Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ზურაბ ძლიერიშვილი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

სამოქალაქო საპროცესო სამართალი

შუალედური გამოცდა

კაზუსი

( დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება)

2019 წლის 17 მაისს დოდომ სარჩელით მიმართა რაიონულ სასამართლოს


მეუღლე დავითის წინააღმდეგ, მოითხოვა განქორწინება, აგრეთვე მეუღლეთა
ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების - მოპასუხის სახელზე
რეგისტრირებული 200000 ლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლის ½ წილის
მიკუთვნება. სასამართლომ სარჩელი მიიღო წარმოებაში.

ერთპიროვნულად საქმის განმხილველმა რაიონული სასამართლოს


მოსამართლემ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი სირთულის გამო,
განცხადებით მიმართა რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს, რათა მას
დაედგინა საქმის განხილვა კოლეგიური სასამართლო შემადგენლობით. იმის
გათვალისწინებით, რომ საქმის განმხილველ რაიონულ სასამართლოში იყო
მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კოლეგიური შემადგენლობით საქმის
განხილვისათვის, რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ მოტივირებული
განჩინებით დადგინა საქმის განხილვა კოლეგიური შემადგენლობით და განსაზღვრა
კოლეგიური შემადგენლობა, ამ საქმის განმხილველი თავდაპირველი მოსამართლის
აუცილებელი მონაწილეობით.

მოსარჩელე დოდომ იმის გამო, რომ გადაწყდა საქმის განხილვა კოლეგიური


შემადგენლობით, რაც დოდოს მოსაზრებით გამოიწვევდა საქმის განხილვის
გაჭიანურებას, მოითხოვა საქმის თავდაპირველად განმხილველი მოსამართლის
აცილება. აცილების საკითხი განიხილა დანარჩენმა ორმა მოსამართლემ
ასაცილებელი მოსამართლის დაუსწრებლად. ერთმა მათგანმა ხმა მისცა აცილებას,
ხოლო მეორემ კი მხარი არ დაუჭირა აცილებას. მოსამართლეთა ხმების გაყოფის
გამო, თავდაპირველი მოსამართლის აცილების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
საქმის მომზადების ეტაპზე, მოპასუხის მამამ - ბექამ სარჩელით მიმართა
საქმის განმხილველ რაიონულ სასამართლოს სადავო საცხოვრებელ სახლზე
საკუთრების უფლების ცნობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მართალია სადავო
საცხოვრებელი სახლი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით
რეგისტრირებულია მოპასუხე დავითის სახელზე, თუმცა ამ სახლის შესაძენი თანხა -
200000 ლარი გადახდილია არა მოპასუხის, არამედ მოპასუხის მამის მიერ.
სასამართლოს კოლეგიურმა შემადგენლობამ გამოიტანა განჩინება მოპასუხის მამის -
ბექას საქმეში თანამოსარჩელედ ჩართვის შესახებ.

სასამართლოს კოლეგიურმა შემადგენლობამ მოამზადა საქმე და დანიშნა


საქმის განხილვა სასამართლოს მთავარ სხდომაზე. სასამართლოს მთავარ სხდომაზე
საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე, მოპასუხე დავითმა, რომელიც საქმის
განხილვაში მონაწილეობდა თავის სახელშეკრულებო წარმომადგენელ ადვოკატ
საბასთან ერთად, მოითხოვა სხდომის მდივნის აცილება იმ საფუძვლით, რომ იგი
მოსარჩელე ქეთევანის მეზობელი იყო. სასამრთლოს კოლეგიურმა შემადგენლობამ
არ დააკმაყოფილა სხდომის მდივნის აცილების განცხადება იმ საფუძვლით, რომ
აცილება უნდა გაკეთდეს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის
მომზადების დამთავრებამდე, ასევე უნდა იყოს მოტივირებული.

სასამართლოს კოლეგიურმა შემადგენლობამ სასამართლოს მთავარ სხდომაზე


საქმის განხილვისას, უარი განაცხადა მოპასუხე დავითის წარმომადგენლის - საბას
პროცესში დაშვებაზე იმ საფუძვლით, რომ საბას არ გააჩნდა საკმარისი მონაცემები
იმისათვის, რომ წარმოადგინოს მხარე და დაიცვას მისი უფლებები.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე თანამოსარჩელე ბექამ სადავო


საცხოვრებელი სახლის საკუთრების უფლებით გადაცემის ნაცვლად, მოპასუხე
დავითისაგან მოითხოვა გადახდილი ფულადი თანხის - 200000 ლარის
ანაზღაურება, რასაც მოპასუხე არ დაეთანხმა. სასამართლოს კოლეგიურმა
შემადგენლობამ იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე
მოპასუხე დავითი წინააღმდეგი იყო, განჩინებით უარი განუცხადა თანამოსარჩელე
ბექას სარჩელის საგნის შეცვლაზე.

შეაფასეთ მხარეთა და სასამართლოს მიერ განხორციელებული მოქმედებები.


პასუხი დაასაბუთეთ.

You might also like