Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 15

ისტორი


ანა კიზირია, XII კლასი
პაპ ურბან II -ის ქადაგება, რომელშიც იგი მრევლს ჯვაროსნული ლაშქრობისკენ მოუწოდებს

(ქალაქი კლერმონი, 1095 წელი)

ეს ჩანაწერი შექმნილია ამ ამბიდან 12 წლის შემდეგ და ეკუთვნის ბერ რობერტ რაიმსელს,


რომელიც უშუალო მსმენელი იყო პაპის ამ ქადაგების:

„ფრანკებო, ალპების ჩრდილოეთით მცხოვრებო ხალხო! როგორც ამას თქვენს მიერ


ჩადენილი მრავალი საქმენიც ცხადყოფენ - ხართ ღვთის რჩეული ხალხი! უყვარხართ უფალს!
გამორჩეულია თქვენი ქვეყნის მდებარეობა, განსაკუთრებული თქვენი კათოლიკური რწმენა
და თქვენი დამოკიდებულება წმინდა ეკლესიის მიმართ! მოგმართავთ თქვენ, რადგან
უშუალოდ თქვენ გეხებათ ეს საფრთხე - უბედურმა გარემოებამ მოგვიყვანა თქვენს ქვეყანაში,
გასაჭირმა, რომელიც არა თუ თქვენ, ყველა მორწმუნეს შეძრავს... იერუსალიმში მომხდარმა
შემზარავმა ამბავმა მოაღწია ჩვენამდე - ქალაქ კონსტანტინოპოლიდან... მრავალჯერ
გვსმენია, რომ სპარსეთში მცხოვრებმა, უცხო ტომმა (თურქ-სელჩუკებზეა საუბარი),
ღვთისგან შორს მდგომმა ხალხმა, რომლის შინაგანი ბუნება გეზსა და მიმართულებას არ
იცნობს, დაიმორჩილა ქრისტიანი ქვეყნები, ააოხრა ისინი, ხოცავს და იტაცებს მოსახლეობას.
ტყვეთა დიდი ნაწილი ქვეყნიდან წაიყვანეს, ნაწილი შემზარავი სიკვდილით გამოასალმეს
სიცოცხლეს; ღვთის სადიდებელი სახლები, ეკლესია-მონასტრები დაანგრიეს, ხოლო
რომელიც შეინარჩუნეს, საკუთარ საკურთხევლად აქციეს. საკურთხეველს ბილწავენ
ამაზრზენი ქმედებებით... წინდაცვეთის სისხლს ღვრიან ნათლობის ჭურჭელში. ვისი
სამაგალითო დასჯაც სურთ - მუცელზე ჭრიან, ბოძზე აბამენ ნაწლავით და მანამ აიძულებენ
ბოძის ირგვლივ ტრიალს, სანამ მუცლის შიგთავსი გარეთ არ გადმოეყრება, სანამ უგონოდ არ
დაეცემა.

ბოძზე გაკრულ ქრისტიანებს ისრებს უშენენ, ზოგიერთ მათგანს თავზე თოკს აცვამენ, თოკს
ჭიმავენ, რომ თავი აღმართული ჰქონდეს, ცდილობენ ხანჯლის ერთი მოქნევით წააგდებინონ
თავი. ქალების მიმართ ძალადობა იმდენად შემზარავია, რომ მასზე საუბარს დუმილი ჯობს.
მათ უკვე შეძლეს საბერძნეთის სამეფოს გავერანება, დაიკავეს ვრცელი ტერიტორია, რომლის
შემოვლას ორ თვეზე მეტი დრო სჭირდება.

თუ არა თქვენ, სხვას ვის უნდა დაევალოს ღვთის ამ შეურაცყოფისთვის შურისძიება? ვინ
უნდა გაათავისუფლოს იერუსალიმი? არ უნდა დაყოვნდეთ! არ უნდა შეგაჩეროთ არც
საკუთარ ოჯახზე და არც ქონებაზე ზრუნვამ! თქვენი ქვეყანა (დღევანდელი საფრანგეთი),
სადაც თქვენ ცხოვრობთ, ზღვით და მთათა ჯაჭვითაა შემოსაზღვრული, არასახარბიელო,
მჭიდრო დასახლებაა. აქ სიმდიდრე და კეთილდღეობა ღვარად არ მოდის - არ იღვრება,
გლეხს მიწა მხოლოდ საკუთარი თავის გამოკვების საშუალებას აძლევს. სწორედ ესაა
მიზეზი, თუ რატომ კინკლაობთ და ებრძვით ერთმანეთს, ურთიერთბრძოლაში ხართ
ჩართული - კლავთ და ასახიჩრებთ ერთმანეთს.

ბოლო უნდა მოეღოს ამ დაპირისპირებას და ურთიერთბრძოლას! დაასრულეთ კამათი და


სამართლებრივი დავა! დაადექით გზას წმინდა საფლავისკენ! დაიბრუნეთ ამ ურჯულოების
მიერ მიტაცებული მიწა! დაიმორჩილეთ ისინი! უფალმა ეს მიწა ისრაელის შვილთ უწყალობა
და ბიბლიაში ნათქვამია, რომ ამ მიწაზე რძე და თაფლი იღვრება.
ამგვარად, ღვთის ეს სატახტო ქალაქი, რომელიც დედამიწის ცენტრშია მოქცეული, მტრის
ხელშია, უღმერთოებს იგი წარმართთა კერპად უქცევიათ. ეს მიწა შველას ითხოვს და
გათავისუფლებას ნატრობს. უფალი თქვენ თანადგომას ითხოვს, რამეთუ მან თქვენ
გიწყალობათ იარაღის ხმარების ნიჭი. გაიკვლიეთ გზა თქვენი ცოდვების მიტევებისკენ!
თქვენ გელით უჭკნობი დიდება ზეციურ სასუფეველში.“
ჯავროსნული ლაშქრობების თარიღები

