Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ჯავახეთის კრება

ეპისკოპოს ქართლისნი მინეან აზნაურის მიმართ უკმაყოფილონი


იყვნენ. მიზეზი კი ამ ყველაფრისა იყოარსენი, რომელიც ქართლის
კათალიკოსი გახდა, მხოლოდ და მხოლოდ "მცირედთა
ეპისკოპოსთაითა" კურთხევით. მირეანისაგან ასევე ნაწყენი იყო გუარამი.
მან უდაბნოში გამართა შეკრება. ყოველი ეპისკოპოსი ესწრებოდა
ჯავახეტის კრებას გარდა არქიმანდრითი გრიგოლისა.
ისინი მხოლოდ კამათობდნენ, ხოლო კონკრეტული გადაწყვეტილება კი
ვერ მიეღოთ. მაშინ კი ერუშელმა ეპისკოპოსმა მოახსენა იქ მყოფთ :–
ოდეს მოვიდეს ვარსკვლავი უდაბნოთაი, მაშინ განემართოს საქმეი და
განზრახვაი ყოველთაი" . ეპისკოპოსებმა ვერ გამოიცნეს ვისზე იყო
საუბარი, ისევ ერუშელმა ეპისკოპოსმა განუმართა მათ, რომ ამ
სიტყვებით ხანძთისა და შატბერის მაშენებელ ნეტარ გრიგოლზე
საუბრობდა.
შემდგომ მალევე დინახეს კარაულით მომავალი გრიგოლი. მას უბრალო
სამოსელი ეცვა თუმცა უხილავად ბრწყინავდა, ხოლო თავზე კუკული
ეხურა, ვითარცა სამეფო გვირგვინი. ნეტარმა გრიგოლმა ფარულად
მოუწოდა ეფრემს "– შვილო პატივსა მაგას წმიდისა
მღვდელმთავრობისასა გაფუცებ, ნუ უშლი სულიერად ძმასა შენსა
არსენის". ეფრენმა მას შენდობა სთხოვა და დაუმატა საკუთარი
სათქმელი, რომ უკვე აღარ იქნებოდა არსენის ცხოვარი. ხოლო გრიგოლმა
ამის საპასუხოდ უთხრა, რომ აღარც თავად იქნებოდა ამიერიდან მისი
მოძრუარი. ეფრემი კი ამ სიტყვებზე ატირდა "–ბფიცხე არს ბრძანებაი ესე
განმკუეტელ ყფროის მახვილისა. აწ ნებაი სენი იყავნ და ნუ ნუ ნებაი
ჩემი, წმიდაო ღმრთისაო!"
გრიგოლმა ყველას წინაშე განაცხადა რომ არსენის
გაკათალიკოსება ღმერთის მიერ იყო გადაწყვეტილი. ეს საქმე კი
მირეანმა უბრალოდ დააჩქარა და თუ კი ვინმე არსენს რაიმე ბრალს
დასდებდა გრიგოლი მას თავის თავზე იღებდა. ამის შემდეგ გუარამმა
მიმარტა ეპისკოპოსებს, მან არნისნა, რომ სასულიერო პირების გარეშე
კათალიკოსად დანიშვნა ეწინააღმდეგებოდა მათ კანონებს . ამის
შემდგომ კი კიდევ უამრავი სალანძღავი სიტყვე წარმოთქვა და პასუხს
მოელოდა. გრიგოლი დუმდა. მაშინ კი ეპისკოპოსებმა სთხოვეს რაიმე
პასუხი ეთქვა. ეფრემი კი უარზე იდგა. "სადა მამაი გრიგოლი იყოს, მე
მუნ არა ვიკადრე სიტყუად". გრიგოლმა კი ისევ გაიმეორა რომ არსენის
კათალიკოსობა უფლის გადაწყვეტილება იყო, ხოლო მათ ვინც ამაზე
მძლავრობდნენ და აუგს იტყოდნენ უნდა რცხვენოდეთ საკუთარი
საქციელის. გუარამმა კი ურცხვად განაგრძო და აღნიშნა , რომ გრიგოლი
დიდი ხანია აღარ ენახა და როგორც ახსოვდა და იმისაგან სრულიად
განსხვავებულად იქცეოდა. გრიგოლის ჭკვიანური და ბრძნული პასუხის
შემდეგ შეშინდა ხელმწიფე, რადგანაც იგი ღმრთის მოშიში იყო. პატიება
ითხოვა ნეტარი მამისაგან, ხოლო არქიმანდრიტმაშეუნდო ცოდვა. ამის
შემდგომ ეფრემი და არსენი კვლავ პირვანდელად მეგობრობდნენ.

You might also like