Professional Documents
Culture Documents
1 - წიგნი დაბადებისა
1 - წიგნი დაბადებისა
ადამი
ადამის შექმნისას გამოყენებულია მრავლობითი ფორმა: „გავაკეთოთ“ -
რაც გულისხმობს წმიდა სამების (ღმერთი, სიტყვა, სულიწმიდა)
თათბირს. ის უნდა იყოს ხატი და მსგავსება ღვთისა, სხვა დანარჩენ
ქმნილებათა შორის გამორჩეული - ღვთის რჩეული. ადამიანის ღვთის ხატობა უნდა
გამოჩნდეს იმაში, რომ იგი უნდა იყოს ყოველი ქმნილებისა და თავად „მთელი მიწის“
პატრონი, მსგავსად ღვთისა - რადგან მისთვის არის შექმნილი მიწაც და ყველაფერი . კაცი
გულისხმობს მამა-კაცს და დედა-კაცს --- ადამიანი არ არის მხოლოდ მამრი, და არ არის
მხოლოდ დედრი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ წყვილი (მამრი და დედრი) არის
მთლიანი ადამიანი, ღვთის ხატად შექმნილი ადამის იდეის მატარებელი.
მოსე ამბობს, რომ ადამი გამოარჩია ღმერთმა ყველა სხვა ცხოველისგან და არა
მხოლოდ ცხოველისგან, მთელი კოსმოსისგან, ანგელოზთაგანაც. ღვთისხატობა ადამს
ანიჭებს უფლებას ყველა ქმნილებაზე.
ადამმა ვერ ამოარჩია თავისი შესაფერი, ამიტომაც იქმნება დედაკაცი . უფალმა ღმერთმა
გააჩინა — ადამის ნეკნიდან, ანუ გამჩენმა მისი სიღრმიდან გამოიღო ძვალი და ხორცით
შემოსა. ადამმა, ყოველი არსების სახელმდებელმა, მასაც უწოდა თავისი სახელი —
„დედაკაცი“.
დაცვა, დამარხვა დაკავშირებულია სიმრთელის, პირველი მდგომარეობის
შენარჩუნებასთან.
ადამისთვის აკრძალვა ერთ-ერთი ხის ნაყოფის შეჭმის კავშირშია ედემის ბაღის დაცვა -
შენახვასთან.
ადამი ღვთის თანაშემოქმედია, მისი შესაქმური ღვაწლის განმგრძელებელია მიწაზე.
Დაცემის პროცესში სამი პრობლემაა: თავად გველის ვინაობა, მისი „გონიერება “ და მისი
უნარი, დაამყაროს სიტყვიერი კონტაქტი ღვთის ხატად გაჩენილ არსებასთან - ევას არ
უკვირს გველი, რომ ელაპარაკება (საინტერესოა თუ ჰქონდათ უნარი ცხოველებთან
ესაუბრათო) გველი ღვთის ხატის მატარებელთა შესაცდენად გამოიყენა ლუციფერმა .
ღმერთის კითხვა - „სადა ხარ?“ გულისხმობს ადამის სულიერ-ზნეობრივ მდგომარეობას.
ადამის პასუხი: „შემეშინდა, შიშველი რომ ვარ, და დავიმალე“, ეს მის ახალ
მდგომარეობას ასახავს — ეს არის შიში და სიშიშვლის, როგორც უჩვეულო ,
არასასიამოვნო ცოდნის, განცდა. ცდილობს დაფაროს თავისი ცოდვა
ყოვლისმხილველისგან. Სიშიშვლე ცოდვის ნიშანია სხეულზე. თავისუფალი ნების
უარყოფით ისინი თავიდან იხსნიან პასუხისმგებლობას: დედაკაცი თავის დანაშაულს
გადააბრალებს გველს, ადამი — დედაკაცს და, საბოლოოდ, ღმერთს, რამდენადაც
დედაკაცი ღმერთმა მიჰგვარა მას, და გველიც ხომ მისი ქმნილებაა .
