Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 49

ფა [იტალ. Fa] – მუსიკალური გამის მეოთხე ბგერა; ამ ბგერის აღმნიშვნელი


ნოტი.

ფაბიანელ-თა საზოგადოება - ინგლისის რეფორმისტული ორგანიზაცია,


რომელიც შეიქმნა 1884 წ.; ლეიბორისტული პარტიის შექმნის შემდეგ (1900 წ.)
შევიდა მის შემადგენლობაში [ძველი რომაელი სარდლის Fabius Maximus - ის
(დაახლ. 280-203 წწ. ძვ. წელთაღრ.) სახელის მიხედვით, რომელიც ცნობილი იყო
იმით, რომ თავს არიდებდა გადამწყვეტ ბრძოლებს; ამის გამო მას შეერქვა
«კუნქტატორი», რაც ნიშნავს ზოზინას, ჯანჯალს] –.

ფაბლიო [ფრანგ. Fabliau < ლათ. ფაბულა იგავი] – შუა საუკუნეების ფრანგულ
ლიტერატურაში: პატარა იუმორისტული, მხიარული მოთხრობა.

ფაბრიკა [ლათ. Fabrica სახელოსნო] – მანქანური წესით ნედლეულის


გადამმუშავებელი სამრეწველო საწარმო.

ფაბრიკანტ-ი - ფაბრიკის პატრონი კაპიტალისტი.

ფაბრიკატ-ი [ლათ. Fabricatus დამზადებული] – მზა საფაბრიკო ნაწარმი,


წარმოების საბოლოოდ დამუშავებული პროდუქტი. ნახევრად ფაბრიკატი -
ნაწილობრივ დამუშავებული ნაწარმი, რომელიც შემდეგ საბოლოოდ უნდა
დამუშავდეს.

ფაბრიკაცია [ლათ. Fabricatio დამზადება] – 1. (მოძვ.). ნაკეთობათა


ფაბრიკული წესით დამზადება. 2. საერთოდ, რისამე დამზადება. 3. (გადატ.). რაიმე
ნაყალბევის შეთხზვა- გავრცელება.

ფაბულა [ლათ. Fabula არაკი, ზღაპარი] – მხატვრულ ნაწარმოებში


განვითარებული მოქმედების, ამბების თანამიმდევრული გამოხატვა.

ფაგ-ი - იგივეა, რაც ბაქტერიოფაგი.

-ფაგ-ი [ბერძ. Phagos შთამნთქმელი] – რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი


ნაწილი; ნიშნავს მჭამელს, შთამნთქმელს. მაგ., ბაქტერიოფაგი.

ფაგოტ-ი [იტალ. Fagotto] – ხის სასულე მუსიკალური საკრავი; შედის


სიმფონიური ორკესტრის შემადგენლობაში.

ფაგოციტ-ი [ბერძ. Phagos - შთამნთქმელი და Cytos - უჯრედი] – (ბიოლ.).


უჯრედი, რომელსაც უნარი აქვს, შთანთქას ბაქტერიები.

ფადიშაჰ-ი [სპარს. Padisah] – მონარქის ტიტული აღმოსავლეთის ზოგ


ქვეყანაში.

ფაეტონ-ი - 1. გადასახსნელსახურავიანი მსუბუქი ეტლი. 2. ღია მსუბუქი


ავტომობილი [ბერძნული მითოლოგიის მზის ღმერთის ჰელიოსის შვილის -
PჰაეტჰЅნ - ის - სახელის მიხედვით; მან თავის მამას სთხოვა ცეცხლოვანი ეტლი
და კინაღამ მსოფლიო ხანძარი გააჩინა] –.

ფაველა [პორტუგ. Favela] – ღარიბ-ღატაკთა უბანი ბრაზილიის დიდ


ქალაქებში.

ფავნუს-ი [ლათ. Faunus] – 1. რომაულ მითოლოგიაში: ნაყოფიერების ღმერთი,


მინდვრებისა და ტყეების მფარველი (ბერძნულ მითოლოგიაში მას შეესაბამება
პანი). 2. ამერიკული მაიმუნი ერთგვარი.

ფავორ-ი [ლათ. Favor] – გავლენიანი პირის მფარველობა,


კეთილგანწყობილება. ფავორშია - (საუბ.). ვინმე გავლენიანი პირი მფარველობს,
სწყალობს.

ფავორიტ-ი [ფრანგ. Favorite (მდედრ.)] – 1. ადამიანი, რომელიც სარგებლობს


მაღალი თანამდებობის მქონე, გავლენიანი პირის კეთილგანწყობილებით,
მფარველობით. 2. (მოძვ.). მეფის ან დედოფლის საყვარელი. 3. (სპორტ.). რაიმე
შეჯიბრებაში: სპორტსმენი (დოღში; ცხენი), რომელსაც ყველაზე მეტი შანსი აქვს
პირველი ადგილის დაკავებისა.

ფავორიტიზმ-ი [ფრანგ. Favoritisme] – 1. ისეთი ვითარება, როდესაც


ყველაფერი განპირობებულია ფავორიტების (იხ. ფავორიტი, მნიშვ. 1, 2)
გავლენით, მათი როლით. 2. ფავორიტების დაწინაურება, წახალისება.

ფაზა [ფრანგ. Phase < ბერძ.] – 1. ცალკეული სტადია, მომენტი რაიმე


მოვლენის, პროცესის და მისთ. განვითარებაში, პერიოდი ისტორიული პროცესის
განვითარებაში. მაგ., სოციალიზმი არის პირველი ფაზა კომუნისტური
საზოგადოებისა. 2. (ტექ.). გენერატორის გრაგნილების ცალკეული ჯგუფი,
აგრეთვე მასთან შეერთებული სადენი, რომლითაც ელექტრული დენი გადაიცემა .

ფაზის-ი [ბერძ. Phasis] – იგივეა, რაც ფაზა.

ფაზოტრონ-ი [ბერძ. Phasis გამოჩენა და (ელექ)ტრონი] – დამუხტული


ნაწილაკების მოძრაობის ასაჩქარებელი დანადგარის ერთ-ერთი სახეობა;
იყენებენ გამოკვლევისათვის ატომგულის ფიზიკის დარგში.

ფათომ-ი [ინგლ. Fathom] – ინგლისური სიგრძის საზომი ერთეული; უდრის 6


ინგლისურ ფუტს (1მ და 83 სმ-ს).

ფაი [ფრანგ. Faille] – აბრეშუმის ან შალის მკვრივი ქსოვილი; იყენებენ


საკაბედ, ქალის საკოსტიუმედ.

ფაიანს-ი [ფრანგ. Faience] – 1. მინერალური მასა, რომლისგანაც ამზადებენ


კერამიკულ ნაკეთობებს; მიიღება გარკვეული ხარისხის თიხისაგან მასში
თაბაშირისა და სხვა ნივთიერებათა შერევით. 2. ამ მასის ნაკეთობანი, გამომწვარი
და მოჭიქული; ქაშანური.

ფაიდეშინ-ი [ფრანგ. Faille de Chine] – ფაის ერთ-ერთი სახეობა,


მაღალხარისხოვანი აბრეშუმის ქსოვილი.
ფაინშტაინ-ი [გერმ. Feinstein < fein წმინდა და Stein (იხ. Staini)] –
მეტალურგიული წარმოების ნახევრად პროდუქტი, რომელიც მიიღება შტაინის
კონვერტირებით (იხ. კონვერტირება).

ფაიტონ-ი - იხ. ფაეტონი.

ფაკელცუგ-ი [გერმ. Fackelzug < Fackel ჩირაღდანი და zug სვლა, პროცესია] –


ჩირაღდნებით სვლა.

ფაკირ-ი [არაბ.] – 1. მოხეტიალე მუსლიმანი ბერი; დავრიში. 2. ინდოეთში:


მოხეტიალე ბერი, რომელიც ფოკუსებს აკეთებს, გაწვრთნილ ცხოველებს
აჩვენებს და სხვ. 3. საზღვარგარეთ და რევოლუციამდელ რუსეთში: მეფოკუსე,
რომელიც ცირკში აჩვენებს სხეულის უგრძნობლობას ტკივილისადმი.

ფაკულტატიურ-ი [ფრანგ. Facultatif < ლათ. Facultas (Facultatis) შესაძლებლობა]


– საკუთარ არჩევანზე დამოკიდებული, არასავალდებულო. მაგ., ფაკულტატიური
საგანი (უმაღლეს სასწავლებელში).

ფაკულტეტ-ი [გერმ. Fakultät < ლათ.] – უმაღლესი სასწავლებლის


განყოფილება, რომელზედაც ასწავლიან გარკვეულ მომიჯნავე სამეცნიერო
დისციპლინებს.

ფალ-ი [ჰოლანდ. Val] – თოკი, რომელიც იხმარება გემზე (ნავზე) იალქნების,


ალმებისა და მისთ. ასაწევად; იყენებენ კოსმოსურ ხომალდზეც.

ფალანგა [ბერძ. Phalanx (Phalangos) - 1. ძველ საბერძნეთში: ქვეითი ჯარის


საბრძოლო წყობა - ერთმანეთთან მიჯრილი მწკრივები. 2. უტოპისტ-სოციალისტის
შ. ფურიეს (1772-1837 წწ.) სისტემაში: მშრომელთა თემი - კოლექტიური მეურნეობა.
ესპანეთის ფალანგა - ესპანეთის ფაშისტური პარტია (1933-1975 წლებში). 3.
ობობასნაირი შხამიანი ცხოველი. 4. ფალანგები - თითების მოკლე ლულოვანი
ძვლები.

ფალანგისტებ-ი - ესპანეთის ფალანგის წევრები (1933–1975 წწ.).

ფალანსტერ-ი [ფრანგ. Phalanstere < ბერძ.] – შ. ფურიეს უტოპისტურ გეგმებში:


თემის კოლექტიური დასახლება (იხ. ფალანგა, მნიშვ. 2).

ფალერისტ-ი - პირი, რომელიც ფალერისტიკას მისდევს.

ფალერისტიკა [< ლათ. Phalerae (მრ.) ლითონის ბალთები, სამკაულები,


რომლებიც სამხედრო წარჩინების ნიშნების როლს ასრულებდა] – 1. ნუმიზმატიკის
დარგი, რომელიც ორდენებსა და სხვა ნიშნებს შეისწავლის. 2. კოლექციონერობის
სახეობა - სამკერდე ნიშნების, სამხედრო ჯილდოების, დროშების, იარაღის და
მისთ. შეგროვება.

ფალეფორია [ბერძ. Phallephoria] – ძველ საბერძნეთში: დღესასწაული და


საზეიმო სვლა ფალოსის ღვთაების პატივსაცემად.

ფალინ-ი [ჰოლანდ. Vallijn] – (ზღვ.). თოკი, რომლითაც კანჯო (მომცრო ნავი)


გამობმულია ნავმისადგომზე ან გემის ბორტზე.
ფალკონეტ-ი [იტალ. Falconetto] – ძველებური მომცრო ზარბაზანი; ისროდა
ტყვიის ბირთვებს.

ფალოპ-ის მილი (ლულა) - (ანატ.). ასე ეწოდებოდა კვერცხსავალს - მილს


(ლულას), რომლითაც კვერცხი საკვერცხიდან საშვილოსნოში გადადის
[იტალიელი ექიმის Fალლოპპიო-ს (მე-16 ს.) სახელის მიხედვით] –.

ფალოს-ი [ბერძ. Phallos] – მამაკაცის სასქესო ორგანოს, როგორც ბუნების


მწარმოებლური ძალის სიმბოლოს, გამოსახულება; თაყვანს სცემდნენ ძველი
ხალხები («ფალოსის კულტი»).

ფალსიფიკატ-ი - ყალბი პროდუქტი, ნაკეთობა.

ფალსიფიკატორ-ი - ფალსიფიკაციის, სიყალბის ჩამდენი; გამყალბებელი.

ფალსიფიკაცია [< ლათ. Falsifico ვაყალბებ] – 1. რაიმე ნამდვილის,


ჭეშმარიტის შეცვლა მცდარით, ყალბით; რისამე გაყალბება; რისამე ხარისხის
გაუარესება (ამ მნიშვნელობით იხმარება აგრეთვე ფალსიფიცირება). 2.
გაყალბებული, ყალბი რამე.

ფალსტარტ-ი [ინგლ. False start] – (სპორტ.). არასწორად აღებული სტარტი,


როდესაც შეჯიბრების რომელიმე მონაწილე სხვებზე ადრე, ნიშნის მიცემამდე
იწყებს მოძრაობას.

ფალშბორტ-ი [გერმ. Falschbort] – გემის ბორტის მსუბუქი გარსამოსი ზედა


გემბანის ზევით.

ფალშკილ-ი [გერმ. Falsckiel] – (ზღვ.). ხის ან ლითონის ძელი, რომელიც


დამაგრებულია კილის ქვეშ მის დასაცავად ან გემისათვის მეტი მდგრადობის
მისაცემად.

ფალც-ი [გერმ. Falz] – 1. ნაკერი რკინის ფურცლების (თუნუქის) შეერთების


ადგილას. 2. ნაბეჭდი ფურცლის გადაკეცვის ხაზი აკინძვისას. 3. ფიცრის (ქვის და
მისთ.) გაყოლებაზე ამოღარული ხაზი, რომელშიც ჯდება მასთან შესაერთებელი
დეტალის შვერილი; ნარიმანდი.

ფალცეტ-ი [იტალ. Falsetto] – 1. მომღერლის ხმის განსაკუთრებით მაღალი


რეგისტრის ბგერა. 2. მამაკაცის ძალიან წვრილი, ქალისებური ხმა.

ფამილიარულ-ი [ლათ. Familiaris ოჯახური] – მეტისმეტად შინაურული,


მოურიდებელი (ქცევა, ურთიერთობა და სხვ.).

ფამილისტერ-ი [ფრანგ. Familistére < ლათ. Familia ოჯახი] – მუშათა საერთო


საცხოვრებელი, რომელიც ააგო სოციალისტ-უტოპისტ შ. ფურიეს მოწაფემ
გოდენმა ფალანსტერის მიხედვით, ოღონდ ფალანსტერი განკუთვნილი იყო
თემისათვის, ხოლო ფ. - ცალკე ოჯახებისათვის.

ფამულუს-ი [ლათ. Famulus მონა, მსახური] – შუა საუკუნეების დასავლეთ


ევროპის ქვეყნებში: მსახური ან საჭურველთმტვირთველი, მეაბჯრე.
ფანაბერია [პოლონ. Fanaberia] – (წიგნ.). უსაფუძვლო მედიდურობა,
ყოყოჩობა.

ფანატიზმ-ი - ფანატიკოსის აზრები და მოქმედება; რაიმე რწმენით


(რელიგიით და სხვ.) უკიდურესი გატაცება; ბრმადმორწმუნეობა.

ფანატიკოს-ი [ლათ. Fanaticus გაშმაგებული] – რაიმე რწმენით (რელიგიით და


სხვ.) უკიდურესად გატაცებული ადამიანი; ბრმადმორწმუნე.

ფანატიკურ-ი - ფანატიზმით გამსჭვალული.

ფანგ-ი [გერმ. Fang] – ტრიკოტაჟის ქსოვილი, რომლის ორივე (კარგი და


ცუდი) პირი ერთნაირია; იყენებენ უპირატესად თბილი სპორტული
ტანისამოსისათვის (მაგ., სვიტრებისათვის).

ფანგსბოტ-ი [ჰოლანდ. Vangstboot] – სარეწაო მოტორიანი ნავი სანადირო


გემზე.

ფანდანგო [ესპ. Famdamhp] – ესპანური ხალხური წყვილთა ცეკვა; ასრულებენ


გიტარისა და კასტანიეტების აკომპანემენტით.

ფანერა [რუს. Фанера < გერმ. Furnier] – 1. ხის თხელი ფურცელი, რომელსაც
იყენებენ ზოგი სადურგლო ნაკეთობის (მაგ., ავეჯის) ზედაპირზე გადასაკვრელად.
2. ასეთი ფურცლების ერთმანეთზე გარდიგარდმო დაწებებით მიღებული თხელი
ფიცარი; ფირფიცარი.

ფანეროგამებ-ი [ბერძ. Phaneros აშკარა და gamos ქორწინება] – (მოძვ., ბოტან.).


მცენარეები, რომლებსაც აქვთ სქესობრივი გამრავლების ხილული ორგანოები
(სხვანაირად: ცხადმექორწინენი, ყვავილოვანნი; შდრ. კრიპტოგამები).

ფანზა1 [ჩინ.] – ჩინეთში: პატარა საცხოვრებელი სახლი (უპირატესად


სოფელში).

ფანზა2 [ჩინ.] – აბრეშუმის მსუბუქი ჩინური ქსოვილი ერთგვარი.

ფანტ-ი [პოლონ. Fant < გერმ.] – 1. თამაში, რომლის დროსაც მონაწილენი


შეხვედრილი კენჭის მიხედვით ასრულებენ რაიმე სახუმარო დავალებას. 2. ასეთ
თამაშში მონაწილის მიერ მიცემული საგანი წილის საყრელად.

ფანტაზია [ბერძ. Phantasia წარმოსახვა] – 1. შემოქმედებითი წარმოსახვა;


წარმოსახვის, წარმოდგენის უნარი. 2. წარმოსახვის პროდუქტი; ოცნება. 3.
მოგონილი, შეთხზული, დაუჯერებელი რამ; სიცრუე. 4. თავისუფალი ფორმის
მუსიკალური პიესა იმპროვიზაციული ხასიათისა.

ფანტაზიორ-ი - 1. ფანტაზიის ამყოლი; მეოცნებე. 2. (საუბ.). ტყუილების


შემთხზველი.

ფანტასმაგორია [ბერძ. Phantasma მოჩვენება და agoreoo ვლაპარაკობ] –


ფანტასტიკური წარმოდგენა რისამე შესახებ; ბოდვითი ჩვენებანი; არარეალური,
მოჩვენებითი რამ.ფანტასტ-ი - 1. დიდი ფანტაზიის მქონე ადამიანი; ფანტაზიორი.
2. ფანტასტიკური ნაწარმოების ავტორი.
ფანტასტიკა [ბერძ. Phantastike წარმოსახვის ხელოვნება, უნარი] – 1.
სინამდვილის მოვლენების წარმოდგენა, გამოხატვა გაზვიადებულად,
ზებუნებრივად. 2. ფანტაზიასთან (იხ. ფანტაზია, მნიშვ. 3) დაკავშირებული;
არარეალური, განუხორციელებელი რამ.

ფანტასტიკურ-ი - 1. ფანტასტიკით (მნიშვ. 1) გამსჭვალული, ფანტასტიკაზე


დამყარებული. მაგ., ფანტასტიკური რომანი. 2. ძალზე უცნაური, ჯადოსნური;
ზღაპრული. 3. არნახული, დაუჯერებელი; განუხორციელებელი.

ფანტომ-ი [ფრანგ. Fantome < ბერძ.] – 1. ძალზე უცნაური, ფანტასტიკური


მოვლენა; მოჩვენება. 2. სხეულის ან მისი ნაწილის მოდელი ნატურალური
სიდიდისა; იყენებენ თვალსაჩინოებისათვის სამედიცინო სასწავლებლებში და
სხვ.

ფანტომურ-ი ტკივილი - (მედიც.). ტკივილის გრძნობა ამპუტაციის შემდეგ


არარსებულ კიდურში.

ფანტოშებ-ი [ფრანგ. Fantoche (მხ.) < იტალ. Fancoccio თოჯინა] – მარიონეტების


სახეობა ერთგვარი.

ფანფარა [იტალ. Fanfara] – 1. სასიგნალო საყვირი სპილენძისა; ბუკი. 2. ასეთი


საყვირით მიცემული საზეიმო სიგნალი.

ფანფარონ-ი [ფრანგ. Fanfaron < ესპ.] – (საუბ.). მკვეხარა, ტრაბახა, ბაქია.

ფარა [ფრანგ. Phare] – ავტომობილის, ლოკომოტივის და მისთ.


რეფლექტორიანი ფარანი გზის გასანათებლად.

ფარადა - (ფიზ.). ელექტრული ტევადობის საზომი ერთეული [ინგლისელი


ფიზიკოსის ფარადეის (Fარადაყ, 1791-1867 წწ.) გვარის მიხედვით] –.

ფარანდოლა [ფრანგ. Farandole] – ძველებური პროვანსული (პროვანსი -


საფრანგეთის ისტორიული პროვინცია) ხალხური ცეკვა.

ფარანჯა [არაბ.] – სალათის მსგავსი ფართო წამოსასხამი, რომელსაც ძველ


დროში ატარებდნენ (ჩვეულებრივ ქალაქად) ტაჯიკი და უზბეკი ქალები;
მთლიანად ფარავდა ქალის თავსა და ფიგურას; სახესთან ჰქონდა ბეწვის სქელი
შავი ბადე.

ფარაონ-ი [ბერძ. Pharao(n) < ეგვიპტ.] – 1. ძველი ეგვიპტელი მეფეების


ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი. 2. პოლიციელის სალანძღავი მეტსახელი. 3.
ბანქოს ძველებური აზარტული თამაშის სახელწოდება.

ფარენჰაიტ-ის თერმომეტრი - თერმომეტრი, რომლის სკალაზედაც ყინულის


დნობის წერტილი აღნიშნულია +320-ით, ხოლო წყლის დუღილის წერტილი +2120-
ით; იყენებენ ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში [გერმანელი
ფიზიკოსის Fაჰრენბეიტ-ის (1686-1736) სახელის მიხედვით] –.
ფარვატერ-ი [ჰოლანდ. Vaarwater] – სანაოსნოდ გამოსადეგი წყლის სივრცე.
ვისიმე ფარვატერში სვლა (ყოფნა და სხვ.) - ვისიმე პოზიციაზე, ვისიმე გავლენის
ქვეშ ყოფნა.

