ეტიოლოგია

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

● ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების, დეფორმაციების და

განვითარების თანდაყოლილი მანკებისბი ეტიოლოგია .

ყბა-კბილთა სისტემის ანომალიები - განვითარების თანდაყოლილი ან შეძენილი


დარღვევები, რაც ვლინდება კბილების, ყბის ძვლების და კბილთა რკალის
შეთანასოვნების დარღვევის სახით.

ეტიოლოგიური ფატორები -
ენდოგენური (გენეტიკური და ენდოკრინული) და
ეგზოგენური (პრენატალური და პოსტნატალური)

● შთამომავლობითი ანომალიები :

- ტუჩის, სასისა და ალვეოლური მორჩის ნაპრალი


- ყბა-კბილთა ანომალიები, რომლებიც ვითარდება გენეტიკური დაავადებების
ფონზე
- ყბების ზომების ანომალიები (მაკრო- და მიკროგნათია), ქალას ფუძის მიმართ ყბის
მდებარეობა (დისტალური უკლუზია, რეტროგნათია), ზედა და ქვედა ყბის ზომების
დისპროპორცია.
- კბილების ფორმის, ზომის, რაოდენობის ანომალია, კბილების და ყბების ზომების
დისპროპორცია.

● ენდოკრინული ფაქტორები.

ენდოკრინული ჯირკვლების დისფუნქცია შეიძლება განვითარდეს მუცლადყოფნის


პერიოდში ან ბავშვის დაბადების შემდეგ.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ცვლილების დროს აღინიშნება კბილების და ყბების


პათოლოგიური განვითარება ან განვითარების შეფერხება , ყბების ძვლების
დეფორმაცია, ყბა-სახის მიდამოს კუნთების ფუნქციის დარღვევა .

ჰიპოთირეოზის დროს - ყბა-კბილთა სისტემის ზრდის, კბილების ამოჭრის, კბილთა


ცვლის და ფესვების ჩამოყალიბების დაგვიანება 2-3 წლით. მინანქრის ჰიპოპლაზია ,
პირველადი ადენტია, ყბების განვითარების შეფერხება , ოსტეოპოროზი .

ჰიპერთირეოზის დროს - ფერხდება ყბების საგიტალური მიმართულებით ზრდა,


საღეჭი კუნთების დაჭიმულობა მომატებულია, საფეთქლის და ენის კუნთების
დისფუნქცია, კბილების ნაადრევი ამოჭრა.

პარათირეოდული ჯირკვლის ჰიპერფუნციისას - Ca ცვლა ირღვევა, აღინიშნება -


ყბების დეფორმაცია, კორტიკალური ფირფიტის გათხელება, კბილთაშორისი
ალვეოლური ძგიდეების განლევა.
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰიპერფუნქცია - ამოჭრის და ცვლის ვადების
დარღვევა.

ჰიპოფიზის წინა წილის დისფუნქცია - სომატოტროპული- ზრდის ჰორმონის


გამომუშავების შემცირება- ფიზიკური და სქესობრივი განვითარების ჩამორჩენა , ყბების
არაპროპორციული განვითარება, პირველადი ადენტია, ფესვების რეზორბციისა და
მუდმივების ამოჭრის შეფერხება.
სომატოტროპული ჰორმონის ჰიპერპროდუქცია - აკრომეგალია-გიგანტიზმი,
ყბების ჭარბი ზრდა და კბილებს შორის ტრემები.

● ეგზოგენური ფაქტორები

მოქმედებენ როგორც მუცლადყოფნის პერიოდში, ასევე დაბადების შემდეგ .

● პრენატალური ფაქორებია :
- დედის ქრონიკული დაავადებები
- ექსტრაგენიტალური დაავადებები(დაავადებები რომელიც ვლინდება
ორსულობის დროს და გაივლის ორსულობის შემდეგ), ტოქსიკოზი,
რკინადეფიციტური ანემია, ეკლამფსია, ნეფროპათია, რეზუნს კონფლიქტი.
- სანაყოფე წყლების სიჭარბე, ნაყოფის არასწორი მდებარეობა , მშობიარობებს
შორის ხანმოკლე შუალედი, ორსულთა ტრამვა.
- დედის შრომის რეჟიმის დარღვევა, არაბალანსირებული კვება, სტრესი .
- გართულებები ან ნაადრევი მშობიარობა, ვიწრო მენჯის ღრუ.

● პოსტნატალური ფაქტორებია:
- არასწორი ხელოვნური კვება
- არაბალანსირებული კვება
- რაქიტი
- ბავშვის ხშირი ავადობა
- ზედა სასუნთქი გზების პათოლოგია (ადენოიდური ტიპის სახე)
- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და ტანდეგობის დარღვევა (სქოლიოზი,
ლორდოზი, კიფოზი, კისერმრუდობა), ძილის დროს თავის არასწორი მდებარეობა.

● ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების განვითარების რისკ -


ფაქტორები:

- მავნე ჩევევბი, პირღიაობა, ცალ მხარე ღეჭვა, თითის,ლოყის, ენის, ტუჩის ,


ფანქრის წოვა, ხელის ამოდება ნიკაპქვეშ
- კბილების კარიესი და მისი გართულებული ფორმები
- კბილთა ფიზიოლოგიური ცვეთის დარღვევა
- პაროდონტის ქსივილთა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ყბა -კბილთა
სისტემის მეორადი დეფორმაცია, ან პირიქით, ყბა-კბილთა ანომალიების გამო
ვითარდება პაროდონტის ქსოვილთა დეფორმაცია.
- პირის ღრუს რბილი ქსოვილების ზომა და მიმაგრების ადგილი, ენის ზომა,
მდებარეობა ან ტონუსის დაქვეითება, პირის ღრუს ვიწრო კარიბჭე .
- ტრავმა, ყბის მოტეხილობები, სიმსივნეები, სახსრის დაავადებები(ანკილოზი)

You might also like