ედემის ბაღის გარეთ ადამი უნდა ეძებდეს ღმერთს — ეს იქნება მისი უპირველესი ამოცანა .
ცოდვის დაღი დედაკაცზე მისი მშობიარობის სატანჯველია; და , აგრეთვე , მამაკაცის
ბატონობა მასზე, რაც აუცდენელია, რადგან დედაკაცს მისკენ ლტოლვა ექნება .
„და გაგზავნა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა , საიდანაც
იყო აღებული“. (ადამი შეიქმნა, გამოიძერწა მიწისგან) - მიწაზე მუშაობა ადამის
,,მოვალეობა’’ იყო ედემის ბაღშიც ანუ ფუნდამენტურ განზომილებად რჩება მიწა .
სახელების განმარტება --- ევა=ხავვაჰ ანუ „სიცოცხლე“ (თავისივე მსგავსისთვის
სიცოცხლის მინიჭების უნარის გამო) --- ადამი=მიწა (მაღლა ვისაუბრე ამაზე)
კაენი და აბელი
ადამისა და ევას პირველი შთამომავლობა სამოთხის გარეთ, განდევნაში იბადება.
ცოდვის სასჯელად შემოსული სიკვდილი აქ პირველად ადასტურებს თავის ძალას და ეს
სასჯელი კვლავ ცოდვის სახეს იღებს: სიკვდილი მკვლელობის სახით პოულობს პირველ
რეალიზაციას:
„...აბელი მეცხვარე იყო, კაენი — მიწის მუშაკი. გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს
ძღვენი, მიწის ნაყოფი. აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული
პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს. და კაენსა და მის ძღვენს არ
მოჰხედა. და ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა. უთხრა უფალმა კაენს: რად
გამწარდი, რად ჩაღუნე თავი? თუ სიკეთის მქმნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო?
თუ სიკეთის მქმნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენკენ აქვს მას
ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე. და უთხრა კაენმა თავის ძმას, აბელს: გავიდეთ ველად.
და როცა ველად გავიდნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა...“
1. ძმამ მოკლა თავისი ღვიძლი ძმა, მისი უახლოესი ადამიანი, თუმცა ის სხვა იყო, მას
არ ჰგავდა. საქმიანობის ორ განსხვავებულმა დარგმა წარმოშვა ტრაგიკული
კონფლიქტი. მწყემსობა და მიწისმუშაკობა — დასაბამს ედემში იღებს, ადამი
ეწეოდა ორივეს. ეს ორი სახე მეურნეობისა განაწილდა მის ორ ნაშიერს შორის .
ადამის მთლიანი ბუნება, რომელიც შენარჩუნებული იყო ედემში, სამოთხის გარეთ
დაირღვა, შეუთავსებელი აღმოჩნდა.
2. თუ ადამის ცოდვის მიზეზით მიწა დაიწყევლა (ადამს ამიერიდან ოფლით უნდა
მოიპოვებინა სარჩო), კაენის ცოდვის მიზეზით თავად კაენი დაიწყევლა მიწისაგან ,
რადგან ის ვერ ემსახურა მიწას, ვერ დაიცვა მისი სიწმიდე — შებღალა იგი
სისხლით. ამიერიდან მიწა სრულყოფილებით არ გამოავლენს თავის ძალას.
ადამიანმა დაკარგა მასზე პატრონობის უფლება.
დავაკვირდეთ: აბელის მსხვერპლზე ნათქვამია, რომ მან უფალს „მიართვა თავისი ფარის
ნათავარი და რჩეული პირუტყვი“, ხოლო კაენზე — მხოლოდ „მიწის ნაყოფი“, ანუ მან
მსხვერპლის უდარესი სახეობიდან ნაკლები ღირებულების ეგზემპლარები გაიღო .
უფლისგან მსხვერპლის მიუღებლობის მეორე მიზეზი ის უნდა იყოს, რომ კაენმა (თუმცა
ტექსტში ეს აშკარად არ ჩანს) შეუფერებელი განწყობილებით შესწირა თავისი ნამუშაკევი .
