ხატია აბულაძე 27

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ანალიზი

ვაჟა-ფშაველას პოეზია განსაკუთრებულად საინტერესო, მნიშვნელოვანი,


სააზროვნო და მრავლისმომცველია. მისი ერთ-ერთი გამორჩეული პოემაა ,,ალუდა
ქეთელაური’’, რომელშიც თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი ბრბოს მხატვრული სახე,
ასევე, კოსმოპოლიტიზმის ვაჟასეული გაგება.

მოცემულ მონაკვეთში შესანიშნავად ჩანს მასის მხატვრული სახე. ბრბო ადამიანთა


ის ჯგუფია, რომელსაც გზად ყველაფრის განადგურება შეუძლია. ასეთი მასის
მსხვერპლი გახდა ალუდაც. რთულია, საზოგადოებაში გავრცელებული ტრადიციის,
მიღებული წესებისა და ღრმად ფესვგადგმული აზრის წინააღმდეგ წასვლა. როგორც
კი ალუდა ამბობს: ,,ვერ გავიმეტე მუცალი / მარჯვენის მოსაჭრელადა, / გული
გამიწყრა, არა ჰქნა, / რაც საქნელია ძნელადა’’, მაშინვე მრისხანება ეტყობათ
ხევსურებს და მკაცრად მიმართავენ მას: ,,მოკვდი, სიკვდილი გირჩევნავ, / რა ხარ
სიცრუის მთქმელადა.’’ ხევსურების ამ ქმედებაში კარგად ჩანს, რომ ბრბოს
ფსიქოლოგია არ ეფუძნება ფაქტების გააზრებას, დაფიქრებასა და მოვლენის სწორად
შეფასებას. მასა არ ცდილობს, უარი თქვას დამკვიდრებულ აზროვნებაზე, მიიღოს
ახალი იდეა და პატივი სცეს ალუდას გადაწყვეტილებას.

მასის მხატვრულ სახეზე საუბრისას მახსენდება გუსტავ ლე ბონის წიგნი ,,ბრბო’’,


რომელშიც ავტორი ასკვნის, რომ ,,აგზნებულ მასას თავის გზაზე ყველაფრის წალეკვა
შეუძლია.’’ თითქმის შეუძლებელია, ბრბოს წინაშე აღმოჩნდე და არ გახდე მისი
მსხვერპლი. ,,ალუდა ქეთელაურზე’’ საუბრისას მახსენდება ისევ ვაჟას შემოქმედება
- ,,სტუმარ-მასპინძელი’’, რომელშიც ძალიან კარგად ჩანს ბრბოს სახე, რომელსაც
ემსხვერპლა ზვიადაური. ასევე, მახსენდება გიორგი ლეონიძის ,,ნატვრის ხე’’,
რომელშიც შესანიშნავად ჩანს მასის მხატვრული სახე, როგორც გამძვინვარებულ,
უმოწყალო, უგრძნობ და გონებადიბინდულ ადამინთა ერთობლიობა. ბრბოს
ფსიქოლოგიაზეა საუბარი მიხეილ ჯავახიშვილის ,,ეშმაკის ქვაში.’’ მასში ჩანს, თუ
როგორ შეიძლება ბრბოს ზეგავლენის ქვეშ მოექცეს ,,ანგელოზიც’’ და მისი
გაუაზრებელი ქმედების ნაწილი გახადოს. მახსენდება ჭაბუა ამირეჯიბის ,,დათა
თუთაშხია.’’ ბრბო, რომელიც მართულია სეთურის მიერ, ებრძვის დათას, რომელიც
ცდილობს დამონებული ხალხის გამოღვიძებას და მათ გონზე მოყვანას. ჯემალ
ქარჩხაძის იგიც ხომ ბრბოს მსხვერპლი გახდა, რომელმაც ვერ აიტანა განსხვავებული
ადამიანი და მისი მოშორება გადაწყვიტა.

