Professional Documents
Culture Documents
ტედ ჩანი
ტედ ჩანი
https://www.facebook.com/eExistentialCrisisA1/
ტედ ჩანი
გოდოლი მანამდე არავის ენახა. ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა დანიშნულების
ადგილამდე მრავალი ლიგა[1] ჰქონდათ გასავლელი: მათ თვალწინ მოცახცახე ჰაერში
სელის ღეროსავით
ავიდეთ... რა უჩვეულოა.
მემაღაროეებმა დასავლეთ კედლის მთავარ კარიბჭეს მიაღწიეს, საიდანაც სხვა
ქარავანი გამოდიოდა. სანამ მოგზაურები კედლის ნაწყალობევი ჩრდილის ვიწრო
ზოლში შექუჩდნენ, მათმა მეთაურმა ბელიმ კარიბჭის კოშკების თავზე მდგომ
მცველებს ასძახა:
– ჩვენ ვართ.
***
მთელი ქალაქი ზეიმობდა. დღესასწაული რვა დღის წინ დაიწყო, როცა გზას
უკანასკნელი აგური გაუყენეს, და კიდევ ორი დღე გაგრძელდებოდა. ქალაქი დღისითა
და ღამით მხიარულებას, ცეკვასა და ნადიმობას მოეცვა.
– რატომ?
– თუ კალატოზს ქაფჩა ჩამოუვარდა, ახლის ამოტანამდე სამუშაოს ვეღარ ასრულებს.
თვეების განმავლობაში საკვებს ვერ გამოიმუშავებს, რის გამოც ვალის აღება უწევს.
ქაფჩის
– ეგრე არ იქნება. ხომ შეუძლიათ, ზედმეტი ქაფჩები თავიდანვე წაიღონ? მათი სიმძიმე
არაფერი იქნება იმ აგურებთან შედარებით, რასაც ზემოთ ეზიდებიან. თანაც,
რასაკვირველია, კაცის დაკარგვა სერიოზულ დაგვიანებას ნიშნავს, თუ ზემოთ
სათადარიგო კალატოზები არ ჰყავთ – უნდა დაიცადონ, ქვემოდან ახალი კაცი
როდის ავა.
– მათთვის არა. სამეფო კარის არქიტექტორები ფიქრობენ, რომ როცა ცის კამარას
მიადგებით, ასეთი ქვისმჭრელები გამოგადგებათ.
– დიახ, ოღონდ მხოლოდ პირველი ოთხი დღე. შემდეგ უკან უნდა დავბრუნდეთ,
თქვენ კი, იღბლიანები, გზას გააგრძელებთ.
თითო გვერდის სიგრძე სამოცი წყრთა იყო და კვადრატული სვეტი ზემოთ ისე
ატყორცნილიყო, თითქოს მთელი ზეცის სიმძიმეს აკავებსო. გოდოლს გვერდიდან
ამოკვეთილი დამრეცი ბაქანი
მიუყვებოდა, რომელიც სვეტს გარს ისე ერტყმოდა, როგორც მათრახის სახელურზე
გადახვეული ტყავის ზონარი. თუმცა, არა – ხელახლა შეთვალიერების შემდეგ
ჰილალუმმა შენიშნა, რომ სინამდვილეში გოდოლს ერთმანეთში გადახლართული
ორი ბაქანი შემოხვეოდა. თითოეული ბაქნის გარეთა კიდეს არც ისე სქელი, მაგრამ
ბაქნის მოჩრდილვისთვის საკმარისად განიერი სვეტების რიგი საზღვრავდა.
ჰილალუმმა გოდოლს თვალი ააყოლა და დააკვირდა, როგორ ენაცვლებოდა
ერთმანეთს აგურისა და ბაქნისზონები და ასე გრძელდებოდა იქამდე, სადამდეც
თვალი სწვდებოდა. თუმცა, თავად გოდოლი სულ უფრო და უფრო მაღლა,
მზერისთვის მიუწვდომელ სივრცეში მიიწევდა; ჰილალუმმა თვალები აახამხამა,
მოჭუტა და თავბრუ დაეხვა. რამდენიმე ნაბიჯით უკან წაბარბაცდა და მხრების აჩეჩით
შეტრიალდა.
ჰილალუმი ისევ მარჯვენა თოკს ექაჩებოდა, კიდესთან ახლოს, როდესაც ერთი დონით
ქვედა ბაქნიდან ყვირილი შემოესმა. გაიფიქრა, ხომ არ გავჩერდე და ქვემოთ
ჩავიხედოო, მაგრამ ტემპის დაგდება არ უნდოდა, თანაც ქვედა ბაქანს კარგად მაინც
ვერ დაინახავდა.
– როგორ გგონია, კიდევ უფრო მაღლა რომ ავალთ, სიმაღლის ჩვენც შეგვეშინდება?
ჰილალუმი ჩაფიქრდა. ცუდად ენიშნა, რომ მათმა ერთმა მეგობარმა შიში ასე მალე
იგრძნო. სცადა, ავი ფიქრები თავიდან მოეშორებინა; ათასობით ადამიანი უშიშრად
მიაბიჯებდა ზემოთ. ნამდვილი სისულელე იქნებოდა, ერთი კაცის შიშის სხვებზე
გადადება რომ დაეშვათ.
– არა, – შეეპასუხა ნანნი, – არა მგონია, ამის კიდევ უფრო შორს თრევა ვინატრო.
ორივემ გაიცინა.
***
სიმაღლის შიშის გამო სვლა აღარც ერთ მემაღაროეს არ შეუწყვეტია, ასე რომ, ზემოთ
მთელი დღის განმავლობაში შეუფერხებლად მიიწევდნენ.
– თქვენს ურიკას მოუარეთ. გოდლის მთელი სიმაღლე აქვს ავლილი, თან იმაზე
მეტჯერ, ვიდრე ნებისმიერ ადამიანს.
– არა, იმიტომ რომ მწვერვალამდე მიღწევის შემდეგ მთელი გზა უკან უნდა
ჩამოიაროს. მე მაგას ვერ გავუძლებდი.
***
– ზედ მიწა ყრია, რომ ხალხმა მცენარეების გახარება შეძლოს. ასეთ სიმაღლეზე წყალი
უკვე ძნელად იშოვება, ამიტომ ძირითადად ხახვი მოჰყავთ. უფრო ზემოთ, სადაც
ხშირად წვიმს, ლობიოსაც ნახავ. საუბარში ნანნი ჩაერია:
–
***
შემდეგ მზეს მიუახლოვდნენ. ზაფხული იდგა, სეზონი, როცა მზე ბაბილონს თითქმის
თავზე დაჰყურებს, ასეთ სიმაღლეზე კი გოდოლთან ახლოს ჩაივლიდა ხოლმე.
გოდლის ამ სექციაში არც ოჯახები ცხოვრობდნენ და არც აივნები გაემართათ, რადგან
სიცხე ქერს ხრუკავდა. გოდლის აგურები აქ უკვე ფისით კი არ იყო შედუღაბებული,
რომელიც მზეზე დარბილდებოდა და ჩამოიღვენთებოდა, არამედ თიხით, რომელიც
სიცხისგან ლამის გამომწვარიყო. შუადღის ხვატისგან თავდასაცავად ბაქნის კიდის
გაყოლებაზე სვეტები თანდათან ფართოვდებოდა, ბოლოს კი თითქმის უწყვეტ
კედლად იქცეოდა და ბაქანს გვირაბად აქცევდა, რომელშიც მსტვინავ ქარსა და
ოქროსფერ სინათლეს მხოლოდ ვიწრო ღარები უშვებდა.
ახლა დღის სინათლე ქვემოდან ზემოთ ანათებდა, რაც უზომოდ არაბუნებრივი ჩანდა.
აივნებში ფიცრები ამოეძროთ, რათა მასში მზის შუქს შეეღწია, მიწა კი მხოლოდ
ბილიკებზე დარჩენილიყო. მცენარეები ზრდასთან ერთად გვერდით და ქვემოთ
მიიწევდნენ და კიდიდან ისე იხრებოდნენ, რომ მზის სხივებს შეხვედროდნენ.
– არა, ახლა კი არა, ადრე, საუკუნეზე მეტი ხნის წინ. კოშკის ერთ-ერთი მცხოვრები
ჰყვება ამბავს; მისი პაპა შეესწრო.
– ვარსკვლავს რა დაემართა?
– აჰ, არა. კაცებს მასთან შეხების ეშინოდათ. კოშკიდან ყველა ქვემოთ დაეშვა, იაჰვეს
ქმნილებათა შეწუხებისთვის მის სასჯელს ელოდნენ. მრავალი თვე იცადეს, მაგრამ
არანაირი ნიშანი არ გამოჩენილა. საბოლოოდ დაბრუნდნენ და ვარსკვლავი
კედლიდან ამოგლიჯეს. ახლა ქვემოთ, ქალაქის ტაძარში ინახება.
თან მოტანილი შეშით ცის კამარის ერთი წერტილის ქვემოთ კოცონი დაანთეს და
ცეცხლს მთელი დღის განმავლობაში განელების საშუალება არ მისცეს. ალის
სიმხურვალემ ქვა დაბზარა. ცეცხლის მინავლების შემდეგ მემაღაროეებმა ქვას წყალი
შეასხეს, რითაც ის კიდევ უფრო დაიბზარა. ამის შემდეგ უკვე შეეძლოთ, ქვა დიდ
ნატეხებად დაენაწევრებინათ, რომლებიც გოდოლზე მძიმედ ვარდებოდა. ამგვარად
ყოველ იმ დღეს, როდესაც კოცონს ანთებდნენ, თითქმის ერთი წყრთით მიიწევდნენ
წინ.
რამდენიმე კვირის შემდეგ ბლოკი მზად იყო. ლოდი კაცზე მაღალი და გაცილებით
განიერი გამოდგა. იატაკიდან მის მოსაწყვეტად ფუძესთან ნაპრალები გაჭრეს და
შიგნით მშრალი ხის სოლები შეარჭეს. შემდეგ პირველი სოლები მეორე, უფრო მცირე
ზომის სოლებით შუაზე გადახლიჩეს და ბზარებში წყალი ჩაასხეს ისე, რომ ხე
გაჯირჯვებულიყო. რამდენიმე საათში ბზარები ქვაში ჩაიზარდა და ბლოკი
საბოლოოდ გათავისუფლდა.
ოთახის უკანა ნაწილთან, მარჯვენა მხარეს, მემაღაროეებმა ვიწრო, აღმავალი
დერეფანი გამოჭრეს, ხოლო შესასვლელის წინ იატაკში დაახლოებით ერთი წყრთის
სიღრმის დაღმავალი არხი ჩაჭრეს. ამგვარად, ზუსტად შესასვლელის წინ უწყვეტი
ციცაბო ბაქანი შეიქმნა. ამ ბაქანზე ეგვიპტელებმა გრანიტის ბლოკი მოათავსეს,
ზემოთ, გვერდით დერეფანში აათრიეს, სადაც
შემდეგ მსხვრევის შორეული ხმა გაისმა, თითქოს მთის ლოდი ორად გაიპოო, რასაც
გაბმული გრგვინვა მოჰყვა. სულ მალე გვირაბს წყლის ნაკადი მოაწყდა.
რეზერვუარი შეტეხეს.
– ჩვენი არ ესმით, – აჰუნიმ გრანიტს ურო შემოსცხო, თუმცა წყლის ჩუხჩუხმა უროს
ხმა სრულიად დაახშო.
ჰილალუმმა მომცრო ოთახს თვალი მოავლო და მხოლოდ ახლა შენიშნა, რომ ერთი
ეგვიპტელი პირქვე ტივტივებდა.
ზუსტად არ იცოდა, გაიგონეს თუ არა. წყალი უკვე ჭერს აღწევდა, მანაც ჰაერის ბოლო
ყლუპი ჩაისუნთქა და ნაპრალში შეცურა. ზეცასთან იმაზე ახლოს დაიღუპებოდა,
ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანი აქამდე.
შემდეგ ისევ ქვას მიეხეთქა. მტკიცე ზედაპირზე ხელებით ნაპრალი შეიგრძნო. ნუთუ
ისევ საწყის ადგილს დაუბრუნდა? რაღაც ძალამ შიგნით შეისრუტა და ჰილალუმს
წინააღმდეგობის გაწევის ღონე აღარ შეარჩინა. გვირაბში მოხვდა, რომლის ხან ერთ
კედელს მიეხეთქებოდა, ხან მეორეს. უსაშველოდ ღრმა იყო, ყველაზე ღრმა შახტას
ჰგავდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ სადაც იყო ფილტვები დაუსკდებოდა, თუმცა
დინებას ბოლო არ უჩანდა. ბოლოს სუნთქვა მეტად ვეღარ შეიკავა, ტუჩები გაეხსნა და
ჰაერი გარეთ გამოექცა. იძირებოდა და მის გარშემო დასადგურებული წყვდიადი
ფილტვებში უძვრებოდა.