1074 ჯერ კიდევ გრეგორ VII გეგმავდა ბიზანტიის მხარდაჭერას სელჩუკთა


წინააღმდეგ ბრძოლაში და ბიზანტიის ეკლესიის დაქვემდებარებას რომის
ეკლესიაზე;
1095 კლემენსის საეკლესიო კრება: პაპი ურბან II ჯავროსნული ლაშქრობებისკენ
მოუწოდებს ქრისტიანებს;
1096 გლეხთა ჯვაროსნული ლაშქრობა პეტრე ამინის მეთაურობით, რომელიც
ნადგურდება ქალაქ ნიკეასთან;
1096 - 99 N1 ჯვაროსნული ლაშქრობა, რომლიც იერუსალიმის აღებით სრულდება;

1113 იოანიტების ორდენის დასაწყისი;

1120 ტამპლერთა ორდენის დასაწყისი;

1147 - 49 N2 ჯვაროსნულ ლაშქრობას უძღვებოდნენ აღმოსავლეთ ფრანკთა მეფე კონრად


III. და ლუდვიგ VII;
1155 – 90 ფრიდრიხ ბარბაროსა I შტაუფერთა დინასტიიდან საღვთო რომის გერმანელი
იმპერატორი ხდება;
1184 - 99 რიჩარდ ლომგული მეფეა ინგლისის;

1189 - 99 N3 ჯვაროსნული ლაშქრობა , რომელსაც უძღვებოდნენ ფრიდრიხ I ბარბაროსა,


რიჩარდ ლომგული (ინგლისი), ფილიპ II აუგუსტი (საფრანგეთი);
1202 N4 ჯვაროსნული ლაშქრობა: ბიზანტიის დაპყრობა და ძარცვა ვენეციელი
დოჟის, ენრიკო დანდელოს მიერაა ორგანიზებული;
1212 ბავშვების ჯვაროსნული ლაშქრობა და იერუსალიმის დროებითი დაბრუნება
იმპერატორ ფრიდრიხ II - ის მიერ - დიპლომატიური გზით (მწვანე
მაგიდასთან);
1217 – 29 N5 ჯვაროსნული ლაშქრობის ტლაღა, რომელიც დროის სხვადსხვა მონაკვეთში
წარიმართა და რომლის მთავარი მიზანი ეგვიპტის აღება იყო;
1248 - 54 N6 ჯვაროსნული ლაშქრობა: საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო IX დამარცხებულ
იქნა - მას დაატყვევებენ და გამოსასყიდის სანაცვლოდ გაათაისუფლებენ;
1270 N7 ჯვაროსნული ლაშქრობა: საფრანგეთის მეფის, ლუდოვიკო IX-ის მცდელობა
კრახით სრულდება, ჯვაროსნები კარგავენ ტრიპოლისს და აკოს. კვიპროსი უკან
დახევის მთავარი პუნქტი ხდება;
დავით IV აღმაშენებელი
 მე-11 საუკუნის მეორე ნახევრის მიმოხილვა - რა მდგომარეობა იყო საქართველოში
გიორგი II -ის მმართველობის პერიოდში და დავით აღმაშენებლის გამეფება;

მე-11 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთს თურქ-სელჩუკები


ატერორებდნენ. 1080 წელს „დიდი თურქობა“ დაიწყო. ისინი აწარმოებდნენ ლაშქრობებს,
რამდენიმე თვეს დაყოფდნენ ერთ ადგილას, სამიწათმოქმედო ტერიტორიებს საძვრებად
აქცევდნენ და შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას დევნიდნენ. შემდეგ კი უკან
ბრუნდებოდნენ. ამან საქართველო განადგურების პირას მიიყვანა.

გიორგი II ცდილბდა ამ სიტუაციიდან გამოსავალი ეპოვნა, თუმცა უშედეგოდ. მისი რბილი


პოლიტიკით ბევრი იყო უკმაყოფილო, რამაც მისი ტახტიდან გადადგომა და მისი ერადრთი
ვაჟის, დავით IV-ის ძალაუფლებაში მოსვლა გამოიწვია.

 აღწერეთ პოლიტიკური მოვლენები თურქ-სელჩუკთა სამეფოში და პირველი


ჯვაროსნული ლაშქრობა, რამაც ხელი შეუწყო დავით აღმაშენებელს
გაეთავისუფლებინა ქვეყანა თურქ-სელჩუკთა მორჩილებისგან;

მალიქ-შაჰის მმართველობისას, თურქები ირანელებისგან სწავლობენ მმართველობის


ტაკტიკებს და იღებენ კულტურას. თუ აქამდე მხოლოდ აოხრებდნენ ტერიტორიებს და
მომთაბარეები იყვნენ ახლა მიწაზე „დგამენ ფეხს“ და დაპყრობით ომებს აწარმოებენ. ასევე,
ნაზიმ ალ-მუწი აყალიბებს სახელმწიფო სტრუქტურას. იქმნება მედრესები, სადაც
რელიგიური განათლების მიღება იყო შესაძლებელი.

თურქ-სელჩუკებთან გამკლავების მიზნით, დავით აღმაშენებელი ქმნის მრავალ პატარ-


პატარა რაზმებს, რომელიც მტერს მოულოდნელად ესხმოდა თავს და მარტივად
ანადგურებდა.