ფართინგ-ი [ინგლ. Farthing] – ყველაზე წვრილი ფული ინგლისში; უდრის 1/4


პენის (პენსს).

ფარინგიტ-ი [< ბერძ. Pharynx (Pharynsos) ხახა] – (მედიც.). ხახის ლორწოვანი


გარსის ანთება.

ფარინგოსკოპია [ბერძ. Pharynx (Pharyngos) ხახა და skopeo ვუყურებ] – (მედიც.).


ხახის გასინჯვა.

ფარმაკოგნოზია [ბერძ. Pharmakon წამალი და gnosis ცოდნა] – მეცნიერება,


რომელიც სწავლობს სამკურნალო თვისებათა მქონე მცენარეული (აგრეთვე
ცხოველური) წარმოშობის ნივთიერებებს.

ფარმაკოთერაპია [ბერძ. Pharmakon წამალი და therapeia მკურნალობა] –


წამლებით მკურნალობა.

ფარმაკოლოგ-ი - ფამრაკოლოგიის სპეციალისტი.

ფარმაკოლოგია [ბერძ. Pharmakon წამალი და logos მოძღვრება] – მეცნიერება,


რომელიც სწავლობს სამკურნალო ნივთიერებათა მოქმედებას ორგანიზმზე ;
წამალთმცოდნეობა.

ფარმაკოპეა [ბერძ. Pharmakon წამალი და poieo ვაკეთებ] – ფარმაცევტების


სახელმძღვანელო ოფიციალური კრებული, რომელშიც მოცემულია წამლების
დამზადების, შემოწმების, შენახვის და სხვ. სავალდებულო წესები; მასში
მოცემულია აგრეთვე იმ სამკურნალო ნივთიერებათა სია, რომლებიც უნდა იყოს
აფთიაქში.

ფარმაკოქიმია [ბერძ. Pharmakon წამალი და ქიმია] – ფარმაცევტული ქიმია;


მოძღვრება სამკურნალწამლო ნივთიერებათა ქიმიური თვისებების შესახებ.

ფარმაცევტ-ი - უმაღლესი ან საშუალო ფარმაცევტული განათლების მქონე


სპეციალისტი.

ფარმაცევტიკა [ბერძ. Pharmakeutike] – იგივეა, რაც ფარმაცია.ფარმაცევტულ-ი


- ფარმაციასთან ან ფარმაცევტთან დაკავშირებული. მაგ., ფარმაცევტული
ინსტიტუტი.

ფარმაცია [ბერძ. Pharmakeia წამალი] – კომპლექსი დისციპლინებისა,


რომლებიც სწავლობს სამკურნალო საშუალებათა მოპოვების, დამუშავების,
დამზადების, შემოწმების, შენახვისა და გაცემის წესებს.

ფარს-ი [ფრანგ. Farce] – 1. სახალხო თეატრის სახეობა, რომელიც ფართოდ


იყო გავრცელებული შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპაში. 2. მსუბუქი კომედია,
ვოდევილი ერთგვარად უხამსი შინაარსისა. 3. (გადატ.). ცინიკური ხუმრობა,
მასხარაობა.
ფარსერ-ი [ფრანგ. Farceur] – ფარსის (მნიშვ. 1, 2) მონაწილე პერსონაჟი;
ხუმარა, მასხარა.

ფარტინგ-ი - (უმართებ.). იხ. ფართინგი.

ფარშ-ი [რუს. Фарш < ფრანგ. Farce] – დაკეპილი და შეზავებული ხორცი (ან
სხვა რამ პროდუქტი) საჭმლის მოსამზადებლად; სატენი.

ფარშირებულ-ი - ფარშით გატენილი და ისე დამზადებული. მაგ.,


ფარშირებული პომიდორი.

ფას-ი1 [ფრანგ. Face პირისახე] – 1. რისამე წინა მხარე. მაგ., არქიტექტურული


ძეგლის ხედი ფასში. 2. ფორტიფიკაციაში: მუდმივი ან ძელმიწური საცეცხლე
ნაგებობის მხარე, რომელიც მოწინააღმდეგისაკენ არის მიმართული; აგრეთვე
მავთულხლართებისა და ტანკსაწინააღმდეგო თხრილების სწორხაზოვანი უბნები.

ფას-ი2 [ინგლ. Fas (შემოკლ.) < Free alongside ship თავისუფლად გემის ბორტის
გაყოლებით] – (კომერც.). ყიდვა-გაყიდვის გარიგების სახეობა საქონლის საზღვაო
გადაზიდვის დროს.

ფასად-ი [ფრანგ. Fasade] – 1. შენობის წინა, მთავარი მხარე, რომელიც


ჩვეულებრივ ქუჩაში გამოდის. 2. ტექნიკურ ხაზვაში: ობიექტის ვერტიკალური
პროექცია.

ფასეტ-ი [ფრანგ. Facette] – 1. ირიბად ჩამოხრილი, დაცერებული გვერდითი


წახნაგი რისამე. მაგ., სარკის ფ. 2. გახეხილი ქვის წახნაგი. 3. (ზოოლ.).
ომატიდიუმების რქოვანა.

ფასონ-ი [ფრანგ. Fason] – 1. გამოჭრილობა, ფორმა, მოდელი, რომლის


მიხედვითაც არის შეკერილი რაიმე (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი). 2. რაიმე
ნაკეთობის გარეგნული შესახედაობა, ფორმა. 3. (საუბ.). რაიმე გარკვეული ხერხი,
მანერა.

ფასონურ-ი - 1. გარკვეული ფასონის, ნიმუშის მიხედვით გაკეთებული. 2.


რასაც რთული განივი კვეთი, რთული კონფიგურაცია აქვს; რელიეფური.

ფასტნახტშპილ-ი [გერმ. Fastnachtspiel < Fastnacht ყველაფერი და შპიელ


თამაში] – გერმანული სახალხო თეატრის, შუასაუკუნეობრივი ფარსის (იხ. ფარსი,
მნიშვ. 1) ნაირსახეობა.

ფასცია [ლათ. Fascia] – (ანატ.). შემაერთებელი ქსოვილის თხელი გარსი,


რომელიც ფარავს ცალკეულ კუნთებს ან კუნთების ჯგუფს, აგრეთვე ზოგიერთ
ორგანოს.

ფასციაცია [< ლათ. Fascia სახვევი; ზოლი] – (ბოტან.). მცენარის ყლორტების


დეფორმაცია, დამახინჯება, რომლის დროსაც ისინი ბრტყელდებიან, ხდებიან
ლენტისებრი, წიბოებიანი და ა. შ.

ფატა [სანსკრ.] – ქალის საქორწილო მსუბუქი თავსაბურავი.


ფატალიზმ-ი [< ლათ. Fatalis საბედისწერო] – (წიგნ.). ბედისწერის (ფატუმის)
არსებობის, წინასწარ განსაზღვრული ბედის გარდუვალობის რწმენა.

ფატალისტ-ი - (წიგნ.). ფატალიზმით გამსჭვალული ადამიანი.

ფატალისტურ-ი - (წიგნ.). ფატალიზმის ან ფატალისტის დამახასიათებელი.

ფატალურ-ი [ლათ. Fatalis] – (წიგნ.). საბედისწერო, გარდაუვალი.

ფატა-მორგანა [იტალ. Fata morgana] – მირაჟის ნაირსახეობა, რომლის


დროსაც ჰორიზონტზე ჩნდება შორეული კუნძულების, მთების, ქალაქებისა და სხვა
ობიექტების სწრაფად ცვალებადი და დამახინჯებული გამოსახულებანი .

ფატუმ-ი [ლათ. Fatum] – (წიგნ.). გარდაუვალი ბედი; ბედისწერა.

ფაუნა [ლათ. Fauna] – რაიმე ადგილის ან გეოლოგიური პერიოდის


ცხოველთა ყველა სახეობის ერთობლიობა; ცხოველთა სამყარო.

ფაუნისტიკა - ზოოგეოგრაფიის ნაწილი; შეისწავლის დედამიწის სხვადასხვა


ნაწილში გავრცელებული ცხოველთა სახეების ერთობლიობას.

ფაუსტ-ი [გერმ. Faust] – გერმანული ლეგენდის გმირი - სწავლული,


რომელმაც კავშირი შეკრა მეფისტოფელთან ცოდნის, სიმდიდრისა და
ამქვეყნიურ სიამოვნებათა გულისათვის; ლეგენდის სიუჟეტით ისარგებლა და
თავის ნაწარმოებებში ფ. გამოიყვანა ბევრმა მწერალმა (მათ შორის გოეთემ ).

ფაუსტპატრონ-ი [გერმ. Faustpatrone] – ხელის იარაღი ჯავშნის გასანგრევად;


პირველად გამოიყენეს გერმანელებმა 1943 წ.

ფაქსიმილე [ლათ. Fac simile გააკეთე მსგავსი] – 1. ხელნაწერის, საბუთის,


ხელმოწერის და მისთ. ზუსტი პირი, რომელიც გადაღებულია ფოტომექანიკური
წესით. 2. ვისიმე ხელმოწერის კლიშე, ბეჭედი.

ფაქტ-ი [ლათ. Factum გაკეთებული] – 1. ნამდვილი, ჭეშმარიტი, არა


გამოგონილი ამბავი, შემთხვევა, მოვლენა. 2. სინამდვილე, რეალურობა. 3.
მონაცემი, მასალა რაიმე მოსაზრების დასადასტურებლად, დასკვნის
გასაკეთებლად.

ფაქტოგრაფია - (წიგნ.). ფაქტების აღწერა მათი ანალიზის, განზოგადების ან


მხატვრული გააზრების გარეშე.

ფაქტორ-ი [ლათ. Factor შემქმნელი; მიზეზი] – რაიმე მოვლენის, პროცესის


მიზეზი, მამოძრავებელი ძალა.

ფაქტორია [ინგლ. Factory < ლათ.] – 1. უცხოელი ვაჭრების კანტორა და


ახალშენი კოლონიურ ქვეყნებში. 2. საბჭოთა კავშირის უკიდურეს ჩრდილოეთ
რაიონებში: სავაჭრო-მომმარაგებელი პუნქტი, რომელიც ყიდულობს ბეწვეულს,
ტყავის ნედლეულს და სხვ.
ფაქტორიალ-ი [ინგლ. Factorial < ლათ.] – (მათემ.). ნატურალური რიცხვების
ნამრავლი 1-იდან რომელიმე მოცემულ რიცხვამდე; აღინიშნება ნ! სიმბოლოთი;
მაგ., 5ნ! (ხუთის ფაქტორიალი) = 1. 2. 3. 4. 5 = 120.

ფაქტოტუმ-ი [< ლათ. Fac totum აკეთე ყველაფერი] – 1. (მოძვ.). ნდობით


აღჭურვილი პირი, რომელიც უსიტყვოდ ასრულებს ვისიმე დავალებებს. 2. (ირონ.).
პირი, რომელიც ყველაფერში ერევა, ყველგან ეჩხირება.

ფაქტურა [ლათ. Factura დამუშავება, აგებულება] – 1. სახვით ხელოვნებაში:


მხატვრული ნაწარმოების ზედაპირის თავისებურება; მისი (ზედაპირის)
დამუშავების ტექნიკა. 2. მუსიკალური გადმოცემის საშუალებათა ერთობლიობა
(მელოდია, აკორდები, პოლიფონიური ხმები და სხვ.), რაც ქმნის ნაწარმოების
ტექნიკურ წყობას. 3. დამუშავების ხასიათი, რაც განსაზღვრავს რისამე (მაგ.,
ქსოვილის, მინის) გარეგნულ სახეს. 4. გასაყიდად გაგზავნილ საქონელს
დართული სია, რომელშიც აღნიშნულია საქონლის სახელწოდება, რაოდენობა,
გასაყიდი ფასი და სხვ.

ფაშა [თურქ. Pasa] – ძველად ოსმალეთში, ეგვიპტეში და ზოგ სხვა


მუსლიმანურ ქვეყანაში: უმაღლესი სამხედრო და სამოქალაქო პირების ,
დიდებულების საპატიო ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი.

ფაშიზაცია - ფაშიზმის დამყარება სადმე; ფაშისტური წესების მიხედვით


მოწყობა რისამე.

ფაშზმ-ი [იტალ. Fascismo] – უკიდურესად რეაქციული პოლიტიკური


მიმდინარეობა, რომელიც გამოხატავს იმპერიალისტური ბურჟუაზიის ყველაზე
უფრო აგრესიული წრეების ინტერესებს; ფაშიზმისათვის დამახასიათებელია
უკიდურესი შოვინიზმი, რასიზმი, ყველა დემოკრატიული თავისუფლების მოსპობა.
დამპყრობლური ომების მომზადება და გაჩაღება.

ფაშისტ-ი - ფაშიზმის მომხრე; ფაშისტური ორგანიზაციის წევრი.

ფაცეცია [ლათ. Facetia ხუმრობა, მახვილსიტყვაობა] – აღორძინების


(რენესანსის) ეპოქაში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გავრცელებული ანეკდოტის
ტიპის პატარა მოთხრობა, რომელიც ძირითადად მიმართული იყო
თავადაზნაურთა და სასულიერო პირთა ბიწიერების წინააღმდეგ.

ფეა [ფრანგ. Fée] – იგივეა, რაც ფერია.

ფება - პლანეტა სატურნის თანამგზავრი. აღმოაჩინეს 1898 წელს.

ფებოს-ი და ფები [ბერძ. Phoibos მბრწყინავი] – ბერძნულ მითოლოგიაში:


ღმერთ აპოლონის ეპითეტი.

ფედერალიზმ-ი [ფრანგ. Fédéralisme] – 1. სახელმწიფო წყობილების


ფედერაციული სისტემა; რისამე სტრუქტურა, დამყარებული ფედერაციის
პრინციპებზე. 2. პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც ცდილობს ასეთი
სისტემის შექმნას.

ფედერალისტ-ი - ფედერალიზმის მომხრე.


ფედერალურ-ი - 1. იგივეა, რაც ფედერაციული. 2. ზოგ ფედერაციულ
სახელმწიფოში (აშშ, გფრ): საერთო-სახელმწიფოებრივი. მაგ., ფ. მთავრობა. ფ.
კანცლერი.

ფედერატებ-ი [ლათ. Foederatus (მხ.) < Foedus კავშირი] – 1. ძველ რომში:


თემები, რომლებიც კავშირით იყვნენ შეკრული რომთან და ჩვეულებრივ
იწოდებოდნენ მოკავშირეებად. 2. რომაელთა სამხედრო სამსახურში მყოფი
ბარბაროსთა ტომები (იხ. ბარბაროსი, მნიშვ. 2), რომლებიც რომის იმპერიის
საზღვრებზე იყვნენ განლაგებულნი. 3. საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს:
წევრები მოხალისეთა გაერთიანებებისა (ფედერაციებისა), რომლებიც
იქმნებოდნენ რევოლუციის დასაცავად შინაგანი კონტრევოლუციისა და უცხოეთის
ინტერვენციისაგან. 4. პარიზის კომუნის შეიარაღებულ ძალთა ჯარისკაცები და
ოფიცრები.

ფედერაცია [ფრანგ. Fédération] – 1. სახელმწიფო წყობილების ფორმა,


რომლის დროსაც რამდენიმე სახელმწიფოსაგან იქმნება ერთი სახელმწიფო. 2.
ცალკეულ საზოგადოებათა, ორგანიზაციათა კავშირი.

ფედერაციულ-ი - ფედერაციის საფუძველზე აგებული; ფედერაციაში


შემავალი.

ფედინგ-ი [ინგლ. Fading < Fade თანდათანობით შესუსტება, გაქრობა] – მოკლე


ტალღებით რადიოგადაცემის მიღების მიყუჩება, შესუსტება ან სრული შეწყვეტა
რადიოტალღების გავრცელების პირობათა შეცვლის შედეგად.

ფეერია [ფრანგ. Féerie] – 1. თეატრალური ან საცირკო სანახაობა ზღაპრული


შინაარსისა, დადგმული სხვადასხვა სცენური ეფექტის გამოყენებით. 2. (გადატ.).
მომხიბლავი, მომაჯადოებელი სანახაობა.

ფეერიულ-ი - ფერიის ხასიათისა; მომხიბლავი, მომაჯადოებელი. მაგ.,


ფეერიული წარმოდგენა.

ფეიერვერკ-ი - (უმართებ.). იხ. ფოიერვერკი.

ფეიერვერკერ-ი [რუს. Фейерверкер < გერმ. Feuerwerker] – მეფის რუსეთის


არმიაში: არტილერიის უნტერ-ოფიცერი.

ფეიხოა [ესპ. Feijoa] – მარადმწვანე სუბტროპიკული ხე ან ბუჩქი; აქვს მწვანე


ან ყვითელი ფერის წვნიანი და სურნელოვანი ოვალური ნაყოფი.

ფეკალია [ლათ. Faex (Faecis) ნალექი] – ადამიანის შარდისადა განავლის


ნარევი.

ფეკალურ-ი - ფეკალიებთან დაკავშირებული; ფეკალიების შმცველი;


ფეკალიებისათვის განკუთვნილი. ფ სასუქი.

ფელაჰ-ი [არაბ.] – არაბულ ქვეყნებში: ბინადარი (არამომთაბარე) გლეხი.

ფელდიეგერ-ი [გერმ. Feldjeger] – მთავრობის ან სამხედრო უწყების შიკრიკი -


მნიშვნელოვანი, უპირატესად საიდუმლო ქაღალდების დამტარებელი.
ფელდმარშალ-ი [გერმ. Feldmarschall] – მეფის რუსეთის, აგრეთვე ზოგი უცხო
ქვეყნის არმიებში: გენერლის უმაღლესი ჩინი; ამ ჩინის მქონე პირი (იგივეა, რაც
გენერალ-ფელდმარშალი).

ფელდფებელ-ი [გერმ. Feldwebel] – მეფის რუსეთის, აგრეთვე ზოგი უცხო


ქვეყნის არმიებში: ქვეითი ჯარის, არტილერიის, საინჟინრო ჯარების უფროსი
უნტერ-ოფიცრის წოდებულება (უდრის საბჭოთა არმიის ზემდეგს); ამ
წოდებულების მქონე პირი.

ფელდშერ-ი [გერმ. Feldscher] – იგივეა, რაც ფერშალი.

ფელდშპატიდებ-ი [გერმ. Feldspat მინდვრის შპატი და ბერძ. eidos სახე] –


ჯგუფი ქანწარმომქმნელი ტუტე მინერალებისა (ალუმინსილიკატებისა),
რომლებიც, განსხვავებით მინდვრის შპატებისაგან, ცოტა რაოდენობით შეიცავს
სილიციუმმჟავას (კაჟბადმჟავას).

ფელდცოიგმაისტერ-ი [გერმ. Feldzeugmeister] – (ისტ.). 1. არტილერიის


მეთაური პრუსიაში, რუსეთსა და საფრანგეთში მე-17-19 სს.-ში (რუსეთში:
ფელდცეიხმეისტერი). 2. გენერლის ერთ-ერთი წოდებულება ყოფილი ავსტრიის,
ხოლო შემდეგ - ავსტრია-უნგრეთის არმიაში; ამ წოდებულების მქონე გენერალი.

ფელემა [< ბერძ. Phellos კორპის ხე, კორპი] – (ბოტან.). კორპის ქსოვილი
(მცენარეებისა).

ფელეტონ-ი [ფრანგ. Feuilleton] – ცოცხლად, იუმორით დაწერილი საგაზეთო


მოთხრობა, რომელიც ამასხარავებს თანამედროვე ცხოვრების ნაკლოვან
მხარეებს, მახინჯ მოვლენებს.

ფელეტონისტ-ი - გაზეთის მუშაკი, რომელიც ფელეტონებს წერს.

ფელზიტ-ი [გერმ. Felsit] – მჟავე ეფუზიური ქანების წვრილმარცვლოვანი


ძირითადი მასა; შედგება კალიუმის, მინდვრის შპატის (ორთოკლაზის), კვარცისა
და სხვ მინერალებისაგან.

ფელო [ინგლ. Fellow] – ინგლისის საუნივერსიტეტო კოლეგიის ან


სამეცნიერო საზოგადოების წევრი.

ფელოდერმა [ბერძ. Phellos კორპი და derma კანი] – (ბოტან.). მცენარის


საფარი ქსოვილის (პერიდერმის) შიგნითა ფენა.

ფელონია [ფრანგ. Félonie, ინგლ. Felony] – 1. ფეოდალურ სამართალში:


უკანონო ან შეურაცხმყოფელი მოქმედება სენიორისა და ვასალის
ურთიერთობაში. 2. თანამედროვე ინგლისის სამართალსა და ამერიკის
შეერთებული შტატების სისხლის სამართალში: ყოველგვარი მძიმე დანაშაული.

ფელუკა [იტალ. Feluca] – მომცრო იალქნიანი გემი ხმელთაშუა, შავ და


კასპიის ზღვებში.

ფემინიზაცია [ფრანგ. Féminisation < ლათ. Femina ქალი, დედალი] – (ბიოლ.).


მამრობითი სქესის ინდივიდში მეორეული მდედრობითი სქესობრივი ნიშნების
(მაგ., წვრილი ხმის, სარძევე ჯირკვლების) განვითარება (შდრ. მასკულინიზაცია). 2.
ქალის როლისა და გავლენის ზრდა საზოგადოებაში.