როგორც ,,ალუდა ქეთელაურში’’, ისე მოყვანილ ნაწარმოებებში კარგად ჩანს მასის


მხატვრული სახე, ჩანს, თუ როგორი დაუნდობელია აზროვნებაწართმეული,
დაბრმავებული, გააფთრებული და კრიტიკული განსჯის უნარწართმეული
ადამიანების მოქმედება.
როგორც უკვე აღვნიშნე, ალუდა ქეთელაურის მონოლოგში თვალნათლივ ჩანს
კოსმოპოლიტიზმის ვაჟასეული გაგება. ალუდა ქეთელაური ამბობს: ,,ჩვენ ვიტყვით,
კაცნი ჩვენა ვართ, / მარტოთ ჩვენ გვზდიან დედანი; / ჩვენა ვსცხონდებით,
ურჯულოთ / კუპრში მიელის ქშენანი.’’ ალუდა თავისი სიტყვებით კრიტიკას
გამოხატავს თანასოფლელების მიმართ, რადგან მათში გავრცელებულია აზრი, რომ
ნამდვილი ვაჟკაცები და მორწმუნეები მხოლოდ მათ არიან. ალუდას ამ სიტყვებში
ჩანს, რომ ვაჟა-ფშაველა კოსმოპოლიტი ადამიანია და აფასებს სხვა ერის
წარმომადგენლებსაც. ნებისმიერი ერი პატივსაცემი და დასაფასებელია. ალუდას
სიტყვებზე მახსენდება ჯორჯ ორუელის ,,ცხოველების ფერმა’’. ფერმის კანონების
მიხედვით: ,,ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია, ვიდრე
სხვები.’’ სწორედ ასეთი აზროვნების მატარებელი იყო ვაჟას პოემაში საზოგადოება,
რომელიც ფიქრობდა, რომ მხოლოდ თვითონ არიან ვაჟკაცები და მორწმუნეები,
რომელთაც სამოთხე მოელით. როგორც ვაჟა ამბობს: ,,კოსმოპოლიტიზმი მხოლოდ
ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა... იგი საღსარია იმ უბედურების
ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.’’

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვაჟა-ფშაველას შემოქმედება გამოირჩევა მხატვრული


სახეების მრავალფეროვნებით. ,,ალუდა ქეთელაური’’ დაწერილია რვამარცვლიანი
დაბალი შაირით, რომელიც წარმოადგენს რუსთველური დაბალი შაირის
ნახევარტაეპს. მოცემულ მონაკვეთში ვხვდებით ინტერვალიან რითმასა და
დაქტილურ რითმას. ასევე, ავტორი იყენებს: ეპითეტს, მეტაფორას, შედარებას და
სხვა. ვაჟა-ფშაველა იყენებს დიალექტიზმებსაც, რომელთა დახმარებით უკეთესად
გადმოგვცემს ხევსურების ცხოვრებასა და მახასიათებლებს. ვაჟას ეს სტილი მახსენებს
რაფიელ ერისთავს, რომლის შემოქმედებაც გამოირჩევა ხალხური პოეზიით. უნდა
აღვნიშნოთ ისიც, რომ ავტორი იყენებს ფრაზეოლოგიზმებსაც. მოცემულ მონაკვეთში
ვხვდებით აფორიზმებს: ,,მით ვაქებ ვაჟკაცობასა, არ იყიდება ფულადა.’’ ,,ყველანი
მართალს ამბობენ განა, ვინაცა ჰფიციან?!’’ მოცემულ ნაწყვეტში ვაჟა სათქმელს
გადმოგვცემს დიალოგის საშუალებით.

ვაჟა-ფშაელას მიერ გამოყენებული მრავალფეროვანი ტროპის სახეები, ამდიდრებს,


სრულყოფს და მეტ ხიბლს სძენს პოემას. მკითხველს კი უტოვებს დაუვიწყარ
შთაბეჭდილებას.

You might also like