***
როცა ჰილალუმი გონს მოვიდა, თავი სველ ქვაზე ედო. ვერაფერს ხედავდა, მაგრამ
ხელებთან წყალს გრძნობდა. გვერდზე გადაბრუნდა და ამოიგმინა; ყველა კიდური
სტკიოდა, შიშველი ეგდო და კანის დიდი ნაწილი ნაფხაჭნებით დაფარვოდა ან
სისველით დანაოჭებოდა, მაგრამ ჰაერს მაინც სუნთქავდა.
გარკვეული ხანი გავიდა და ბოლოს ადგომა შეძლო. მის ფეხებთან წყალი სწრაფი
დინებით მიჩქეფდა. ერთი მიმართულებით გადაბიჯებისას იგრძნო, რომ წყალი
ღრმავდებოდა, მეორე მხარეს კი ფეხით მშრალ ქვას შეეხო. რამდენადაც მიხვდა,
ფიქალი უნდა ყოფილიყო.
იმ ადგილს მიაგნო, სადაც იატაკი თანდათან ზევით მიიწევდა. იქნებ ასასვლელი იყო?
შეიძლება, ზეცამდე მისასვლელი გზა მაინც ეპოვა.
დამავლებს. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ წარმოუდგენლად ბევრი წყალი
ყლაპა, უკვე წყურვილს გრძნობდა; შიმშილსაც.
ნუთუ ზეცა ზუსტად დედამიწისნაირი იყო? ვითომ იაჰვემ ასეთ ადგილას დაიდო
ბინა? იქნებ იაჰვეს შექმნილი სამყაროს სხვა სამეფოში, დედამიწის ზემოთ გაშენებულ
სხვა მიწაზე მოხვდა, ხოლო თავად იაჰვე კი კიდევ უფრო მაღლა სახლობდა?
– ეს რა ადგილია?
– ყაჩაღები დაგესხნენ თავს? ჩვენ ერექისკენ მივდივართ. ჰილალუმი გაშტერდა.
– დიახ, შინყარშია. შენ სადმე სხვაგან მიემგზავრებოდი? – მეორე კაცს ხელში კომბალი
მოემარჯვებინა.
– აჰ, მანდ მიდიხარ? ერექის ჩრდილოეთითაა. მათ შორის გზა ადვილი გასავლელია.
– გოდოლზე თუ გსმენიათ?
ახლა უკვე ცხადი იყო, რატომ არ ჩამოშალა იაჰვემ გოდოლი და რატომ არ დასაჯა
ადამიანები იმისთვის, რომ მათთვის დაწესებული საზღვრების გადალახვა სცადეს:
იმიტომ, რომ ყველაზე გრძელი მოგზაურობაც კი მათ მხოლოდ იმ ადგილამდე
მიიყვანდა, საიდანაც დაიწყეს. მრავალსაუკუნოვანი ჯაფის შედეგადაც კი იმაზე მეტს
ვერაფერს ეზიარებოდნენ, რაც მათთვის უკვე გაცხადებული იყო. თუმცა, თავისი
წამოწყებით ადამიანები იაჰვეს ქმნილების წარმოუდგენელ ოსტატურობას შეავლებენ
თვალს და დაინახავენ, თუ როგორაა სამყარო მოწყობილი. ამ მოწყობით იაჰვეს
ქმნილება თან ხილული იყო და თან თვალთაგან სამუდამოდ დაფარული.
ნულზე გაყოფა
1
იყურებოდა.
– ერთ კვირაში გიშვებენ? ეგ რა დარჩენაა... უფალმა უწყის, რომ აქედან დიდი ხნით
ფეხს ვერ გავადგამ. რენემ ნაძალადევი, ზრდილობიანი ღიმილით უპასუხა: –
დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდხანსაც არ დაგტოვებენ.
– დიახ, ვიცი.
– მისის ნორვუდ! – გამოსძახა ექთანმა, – თქვენი მეუღლე მოვიდა. რენემ მისის რივასს
1b
კარლმა ხელი კიდევ ერთგან მოაწერა და, როგორც იქნა, ექთნებმა საბუთები
დასამუშავებლად წაიღეს.
და
და ასე, დაუსრულებლად.
როგორც კი შინ მივიდნენ, რენე სამუშაო მაგიდას მიუჯდა და ყველა ფურცელი ისე
ამოატრიალა, რომ ნაწერი მხარე ქვემოთ მოუქცია. დაუფიქრებლად დაახვავა
ყველაფერი ერთად. როგორც კი გროვიდან რომელიმე ფურცელი აფრიალდებოდა და
ნაწერი გამოჩნდებოდა, რენე იჯღანებოდა. ერთხელ ისიც იფიქრა, ხომ არ დავწვაო,
მაგრამ ამგვარ საქციელს ახლა სიმბოლური შინაარსიღა თუ ექნებოდა. წინასწარ
დასახულ მიზანს ფურცლების დაუწვავადაც მიაღწევდა, ისიც საკმარისი იქნებოდა,
ხელნაწერებისთვის აღარასდროს შეეხედა.
2b
3a
მოახერხა და ლორა გააცნო. თავიდან კარლმა იგი ახლოსაც არ გაიკარა, თუმცა გოგო
მეტისმეტად მიზანდასახული აღმოჩნდა. სანამ კარლი ხელისკვრით იშორებდა და
ტკივილს აყენებდა, ლორა სიყვარულით პასუხობდა. როგორც კი კარლი განიკურნა,
ლორამ თავისუფლად წასვლის საშუალება მისცა. მასთან ნაცნობობის წყალობით
კარლმა ემპათიის ძალა შეიგრძნო და შეიცვალა.
– ერთ სამსახურს ვერ გამიწევ? რამდენიმე კვირის წინ რომ რაღაც გითხარი,
ფორმალიზმზე ვმუშაობ-მეთქი, გახსოვს? პიტმა თავი დაუქნია.
– მართალი ხარ. ჰოდა, ერთი-ორი დღის წინ რაღაც სასაცილო დასკვნებამდე მივედი.
ისეთებამდე, რომ ახლა მთელი ჩემი ფორმალიზმი ერთი დიდი კონტრადიქციაა.
შეგიძლია, გადახედო? ფაბრისის სახემ ზუსტად ის ემოცია გამოხატა,
– ჰო, ალბათ, მართალი ხარ, – ფაბრისიმ საწყის გვერდებს გადახედა, – აზრზე არ ვარ,
რამდენ დროს წაიღებს.
– ვნახოთ, მე ვცდი.
4b
– ნუ მეუფროსები.
კარლი შეცბა. – არ გეუფროსები. რენე
მოისმენდა.
– ამაზე დიდი სიგიჟე არსად მინახავს. ის სათამაშო ხომ იცი, ჩვილი ბავშვები რომ
ერთობიან – სხვადასხვა კვეთის ფიგურები სხვადასხვა ჭრილში რომ უნდა
გააძვრინო? შენი ფორმალური სისტემის კითხვა ზუსტად იმისთვის თვალყურის
დევნებას ჰგავდა, როგორ იღებს ვიღაც ამ ფიგურებს და ყოველ ჭრილში
სრულყოფილად ათავსებს. – ანუ, შეცდომა ვერ იპოვე? ფაბრისიმ თავი გააქნია.
– მე ვერა. ზუსტად იგივე წრეში ჩავიჭედე, რაშიც შენ – სხვაგვარად ვეღარ ვფიქრობდი.
ნუთუ რენე საკუთარმა ნამუშევარმა გააწბილა? კარლმა იცოდა, რომ მისი ცოლისთვის
კარლს ვერ დაეჯერებინა, რომ რენეს ქცევა მსგავსმა სადარდებელმა შეცვალა. შეეძლო,
წარმოედგინა, რა პასუხს მიიღებდა, რომელიმე ვარაუდი მართალი რომ
აღმოჩენილიყო, თუმცა მის მიერ წარმოსახულიდან სინამდვილეს კარგად ვერაფერი
ერგებოდა. რენე რასაც არ უნდა გამოეცვალა, კარლი ჯერ ვერაფერს ხვდებოდა და
სწორედ ეს იყო, რაც გულს უწუხებდა.
1931 წელს კურტ გიოდელმა ორი თეორემა წამოაყენა. პირველი მათგანის ძირითადი
სათქმელი ისაა, რომ მათემატიკა იმგვარ მტკიცებებს მოიცავს, რომლებიც შეიძლება
ჭეშმარიტია, თუმცა ამ ჭეშმარიტების დამტკიცება არსებითად შეუძლებელია.
არითმეტიკის მარტივი ფორმალური სტრუქტურის მსგავსი სისტემებიც კი
გაჯერებულია ზუსტი, აზრიანი, ერთი შეხედვით, ეჭვმიუტანელი მტკიცებებით,
თუმცა მათი დამტკიცება ვერცერთი ფორმალური გზით ვერ ხერხდება.
კარლმა რაღაცის სათქმელად პირი გააღო, თუმცა რენემ ხელის აქნევით გააჩუმა,
ღრმად ამოიოხრა და წერას შეუდგა.
ფურცლის ორი მესამედი რომ გაავსო, რენე გრძელი წყებიდან თანდათან მოკლე
წყებებზე გადაერთო. „ახლა კი დიდოსტატური შტრიხის დროა“, გაიფიქრა მან.
წერისას გაიაზრა, რომ ფურცელს მეტისმეტად ძლიერად აწვებოდა და ფანქარზე
მჭიდროდ შემოხვეული თითები მოადუნა. მომდევნო სტრიქონის დასრულებისას
ორივე სვეტის წყება იდენტურად გამოიყურებოდა. ფურცლის ბოლოს, გამყოფ
შუახაზზე მტკიცედ მიაწერა „=“ ნიშანი.
ნამუშევარი კარლს მიაწოდა. ქმარმა რენეს თვალი შეავლო და მზერით მიანიშნა, რომ
ვერაფერი გაეგო.
– ფურცლის ზემო ნაწილს შეხედე, – კარლი დაჰყვა, – ახლა ქვემოთ ნახე. კაცი
მოიქუფრა.
– ვერაფერს ვხვდები.
– ჰო, მაგრამ ფორმალურად ერთი და იგივეა. რაც ხელში გიჭირავს, სწორედ ამას
ამტკიცებს. მხოლოდ ის მეთოდები გამოვიყენე, რაც უდავო ჭეშმარიტებადაა
მიჩნეული.
6b
– არა, არ მისმენ. გგონია, ამის გამო ვარ გამწარებული? მტკიცებაში შეცდომა არაა.
– მაშინ რა, გგონია, რომ რაც უდავო ჭეშმარიტებად იყო მიჩნეული, იქაა რამე ხარვეზი?
– ზუსტად.
– დარწ... – შეჩერდა, მაგრამ გვიანი იყო. რენემ მრისხანედ შეხედა. ჰო, რა თქმა უნდა,
დარწმუნებული იყო. კარლი იმაზე ფიქრობდა, რენეს სიტყვები რას მოასწავებდა.
– მოიცადე. წარმოსახვითი რიცხვები რომ ახსენე... რატომ გგონია, რომ შენი აღმოჩენა
წარმოსახვითი რიცხვების შემოღებაზე უარესია? მათემატიკოსებს ხომ სჯეროდათ,
რომ იმ რიცხვებს შინაარსი არ გააჩნდათ, თუმცა ახლა მათემატიკის საფუძვლებშივე
იყენებენ. ეს მტკიცებაც წარმოსახვით რიცხვებს ჰგავს.
გადაატრიალა.
ჰო, მაგრამ ის თეორემა ხომ უმშვენიერესი, უწმინდესი, უდახვეწილესი რამ იყო მათ
შორის, რაც რენეს ოდესმე უნახავს.
გაეღიმა.
– რა?
– კარგი, რა, კარგი, – მკლავებში ხელი წაავლო და სკამიდან აყენება მოუნდომა, მაგრამ
რენემ მოიშორა. კარლი წამიერად გაიყინა. უეცრად ცოლი მიუბრუნდა და მზერა
მიალურსმა.
– ვცდილობ, გაგიგო.
კარლმა მაშინვე ორი რამ იგუმანა. პირველი მაშინ გაიაზრა, სახლში რომ
თავქუდმოგლეჯილი დარბოდა და შეშინებული ფიქრობდა, ქიმიის ფაკულტეტიდან
ციანიდი ხომ არ აუღიაო. ისიც გაიაზრა, რომ რადგან რენეს ასეთი საქციელის მიზეზს
ვერ ხვდებოდა, ვერც თანაუგრძნობდა.
რენე საკუთარ თავზე იმავეს ვერ იტყოდა. ჯერჯერობით იმის უნარიც არ ჰქონდა,
რენემ მაგიდის ქვემო თაროზე დაფენილ მტვერში კლაკნილი თარგი მოხატა. უწინ
უნებურად მრუდის პარამეტრიზაციას შეუდგებოდა, მის ზოგიერთ მახასიათებელს
შეამოწმებდა. ახლა ამგვარი საქციელი უაზროდ ეჩვენებოდა. ვიზუალიზაციის ძველი
უნარი თავზე დაენგრა.
ბევრის მსგავსად, თავად რენეც ყოველთვის იმ აზრზე იყო, რომ მათემატიკა საკუთარ
წესრიგს სამყაროსგან კი არ იღებდა, არამედ სამყაროში გარკვეული წესრიგი
შეჰქონდა. ფიზიკური ობიექტები ერთმანეთს ვერ ედრებოდნენ – არ არსებობდა მეტი
ან ნაკლები, მსგავსი ან არამსგავსი. უბრალოდ არსებობდნენ, იყვნენ იქ, სადაც იყვნენ.
