დისკრიმინაციის ცნება

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 7

შრომის სამართალი

დისკრიმინაციის ცნება

ლექტორი: მათე ხვედელიძე


სტუდენტი: ირი ზადიმენჩენო
დისკრიმინაცია, როგორც გამორჩევა, შეზღუდვა ან უპირატესობის
მინიჭება თანაბარი უფლებებისა და მათი დაცვის უარყოფის მიზნით, არის
თანასწორობის პრინციპის დარღვევა და ადამიანის ღირსების ხელყოფა.
შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაცია წარმოადგენს
სპეციფიკურ მოვლენას. დისკრიმინაცია ხორციელდება ერთი ან
რამდენიმე აკრძალული ნიშნით. შესაბამისად, ქმედების დისკრიმინაციად
კვალიფიკაციისათვის აუცილებელია არათანაბარი მოპყრობის
საფუძველი იყოს აკრძალული ნიშანი.
დისკრიმინაციული ქმედების დასადასტურებლად ყოველთვის
აუცილებელია შედარების ობიექტის არსებობა, რომელთან
მიმართებითაც უნდა დადგინდეს გაუმართლებელი დისკრიმინაციული
მოპყრობა.შედარება შეიძლება იყოს რეალური ან ჰიპოთეტური.
დისკრიმინაციასთან დაკავშირებული დავის განხილვისას შედარების
ობიექტის არსებობის აუცილებლობას აღიარებს სასამართლოც.
საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, შრომით და
წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის
დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური
კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი
მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური
ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური,
საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის,
პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის,
პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.
სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვისკენ მიმართული ღონისძიებების
გამოყენება, იმისათვის, რომ იგი არ ჩაითვალოს დისკრიმინაციად, უნდა
უზრუნველყოფდეს ეროვნული პრაქტიკის შესაბამისად შექმნილ
კომპეტენტურ ორგანოში დაინტერესებული პირის მიერ აღნიშნული ზომების
გასაჩივრების უფლებას. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ორგანო უნდა იყოს
დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ან სამთავრობო ხელისუფლების
ორგანოსგან და უნდა უზრუნველყოფდეს საჩივრის ობიექტურად და
დამოუკიდებლად განხილვას.
დისკრიმინაციის საქმეებზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მტკიცების
საგნის სწორად განსაზღვრასა და მტკიცების ტვირთის განაწილებას.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რა
ფაქტები მოითხოვს მტკიცებას და ვინ უნდა ადასტუროს ისინი. მტკიცების
საგნის განსაზღვრის გარეშე, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის
გამოყენება საფუძველმოკლებულია.

You might also like