ფემინიზმ-ი [ფრანგ. Féminisme < ლათ. ფემინა ქალი] – ქალთა ბურჟუაზიული


მოძრაობა, რომლის მიზანია ქალების უფლებრივი გათანასწორება მამაკაცებთან .

ფემინისტ-ი - ფემინიზმის მიმდევარი.

ფენ-ი1 [გერმ. Fehn] – მძაფრი ქარი, რომელიც უბერავს მთებიდან;


წარმოიქმნება ატმოსფერული წნევის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი სხვაობის
პირობებში მთაგრეხილის აქეთ და იქით.

ფენ-ი2 [ინგლ. Fan] – თმის გასაშრობი ელექტროვენტილატორი.

ფენადონ-ი - სინთეზური სამკურნალწამლო პრეპარატი, თავისი მოქმედებით


მორფინის მსგავსი.

ფენაკიტ-ი [< ბერძ. Phenax (Phenakos) მატყუარა, თაღლითი (სახელი მიიღო


კვარცთან ცრუ მსგავსების გამო)] – მინერალი, ბერილიუმის სილიკატი;
წარმოადგენს ბერილიუმის მდიდარ მადანს; მისი მსხვილი გამჭვირვალე
კრისტალები მე-2 კლასის ძვირფასი ქვებია.

ფენაცეტინ-ი [ბერძ. Phaino ვანათებ და ლათ. acetum ძმარი] – სამკურნალო


პრეპარატი, სიცხის დასაწევი და ტკივილის გასაყუჩებელი საშუალება.

ფენიქს-ი [ბერძ. Phoinix] – ზოგი ძველი ხალხის მითოლოგიაში: ფრინველი,


რომელიც სიკვდილის მოახლოებისას თითქოს თავს იწვავს და კვლავ აღდგება
თავისი ფერფლიდან, ცოცხლდება (იხმარება, როგორც მუდმივი განახლებისა და
აღორძინების სიმბოლო).

ფენობარბიტალ-ი - თეთრი კრისტალური ნივთიერება; იყენებენ როგორც


ძილის მომგვრელ და დამამშვიდებელ საშუალებას (ძველი სახელწოდება:
ლუმინალი).

ფენოლ-ი [ბერძ. Phaino ვანათებ და ლათ. ol(eum) ზეთი] – ორგანული ნაერთი;


იყენებენ სადეზინფექციო საშუალებად; კარბოლმჟავა.

ფენოლოგ-ი - ფენოლოგიის სპეციალისტი.

ფენოლოგია [ბერძ. Phaino უჩვენებ და logos მოძღვრება] – ბიოლოგიის


ნაწილი, რომელიც სწავლობს მცენარეთა და ცხოველთა სიცოცხლის პერიოდულ
მოვლენებს მცენარეთა აყვავებას, ფრინველთა გადაფრენას), რაც
განპირობებულია წელიწადის დროთა მონაცვლეობით.

ფენომენ-ი [ბერძ. Phainomenon მოვლენილი] – 1. იშვიათი, უჩვეულო,


განსაკუთრებული მოვლენა (არაჩვეულებრივი ნიჭის ადამიანზედაც იტყვიან ). 2.
იდეალისტურ ფილოსოფიაში: გრძნობით აღქმული მოვლენა, რომელიც
უპირისპირდება ნოუმენს («ნივთს თავისთავად»).
ფენომენალიზმ-ი - სუბიექტურ-იდეალისტური ფილოსოფიური მიმართულება,
რომლის მიხედვითაც შემეცნებისათვის მისაწვდომია მხოლოდ ცნობიერების
მოვლენები - ფენომენები (იხ. ფენომენი, მნიშვ. 2).

ფენომენალურ-ი - 1. ფენომენის (იხ. ფენომენი, მნიშვ. 1) ბუნებისა; იშვიათი,


არაჩვეულებრივი, განსაკუთრებული. 2. (ფილოს.). ფენომენთან (იხ. ფენომენი,
მნიშვ. 2) დაკავშირებული.

ფენომენოლოგია [ბერძ. Phainomenon მოვლენილი და ლოგოს მოძღვრება] –


1. ჰეგელის ფილოსოფიაში: მოძღვრება ცნობიერების, სულის განვითარების
შესახებ. 2. თანამედროვე იდეალისტურ ფილოსოფიაში: ცრუ მოძღვრება ე. წ.
«წმინდა არსის» შესახებ.

ფენოტიპ-ი [ბერძ. Phaino ვაშუქებ, ვავლენ და typos ანაბეჭდი] – (ბიოლ.).


ორგანიზმის ნიშან-თვისებათა ერთობლიობა, ჩამოყალიბებული ინდივიდუალური
განვითარების პროცესში.

ფეოდ-ი [ლათ. Feodum < ძვ. გერმ.] – (ისტ.). დასავლეთ ევროპაში: ფეოდალის
მემკვიდრეობითი ადგილ-მამული, რომელიც ვასალს მიღებული ჰქონდა
სენიორისაგან სამხედრო სამსახურისა და სხვა ვალდებულების შესრულების
სანაცვლოდ.

ფეოდალ-ი [ლათ. Feodalis] – ფეოდალიზმის დროს: გაბატონებული კლასის


წარმომადგენელი; მსხვილი მემამულე, ყმების მფლობელი, ბატონი.

ფეოდალიზაცია - (ისტ.). ფეოდალიზმის ჩამოყალიბება.

ფეოდალიზმ-ი [ფრანგ. Fépda;os,e < ლათ.] – 1. კაპიტალიზმამდე არსებული


საზოგადოებრივი წყობილება, რომლის დროსაც ფეოდალს მთლიანად ეკუთვნის
წარმოების საშუალებები და არასრულად ეკუთვნიან მიწათმოქმედი ყმა გლეხები .
2. ფეოდალის უფლება - განახორციელოს სახელმწიფო მმართველობა თავის
ტერიტორიაზე.

ფერაინ-ი [გერმ. Verein] – გერმანიაში: კავშირი, საზოგადოება, გაერთიანება,


კორპორაცია.

ფერია [< ფრანგ. Féerie] – 1. ზღაპრული გრძნეული ქალი. 2. იტყვიან


მეტისმეტად ლამაზ, მომხიბლავ ქალზე.

ფერიტ-ი [< ლათ. Ferrum რკინა] – 1. (ტექ.). ფოლადის ან თუჯის ერთ-ერთი


სტრუქტურული შემადგენელი ნაწილი, ქიმიურად თითქმის წმინდა რკინა. 2. (ფიზ.).
ფერომაგნიტური ნახევარგამტარი.

ფერმა1 [ფრანგ. Ferme] – 1. კოლმეურნეობაში ან საბჭოთა მეურნეობაში


მოწყობილი ცალკე სპეციალიზებული მეურნეობა, რომელიც მისდევს
მეცხოველეობის რაიმე დარგს. 2. კაპიტალისტურ ქვეყნებში: კერძო მეურნეობა
საკუთარ ან იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე.

ფერმა2 [ფრანგ. Ferme] – საინჟინრო ნაგებობა, რომელიც შედგება


ერთმანეთთან შეერთებული ღერებისა და ძელებისაგან. მაგ., ხიდის ფერმები.
ფერმატა [იტალ. Fermata] – (მუს.). ნიშანი, რომელიც ნოტის ან პაუზის
ხანგრძლივობას ზრდის განუსაზღვრელი დროით.

ფერმენტ-ი [ლათ. Fermentum] – ორგანული ნივთიერება, რომელიც


წარმოიქმნება ცოცხალ უჯრედში და ხელს უწყობს ორგანიზმში მიმდინარე
ქიმიური რეაქციების აჩქარებას.

ფერმენტაცია [< ლათ. Fermento ვიწვევ გაფუებას, ღვივილს] – გაფუების,


გაღვივების პროცესი.

ფერმერ-ი [ინგლ. Farmer < ფრანგ.] – ფერმის (იხ. ფერმა1, მნიშვ. 2) პატრონი
ან მოიჯარე.

ფერმიუმ-ი - რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი, რომელიც მიეკუთვნება


აქტინიდებს; ბუნებაში ნაპოვნი არ არის; ხელოვნურად მიიღეს პირველად 1953 წ.
[იტალიელი ფიზიკოსის ენრიკო ფერმის (Fერმი, 1901-1954) სახელის მიხედვით] –.

ფერომენებ-ი - ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებანი, რომელთაც


გამოყოფენ ცხოველები გარემოში და რომლებიც სპეციფიკურ გავლენას ახდენენ
იმავე სახეობის ინდივიდთა ქცევასა და ემოციურ მდგომარეობაზე.

ფერმუარ-ი [ფრანგ. Fermoir] – 1. შესაკრავი აბზინდა წიგნზე, ალბომზე,


ყელსაბამზე, საფულეზე და მისთ. 2. ყელსაბამი, რომელსაც ასეთი აბზინდა აქვს. 3.
ქვის, ხის დასამუშავებელი სატეხი; ასეთი იარაღი ტყავის სატვიფრავად.

ფერნამბუკ-ი [< გეოგრ. სახ.] – ხე, რომელიც ხარობს ბრაზილიაში; აქვს


ძალიან მაგარი მოყვითალო-წითელი მერქანი, რომელიც გამოშრობისას იღებს
მუქ წითელ ფერს («წითელი ხე»); იყენებენ გემთმშენებლობაში, ძვირფასი ავეჯის
დასამზადებლად და სხვ. (სინონ. ბრაზილიური ხე, ხასყირმიზი).

ფერო- [< ლათ. Ferrum რკინა] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი


ნაწილი; ნიშნავს რკინისას. მაგ., ფერომანგანუმი, ფეროშენადნობი.

ფეროვანადიუმ-ი [ლათ. Ferrum რკინა და (იხ. ვანადიუმი)] – რკინის


შენადნობი ვანადიუმთან; იყენებენ ფოლადის ლეგირებისათვის (იხ. ლეგირება).

ფეროვოლფრამ-ი [ლათ. Ferrum რკინა და (იხ. ვოლფრამი)] – რკინის


შენადნობი ვოლფრამთან; იყენებენ სპეციალური ფოლადის გამოდნობის დროს.

ფერომაგნეტიზმ-ი - (ფიზ.). ფერომაგნეტიკებისათვის დამახასიათებელ


მაგნიტურ მოვლენათა და თვისებათა ერთობლიობა.

ფერომაგნეტიკ-ი - (ფიზ.). ნივთიერება, რომელსაც ფერომაგნიტური


თვისებები აქვს.

ფერომაგნიტურ-ი - (ფიზ.). რასაც ძლიერი მაგნიტური თვისებები აქვს. მაგ.,


ფერომაგნიტური სხეულები (ფოლადი, თუჯი, ნიკელი და სხვ.).

ფერომანგანუმ-ი [ლათ. Ferrum რკინა და (იხ. მანგანუმი)] – რკინის შენადნობი


მანგანუმთან; გამოყენება აქვს ფოლადის წარმოებაში.
ფეროტიპია [ლათ. Ferrum რკინა და ბერძ. typos ანაბეჭდი] – ლითონზე
(ბროშზე, მედალიონზე და მისთ.) ფოტოგრაფიული გამოსახულების მიღების
ხერხი.

ფეროქრომ-ი [ლათ. Ferrum რკინა და (იხ. ქრომი)] – რკინის შენადნობი


ქრომთან; იყენებენ ქრომოვანი ფოლადის მისაღებად.

ფერტილურ-ი [ლათ. Fertilis] – ნაყოფის მომცემი, ნაყოფიერი (ორგანიზმი).


მაგ., ფერტილური ასაკის ქალი (მამაკაცი).

ფერტილურობა [< ლათ. Fertilis ნაყოფიერი] – ორგანიზმის უნარი წარმოქმნას


შთამომავლობა.

ფერტოინგ-ი [ჰოლანდ. Vertuiing] – (ზღვ.). ორი ღუზით გემის გაჩერების ხერხი


ისეთ ადგილებში, სადაც იცის ძლიერი მიქცევა და მოქცევა, ცვალებადი ქარი და
სხვ.

ფერულა [ლათ. Ferula წკეპლა, როზგი] – ძველად: სახაზავი, რომლითაც


დამნაშავე მოწაფეებს სცემდნენ ხელისგულებზე.

ფერშალ-ი [< გერმ. Feldscher] – საშუალო განათლების მქონე მედიცინის


მუშაკი, ექიმის თანაშემწე.

ფეს-ი - ფუნჯიანი ქუდი წაკვეთილი კონუსის ფორმისა; გავრცელებულია


მუსლიმანურ ქვეყნებში (მაროკოში, ეგვიპტეში, ალჟირში, თურქეთში და სხვ.)
[მაროკოს ქალაქ ფესის (Fეზ) სახელის მიხედვით] –.

ფესტ- - (შემოკლ.). იგივეა, რაც ფესტივალი. მაგ., ფესტ-80 (1980 წ.


მოწყობილი ფესტივალი).

ფესტივალ-ი [ფრანგ. Festival] – ხელოვნების რომელიმე დარგის (მუსიკის,


კინოს, თეატრის) მიღწევათა ჩვენება, დათვალიერება; ეწყობა პერიოდულად.

ფეტიშ-ი [ფრანგ. Fétiche < პორტუგ.] – 1. უსულო საგანი, რომელსაც


პირველყოფილი ტომები მიაწერდნენ ზებუნებრივ, მაგიურ ძალას და თაყვანს
სცემდნენ. 2. (გადატ.). ისეთი რამ, რაც ბრმად სწამთ, რასაც ეთაყვანებიან,
აღმერთებენ.

ფეტიშიზმ-ი [ფრანგ. Fétichisme] – 1. ფეტიშების (იხ. ფეტიში, მნიშვ. 1)


თაყვანისცემა, უსულო საგნების კულტი. 2. (გადატ.). ბრმად თაყვანისცემა რისამე
(იხ. ფეტიში, მნიშვ. 2).

ფეტრ-ი [ფრანგ. Feutre] – მაღალხარისხოვანი წმინდა ქეჩა, რომლისგანაც


უმთავრესად ქუდებს ამზადებენ.

ფეშენებელურ-ი [ინგლ. Faspionable] – დიდი გემოვნებით მოწყობილი;


ელეგანტური. მაგ., ფეშენებელური სასტუმრო.

ფეციალებ-ი [ლათ. Fetiales] – ძველ რომში: ქურუმთა კოლეგიის წევრები,


რომლებიც ასრულებდნენ საღმრთო წესებს ომის გამოცხადებისას და ზავის
დადებისას.
ფთალაზოლ-ი - სამკურნალო საშუალება; იყენებენ კუჭის აშლილობის,
დიზენტერიისა და სხვ. დროს.

ფთივაზიდ-ი [< ბერძ. Phthisis ჭლექი] – ტუბერკულოზის სამკურნალო


პრეპარატი.

ფთიზიატრ-ი - ფთიზიატრიის სპეციალისტი ექიმი.

ფთიზიატრია [ბერძ. Phthisis ჭლექი და iatreia მკურნალობა] – მედიცინის


ნაწილი, რომელიც სწავლობს ფილტვების ტუბერკულოზს და მისი მკურნალობის
მეთოდებს.

ფთორ-ი [ბერძ. Phthoros დაღუპვა, მოსპობა] – ქიმიური ელემენტი, მწვავე


სუნის მქონე უფერო აირი.

ფიაკრ-ი [ფრანგ. fiacre] – დასავლეთ ევროპის ქალაქებში: საქირაო ეტლი


(განდევნა ავტომობილმა, ტაქსიმ).

ფიასკო [იტალ. Fiasco] – 1. სრული მარცხი, კრახი. 2. იტალიაში: ღვინის


ბოთლი (დაახლოებით ორლიტრიანი).

ფიბერგლას-ი [გერმ. Fiber ბოჭკო, Fibra და Glas მინა, შუშა] – სინთეზური


მასალა ერთგვარი.

ფიბრა [ლათ. Fibra] – 1. (ანატ.). ბოჭკო, ძარღვი. 2. მოქნილი და მკვრივი


ქაღალდის მასა, ქიმიურად დამუშავებული და დაწნეხილი; იყენებენ საიზოლაციო
მასალად და ტყავის შემცვლელად. მაგ., ფიბრის ჩემოდანი.

ფიბრილა [ლათ. Fibrilla (კნინ.) < Fibra ბოჭკო] – ძაფისმაგვარი ბოჭკო


ცხოველთა და მცენარეთა ორგანიზმების უჯრედებსა და ქსოვილებში.

ფიბრილაცია [< ლათ. Fibra ბოჭკო] –: გულის ფიბრილაცია - (მედიც.). გულის


კუნთის ცალკეული ბოჭკოების დაქსაქსული, ერთმანეთს დაშორიშორებული
შეკუმშვა; გულის თრთოლა, გულის ციმციმი.

ფიბრინ-ი [< ლათ. Fibra ბოჭკო] – (ფიზიოლ.). გაუხსნელი ცილოვანი


ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება სისხლის შედედებისას.

ფიბროადენომა [ლათ. Fibra ბოჭკო და (იხ. ადენომა)] – (მედიც.).


შემაერთებელი ქსოვილისაგან წარმოქმნილი მომწიფებული კეთილთვისებიანი
სიმსივნე.

ფიბრობლასტ-ი [ლათ. Fibra ბოჭკო და ბერძ. ბლასტდ ღივი] – ცხოველის


ორგანიზმის შემაერთებელი ქსოვილის ერთ-ერთი უჯრედოვანი ფორმა.

ფიბროზ-ი [< ლათ. Fibra ბოჭკო] – (ფიზიოლ.). რაიმე ორგანოში ბოჭკოვანი


შემაერთებელი ქსოვილის განვითარების პათოლოგიური პროცესი.

ფიბროინ-ი [< ლათ. Fibra ბოჭკო] – ცილოვანი ნივთიერება - აბრეშუმის ძაფის


უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი.
ფიბროლით-ი [ლათ. Fibra ბოჭკო და ბერძ. Lithos ქვა] – საშენი მასალა
ბურბუშელის, ჩალისა და მისთანათაგან დაწნეხილი ფილების სახისა.

ფიბრომა [< ლათ. Fibra ბოჭკო] – (მედიც.).

კეთილთვისებიანი სიმსივნე ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისა.

ფიბრომიომა [ლათ. Fibra ბოჭკო და (იხ. მიომა)] – (მედიც.). კუნთოვანი


ქსოვილისაგან წარმოქმნილი კეთილთვისებიანი სიმსივნე.

ფიბროსარკომა [ლათ. Fibra და ბერძ. sarkoma (იხ. სარკომა)] – (მედიც.).


შემაერთებელი ქსოვილისაგან წარმოქმნილი ავთვისებიანი სიმსივნე.

ფიბულა [ლათ. Fibula] – ტანსაცმლის ლითონის საკინძი, რომელიც ამავე


დროს სამკაულს წარმოადგენდა; გავრცელებული იყო ბრინჯაოს ხანიდან
ადრეულ შუა საუკუნეებამდე.

ფიგარო [< საკუთ. სახ.] – ქალის მოკლე და ფართო, უსახელო ჩასაცმელი.

ფიგურა [ლათ. Figura] – 1. საგნის გარეგნული მოხაზულობა. 2. ადამიანის ან


ცხოველის კორპუსი; სხეულის აგებულება. 3. მისი სკულპტურული გამოსახულება .
4. (მათემ.). სიბრტყის (სივრცის) ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია დახშული
ხაზით (ზედაპირით). 5. (ლიტ.). სტილისტიკური ხერხი, რომელიც ნათქვამს აძლევს
განსაკუთრებულ გამომსახველობას. 6. მდგომარეობა, პოზიცია რაიმე
მოძრაობისას (მაგ., ცეკვის, ციგურაობის დროს; თვითმფრინავისა - ფრენაში). 7.
ჭადრაკში: მეფე, ლაზიერი, ეტლი, კუ და მხედარი (პაიკისაგან განსხვავებით);
საერთოდ, სახელწოდება ჭადრაკის კომპლექტის თითოეული ქვისა, კოჭისა. 8.
(საუბ.). მნიშვნელოვანი, შესამჩნევი პიროვნება.

ფიგურალურ-ი - ხატოვანი (თქმა, გამოთქმა); იგავური, ქარაგმული


(ლაპარაკი).

ფიგურანტ-ი [ფრანგ. Figurant] – (მოძვ.). 1. კორდებალეტის მოცეკვავე. 2.


იგივეა, რაც სტატისტი.

ფიგურისტ-ი - სპორტსმენი მოციგურავე, რომელიც რთულ ფიგურებს (იხ.


ფიგურა, მნიშვ. 6) ასრულებს; მოფიგურე.

ფიგურულ-ი - 1. რთული, არასწორხაზოვანი მოხაზულობის, რთული ფორმის


მქონე. მაგ., ფიგურული შოკოლადი. 2. რთული ფიგურებით (იხ. ფიგურა, მნიშვ. 6)
შესრულებული. მაგ., ფიგურული სრიალი (ციგურებით).

ფიდე [ფრანგ. FIDE (შემოკლ.) < Fédération Internationale des échecs] –


საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაცია; დაარსდა 1924 წელს პარიზში; ამჟამად
მისი შტაბ-ბინა ამსტერდამშია.

ფიდეიზმ-ი [ფრანგ. Fidéisme < ლათ. Fide-ს რწმენა] – იდეალისტური


მოძღვრება, რომელიც რელიგიას, რწმენას ანიჭებს უპირატესობას მეცნიერულ
ცოდნასთან შედარებით.
ფიდეიკომის-ი [ლათ. Fideicomissum] – 1. რომაულ სამართალში: სამკვიდროს
დამტოვებლის დავალება მემკვიდრისათვის იმის შესახებ,რომ ამ უკანასკნელმა
მისცეს მესამე პირს მემკვიდრეობიდან რაიმე გარკვეული ქონება. 2. თვით ეს
ქონება.

