Professional Documents
Culture Documents
რ.თვარაძე - ბრძლა და ომი
რ.თვარაძე - ბრძლა და ომი
რ.თვარაძე - ბრძლა და ომი
ერთი ყველაზე საოცარი პარადოქსი მაფიქრებს ხშირად: ორი ათასზე მეტი წლის
მანძილზე ისე იცხოვრა ამ ერმა აურაცხელი მტრის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში
ერთობ, ერთობ იშვიათად დამარცხებულა, მაგრამ, ამასთანავე, თითქმის ყველა ომის
წაგება მოახერხა. ჩინებული მაგალითი: ასამდე ბრძოლა გადაიხადა ერეკლემ, თითქმის
ყველა ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდა. ომში მაინც დამარცხდა საბოლოოდ.
როგორც ახლა ირკვევა, 1921 წელსაც კი თითქმის არც ერთი ბრძოლა არ წაუგიათ
ქართველებს _ ომი წააგეს. ვახტანგ გორგასალსაც ზუსტად იგივე დაემართა:
ბრძოლებში სასწაულებრივ გამარჯვებათა მომპოვებელმა ხელმწიფემ ომში
დამარცხებით გაასრულა სიცოცხლე და მისი სიკვდილის შემდეგ მეფობა გაუქმდა
საქართველოში.
ხანი რომ გამოხდა, იმასაც მივხვდი: თურმე მარტოოდენ ბრძოლებსა და ომებში როდი
იჩენს თავს ეს ჩვენი ბუნება. აგერ ჩვენს თვალწინ, ყოველდღიურ ყოფაშიც იგივე
მეორდება: წამოვიწყებთ რაიმე საქმეს, ვეკვეთებით გასაკეთებელს, პირველ საჩინო
შედეგებსაც მოვიპოვებთ ხოლმე ჩვეულებრივ. გაივლის გარკვეული დრო და
გრილდება გული, დუნდება ნებელობა, გვიმტყუნებენ ნერვები, თითქოს გვბეზრდება
ის ჩვენივე წამოწყებული საქმე და უმეტეს შემთხვევაში თვალწინ ხუხულასავით
გვენგრევა ნაამაგარი.
აი ასე: არავინ მოასვენა ერთი წუთითაც, არც საკუთარი თავი, არც სრულიად
ქართველი ერი, და ამის მეოხებით მისწვდა თავის იდეალს, ყოველი წამოწყებული
საქმე გაასრულა “მაღლად და შვენიერად”, მარტო ბრძოლებში კი არა, ომებში
გამარჯვებაც ასწავლა ქართველებს. ბრძოლებსა და ომებში მხოლოდ სამხედრო
ოპერაციებს არ ვგულისხმობ ამჯერად. ცხოვრების ყოველ სფეროში აღასრულა მან ეს
უდიდესი საქმე, რომლის ინერცია საუკუნეებს გამოჰყვა.
1988წ.