მათემატიკა მათგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად არსებობდა, თუმცა
ერთეულთა დასახასიათებლად სემანტიკური წესრიგის, სხვადასხვა კატეგორიათა და
ურთიერთკავშირთა შემოღების
რენეს დაბადების დღეს ვინმეს კარლისთვის რომ ეთქვა, ორ თვეში ასეთი გრძნობა
დაგეუფლებაო, სასაცილოდაც არ ეყოფოდა, ამ აზრს მაშინვე უკუაგდებდა. რა თქმა
უნდა, მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს, ოღონდ წლები სჭირდება – კარლმა კარგად
იცოდა, დროს რაც შეეძლო. მაგრამ ორი თვე?
9a=9b
– თუმცა რაც გადავიტანე, იმას ჰგავდა, თეოლოგს რომ დაემტკიცებინა, რომ ღმერთი
არ არსებობს. როდესაც რამეს კი არ უფრთხი, არამედ იცი, რომ ეჭვმიუტანელი
ფაქტია. სულელურად ჟღერს?
– არა.
კარლმა პირი დააღო, რათა ეთქვა, რომ ზუსტად იცოდა, რასაც რენე გულისხმობდა და
თავადაც უგრძნია ის, რაც რენემ განიცადა, თუმცა თავი მოთოკა – ეს იყო ემპათია,
რომელიც მათ ერთმანეთთან კი არ აკავშირებდა, კიდევ უფრო აშორებდა, ამიტომ
ვერაფერსაც ვერ ეტყოდა.
შენი ცხოვრების ამბავი
მამაშენი ჩემთვის შეკითხვის დასმას აპირებს. ჩვენი ცხოვრების ყველაზე
მნიშვნელოვანი წამია და მინდა, მთელი ყურადღება მოვიკრიბო, ყოველი დეტალი
აღვიქვა. მე და მამაშენმა საღამო ერთად გავატარეთ – ვისადილეთ, წარმოდგენას
დავესწარით და შინ სულ ახლახან დავბრუნდით. შუაღამე უკვე გადასულია. სახლის
შიდა ეზოში გავდივართ, რათა სავსე მთვარეს თვალი შევავლოთ. შემდეგ მამაშენს
ვეუბნები, რომ ცეკვა მინდა. ისიც დამყვება და ვცეკვავთ – მთვარის შუქში გახვეული,
ოცდაათ წელს გადაცილებული წყვილი ბავშვებივით ვირწევით. ღამის სიგრილეს
საერთოდ ვერ ვგრძნობ. მერე მამაშენი მეკითხება:
უფრო ადრე ვერ გეტყვი – მცდელობას აზრიც არ ექნება. ერთი წამითაც ვერ
მოგიხელთებ და მშვიდად ვერ დაგსვამ, რომ ასეთი რომანტიკული – ან შენი
სიტყვებით, წირპლიანი – ისტორია მოგიყვე. კარგად მახსოვს, თორმეტის რომ იქნები,
თავადვე მომახლი ამქვეყნად შენი მოვლინების შენეულ შეხედულებას.
– მართალი ხარ, – დაგეთანხმები, – ცამეტი წლის წინ ზუსტად ვიცოდი, რომ დღეს
ხალიჩები მექნებოდა დასასუფთავებელი. გამოვთვალე, ბავშვის გაჩენა ყველაზე
იაფი და მარტივი გამოსავალი იქნება-მეთქი. ახლა კი, კეთილი ინებე და საქმეს
მიხედე.
***
– რამე... რამე თუნდაც ოდნავ მეტი იქნებ კიდევ გვითხრათ? – ჩამეძია პოლოვნიკი
უებერი. შევატყვე, რომ სამოქალაქო პირებთან საუბარს მაინცდამაინც ჩვეული არ
იყო.
– მთლად არა. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანის სასმენი სისტემა
აბსოლუტურ აკუსტიკურ მოწყობილობას არ წარმოადგენს. ის ისეა მოწყობილი, რომ
ხორხისმიერი ბგერების აღქმა მაქსიმალურად გააადვილოს. უცხოპლანეტელთა
სამეტყველო აპარატს რაც შეეხება, აქ ვერაფერს ვიტყვი, – მხრები ავიჩეჩე, –
საკმარისად ხანგრძლივი პრაქტიკა თუ გვექნა, იქნებ მათ მიერ წარმოთქმულ
ფონემებს შორის განსხვავებების ამოცნობა ვისწავლოთ, თუმცა შეიძლება ისეც
აღმოჩნდეს, რომ ჩვენს ყურს უბრალოდ არ შეუძლია იმ წვრილმანი
მახასიათებლების აღქმა, რომელიც მათთვის გარკვეულ აზრს ატარებს. ასეთ
შემთხვევაში, მათი ნათქვამის გასაგებად ხმის სპექტროგრაფის გამოყენება
მოგვიწევს. პოლკოვნიკი მომიბრუნდა:
ადგილზე იყო. პირველზე, რა თქმა უნდა, სამთო მაშველების ზარი იქნება. იმხანად მე
და მამაშენი წელიწადში, დიდი-დიდი, თითო სიტყვას თუღა გავუცვლით
ერთმანეთს. თუმცა, როგორც კი ტელეფონზე ლაპარაკს დავასრულებ, პირველ რიგში,
სწორედ მამაშენს დავურეკავ.
მანქანაში ერთად ჩავსხდებით და გვამის ამოსაცნობად წამოვალთ. მდუმარე,
ხანგრძლივი მგზავრობა. მორგი მახსოვს – მთლიანად ფილებით მოპირკეთებული და
უჟანგავი ლითონით სავსე. მაცივრის ზუზუნი და ანტისეპტიკის სუნი. სანიტარი
სუდარას გადაგაძრობს და შენს სახეს გამოაჩენს. რაღაცას დაუმახინჯებია, თუმცა მე
მაინც გიცნობ, რომ შენ ხარ.
***
– ამათ კი ვეყოფი.
საველე სამუშაოებში მონაწილეობა მანამდეც არაერთხელ მიმეღო, ამაზონიას
ვიკვლევდით, მაგრამ აქამდე ყოველთვის ბილინგვისტურ კავშირს ვამყარებდით –
ხან ჩემი ინფორმანტების მწირი პორტუგალიურით ვსარგებლობდი, ხანაც,
ადგილობრივი მისიონერების წყალობით, იქ მცხოვრებთა ენის საფუძვლებს
ვეცნობოდი. ეს ჩემი პირველი ჭეშმარიტად მონოლინგვისტური გაცნობითი
შეხვედრა იქნებოდა, თუმცა თეორიულად ყველაფერი კარგად იყო ახსნილ-
გაწერილი. სარკისმიღმეთს მივუახლოვდი. შუშის მეორე მხარეს მომლოდინე
ჰეპტაპოდმა ჩემი მოძრაობა გაიმეორა. იმდენად ნათლად ვხედავდი, რომ
გამაჟრჟოლა. ცხადად ვარჩევდი მისი რუხი კანის ქსოვილის ნაყშს – ხავერდოვან
ამობურცულობებს, რომლებიც მარყუჟივით იხვეოდა და სპირალურად
იკლაკნებოდა.
სარკისმიღმეთიდან ჩემამდე არანაირი სუნი არ აღწევდა, რაც ვითარებას კიდევ
მეტ უცნაურობას სძენდა. საკუთარ თავზე მივანიშნე და ნელა წარმოვთქვი:
– ადამიანი.
ერთმა ჰეპტაპოდმა ცალი მკლავი ასწია, ოთხი კიდურა წანაზარდი ერთად შეკრა და
თავისი სხეულისკენ მიმითითა. ესეც დიდი მიღწევა იყო. ზოგიერთ კულტურაში
ინდივიდები რამეზე მისანიშნებლად ნიკაპს იყენებენ; ამ ჰეპტაპოდს ჩემთვის
რაღაცის მისახვედრებლად კიდურები რომ არ გამოეყენებინა, ვერ გავიგებდი, რომელ
ჟესტს ჩავჭიდებოდი. სუსტი, მოცახცახე ხმა მომესმა – დავინახე, უცხოპლანეტელის
სხეულის ზემოთა ნაწილში რომელიღაც ღრუ როგორ შეირხა: მესაუბრებოდა. შემდეგ
მკლავი თანმხლებისკენ გაიშვირა და კვლავ ცახცახით ამოიქშინა.
– ეგ რა არის?
ჰეპტაპოდი გაჩუმდა, შემდეგ თავადაც „სკამზე“ მიმანიშნა და კიდევ დამელაპარაკა.
ახალი სპექტროგრაფი წინა ორს არაფრით წააგავდა: ესეც [ქშენა3]. „სკამს“
ხელმეორედ მივუბრუნდი და [ქშენა3] ჩავრთე.
– იმითაც შეძრული ვარ, რომ ასეთი ხმების გამოცემა შეგიძლია, – მითხრა გარიმ.
– ეს რა არის, შენ ჩემს „ცხენირმის მოძახილს“ უნდა მოუსმინო. მთელი მათი მოდგმა
უკანმოუხედავად გამირბის.
უცხო ქშენის წარმოთქმა კიდევ არაერთხელ ვცადე, მაგრამ არცერთი ჰეპტაპოდი ისე
არ გამომპასუხებია, რომ მათი ნალაპარაკევიდან რამე ამომეცნო. მხოლოდ მაშინ
მაღირსეს
– დროებით მაინც.
***
– რას გულისხმობ?
– იმისათვის, რომ წინ უფრო სწრაფად წავიწიოთ, ერთი მოსაზრება მაქვს, – ვუთხარი,
– ოღონდ მეტი მოწყობილობის შემოსატანად თქვენი ნებართვა გვჭირდება.
– რა მეტი მოწყობილობა?
– მერე?
– რას იტყვი?
– კარგი იდეა მგონია. ოღონდ ერთი რამ მაფიქრებს – იქნებ ჰეპტაპოდებმა ჩვენი
მონიტორებიდან წაკითხვა ვერც შეძლონ. მათი „სარკისმიღმეთი“ სულ სხვაგვარი
ტექნოლოგიითაა შექმნილი, ვიდრე ჩვენი ეკრანები. რამდენადაც ვიცით, არც
პიქსელებს იყენებენ, არც ზოლოვან გამოსახულებებს და არც კადრების
ცვალებადობას.
– ზოგი ზმნა უნდა გავაცნოთ, ამისათვის კი მესამე პირის ფორმის გამოყენება ყველაზე
იოლია. დამეხმარები, რომ რამდენიმე მოქმედება განასახიერო, სანამ მე ზმნის
წერილობით ფორმას კომპიუტერით ვაჩვენებ? თუ ბედმა გაგვიღიმა, ჰეპტაპოდები
მიგვიხვდებიან და თავიანთ ზმნებს თავადაც გვასწავლიან. უამრავი რეკვიზიტი
მოვიმარაგე, შეგიძლია, ისინიც გამოიყენო.
– კარგი, – მივუბრუნდი გარის, – მოდი, ეგენი ჯერ იმათ აჩვენე და მერე ცოტა შეჭამე.
ვაშლით დაიწყე და პური მერე მიაყოლე.
– ეეჰ... – იტყვი, – თურმე, რომ ამბობენ, სხეულის წონას მნიშვნელობა აქვსო, მართალი
ყოფილა. ბიჭებზე მეტი არ დამილევია, მაგრამ ისე გავილეწე.
ვეცდები, არაფერი შევიმჩნიო და ჩვეულებრივი გამომეტყველება შევინარჩუნო.
მართლა გულით ვეცდები. თუმცა შენ მაინც აბუზღუნდები:
– რა იყო?
მსგავსი არასოდეს ჩამიდენია, მაგრამ ვიცი, ეს რომ გითხრა, ჩემ მიმართ პატივისცემას
მთლიანად დაგაკარგვინებ.
***
– ეს რას აღნიშნავს?
– „აკრძალვა“?
– კარგი.
– ერთი წამით მოიცა. ერთი ენაც ხომ საკმარისია, ორი რაღაში გვჭირდება?
უსარგებლო შრომა მოგვემატება, ორივეს სწავლით ზედმეტ თავის ტკივილს
გავიჩენთ.
ამოვიოხრე.
– ჰო, ადამიანს თავში პირველად სწორედ ეს აზრი მოუვა. თუმცა, მიმაჩნია, რომ არც
***
– ჰო, კარგი, კარგი. თუ გინდა, წამომყევი, ოღონდ ცოტათი ჩამომრჩი, თითქოს ერთად
არ ვართ. რომელიმე მეგობარს თუ შევხვდი, გავჩერდები და დაველაპარაკები,
მაგრამ შენ გზა გააგრძელე, კარგი? მოგვიანებით წამოგეწევი. ერთ ადგილას
გავჩერდები.
– მაშინ ყველაფერი სხვაგვარად იყო, – ისე მეტყვი, თითქოს არ გჯერა, რომ ამის ახსნა
მაინც გიწევს, – ახლა საყიდლებზე ვართ.