1095 წელს, იმის საფუძველზე, რომ თურქ-სელჩუკები ძალიან გაძლიერდნენ და


ქრისტიანული სამყაროსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ, იწყება პირველი
ჯვაროსნული ლაშქრობა. მას შემდეგ, რაც ჯვაროსნები ანტიოქია-იერუსალიმს იღებენ,
დავით აღმაშენებელი სელჩუკებს ხარკის გადახდას უწყვეტს, რაც საქართველოს
გაძლიერებისთვის გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო.

 მის მიერ გატარებული რეფორმები:

ა) სამხედრო რეფორმა (მონა-სპა და ყივჩაღების ჩამოსახლება)

აღმაშენებელმა სრულიად შეცვალა სამხედრო წყობილება. მან ლაშქარი სამ ნაწლად დაყო:
„მონა-სპა“ – 5000 კაცისაგან შედგენილი მეფის პირადი ლაშქარი, რომლის მთავარი ფუნქცია
მისი დაცვა იყო; მეციხოვნეები - ძირითადად იცავდნენ ციხეებსა და ქალაქებს; მოლაშქრეები
- ჯარის დანარჩენი ნაწილი.

ასევე მნიშვნელოვანი იყო მეფის ქორწინება ყავჩაღის მთავრის ქალიშვილთან, რამაც


შემდეგში ორ ერს შორის მეგობრულ ურთიერთობას შეუწყო ხელი. აღმაშენებელმა
40,000ყივჩაღს ოჯახი ჩამოასახლა და მიწები დაურიგა იმ პირობით, რომ თითო ოჯახიდან თ}
ითო კაცი ქვეყნის მუდმივი ჯარის წევრი გახდებოდა.

ბ) საეკლესიო და ადმინისტარციული რეფორმები (რუის-ურბნისის კრება და გ)


ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის თანამდებობა, მსტოვრების სამსახური);
დავით IV-ის გამეფებისას ეკლესიაში მარალი თანამდებობები დაუმსახურებელ პირებს
ეჭირათ - ბევრი მათგანი მხოლოდ იმიტომ იყო დანიშნული, რომ ფეოდალური გვარის
წარმომადგენელი იყვნენ. ბევრმაც კი ქრთამის საშუალებით მოიპოვა ტიტული. ასეთ ხალხის
მოსაშორებლად მეფებ 1103 წელს რუის ურბნისის საეკლესიო კრება მოიწვია, რის შემდეგაც
ეკლესიაში ღირსეული პირები და მეფის მხარდამჭერები დაინიშნენ.

აღმაშენებელმა ასევე ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მიზნით გააერთიანა ორი


თანამდებობა, საერო - მწიგნობართუხუცესი და სასულიერო- ჭყონდიდელი. პირველ
ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესად კი თავისი გამზრდელი გიორგი გახადა.

დ) სასამართლო რეფორმა;

დავით აღმაშენებლის გამეფებამდე უმაღლეს სასამართლოს, რომელსაც „სააჯო კარი“ ერქვა,


მეფე განაგებდა. ხოლო მან გადაწყვიტა ამ საქმეების განხილვა სამი პირისთვის -
მწიგნობართუხუცესისა და ორი მწგნობარისათვის დაევალებინა.

 ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება (კლდეკარის საერისთაოს გაუქმება)

აღმაშენებელმა კლდეკარის ურჩი ერისთავი, ლიპარიტ ბაღვაში ერთხელ დააპატიმრა, თუმცა


მისი განთავისუფლების შემდეგ მეორეჯერაც შეიპყრო ის და ამჯერად ბიზანტიაში გააძევა.
ლიპარიტის ძის, რატის გარდაცვალების შემდეგ კი მეფემ კლდეკარის საეისთავო
ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისთვის გააუქმა.

 გელათის აკადემიის დაარსება;

1106 წელს დავით აღმაშენებელმა გელათის კომპლექსი დააარსა, რომლის ნაწილი იყო
გელათის აკადემია. აქ შეკრებილნი იყვნენ ქვეყნის ყველაზე დიდი სწავლულები. გელათის
აკადემიის ხელმძღვანელს მოძღვართ-მოძღვრის სახელით იხსენებდნენ და პირველი
ხელმძღვანელი ცნობილი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი იყო.

გელათის აკადემიაში ისწავლებოდა ისეთი დარგები როგორიცაა ღვთისმეტყველება,


ფილოსოფია, არითმეტიკა, გეომეტრია, ატრონობია გრამატიკა და სხვ.

 მისი პიროვნული მახასიათებელი: განათლება, შემწყნარებლობა სხვადასხვა


რელიგიების მიმართ - ტოლერანტობა; „გალობანი სინანულისანი“

ვფიქრობ, დავით აღმაშენებლის რელიგიური ტოლერანტობა ნათლად ჩანს მის სასამართლო


რეფორმაში შეტანილ ცვლილებაში, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ადამიანს,
განურჩევლად სარწმუნოებისა თუ ეროვნებისა, შეეძლო საჩივარი შეეტანა სასამართლოში და
უფლება ჰქონდა სამართლიანი განაჩენი მიეღო.

 დიდგორის ბრძოლა და თბილისის საამიროს დამორჩილება;


1120 წლიდან, დავით მეფე გაფართოების უფრო აგრესიულ პოლიტიკას მიმართავს, აღწევს
არაქსის მდინარესა და კასპიის ზღვის ნაპირებამდე. 1121 წლის ივნისისთვის თბილისს
დავითი მართავდა და ადგილობრივი მუსლიმური დიდგვაროვნები იძულებულნი იყვნენ
სახელმწიფოსთვის დიდი ხარკი ეხადათ.

ამ ფაქტმა და ქარული ჯარის გაძლიერებამ სულჩუკების გაღიზიანება გამოიწვია და


სულთანმა მაჰმუდ მუჰამედის ძემ საქართველოში ნაჯმ ად-დინ ილღაზის მეთაურობით
ლაშქარი გამოგზავნა.

