Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 1

ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში, 22-23 გვ.

1942 წელს მარსელში ფრანც ტუსენის მიერ გამოიცა წიგნი, სათაურით


„სიყვარულისა და ომის ისლამური სიმღერები“. ამ წიგნში შეტანილია არაბული ენიდან
ფრანგულად თარგმნილი ოთხი ქართველი ავტორის ლექსები: თავადი ზუმელის „ვარდი“,
მავთელის, ,,დაბრკოლება“, რუსთაველის „ვეფხის ტყავი“ (ნაწყვეტი), ანონიმი, ,,ღამე“1. ფ.
ტუსენის ზეპირი განცხადებით, რომელიც მან უფრო მოგვიანებით მიაწოდა ამ ფაქტით
დაინტერესებულ ქართველ მეცნიერებს, მას ეს ნაწარმოებები ამოუღია აბულ-ფარაჯის
ლექსია არაბული კრებულიდან, რომელიც კაიროს უნივერსიტეტის წიგნთსაცავში უნახავს.
არც ერთი ზემოთ მითითებული ლექსი ქართული წყაროებით ჩვენამდე მოღწეული არაა.
„ვეფხის ტყავის“ ტექსტს, გარდა სათაურისა, არავითარი კავშირი არა აქვს
„ვეფხისტყაოსანთან“. მაგრამ ამ კრებულში შეტანილ ქართველ ავტორთა სახელების
თავისებური (ქართული ტრადიციიდან განსხვავებული) დაწერილობა ზოგიერთ ქართველ
მკვლევარს აფიქრებინებს, რომ მათ მართლაც არაბულ წყაროებში მიაგნო ფრანგმა
ავტორმა. სათაური „ვეფხის ტყავი“ მიგვანიშნებს ამ ლირიკული ლექსის იმ ხელნაწერიდან
ამოღებას, რომელშიც რუსთაველის თხზულებები იყო გაერთიანებული და რომელიც
„ვეფხისტყაოსნით“ იწყებოდა. პოემის სათაური „ვეფხისტყაოსანი“ „ვეფხის ტყავად“
(პანტერის ტყავი, ჯიქის ტყავი) ითარგმნებოდა „ვეფხისტყაოსნის“ მკვლევართა მიერ თვით
XIX საუკუნეშიც (მარი ბროსე, ნიკო მარი). დასახელებული აბულ-ფარაჯი, ჩვენი აზრით,
არის XIII საუკუნის არაბი ქრისტიანი ლიტერატორი Abul'Farag, coubscgoyano დაახლოებით
1225 წლის მახლობლად, რომელიც ეპისკოპოსად მსახურობდა სომხეთში, ცხოვრობდა
აზერბაიჯანშიც. იგი ძალზე პროდუქტიული მთარგმნელი და კომპილატორი იყო. კარგად
იცნობდა საქართველოს. მის ნაწერებში ცნობებია იბერიელებზე, მათ ქრისტიანობაზე
მოქცევაზე, მონღოლებისა და იბერიელების ურთიერთობაზე. რა თქმა უნდა, ნათქვამი
საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ფ. ტუსენის პუბლიკაციაში ეჭვი არ შევიტანოთ,
როგორც ამას ზოგიერთი ქართველი მკვლევარი ჩადის. მართლაც, სხვა რაიმე
დამადასტურებელი მინიშნება იმ წიგნის არსებობაზე, რომელზედაც ფ. ტუსენმა თავისი
ზეპირი განცხადებით მიუთითა, ჯერჯერობით არ ჩანს. მაგრამ არც ფ. ტუსენის
ყალბისმქმნელობის დამადასტურებული არგუმენტები არსებობს. ამგვარად, არ არის
გამორიცხული, რომ XII-XIII საუკუნეების ქართული საერო ლიტერატურის ძეგლები რაიმე
ფორმით ადრევე გადასულიყო არაბულ ენაზე.

1 F.Toussaint, Chants d'Amour et de Guerre de l'Islam, Marseille 1942.

You might also like