არადა, სულ ცოტა ხნის წინ საყიდლებზე ერთად ხალისით მივდიოდით. ყოველთვის
განცვიფრებული გავიფიქრებ, რა სწრაფად ინაცვლებ მოზარდობის ერთი ეტაპიდან
მეორეში. შენ გვერდით ცხოვრება მოძრავი სამიზნისთვის სროლას დაემსგავსება –
ყოველთვის იმაზე შორს იქნები, ვიდრე მგონია.
***
კარზე კაკუნი გაისმა. სანამ რამეს გავძახებდი, გარი შემოვარდა. სახეზე საზეიმო
გამომეტყველება ეფინა.
– კარგი. ეს ის გზაა, რასაც სინათლის სხივი ჯერ ჰაერში, შემდეგ კი წყალში გაივლის.
სანამ წყლის ზედაპირამდე მიაღწევს, სხივი პირდაპირი მიმართულებით
ვრცელდება.
რადგან წყალს ჰაერისგან განსხვავებული გარდატეხის მაჩვენებელი აქვს,
სხივი მიმართულებას იცვლის. მსგავსი რამ აქამდეც ხომ გსმენია? თავი
დავუქნიე:
– კი, მსმენია.
– უფრო ნათლად?
– კარგი, გასაგებია.
– ზუსტად. და სწორედ ამიტომ სული მიმდის, ისე მინდა ვნახო, ფერმას პრინციპის
მათეული აღწერა როგორ გამოიყურება, – თან მელაპარაკებოდა და თან ბოლთას
სცემდა, – თუკი ვარიაციული აღრიცხვა უფრო ემარტივებათ, ვიდრე ალგებრის
მათეული ექვივალენტი, ნათელი მოეფინება, ფიზიკაზე საუბრისას ამდენ
გაურკვევლობას რატომ ვაწყდებით; იმათ მათემატიკურ სისტემაში, ჩვენთან
შედარებით, ყველაფერი ყირამალა იდგება, – თემების ჩამონათვალზე მანიშნა, –
გარანტიას გაძლევ, მაგის გადახედვა მოგვიწევს.
–
– შენი აზრით, ფერმას პრინციპიდან ფიზიკის სხვა მიმართულებებზე გადასვლას
შეძლებთ?
– იცი, რა მითხრა? ასე თქვა, ვიცი, მაგ ჭაბუკებს რაც უნდათო, – თვალებს აატრიალებ, –
გგონია, მე არ ვიცი?!
– უნდა, რომ კვლავ პატარა ბავშვივით მომეპყროს. მას მერე, რაც მკერდი
წამომეზარდა, წარმოდგენა არ აქვს, ჩემთან როგორ უნდა მოიქცეს.
– ჰო, ეგ სიახლე მისთვის ნამდვილი დარტყმა გამოდგა. დრო მიეცი, რომ აზრზე
მოვიდეს.
– ბარი ბარში ვართ, – ჩაი მოვსვი, – თუმცა ფერმას პრინციპზე შენთვის რაღაც
მინდოდა მეკითხა. რაღაც მეუცნაურება, მოსვენებას არ მაძლევს, მაგრამ ზუსტად –
რა, არ ვიცი, ხელიდან მისხლტება. თითქოს მთლად ფიზიკის კანონივით არ ჟღერს.
გარის თვალები აუბრჭყვიალდა.
– მიდი, განაგრძე.
– მართალია. თუკი მიზანი არჩეული არაა, „უსწრაფესი გზა“ უშინაარსო სიტყვებია. ამა
თუ იმ გზასთან დაკავშირებული დროის გამოსათვლელად იმის ცოდნაც საჭიროა, ამ
გზაზე რას შეიძლება შეხვდე. მაგალითად, წყლის ზედაპირი სადაა.
– სწორედ ეს არ მასვენებდა.
***
კიდევ ერთი ამბავი მახსოვს. თოთხმეტი წლის ხარ. საძინებლიდან გამოხვალ და თან
ჩარჩომოხატულ კომპიუტერს გამოიტან. სასკოლო პროექტზე მუშაობ.
– ღმერთო. დედა, საშინაო დავალებაში დახმარებას ვეღარ ვეღირსე, რაც შენ და მამა
გაიყარეთ. საოცარია, როგორ ახერხებ და ყველა სიტუაციაში გაყრას როგორ აკვეხებ.
***
ოღონდ, ორივე შემთხვევაში სამეტყველო რუსულს ვიყენებდი. სხვა ენა, თუმცა იგივე
მოვლენა: მდუმარე ხმა კვლავ ხმამაღლა ჟღერდა.
„ჰეპტაპოდი B-ც“ იმავე განცდას მიჩენდა, რასაც უცხო ენა: აზრები გრაფიკული
შიფრით იმოსებოდნენ. დღის განმავლობაში ტრანსისმაგვარი წამებიც დგებოდა,
როდესაც ფიქრისას შინაგან ხმას კი არ ველაპარაკებოდი, გონების თვალით
ფანჯარაზე მოხატული ჭირხლის მსგავს სემაგრამებს ვხედავდი.
ჩემი აზრით, ვაჭრობა მათიუმთავრესი მიზანი არაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ
არ ვევაჭრებით. უბრალოდ, იმის დაზუსტება გვინდა, აქ რატომ არიან და რა გვაქვს
ისეთი, რასაც ჩვენგან ელიან. როგორც კი ეს ინფორმაცია გვექნება, ვაჭრობაზე
საუბარსაც მერე დავიწყებთ.
***
– არანულოვანჯამიანი თამაში.
***
– ლუიზ...
იმ დღეს, გარიმ ფერმას პრინციპი პირველად როცა ამიხსნა, ისიც ახსენა, რომ ფიზიკის
თითქმის ყველა კანონი ვარიაციული პრინციპის სახით შეიძლება ჩამოყალიბდესო.
თუმცა, ფიზიკის კანონებზე ფიქრისას ადამიანები ამჯობინებენ, მიზეზ-
შედეგობრივი ფორმულირება გამოიყენონ. ჩემთვის ეს გასაგებია: ფიზიკური
მახასიათებლები, რომლებსაც ადამიანები
– იმიტომ, რომ შენი ძილის დროა, – გიპასუხებ. იმდენს კი მივაღწევ, რომ უკვე
ნაბანავები და პიჟამაში გამოწყობილი იქნები, თუმცა მეტს ვეღარაფერს ვახერხებ. არ
მეძინება, – ჭირვეულადდაიწუწუნებ. წიგნების თაროსთან ჩამოდგები და
ვიდეოჩანაწერს დაავლებ ხელს; ნახვას აპირებ. ყურადღების გადამტანი უახლესი
ტაქტიკაა, რათა საძინებელში არ გაგამგზავრო.
– რატომ?
– იმიტომ, რომ მე დედაშენი ვარ და ასე ვამბობ. მართლა ასე გეტყვი? ღმერთო!
მესროლეთ ვინმემ.
მის გონებაში გაჩენილი პირველი აზრი კარნახობს, ზუსტად ისე მოიქცეს, როგორც
წიგნში წერია, თუმცა რადგან ბუნებით მეამბოხეა, მტკიცე გადაწყვეტილებას იღებს,
დოღის ცხენებზე ფსონს საერთოდ აღარ ჩამოვიდეს.
ყველაფერი სწორედ აქ იხლართება! „მარადისობის წიგნი“ მცდარი ვერ იქნება. სვეტში
აღწერილი მოვლენები იმის გათვალისწინებითაა შედგენილი, რომ წამკითხველი
ჭეშმარიტი – და არა შესაძლო – მომავლის შესახებ ინფორმაციას შეიძლება წინასწარაც
გაეცნოს. ეს რომ ბერძნული მითი ყოფილიყო, გარემოებები ისე მიეწყობოდნენ, რომ
მას რაც არ უნდა ეცადა, ბედისწერა მაინც აღსრულდებოდა; მითოლოგიური
წინასწარმეტყველებანი უკიდურესად ბუნდოვანია, „მარადისობის წიგნში“ კი
ყველაფერი ნათლადაა მითითებული. ვერავითარი გარეგანი ძალა ინდივიდს ვერ
აიძულებს ყველაფერი ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც წიგნში წერია. ლოგიკური
წინააღმდეგობა იქმნება – განსაზღვრების თანახმად, „მარადისობის წიგნი“ ჭეშმარიტი
უნდა იყოს, თუმცა იმის მიუხედავად, წიგნში რა წერია, წამკითხველს საბოლოო
გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის თავად უწევს და შეუძლია, სხვაგვარი გეზი
აიღოს. ეს ორი ფაქტი ერთმანეთს რანაირად იგუებდა?
***
– მე მოვრჩი. არ გშია?
– ჭკვიანურია.
ხელი გავიწვდინე და თაროდან ჯამი ავიღე. ძალა არავის დაუტანებია, რომ ასე
მოვქცეულიყავი. ეს მოძრაობაც იმასავით მტკიცე იყო, როდესაც შენკენ მომქროლავი
ჯამის დაჭერა ვცადე – მართებული ინსტინქტი, რომელსაც უნდა მივყოლოდი.
***
დავრჩეთ. ვაკოცე.
ვიძინებ.
***
სამი წლის ხარ და ციცაბო ხვეულ კიბეზე მივაბიჯებთ. ხელში მთელი ძალით
ჩაგაფრინდები, თუმცა მტევანს ითავისუფლებ.
– კარგი.
ერთი თვის რომ იქნები, ღამის ორ საათზე ლოგინიდან გამოვფოფხდები, რომ გაჭამო.
საბავშვო კუთხეში „ჩვილის სუნი“ იტრიალებს – გამომწვარი ადგილების
დასაამებელი საცხისა და პუდრის არომატი, რომელსაც გამონაცვალი საფენების
შესაგროვებლად განკუთვნილი, კუთხეში მიმდგარი ყუთიდან ამომავალი მსუბუქი
სიმყრალეც შეუერთდება. შენი საწოლის კიდეს ჩამოვეყრდნობი, ჭიჭყინა სხეულს
ავიტატებ და სარწეველა-სკამზე ჩამოვჯდები, რომ გამოგკვებო.
***
– გოგონამ ჯერ მამა დათვის ფაფა გასინჯა, თუმცა ჯამი ბრიუსელური კომბოსტოთი
სავსე აღმოჩნდა, არადა, ამ კომბოსტოს ვერ იტანდა. გაიცინებ.
– შემდეგ გოგონა დედა დათვის ფაფას მიადგა, მაგრამ იქ ისპანახი დახვდა; არადა,
ისპანახიც სძულდა. ჩემს შესაჩერებლად წიგნის გვერდს ხელს დააფარებ.
– მოსმენა მინდა!
***
***
არაფრით ჩამომივარდებოდა.
მივუჯექი.
ჩვენ მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა ისე ჟღერდა, თითქოს შენიღბული ჯაშუშები
ვიყავით, ერთმანეთს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას შევხვდით და
ყველაფერს საგულდაგულოდ ვწონიდით.
– ასე თქვა, რომ ჰეპტაპოდები მიდიან, – მივუგე, – მარტო თვითონ კი არა, ყველა
მიდის.
***
– ჰო.
მისი მკლავებიდან თავდახსნილი სახლს ვაფარებ თავს. მომყვება.
ხელიხელჩაკიდებულები მივდივართ. შენ უნდა შეგქმნათ – სიყვარულის ნაყოფი.
სამოცდათორმეტი ასო
ბავშვობისას რობერტის საყვარელი სათამაშო თიხის თოჯინა იყო, რომელსაც წინ
სიარულის გარდა არაფერი შეეძლო. სანამ მისი მშობლები ბაღში შეკრებილი
სტუმრების გამხიარულებაზე ზრუნავდნენ, მათთან ერთად ვიქტორიას
გადედოფლებას ან ჩარტისტების[50] რეფორმებს განიხილავდნენ, რობერტი სახლის
დერეფნებში მარშით მოარულ თოჯინას დასდევდა, კუთხეებთან მიახლოებისას გეზს
უცვლიდა, განზე აბრუნებდა ან საიდანაც მოვიდა, ისევ იქით უშვებდა. თოჯინა არც
ბრძანებებს ემორჩილებოდა და ვერც ვერაფერს შეასმენდი – კედელს რომ
მისჯახებოდა, პატარა თიხუნია სვლას ჯიუტად განაგრძობდა და ხელ-ფეხს
თანდათანობით ისე დაილეწავდა, კიდურები უფორმო შვერილებს დაემსგავსებოდა.
რობერტი ხანდახან საკუთარი თავის განადგურების ნებასაც აძლევდა. ისე,
გასართობად. კიდურები რომ ბოლომდე გაუნადგურდებოდა, სათამაშოს აიღებდა,
სახელს ამოაცლიდა და მყისიერად გააშეშებდა. შემდეგ თოჯინას კვლავ დრეკად
გუნდად აქცევდა, ფიცარზე გააბრტყელებდა და სხვაგვარ ფორმას გამოჭრიდა: ახალ
სხეულს ხან მოღრეცილი ფეხი ჰქონდა, ხან ერთი ფეხი მეორეზე გრძელი იყო. სახელს
ისევ ფიგურაში ჩაჩურთავდა, მაგრამ თოჯინა სწრაფად ყირავდებოდა და წრიულად
დაღოღავდა.
