Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 12

საქმე №2/10455 - 18

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით

13 ივნისი, 2018 წელი ქ.


თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია


მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი ნანა რაფავა

მოსარჩელე - ზ-----------------ე
წარმომადგენელი - მ--------------–---–ი
მოპასუხე - ნ------------ე
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის
სერვის ცენტრი
წარმომადგენელი - მ-------–-----ე
დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხე ნ------------ისათვის არასრულწლოვანი შვილების, ლ--------------


ის (დაბადებული 2----–-–---------------ს, პირადი N0----------) და ა-------------------ის
(დაბადებული 2----–-–-------------, პირადი N0----------) მიმართ, პასპორტის
აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში მშობლის
წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, მშობლის სხვა
უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად.

მოსარჩელე ზ-----------------ე და ნ------------ე ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2----–-–-


-----------დან. მათ, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–----
-----------ს დაბადებული ლ--------------ე და 2----–-–------------- დაბადებული ა----------
---------ე. ბოლო პერიოდში, მხარეთა შორის დაიძაბა ურთიერთობა და
მოსარჩელის მცდელობა, შეენარჩუნებინა ოჯახი, უშედეგო აღმოჩნდა.

1
მხარეები ფაქტიურად ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე, ხოლო 2----–-–---------–--ს
განქორწინდნენ. მოპასუხე განქორწინებამდეც არ იჩენდა სათანადო
ყურადღებას შვილების მიმართ, რის გამოც, არასრულწლოვან ბავშვებზე
მზრუნველობას ახროციელებდა მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები. ასევე,
ბავშვებს მატერიალურად უზრუნველყოფდა მხოლოდ მოსარჩელე ზ-------------
----ე. დაახლოებით ერთი წელია, არასრულწლოვანი ბავშვები, ლ--------------ე
და ა-------------------ე ცხოვრობენ მოსარჩელესთან, მოპასუხე კი, ამ პერიოდის
განმავლობაში, არ დაინტერესებულა ბავშვებით და არ უკითხავს მათი
მდგომარეობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა
კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით
დაკმაყოფილდა მოსარჩელე ზ-----------------ის მოთხოვნა და არასრულწლოვანი
ლ--------------ის და ა-------------------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა
მამის, ზ-----------------ის, საცხოვრებელი ადგილი. მოსარჩელეს აქვს
ყველანაირი შესაძლებლობა შვილების აღზრდისთვის და ასევე,
დასვენებისთვის, მათ შორის საზღვარგარეთაც. ბავშვებისთვის უკეთესი
პირობების შექმნისა და მათი ინტერესების დაცვის გამო, მოსარჩელის
სურვილია, პერიოდულად წაიყვანოს ისინი საზღვარგარეთ, როგორც
ზაფხულის, ისე ზამთრის არდადეგების დროს. აღნიშნულისათვის კი
საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა, რომლის გაცემაზეც, მოპასუხე უარს
აცხადებს. არასრულწლოვანი ბავშვების უპირატესი ინტერესების
გათვალისწინებით, სამომავლოდ დაბრკოლებების თავიდან აცილების
მიზნით, მიზანშეწონილია, მოპასუხეს, არასრულწლოვანი შვილების
მიმართ, შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება,
პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში, მშობლის სხვა
უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ნ------------ემ შესაგებელი არ წარმოადგინა და სასამართლოს


სხდომაზე არ გამოცხადებულა. მას არც გამოუცხადებლობის საპატიო
მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის მიხედვით,


მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას,
თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის
გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე
დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები
იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ
შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ
მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის
ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება

2
და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს
სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

მესამე პირის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური


დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-
სამგორის სერვის ცენტრის წარმომადგენელი - მ-------–-----ე ეთანხმება
სასარჩელო მოთხოვნას მშობლის წარმომადგენლობითი უფლების
შეზღუდვის შესახებ. ვინაიდან, მოპასუხე ნ------------ე არ იჩენს ყურადღებას
ბავშვების მიმართ, არ არის ჩართული მათი ზრუნვის პროცესში, ასევე,
უცნობია მოპასუხის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, ბავშვების
ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის, მიზანშეწონილია, მოპასუხე ნ-----
-------ეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება პასპორტის
აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში. ამასთან, თავად ბავშვების
სურვილია, დასვენების მიზნით, დროებით გაემგზავრონ საზღვარგარეთ, რაც
დადებითად აისახება მათ ნორმალურ განვითარებაზე და შეესაბამება მათ
უპირატესად დასაცავ ინტერესებს.