ფიდეისტ-ი - ფიდეიზმის მიმდევარი.

ფიდელ-ი [გერმ. Fidel < ლათ. Fides სიმი] – ხემიანი მუსიკალური საკრავი;
გავრცელებული იყო მოხეტიალე მუსიკოსებს შორის შუა საუკუნეების დასავლეთ
ევროპაში; დაახლოებით იგივეა, რაც ვიოლა.

ფიდერ-ი [ინგლ. Feeder] – 1. მკვებავი ხაზი, რომელიც გადის


ელექტროსადგურიდან. 2. სადენი, რომელიც რადიომიმღებს ან რადიოგადამცემს
აერთებს ანტენასთან.

ფიესტა [ესპ. Fiesta] – ესპანეთსა და სხვა ესპანურენოვან ქვეყნებში:


დღესასწაული, ზეიმი.

ფიზიატრ-ი - იგივეა, რაც ფიზიოთერაპევტი.

ფიზიატრია [ბერძ. Physis ბუნება და iatreia მკურნალობა] – იგივეა, რაც


ფიზიოთერაპია.

ფიზიკა [ბერძ. Physike] – მეცნიერება, რომელიც სწავლობს მატერიის


მოძრაობის საერთო თვისებებსა და კანონებს.

ფიზიკოს-ი - ფიზიკის სპეციალისტი.

ფიზიკურ-ი - 1. რაც დაკავშირებულია ფიზიკასთან. 2. რაც დაკავშირებულია


ისეთ მოვლენებთან, რომლებსაც ფიზიკა ეხება. ფიზიკური გეოგრაფია -
მეცნიერება, რომელიც სწავლობს დედამიწის ზედაპირს, მის კლიმატს, მცენარეთა
და ცხოველთა სამყაროს.

ფიზიკური ქიმია - მეცნიერება, რომელიც ქიმიურ მოვლენებს სწავლობს


ფიზიკური მეთოდების საშუალებით და რომელიც ფიზიკასა და ქიმიას
აერთიანებს. 3. ადამიანის ორგანიზმთან დაკავშირებული; ხორციელი. მაგ.,
ფიზიკური ნაკლი. 4. კუნთების მოქმედებასთან დაკავშირებული. მაგ., ფიზიკური
ვარჯიში.

ფიზიკური კულტურა (შემოკლ.: ფიზკულტურა) - ადამიანის სხეულის


ყოველმხრივი სრულყოფა და გამაგრება ფიზიკური ვარჯიშის საშუალებით.

ფიზიოგნომიკა [ბერძ. Physiognomike < პჰყსის ბუნება, ბუნებრივი მონაცემები


და გნЅმონიკოს შორსმჭვრეტელი, გამჭრიახი] – ძველ ეპოქებში (ძველ
აღმოსავლეთში, ანტიკურ ხანაში, შუა საუკუნეებში): მოძღვრება ადამიანის (და
ცხოველის) გარეგნულ შესახედაობასა და მის ხასიათს შორის აუცილებელი
კავშირის არსებობის შესახებ.

ფიზიოთერაპევტ-ი - ფიზიოთერაპიის სპეციალისტი ექიმი.


ფიზიოთერაპია [ბერძ. Physis ბუნება და therapeia მკურნალობა] – ფიზიკური,
ბუნებრივი საშუალებებით (ჰაერით, წყლით, ელექტრობით და სხვ.) მკურნალობა.

ფიზიოკრატებ-ი [ფრანგ. Physiocrates < ბერძ. physis ბუნება და kratos ძალა,


ხელისუფლება, ბატონობა] – მე-18 ს.-ის მეორე ნახევრის ფრანგი ბურჟუაზიული
ეკონომისტები, რომლებსაც მიწა და მიწათმოქმედება მიაჩნდათ ქვეყნის
სიმდიდრის ერთადერთ წყაროდ.

ფიზიოლოგ-ი - ფიზიოლოგიის სპეციალისტი.

ფიზიოლოგია [ბერძ. Physis ბუნება და logos მოძღვრება] – 1. მეცნიერება,


რომელიც სწავლობს ცოცხალი ორგანიზმისა და მისი ნაწილების სასიცოცხლო
ფუნქციებს, მოქმედებას. 2. ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესები.

ფიზიოლოგიურ-ი - 1. ფიზიოლოგიასთან დაკავშირებული. ფიზიოლოგიური


ხსნარი - 0,9%-იანი მარილის ხსნარი, რომელიც თავისი თვისებებით სისხლის
პლაზმას უახლოვდება. 2. (გადატ.). ავხორცული, თავშეუკავებელი.

ფიზიონომია [ფრანგ. Physionomie < ბერძ.] – ადამიანის პირისახე; სახის


გამომეტყველება.

ფიზკულტურა - ფიზიკური კულტურა (იხ. ფიზიკური).

-ფიკაცია [< ლათ. Facio ვაკეთებ] – რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი


ნაწილი; ნიშნავს კეთებას, მოწყობას. მაგ., ელექტრიფიკაცია. გაზიფიკაცია.

ფიკომიცეტებ-ი [ბერძ. Phykos წყალმცენარე და mykes (myketos) სოკო] –


უდაბლესი სოკოების კლასი; აქვთ კარგად განვითარებული მრავალბირთვული
მიცელიუმი, რომელიც დანაწევრებული არ არის უჯრედებად; იყოფიან
ოომიცეტებად და ზიგომიცეტებად.

ფიკუს-ი [ლათ. Ficus] – ოთახის მარადმწვანე დეკორატიული ხე; აქვს სქელი,


ტყავისებრი ფოთოლი.

ფილ- და -ფილ-ი [< ბერძ. Phileo მიყვარს] – რთული სიტყვის პირველი ან


ბოლო შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს ვისიმე, რისამე მოსიყვარულეს, მეგობარს.
მაგ., ფილატელია. ფილანთროპი. ბიბლიოფილი.

ფილანთროპ-ი [ბერძ. Philanthropos] – ქველმოქმედი, მოწყალე, კაცთმოყვარე.

ფილანთროპია [ბერძ. Philanthropia] – ქველმოქმედება, მოწყალება,


კაცთმოყვარეობა.

ფილარმონია [ბერძ. Phileo მიყვარს და harmonia ჰარმონია] – საზოგადოება ან


დაწესებულება, რომელიც აწყობს კონცერტებს და ეწევა მუსიკალური ხელოვნების
პროპაგანდას.

ფილატელია და ფილატელიზმი [ბერძ. Phileo მიყვარს და ateleia


გადასახადისაგან განთავისუფლება] – საფოსტო მარკების შეგროვება, მათი
კოლექციების შედგენა.
ფილატელისტ-ი - პირი, რომელიც ფილატელიას მისდევს.

ფილდეკოს-ი [ფრანგ. Fil dekcosse შოტლანდიური ძაფი] – ბამბის ნართი,


რომელიც აბრეშუმს ჰგავს; მისგან ქსოვენ ტრიკოტაჟს.

ფილდეპერს-ი [ფრანგ. Fil de Perse სპარსული ძაფი] – უმაღლესი ხარისხის


ფილდეკოსი.

ფილე1 [ფრანგ. Filet] – 1. ფრინველის ხორცის ან თევზის ნაჭერი, რომელსაც


ძვლები აქვს გამოცლილი. 2. სუკი.

ფილე2 [ბერძ. Phyle] – ძველ საბერძნეთში: ტომი, რომელიც სამი


ფრატრიისაგან (იხ. ფრატრია) შედგებოდა.

ფილე3 [ფრანგ. Filet] – ბადეზე ნაქარგი; ბადისებური ნაქსოვი.

ფილემონ და ბავკიდე [ბერძ. Philemon, Baukis (Baukidos)] – ბერძნულ


მითოლოგიაში: მოსიყვარულე ცოლ-ქმარი, რომელმაც გულღიად მიიღო მოხუც
მგზავრებად ქცეული ზევსი და ჰერმესი; ამისათვის ღმერთებმა ფ. და ბ.
გადაარჩინეს წარღვნას, მიანიჭეს მათ დღეგრძელობა და ბოლოს ერთდროულად
სიკვდილის შესაძლებლობა.

ფილერ-ი [ფრანგ. Fileur] – (მოძვ.). პოლიციის აგენტი.

-ფილია [< ბერძ. Philia სიყვარული, მეგობრობა] – რთული სიტყვის ბოლო


შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს ვისიმე, რისამე სიყვარულს, რამესადმი
მიდრეკილებას. მაგ., ჰიდროფილია.

ფილიალ-ი [ლათ. Filialis ვაჟიშვილისა] – რაიმე დაწესებულების ან


ორგანიზაციის განყოფილება, რომელიც მოთავსებულია სხვაგან და აქვს
ერთგვარი დამოუკიდებლობა.

ფილიაცია [ფრანგ. Filiation] – (წიგნ.). რისამე განვითარება


თანამიმდევრულად. მაგ., იდეათა ფილიაცია.

ფილიგრან-ი [ფრანგ. Filigrane] – 1. ოქროს, ვერცხლისა და მისთ.


მავთულისაგან გაკეთებული საოქრომჭედლო ნაკეთობა, რაც თავისი
ხლართულობით მაქმანს მოგვაგონებს. 2. ჭვირნიშანი; ჭვირნიშნიანი ქაღალდი.

ფილიგრანოლოგია [ფრანგ. Filigrane ჭვირნიშანი და ბერძ. logos მოძღვრება]


– პალეოგრაფიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ქაღალდზე შესრულებული
წერილობითი ძეგლების დაწერის თარიღს.

ფილიგრანულ-ი - ფილიგრანის ხასიათისა; მეტისმეტად სუფთად, ფაქიზად


ნაკეთები.

ფილიპიკა - მკაცრი, მამხილებელი სიტყვა, გამოსვლა ვისიმე წინააღმდეგ


[ძველი ბერძენი ორატორის - დემოსთენეს სიტყვების სახელწოდების -
პჰილიპპიკა-ს მიხედვით, რომლებიც მიმართული იყო მეფე ფილიპე
მაკედონელის წინააღმდეგ] –.
ფილისტერ-ი [გერმ. Philister] – შეზღუდული გონებისა და ფარისევლური
ქცევის ადამიანი, რომლის ინტერესები შემოფარგლულია ყოველდღიური
წვრილმანებით; მეშჩანი, ობივატელი.

ფილმ-ი [ინგლ. Film] – იგივეა, რაც კინოფილმი.

ფილმოგრაფია [ფილმი და ბერძ. grapho ვწერ] – კინოფილმების აღწერა


დამდგმელებისა და მონაწილე მსახიობების ჩამოთვლით, აგრეთვე
კინოსტუდიისა და გამოშვების წლების ჩვენებით.

ფილმოთეკა [ფილმი და ბერძ. theke საცავი] – კინოფილმების საცავი;


ფილმსაცავი.

ფილმოსკოპ-ი [ინგლ. Folm ფილმი და ბერძ. skopeo ვუყურებ] – აპარატი


დიაფილმის უძრავი გამოსახულების გასასინჯად.

ფილმ-სუპერგიგანტ-ი - იხ. სუპერგიგანტი (მნიშვ. 2), სუპერფილმი.

ფილოგენეზ-ი და ფილოგენეზისი [ბერძ. Phylon გვარი, ტომი და genesis


წარმოშობა] – (ბიოლ.). ორგანული სამყაროს (მცენარეთა, ცხოველთა ან მათი
ცალკეული ჯგუფების) განვითარების პროცესი.

ფილოგენია [ბერძ. Phylon გვარი, ტომი და genos დაბადება, წარმოშობა] –


იგივეა, რაც ფილოგენეზი.

ფილოდენდრონ-ი [ბერძ. Philos მეგობარი და dendron ხე] – ტროპიკული


მარადმწვანე ხვიარა ბუჩქი ან ხე; დეკორატიული მცენარეა.

ფილოკარტია [ბერძ. Phileo მიყვარს და გერმ. Karte ბარათი] –


კოლექციონერობის სახეობა - ღია ბარათების შეგროვება.

ფილოკარტისტ-ი - პირი, რომელიც ღია ბარათებს აგროვებს.

ფილოლოგ-ი - ფილოლოგიის სპეციალისტი.

ფილოლოგია [ბერძ. Phileo მიყვარს და logos სიტყვა] – იმ მეცნიერებათა


ერთობლიობა, რომლებიც სწავლობენ რომელიმე ხალხის ენასა და
ლიტერატურას.

ფილოსოფია [ბერძ. Philosophia] – 1. მეცნიერება ბუნების, ადამიანთა


საზოგადოებისა და აზროვნების განვითარების უზოგადესი კანონების შესახებ. 2.
ვისიმე ფილოსოფიური მოძღვრება. მაგ., ჰეგელის ფილოსოფია. 3. თეორიული
პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს რაიმე მეცნიერებას. მაგ., მათემატიკის
ფილოსოფია. 4. ირონიით იტყვიან განყენებულ საკითხებზე მაღალფარდოვანი
მსჯელობის შესახებ.

ფილოსოფოს-ი [ბერძ. Philosophos] – 1. ფილოსოფიის სპეციალისტი; ამა თუ იმ


ფილოსოფიური სისტემის შემქმნელი. 2. ირონიით იტყვიან ადამიანზე, რომელსაც
უყვარს მაღალფარდოვანი მსჯელობა განყენებულ საკითხებზე.
ფილოფონია [ბერძ. Phileo მიყვარს და Phone ბგერა] – კოლექციონერობის
სახეობა - მუსიკალური ფირფიტების შეგროვება.

ფილოფონისტ-ი - პირი, რომელიც ფილოფონიას მისდევს; მუსიკის


მოყვარული.

ფილოფორა [ლათ. Phyllophora] – ზღვის წითელი წყალმცენარეები


ერთგვარი.

ფილოქსერა [ბერძ. პჰყლლონ ფოთოლი და ხდროს გამხმარი] – ვაზის


მავნებელი მწერი.

ფილტრ-ი [ფრანგ. Filtre] – 1. ხელსაწყო ან ნივთიერება, რომელში


გატარებითაც წმენდენ სითხეებს ან გაზებს მინარევებისაგან (მყარი
ნაწილაკებისაგან და მისთ.). 2. ხელსაწყო რაიმე სხივების, დენების და მისთ.
შესაკავებლად ან შესასუსტებლად.

ფილტრატ-ი [ფრანგ. Filtrat] – 1. ფილტრში გატარებული სითხე. 2.


მდინარიდან მიწის ქვეშ გასული და გაფილტრული, დასალევად ვარგისი წყალი;
ფშა, ფშანი. მაგ., არაგვის ფილტრატები.

ფილტრაცია [ფრანგ. Filtration] – 1. ფილტრში გატარებით გაწმენდა (სითხისა,


გაზისა). 2. სითხის გაჟონვა ფოროვან გარემოში (მაგ., ჯებირში ან არხის კედელში).

ფილუმენია და ფილუმენისტიკა [ბერძ. Phileo მიყვარს და ლათ. lumen


სინათლე; ცეცხლი] – ასანთის კოლოფის ეტიკეტების კოლექციის შეგროვება.

ფილუმენისტ-ი - პირი, რომელიც ფილუმენიას მისდევს.

ფინალ-ი [იტალ. Finale] – 1. სპორტულ შეჯიბრებათა დასკვნითი ნაწილი,


რომელშიც ერთმანეთს ეცილებიან წინა შეხვედრებში (...მეოთხედფინალში,
ნახევარფინალში) გამარჯვებული გუნდები ან ცალკეული სპორტსმენები პირველი
ადგილის მოსაპოვებლად. 2. მუსიკალური, თეატრალური ან ლიტერატურული
ნაწარმოების დასკვნითი ნაწილი. 3. საერთოდ, რისამე ბოლო, დასასრული.

ფინალისტ-ი - (სპორტ.). ფინალის (მნიშვ. 1) მონაწილე.

ფინალურ-ი - დასკვნითი, საბოლოო (იხ. ფინალი).

ფინანსებ-ი [ფრანგ. Finance] – 1. ფულადი სახსრები, როგორც სახალხო-


სამეურნეო ბრუნვის ელემენტი. 2. (საუბ.). ფული.

ფინანსისტ-ი - 1. საფინანსო საქმეების სპეციალისტი. 2. კაპიტალისტი,


რომელიც მსხვილ ფულად ოპერაციებს აწარმოებს; ბანკირი.

ფინვალ-ი - ვეშაპის სახეობა (სხვანაირად: ქაშაყისებური ვეშაპი).

ფინიკ-ი [ბერძ. Phoinix (Phoinikos)] – ფინიკის პალმის ნაყოფი; ინდისხურმა.


ფინიკის პალმა - პალმა, რომელსაც აქვს დიდი ფრთისებრი ფოთლები; ისხამს
უწვნო ტკბილ, ყუათიან ნაყოფს.
ფინიმეტრ-ი [ლათ. Finis ზღვარი, საზღვარი და ბერძ. მეტრეЅ ვზომავ] –
მანომეტრი, რომელიც გვიჩვენებს აირის რაოდენობას და წნევას ჟანგბადის და
სხვა ბალონებში.

ფინიტიზმ-ი [< ლათ. Finitus ბოლო, საბოლოო] – მათემატიკის თანამედროვე


ფილოსოფიაში: იდეალისტური მიმართულება, რომელიც უარყოფს უსასრულოს
შეცნობის შესაძლებლობას (მატერიალისტური მიმართულების საწინააღმდეგოდ).

ფინიშ-ი [ინგლ. Finish] – 1. შეჯიბრების ბოლო ნაწილი (სირბილში, დოღში,


ცურვაში და მისთ.). 2. პუნქტი, ხაზი, სადაც ასეთი შეჯიბრება მთავრდება (შდრ.
სტარტი).

ფინტ-ი [ინგლ. Feint] – (სპორტ.). ფეხბურთში: ცრუ მოძრაობა.

ფიორდ-ი [ნორვეგ. Fjord] – ზღვის ვიწრო ყურე, რომელიც ხმელეთში ღრმად


არის შეჭრილი; ჩვეულებრივ აქვს მაღალი, ციცაბო, კლდოვანი ნაპირები.

ფიორიტურა [იტალ. Fioritura] – (მუს.). მელოდიის შემამკობელი ნოტები,


ორნამენტული შელამაზება.

ფირმა [იტალ. Firma] – იურიდიული პირის უფლების მქონე სავაჭრო ან


სამრეწველო საწარმო, რომლის მარკითაც იყიდება საქონელი ან გამოდის
ნაწარმი.

ფირმან-ი [სპარს. Firman] – ირანის შაჰის, ძველი თურქეთის (ოსმალეთის)


სულთნის და ზოგი სხვა მაჰმადიანური ქვეყნის მმართველის ბრძანებულება .

ფირნ-ი [გერმ. Firn] – მსხვილმარცვლოვანი მკვრივი თოვლი, რომელიც


გროვდება მთიანი რაიონების ჩავარდნილ ადგილებში მიჯნის ზევით) და
პოლარულ ქვეყნებში; წარმოადგენს გარდამავალ სტადიას თოვლსა და ყინულს
შორის.

ფისკ-ი [ლათ. Fiscus] – (წიგნ.). სახელმწიფო ხაზინა.

ფისკალ-ი [ლათ. Fiscalis სახაზინო] – (მოძვ.). მაბეზღარა, ჯაშუში.

ფისკალურ-ი - (წიგნ.). რაც ფისკის ინტერესებს ეხება; სახაზინო.

ფისტონ-ი [ფრანგ. Piston] – 1. ლითონის ფინჯანი, რომელშიც ცოტაოდენი


მგრძნობიარე ფეთქებადი ნივთიერებაა; იყენებენ ვაზნაში თოფისწამლის მუხტის
ასაალებლად. 2. ზოგი სასულე მუსიკალური საკრავის ნაწილი - სარქველი,
რომელიც ფარავს ბგერის გამომცემ ნახვრეტს.

ფისტულა [ლათ. Fistula] – (მედიც.). რომელიმე შინაგანი ორგანოდან გარეთ


გამომავალი მილი (ბუნებრივი ან ხელოვნური). 2. იგივეა, რაც ფალცეტი.

ფისჰარმონია [გერმ. Fisharmonium] – კლავიშებიანი და საბერვლიანი მომცრო


საკრავი, რომელიც გარეგნულად პიანინოს ჰგავს; გამოსცემს ორგანისებურ ხმებს .

-ფიტ-ი [< ბერძ. Phyton მცენარე] – რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი


ნაწილი; ნიშნავს მცენარეს. მაგ., გეოფიტი. ქსეროფიტი.
ფიტინ-ი [< ბერძ. Phyton მცენარე] – ფოსფორის ორგანული ნაერთი,
რომელსაც შეიცავს ბევრი მცენარე; იყენებენ ნერვული სისტემის დაავადებათა
დროს, აგრეთვე ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის გასაძლიერებლად.

ფიტინგ-ი [ინგლ. Fitting] – (ტექ.). მილსადენის შემაერთებელი ნაწილი;


აყენებენ მილსადენის განშტოების, მოხვევის, სხვა დიამეტრზე გადასვლის
ადგილებში და სხვ.

ფიტო- [< ბერძ. Phyton მცენარე] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი


ნაწილი, რომელიც აღნიშნავს მცენარეს. მაგ., ფიტოგეოგრაფია.
ფიტოპათოლოგია.