– დღეს ჩემს ლოდინს ბოლო მოეღება, არა? დაცდა კიდევ ხომ აღარ მიწევს? – ჰკითხა
რობერტმა.
– მეღადავები?!
***
– ბოდიშს გიხდით, აქამდე რომ ვერ მივხვდი. დარწმუნებული ვარ, მალე მოვა, – კაცი
კვლავ თიხას მიუბრუნდა. ჰაროლდ უილოუბი პირველი ხარისხის ოსტატი
სკულპტორი იყო; სტრატონი მას რჩევის მოსასმენად ეახლა, საკუთარი
ავტომატონების გამოსაძერწად მრავალჯერადი ყალიბის გამოყენების თაობაზე. მის
მოსვლამდე ფორმებს შორის უსაქმოდ დაყიალობდა. თანმხლები ავტომატონი
გაუნძრევლად იდგა და შემდგომ ბრძანებას ელოდა.
არ სჭირდებოდა.
– მაჩვენე.
– თითები მოხარე.
– შენ გამოწვრთენი?
– ჯერ არა. თუმცა, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმის სამტკიცებლად, რომ ასეთი
სახელების მთელი კლასი არსებობს – ყოველი ცალკეული უნარისათვის ისეთი
სახელი, რომელიც ხელით მარჯვედ მუშაობაში გაწაფავდა.
მოიღუშა.
ვერ დამაშინებთ, – თქვა, – როგორც გენებოთ, ისე მოიქეცით, თუმცა ჩემს მიზანზე
ხელს ვერ ამაღებინებთ.
რადგან სხვა თოჯინები არსად ჩანდა, სტრატონი ბაზრობას გაეცალა და გზა განაგრძო.
ფიქრებით კვლავ უილოუბისთან გუშინდელ შელაპარაკებას მიუბრუნდა.
სკულპტორთა პროფკავშირის თანადგომის გარეშე დამოუკიდებელი ხელოსნის
დაქირავება მოუწევდა. ასეთ ხალხთან აქამდე არ ემუშავა და ცოტა მიკითხვ-
მოკითხვა არ აწყენდა; ისე ჩანდა, რომ დამოუკიდებელი მუშები ისეთ სხეულებს
ქმნიდნენ, რომლებიც მხოლოდ საჯარო კუთვნილებად ქცეულ სახელებს
ემორჩილებოდა, თუმცა ზოგიერთი ამ ნიღაბს განზრახ ირგებდა, რომ შემდეგ
პატენტი გაეყალბებინა და უკანონო პროდუქტი შეექმნა. როგორც არ უნდა
ყოფილიყო, მათთან ურთიერთობა სტრატონის რეპუტაციას სამუდამო ლაქად
შერჩებოდა.
– მისტერ სტრატონ.
სტრატონმა აიხედა. მის წინ ჩია, ღონიერი ტანის, სადად გამოწყობილი კაცი იდგა.
– რით გემსახუროთ?
და გაუჩინარდა.
– ამ საღამოს კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა მოელოდე, ჩემო ბიჭო. თავი შეიმზადე, –
ფილდჰარსტს მიუბრუნდა, – გნებავთ, დავიწყოთ?
– მართლა?
– რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამდენი დრო არ წაუღია. რამდენიმე წლის წინ
ორმა პარიზელმა ბუნებისმეტყველმა, დიუბისონმა და ჟილმა სპერმატოზოიდის
ჰიპერტროფიული ზრდის მეთოდი შეიმუშავა. საკვები ნივთიერების დაჩქარებული
შეშხაპუნება ორ კვირაში ნაყოფს ასეთ ზომამდე ზრდის.
სტრატონმა თავი ჯერ წინ დახარა, შემდეგ – უკან გადასწია, და გაზის სანათის სხივის
გარდატეხის უმნიშვნელო ცვლილება შენიშნა – მეგაფეტუსის შინაგანი ორგანოების
საზღვრები გამოიკვეთა.
– ეს არსება... ცოცხალია?
– მაშ, ამ ცდის ძირითადი მიზანი რაღაა, თუკი ხელოვნური საშვილოსნოს შექმნა არა?
– ზუსტად.
– დიახ, მაგრამ ხუთი თაობა საუკუნეზე მეტ ხანს მოიცავს... – უცხადესის გამორჩენით
შეცბუნებულ რობერტს სიტყვა გაუწყდა. რა თქმა უნდა, ყველა ერთ ასაკში ხომ არ
ხდება მშობელი.
– მართალია.
ეშბორნს გაეღიმა.
– ის ერთი რომელია?
კლერკს გაეღიმა:
– ჩაერთო, დიახ, – მიუგო, – სკულპტორთა საძმოს კი დიდი გავლენა აქვს, მაგრამ მაინც
ინდივიდებისგან შედგება, რომელთა ცალ-ცალკე გადარწმუნება ნამდვილად
შესაძლებელია.
– გავბედავ, მოგახსენოთ, რომ იმაზე უკეთ მესმის, ვიდრე გგონიათ. თქვენი აზრით,
თუკი არაორგანულ მიმღებთან გამოყენებისას სახელს ორ სხვადასხვა დონეზე
თერმოდინამიკული წესრიგის შემოტანა შეუძლია, ორგანულ მიმღებთან
მიმართებაში ორი თაობის წარმოქმნის უნარიც ექნება. ასეთი სახელის წყალობით იმ
მამრების გაჩენაც გახდება შესაძლებელი, რომელთა სპერმატოზოიდი
წინაჩანასახოვან ფეტუსს შეიცავს. თავად მამრები ნაყოფიერნი იქნებიან, თუმცა
მათი თანამონაწილეობით დაბადებული ნებისმიერი ვაჟი სტერილური დარჩება.
მასწავლებელმა ტაში შემოჰკრა.
– მობრძანდით.
– დიახ, ცხადია.
გადაეყლაპა.
– ერთი წუთით...
სტრატონმა ამოიოხრა.
***
დაეტყო.
– რატომაც არა?
– კულტურის თვითკმარი ბუნების შესახებ ნუ დაივიწყებთ, – მიუგო ფილდჰარსტმა, –
ჩვენ ვნახეთ, რომ ყველა მეგაფეტუსი ერთნაირია, თუმცა იმის უარყოფას არავინ
დაიწყებს, რომ ერების მოსახლეობა ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც
ფიზიკურად, ასევე ტემპერამენტითაც. ეს ყველაფერი მხოლოდ დედისეული
გავლენის შედეგი შეიძლება იყოს: სწორედ დედის საშვილოსნოა ის ჭურჭელი,
რომელშიც სოციალური გარემო ყალიბდება. მაგალითისთვის, ქალი, რომელმაც
მთელი ცხოვრება პრუსიელთა შორის გაატარა, ბუნებრივია, ისეთ ბავშვს გააჩენს,
პრუსიული თვისებები რომ ექნება; ამგვარად, უბრალო ხალხის ეროვნული
მახასიათებელი, ბედის ცვალებადობის მიუხედავად, საუკუნეებს გაუძლებს.
რეალურობას მოკლებული იქნება ფიქრი, რომ ღარიბების შემთხვევაში საქმე
სხვაგვარადაა.
სტრატონმა სცადა, თავი ხელში აეყვანა. ეშბორნი მართალი იყო; ამას თავადაც
ხვდებოდა. ცოტა ხანს იფიქრა, შემდეგ კი თქვა:
– ჩვენი ის განხილვა გახსოვს, სახელს ფეტუსის ორი თაობის შექმნა რომ შეუძლია?
– ნათლად.
– ჰო, მაგრამ იმის შემდგომ თაობას რაღა ეშველება? სტერილურობა ხელახლა იჩენს
თავს და გამრავლებას თუ მოინდომებს, მუშათა კლასი კვლავ მთავრობის იმედად
დარჩება.
– გეთანხმები, – მიუგო სტრატონმა, შემდეგ კი თავი ისე გააქნია, თითქოს რაღაცას ვერ
იჯერებდა, – ახლა ვცდილობთ, საიდუმლო ორგანიზაციის წიაღში საიდუმლო
ორგანიზაცია შევქმნათ. ნეტავ, ჩანასახთანაც ასე მარტივად იყოს საქმე.
***
იქნებ, რამე ისეთი მაინც ეპოვა, რაც იარაღად გამოადგებოდა? ავტომატონთა შორის
მიწისკენ დაქანებული მემაღაროე მანქანებიც შენიშნა, რომელთა კიდურებიც
უზარმაზარი წერაქვებით ბოლოვდებოდა, თუმცა თავად ხელსაწყოს პირი
ავტომატონის სხეულში იყო ჩახრახნილი. ვერაფრით მოაძრობდა.
მებარგულის კეფა მოჩხრიკა. მებარგულთა სახელები ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ
გახდა
შემდეგ ყველაფერი მიწყნარდა. კარს იქითა მხრიდან აღარავინ აწვებოდა, თუმცა მალე
ცხაურს რაღაც მიენარცხა – კაცი გზის გაკვალვას ძალაყინით ცდილობდა. ცხაური
ჩამოძვრა და მის ნაცვლად ღიობი დარჩა. კაცმა ხელი გადმოჰყო და ავტომატონის
კეფაზე მოაფათურა. რა წამსაც მებარგულის თავი წინ გადაქანდებოდა, მკვლელი
თითებით სახელის მიწვდომას ლამობდა, მაგრამ ვერაფერი მოიხელთა. ქაღალდი
მეტისმეტად ღრმად შევარდნილიყო.
უეცრად, ღიობში ისევ მკლავი გამოჩნდა, ოღონდ ამჯერად სითხით სავსე ჭურჭელიც
მოიტანა. ავტომატონის თავზე რაღაც ჩამოიღვენთა და ზურგისკენ ჩაიღვარა. მკლავი
კვლავ გაქრა დასტრატონს ასანთის გაკვრის ხმა მოესმა. თვალი ნაპერწკალს მოჰკრა.
ჩალეწილ ადგილას კაცმა ასანთიანი ხელი შემოჰყო და ავტომატონს შეახო.
ცეცხლი ნელ-ნელა ჩაცხრა. სტრატონმა თვალი გაახილა – მჭახე შუქს შეჩვეულ მზერას
მთელი ოთახი წყვდიადით სავსე ეჩვენებოდა. დანახვით ბევრი არაფერი დაუნახავს,
სმენით უფრო მიხვდა, რომ კაცი კვლავ კარს აწვებოდა.
– რა წამხდარი ადამიანი უნდა იყო, რომ ასეთ საქმეს დათანხმდე, – ძლივს ამოთქვა
აგურის იატაკზე ლოყამიბჯენილმა სტრატონმა. მკვლელმა ჩაიფხუკუნა.
– ვერა. ცოტა ჩემს რეპუტაციაზეც ხომ უნდა ვიზრუნო, არა? მოდი, საქმეს მივხედოთ, –
სტრატონის მარცხენა ხელის ნეკა თითს დასწვდა და უხეშად გადაამსხვრია.
ისეთმა ძლიერმა ტკივილმა გამსჭვალა, რომ რამდენიმე წამი სტრატონი მის გარდა
სხვას ვეღარაფერს გრძნობდა. საკუთარი შეკივლება შორიდან ჩაესმა. შემდეგ მის
ყურამდე კაცის ლაპარაკმაც მიაღწია:
– არა.
– ზემოსართულელ შენს მეგობარს ასლი არ ჰქონია, მაგრამ იქნებ ვინმე სხვას აქვს?
უფლება არ ჰქონდა, მკვლელი დარინგტონ ჰოლზე დაეგეშა.
– ვინ არის და... ვინ იყო და ბენჯამინ როთი, – სტრატონმა თავში იმდენი ძალა
გამონახა, რომ კაბალისტთან შეხვედრის შესახებ მოეყოლა, – წარმოდგენა არ მაქვს, აქ
რას აკეთებდა.
მომდევნო დილით თავს გაცილებით მხნედ გრძნობდა. მზად იყო, სკივრში ჩაყრილი
ფურცლები დაეხარისხებინა. სანამ დასტებად აწყობდა, რათა საბოლოოდ ისე აეკინძა,
როგორც თავიდან იყო, სტრატონმა წიგნაკი იპოვა, რომელიც არ ეცნო. მის
ფურცლებზე ებრაული ასოების მიმდევრობანი ინტეგრაციისა და ფაქტორიზაციის
ნაცნობი ხერხის გამოყენებით
თავდაპირველი იდეა, რომ სახელის ორი ვარიანტი უნდა არსებულიყო, ახლაც ძალაში
იქნებოდა – ერთით მამრი ფეტუსები ჩაისახებოდნენ, მეორით – მდედრობითი.
ამგვარი ჩასახვით დაბადებული ქალები წინაპრებივით ნაყოფიერნი იქნებოდნენ.
