Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

 

"შუშანიკის წამება"
                               თავი II
ვარსქენი გამოემართა თავისი სამფლობელოსკენ.როდესაც იგი
ჰერეთის საზღვარს მიადგა,დაიბარა ქვეყნის აზნაურები რათა როგორც
ქვეყნის ერთგული ისე შესულიყო ქართლში.მან გააგზავნა საშიკრიკო
ცხენი შუშანიკთან.როცა ის ცურტავში მივიდა და წარსდგა დედოფლის
წინაშე,შუშანიკმა შეუთვალა:
"თუ სულით ცოცხალია მაშინ დღეგრძელია ყველა ხოლო,თუ სულით
მკვდარია თქვენი მოკითხვა თქვენთვის შეინახეთ."
მონამ პასუხი ვეღარ შეჰკადრა.შუშანიკმა დააფიცა ის რომ სიმართლეს
ეტყოდა.მსახურმა უთხრა რომ ვარსქენმა უარყო ჭეშმარიტი ღმერთი.ამ
პასუხის მოსმენის შემდეგ,შუშანიკი დაეცა ძირს და მწარე ცრემლებით
დაიწყო ტირილი.
"უბედურია ვარსქენი,რადგან მან უარყო ჭეშმარიტი ღმერთი და
აღიარა მაზდეანობა."
შუშანიკმა დატოვა სასახლე და ღმერთის რწმენით ეკლესიაში წავიდა
თავის სამ ვაჟთან და ერთ ქალიშვილთან ერთად.საკურთხევლის წინ
დააყენა და ლოცვა დაიწყო.
"უფალო ღმერთო ჩემი შვილები შენი მოცემულნი არიან და შენვე
დაიცავი"
როდესაც საღამოს ლოცვა დაასრულეს შუშანიკი შევიდა ერთ პატარა
სენაკში,მიეყრდნო ერთ კუთხეს და მწარე ცრემლებით იტირა.

You might also like