ილღაზი უერთდება ქართველების წინააღმდეგ შექმნილ მაჰმადიანთა კოალიციას, რომლის


შემადგენლობაში შედიოდნენ თუღან-არსლანი, ნურ ად-დავლა II, თოღრული და ნახიჩევანი,
თავისი ათაბეგ კუნ-თოღდით.

მუსლიმა ჯარის შემადგენლობის შესახებ რამდენიმე წყარო ყვება, თუმცა ისტორიკოსები


თვლიან რომ ეს რიცხვები (400,000-600,000) გაზვიადებულია. თუმცა, დაზუსტებით ვიცით,
რომ მათი ლაშქარი ქართულს რიცხობრივად ბვრად აღემატებოდა. ჯარების
შემადგენლობასთან დაკავშირებით დავითის ისტორიკოსი არაფერს ამბობს თუმცა მისი
სიტყვებით მტრის ლაშქარი „სიმრავლითა, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, რომელთა ვერ იტევდა
ქუეყანაჲ“.

თუმცა, ვიცით რომ ქართულ ჯარში მსახურებდნენ ქართველები, ყივჩაღები, ალანები (ოსები)
და რამდენიმე ასეული ევრპელი რაინდი.

დავით აღმაშენებელს არ სურდა ილღაზს და თბილისში მყოფ მუსლიმებს ძალები


გაეერიანებინათ, ამიტომ მას თბილისან მიმავალ გზაგე გადაეღობა. დავითს ზედმიწევნით
გამომუშავებული სტრატეგია გააჩნდა. მან სპეციალურად აირჩა მთიანი ადგილი დიდგორის
ველთან მტრის მოსაწყვდევად.

არაბი ისტორიკოსის იბნ ალ-ასირის წყაროს მიხედვით, დავითმა ყივჩაღების პატარა


ლაშქარი გაგზანა მტერთან, რომელმაც იფიქრა, რომ ისინი ნებდნებოდნენ და მტერმაც
საფრთხისმომცველად არ ჩათვალა. სელჩუკების ჯარს მიახლოებული ყივჩაღები მათ
ისრებით ესხმიან თავს და ყველა მებრძოლს ხოცავენ.

ამასობაში, დემეტრე უფლისწულმა ილღაზის არმიას გვერდიდან შეუტია, შემდეგ დავითმაც


და ქარველმა ჯარმა მტერის არმიას საოცარი ზარალი მიაყენა.

ქართულმა ლაშქარმა მოახერხა მთლიანი რეგიონი გაეთავისუფლებინათ მუსლიმური


მართვისგან.

თამარ მეფე
 აღწერეთ ე.წ. სამეფო კარის ქრონიკები: დავით აღმაშენებლის ვაჟის, დემეტრე I-ის
( 1125-1150წწ.) მიერ მემკვიდრეობითი წესის შეცვლა - დაპირისპირება უფროს ვაჟთან,
დავით V-სთან (1155-56წწ.); სიკვდილის წინ დადებული შეთანხმების პირობა, რომ
გიორგი III (1156-1184) დემნა უფლისწულს სრულწლოვნობის ასაკში გაამეფებს;
აჯანყება სამეფო კარზე, რომელიც „დემნა უფლისწულის ამბოხებითაა“ ცნობილი და
თამარის თანამესაყდრეობა;

დემეტრე პირველს ორი ვაჟი ჰყავდა, უფროსი დავით V, უმცროსი - გიორგი III. ტახტი
მემკვიდრეობით დავითს, როგორც უფროსს ვაჟს ეკუთვნოდა, თუმცა დემეტრე I უმცროს
ვაჟს, გიორგის აცხადებდა მემკვიდრედ.

დავით V ორჯერ ეცადა მამის ტახიდან ჩამოგდებას, პირველად უშედეგოდ, შემდეგ კი


მიაღწია მიზანს და მამა ბერად აღკვეცა გარეჯის მონასტერში. თუმცა, გამეფებიდან ექვს
თვეში გარდაიცვალა.

ამის შემდეგ დემეტრე I ბრუნდება თბილისში და გიორგი მესამეს თანამოსაყდრედ ისვამს და


შემდეგ საკუთარ სიცოცხლეშივე გაამაფებს, რათა დავით მეხუთის ვაჟს, დემნას ტახტზე
ასვლის საშუალება არ მისცემოდა.

ვითომდა დემნა უფლისწულის ინტერესების დასაცავად, 1177 წელს იწყება დიდი ამბოხება
ამირსპასალარ ივანე ორბელის მეთაურობით, რომელშიც მონაწილეობას სხვა დიდგვაროვანი
ფეოდალებიც იღებდნენ (ივანე ვარდანის ძე, შოთა, ძე ართავაჩოს ძისა, ქავთარ ივანეს ძე და
სხვ.). სინამდვილეში მათი მიზანი სამეფო ხელისუფლების შეზღუდვა და თავიანთი
უფლებების გაფართოება იყო.

გიორგი მესამემ აჯანყება 1178 წელს ჩაახშო და დიდგვაროვნები სასტიკად დასაჯა. ხოლო,
დემნა უფლისწულს კი თვალები დახარეს და დაასაჭურისეს, რის შედეგადაც გარდაიცალა.

გიორგი მესამეს სამი ქალიშვილი ეყოლა. უფროსი თამარი, უმცროსი რუსუდანი და კიდევ
ერთი, რომელიც მას ხარჭისგან შეეძინა, მისი სახელი კი უცნობია. იქიდან გამომდინარე, რომ
მეფეს ვაჟი არ ჰყავდა მან უფროსი შვილი, თამარი აირჩია ტახის მემკვიდრედ.