ღმერთმა დაიწუნა შემწირველის სულიერი მდგომარეობა მსხვერპლშეწირვისას , მისი
არასათანადო „რელიგიურობა“, განსხვავებით აბელისგან.
კაენს თავის თავშივე, თავის სულიერ-მშვინვიერ სამყაროში უნდა ეტარებინა სასჯელი .
კაენის ყოფა დახასიათებულია როგორც ღვთის პირისგან მოშორება , როგორც
გადაგდებულობა სამყაროში, დევნილება და მიუსაფრობა , შიში და ძრწოლა კაენიანები
აშენებენ გალავნიან ქალაქებს მიუსაფრობის და ღია სივრცის შიშის დასაძლევად .
ებრაული სიტყვა კაინ ნიშნავს „შუბს“ - შუბივით ჩარჭობილია ნივთობრიობაში . აბელს კი ,
ჰაბელ „სუნთქვას“, „ქროლვას“ ნიშნავს - მისი მყოფობა სხვაგან, ნივთობრიობის
საპირისპირო რეალობაშია საძიებელი.
მიწის ერთ ადგილზე დამკვიდრება კაენისავე თაობაში ხდება .
აბელი აღარ არის, კაენის შთამომავლობა ცოდვაშია დანთქმული. ადამს და ევას
შეეძინათ ვაჟი - შეთი, რომელმაც უნდა შეცვალოს დაღუპული აბელი, გასწიოს მისი
მაგივრობა. შეთის მომდევნო თაობაში „დაიწყო უფლის სახელის ხსენება“.
ანგელოზთა ბუნება გამორიცხავს ქორწინებას და ხორციელ ურთიერთობას საერთოდ
და, მითუმეტეს, გამრავლების იმ წესს, რა წესითაც ადამის მოდგმა მრავლდება .
მღვრიე ნაკადი შეერევა წმიდა ნაკადს და იმღვრევა წმიდა ნაკადი . ასე ხდება , როცა
აბელისა და შეთის შთამომავლობა ერთად ქმნის შთამომავლობას, რომელსაც არ აქვს
ღვთის დასტური.
ამის შემდეგ ღმერთი ნანობს ადამიანის შექმნას მიწაზე. ადამიანის გამჩენისა და
სამყაროს შემოქმედის სინანულმა და შეწუხებამ უნდა წარმოგვიდგინოს ის უზომო და
უსაშველო ბოროტება, რომელიც ადამიანმა გამოავლინა მისი შექმნიდან ამ ჟამამდე . მან
გადაწყვიტა ყოველი დაბადებულის აღგვა მიწის პირისაგან .
ნოე/წარღვნა
ხალხთა გენეალოგია
ბიბლიური სქემის თანახმად, წარღვნისშემდგომ მთელს კაცობრი-ობას ნოეს სამმა ძემ
მისცა დასაბამი. მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი მსოფლიო ხალხები სემის,
ხამისა და იაფეთის განშტოებაა.
ბაბილონის გოდოლი
„ბაბილონის გოდოლი“ კი არის ის ზღურბლი, რომლის იქით იწყება ახალი ხანა ადამის
ძეთა თავგადასავალში, როცა თითოეული ენა და თითოეული ხალხი განვითარებისა თუ
დაცემის თავ-თავის გზას დაადგება.
ღმერთმა დასტური
ენების გაყოფის/ხალხის დაშლის მიზეზები: არ დასცა მათ
1. თავად შენება ქალაქ-გოდლისა წამოწყებას და
2. ცამდე მიწვდომის სურვილი მოაწყო ისე, რომ
3. სახელის შექმნა გოდოლ-ქალაქის
4. გაფანტვის შიში მშენებლობა
5. სიმჭიდროვისკენ ლტოლვა.
შეწყვეტილიყო.