ნაყოფიერებას მამრებიც შეინარჩუნებდნენ, ოღონდ არა ისეთს, როგორიც ადრე
ახასიათებდათ – მათ სპერმატოზოიდში ფეტუსის წინასახე არ იარსებებდა,
სამაგიეროდ, იარსებებდა ორი სახელიდან ერთ-ერთი; იმ სახელთა ანარეკლი,
რომელიც შუშის ნემსისგან წარმოიშვა. როცა
ნილის ცოლი, სარა ფისკი, რვა მსხვერპლიდან ერთ-ერთი იყო. ქალს გამოტყორცნილი
მინის ნამსხვრევი მოხვდა მას შემდეგ, რაც ანგელოზის აფრიალებული ცეცხლის
ფარდამ იმ კაფეს ფანჯარა ჩაამსხვრია, სადაც სარა საჭმელად შესულიყო. რამდენიმე
წუთში სისხლისგან დაიცალა და კაფეს სხვა კლიენტებს, რომლებსაც პატარა ნაკაწრიც
კი არ დამჩნევიათ, სხვა არაფერი შეეძლოთ გარდა იმისა, რომ მისი ტკივილითა და
შიშით სავსე მოთქმისთვის ესმინათ და ბოლოს მისი სულის ზეცისკენ
აღმასვლისთვის ედევნებინათ თვალი.
ახლა, როცა სარა სამოთხეში იყო, ნილის სიტუაცია შეიცვალა. ახლა ყველაზე მეტად
კვლავ ცოლთან შეხვედრა უნდოდა და ზეცაში მოხვედრის ერთადერთი გზა ღმერთის
მთელი გულით შეყვარება იყო.
***
გაშეშდა, მაგრამ არა იმდენად, რომ საშვილოსნოში უცნაური შეგრძნება ვერ შეემჩნია.
მოგვიანებით ულტრაბგერითმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ჯერ კიდე დაუბადებელ
ჯენის რაილის ფეხები აღარ ჰქონდა; ფარფლისებური ტერფები პირდაპირ ბარძაყის
ფოსოდან ეზრდებოდა.
მიხვდა, რომ არასწორი რაღაც თქვა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. დარბაზში მჯდომი ერთი
კაცი, რომელსაც უსწორმასწორო ფეხი ჰქონდა, წამოდგა და ჯენისს შეეპასუხა: ნუთუ
მართლა ფიქრობდა, რომ ფეხების აღდგენა მისი ცოლის დაკარგვას შეედრებოდა?
ჯენისი საკუთარ განსაცდელებს მართლა ამ კაცის ტანჯვის გვერდით დააყენებდა?
კაცი არაფერში დაეთანხმა. მისი აზრით, ჯენისმა ისეთი რამ მიიღო, რაც ნებისმიერი
სხვისთვის გასაოცარი წყალობა იქნებოდა, ის კი მაინც წუწუნებდა. კაცი შეხვედრიდან
ისე გავარდა, რომ ჯენისის ახსნას ბოლომდე აღარ მოუსმინა.
ეს კაცი, რა თქმა უნდა, ნილ ფისკი იყო. ნილს ჯენის რაილის სახელი მთელი ცხოვრება
ესმოდა, ყველაზე ხშირად იმ ადამიანებისგან, რომლებიც მის დარწმუნებას
ცდილობდნენ, ფეხთან დაკავშირებული შენი უიღბლობა ღვთისგან მოვლენილი
ნიშანიაო. ეს ხალხი ჯენისს ისე ახსენებდა, როგორც მისაბაძ მაგალითს და ნილს
ეუბნებოდა, რომ ფიზიკურ ნაკლზე სწორი რეაგირება ზუსტად ისაა, როგორც ჯენისი
რეაგირებდა. ნილი ვერ უარყოფდა, რომ უფეხობა გაცილებით უარესი იყო, ვიდრე
მისი დამახინჯებული ბარძაყი. სამწუხაროდ, ცხოვრების საუკეთესო პერიოდებშიც კი
ჯენისის დამოკიდებულება ნილისთვის იმდენად უცხო იყო, რომ მისგან ვერაფრის
სწავლა ვერ მოახერხა. ახლა კი, როცა თავად ღრმა გლოვაში იყო ჩაძირული და
ვერაფრით გამოეცნო, რატომ მიიღო ქალმა ისეთი საჩუქარი, რომელიც არ
სჭირდებოდა, ნილს ჯენისის სიტყვები შეურაცხმყოფელი ეჩვენებოდა.
არის კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც ნილის ამბავში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა
იმის მიუხედავად, რომ ისინი ერთმანეთს მხოლოდ ნილის მოგზაურობის
დასასრულს შეხვდნენ.
ითენს ხილული გზით არც წყევლა მოვლენია და არც წყალობა, ამიტომ არ იცოდა,
ზუსტად რა შეტყობინება გამოუგზავნა ღმერთმა. ცოლმა, კლერმა შესთავაზა, იქნებ
გამოცხადება იმის ნიშნად უნდა მიიღო, რომ რაც გაქვს, ის უნდა დააფასოო, მაგრამ
ითენს ეს ახსნა არ აკმაყოფილებდა და ამტკიცებდა, რომ მაგ მიზანს ყველა
გამოცხადება ემსახურება, სადაც არ უნდა იყო, მაგრამ რადგან გამოცხადებას თავად
შეესწრო, ის რაღაც უფრო დიდი მნიშვნელობისა უნდა ყოფილიყო. გონებიდან ვერ
იცილებდა აზრს, რომ რაღაც შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა, რომ არსებობდა სხვა
მოწმე, რომელსაც წესით უნდა შეხვედროდა, მაგრამ ვერ შეხვდა. ეს გამოცხადება
უნდა ყოფილიყო ის ნიშანი, რომელსაც აქამდე ელოდა; ასე უბრალოდ ვერ
უგულებელყოფდა. მაგრამ მაინც ვერ ხვდებოდა, რა უნდა გაეკეთებინა.
ითენმა საბოლოოდ გამორიცხვის მეთოდს მიმართა: ყველა მოწმის სია ხელში ჩაიგდო
და ისინი გადახაზა, ვინც საკუთარ ცხოვრებაში გამოცხადების მნიშვნელობას ახსნა
უკვე მოუძებნა. ფიქრობდა, რომ დანარჩენებიდან ერთ-ერთი ისეთი უნდა ყოფილიყო,
რომლის ბედიც
***
ნილის მეზობელმა მოხუცმა ქალმა მისი დაწყნარება სცადა და უთხრა, რომ ტკივილი
დროთა განმავლობაში შემცირდებოდა და მართალია, ცოლს არასდროს დაივიწყებდა,
მაგრამ
ერთი ქალი, რომელსაც რამდენიმე კვირა ხვდებოდა, დაშორდა და თან აუხსნა, რომ
მის ფეხს დეფექტად არ თვლიდა, მაგრამ როცა სადმე საჯაროდ ერთად იყვნენ, სხვა
ადამიანები ვარაუდობდნენ, რომ ნილთან ყოფნის გამო ქალსაც რაღაც სჭირდა, ჰოდა,
ალბათ, ნილიც ხვდებოდა, რომ ქალის მიმართ ეს დიდი უსამართლობა იყო.
ამის ნაცვლად ნილმა ღმერთი შეიძულა. სარა მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი
წყალობა იყო და ის ღმერთმა წაართვა. და ის სანაცვლოდ სიყვარულს ელოდა?
ნილისთვის ეს იგივე იყო, გამტაცებელს ცოლის დაბრუნების სანაცვლოდ სიყვარული
რომ მოეთხოვა. მორჩილება კიდევ შეიძლებოდა, მოეხერხებინა, მაგრამ წრფელი,
გულიდან წამოსული სიყვარული როგორ? ასეთ გამოსასყიდს ვერ გადაიხდიდა.
მხარდაჭერის ჯგუფის ერთი წევრი ქალი, ვალერი ტომაზინო ამბობდა, რომ წესით,
არც კი უნდა ეცადათ. ქალს ჰუმანისტური მოძრაობის ერთი წიგნი წაეკითხა;
მოძრაობის წევრები არასწორად მიიჩნევდნენ იმ ღმერთის სიყვარულს, რომელიც
ხალხს ამდენ ტკივილს აყენებდა და ადამიანებს მოუწოდებდნენ, საკუთარი
მორალური შეგრძნებებით ემოქმედათ და არა მათრახისა და თაფლაკვერის
პრინციპით[73]. ეს ის ხალხი იყო, რომელიც ღმერთს ამაყად უკუაგდებდა და
სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში მიემგზავრებოდა.
ნილი მხოლოდ ერთ გზაზე ფიქრობდა, რაც ღმერთის მადლიერს გახდიდა – მას
ნილისთვის სარა უნდა ეჩვენებინა. მხოლოდ მისი ღიმილის ხელახლა დანახვაც კი
განუზომელ ნუგეშად მოევლინებოდა; გადარჩენილი სული მანამდე არასდროს
სწვევია და ხილვა ახლა გაცილებით დიდი მნიშვნელობის იქნებოდა, ვიდრე
ცხოვრების ნებისმიერ სხვა ეტაპზე.
ნილს იმედი ჰქონდა, ბენი ისეთ რამეს ეტყოდა, რაც ღმერთის შეყვარებაში
დაეხმარებოდა. ბენი ზეციურ სინათლეს აღწერდა, როგორც უსაზღვროდ ლამაზ
სანახაობას, სრულყოფილ დიდებულებას, რომელიც ყველანაირ ეჭვს ამარცხებს. ის
წარმოადგენდა უდავო მტკიცებულებას, რომ ღმერთი უნდა გიყვარდეს, ახსნას,
რომელიც ისეთივე ცხადია, როგორც 1+1=2. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ
ბენს ზეციურისინათლის ეფექტისაღსაწერად მრავალი შედარების გამოყენება
შეეძლო, ამ ეფექტს თავისი სიტყვებით მაინც ვერ იმეორებდა.
„აღიარე, რომ შენ ის გჭირდება“, ნათქვამი იყო ნილის ნაყიდ პოპულარულ წიგნში
სულიერების რჩევების შესახებ. „როდესაც მიხვდები, რომ თვითკმარობა ილუზიაა,
მაშინ მიაღწევ მზადყოფნას“.
ბოლოს ნილმა სარას მშობლებთან დალაპარაკება სცადა, რაც ხაზს უსვამდა, რამდენად
მათი რეაქცია არ უნდა გაჰკვირვებოდა: მთელი ცხოვრება ხალხი მის ფეხს სულიერ
მნიშვნელობას ანიჭებდა იმის მიუხედავად, რომ ღმერთი არაფერ შუაში იყო. ახლა,
როცა უბედურება ღმერთის უეჭველი მონაწილეობით შეემთხვა, გარდაუვალი იყო,
რომ ვიღაც ამას ყოველთვის ნილისთვისმოვლენილდამსახურებულ სასჯელად
მიიჩნევდა. სრულიად
შემთხვევითი იყო, რომ ნილმა აღნიშნული აზრი მაშინ მოისმინა, როცა ყველაზე
მტკივნეული იყო და შეიძლებოდა, მასზე დიდი გავლენა მოეხდინა.
ნილი არ ფიქრობდა, რომ მისი სიდედრ-სიმამრი მართლები იყვნენ, მაგრამ იმაზეც
დაფიქრდა, უკეთესი ხომ არ იქნებოდა, მათი აზრი დაეჯერებინა. ფიქრობდა, იქნებ
ცხოვრება იმ ზღაპარში უკეთესია, რომელშიც მართალნი ჯილდოს იღებენ, ხოლო
ცოდვილნი – სასჯელს, (მიუხედავად იმისა, რომ უცოდველობისა და ცოდვილობის
კრიტერიუმები მისთვის გაურკვეველი იყო) ვიდრე ისეთ რეალობაში ცხოვრება,
სადაც სამართლიანობა საერთოდ არ არსებობსო. ამ შემთხვევაში მოუწევდა,
საკუთარი თავი ცოდვილის როლზე აეყვანა და ტყუილი არც ისე ნუგეშის მომგვრელი
გამოდგებოდა, მაგრამ ერთ ჯილდოს მაინც ჰპირდებოდა, რასაც პირადი მორალი ვერ
აძლევდა: მისი დაჯერება სარასთან ხელახლა შეახვედრებდა.
თუმცა, ყველაზე მეტად იმის იმედი ჰქონდა, რომ მისთვის მოვლენილ სასწაულს
ღმერთი უკან წაიღებდა და ვინმე ისეთს მოუვლენდა, ვისაც ნამდვილად
სჭირდებოდა. არავისთვის შეუთავაზებია, თან წაყოლოდნენ იმ იმედით, რომ მის
მიერ დაბრუნებული სასწაული მათზე გადავიდოდა – მეტისმეტად თავდაჯერებული
საქციელი იქნებოდა, მაგრამ შინაგანად თავის პილიგრიმობას იმათთვის ვედრებად
მიიჩნევდა, რომლებსაც წყალობა სჭირდებოდათ.
ასეთი გასვლისას შეხვდა ითენს; ითენმა ხელების ქნევით მისი ყურადღების მიქცევა
სცადა მას შემდეგ, რაც 80 მილით დაშორებული უახლოესი სასურსათო მაღაზიიდან
დაბრუნებისას მანქანა გაუჩერდა. ნილი მანქანის ამუშავებაში დაეხმარა და შემდეგ,
ითენის დაჟინებული მოთხოვნით, სავახშმოდ გაჰყვა. როცა მივიდნენ, ჯენისი
ადგილზე არ დახვდათ, რამდენიმე კარვით მოშორებული პილიგრიმების
მოსანახულებლად წასულიყო; ნილი თავაზიანად უსმენდა, სანამ ითენი მზა საჭმელს
ათბობდა პროპანის ბოთლზე და თავის თავგადასავალსა და წმინდა ადგილზე
მოსვლის მიზეზებს უყვებოდა.