1179 წელს გიორგიმ თანამესაყდრედ დაისვა თამარი და დიდებულებს მის ერთგულებაზე


დააფიცა.

 თამარის გამეფების პირველი წლები: 1184 – 1189:


ა) „დიდებულთა ამბოხება“ - თქვენი სიტყვებით ამიხსენით ვინ არიან ეს
დიდებულები, რომლებიც ცდილობენ ძველი წოდებრივი უპირატესობის დაბრუნებას
და მანდატურთუხუცეს ყუბასარისა და მსახურთუხუცეს აფრიდონის სამეფო
სამსახურიდან გადაყენებას;
ბ) მეჭურჭლეთუხუცესს ყუთლუ-არსლანისა და მისი თანამოაზრეების იდეები -
განმარტეთ მათი მოთხოვნები და მოკლედ გადმოეცით როგორ აგვარებს ამ საკითხს
თამარი;

1184 წელს გიორგი მეფის გარდაცვალების შემდეგ, დიდებულები მოითხოვდნენ თამარის


ხელახლა მეფედ კურთხევას, მიუხედავად იმისა, რომ ეს გიორგის სიცოცხლეშივე მოხდა.

აქედან დაიწყო ფეოდალთა პროტესტი თამარის მმართველობის მიმართ. ისინი


აცხადებდნენ, რომ გიორგი III-ის მიერ დანიშნულო უგვარო მოხელეებს
(ამირსპასალარ ყუბასრასა და მსახურთუხუცეს აფრიდონს) აღარ დაემორჩილებოდნენ.
თამარი იძულებული გახდა ეს პირები თანამდებობიდან გადაეყენებინა.

თუმცა, დიდგვაროვნები ამითაც არ დაკმაყოფილდნენ და მეჭურჭლეთუხუცესი ყუთლუ-


არსლანი თამარს მოსთხოვდა ისანში ახალი სახელმწიფო ინსტიტუტი, ე. წ. „კარავი“
დაეარსებინა. ამ კარავში, მეფის ჩარევის გარეშე, განხილული იქნებოდა უზენაეს
მართლმსაჯულებასთანდ და სახელმწიფოს მართვასან დაკავშირებული საქემეები. მეფეს კი
მხოლოდ აღმსრულებითი ფუნქცია დაეკისრებოდა.

დიდგვაროვნებთან მოსალაპარაკებლად, თამარმა  კრავაიჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი


გააგზავნა. შეთანხმება ორივე მხარის დათმობით დასრულა. კარვის იდეა არ მიიღეს, თუმცა
მეფემ დიდგვაროვნთა დარბაზის უფლებები გაზარდა.

თუმცა, დიდგვაროვნები ამითაც არ დაკმაყოფილდნენ და მეჭურჭლეთუხუცესი ყუთლუ-


არსლანი თამარს მოსთხოვდა ისანში ახალი სახელმწიფო ინსტიტუტი, ე. წ. „კარავი“
დაეარსებინა. ამ კარავში, მეფის ჩარევის გარეშე, განხილული იქნებოდა უზენაეს
მართლმსაჯულებასთანდ და სახელმწიფოს მართვასან დაკავშირებული საქემეები. მეფეს კი
მხოლოდ აღმსრულებითი ფუნქცია დაეკისრებოდა.

დიდგვაროვნებთან მოსალაპარაკებლად, თამარმა  კრავაიჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი


გააგზავნა. შეთანხმება ორივე მხარის დათმობით დასრულა. კარვის იდეა არ მიიღეს, თუმცა
მეფემ დიდგვაროვნთა დარბაზის უფლებები გაზარდა.

გ) გიორგი რუსთან შეუღლება;

ქართველი დიდებულები ძალაუფლებას ინარჩუნებენს და თამარის პირად ცხოვრებაშიც


ერევიან. როდესაც საქმე მეფის ქორწინებაზე მიდგა, დიდებულები მათთვის მისაღებ
კანდიდატს ეძებდნენ. მათ სამშობლოდან ჩრდილოეთ კავასიაში გაძევებული მთავრის
შვილი იური ბოგოლიუბსკი, მოგვიანები გიორგი რუსი, აირჩიეს.

მიუხდავად თამარის წინააღმდეგობისა, ქორწინება მაინც შედგა. ისტორიული წყაროები


თანხმდებიან, რომ გიორგი რუსი უზნეო უფლისწული აღმოჩნდა. ამის შესახებ თამარმა
დარბაზს მოახსენა, რომელმაც გადაწყვიტა იური სამეფოდან გაეძევებინათ.

იური ორჯერ აუჯანყდა მეფეს თუმცა ორივეჯერ დამრცხდა და საბოლოოდ იქნა


გაძევებული.

 1189 – 1207/1210წწ (მისი გარდაცვალების ორი სადავო თარიღია):


ა) შეუღლება დავით სოსლანთან;
თამარის ქმრობის მსურველები კვლავ გამოჩდნენ, თუმცა სამეფო კარი ახლა უფრო
ფრთხილობდა და ბევრი უარით გაისტუმრეს.

მეფის აღმზრდელი მამიდა, რუსუდან შესაფერის საქმროდ ოსეთის უფლისწულს, დავით


სოსლანს მიიჩნევდა. თამარიც დათნხმდა და ქორწინება 1187 ან 1189 წელს მოხდა.