ფიტობენთოს-ი [ბერძ. Phyton მცენარე და benthos (იხ. ბენთოსი)] –


ერთობლიობა მცენარეული ორგანიზმებისა, რომლებიც ბინადრობენ ზღვისა და
მტკნარი წყალსატევების ფსკერზე.

ფიტოგეოგრაფია [ბერძ. Phyton მცენარე და გეოგრაფია] – ბოტანიკისა და


გეოგრაფიის ნაწილი; შეისწავლის მცენარეთა გავრცელებას დედამიწის ზურგზე
(სხვანაირად: მცენარეთა გეოგრაფია).

ფიტონციდებ-ი [ბერძ. Phyton მცენარე და ლათ. caedo ვკლავ] – აქროლადი


დამცავი ნივთიერებანი, რომლებსაც გამოყოფენ უმაღლესი მცენარეები და
რომლებიც თრგუნავენ ბაქტერიების, სოკოებისა და უმარტივესთა ზრდას (ფ.-ს
შეიცავს, მაგ., ხახვი, ნიორი, პირშუშხა).

ფიტოპათოლოგია - მეცნიერება მცენარეების დაავადებათა შესახებ.

ფიტოპალეონტოლოგია - იგივეა, რაც პალეობოტანიკა.

ფიტოპლანქტონ-ი [ბერძ. Phyton მცენარე და planktos (იხ. პლანქტონი)] –


მცენარეული პლანქტონი.

ფიტოფაგ-ი [ბერძ. Phyton მცენარე და phagos მჭამელი] – მცენარეულის


მჭამელი ცხოველი, მწერი.

ფიტოფთორა [ბერძ. Phyton მცენარე და phthora დაღუპვა, მოსპობა] – 1. სოკო,


რომელიც პარაზიტობს სხვადასხვა მცენარეზე. 2. კარტოფილის დაავადება,
რომელსაც ეს სოკო იწვევს.

ფიტოცენოზ-ი [ბერძ. Phytos მცენარე და koinos საერთო] – ისეთი მცენარეების


ერთობლიობა, რომლებიც ერთად იზრდებიან და მჭიდრო დამოკიდებულება აქვთ
როგორც ერთმანეთთან, ისე გარემო პირობებთან; მცენარეული
თანასაზოგადოება.

ფიტოცენოლოგია [ფიტოცენოზი და ბერძ. logos მოძღვრება] – ბოტანიკის


ნაწილი, რომელიც ფიტოცენოზებს სწავლობს (სხვანაირად: გეობოტანიკა).

ფიუზელაჟ-ი [ფრანგ. Fuselage] – თვითმფრინავის კორპუსი.

ფიულკე [ნორვეგ. Fylke] – ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული


ნორვეგიაში.
ფიურერ-ი [გერმ. Führer ბელადი] – ასე უწოდებდნენ ფაშისტურ გერმანიაში
ნაცისტების მეთაურს - ჰიტლერს.

ფიურსტ-ი [გერმ. Fürst თავადი, მთავარი] – პატარა სახელმწიფოს -


ლიხტენშტაინის მთავრობის მეთაურის ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი.

ფიფა [ფრანგ. FIFA (შემოკლ.). < Fédération Internationale de Football Association] –


ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია; დაარსდა 1904 წელს პარიზში; ამჟამად
მისი შტაბ-ბინა ციურიხშია (შვეიცარიაში).

ფიქს-ი [ლათ. Fixus მტკიცე, უძრავი, უცვლელი] – 1. საქონლის დადგენილი


ფასი. 2. ზუსტად განსაზღვრული თანხა რაიმე სახის სამუშაოს ანაზღაურებისა,
გასამრჯელოსი.

ფიქსაჟ-ი [ლათ. Fixage] – ქიმიური ხსნარი, რომელშიც ავლებენ


გამჟღავნებულ ფოტოგრაფიულ მასალას (ფირს, ფირფიტებს, ქაღალდს)
გამოსახულების დასამაგრებლად; სამაგრი.

ფიქსატივ-ი [ფრანგ. Fixatif] – ეთერში, სპირტში ან ბენზინში გახსნილი უფერო


ფისი, რომელსაც ნახშირით, ფანქრით და მისთ. შესრულებული ნახატის ზედაპირს
უსვამენ გაფუჭებისაგან დასაცავად.

ფიქსატუარ-ი [ფრანგ. Fixatoir] – თმის პომადა მამაკაცის


ვარცხნილობისათვის სიგლუვისა და სასურველი ფორმის მისაცემად.

ფიქსაცია [ფრანგ. Fixation] – და ფიქსირება - 1. აღნიშვნა, რეგისტრირება,


ჩაწერა (ან ჩახატვა) რისამე. 3. რისამე დამაგრება გარკვეულ მდგომარეობაში. 4.
(ფოტოგრ.). ფიქსაჟით დამუშავება.

ფიქტიურ-ი - იხ. ფიქციური.

ფიქცია [ლათ. Fictio] – 1. მოგონილი, შეთხზული რამ. 2. სინამდვილის


შეუფერებელი, გამოგონილი მდგომარეობა, რომელსაც რაიმე მიზნით იყენებენ ,
როგორც ნამდვილს.

ფიქციონალიზმ-ი [< ლათ. Fictio მონაგონი, შეთხზული რამ, ფიქცია] –


სუბიექტურ-იდეალისტური ფილოსოფიური კონცეფცია; ადამიანის შემეცნება
მიაჩნია ფიქციათა სისტემად, რომლებიც პრაქტიკულად გამართლებულია,
მაგრამ არა აქვს თეორიული მნიშვნელობა; ახლოსაა პრაგმატიზმთან.

ფიქციურ-ი - რაც ფიქციას წარმოადგენს; არანამდვილი, ყალბი,


მოსაჩვენებელი, ფიქციური კაპიტალი - კაპიტალი, რომელიც არსებობს
გარკვეული შემოსავლის მომცემი ფასიანი ქაღალდების (აქციების,
ობლიგაციების და მისთ.) სახით.

ფიჯინ-ი - (უმართებ.). იხ. პიჯინი.

ფლაგმან-ი [ჰოლანდ. Vlagman] – 1. სამხედრო გემების დიდი შენაერთის


(ესკადრის, დივიზიის, რაზმის) სარდალი. 2. დიდი გემი, რომელზედაც იმყოფება
ესკადრის ან რაიმე სხვა შენაერთის სარდალი; აგრეთვე ყველაზე დიდი და
საუკეთესო გემი რომელიმე ზღვაში, ნაოსნობაში და სხვ. ფლაგმანის (ან
საფლაგმანო) გემი - იგივეა, რაც ფლაგმანი (მნიშვ. 2). 3. გადატანით იტყვიან დიდ
სამგზავრო თვითმფრინავზე.

ფლაგშტოკ-ი [ჰოლანდ. Vlaggenstok] – ალმის აღსამართავი ლატანი (გემზე,


შენობაზე და სხვ.).

ფლაიერ-ი [ინგლ. Flier ჩორთმავალი ცხენი] – სადოღე ცხენი, რომელიც დიდ


სიმარდეს იჩენს მოკლე დისტანციებზე.

ფლაკონ-ი [ფრანგ. Flacon] – პატარა შუშა, ჭურჭელი სუნამოსი,


ოდეკოლონისა და სხვ.

ფლამინგო [პორტუგ. Flamingo] – წყლის დიდი ფრინველი, რომელსაც აქვს


მოვარდისფრო თეთრი ბუმბული, გრძელი კისერი და გრძელი ფეხები;
გავრცელებულია ტროპიკებსა და სუბტროპიკებში.

ფლანგ-ი [ფრანგ. Flanc] – 1. მარჯვენა ან მარცხენა მხარე მწკრივისა,


მწყობრისა, ფრონტისა, ჯარის განლაგებისა. 2. საერთოდ, რისამე მხარე (მარჯვენა
ან მარცხენა). მაგ., ჭადრაკში: მეფის (ლაზიერის) ფლანგი.

ფლანელ-ი [ფრანგ. Flanelle] – ტილოს მსგავსად ნაქსოვი ბამბის ან მატყლის


რბილი, ხაოიანი ქსოვილი.

ფლაჟოლეტ-ი [ფრანგ. Flageolet] – 1. სასულე საკრავი, ფლეიტის მსგავსი. 2. ამ


საკრავის ტემბრის მქონე (მსტვენი) ბგერა, რომელსაც გამოსცემს სიმებიანი
(უპირატესად ხემიანი) საკრავი სიმის გარკვეულ წერტილებში თითების ოდნავ
შეხებისას.

ფლატერ-ი [ინგლ. Flutter] – თვითმფრინავის ფრთის ან კუდის


ფრთაასხმულობის ვიბრაცია, რომელიც თავისით წარმოიქმნება; ზოგჯერ იწვევს
ფრთის (ფრთაასხმულობის) დაშლას და თვითმფრინავის ავარიას.

ფლებიტ-ი [< ბერძ. Phleps (Phlebos) ძარღვი, ვენა] – (მედიც.). ვენის ანთება.

ფლეგმა [ბერძ. Phlegma ლორწო, სისველე] – 1. მეტისმეტი გულგრილობა,


აუღელვებლობა. 2. (საუბ.). იტყვიან ფლეგმატურ ადამიანზე.

ფლეგმატიკოს-ი [ბერძ. Phlegmatikos] – ფლეგმატური ადამიანი.

ფლეგმატურ-ი - გულგრილი, უსიცოცხლო, აუღელვებელი.

ფლეგმონა [ბერძ. Phlegmone ანთება] – (მედიც.). კანქვეშა ან კუნთებშორისი


უჯრედისის ჩირქოვანი ანთება.

ფლეიტა [რუს. Флейта < იტალ. Flauto] – მაღალი ტონის მქონე ხის ჩასაბერი
საკრავი, რომელიც წარმოადგენს თვლებიან და სარქვლებიან სწორ მილს.

ფლეიტისტ-ი - ფლეიტის დამკვრელი მუსიკოსი.


ფლერდორანჟ-ი [ფრანგ. Fleur dkorange] – ნარინჯის თეთრი ყვავილი; ასეთი
ხელოვნური ყვავილი (ძველად იყენებდნენ პატარძლის საქორწილოდ
მორთვისათვის).

ფლექსატონ-ი [გერმ. Flexaton] – სარტყმელი მუსიკალური საკრავი; შედგება


ფოლადის მოქნილი ფირფიტისა და მოქნილი ფეხების მქონე ორი
ბურთულისაგან, რომლებიც მიმაგრებულია ამ ფირფიტის ერთ ბოლოზე.

ფლექსია [ლათ. Flexio გაღუნვა] – (ლინგვ.). 1. ბრუნებასა და უღვლილებაში:


სიტყვის ფორმის ცვლა ფუძესთან მჭიდროდ დაკავშირებული აფიქსების
საშუალებით ან ფუძისეულ ბგერათა ცვლით. 2. ბრუნება-უღვლილების
ფორმანტები.

ფლეშ-ი [ფრანგ. Fleche] – (მოძვ., სამხ.). საველე სიმაგრე ბლაგვი კუთხის


ფორმისა. მაგ., ცნობილია «ბაგრატიონის ფლეშები» ბოროდინოს ბრძოლაში
(1812 წ.).

ფლიბუსტიერ-ი [ფრანგ. Flibustier] – მე-17-18 სს.-ში: ზღვის ყაჩაღი, მეკობრე


(ან კონტრაბანდისტი).

ფლიგელ-ი [გერმ. Fligel] – სახლის გვერდზე მიშენებული ან დიდი სახლის


ეზოში დადგმული პატარა საცხოვრებელი შენობა.

ფლიგელ-ადიუტანტ-ი [გერმ. Fligel-adjutant] – მეფის რუსეთში: არმიის


სარდლის დავალებათა შემსრულებელი ოფიცრის ან მეფის ამალის ოფიცრის
ჩინი; ამ ჩინის მქონე ოფიცერი.

ფლინტ-ი და ფლინტგლას-ი [გერმ. Flint და Flintglas] – ერთგვარი ოპტიკური


მინა, რომელიც შეიცავს ტყვიას; ახასიათებს სინათლის გარდატეხის დიდი
კოეფიციენტი; იყენებენ სხვადასხვა ოპტიკური დეტალის, რთული ობიექტივების
დასამზადებლად და სხვ.

ფლირტ-ი [ინგლ. Flirt] – მსუბუქი ტრფიალი, არშიყობა.

ფლიუგერ-ი - იხ. ფლუგერი.

ფლოგისტონ-ი [< ბერძ. Phlogistos საწვავი] – მე-18 ს.-ში: ქიმიაში


გაბატონებული წარმოდგენით: «ცეცხლოვანი მატერია», რომელსაც ვითომდა
შეიცავდა ყველა საწვავი ნივთიერება და რომელიც გამოიყოფოდა წვის დროს;
მე-18 ს.-ის ბოლოს ეს მცდარი ჰიპოთეზა უარყოფილ იქნა და მისი ადგილი
დაიკავა წვის ჟანგბადოვანმა თეორიამ.

ფლოგოპიტ-ი [< ბერძ. Phlogopos ცეცხლისფერი] – მინერალი ქარსების


ჯგუფისა; შეიცავს ფთორს; იყენებენ ელექტროტექნიკაში (საიზოლაციოდ).

ფლომასტერ-ი [ინგლ. Flowmaster] – ხელსაწყო საწერად, სახატავად,


სახაზავად; კორპუსის შიგნით მოთავსებულია სპეციალური ფერადი მელნით
გაჯერებული ე. მიერთებულია ფოროვანი ღერო, რომლიდანაც ქაღალდზე და
მისთანებზე შეხებისას თანაბრად გამოდის მელანი.
ფლორა - 1. რაიმე ადგილის ან გეოლოგიური პერიოდის მცენარეთა ყველა
სახეობის ერთობლიობა; მცენარეთა სამყარო [ყვავილების, გაზაფხულისა და
სიყმაწვილის რომაული ქალღმერთის Flora-ს სახელის მიხედვით] –. 2. (გადატ.,
მედიც.). ერთობლიობა მიკროორგანიზმებისა, რომლებიც ცხოვრობენ ადამიანის
ან ცხოველის ორგანიზმის ღრუებში, ჭრილობაში. მაგ., ნაწლავების ფ.

ფლორეალ-ი [ფრანგ. Floräal < ლათ. Flos (Floris) ყვავილი] – (ისტ.).


საფრანგეთის რესპუბლიკური კალენდრის მიხედვით: წლის მერვე თვე (20 - 21
აპრილიდან 19 - 20 მაისამდე); კალენდარი მიიღო კონვენტმა 1793 წ. და
მოქმედებდა იგი 1806 წ.-მდე.

ფლორინ-ი [იტალ. Florino] – 1. ძველებური ფლორენციული ოქროს ან


ვერცხლის ფული. 2. ნიდერლანდის თანამედროვე ფულის ერთეული; გულდენი.

ფლორისტ-ი - ფლორისტიკის სპეციალისტი.

ფლორისტიკა [< ლათ. Flora (იხ. ფლორა)] – ბოტანიკის ნაწილი, რომელიც


შეისწავლის და აღწერს მთელი დედამიწის ზურგზე ან მის ნაწილებში არსებულ
მცენარეთა სახეების (ფლორის) ერთობლიობას.

ფლოტ-ი [ჰოლანდ. Vloot] – ყველა გემის ერთობლიობა (ტიპის,


კუთვნილების, ნაოსნობის რაიონის და მისთ. მიხედვით). მაგ., სამხედრო ფლოტი.
სავაჭრო ფლოტი. შავი ზღვის ფლოტი. საჰაერო ფლოტი - თვითმფრინავებისა და
სხვა საფრენი აპარატების ერთობლიობა; ავიაცია.

ფლოტაცია [ფრანგ. Flottation] – ლითონის მადნის გამდიდრების ერთ-ერთი


წესი.

ფლოტილია [ფრანგ. Flottille] – 1. რომელიმე წყლის აუზში არსებული


სამხედრო გემების ერთობლიობა. 2. სპეციალური დანიშნულების გემების რაზმი.

ფლოქს-ი [< ბერძ. Flox (ცეცხლის) ალი] – ბაღის დეკორატიული მცენარე


ერთგვარი; აქვს სხვადასხვა ფერის ლამაზი ყვავილები.

ფლუგერ-ი [გერმ. Flügel (ჰოლანდ. Vleugel) ფრთა] – მეტეოროლოგიური


ხელსაწყო, რომელიც უჩვენებს ქარის მიმართულებასა და სიჩქარეს;
წარმოადგენს ანძაზე, ლატანზე დამაგრებულ თავისუფლად მოძრავ ფირფიტას ,
ისარს და მისთ.

ფლუიდ-ი [ლათ. Fluidus დენადი] – 1. სითხე; სითხის გამოდენა. 2. ჰიპოთეზური


უფაქიზესი სითხე, რომლითაც მე-18 ს.-მდე ცდილობდნენ აეხსნათ სითბოს,
მაგნეტიზმის, ელექტრობის მოვლენები. 3. სპირიტების წარმოდგენით: რაღაც
«ფსიქიკური დენი», რომელსაც თითქოს გამოასხივებს ადამიანის სხეული.

ფლუორესცენცია [ლათ. Fluor ნაკადი და escentia (სუსტი მოქმედების


აღმნიშვნელი სუფიქსი)] – (ფიზ.). ლუმინესცენცია (იხ.), რომელიც გაღიზიანების
(განათების) შეწყვეტის შემდეგ ძალიან მალე ქრება.
ფლუორიტ-ი [< ლათ. Fluor დინება] – მინერალი, ე. წ. მლხობი შპატი,
ფთოროვანი კალციუმი; ფართო გამოყენება აქვს მეტალურგიაში, ქიმიურ
მრეწველობაში, კერამიკულ წარმოებაში, ოპტიკაში და სხვ.

ფლუოროგრაფია [ლათ. Fluor - ნაკადი და ბერძ. Grapho ვწერ] – ეკრანზე


მიღებული რენტგენის გამოსახულების გადაღება (ფოტოგრაფირება) ფირზე.

ფლუს-ი [გერმ. Fluß - 1. ძვლისაზრდელას ან ღრძილის ჩირქოვანი სიმსივნე,


რომელსაც იწვევს დაავადებული კბილი; თან სდევს ლოყის გასივება. 2.
მეტალურგიაში: ნივთიერება, რომელსაც უმატებენ მადანს დნობის
დასაჩქარებლად და წიდის წარმოსაქმნელად; მდნობი.

ფლუქსმეტრ-ი [ლათ. Flexus დინება და ბერძ. metreo ვზომავ] – ხელსაწყო


მაგნიტური ნაკადის გასაზომად.

ფლუქტუაცია [ლათ. Fluctuatio მერყეობა] – 1. (ფიზ.). რაიმე სიდიდის


შემთხვევითი გადახრა მისი საშუალო მნიშვნელობიდან. 2. (მედიც.). ლივლივის
შეგრძნება, რომელიც ჩნდება ღრუებში არსებული სითხის გროვაზე კაკუნის დროს .

ფობ-ი [ინგლ. Fob (შემოკლ.) < Free on board «თავისუფლად (გემის) ბორტზე»] –
(კომერც.). საზღვაო გადაზიდვისას: პირობა, რომლის თანახმადაც გამყიდველი
ვალდებულია მიიტანოს საქონელი ნავსადგურში და დატვირთოს მყიდველის
მიერ ნაჩვენებ გემზე.

-ფობ-ი [< ბერძ. Phobos შიში] – რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი;
ნიშნავს ვისიმე, რისამე მოძულეს, მტერს. მაგ., ანგლოფობი.

ფობია [< ბერძ. Phobos შიში] – (მედიც.). აკვიატებული შიში; ვითარდება ზოგი
ფსიქოზის დროს.

-ფობია [< ბერძ. Phobos შიში] – რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი;
ნიშნავს ვისიმე, რისამე სიძულვილს, ვისიმე, რისამე წინაშე შიშს. მაგ.,
ჰიდროფობია. კლაუსტროფობია.

ფობოს-ი - პლანეტა მარსის თანამგზავრი; აღმოაჩინა ამერიკელმა


ასტრონომმა ე. ჰოლმა 1877 წ.

ფოგტ-ი [გერმ. Vogt < გვიანდ. ლათ. Vocatus (ლათ. Advocatus) დამცველი,
რწმუნებული] – (ისტ.). კაროლინგების ფრანკთა სახელმწიფოში, ხოლო შემდეგ
შუა საუკუნეების გერმანიასა და საფრანგეთში: საერო თანამდებობის პირი,
რომელიც კათოლიკური ეკლესიის მიწებზე ასრულებდა სასამართლო, სახაზინო
და პოლიციურ ფუნქციებს.

ფოვიზმ-ი [ფრანგ. Faivos,e < Faive ველური, მტაცებელი] – ირონიული


სახელწოდება ერთ-ერთი ავანგარდისტული მიმდინარეობისა მე-20 ს.-ის
დასაწყისის ფრანგულ ფერწერაში.

ფოიე [ფრანგ. Foyer] – თეატრში, კინოში და მისთ.: დარბაზი, სადაც


იმყოფებიან მაყურებლები სანახაობის დაწყებამდე და ანტრაქტებში. სამსახიობო
ფოიე - თეატრში: ანტრაქტების დროს მსახიობთა დასასვენებელი ადგილი.
ფოიერვერკ-ი [გერმ. Feuerwerk] – ფერად-ფერადი შუშხუნების გაშვება.

ფოკ-ი [ჰოლანდ. Fok] – (ზღვ.). ქვედა სწორი იალქანი გემის წინა ანძაზე.

