Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

რენე გენონი, ფუნდამენტური სიმბოლოები, საკრალური მეცნიერების

უნივერსალური ენა, ინგლისურ ტექსტში გვ.13-16.

‘სიტყვა და სიმბოლო’

სიმბოლურ ფორმებს ტრადიციული სწავლების გადმოცემისას დიდი მნიშვნელობა


აქვს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს, სიმბოლოები ადაპტირებული არიან
ადამიანური ბუნების მოთხოვნებთან, რომელიც ექსკლუზიურად
ინტელექტუალური კი არაა, არამედ საჭიროებს მგრძნობიარე/სენსორულ საყრდენს,
საიდანაც იგი უფრო მაღალ სფეროებს მიემართება. სიმბოლო კომპოზიტია, ერთია და
მრვალაგვარი ერთსა და იმავე დროს. გენონის მიხედვით, დეკარტეს შემდეგ მოხდა
სულისა და სხეულის რადიკალური განცალკევება. წმინდა ინტელექტის
შესამეცნებლად ადამიანს სჭირდება მისი გარკვეული ფორმით შემეცნება. ამდენად
ყველა ნებისმიერი გამოვლინება, ფორმულირება გარკვეული აზრის სიმბოლოს
წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით ენაც სხვა არაფერია, თუ არა სიმბოლო. სიტყვების
გამოყენებასა და სიმბოლოების გამოყენებას შორის არ არსებობს დაპირისპირება,
არამედ გამოხატვის ეს ორი მოდუსი ერთმანეთს ავსებს.

ენის ფორმა ანალიტიკური და დისკურსიულია, როგორც ადამიანის შემეცნება, ხოლო


სიმბოლო არსობრივად სინთეზური წარმოშობისაა, მათ შორის ინტუიტურიც, რაც
მას ენაზე მეტად უფრო შესაბამისს ხდის იმ ინტელექტუალური ინტუიციის
გამოსახატავად, რომელიც ცნობიერებას აღემატება. ენა კი სავსეა უფრო ზუსტი და
ნაკლებად დრეკადი მნიშვნელობებით, რაც ავიწროვებს გაგების/აღქმის საზღვრებს.
მართებული იქნებოდა გვეთქვა, სიმბოლო ყველასთვის ერთნაირად გასაგებია,
ყველასთან ერთნაირად მიაქვს ის ჭეშმარიტება, რომელსაც გადმოსცემს, ცხადია, მეტ-
ნაკლებად ინდივიდუალური აღქმის შესაბამისად. განა ეს ნიშნავს, რომ სიმბოლოს
გამოყენება აუცილებელია? რაღაც გაგებით, ყველა ეს ფორმა შემთხვევითია იმასთან
კავშირში, რასაც გამოხატავს. ...თუმცა როდესაც პრაქტიკულად შეუძლებელია რაიმეს
ფიზიკურად დაძლევა, სიმბოლოებისა და რიტუალების მეშვეობით ეს შესაძლებელი
ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მათი აბსოლუტური აუცილებლობა არ არსებობს,
ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილობისა და ხელსაყრელობის
თვალსაზრისით, სიმბოლო და რიტუალი შეუცვლელია.

გენონი ხსნის სიმბოლოს, როგორც არა-ადამიანურის, ღვთაებრივისა და


ადამიანურის ნაზავს.

იოანეს სახარების პირველი სტრიქონი: „პირველად იყო სიტყვა“, ლოგოსი


წარმოადგენს აზრსა და სიტყვას ერთსა და იმავე დროს. ქმნილება/creation სიტყვის
შემოქმედებაცაა, და მისი გამოვლინებაც, ამიტომაც სამყარო ღვთაებრივ ენას ჰგავს
მათთვის, ვინც მისი წაკითხვა იცის.

You might also like