სასჯელით უფალი
From Tishe <3
4
რელიგიის საფუძვლები
აბრაამი
აბრამი დგას აბელის, შეთის, ენოქის, ნოეს გზაზე — იმათ წყებაში, რომლებიც „დადიან
უფალთან“ და „მართალნი“ და „სრულნი“ არიან. პირველ გამოცხადებაში ღმერთი
აკურთხებს მის სახელს. მან უნდა დატოვოს ქვეყანა, რათა ახალი ქვეყანა და ახალი
სამშობლო მოიპოვოს და ახალი, უკვე თავისი საკუთარი „მამის სახლი“ დააარსოს.
აბრაამის საქციელს თუ ადამიანური გამართლება არ ეძებნება , მას ამართლებს საკუთარი
რწმენა და ღვთიური პროვიდენცია.
ისააკი
Სარა იყო ცოლი აბრაამის (ვერ აჩენდა შვილებს), მაგრამ წინასწარმეტყველების
თანახმად ასაკში გააჩენს ისააკს. იშმაილი (პირველი შვილია) გააჩინა ჰაგარმა (მხევალი)
- ცუდად ექცევა სარას, ზემოდან უყურებდა და შემდეგ აბრაამი გააგდებს იშმაილზე
ორსულ ქალს სახლიდან - მთავარი მიზეზი იყო მემკვიდრეობის საკითხი.
Რებეკა არის ისააკის ცოლი.
მის ცხოვრებაში თითქოს მეორდება მისი მამის, აბრაამის, ცხოვრება. აბრაამი უყოყმანოდ
ირჩევს ისაკს აღთქმის შვილად და უარყოფს ისმაელს. აბრაამის უფლისმიერი კურთხევა
ახლა ისაკზე გადმოდის, მაგრამ ამ კურთხევაში ის თავისებურებაა , რომ აბრაამისაგან და
იაკობისგან განსხვავებით, რომელნიც მწყემსებად დარჩნენ და მიწა არ დაუმუშავებიათ ,
ისაკი მიწათმოქმედებას მისდევს.
ისაკი აღადგენდა აბრაამის ამოღებულ და გერარელთა მიერ ამოვსებულ ჭებს, და
ახლებსაც იღებდა. გერარელები ედავებოდნენ ამ საკუთრებას, ალბათ, იმ საბაბით, რომ
მიწა მათი იყო. ჭების ამოღება, რომელსაც ისაკი ეწეოდა, ძალზე მნიშვნელოვანი
საქმიანობა იყო. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ძველთაგანვე მასზე იყო
დამოკიდებული ქვეყნის კეთილდღეობა. ხშირად ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი იყო
ამ საქმიანობაზე დამოკიდებული, რასაც ერთი შუმერული პოემა „გილგამეში და აგა “
გვიდასტურებს.
იაკობი
იაკობი არის შვილი ისააკის.
პროვიდენციული კურთხევა, აბრაამიდან მომავალი, ისაკს გადაეცემა , ახლა კი მას იაკობი
იღებს. აკობზე უშუალოდ გადადის უფლის კურთხევა, არა აბრაამის გამო, არამედ იმის
გამო, რომ თავად იაკობი იქნება ის წიაღი, საიდანაც გამოვა აღთქმის ერი.
ეფრემი და მენაშე
იაკობმა იოსების შვილებისადმი გამოხატა განსაკუთრებული დამოკიდებულება, იმით
რომ მან ისინი თავის ძეთა შორის ჩარიცხა: „ჩემები არიან ისინი, ეფრემი და მენაშე ,
როგორც რეუბენი და სიმეონი არიან ჩემები“. იოსების ძეთა კურთხევისას იაკობმა
დაარღვია პირმშოობის უპირატესობა. კიდევ ერთხელ განმეორდა , რაც მოხდა წინა
თაობაში, როცა მოცდუნებულმა ისაკმა უმრწემესი იაკობი აკურთხა, როგორც პირმშო,
ესავის ნაცვლად.
უმცროსს უფროსის წინაშე უპირატესობა მიენიჭა - ანუ ეფრემსს. იოსებისთვის ეს
მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო: განა თავად უმცროსი არ იქნა გამორჩეული ძმათა
შორის? ასე არ გამოირჩა იაკობიც.