ფოკ-ანძა [ჰოლანდ. Fok (იხ. ფოკი)] – (ზღვ.). გემის წინა ანძა.

ფოკუს-ი1 [ლათ. Focus კერა] – 1. (ფიზ.). გარდატეხილი ან არეკლილი


სხივების გადაკვეთის წერტილი. 2. წერტილი, რომელშიც ფოტოგადაღების დროს
საგანი მაქსიმალურად მკაფიო გამოსახულებას იძლევა. 3. (მედიც.). ანთებითი
პროცესის კერა. 4. (მათემ.). მრუდებში: მუდმივი წერტილი, რომელსაც აქვს
განსაკუთრებული თვისებები ნებისმიერ წერტილებთან შეპირისპირებით. 5.
(გადატ.). რისამე შუაგული, ცენტრი.

ფოკუს-ი2 [< გერმ. Hokuspokus] – 1. მარჯვე ილეთი, ტრიუკი, რაც თვალს


ატყუებს და მაყურებლის განცვიფრებას იწვევს მოჩვენებითი ზებუნებრიობით;
დამყარებულია ხელის სიმარდეზე, მოქნილობაზე, რაიმე კანონზომიერების
ცოდნაზე. 2. ხრიკი, ფანდი, ოინი.

ფოკუს-მოკუს-ი (და არა: ფოკუს-პოკუსი) - (საუბ.). იგივეა, რაც ფოკუსი2.

ფოლ-ი [< ინგლ. Foul play უპატიოსნო თამაში] – (სპორტ.). 1. კალათბურთში:


პერსონალური შეცდომა. 2. ფეხბურთში: უხეში თამაში, აკრძალული ილეთი.

ფოლგა [პოლონ. Folga] – ლითონის სიფრიფანა ფურცელი, რომელსაც


იყენებენ კვების პროდუქტების შესაფუთავად, საამკინძაო საქმეში, სარკის
წარმოებაში და სხვ.; კილიტა.

ფოლვარკ-ი [პოლონ. Folwark < გერმ.] – პატარა კარ-მიდამო (პოლონეთში,


ბელორუსიაში, ლიტვასა და უკრაინის დასავლეთ ნაწილში).

ფოლიანტ-ი [გერმ. Foliant] – დიდი ფორმატის სქელი წიგნი (ჩვეულებრივ,


ძველი დროისა).

ფოლიკულ-ი [ლათ. Folliculus პარკი] – (ანატ.). ორგანიზმის სხვადასხვაგვარი


წარმონაქმნი პარკის ან ბუშტის სახისა. მაგ., საკვერცხის ფოლიკული.

ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკული.

ფოლიკულინ-ი - სამკურნალო პრეპარატი, რომელიც შეიცავს ქალის სასქესო


ჰორმონს.

ფოლიო [< ლათ. In folio ფურცელში] – 1. იგივეა, რაც ინ-ფოლიო. 2.


საბუხჰალტრო საანგარიშო წიგნის მარჯვენა და მარცხენა გვერდები, რომელთაც
ერთი და იგივე რიგითი ნომერი აქვს.

ფოლკეტინგ-ი [დან. Folketing] – დანიის პარლამენტი (1953 წლამდე -


პარლამენტის ქვედა პალატა).

ფოლკლორ-ი [ინგლ. Folk-lore] – 1. ხალხური ზეპირი შემოქმედება;


ზეპირსიტყვაობა (ზღაპრები, ლექსები, შაირები, ანდაზები, გამოცანები და სხვ .). 2.
იგივეა, რაც ფოლკლორისტიკა.
ფოლკლორისტ-ი - ფოლკლორის სპეციალისტი.

ფოლკლორისტიკა - მეცნიერება ფოლკლორის (მნიშვ. 1) შესახებ.

ფონ [გერმ. Von] – ნაწილაკი, რომელიც წინ ერთვის გერმანულ გვარებს და


მიუთითებს თავადაზნაურულ წარმოშობაზე.

ფონ-ი1 [ფრანგ. Fond] – 1. ძირითადი ფერი, ტონი, რომელზედაც იხატება


სურათი; ზედაპირი (მაგ., ქსოვილისა, ხალიჩისა), რომელზედაც გამოყვანილია
რაიმე სახე, ჭრილი. 2. რისამე (მაგ., შენობის, ქანდაკების) უკანა პლანი. 3.
(გადატ.). გარემო პირობები, გარემოცვა, სადაც რამე ხდება.

ფონ-ი2 [ბერძ. Phone ხმა, ბგერა] – (ფიზ.). ხმამაღლობის დონის ერთეული.


მაგ., დასაშვები ხმაური საცხოვრებელი ზონისათვის 40 - 50 ფონია. ტრამვაის
შეცვლა ტროლეიბუსით 10 ფონით ამცირებს ქუჩის ხმაურს. -ფონი - რთული
სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი, მნიშვნელობით შეესაბამება ხმას, ბგერას.
მაგ., ტელეფონი. მიკროფონი.

ფონაცია [ფრანგ. Plonation < ბერძ. Phone ბგერა] – სამეტყველო ბგერების


წარმოთქმა.

ფონდ-ი [ფრანგ. Fonds] – 1. რისამე მარაგი. მაგ., წიგნების ფონდი. საბინაო


ფონდი. 2. რაიმე მიზნისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრები. ოქროს ფონდი -
1) ზოდების ან მონეტების სახით არსებული ძვირფასი ლითონების (უპირატესად
ოქროს) მარაგი, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის. 2) იტყვიან განსაკუთრებით
ძვირფასი რისამე (ან ვისიმე) შესახებ. ლიტერატურული ფონდი (შემოკლ.:
ლიტფონდი) - ორგანიზაცია, რომელიც მატერიალურ დახმარებას უწევს
მწერლებს. საფონდო ბირჟა - იხ. ბირჟა.

ფონემა [ბერძ. Phonema] – (ლინგვ.). სამეტყველო ბგერა, როგორც ამა თუ იმ


ენის ფონეტიკური სისტემის შემადგენელი ბგერითი ერთეული.

ფონენდოსკოპ-ი [ბერძ. Phone ბგერა, endon შიგნით და skopeo ვუყურებ,


ვაკვირდები] – სამედიცინო ხელსაწყო გულისა და ფილტვების მოსასმენად.

ფონეტიკა [ბერძ. Phonetikos ბგერისა] – 1. ენათმეცნიერების ნაწილი,


რომელიც ენის ბგერით შედგენილობას სწავლობს. 2. ენის ბგერითი შედგენილბა.

ფონეტიკოს-ი და ფონეტისტ-ი - ფონეტიკის სპეციალისტი.

ფონო- [< ბერძ. Plone ხმა, ბგერა] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი
ნაწილი; მნიშვნელობით შეესაბამება ხმას, ბგერას. მაგ., ფონოგრაფი.
ფონომეტრი.

ფონოგრამა [ბერძ. Plone ბგერა და gramma ჩანაწერი] – ხმის, ბგერის ჩანაწერი


ფირზე, ფირფიტაზე და მისთ.

ფონოგრაფ-ი [ბერძ. Phone ბგერა და grapho ვწერ] – ხმის, ბგერის ჩასაწერი


(და ჩაწერილი ბგერის მოსასმენი) ძველებური აპარატი.
ფონოთეკა [ბერძ. Phone ხმა, ბგერა და theke საცავი] – ხმის ჩანაწერების
(ფონოგრამების) საცავი, არქივი.

ფონოთეკარ-ი - ფონოთეკის გამგე; ფონოთეკის მუშაკი.

ფონოლოგია [ბერძ. Phone ბგერა და logos მოძღვრება] – ენათმეცნიერების


ნაწილი, რომელიც სწავლობს ენის ფონემათა სისტემას.

ფონომეტრ-ი [ბერძ. Phone ბგერა და metreo ვზომავ] – ბგერის ძალის გასაზომი


ხელსაწყო.

ფონომორფოლოგია - (ლინგვ.). იგივეა, რაც მორფონოლოგია.

ფონოსკოპ-ი [ბერძ. Phone ბგერა და skopeo ვუყურებ] – ხელსაწყო


მეტყველების ფონეტიკურ თავისებურებათა, აგრეთვე მეტყველების დროს სახის
კუნთებისა და ტუჩების მოძრაობის შესასწავლად.

ფორ-ი [ბერძ. Poros] – 1. საოფლე ჯირკვლების წვრილი ნასვრეტი კანის


ზედაპირზე. 2. ნივთიერების ნაწილაკებს შორის არსებული სიცარიელე; სვრეტი.

ფორა1 [იტალ. Fora] –: ფორას მისცემს - რაიმე უპირატესობას მისცემს


თავისზე სუსტ მოწინააღმდეგეს (მაგ., ბილიარდში, ჭადრაკში, შაშში).

ფორა2 [< იტალ. Fuori] – (მოძვ.). იგივეა, რაც «ბის».

ფორდევინდ-ი [ჰოლანდ. Voordewind] – (ზღვ.). 1. ქარი, რომელიც ემთხვევა


გემის კურსს, უბერავს გემის კიჩოში. 2. გემის კურსი, რომელიც ემთხვევა ქარის
მიმართულებას.

ფორდეკ-ი [გერმ. Vordeck] – ეკიპაჟის (ეტლის, ავტომობილის) დასაკეც-


ასახდელი ზედი.

ფორეინ-ოფის-ი - იხ. ფორინ-ოფისი.

ფორეიტორ-ი [გერმ. Vorreiter] – (მოძვ.). წინა ცხენზე მჯდომი მეეტლე (ეტლში


ცხენების წალიკად, ერთიმეორის მიყოლებით შებმისას).

ფორვარდ-ი [ინგლ. Forward] – ფეხბურთის, ჰოკეის გუნდის წევრი, რომელიც


თავდასხმაში თამაშობს.

ფორზაც-ი [გერმ. Vorsatz] – ფურცელი, რომლის ერთი ნახევარი წიგნის


ყდაზეა შიგნიდან გამოკრული; ყდას აკავშირებს აკინძულ ფურცლებთან.

ფორინ-ოფის-ი [ინგლ. Foreign Office] – დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა


სამინისტროს სახელწოდება.

ფორინტ-ი - უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის ფულის ერთეული.

ფორმა [ლათ. Forma] – 1. საგნის გარეგნული მოხაზულობა; მოყვანილობა. 2.


რისამე გარეგნული გამოხატულება, გარეგნული მხარე (შინაარსის
საპირისპიროდ). 3. რისამე სახეობა, ტიპი. მაგ., მმართველობის ფორმა. 4. რისამე
სახესხვაობა, ნაირსახეობა. მაგ., გრიპის მსუბუქი ფორმა. 5. მხატვრული
გამოსახვის ხერხებისა და საშუალებათა სისტემა. 6. მოწყობილობა, შაბლონი,
რომლის მიხედვითაც რასმე ეძლევა გარკვეული მოხაზულობა, გარეგნული სახე ;
ყალიბი. 7. რისამე დადგენილი ნიმუში; სტანდარტი. მაგ., ოქმის ფორმა. 8.
ერთიანი ტანსაცმელი (ფერის, გამოჭრილობისა და სხვა ნიშნების მიხედვით),
რომელიც დადგენილია სხვადასხვა კატეგორიის პირთათვის. მაგ., სამხედრო
ფორმა. მოსწავლის ფორმა. 9. ჩარჩოში მოთავსებული სასტამბო ანაწყობი
(აგრეთვე რელიეფური გამოსახულების მქონე სხვა ზედაპირი), რომელიც
დასაბეჭდად არის განკუთვნილი. 10. ნაბეჭდი ფურცლის დაკეცვით მიღებული 16
გვერდი, რომლებისგანაც იკინძება წიგნი (ქართ. სინონ. თაბახი). 11. (ლინგვ.).
სიტყვათა ცვლისა და წინადადებაში სიტყვათა შეკავშირების სახე. 12. მხოლოდ
გარეგნული, არაარსებითი, ვინმესთვის მოსაჩვენებლად გაკეთებული რამ ;
მოჩვენებითობა. მცირე ფორმები - მცირე მოცულობისა და ჩვეულებრივ მარტივი
კომპოზიციის მქონე დრამატული ჟანრები.

ფორმალდეჰიდ-ი [< ლათ. (Aciditas) ფორმიცა ჭიანჭველმჟავა და (იხ.


ალდეჰიდი)] – ჭიანჭველმჟავას ალდეჰიდი, უფერო აირი; წყალში თუ გავხსნით,
მივიღებთ ფორმალინს (სინონ. ჭიანჭველალდეჰიდი).

ფორმალიზმ-ი - 1. გარეგნული ფორმის დაცვა საქმის არსებითი მხარის


საზიანოდ; რაიმესადმი ფორმალური მიდგომა. 2. ლიტერატურაში,
ხელოვნებათმცოდნეობაში: იდეალისტური მიმართულება, რომელიც მხოლოდ
ფორმას ანიჭებს მნიშვნელობას, ხოლო იდეურ შინაარსს სრულიად
უგულებელყოფს.

ფორმალინ-ი [< ლათ. Formica ჭიანჭველა] – მძაფრი სუნის მქონე


სადეზინფექციო საშუალება ერთგვარი.

ფორმალისტ-ი - 1. ადამიანი, რომელიც ფორმალურ დამოკიდებულებას


იჩენს რაიმესადმი. 2. ფორმალიზმის (მნიშვ. 2) მიმდევარი.

ფორმალისტიკა - იგივეა, რაც ფორმალიზმი (მნიშვ. 1).

ფორმალურ-ი - 1. რაც მხოლოდ ფორმას (იხ. ფორმა, მნიშვ. 12) იცავს და


საქმის ნამდვილ ვითარებას არ შეესაბამება; მოჩვენებითი. მაგ., ფორმალური
გაერთიანება. 2. გარეგნული ფორმის (იხ. ფორმა, მნიშვ. 2) დაცვისათვის საჭირო;
არაარსებითი.

ფორმალური ლოგიკა - მეცნიერება აზროვნების ელემენტარული კანონებისა


და ფორმების შესახებ.

ფორმანტ-ი [ლათ. Formans (Formantis) მაწარმოებელი] – (ლინგვ.). იგივეა, რაც


აფიქსი.

ფორმატ-ი [გერმ. Format] – 1. წიგნის, ფურცლის, ბარათის და მისთ. ზომა. 2.


(პოლიგრ.). ანაწყობის სიგრძე და სიმაღლე.

ფორმაცია [ლათ. Formatio წარმოება; სახე] – 1. გარკვეული სტადია, საფეხური


რისამე განვითარებაში. საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია - ისტორიული
განვითარების მოცემულ საფეხურზე არსებული ადამიანთა საზოგადოება,
რომლისთვისაც დამახასიათებელია საწარმოო ურთიერთობათა გარკვეული
სისტემა. 2. (გეოლ.). კომპლექსი გენეტიკურად შეკავშირებული ქანებისა,
რომელთა ერთად წარმოქმნა და დედამიწის ქერქში არსებობა განპირობებულია
გეოლოგიური გარემოს გარკვეული პირობებით.

ფორმირება - 1. ჩამოყალიბება; შედგენა, დაკომპლექტება. 2. ახლად


ჩამოყალიბებული სამხედრო ნაწილი.

ფორმულა [ლათ. ფორმულა (კნინ.) < ფორმა] – 1. მოკლე და ზუსტი


სიტყვიერი განსაზღვრა რისამე. 2. რიცხვებით ან ასოებით გამოხატული და
მათემატიკური ნიშნებით შეერთებული სიდიდეების ერთობლიობა (მათემატიკური
ფორმულა). 3. ლათინური ასოების (სიმბოლოების) საშუალებით აღნიშვნა
მოლეკულის შემადგენლობისა, ქიმიური პროცესისა (ქიმიური ფორმულა).

ფორმულარ-ი [გერმ. Formular] – 1. სააღრიცხვო ბარათი, რომელიც იდება


ბიბლიოთეკის წიგნში; მასში აღინიშნება წიგნის გაცემა და დაბრუნება. 2.
ბიბლიოთეკაში თითოეული მკითხველის სახელზე არსებული პატარა წიგნაკი,
რომელშიც იწერება ცნობები მისთვის მიცემული წიგნების შესახებ. 3. დავთარი ან
ბლანკი, რომელშიც იწერება ცნობები რაიმე ნაგებობის, მექანიზმის და მისთანათა
(აგრეთვე მათი ექსპლუატაციის, რემონტის და სხვ.) შესახებ. მაგ., თვითმფრინავის
ფორმულარი. 4. რევოლუციამდელ რუსეთში: რომელიმე დაწესებულებაში
მომუშავე პირის ნამსახურობის ნუსხა.

ფორმულირება - ზუსტად გამოთქმა, გამოხატვა (აზრისა, წინადადებისა,


გადაწყვეტილებისა და მისთ.); დაფორმულება.

ფორპიკ-ი [ინგლ. Forpeak, ჰოლანდ. Voorpiek] – (ზღვ.). გემის ცხვირში


მოთავსებული ნაკვეთუი, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებენ წყლის
ბალასტისათვის.

ფორპოსტ-ი [გერმ. Vorposten] – (სამხ.). მოწინავე პოსტი, მოწინავე პოზიცია;


ავანპოსტი.

ფორსაჟ-ი [ფრანგ. Forsage] – აჩქარება, გაძლიერება (რაიმე პროცესისა). მაგ.,


მყინვარის დნობის ფორსაჟი.

ფორსინგ-ი [ინგლ. Forcing] – (სპორტ.). კრივში: განუწყვეტელი შეტევა.

ფორსირება [< ფრანგ. Forcer გაძლიერება] – 1. რისამე დაჩქარება; რისამე


ტემპის გაძლიერება. 2. (სამხ.). რაიმე ბუნებრივი დაბრკოლების (მაგ., მდინარის)
ბრძოლით გადალახვა.

ფორს-მაჟორ-ი [ფრანგ. Force majeure] – (წიგნ.). ვითარება, რომლის თავიდან


აცილება შეუძლებელია; გადაულახავი დაბრკოლება.

ფორტ-ი [ფრანგ. Fort] – (სამხ.). ცალკეული ციხესიმაგრე საბრძოლო


გამაგრებათა სისტემაში.

ფორტე [იტალ. Forte] – (მუს.). ძლიერ ხმამაღლა (მუსიკალური ნაწარმოების


შესრულების შესახებ). საპირისპ. პიანო.
ფორტელ-ი [პოლონ. Fortel] – ეშმაკობა, ოინი.

ფორტეპიანო [იტალ. Fortepiano] – პიანინოს და როიალის საერთო


სახელწოდება.

ფორტისიმო [იტალ. Fortissimo] – (მუს.). ფორტეზე უფრო ძლიერ, უფრო


ხმამაღლა (მუსიკალური ნაწარმოების შესრულება).

ფორტიფიკაცია [ლათ. Fortificatio] – 1. სამხედრო-საინჟინრო მეცნიერება


ადგილმდებარეობის გამაგრების შესახებ. 2. სხვადასხვა სამხედრო-საინჟინრო
ნაგებობა.

ფორტუნა [ლათ. Fortuna] – 1. რომაულ მითოლოგიაში: ბედ-იღბლის ღვთაება.


2. ბედნიერი შემთხვევა, იღბალი.

ფორუმ-ი [ლათ. Forum] – 1. ძველ რომში: მოედანი, სადაც იმართებოდა


სახალხო კრებები და სხვა თავყრილობანი. 2. (გადატ.). ადგილი, სადაც იმართება
შეკრება, გამოსვლები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა. 3. ფართო
წარმომადგენლობითი კრება.

ფორშმაკ-ი [< გერმ. Vorgeschmack წინასწარ გემება, წინასწარ ტკბობა] – 1.


დაკეპილი ხორცი ან ქაშაყი, კარტოფილთან ერთად შემცხვარი. 2. დაკეპილი
ქაშაყი.

ფორშტევენ-ი [ჰოლანდ. Voorsteven] – (ზღვ.). გემის ნაწილი; წარმოადგენს


კილის (იხ.) გაგრძელებას გემის ცხვირისაკენ.

ფორჰანგ-ი [გერმ. Vorhagn ფარდა] – ცირკში: ფარდა არენასა და კულისებს


შორის.

ფორჰენდ-ი [ინგლ. Fore-hand] – (სპორტ.). ჩოგბურთში: დარტყმა მარჯვნიდან,


ისე რომ ხელისგული მიმართულია წინ, ხოლო ხელის ზურგი - უკან (შდრ.
ბეკჰენდი).

ფოსგენ-ი [ბერძ. Phos სინათლე და genos გვარი] – ორგანული ნაერთი, უფერო


შხამიანი აირი; მიიღება ნახშირჟანგისა და ქლორისაგან; გამოიყენება
გამხსნელების, საღებრების, ფარმაცევტული პრეპარატების დასამზადებლად ;
პირველ მსოფლიო ომში იყენებდნენ როგორც მომწამვლელ (მახრჩობელა)
ნივთიერებას.

ფოსტა [იტალ. Posta] – 1. საერთო სარგებლობის კავშირგაბმულობის ერთ-


ერთი სახეობა; აწარმოებს გზავნილებათა ადრესატებისათვის ჩაბარებას. 2.
(საუბ.). კავშირგაბმულობის განყოფილება. 3. საფოსტო გზავნილებათა
ერთობლიობა.

ფოსტალიონ-ი [< იტალ. Postiglione მეეტლე] – ფოსტის თანამშრომელი -


წერილების დამტარებელი.
ფოსტამტ-ი [გერმ. Postamt] – კავშირგაბმულობის მსხვილი საწარმო,
რომელიც ემსახურება მოსახლეობას საფოსტო, სატელეგრაფო და სატელეფონო
კავშირგაბმულობის ყველა სახეობით.

