამ მოსამართლის აცილების საკითხს გადაწყვეტენ
სხვა დარჩენილი მოსამართლეები ასაცილებელი მოსამართლის დაუსწრებლად.
მოსამართლის აცილების წინააღმდეგ ან ასეთი აცილების მხარდასაჭერად ხმების თანაბარი
რაოდენობის დროს მოსამართლე აცილებულად ითვლება. ასეთ შემთხვევაში იგი უნდა
შეიცვალოს სხვა მოსამართლით, შესაბამისად ხმათა თანაბარი რაოდენობის პირობებში
აცილების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო დამატებით ამისა, მსურს ხაზი გავუსვა
აცილების მოთხოვნის საფუძვლებს, ზემოაღნიშნული კოდექსის 31-ე და შემდეგ მუხლებზე
გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ საქმის განხილვის გაჭიანურების თეორიული ალბათობა
მოსამართლის აცილების საფუძველი ნამდვილად არაა.

რაც შეეხება მოპასუხის მამის სამართლებრივ სტატუსს, როგორც კაზუსიდან ირკვევა ბექამ
სარჩელით მიმართა საქმის განმხილველ რაიონულ სასამართლოს სადავო საცხოვრებელ
სახლზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მართალია სადავო
საცხოვრებელი სახლი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია
მოპასუხე დავითის სახელზე, თუმცა ამ სახლის შესაძენი თანხა - 200000 ლარი გადახდილია
არა მოპასუხის, არამედ მოპასუხის მამის მიერ. სასამართლოს კოლეგიურმა შემადგენლობამ
გამოიტანა განჩინება მოპასუხის მამის - ბექას საქმეში თანამოსარჩელედ ჩართვის შესახებ.
საპროცესო თანამონაწილეობის ინსტიტუტი საპროცესო კოდექსში 86 და 87 მუხლებით
რეგულირდება საიდანაც 86-ე მუხლი ადგენს თანამონაწილეობის საფუძვლებს, ესენია: ა)
სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება; ბ) სასარჩელო მოთხოვნები
გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან; გ) სასარჩელო მოთხოვნები
ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.
ბექას მოთხოვნა კი - ა) არ წარმოადგენს დოდოს სასარჩელო მოთხოვნის ანალოგიურს
გამომდიანრე იქიდან რომ ბექა ითხოვს სახლზე საკუთრების აღიარებას დოდო კი მის ½
წილის მიკუთვნებას, ბ) დოდოს სამართლებრივი მოთხოვნა საოჯახო-სამართლებრივია
ბექასი კი სანივთო-სამართლებრივი და გამომდინარეობს საკუთრების კონსტიტუციური
უფლებიდან და გ)დოდოსა და ბექას სასარჩელო მოთხოვნა არ წარმოადგენს ერთგვაროვანს,
აქედან გამომდინარე, ბექა სასამართლომ თანამოსარჩელესთან არასწორად გააიგივა,
მიმაჩნია, რომ იგი წარმოადგენს მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით
(სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის მიხედვით) .
სასამართლომ მოამზადა საქმე და მოპასუხე დავითმა საქმის არსებითი განხილვის
დაწყებამდე მოითხოვა სხდომის მდივნის აცილება იმ არგუმენტაციით რომ იგი მოსარჩელეს
მეზობელს წარმოადგენდა რაზედაც სასამართლომ განმარტა, რომ აცილება უნდა გაკეთდეს
საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე, ასევე უნდა
იყოს მოტივირებული.უპირველეყოვლისა აცილების თაობაზე მხარემ უნდა დააყენოს
შუამდგომლობა ხოლო აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ
საპროცესო კოდექსი მხარის მეზობლის აცილების ინსტიტუტს არ იცნობს, სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მიხედვით ექსპერტის, თარჯიმნის, სპეციალისტის,
სხდომის მდივნის აცილება დასაშვებია 31-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული საფუძვლით ხოლო 31-ე მუხლში მხარის მეზობლის აცილების შესახებ
არაფერია ნახსენები შესაბამისად ვფიქრობ, რომ მოპასუხის მოთხოვნა დაუსაბუთებელია,
რაც შეეხება სასამართლოს დასაბუთებას ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად მხარეებს
შეუძლიათ წერილობით განაცხადონ აცილება. განცხადება აცილების შესახებ მოტივირებულ
უნდა იქნეს და გაკეთდეს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების
დროს. აცილების თაობაზე შემდგომი განცხადება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
აცილების საფუძველი იმ პირისათვის, რომელიც აცილებას მოითხოვს, ცნობილი გახდა ან
წარმოიშვა მთავარი სხდომის დაწყების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში განცხადება აცილების
შესახებ დასაშვებია მხარეთა პაექრობამდე.

რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის საბას პროცესში დაშვებას, სამოქალაქო საპროცესო


კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია უარი თქვას იმ პირის პროცესში
წარმომადგენლად დაშვებაზე, რომელიც არ არის ადვოკატი, თუ მიიჩნევს, რომ ამ
უკანასკნელს არ გააჩნია საკმარისი მონაცემები იმისათვის, რომ წარმოადგინოს მხარე და
დაიცვას მისი უფლებები. აღნიშნული ნორმა ემსახურება მხარის ინტერესების დაცვას თუმცა
როგორც კაზუსის მეხუთე აბზაციდან ირკვევა საბა არის ადვოკატი შესაბამისად ვფიქრობ,
რომ სასამართლოს მხრიდან მისი პროცესში მონაწილეობის დაუშვებლობა დაუსაბუთებელი
და არასწორია.

როგორც ირკვევა მთავარ სხდომაზე ბექამ საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების


გადაცემის ნაცვლად მოითხოვა სახლის ღირებულების ანაზღაურება (ე.ი შეცვალა მოთხოვნა)
რასაც მოპასუხე არ დაეთანხმა, ხოლო სასამართლომ აღნიშნულის საფუძველზე განჩინებით
უარი უთხრა ბექას მოთხოვნის ცვლილებაზე. მოცემულთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ
სასამართლოს გადაწყვეტილება იყო არასწორი გამომდინარე სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 83-ე მუხლიდან. აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილი ნამდვილად ამბობს, რომ
საქმის არსებითი განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის
შეცვლა საჭიროებს მოპასუხის თანხმობას, თუმცა მეოთხე ნაწილის თანახმად სარჩელის
შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების
დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის
შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის
ღირებულების ანაზღაურება, ხოლო ბექა მოითხოვდა ნივთის (სახლის) ღირებულების
ანაზღაურებას შესაბამისად მას შეეძლო აღნიშნული ცვლილების განხორციელება.

You might also like