როცა ითენმა ჯენის რაილის სახელი ახსენა, ნილმა გაოცების დამალვა ვეღარ შეძლო.
ქალთან ხელახლა ლაპარაკის სურვილი არ ჰქონდა და ბოდიშის მოხდით წასვლა
დააპირა. დაბნეულ ითენს უხსნიდა, სხვასაც შევპირდი შეხვედრას და
გადამავიწყდაო, როცა ჯენისიც თავზე წამოადგათ.
ნილის აქ დანახვამ დააბნია, მაგრამ დარჩენა სთხოვა. ითენმა აუხსნა, რატომ დაპატიჟა
ნილი ვახშამზე, ჯენისმაც მოუთხრო, როგორ შეხვდა წინათ ნილს. შემდეგ ნილს
ჰკითხა, წმინდა ადგილზე რამ მოგიყვანაო. როცა ნილმა უპასუხა, სინათლის
მაძიებელი ვარო, ითენმა და ჯენისმა იმ წამსვე დარწმუნება დაიწყეს, იქნებ
გადაიფიქროო. ითენის თქმით, ნილი ამგვარად თითქმის თავს იკლავდა, არადა
თვითმკვლელობაზე უკეთესი ვარიანტები ყოველთვის არსებობდა. ჯენისის თქმით,
ზეციური ნათელის დანახვა პასუხი არ იყო, ღმერთს ეს არ სურდა. ნილმა მასზე
ზრუნვისთვის ცივი მადლობა გადაუხადა და იქაურობა დატოვა.
ნილის მხედველობის ველი გაელვებების შემდგომი ლაქებით ისე გადაივსო, რომ მათ
შორის ნამდვილი ელვის კლაკნილებს ვეღარ არჩევდა. თვალებმოჭუტული სარკეში
შესცქეროდა ელვარებას და მიხვდა, რომ ერთ მთლიან, მოპულსირე, მაგრამ უწყვეტ
ელვას უყურებდა. უკეთესი ხილვისთვის მძღოლის გვერდითი სარკე ზემოთ
აატრიალა და ელვის წყარო დაინახა – ბნელი ღრუბლების ფონზე აკაშკაშებული
მოფუთფუთე, დაკლაკნილი ცეცხლოვანი მასა: ანგელოზი ბარაკიელი.
სწორედ მაშინ, სანამ ნილი ნანახისგან გაშეშებული და პარალიზებული იყო, მისი
მანქანა ერთ-ერთი ბასრ კლდოვან შვერილს წამოეგო, ჰაერში ავარდა და უზარმაზარ
ლოდს შეასკდა. დარტყმის ძალა მანქანის მარცხენა წინა ნაწილზე მოვიდა და
თუნუქის ფირფიტასავით დაჭმუჭნა. მძღოლის ნაკვეთურში შეჭრილმა მეტალის
ნაჭერმა ნილს ორივე ფეხი გადაუმტვრია და მარცხენა ბარძაყის არტერია გაუჭრა.
ნილს ნელი, მაგრამ გარანტირებულად სასიკვდილო სისხლდენა დაეწყო.
ცრემლების მიღმა შენიშნა, რომ მისკენ ქალი მორბოდა – ჯენის რაილი ამოიცნო.
მიხვდა, რომ ავარია ჯენისისა და ითენის ბანაკიდან ასიოდე ფუტში მოსვლოდა.
თუმცა, ქალი ვერაფრით დაეხმარებოდა. ნილი გრძნობდა, რომ სისხლისგან
იცლებოდა და იცოდა, რომ მაშველთა მანქანის მოსვლამდე ვერ იცოცხლებდა. მიხვდა,
რომ ჯენისი ეძახდა, მაგრამ ყურები ისე დაგუბებოდა, რომ არაფერი ესმოდა. ქალის
უკან ითენიც გამოჩნდა და მანქანისკენ გამოიქცა.
ნილმა ზემოთ აიხედა, მაგრამ ღრუბლების მეტი ვერაფერი დაინახა; სინათლის სვეტი
გამქრალიყო. ღმერთი თითქოს მასხრად იგდებდა. ის ჯილდო, რომლის
მოსაპოვებლადაც ნილმა სიცოცხლე გაწირა, ღმერთმა აჩვენა, მაგრამ მაინც მისგან
მიუწვდომელ მანძილზე დატოვა, თანაც იმ ადამიანს მიანიჭა, რომელსაც ის არ
სჭირდებოდა და არც კი უნდოდა. ღმერთმა ერთი სასწაული ჯენისზე ფუჭად
ერთხელ უკვე დახარჯა და ახლაც იმავეს აკეთებდა.
ჯენისმა ეს ვერ დაინახა, რადგან ამ დროისთვის თვალები უკვე აღარ ჰქონდა. ითენი
იყო ერთადერთი მოწმე და მანაც გაიაზრა, რომ სწორედ ეს იყო ღმერთის მიერ
მისთვის მინიჭებული ცხოვრების აზრი: ჯენისს აქამდე უნდა გამოყოლოდა და ის
დაენახა, რასაც თავად ჯენისი ვერ დაინახავდა.
როდესაც ბარაკიელის გამოცხადების შესახებ სტატისტიკური მონაცემები შეგროვდა,
აღმოჩნდა, რომ გამოცხადებას სულ ათი ადამიანი ემსხვერპლა: ექვსი – სინათლის
მაძიებლებს შორის და ოთხი – ჩვეულებრივი პილიგრიმი. ცხრა პილიგრიმი
სასწაულებრივად განიკურნა; ზეციური ნათელი მხოლოდ ჯენისმა და ნილმა იხილეს.
არ არსებობდა იმის სტატისტიკა, თუ რამდენმა პილიგრიმმა იგრძნო, რომ მისი
ცხოვრება გამოცხადების შედეგად შეიცვალა, თუმცა ითენი თავის თავს სწორედ
ასეთად მიიჩნევდა.
თავად ნილი, ითენის ქადაგებებს რომ უსმენდეს, მის გზავნილებს სრულად გაიგებდა.
ნილის დაკარგული სული ითენის სწავლების განსახიერებაა.
კი არაა, არამედ მისი არარსებობის შედეგი. ნილი იმაზე მეტ ტანჯვას უძლებს, ვიდრე
ცხოვრების პერიოდში, თუმცა მისი რეაქცია მაინც ღმერთის სიყვარულია.
ნილს სარა ისევ უყვარს და ისევე ენატრება, როგორც მანამდე. იმის გააზრება, რომ
მასთან ხელახლა შეხვედრასთან ასე ახლოს იყო, ყველაფერს კიდევ უფრო
მტკივნეულს ხდის. იცის, რომ მისი ჯოჯოხეთში გაგზავნა თავისივე ქმედებების
შედეგი არ იყო; იცის, რომ ამის მიზეზი არ არსებობდა და არც რაიმე ღვთიურ მიზანს
ემსახურებოდა. მაგრამ უფლის მიმართ მის სიყვარულს არაფერი ამცირებს. იმის
შესაძლებლობა რომც არსებობდეს, რომ სამოთხეში მიიღონ და მისი ტანჯვა
დასრულდეს, ამის იმედი მაინც არ ექნება; ასეთი სურვილები აღარ უჩნდება.
ნილმა ისიც კი იცის, რომ ღმერთმა მის შესახებ არაფერი იცის და საპასუხოდ არ
უყვარს. ნილის გრძნობებზე გავლენას ესეც ვერ ახდენს, რადგან უპირობო სიყვარული
სანაცვლოდ არაფერს ითხოვს, მათ შორის არც საპასუხო სიყვარულს.
და მიუხედავად იმისა, რომ ჯოჯოხეთში მრავალი წელი ისე გაატარა, რომ ღმერთმა
მის შესახებ არაფერი იცის, კაცს ის მაინც უყვარს. ასეთია ჭეშმარიტი ღვთისმოსაობის
ბუნება.
ვერ ვიჯერებ. გასულ წელს კამპუსს ვესტუმრე და ამაზე ერთი სიტყვაც კი არ გამიგია.
ახლა აქ მოვდივარ და აღმოვაჩინე, რომ ხალხს უნდა, კალი სავალდებულო გახადოს.
კოლეჯში სწავლის დაწყებას სულმოუთქმელად რომ ველოდი, ერთ-ერთი მთავარი
მიზეზი ამის მოშორება იყო, რომ, ხო ხვდებით, ყველა დანარჩენისნაირი
გავმხდარიყავი. რომ მცოდნოდა, თუნდაც მცირე შანსი არსებობდა იმისა, რომ ამის
შენარჩუნება მომიწევდა, ალბათ სხვა კოლეჯს ავირჩევდი. ისეთი შეგრძნება მაქვს,
თითქოს თაღლითურად გამაცურეს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ დროა, კალი საყოველთაო გახდეს. აქამდე კალის მოძრაობა
კოლეჯებში მცირე მასშტაბით იყო წარმოდგენილი და მხოლოდ დაინტერესებულ
პირთათვის განკუთვნილ რიგით წრედ რჩებოდა. მაგრამ პემბლტონი სხვა კოლეჯებს
არ ჰგავს და ვფიქრობ, რომ აქაური სტუდენტები კალისთვის მზად არიან. თუ
ინიციატივა აქ წარმატებით განხორციელდება, სხვა კოლეჯებს და საბოლოოდ მთელ
საზოგადოებას მაგალითს მივცემთ. ჯოზეფ ვაინგარტნერი, ნევროლოგი:
რეიჩელ ლაიონსი:
მარტინ ლაიონსი:
ტამერა ლაიონსი:
ჩემთვის ცოტა უცნაური დღე იყო. კარგი, მაგრამ უცნაური. ამ დილით კალი
გამოვირთე.
ჯოზეფ ვაინგარტნერი:
მარია დესოუზა:
ხალხი იმაზეც წუხს, რომ კალი ყველას სახეს ერთნაირს გამოაჩენს, მაგრამ არც ესაა
სიმართლე. ადამიანის სახე ყოველთვის ასახავს პიროვნულ თვისებებს და კალი ამას
კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს. ხომ გაგიგონიათ ის გამოთქმა, რომ გარკვეული
ასაკის შემდეგ საკუთარ სახეზე პასუხისმგებელი შენ ხარ? კალისთან ერთად ხვდები,
რომ ნამდვილად ასეა. ზოგიერთი სახე სრულიად გამოცარიელებული ჩანს,
განსაკუთრებით – ახალგაზრდა და ბუნებრივად ლამაზი სახეები. ფიზიკური
სილამაზის გარეშე ეს სახეები უბრალოდ მოსაწყენი ხდება. მაგრამ პიროვნული
თვისებებით დატვირთული სახეები ისევე კარგად გამოიყურებიან, როგორც ადრე,
შეიძლება უკეთესადაც კი. თითქოს მათ შესახებ რაიმე აუცილებელ ინფორმაციას
კითხულობო.
ასე რომ, ნამდვილად კარგი დღე იყო. მართლა ძალიან მომწონს, როგორც
გამოვიყურები. ძალიან კარგი დღე იყო. ჯეფ უითროპი, მესამე კურსის სტუდენტი,
საუბრობს სტუდენტური დებატებისას:
კალის ცუდთან ერთად ბევრი კარგიც მიაქვს. ის მხოლოდ მაშინ არ მუშაობს, როცა
დისკრიმინაციის საფრთხე არსებობს, სილამაზის შეცნობის უნარსაც მთლიანად
გართმევს. უამრავი სიტუაციაა ისეთი, როდესაც მიმზიდველი სახის ყურება არავის
ვნებს. კალი საშუალებას აღარ გაძლევს, რომ ასეთი სიტუაციები განასხვავო, მაგრამ
განათლება ამას შეგვაძლებინებს. ვიცი, ვიღაც იტყვის, ტექნოლოგია ხომ კიდევ
უფრო დაიხვეწებაო.
მას შემდეგ, რაც გარკვეული ხანი ვუყურე, მივხვდი, რომ ადვილად შემეძლო
წარმომედგინა, როგორი კარგი ადამიანი იყო! მასზე არაფერი ვიცოდი, მისი
ლაპარაკიც კი არ მესმოდა, მაგრამ მაინც მისი გაცნობა მინდოდა. ცოტა უცნაური იყო,
მაგრამ არა – ცუდი გაგებით.
მარია დესოუზა:
ასე იყო აქამდე. ახლა უკვე შეგიძლია, დამატებითი ქუთუთოები დაიხმარო. ისეთები,
რომლებიც ამ ნარკოტიკს ბლოკავს, მაგრამ ზოგადად მხედველობას არ გიზღუდავს.
სწორედ ესაა კალიაგნოზია. ზოგიერთი მას გადაჭარბებად მიიჩნევს, მაგრამ მე
ვიტყოდი, რომ ზუსტად საკმარისია. ტექნოლოგიის გამოყენებით ჩვენი ემოციური
რეაქციებით მანიპულირებენ, ამიტომ, სამართლიანია, რომ თავდასაცავად ჩვენც
ტექნოლოგიას გამოვიყენებთ.