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. მოსარჩელე ზ-----------------ეს და მოპასუხე ნ------------ეს ქორწინების


პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–---------------ს დაბადებული ლ-----
---------ე და 2----–-–------------- დაბადებული ა-------------------ე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:


- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 15).
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 16).

4.1.2. ზ-----------------ე და ნ------------ე განქორწინდნენ 2----–-–---------–--ს;


სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2----–-–---------–--ს
გაცემული განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 14);

4.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა


კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის დაუსწრებელი
გადაწყვეტილებით, ზ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
არასრულწლოვანი ლ--------------ის (დაბადებული 2----–-–---------------ს) და
არასრულწლოვანი ა-------------------ის საცხოვრებელ ადგილად

3
განისაზღვრა ზ-----------------ის საცხოვრებელი ადგილი;
არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ მამასთან, ზ-----------------ესთან;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:


- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018
წლის 16 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საქმე N2--------- (ს.ფ.
18-22).

4.1.4. მოსარჩელე ზ-----------------ე მუშაობს შპს ,,ს--------------–--–-“


ლოგისტიკის სამსახურში სპეციალისტის პოზიციაზე და მისი
ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენს 2700 (ორი ათას
შვიდასი) ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:


- შპს ,,ს--------------–---“ მიერ 2017 წლის 10 აგვისტოს გაცემული ცნობა (ს.ფ. 17).
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 13 ივნისის სხდომის ოქმი).

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

4.2.1. სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების ისანი-სამგორის


სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დასკვნის მიხედვით,
სოციალურმა მუშაკმა განახორციელა ვიზიტი მოსარჩელის
საცხოვრებელ მისამართზე: თბილისი, ვ---------–--------–------------------------------
- დადგინდა, რომ მეუღლეები, ზ-----------------ე და ნ------------ე
განქორწინდნენ 2017 წელს. მიღებული ინფორმაციით,
განქორწინების შემდგომ, ნ------------ემ დატოვა საქართველო და მას
შემდგომ არ აქვს ბავშვებთან ურთიერთობა. არასრულწლოვანი ლ-----
---------ე და ა-------------------ე ცხოვრობენ ბიოლოგიური მამის ოჯახში.
მოსარჩელე ზ-----------------ე ბებიასთან ს---–-----–-----–-ასთან, დედასთან ი---
-----------ასთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს მის საკუთრებაში
არსებულ ხუთოთახიან ბინაში, სადაც შექმნილია ყველა პირობა
ბავშვების განვითარებისათვის. ბავშვებს აქვთ საკუთარი ოთახი და
კუთხე. არასრულწლოვანი ლ--------------ე სწავლობს ქ. თბილისის N1----
საჯარო სკოლაში, ხოლო ა-------------------ე დადის N1-- საბავშვო ბაღში.
ბავშვებს დამატებით ჰყავთ ძიძა. ლ-----------------------------ეები
აღრიცხვაზე იმყოფებიან N- საოჯახო მედიცინის ცენტრში, სადაც
გადიან ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს. ბავშვები
ჯანმრთელები არიან. ოჯახს აქვს საკმარისი შემოსავალი, რათა
ბავშვები უზრუნველყონ აუცილებელი საჭიროებებით. ზ-----------------ე
მუშაობს თბილისის ს-------–----------------------ში. როგორც მოსარჩელე
აცხადებს, ერთი წელია დედას ბავშვები არ უნახავს და არც რაიმე
კონტაქტი ჰქონია და ბავშვებზე ზრუნვას მთლიანად მამის ოჯახი
ახორციელებს.
4
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოცილაური
მუშაკის მიერ 2018 წლის 22 მაისს მომზადებული დასკვნა N1---- (ს.ფ. 46-47).