ფოსტმაისტერ-ი [გერმ. Postmeister] – (მოძვ.). საფოსტო კანტორის უფროსი.

ფოსფატ-ი [გერმ. Phosphat] – ფოსფორმჟავას მარილი; იყენებენ სასუქად


(აგრეთვე მედიცინასა და ტექნიკაში).

ფოსფორ-ი [ბერძ. Phos შუქი და Phoros მზიდი] – ქიმიური ელემენტი, რომელიც


სიბნელეში ანათებს; ადვილად აალებადია; მოიპოვება ზოგიერთ მინერალში,
ცხოველის ძვლებში, ცხოველისა და მცენარის ქსოვილებში.

ფოსფორესცენცია [ფოსფორი და ლათ. escentia (სუსტი მოქმედების


აღმნიშვნელი სუფიქსი)] – (ფიზ.). ლუმინესცენცია (იხ.), რომელიც შედარებით
დიდხანს გრძელდება გაღიზიანების (განათების) შეწყვეტის შემდეგ.

ფოსფორიტ-ი [გერმ. Phosphorit] – ნალექი ქანი, რომლის მნიშვნელოვანი


შემადგენელი ნაწილია კალციუმის ფოსფატი; იყენებენ ფოსფორის,
ფოსფორმჟავას და სხვ. მისაღებად, აგრეთვე სასუქად.

ფოსფოროსკოპ-ი - ხელსაწყო ფოსფორესცენციის შესასწავლად.

ფოტ-ი [ბერძ. Phos (Photos) სინათლე] – (ფიზ.). ზედაპირის განათებულობის


ერთეული.

ფოტარიუმ-ი [< ბერძ. Phos (Photos) სინათლე] – სანატორიუმებში,


დასასვენებელ სახლებში, სპორტულ დარბაზებში და სხვ.: კაბინეტი ჯგუფური
ულტრაიისფერი დასხივებისათვის სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით.

ფოტო - (საუბ.). იგივეა, რაც ფოტოგრაფია.

ფოტო- [< ბერძ. Phos (Photos) სინათლე] – რთული სიტყვის პირველი


შემადგენელი ნაწილი: 1) შეესაბამება სიტყვა ფოტოგრაფიულს; მაგ.,
ფოტოაპარატი. ფოტოქაღალდი. 2) აღნიშნავს რისამე შესრულებას სინათლის
საშუალებით, ზემოქმედებით. მაგ., ფოტოთერაპია.

ფოტოატელიე - იხ. ატელიე.

ფოტობაქტერიებ-ი [ბერძ. Phos (Photos) სინათლე და ბაქტერიები] –


ბაქტერიები, რომლებიც სინათლეს გამოსცემენ.

ფოტოგენურ-ი [ფოტო- და ბერძ. genos გვარი] – ისეთი, რაც ფოტოსურათზე და


კინოეკრანზე კარგად გამოდის (ითქმის ადამიანის გარეგნობაზე, სახეზე).

ფოტოგრამმეტრია [ფოტო-, ბერძ. gramma ჩანაწერი და მეტრეЅ ვზომავ] –


საგნების ნამდვილი სიდიდისა და სივრცეში მდგომარეობის განსაზღვრა მათი
ფოტოგრაფიული გამოსახულების მიხედვით; რაიმე ადგილის გეგმის შედგენა
მისი ფოტოსურათის მიხედვით.

ფოტოგრაფ-ი - პირი, რომლის სპეციალობაც ფოტოგრაფიაა.


ფოტოგრაფია [ბერძ. Phos (Photos) სინათლე და grapho ვწერ] – 1. საგნის
გამოსახულების მიღება შუქმგრძნობიარე მასალაზე სპეციალური ოპტიკური
აპარატის საშუალებით. 2. ამ გზით მიღებული ანაბეჭდი; სურათი; ფოტოსურათი. 3.
სახელოსნო ასეთი სურათების გადასაღებად.

ფოტოგრაფირება - ფოტოგრაფიულად გადაღება.

ფოტოდეპეშა - დეპეშა, რომელსაც გადასცემენ ფოტოტელეგრაფის


საშუალებით.

ფოტოელემენტ-ი [ბერძ. Phos (Photos) სინათლე და ელემენტი (მნიშვ. 3)] –


ხელსაწყო, რომელიც სინათლის ენერგიას ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის .

ფოტოელექტრონ-ი [ბერძ. Phos (Photos) სინათლე და ელექტრონი] – (ფიზ.).


ელექტრონი, რომელიც განიცდის სინათლის ენერგიის ზემოქმედემას.

ფოტოეფექტ-ი [ბერძ. Phos (Photos) სინათლე და ლათ. effectus მოქმედება] –


(ფიზ.). სინათლის ენერგიის უშუალოდ ელექტროენერგიად გარდაქმნის მოვლენა .

ფოტოთეკა [ფოტო- და ბერძ. thede საცავი] – ფოტოგრაფიული სურათების ან


ნეგატივების საცავი, არქივი; შენახული ფოტოსურათებისა და ნეგატივების
ფოტოთერაპია [ფოტო- და ბერძ. therapeia მკურნალობა] – ფიზიოთერაპიის
ნაწილი - ოპტიკური (ინფრაწითელი, ულტრაიისფერი) გამოსხივების გამოყენება
სამკურნალოდ (სხვანაირად: სინათლით მკურნალობა).

ფოტოლიზ-ი [ბერძ. Phos (Photos) სინათლე და lysis დაშლა] – ნივთიერებათა


დაშლა სინათლის ზემოქმედების შედეგად.

ფოტოლუმინესცენცია - ნივთიერების ნათება მისი წინასწარ განათების


შემდეგ (იხ. ლუმინესცენცია).

ფოტომეტრ-ი [ბერძ. Phos (Photos) სინათლე და metreo ვზომავ] – 1. (ფიზ.).


რომელიმე წყაროს სინათლის ძალის გასაზომი ხელსაწყო. 2. (ასტრ.).
ვარსკვლავთა სიკაშკაშის განმსაზღვრელი ხელსაწყო.

ფოტომეტრია [ბერძ. Phos (Photos) სინათლე და metreo ვზომავ] – ოპტიკის


ნაწილი - სინათლის ძალისა და ზედაპირების განათების ხარისხია გაზომვა.

ფოტომონტაჟ-ი - ორო ან რამდენიმე ნეგატივიდან ფოტოსურათის ბეჭდვის


მეთოდი; ამ მეთოდით მიღებული გამოსახულება.

ფოტონ-ი [< ბერძ. Phos (Photos) სინათლე] – (ფიზ.). ნებისმიერი სიხშირის


ელექტრომაგნიტური გამოსხივების ნაწილაკი; სინათლის კვანტი.

ფოტოპერიოდიზმ-ი - ორგანიზმების რეაქცია სხივური ენერგიის დღეღამურ


რიტმზე, ე. ი. დღე-ღამის ნათელი და ბნელი პერიოდების შეფარდებაზე.

ფოტოსინთეზ-ი [ბერძ. Phos (Photos) სინათლე და synthesis (იხ. სინთეზი)] –


(ბოტან.). მწვანე მცენარეების ნახშირბადით კვების პროცესი სინათლის იმ
ენერგიის საშუალებით, რომელსაც ნთქავს პიგმენტი ქლოროფილი.
ფოტოსტატ-ი [ფოტო- და statos მდგომარე] – აპარატი, რომელიც
ფოტოგრაფიულად იღებს კალკზე შესრულებული ნახაზების, ნახატებისა და მისთ.
პირებს.

ფოტოსფერო [ბერძ. Phos (Photos) სინათლე და sphaira ბურთი, სფერო] –


(ასტრ.). მზის ატმოსფეროს ქვედა ფენა, რომელიც ქმნის ხილულ კაშკაშა
ზედაპირს.

ფოტოტაქსის-ი [ფოტო- და ბერძ. taxis განლაგება] – თავისუფლად მოძრავი


მოკროორგანიზმების გადაადგილება მოძრავი სინათლით გამოწვეული
გაღიზიანების შედეგად; ტაქსისების ერთ-ერთი სახეობა.

ფოტოტელეგრამა - იგივეა, რაც ფოტოდეპეშა.

ფოტოტელეგრაფ-ი - მოწყობილობა უძრავ გამოსახულებათა (ნაწერის,


ნახატის, ფოტოსურათისა და მისთ.) შორ მანძილზე გადასაცემად ტელეგრაფის ან
რადიოს საშუალებით.

ფოტოტიპია [ფოტო- და ბერძ. typos ანაბეჭდი] – 1. ბეჭვდის ერთგვარი


(ფოტოგრაფიული) წესი. 2. ასეთი წესით მიღებული ანაბეჭდი.

ფოტოტიპისტ-ი - ფოტოტიპიის სპეციალისტი.

ფოტოტროპიზმ-ი [ბერძ. Phos (Photos) სინათლე და tropos მობრუნება] – ზოგი


მცენარის თვისება გადაიხაროს სინათლის წყაროსაკენ ან შებრუნდეს მისგან
(დადებითი და უარყოფითი ფ.); სხვანაირად ჰელიოტროპიზმი.

ფოტოფინიშ-ი [ფოტო- და ინგლ. finish (იხ. ფინიში)] – (სპორტ.). უპირატესად


მძლეოსნობაში (მოკლე მანძილზე რბენისას), აგრეთვე ავტო-, მოტო- და
ველორბოლაში: ფოტო- და კინოგადასაღები ანდა ვიდეომაგნიტოფონური
მოწყობილობა, რომელიც საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს
სპორტსმენთა ფინიშზე მისვლის თანამიმდევრობა.

ფოტოფობია [ბერძ. Phos (Photos) სინათლე და phobos შიში] – (მედიც.).


სინათლის შიში.

ფოტოქიმია [ბერძ. Phos (Photos) სინათლე და ქიმია] – ქიმიის ნაწილი,


რომელიც შეისწავლის სინათლის ზემოქმედებით გამოწვეულ რეაქციებს .

ფოტოქრომია [ფოტო- და Chroma ფერი] – ფერადი ფოტოგრაფია.

ფოტოცინკოგრაფია - იგივეა, რაც ცინკოგრაფია.

ფოტოჰელიოგრაფ-ი დიგივეა, რაც ჰელიოგრაფი (მნიშვ.1).

ფოქსტერიერ-ი [ინგლ. Fox-terrier] – პატარა ძაღლი, რომელიც გამოსადეგია


სოროში მცხოვრებ მხეცებზე (მელაზე, მაჩვზე და მისთ.). სანადიროდ.

ფოქსტროტ-ი [ინგლ. Foxtrot] – თანამედროვე სწრაფტემპიანი ცეკვა ქალ-


ვაჟისა; მუსიკა ამ ცეკვისათვის.
ფრა [იტალ. Fra (შემოკლ.) < Frater ძმა] – ნაწილაკი, რომელიც იხმარება
კათოლიკე მონაზვნის სახელის წინ (იტალიაში).

ფრაგმენტ-ი [ლათ. Fragmentum] – 1. ხელოვნების რაიმე ნაწარმოების ნაწილი.


2. ტექსტის ნაწყვეტი.

ფრაგმენტულ-ი - 1. ფრაგმენტის (მნიშვ. 2) სახით შემონახული; რაც


ფრაგმენტს (მნიშვ. 2) წარმოადგენს. 2. არასრული.

ფრაზა [ბერძ. Phrasis გამოთქმა] – 1. დასრულებული აზრის მქონე სიტყვათა


წყობა. 2. ფრაზები - მაღალფარდოვანი უშინაარსო სიტყვები, გამოთქმები. 3.
მუსიკალური თემის ყოველი პატარა, შედარებით დასრულებული ნაწილი.

ფრაზეოლოგია [ბერძ. Phrasis გამოთქმა და logos მოძღვრება] – 1. ამა თუ იმ


ენის მტკიცედ ჩამოყალიბებული გამონათქვამები, სიტყვათა თავისებური
შეერთებანი. 2. ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც ასეთ გამონათქვამებს
სწავლობს. 3. ამა თუ იმ მწერლის, ორატორის, ლიტერატურული მიმართულების,
საზოგადოებრივი ფენისა და მისთ. დამახასიათებელი სტილისტური ხერხების
ერთობლიობა. 4. მაღალფარდოვანი უშინაარსო გამოთქმები; ფრაზები (იხ.
ფრაზა, მნიშვ. 2).

ფრაზეოლოგიზმ-ი - (ლინგვ. ). იგივეა, რაც იდიომა.

ფრაზიორ-ი [ფრანგ. Phraseur] – ადამიანი, რომელსაც უყვარს ფრაზებით (იხ.


ფრაზა, მნიშვ. 4) ლაპარაკი.

ფრაზირება - მუსიკალური ფრაზების მკაფიოდ გამოყოფა (მუსიკალური


ნაწარმოების შესრულებისას).

ფრაკ-ი [ფრანგ. Frac] – გულამოჭრილი სერთუკი, რომელსაც უკან გრძელი


და ვიწრო კალთები აქვს (იცვამენ უპირატესად საზეიმო შემთხვევებში,
ოფიციალურ მიღებაზე და სხვ.).

ფრამუგა [პოლონ. Framuga] – სარკმლის (ან მინიანი კარის) ზედა საგდული.

ფრანკ-ი [ფრანგ. Franc] – საფრანგეთის, ბელგიის, შვეიცარიის,


ლუქსემბურგისა და მონაკოს ფულის ერთეული.

ფრანკებ-ი - ძველი გერმანელი ტომები; მათ მე-5 - 6 სს. დაიპყრეს თითქმის


მთელი გალია (თანამედროვე საფრანგეთი, ბელგია, ჰოლანდიისა და შვეიცარიის
ნაწილი, იტალიის ჩრდილოეთი და სხვ.). და შექმნეს სახელმწიფო, რომელმაც
იარსება 843 წლამდე.

ფრანკლინიზაცია - მაღალი ძაბვის მუდმივი ელექტრული ველის გამოყენება


სამკურნალო მიზნით [ამერიკელი მეცნიერისა და განმანათლებლის ბ.

ფრანკლინის (Franklin, 1706 დ1790 წწ.) გვარის მიხედვით ] –.

ფრანკმასონ-ი [ფრანგ. ფრანც-მაცონ] – იგივეა, რაც მასონი.


ფრანკო [იტალ. Franco თავისუფალი] – საგარეო ვაჭრობაში: ტერმინი,
რომელიც აღნიშნავს საქონლის დატვირთვას და გაგზავნას გამყიდველის
ხარჯით. ფრანკო-ვაგონი - ისეთი გარიგება, როდესაც საქონლის სადგურში
მიტანისა და ვაგონის დატვირთვის ხარჯებს კისრულობს გამყიდველი, გამგზავნი.

ფრანს-პრეს-ი [ფრანგ. France-Presse] – საფრანგეთის საინფორმაციო


სააგენტო; დაარსდა 1944 წ.

ფრანტ-ი [პოლონ. Frant < გერმ.] – ჩაცმა-დახურვას გადაყოლილი მამაკაცი.

ფრანტირერ-ი [ფრანგ. Rramc-tireur] – საფრანგეთში: პარტიზანი.

ფრანშიზ-ი [ფრანგ. Franchise შეღავათი] – (კომერც.). მიწოდებული საქონლის


იმ რაოდენობიდან გადახრის საზღვარი, რომელიც ხელშეკრულებაშია ნაჩვენები ;
გამოიხატება პროცენტებით.

ფრანცისკელებ-ი [ < საკუთ. სახ.] – წევრები ერთ-ერთი კათოლიკური


ბერმონაზვნური ორდენისა, რომელიც შეიქმნა მე-13 ს.-ში იტალიაში; ამჟამადაც
დიდი გავლენით სარგებლობენ (სხვანაირად მინორიტები).

ფრანციუმ-ი [ლათ. Francium] – რადიოაქტიური ელემენტი, ტუტე ლითონი;


ბუნებაში წარმოიქმნება აქტინიუმის რადიოაქტიური დაშლის შედეგად.

ფრაპ-ი [< ფრანგ. Frappe დარტყმა] – ძველებური ბანქოს თამაში ერთგვარი.

ფრაჟე [< საკუთ. სახ.] –: ფრაჟისა - ვერცხლით დაფარული (თითბრის კოვზი,


დანა-ჩანგალი და მისთ.); გავრცელებული იყო ძველად.

ფრატრია [ბერძ. Phratria] – პირველყოფილ-თემურ საზოგადოებაში და ძველ


ქვეყნებში (კერძოდ, საბერძნეთში): ერთი პირვანდელი გვარისაგან
წარმოშობილი რამდენიმე გვარის გაერთიანება ტომის ფარგლებში.

ფრაუ [გერმ. Frau] – გერმანიასა და ზოგ სხვა ქვეყანაში: გათხოვილი ქალის


ხსენება ან მისდამი მიმართვა (ჩვეულებრივ, სახელთან ან გვართან ერთად);
ქალბატონი; ქალბატონო.

ფრაქტურა [ლათ. Fractura ტეხილი] – 1. გოტიკური შრიფტის ერთ-ერთი


სახეობა. 2. გოტიკური მოხაზულობის ნაწერი, ხელი. 3. (მედიც.). მოტეხილობა.

ფრაქცია [ფრანგ. Fraction] – 1. პოლიტიკური პარტიის შიგნით არსებული


დაჯგუფება, რომელიც პარტიის ძირითად ხაზს არ იზიარებს. 2. პარლამენტში: ამა
თუ იმ პარტიის დეპუტატთა ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც იქმნება პარტიის
მიერ შემუშავებული ხაზის გასატარებლად. 3. (ქიმ.). ნივთიერება, რომელიც
გამოიყიფა რისამე (მაგ., ნავთობის)

ფრახტ-ი [გერმ. Fracht] – 1. გემით ტვირთის გადაზიდვის ქირა, საფასური. 2.


დაქირავებული (დაფრახტული) გემით გადაზიდული ტვირთი.

ფრეგატ-ი [ფრანგ. Frégate] – 1. საყარაულო და წყალქვეშა ნავების


წინააღმდეგ მებრძოლი გემი (ძველად: სამანძიანი იალქნიანი სამხედრო გემი ). 2.
ზღვის დიდი ტროპიკული ფრინველი.
ფრეზა [ფრანგ. Fraise] – 1. მრავალსაჭრისიანი საჭრელი იარაღი, რომელიც
ბრუნავს და ისე ამუშავებს, ღარავს ლითონის თუ სხვა მასალის ზედაპირს;
საღარავი. 2. ნიადაგის, მიწის გასაფხვიერებელი თვითმავალი მანქანა.

ფრეზერ-ი - იგივეა, რაც ფრეზა (მნიშვ. 2).

ფრეილინა [რუს. Фрейлина < გერმ. Fräulein] – მეფის კარზე: დედოფლის ან


პრინცესის მხლებელი გაუთხოვარი ქალი თავად-აზნაურთა წრიდან.

ფრეკენ [შვედ. Freken] – სკანდინავიის ქვეყნებში: გაუთხოვარი ქალის ხსენება


ან მისდამი მიმართვა (ჩვეულებრივ სახელთან ან გვართან ერთად); ქალიშვილი.
ქალიშვილო.

ფრენოლოგ-ი - ფრენოლოგიის სპეციალისტი.

ფრენოლოგია [ბერძ. Phren გონება, ჭკუა და logos სიტყვა, მოძღვრება] –


მცდარი თეორია, რომლის მიხედვითაც თითქოს ადამიანის ფსიქიკური და
მორალური თვისებების გამოცნობა შეიძლება მისი თავის ქალას მოყვანილობის
მიხედვით.

ფრენჩ-ი - სამხედრო ყაიდის წელში გამოყვანილი ქურთუკი, რომელსაც წინ


ოთხი დიდი ჯიბე აქვს დაკერებული, ხოლო უკან - პატარა სარტყელი [ინგლისელი
ფელდმარშლის Fრენცჰ-ის გვარის მიხედვით] –.

ფრეონებ-ი - ფთორის შემცველი ორგანული ნაერთები; იყენებენ


გამაცივებელ აგენტებად (იხ. აგენტი, მნიშვ. 3) მაცივრებში.

ფრესკა [იტალ. Fresco] – წყლის საღებავებით დახატული სურათი ახლად


შელესილ (ჯერ კიდევ სველ) კედელზე, ჭერზე.

ფრი [ფრანგ. Frit შემწვარი] – ბევრ ცხიმში შემწვარი, შებრაწული. მაგ.,


კარტოფილი ფრი, თევზი ფრი.

ფრიგ-ი [გერმ. Frigg] – გერმანულ მითოლოგიაში: ქორწინების, სიყვარულისა


და ოჯახური კერის ქალღმერთი, ვოდანის ცოლი.

ფრიგიდულობა [< ლათ. Frigidus ცივი] – ქალის სქესობრივი გულგრილობა.

ფრივოლურ-ი [ფრანგ.Frivole] – ურიგო, უხამსი; არასერიოზული,


ფუქსავატური.

ფრიზ-ი [ფრანგ. Frise] – 1. (არქიტ.). ანტაბლემენტის შუა ნაწილი (არქიტრავსა


და კარნიზს შორის); კოზმიდი. 2. არშია, ბორდიური კედლისა, ხალიჩისა,
პარკეტისა.

ფრიზერ-ი [ინგლ. Freezer < Freeze გაყინვა] – ნაყინის წარმოებაში: აპარატი


ნახევარფაბრიკატების ნარევის ასათქვეფად (ჰაერით გასაჯერებლად ) და
გასაყინავად.