 ქვეყნის საზღვრების გაფართოება-განმტკიცება:


ა) შამქორის ბრძოლა

მეთორმეტე საუკუნის მიწურულს აზერბაიჯანის ათაბეგ აბუ-ბაქრი ერთპიროვნლი


მბრძანებელი ხდება და პირველად შირვანისკენ მიემართება.  შირვანშაჰი აღსართანი ვერ
უმკლავდება მტერს და დახმარებას თამარს სთხოვს. იქიდან გამომდინარე, რომ შირვანი
საქართველოს ყმადნაფიცი სახელმწიფო იყო, საქართველოს მის მიმართ გარკვეული
პასუხისმგებლობა ეკისრა.

თამარი დიდძალ ლაშქარს შეკრიბავს, რომელიც საბრძლოველად შამქორისაკენ გაემართება.


1195 წელს კი იმართება შამქორის ბრძოლა.

ქართველთა ლაშქარი ციხესიმაგრეს უტევს და დავით სოსლანის გამოჩენის შემდეგ მტრის


დამარცხებასაც ახერხებს.

ამის შემდეგ საქართველომ ხელში ჩაიგდო კავასიაში არსებული ისეთი მნიშვნელოვანი


სტრატეგიული პუნქტები, როგორიცაა:  განძა, ანისი, კარი. რეგიონშიც შემცირდა თურქთა
გავლენა.

ბ) ბასიანის ბრძოლა

ამ პერიოდისთვის, საქართველო წსამყვანი პოლიტიკური ძალა ხდება რეგიონში


დაგანაგრძობს საზღვრების გაფართოებას. რუმის სულთანმა რუქნადინმა კი
შავიზღვისპირეთის ხელში ჩაგდება განიზრახა და საქართველოში 400,00 კაციანი ლაშქრით
ილაშქრა.

თამარმა დაუყოვნებლივ 90,000 კაციანი ლაშქარი ჯავახეთში გაგზავნა და დავით სოსლანის


რჩევით გადაწყვიტეს მტერს მოულოდნელად დასხმოდნენ თავს. მარჯვენა
ფრთაზე „აფხაზნი და იმერელნი“ იდგნენ, მარცხენაზე — „ამერელნი და ჰერნ-კახნი“,
ცენტრში — 30-40 ათასიანი რაზმი შალვა და ივანე ახალციხელებისა და „სხვათა თორელთა“.

ქართველები მტრის ბანაკში შეიჭრნენ, რამაც მტერში არეულობა გამოიწვია. თუმცა, მალე
მობილიზდნენ და ორივე მხარეს დიდი ზარალი მოუვიდა. ქართველთა ჯარს გაუჭირდა
მტრის ახალჩარეულ ძალებს გამკლავებოდა. რუქადინმა ჩათვალა, რომ ქართველები
დაამარცა, თუმცა ჩასაფრებულმა ლაშქარმა თავი იჩინა. დავით სოსლან და ჰერეთ-კახეთის
რაზმები ორივე მხრიდან თავს დაესხა მტერს და მათი გაძევებაც მოახერხეს.

ქართველებმა მტერს მთელი დღის განმავლობაში სდიეს და უამრავი ტყვე აიყვანეს. ამ


გამარჯვებამ კიდვ უფრო განამტკიცა საქართველოს ბატონობა ახლო აღმოსავლეთში.
 კულტურა და ხელოვნება თამარის პერიოდში

თამარ მეფე საქართველოს ოქროს ხანის პერიოდში იდგა სათავეში. იქიდან გამომდინარე,
რომ ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა სუფევდა, სახელმწიფოს საშუალება ჰქონდა
ყურადღება ხელოვნებისა და კულტურის განვითარებისთვისაც მიექციათ.

ქვეყნის კულურული განვითარება ძირითადად სწავლა-განათლების ამაღლებულმა დონემ


მოიტანა. ამ პერიოდისთვის ისეთი მონასტრების მიდამოებში, როგორიცაა
-ოპიზა, ოშკის, შატბერდის, ბერთა, ხანძთა, არსებობდა სპეციალური შენობები, რომლებიც
სკოლისთვის იყო განკუთვნილი.

მეთორმეტე საუკუნეში განსაუთრებულად განვითარდა ხუროთმოძღვრება. ამ პერიოდში


იგება საქარველოს ისტორიისათვის მნიშვნელოვანი ტაძრები, რომლებიც აგების სტილით
ძველი ტაძრებისგან განსხვავდებოდა. ამ პერიოდში პოპულარული გახდა ისეთი ტაძრები,
რომელთა გუმბათის ყელი უფრო წაგრძელებულია, მაგალითად - ბეთანიისა და ყინწვისის
მონასტერები. ასევე ხშირად იგება ისეთი ერთნავიანი ნაგებობები, როგორიცაა ლურჯი
მონასტერი თბილისში.

ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლი, რომელიც თამარის ეპოქიდან


შემოგვრჩა კლდეში გამოკვეთილი სამონასტრო კომპლექსი, ვარძიაა. მისი მშენებლობა
გიორგი მესამემ დაიწყო და თამარმა დაასრულა. ხოლო აქ არსებულ ეკლესიის კედლებს
ფრესკები ფარავს, ერთ-ერთ მათგანზე კი სწორედ თამარი და მამისი არიან გამოსახული.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ისიც, რომ თამარის ხანაში გამოიყოფა ფერწერის რამდენიმე


ახალი მიმართულებაც. ეს განსხვავებული მიმართულებები კარგად ჩანს ტაო-კლარჯეთში
არსებულ ფრესკებში, დავითგარეჯის ფრესკებსა და რაჭაში არსებული ზემო კრიხის
ეკლესიის მხატვრობაში.

თამარ მეფის ინტელექტი, სილამაზე თუ დიპლომატიური ცოდნა უამრავი პოეტის


შთაგონების წყარო იყო. მისი მმართველობის პერიოდში, და შემდეგ, მისი სადიდებელი
უამრავი ლექსი იქმნება.