4.2.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის


საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის მიერ ვერ
მოხერხდა მოპასუხე ნ------------ის საცხოვრებელი ადგილის შეფასება
და მასთან გასაუბრება, ვინაიდან მოპოვებული ინფორმაციით, იგი არ
იმყოფება საქართველოში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:


- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოცილაური
მუშაკის მიერ 2018 წლის 22 მაისს მომზადებული დასკვნა N1---- (ს.ფ. 46-47).
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 13 ივნისის სხდომის ოქმი).

4.2.3. სასამართლო იზიარებს სოციალური სამსახურის (მეურვეობისა


და მზრუნველობის ორგანოს) წარმომადგენლის პოზიციას, რომ
ბავშვების აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით, შეფერხებებისა და
გარკვეული დაბრკოლებების თავიდან აცილების მიზნით,
მიზანშეწონილია, მოპასუხეს შეეზღუდოს მშობლის
წარმომადგენლობითი უფლება ბავშვების პასპორტის აღებისა და
საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში. სოციალური სამსახურის
შეფასებით, არასრულწლოვანი ბავშვების ასაკიდან, მათი
სურვილიდან გამომდინარე და ასევე, იმ გარემოების
გათვალისწინებით, რომ ბავშვების ბიოლოგიურ დედა არ
ინტერესდება ბავშვების მდგომარეობით და უცნობია მისი
ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, ბავშვების განვითარებისათვის,
მათი კეთილდღეობისა და სამომავლოდ საზოგადოებაში
წარმატებული ინტეგრაციისათვის, მიზანშეწონილია, მოპასუხე ნ------
------ეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებასილება
საქართველოს პასპორტის მიღებისა და საზღვარგარეთ დროებით
გაყვანის ნაწილში მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობების
შეუზღუდავად.
არასრულწლოვანი ბავშვების ჭეშმარიტი უფლებებისა და
ინტერესების დაცვის მიზნით, საქმეში არსებული მასალების
საფუძველზე გამოიკვეთა, მოპასუხისათვის მშობლის
წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის
აუცილებლობა, მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობების
შეუზღუდავად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი


ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის
5
საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და
შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან
გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები
თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი
ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი
მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით,


თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი
ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება
შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით,
წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს
მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს
სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას,
რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე
გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც
საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს
გადაწყვეტილებაში.

სამოტივაციო ნაწილი

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების


შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა
დაკმაყოფილდეს.

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1201-ე, 1202-ე, 1205-ე მუხლები.

7. სამართლებრივი შეფასება

მოსარჩელე ზ-----------------ემ მოითხოვა მოპასუხისათვის არასრულწლოვანი


შვილების, ლ--------------ის (დაბადებული 2----–-–---------------ს, პირადი N0----------)
და ა-------------------ის (დაბადებული 2----–-–-------------, პირადი N0----------)
მიმართ, პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში მშობლის
წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, მშობლის სხვა უფლებებისა და
მოვალეობების შეუზღუდავად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების

6
აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ.
მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს
სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის
უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან
მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო
ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში
განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის პირველი და მეორე


ნაწილების თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება
შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით
სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის
ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და
მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას, შეზღუდოს მშობლის ერთ-


ერთი უფლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის
თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით
ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

დადგენილია, რომ მოსარჩელე ზ-----------------ეს და მოპასუხე ნ------------ეს


ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–---------------ს
დაბადებული ლ--------------ე და 2----–-–------------- დაბადებული ა-------------------ე.
ზ-----------------ე და ნ------------ე განქორწინდნენ 2----–-–---------–--ს. თბილისის
საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16
თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ზ-----------------ის სარჩელი
დაკმაყოფილდა: არასრულწლოვანი ლ--------------ის (დაბადებული 2----–-–-------
--------ს) და არასრულწლოვანი ა-------------------ის საცხოვრებელ ადგილად
განისაზღვრა ზ----------------ის საცხოვრებელი ადგილი. არასრულწლოვანი
ბავშვები ცხოვრობენ მამასთან, ზ-----------------ესთან.

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოსარჩელე ზ----------------ე


მუშაობს შპს ,,ს--------------–--–-“ ლოგისტიკის სამსახურში სპეციალისტის
პოზიციაზე და მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენს 2700
(ორი ათას შვიდასი) ლარს.

სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების ისანი-სამგორის სოციალური


მომსახურების საქალაქო ცენტრის დასკვნის მიხედვით, სოციალურმა
მუშაკმა განახორციელა ვიზიტი მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე:
თბილისი, ვ---------–--------–------------------------------- მიღებული ინფორმაციით,
მოსარჩელესთან განქორწინების შემდგომ, მოპასუხე ნ------------ემ დატოვა
საქართველო და მას შემდგომ არ აქვს ბავშვებთან ურთიერთობა.
არასრულწლოვანი ლ--------------ე და ა-------------------ე ცხოვრობენ ბიოლოგიური
მამის ოჯახში. მოსარჩელე ზ-----------------ე ბებიასთან ს---–-----–-----–-ასთან,

7
დედასთან ი--------------ასთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს მის
საკუთრებაში არსებულ ხუთოთახიან ბინაში, სადაც შექმნილია ყველა
პირობა ბავშვების განვითარებისათვის. ბავშვებს აქვთ საკუთარი ოთახი და
კუთხე. არასრულწლოვანი ლ--------------ე სწავლობს ქ. თბილისის N1----
საჯარო სკოლაში, ხოლო ა-------------------ე დადის N1-- საბავშვო ბაღში.
ბავშვებს დამატებით ჰყავთ ძიძა. ლ-----------------------------ეები აღრიცხვაზე
იმყოფებიან N- საოჯახო მედიცინის ცენტრში, სადაც გადიან ჯანმრთელობის
მდგომარეობის მონიტორინგს. ოჯახს აქვს საკმარისი შემოსავალი, რათა
ბავშვები უზრუნველყონ აუცილებელი საჭიროებებით. ზ-----------------ე
მუშაობს თბილისის ს-------–----------------------ში. როგორც მოსარჩელე აცხადებს,
ერთი წელია დედას ბავშვები არ უნახავს და არც რაიმე კონტაქტი ჰქონია და
ბავშვებზე ზრუნვას მთლიანად მამის ოჯახი ახორციელებს. ამდენად,
დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვები იზრდებიან მათთვის
უსაფრთხო, კეთილსაიმედო და მზრუნველ გარემოში. მათთვის მამის
ოჯახში შექმნილია აღზრდა-განვითარებისათვის საუკეთესო პირობები.

რაც შეეხება მოპასუხე ნ------------ის საცხოვრებელი პირობების შემოწმების


საკითხს, საქმეში არსებული მასალებით, სსიპ სოციალური მომსახურების
სააგენტოს ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის
მიერ ვერ მოხერხდა მოპასუხე ნ------------ის საცხოვრებელი ადგილის
შეფასება და მასთან გასაუბრება, ვინაიდან მოპოვებული ინფორმაციით, იგი
არ იმყოფება საქართველოში. დღეის მდგომარეობით, მოპასუხის
ფაქტობრივი ადგილსამყოფელი უცნობია. მას არასრულწლოვან შვილებთან
არ აქვს ურთიერთობა. აღნიშნულის გამო, მოსარჩელე ვერ ახერხებს
მოპასუხე ნ------------ესთან დაკავშირებას და მისგან არასრულწლოვანი
ბავშვების საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანაზე თანხმობის მიღებას,
რაც ეწინააღმდეგება არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებს.

"საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში


შემოსვლის წესების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად,
16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან
დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი
წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის
თანხლებით. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება
რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლისათვის
საჭიროა მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
არასრულწლოვანს, აგრეთვე ქმედუუნარო პირს, რომელსაც საზღვარგარეთ
დროებით გამგზავრებისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ
უკანასკნელთა შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი.
საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი
წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია,
თუ: ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) მეორე კანონიერი
წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ

8
დაკარგულია; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის
გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;
დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ე) არასრულწლოვანი
მარტოხელა დედის შვილია. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის
საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ
წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება
სასამართლოს წესით.

საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას


ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლიც, რომლითაც,
სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის
კეთილდღეობას. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის
გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს
მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ
შესაბამისობა.

მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას, სასამართლომ თანაბრად უნდა


დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს
ბავშვების ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვების
ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მათი ცხოვრების წესი,
ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ბავშვების ინტერესის უპირატესობას
განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის "ბავშვის უფლებების
შესახებ" კონვენცია, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ
ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის
მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები,
რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე,
სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები -
უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ
უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის
მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი
მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას
იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით,
რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ
ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

"ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით,


მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ
ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი
პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის
შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი
პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე
ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

განსახილველი დავის ფარგლებში, მიღებული გადაწყვეტილება უნდა

9
გამომდინარეობდეს მშობლების უფლება-მოვალეობათა სრული
თანასწორობისა და ბავშვების სწორი აღზრდის ინტერესებიდან. მშობლებს
აქვთ რა თანაბარი უფლებები შვილების მიმართ, ამასთან ეკისრებათ
პასუხისმგებლობა ბავშვების აღზრდასა და განვითარებაზე, მათ შორის მის
მშვიდ, ჯანსაღ ემოციურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობის
უზრუნველყოფაზეც. მშობლების უალტერნატივო ვალდებულებაა,
საკუთარი უფლება-მოვალეობები განახორციელონ იმგვარად, რომ ამით არ
შეილახოს ბავშვების ინტერესი. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს
წარმომადგენლის მითითებით, არასრულწლოვანი ლ--------------ისა და ა----------
---------ის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, მოპასუხე ნ----------
--ეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება საქართველოს
პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ დროებით გაყვანის ნაწილში, რაც
არასრულწლოვანი ბავშვების ასაკის, მათი სურვილის და ინტერესების
დაცვის გათვალისწინებით, ემსახურება ბავშვების განვითარებას, მათ
კეთილდღეობას და საზოგადოებაში წარმატებულ ინტეგრაციას. საქმის
მასალებით არ გამოიკვეთა ბავშვების მამასთან ერთად საზღვარგარეთ
დროებით დასასვენებლად გაყვანისათვის ხელისშემშლელი რაიმე
გარემოება, რაც შესაძლოა არასრულწლოვანი ბავშვებისათვის ზიანის
მომტანი ყოფილიყო.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვების ბიოლოგიური დედა არ


ინტერესდება ბავშვების მდგომარეობით და ამასთან, უცნობია მისი
ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, რაც ართულებს მისგან სავალდებულო
თანხმობის მიღებას ბავშვების პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ
გაყვანის თაობაზე.
ამდენად, მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა
ანალიზისა და კომპეტენტური ორგანოს - სოციალური სამსახურის დასკვნის
საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ბავშვების
ჭეშმარიტი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, მიზანშეწონილია,
მოპასუხეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება
პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ დროებით გაყვანის ნაწილში,
მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად. სასამართლო
დამატებით განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების
შეზღუდვა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილებთან ურთიერთობის
უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას.
მოპასუხე ნ------------ეს უნარჩუნდება ბავშვებთან როგორც პირადი, ისე
კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით ურთიერთობის უფლება.

გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელე ზ-----------------ის სარჩელი,


მოპასუხე ნ------------ის მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების
შეზღუდვის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.

8. საპროცესო ხარჯები

10
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი
ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ
სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები –
არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ
სარჩელებზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად,


სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები
და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო
მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ,
მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“


ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად,
არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. 39-ე
მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად
საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში
შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
ამავე კოდექსის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი
მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-
სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად
აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და
განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის
მიკუთვნების თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის


სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო


საპროცესო კოდექსის მე- 8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე,
369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ზ----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე ნ------------ეს (პირადი N0----------) შეეზღუდოს მშობლის უფლება


მისი არასრულწლოვანი შვილების, ლ--------------ის (დაბადებული: 2----–-–-------
--------ს, პირადი N0----------) და ა-------------------ის (დაბადებული: 2----–-–-------------,
პირადი N0----------) მიმართ, პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ დროებით
გაყვანის ნაწილში, მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობების

11
შეუზღუდავად.

3. ნ------------ეს (პირადი N0----------), სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ


დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო


სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის
ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული
წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება


გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების
გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო
ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა,
გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს
გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის
ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის
გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე ირინა
ზარქუა

12

You might also like