ტამერა ლაიონსი:
მაგრამ ამის გამო ადამიანებთან ლაპარაკს ხომ არ შევწყვეტ იმ მიზნით, რომ მთელი
დრო რეკლამის სათვალეებში ყურებაში გავატარო? რეკლამებს საკმაოდ მძაფრი
გავლენა აქვთ, მაგრამ რეალური ადამიანის დანახვისას რასაც განიცდი, იმას ვერც კი
შეედრება. თანაც, ვერც იმას ვიტყვი, რომ იმწამსვე სურვილი მიჩნდება, წავიდე და რის
რეკლამასაც აკეთებენ, ყველაფერი
მარია დესოუზა:
ჩემი აზრით, ეს რაღაც კალი საშინელი იდეაა. მომწონს, როცა ბიჭები მამჩნევენ და
იმედი ძალიან გამიცრუვდება, თუ ასე აღარ იზამენ.
ხალხი ჩემი გარეგნობის გამო კარგად მექცევა და ჩემს ნაწილს ეს მოსწონს, მაგრამ
მეორე
სხვა საკითხია, სხვა ქალებთან როგორ გრძნობ თავს. მგონი, ქალების უმეტესობას ეს
არ მოსწონს, მაგრამ მაინც, საკუთარ გარეგნობას ყოველთვის სხვებისას ადარებ.
ზოგჯერ მგონია, რომ კონკურსზე ვარ, არადა, არ მინდა, რომ ასე იყოს.
ალბათ, მართალია, რასაც ამბობენ – სიყვარული რაღაცით კალის წააგავს. როცა ვიღაც
გიყვარს, კარგად ვერ ხედავ, როგორ გამოიყურება. მე ისეთ გარეტს არ ვხედავ,
როგორსაც სხვები, რადგან მის მიმართ გრძნობები ჯერ კიდევ მაქვს.
ინამ მითხრა, ვერ ვიჯერებ, რომ მისნაირი გარეგნობის ბიჭს შენნაირი გარეგნობის
გოგოსთან დაშორება შეეძლოო. ისიც თქვა, რომ სკოლაში, სადაც კალი სავალდებულო
არ იყო,
იქნებ ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ უნდა მიხაროდეს, კალი რომ მქონდა, რადგან
მისი საშუალებით მე და გარეტი ერთად ვიყავით. ზუსტად არ ვიცი.
„ედუნიუსის“ გამოშვებიდან:
არ ვიცი, შეიძლება ფიქრობს, რომ საფრთხობელას ვგავარ, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ
მასთან საუბრისას მე არ ვგრძნობდი თავს საფრთხობელად. კალის მიღებამდე მგონი
საკუთარ თავს მეტისმეტ ყურადღებას ვაქცევდი, რაც ყველაფერს აუარესებდა. ახლა
უფრო თავისუფლად ვარ.
ისე არ გამიგოთ, თითქოს ახლა თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ ან რამე ეგეთი. იმაშიც
დარწმუნებული ვარ, რომ კალი ყველას ვერ დაეხმარება, მაგრამ მე ნამდვილად
დამეხმარა, რომ ადრინდელივით ცუდად აღარ ვიყო, რაც ცოტას არ ნიშნავს. ალექს
ბიბესკუ, რელიგიურ სწავლებათა პროფესორი „პემბლტონში“:
ადამიანთა ნაწილი მთლიანად უარს ამბობს კალიაგნოზიასთან დაკავშირებულ
დებატებზე და მას მიიჩნევს ზედაპირულ კინკლაობად იმის შესახებ, თუ ვის როგორი
გრიმი უნდა ეკეთოს და ვინ უნდა იაროს პაემნებზე. მაგრამ თუ კარგად
დაუკვირდებით, ნახავთ, რომ საკითხი გაცილებით ღრმაა. ის წარმოაჩენს სხეულის
შესახებ ძველისძველ ამბივალენტურ დამოკიდებულებას, რომელიც უძველესი
დროიდან მოყოლებული დასავლური ცივილიზაციის ნაწილი იყო.
ჯოზეფ ვაინგარტნერი:
ხმა: გეუბნებიან მეგობრები, რომ კალი ძაან მაგარია და მისი გამოყენება ჭკვიანურია?
მაშინ იქნებ ჯობდეს, იმ ადამიანებს დაელაპარაკოთ, რომლებიც კალისთან ერთად
გაიზარდნენ.
„კალის ქონა იგივე იყო, თითქოს გონებაში მშობლები მესხდნენ და ჩემს ფიქრებს
ცენზურას ადებდნენ. ახლა, როცა კალი მოვიშორე, მივხვდი, რამდენად სასტიკი
მოპყრობის ქვეშ ვცხოვრობდი“.
მათ არჩევანი არ ჰქონდათ, მაგრამ შენ გაქვს. ტვინის დაზიანება არასდროსაა კარგი
აზრი, მიუხედავად იმისა, თუ რას გეუბნებიან მეგობრები. მარია დესოუზა:
ერთ რეკლამას მახსენებს, რომელიც კარგა ხნის წინ ვნახე – სამოდელო სააგენტოს
ჰქონდა გამოქვეყნებული მაშინ, როცა კალის მოძრაობა ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა.
რეკლამაზე უბრალოდ ფოტომოდელის სურათი იყო და წარწერა: „თუ ამ სილამაზეს
ვეღარ დაინახავ, ვინ უფრო მეტს დაკარგავს, ის თუ შენ?“ ამ ახალ კამპანიასაც იგივე
გზავნილი აქვს, ფაქტობრივად ამბობენ, „ინანებ!“ მაგრამ იმ ადრინდელი რეკლამის
გაფხორილი ტონისგან განსხვავებით, ახლა უფრო შეწუხებული და
გამაფრთხილებელი იერი შესძინეს. კლასიკური პიარია: ლამაზი ჟღერადობის
სახელის უკან დაიმალე და ისეთი შთაბეჭდილება შექმენი, თითქოს მესამე მხარე ხარ,
რომელსაც მხოლოდ მომხმარებელთა ინტერესი აღელვებს. ტამერა ლაიონსი:
ჩემი აზრით, ძაან იდიოტური რეკლამა იყო. იმის თქმა არ მინდა, რომ ინიციატივის
მომხრე ვარ – არ მინდა, რომ ხალხმა მის მიღებას მხარი დაუჭიროს – მაგრამ
ადამიანები მის წინააღმდეგ არასწორი მიზეზითაც არ უნდა აძლევდნენ ხმას.
კალისთან ერთად გაზრდა დახეიბრებას არ იწვევს. არავის აქვს მიზეზი, რომ
ვეცოდებოდე ან რამე. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ
ხალხმა ინიციატივის წინააღმდეგ უნდა მისცეს ხმა: სილამაზის დანახვაში არაფერია
ცუდი.
მოკლედ, გარეტს ისევ ვესაუბრე. მითხრა, რომ ეს-ესაა კალი გამოირთო. ჯერჯერობით
ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა ცოტა უცნაური შეგრძნებააო. ვუთხარი, რომ მეც
იგივე გამოვიარე. ისე, როგორი სასაცილოა, ძირძველი პროფესიონალივით
ველაპარაკებოდი, არადა სულ რამდენიმე კვირაა, რაც კალი მოვიშორე.
ჯოზეფ ვაინგარტნერი:
მაგრამ ახლა, როცა კალი მაქვს, ამ მიზიდულობას აღარ ვგრძნობ. კალიმ ყურადღების
გამფანტავი ფაქტორებისგან გამათავისუფლა და ენერგია დამიბრუნა. ასე რომ, ორივე
ხელით მხარს ვუჭერ.
ტამერა ლაიონსი:
მერე მასაც ვკითხე. თითქოს დაიმორცხვა, მაგრამ საბოლოოდ ამოთქვა, რომ ცოტა არ
იყოს, კოლეჯის გოგოებთან დამეგობრება იმაზე მეტად უჭირდა, ვიდრე ელოდა. ახლა
ფიქრობს, რომ ეს მისი გარეგნობის გამო ხდება.
მე ვუთხარი: „შანსი არაა“. მაგრამ არვიცოდი, კიდევ რა მეთქვა. ჩემს ნაწილს უხაროდა,
რომ გარეტი ჯერ სხვა არავის ხვდებოდა, სხვა ნაწილს ეცოდებოდა, კიდევ სხვას კი
უბრალოდ უკვირდა. რატომ და, ჭკვიანია, მხიარული, ძაან კარგი ბიჭია და ამას
უბრალოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ მასთან ვიყავი. სკოლაში პოპულარული იყო.
მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რაც ინამ მითხრა ჩემსა და გარეტზე. როგორც ჩანს, ჭკუა და
იუმორი საკმარისი არ არის, რომ ვიღაცებმა თავიანთ წრეში მიგიღონ – მათნაირად
კარგად უნდა გამოიყურებოდე კიდეც. და თუ გარეტი ლამაზ გოგოებს
ელაპარაკებოდა, შეიძლება ისინი თავის თანასწორად არც აღიქვამდნენ.
ჯოზეფ ვაინგარტნერი:
მოკლედ, საუბრის მერე ჩემს სიტყვებზე ვფიქრობდი. იმიტომ ვუთხარი, რომ კალი არ
მომწონს, თუ იმიტომ, რომ მინდა ისეთს მხედავდეს, როგორიც ვარ? არ უარვყოფ, რომ
მომწონდა, როგორც მიყურებდა და იმედი მქონდა, რომ ჩვენი ურთიერთობა
გაგრძელდებოდა, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ თანმიმდევრული არ ვარ, ხომ
ასეა? ყოველთვის კალის მომხრე რომ ვყოფილიყავი და გარეტის შემთხვევაში
გამონაკლისი დამეშვა, მაშინ სხვა საქმე იქნებოდა, მაგრამ მე კალის წინააღმდეგი ვარ,
ამიტომ არაფერს ვაშავებ.
ეჰ, ვის ვატყუებ? ჩემი მიზნების გამო მინდოდა, გარეტს კალი გამოერთო და არა
იმიტომ, რომ კალის ვეწინააღმდეგები. პრინციპში, კალის წინააღმდეგი იმდენად არ
ვარ, რამდენადაც მისი სავალდებულოდ მოთხოვნის. არ მინდა, რომ კალიზე
უფლებები სხვებმა გადამიწყვიტონ: არც მშობლებმა და არც სტუდენტურმა
ორგანიზაციებმა. მაგრამ თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ კალი უნდათ, რატომაც არა?! ასე
რომ, ვიცი, გარეტს უნდა ვაცადო, თვითონ გადაწყვიტოს.
მე ვამბობ, რომ ფიზიკური სილამაზე რაღაც ისეთია, რაც აღარ გვჭირდება. კალი არ
ნიშნავს, რომ ლამაზად აღარავინ მოგეჩვენება. როდესაც გულწრფელ ღიმილს
დაინახავ, სილამაზეს დაინახავ. როდესაც სიმამაცის ან სულგრძელობის
გამოვლინებას დაინახავ, სილამაზეს დაინახავ. და რაც მთავარია, როცა შეხედავ იმას,
ვინც გიყვარს, სილამაზეს დაინახავ. კალი მხოლოდ ზედაპირული, ყურადღების
გამფანტავი ფაქტორებისგან დაგიცავს. ნამდვილი სილამაზე ისაა, რომელსაც
სიყვარულის თვალებით ხედავ, მას კი წინ ვერაფერი გადაეფარება.
„ედუნიუსის“ გამოშვებიდან:
მარია დესოუზა:
„ედუნიუსის“ გამოშვებიდან:
დაბრუნებაზე ვფიქრობ.
ვიცი, მხოლოდ იმიტომ, რომ მან კალი დაიბრუნა, აუცილებელი არაა, მეც იგივე
გავაკეთო. სახეების რეალურად დანახვა ძალიან მომწონს. მაგრამ თუ გარეტი
იმუნური გახდება, მგონია, რომ მეც იმავენაირად უნდა მოვიქცე. ხომ ხვდებით,
თანაბარ სიტუაციაში რომ ვიყოთ. და თუ ერთად ვიქნებით, შეიძლება ის ახალი
სათვალეებიც გამოვიყენოთ, ყველა რომ ლაპარაკობს. შემდეგ შეგვეძლება, კალი მაშინ
გამოვრთოთ, როცა მარტოები ვიქნებით.
ეს არ ნიშნავს, რომ ჩემს მშობლებს ვეთანხმები, კალით რომ აღმზარდეს. მაინც მგონია,
რომ შეცდნენ. ეგონათ, სილამაზისგან გათავისუფლება უტოპიის შექმნას ხელს
შეუწყობდა, მაგრამ მე ამის საერთოდ არ მჯერა. სილამაზე არაა პრობლემა. პრობლემაა
ის, თუ როგორ არასწორად იყენებს ხალხის ნაწილი სილამაზეს. კალი კი სწორედ
ამაშია გამოსადეგი; გიცავს. არ ვიცი, შეიძლება ეს ჩემი მშობლების დროს პრობლემა
არ იყო, მაგრამ დღესდღეობით ნამდვილად ისეთი პრობლემაა, რომელთანაც
გამკლავება გვიწევს.