ასევე შეუძლებელია თამარ მეფესა და პოეზიაზე ვისაუბროთ და არ ვახსენოთ ერთ-ერთი


უმნიშვნელოვანესი ნამუშევარი, არა მხოლოდ მეთორმეტე საუკუნის საქართველოსვის,
არამედ მთლიანად ქვეყნის ისტორიისთვის. ეს ნაწარმოები რა თქმა უნდა შოთა რუსთაველის
ვეფხისტყაოსანია, რომელიც ავტორმა სწორედ დიდებულ მეფეს მიუძღვნა და ერთ-ერთი
მთავარი პერსონაჟი, თინათინი, მასზე დააფუძვნა.

ლაშა-გიორგი
1207 წელს, თამარ მეფე სიცოცხლეშივე იყენებს ვაჟს, ლაშა-გიორგის თანამესაყდრედ. დედის
გარდაცვალების შემდეგ კი ერთპიროვნული მმართველი ხდება.
მეცამეტე საუკუნის ათიან წლებში ილაშქრებს განძის ათაბაგის წინააღმდეგ, რომელიც მისი
ვასალი იყო. მისი დამორჩილების შემდეგ, მოახერხა ძალის გამოყენებით სხვა აჯანყებული
ვასალებიც მოეგერიებინა.

უფრო მეტად სანდო წყაროზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ლაშა-გიორგი


შესანიშნავი რაინდი და ბრძენი მმართველი იყო.

სწორედ გიორგი IV-ის მმართველობისას გამოჩნდებიან მონღოლები პირველად


საქართველოში. ისინი სამჯერ შეებრძოლებიან ქართულ ლაშქარს და სამჯერვე ამარცხებენ,
თუმცა მაინ უკან ბრუნდებიან. ლაშა-გიორგის მმართველობის პერიოდში ისინი
საქართველოში აღარ შემოდიან.

მეფე დიდ წინააღმდეგობას ხვდებოდა ფეოდალების მხრიდან, რადგან თითქოს უფრო


თავისუფლად მეაზროვნე პიროვნება იყო. მან ველისციხელი აზნაურის ქალი სიყვარულით
შეირთო, რამაც დიდი უკმაყოფილბა გამოიწვია დიდებულების მხრიდან და მეფე
იძულებული გახდა განქორწინებულიყო, თუმცა ხელახლა ქორწინებაზე უარს აცხადებდა.

როდესაც მეფე გიორგი ჯვაროსნბთან ერთად პალესტინაში გასალაშქრად ემზადებოდა,


მოულოდნელად მონღოლებმა შემოუტიეს საქართველოს. მათთან ბრძოლაში დაშავდა მეფე
და 1223 წლის 18 იანვარს გარდაიცვალა.
რუსუდან მეფე
1223 წელს, ლაშა-გიორგის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე მისი და,
რუსუსდანი ადის. ამავე წელსვე იქორწინა რუმის სულთნის, თოღრულ შაჰის ძე მოღის ედ-
დინიზე, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო.

ამ პერიოდისთვის ხშირდება ხვარაზმელებს შემოტევები და 1225 წელს ხდება გარნისის


ბრძოლა, როდესაც ჯალელედინი გადაწყვეტს მონღოლ დამპყრობთა წინააღმდეგ
გაილაშქროს და ახლო აღმოსავლეთი დაიპყროს. ქართველები უარს აცხადებენ მასთან
გვერდში დგომაზე, რის შედეგადაც ჯალალედინი საქართველოს წინააღმდეგ იძვრის.
ბრძოლაში ქართველები მარცხდებიან და 1226 წლის 9 მარტს თბილისში მტერი შემოდის.
ამის შემდეგ რუსუდანს სამეფო კარი ქუთაისში გადააქვს.

ჯალალედინის ლაშქარი ანადგურებდა ადგილობრივ მოსახლეობას და ხუთი წლის


მანძილზე ქართველები გამუდმებით ებრძოდნენ მტერს.

დაახლოებით 1230 წელს, რუსუდანმა თავისი ხუთი წლის ვაჟი, დავითი თანამესაყდრედ
აკურთხა. სამ წელიწადში კი სამეფო კარი კვლავ თბილისში დაბრუნდა.

1235 წელს მონღოლები საქარველოს ყმადნაფიც განჯას იღებენ და გეზს საქართველოსკენ


იღებენ. რუსუდანმა თბილისის დაცვა ციხისავ მუხას ძეს დაავალა, თავად კი ქუთაისში
გადავიდა.

საქართველოს ჯარმა ვერ მოახერხა შესაფერისი წინააღმდეგობის გაწევა მტრისათვის.


სასაზღვრო რაიონების მმართველები, მტერთან შებრძოლების ნაცვლად, თავიანთ
ციხესიმააგრეებში გამოიკეტნენ.

1236-37 წლებში რუსუდანი თავის შვილს, თამარს რუმის სულთანზე ყაიას ედ-დინზე
ათხოვებს და მას ძმისშვილს, დავითს აყოლებს, რათა თავის შვილს ტახტის მემკვიდრეობაში
არ შესცილებოდა.

რუსუდანი 1239-40 წლებში რომის პაპს სთხოვს დახმარებას, თუმცა პასუხად უარს იღებს,
ამიტომ ბათო-ყაენთან აგზავნის მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელ არსენს, ვისი დაბრუნების
შემდეგაც მონროლებთან დებს ზავს.

1242-43 წლებში რუსუდანი და მისი ვაჟი, დავითი კვლავ თბილისში ბრუნდებიან, საიდანაც
დავითს ყანეთან გზავნიან და 1245 წელს დასნეულებული მეფე შვილის მოლოდინში
გარდაიცვლება.
ტამპლიერთა ორდენი
მას შემდეგ, რაც 1099 წელს ჯვაროსნული ლაშქრობების დროს ქრისტიანმა ლაშქარმა
იერუსალიმი მუსლიმთა კონტროლისგან გაათავისუფლეს, მთელ დასავლეთ ევროპაში
მომლოცველთა ჯგუფებმა წმინდა მიწების მონახულება დაიწყეს. თუმცა, როდესაც
მუსლიმთა მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებს უახლოვდებოდნენ, ხდებოდა უამრავი
ძარცვა თუ მკვლელობა.

სწორედ ამ მიმლოცველთა დასაცავად, დაახლოებით 1118 წელს, ფრანგმა რაინდმა, ჰიუგ დე


პეინმა და მისმა რვა ნათესავმა, შექმნეს სამხედრ ორდენი, რომელსაც თავდაპირველად
ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღატაკი რაინდები, შემდეგ კი უბრალოდ ტამპლიერთა
ორდენი ეწოდა.

თავდაპირველად, რაინდები წინააღმდეგობას ხვდებოდნენ საეკლესიო პირებსგან, თუმცა


1128 წელს პაპმა ჰონორიუს II-მა შეადგინა წესდება რომლის მიხედვითაც ორდენი მკაცრ
ცენტრალიზებულ ორგანოდ ჩამოყალიბდა.

1139 წელს ორდენს უამრავ პრივილეგიას ანიჭებს პაპი ინოკენტი II. ნელ-ნელა ორდენი მეტ
ძალაუფლბას იპოვებს და მდიდრდება კიდევაც. თუ მათ თავდაპირველად „მათხოვარი
რაინდები“ ეწოდებოდათ, ახლა მათი სახლი პარიზში ფართო საბანკო ოპერაციის ცენტრი
ხდება.

მეთხუმეტე საუკუნის დასაწყისში საფრანგეთის მეფე, ფილიპ IV ორდენის წინააღმდეგ


ბრძოლას იწყებს და მალე მათ სხვადასხვა დანაშაულში ედებათ ბრალი. ორდენს
სახელმწიფო ქონებას ართმევს და 1307 წლის 13 ოქტომბერს თითქმის ყველა ტამპლიერს
აკავებენ. 1310 წელს კი ორდენის ყოველივე რაიდნს წვავენ.

1312 წელს ორდენს სრულიად აუქმებს ავინიონის პაპი კლემენტ V.


ელეანორა აკვიტანიელი
ელეონორა 1122 წელს აკვიტანიის ჰერცოგის ოჯახში დაიბადა. უფროსი ძმის მოულოდნელი
გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრედ თავად რჩება. მამაც მალევე გარდაიცვალა, რის გამოც
15 წლიდან აკვიტანიის ჰერცოგინია ხდება და პოლიტიკაშიც აქტიურად ერთვება.

1137 წელს ქორწინდება საფრანგეთის მეფე, ლუდოვიკო VII-ზე და საფრანგეთის


დედოფალიც ხდება. სამეფო კარზე მოხვედრისთანავე იწყებს რეფორმაციებს და
მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეს ის ძალზე უყვარდა, სხვა დიდგვაროვნები მისი
უკმაყოფილონი იყვნენ.

ქორწინების პირველი შვიდი წლის განმავლობაში შვილი არ შესძენიათ, თუმცა მოგვიანებით


ორი გოგონა უჩნდება. ეს ცოლ-ქმარს შორის ერთ-ერთი უთანხმების საბაბი გახდა, რადგან
მეფეს ვაჟი მემკვიდრე ესაჭიროებოდა.

1147 წლიდან იწყება მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა, სადაც მეფე და დედოფალი ერთად
მიდიან. ანტიოქიაში ყოფნის პერიოდში მათ შორის ხდება განხეთქლიება, რომელიც
საბოლოოდ მათი განქორწინებით მთავრდება.

1154 წელს ელეანორა 20 წლის ჰენრი მეორეზე ქორწინდება და შედეგად, ინგლისის


დედოფალიც ხდება. წყვილს რვა შვილი უჩნდება, აქედან სამი კი ინგლისის მეფე ხდება.
მეფე იჩენს საყვარელს, როზამუნდ მშვენიერს.

1170 ელეონორას ვაჟი, ჰენრი ახალგაზრდა ტახტზე ადის და 1173 წელს მამას უჯანღდება.
ჰენრი მეორე ჩაახშობს ამ აჯანღებას და ტახტზე კვლავ ავად ადის. ელეანორას, როგორც ამ
ამბის მოთავეს სასახლეში გამოწყვეს და შვილების მონახულების უფლებას არ აძლევს,
თუმცა დედოფლის ტიტულს უნარჩუნებს.

1189 წელს, ჰენრი მეორის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე ელეონორის ვაჟი რიჩარდ I
ლომგული ადის, რომელიც დედას ათავისუფლებს.

რიჩარდ ლომგული მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში ირებს მონაწილეობას ფრიდრიხ I -


ბარბაროსა გერმანიის მეფესთან და ფილიპ II - საღვთო რომის იმპერატორთან ერთად.

ის იპყრობს მიმდებარე ტერიოტორიებს და იერუსალიმთან დებს ხელშეკრულებას. ამ დროის


განმავლობაში ქვეყანას ელეანორა მართავს და რეფორმებსაც ატარებს.

1199 წელს რიჩარდი საფრანგეთთან ბრძლისას გარდაიცვლება და ტახტზე ელეონორას მესამე


ვაჟი, ჯონ უმიწაწყლო ადის.

ელეონორა 1204 წელს, 81-82 წლის ასაკში, სამეფო კარის ფუფუნებაში გარდაიცვალა.

You might also like