ფრიკადელ-ი [გერმ. Frikadelle < ფრანგ.] – დაკეპილი და შეზავებული ხორცის


გუნდა, ბულიონში მოხარშული; გუფთა.
ფრიკანდო [ფრანგ. Fricandeau] – კულინარიაში: ხბოს თეძოს რბილი ნაჭერი.

ფრიკასე [ფრანგ. Fricassée] – წვრილად დაჭრილი შემწვარი ან მოხარშული


ხორცი, რაიმე საკმაზით შენელებული.

ფრიკატივ-ი [< ლათ. ფრიცო ვხეხავ, ვახახუნებ] – (ლინგვ.). იგივეა, რაც


სპირანტი.

ფრიმერ-ი [ფრანგ. Frimaire < ფრიმას ჭირხლი, თრთვილი] – (ისტ.).


საფრანგეთის რესპუბლიკური კალენდრის მიხედვით: წლის მესამე თვე (21-23
ნოემბრიდან 20-22 დეკემბრამდე); კალენდარი მიიღო კონვენტმა 1793 წ.-ს და
მოქმედებდა იგი 1806 წ.-მდე.

ფრიტიურ-ი [ფრანგ. Friture] – (კულინ.). გამდნარი ცხიმი, რომელშიც წვავენ


რასმე.

ფრიტრედერებ-ი - ფრიტრედერობის მიმდევრები.

ფრიტრედერობა [ინგლ. Free trade თავისუფალი ვაჭრობა] – სამრეწველო


ბურჟუაზიის ეკონომიკურ თეორიასა და პოლიტიკაში: მიმართულება, რომელიც
მოითხოვდა ვაჭრობის თავისუფლებასა და სახელმწიფოს ჩაურევლობას კერძო
მეწარმეთა საქმიანობაში; წარმოიშვა დიდ ბრიტანეთში მე-18 ს.-ის ბოლოს.

ფრიუქტიდორ-ი [ ფრანგ. Fructidor < ლათ. Fructus ნაყოფი] – (ისტ.).


საფრანგეთის რესპუბლიკური კალენდრის მიხედვით; წლის მეთორმეტე თვე (18 -
19 აგვისტოდან 17 - 18 სექტემბრამდე); კალენდარი მიიღო კონვენტმა 1793 წ. და
მოქმედებდა იგი 1806 წ.-მდე.

ფრიქციულ-ი [< ლათ. Frictio ხახუნი] – (ტექ.). ხახუნის ძალით მბრუნავი.

ფროიდიზმ-ი - ფსიქოლოგიური მიმდინარეობა, რომელიც ადამიანის ქცევის


მამოძრავებელ ძალად მიიჩნევს ბიოლოგიურ ინსტინქტებს, არაცნობიერ
(უმთავრესად სექსუალურ) სწრაფვას [ავსტრიელი ექიმისა და ფსიქოლოგის ზ.
ფროიდის (Fრეუდ, 1856 - 1939 წწ.) გვარის მიხედვით] –.

ფროილაინ [გერმ. Fröulein] – გერმანიასა და ზოგ სხვა ქვეყანაში:


გაუთხოვარი ქალის ხსენება ან მისდამი მიმართვა (ჩვეულებრივ, სახელთან ან
გვართან ერთად); ქალიშვილი; ქალიშვილო.

ფრონდა [ფრანგ. Fronde] – 1. მე-17 ს.-ში საფრანგეთში: თავადაზნაურულ-


ბურჟუაზიული მოძრაობა აბსოლუტიზმის წინააღმდეგ. 2. (გადატ.). მისწრაფება
წინააღმდეგობისაკენ; სურვილი იმისა, რომ აწყენინონ ვისმე, გააჯავრონ ვინმე,
გააკრიტიკონ ვინმე ან რამე; არასერიოზული, არაპრინციპული ოპოზიცია.

ფრონდიორ-ი [ფრანგ. Frondeur] – 1. (ისტ.). ფრონდის (იხ. ფრონდა, მნიშვ. 1)


მონაწილე. 2. (გადატ.). მოუსვენარი, უკმაყოფილო ადამიანი.

ფრონტ-ი [ფრანგ. Front] – 1. საომარი მოქმედების არე, ბრძოლის ველი. 2.


ყველაზე მსხვილი სამხედრო შენაერთი ომიანობის დროს. 3. მწკრივებად
დაწყობილი ჯარის ნაწილების წინა მხარე. 4. (გადატ.). ადგილი, უბანი, სადაც
შეიძლება შესრულდეს რაიმე მოქმედება ერთდროულად მრავალი ადამიანის
მიერ. მაგ., სამუშაოთა ფრონტი. 5. (გადატ.). სახელმწიფოებრივი ან
საზოგადოებრივი მოღვაწეობის სფერო. მაგ., იდეოლოგიური ფრონტი. 6.
(გადატ.). საზოგადოებრივ ძალთა ყველაზე ფართო გაერთიანება რაიმე მიზნის
მისაღწევად. მაგ., სახალხო ფ. 7. მეტეოროლოგიაში: მეტნაკლებად ვიწრო
გარდამავალი ზონა, რომელიც ყოფს ერთმანეთისაგან ჰაერის თბილსა და ცივ
მასას. ატმოსფერული ფრონტი - იგივეა, რაც ფრონტი (მნიშვ. 7).

ფრონტისპის-ი [ფრანგ. Frontispice] – 1.(არქიტ.). შენობის მთავარი ფასადი. 2.


(პოლიგრ.). წიგნის პირველი (სატიტულო) გვერდის წინ (მარცხენა მხარეს)
მოთავსებული სურათი.

ფრონტიტ-ი [< ლათ. Frons (Frontis) შუბლი] – (მედიც.). შუბლის წიაღის ანთება.

ფრონტონ-ი [ფრანგ. Fronton] – (არქიტ.). შენობის ფასადის ზემოთა,


ჩვეულებრივ სამკუთხა, ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია ორმხრივ
დაქანებული სახურავითა და ფრუ [შვედ. Fru] – სკანდინავიის ქვეყნებში:
გათხოვილი ქალის ხსენება ან მისდამი მიმართვა (ჩვეულებრივ, სახელთან ან
გვართან ერთად); ქალბატონი; ქალბატონო.

ფრუსტრაცია [ლათ. Frustratio მოტყუება; ამაო ცდა; ჩაშლა (გეგმისა,


ჩანაფიქრისა)] – (ფსიქოლ.). დამთრგუნველი დაძაბულობის, მღელვარების,
გამოუვალობისა და სასოწარკვეთილების მდგომარეობა.

ფრუქტიდორ-ი - იხ. ფრიუქტიდორი.

ფრუქტოზა [< ლათ. Fructus ხილი] – შაქარი, რომელსაც შეიცავს ხილი,


თაფლი და სხვ.; ლევულოზა.

ფსალმუნ-ი [< ბერძ. Psalmos სახოტბო საგალობელი] – რელიგიური


საგალობელი; ფსალმუნებისაგან შედგება დავითნი (ბიბლიის ნაწილი).

ფსევდო- [ბერძ. Pseudos ტყუილი, სიცრუე] – რთული სიტყვის პირველი


შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს ცრუს, ყალბს, მაგ., ფსევდოპატრიოტიზმი.

ფსევდომორფოზებ-ი [ბერძ. Pseudos ტყუილი, სიცრუე და morphe ფორმა] –


მინერალური წარმონაქმნები, რომელთა გარეგნული ფორმა არ შეესაბამება მათ
შემადგენლობასა და შინაგან აგებულებას.

ფსევდონიმ-ი [ბერძ. Pseudonymos] – გამოგონილი გვარი ან სახელი,


რომელსაც ზოგჯერ ატარებენ მწერლები, ჟურნალისტები, პოლიტიკური
მოღვაწენი და სხვ.

ფსილომელან-ი [ბერძ. Psilos შიშველი, გლუვი და melas (melanos) შავი] –


მინერალი, მანგანუმის რთული წყალჟანგეული; წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად
სამრეწველო მადანს ფერომანგანუმის გამოსადნობად.

ფსილოფიტებ-ი [ბერძ. Psilos შიშველი და phyton მცენარე] – (პალეონტ.).


განამარხებული უმაღლესი მცენარეები, რომლებსაც არა ჰქონდათ ფესვები და
ღეროები და რომელთა ფოთლები მკვეთრად არ განსხვავდებოდნენ
ერთმანეთისაგან.

ფსიქასთენია [ბერძ. Psyche სული და astheneia უძლურება] – ნერვული


დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია უკიდურესი გაუბედაობა,
ეჭვნეულობა, აკვიატებული აზრები და სხვ.

ფსიქე [ბერძ. Psyche] – ბერძნულ მითოლოგიაში: ადამიანის სულის


განსახიერება; გამოხატავენ როგორც პეპელას ან პეპლისფრთიან გოგოს .

ფსიქიატრ-ი - ფსიქიატრიის სპეციალისტი ექიმი.

ფსიქიატრია [ბერძ. Psyche სული და iatreia მკურნალობა] – მედიცინის ნაწილი,


რომელიც სწავლობს ფსიქიკურ დაავადებებს და მათი მკურნალობის მეთოდებს.

ფსიქიკა [< ბერძ. Psychikos სულიერი] – ტვინის განსაკუთრებული თვისება,


ფუნქცია, რაც გამოიხატება გარე სამყაროს ასახვაში; ადამიანის სულიერ ძალთა,
შესაძლებლობათა ერთობლიობა.

ფსიქიკურ-ი - ფსიქიკასთან დაკავშირებული; სულიერი. ფსიქიკური


დაავადება - დაავადება, რომელიც გამოწვეულია ტვინის ცენტრების, ნერვული
სისტემის მოშლილობით.

ფსიქო- [< ბერძ. Psyche სული] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი


ნაწილი; აღნიშნავს ფსიქიკასთან დაკავშირებულს. მაგ., ფსიქოთერაპია.

ფსიქოანალიზ-ი - ფსიქოლოგიისა და ფსიქოპათოლოგიის მიმართულება,


რომელიც ცდილობს ადამიანის ახსნას სქესობრივი ინსტინქტების ქვეცნობიერი
გავლენით; ემყარება ფროიდიზმს.

ფსიქოგენეზის-ი [ბერძ. Psyche სული და genesis წარმოშობა] – მოძღვრება


ადამიანის ფსიქიკური (სულიერი) ცხოვრების (გრძნობების, აზროვნების,
მეტყველების, ნებისყოფის) წარმოშობის შესახებ.

ფსიქოგენურ-ი [ბერძ. Psyche სული და genos გვარი, წარმოშობა] – ფსიქიკის


ზეგავლენის შედეგად წარმოშობილი. მაგ., ფ. დაავადებანი.

ფსიქოზ-ი [< ბერძ. Psyche სული] – 1. ავადმყოფური მდგომარეობა, რაც


გამოწვეულია თავის ტვინის დაზიანებით. 2. რაიმე არანორმალურობა, უცნაურობა
ადამიანის ფსიქიკაში.

ფსიქოთერაპევტ-ი - ფსიქოთერაპიის სპეციალისტი ექიმი.

ფსიქოთერაპია - მკურნალობა ფსიქიკური ზემოქმედების მეთოდით (მაგ.,


ჰიპნოზით).

ფსიქოლოგ-ი - 1. ფსიქოლოგიის სპეციალისტი. 2. იტყვიან პიროვნებაზე,


რომელიც კარგად ერკვევა ადამიანებში, მათ ხასიათში, განცდებში.

ფსიქოლოგია [ბერძ. Psyche სული და logos მოძღვრება] – 1. მეცნიერება


ადამიანის ფსიქიკური მოქმედების კანონზომიერების, განვითარებისა და
ფორმების შესახებ. 2. ხასიათის თავისებურება, სულიერი წყობა, ფსიქიკა. 3.
ერთობლიობა ფსიქიკური პროცესებისა, რომლებიც განაპირობებს საქმიანობის,
მოქმედების შრომის ფსიქოლოგია. ხელოვნების ფსიქოლოგია.

ფსიქოლოგიზმ-ი - 1. იდეალისტური მიმართულება, რომელიც


ფილოსოფიისა და სხვა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საფუძვლად მიიჩნევს
ფსიქოლოგიას. 2. ხელოვნებაში, ლიტერატურაში: ფსიქიკური მოვლენების,
განცდების ღრმად გამოხატვა, ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმა ანალიზი (ხშირად
საზოგადოებრივი ცხოვრების ობიექტური პირობებისაგან მოწყვეტით).

ფსიქონევროზ-ი [ბერძ. Psyche სული და (იხ. ნევროზი)] – ცენტრალური


ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადება (იხ. ფუნქციური).

ფსიქოპათ-ი - 1. ფსიქოპათიით შეპყრობილი ადამიანი. 2. ფსიქიკურად


უწონასწორო ადამიანი.

ფსიქოპათია [ბერძ. Psyche სული და pathos ტანჯვა] – ფსიქიკის


არანორმალურობა, სულიერი მოშლილობა.

ფსიქოპათოლოგ-ი - ფსიქოპათოლოგიის სპეციალისტი.

ფსიქოპათოლოგია - საერთო მოძღვრება ფსიქიკურ დაავადებათა შესახებ.

ფსიქოტროპულ-ი ნივთიერებანი [ფსიქო- და ბერძ. tropos მობრუნება,


მიმართულება] – სამკურნალო ნივთიერებანი, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ
უპირატესად ფსიქიკაზე.

ფსიქრომეტრ-ი [ბერძ. Psychros ცივი და metreo ვზომავ] – ჰაერის ტენიანობის


გასაზომი ხელსაწყო.

ფსიქროფიტებ-ი [ბერძ. Psychros ცივი და phyton მცენარე] – მცენარეები,


რომლებიც ხარობენ ნოტიო და ცივ ნიადაგებში.

ფსიხ-ი - (საუბ.). იგივეა, რაც ფსიქოპათი (მნიშვ. 2).

ფსორიაზ-ი [ბერძ. Psoriasis მუნი] – (მედიც.). კანის ქრონიკული არაგადამდები


დაავადება; ქერცლოვანი ლიქენი.

ფტალაზოლ-ი - (უმართებ.). იხ. ფთალაზოლი.

ფტივაზიდ-ი, ფტიზიატრ-ი - (უმართებ.). იხ. ფთივაზიდი, ფთიზიატრი...

ფტორ-ი - (უმართებ.). იხ. ფთორი.

ფუგა [იტალ. Fuga] – ერთი მუსიკალური თემის თანამიმდევრული გამეორება


რამდენიმე ხმით; ასეთ გამეორებაზე აგებული მუსიკლაური ნაწარმოები .

ფუგას-ი [ფრანგ. Fougasse] – (სამხ.). ფეთქებადი ნივთიერების მუხტი,


რომელსაც დებენ მიწაში ან წყალქვეშ; ფეთქდება ელექტრული დენით,
სადეტონაციო შნურით ანდა ავტომატურად (როდესაც ზედ გაივლიან); ლაღმი.
ფუგასურ-ი - (სამხ.). რაც მოქმედებს აფეთქების შედეგად წარმოშობილი
გაზების ძალით (დარტყმითი ან ცეცხლგამჩენი მოქმედებისაგან განსხვავებით).
მაგ., ფუგასური ავიაბომბი.

ფუგატო [იტალ. Fugato] – მუსიკალური თემა, რომელიც დამუშავებულია


ფუგის სტილით და წარმოადგენს სონატის ან სიმფონიის ნაწილს.

ფუგეტა [იტალ. Fughetta] – (მუს.). მცირე ფუგა.

ფუეროს-ი [ესპ. Fueros (მრ.). კანონთა კრებულები] – 1. სამეფო აქტები,


რომელთა ძალითაც პროვინციებსა და ქალაქებს (კერძოდ, ბასკების ქვეყანას)
ენიჭებოდათ განსაკუთრებული უფლებები, გარანტიები, პრივილეგიები. 2. თვით
ასეთი უფლებები.

ფუეტე [ფრანგ. Fouetté < Fouetter ცემა (მათრახის, წკეპლისა და მისთანათა


ქნევით)] – კლასიკური ცეკვის პათა (იხ. პა) ჯგუფი; დამახასიათებელია ფეხის
ქნევითი მოძრაობა, რომელიც ეხმარება მოცეკვავეს ბრუნვაში ან მოძრაობის
შეცვლაში.

ფუზელაჟ-ი იხ. ფიუზელაჟი.

ფულარ-ი [ფრანგ. Foulare] – ერთგვარი მსუბუქი რბილი აბრეშუმის ქსოვილი.

ფულე [ფრანგ. Foulé] – საპალტოე წმინდა შალის ქსოვილი ერთგვარი.

ფუმიგაცია [ლათ. Fumigatio] – სასოფლო-სამეურნეო მცენარეების


მავნებლებთან ბრძოლა შხამიანი ორთქლისა და გაზების შეხრჩოლებით.

ფუნგიციდებ-ი [ლათ. Fungus სოკო და caedo ვკლავ] – შხამიანი ნივთიერებანი,


რომლებსაც იყენებენ მცენარეთა პარაზიტი სოკოებისა და ხის ნაგებობათა
დამშლელი სოკოების წინააღმდეგ.

ფუნდამენტ-ი [ლათ. Fundamentum] – 1. საძირკველი (შენობისა, ნაგებობისა,


მანქანებისა და სხვ.). 2.(გადატ.). საფუძველი რისამე.

ფუნდამენტურ-ი და ფუნდამენტალური - 1. გამძლე, მყარი, მაგარი. მაგ.,


ფუნდამენტალური ნაგებობა. 2. (გადატ.). ღრმაშინაარსიანი, საფუძვლიანი. მაგ.,
ფუნდამენტალური გამოკვლევა. 3. ძირითადი, მთავარი. მაგ.,ფუნდამენტალური
ბიბლიოთეკა.

ფუნდატორ-ი [ლათ. Fundator] – დამფუძნებელი.

ფუნიკულიორ-ი [ფრანგ. Funiculaire] – მთის ციცაბო ფერდობზე მოწყობილი


რკინიგზა, რომელზედაც ვაგონები მოძრაობენ საბაგირო წევით.

ფუნქცია [ლათ. Functio შესრულება] – 1. შესასრულებელი საქმე, მოვალეობა.


2. როლი, მნიშვნელობა, დანიშნულება. 3. (ბიოლ.). ორგანიზმის ან რომელიმე
ორგანოს სპეციფიკური მოქმედება. 4. (მათემ.). ცვლადი სიდიდე, რომლის
მნიშვნელობანი დამოკიდებულია სხვა ცვლადი სიდიდის მნიშვნელობებზე და
შეესაბამება მათ. 5. მოვლენა, რომელიც მეორე მოვლენაზეა დამოკიდებული და
იცვლება ამ მოვლენის ცვლილებასთან ერთად.
ფუნქციონალიზმ-ი [< ლათ. Functio შესრულება] – მიმართულება მე-20 ს.
უცხოეთის არქიტექტურაში, რაციონალიზმის სახესხვაობა; უპირატესობას ანიჭებს
არქიტექტურული ნაწარმოების ფუნქციას (უტილიტარულ-პრაქტიკულ
დანიშნულებას) მის ფორმასთან შედარებით.

ფუნქციონერ-ი [ფრანგ. Foctionnaire] – ზოგ ქვეყანაში: პოლიტიკური პარტიის,


საზოგადოებრივი ორგანიზაციის აქტივისტის სახელწოდება.

ფუნქციონირება [< გერმ. Funktionieren] – (წიგნ.). თავისი ფუნქციის შესრულება


რისამე მიერ; რისამე მოქმედება, მუშაობა.

ფუნქციურ-ი და ფუნქციონალური - 1. ფუნქციასთან დაკავშირებული. 2. რაც


დამოკიდებულია რისამე მოქმედებაზე და არა სტრუქტურაზე. მაგ., ფუნქციური (ე.
ი. არაორგანული) დაავადება.

ფუჟერ-ი [ფრანგ. Fougere] – მაღალფეხიანი მოზრდილი ჭიქა, ბოკალი


ლიმონათის, ღვინის და მისთ. დასალევად.

ფურაჟ-ი [ფრანგ. Fourrage] – ცხენის, საქონლის საკვები (მარცვლეული, თივა,


ჩალა და სხვ.); ალაფი.

ფურაჟირ-ი - პირი, რომელსაც ფურაჟი აბარია; მეფურაჟე.

ფურაცილინ-ი - სამკურნალწამლო პრეპარატი; იყენებენ ხსნარისა და


მალამოს სახით ჩირქოვან-ანთებითი პროცესების პროფილაქტიკისათვის და
სამკურნალოდ.

ფურგონ-ი და ფურგუნ-ი [ფრანგ. Fourgon] – გადახურული სატვირთო


ოთხთვალა საზიდარი.

ფურია [ლათ. Furia] – 1. რომაულ მითოლოგიაში: შურისძიების ქალღმერთი.


2. (გადატ.). იტყვიან ავ, კაპას დედაკაცზე.

ფურიერ-ი [ფრანგ. Fourrier] – ზოგ სახელმწოფოში: სამხედრო მოსამსახურე


უმცროს მეთაურთა შემადგენლობისა, რომელიც ასრულებს ასეულის ან
ესკადრონის კვარტირიერის თანამდებობებს.

ფურიერიზმ-ი - უტოპიური სოციალიზმის ერთ-ერთი მოძღვრება [ფრანგი


სოციალისტ-უტოპისტის შარლ ფურიეს (Fourier, 1722 - 1837 წწ.) გვარის მიხედვით]
–.

ფურისოდე [იაპ.] – მორთულ-მოკაზმული კიმონო.

ფურნიტურა [ფრანგ. Fourniture] – დამხმარე მასალა რაიმე წარმოებაში,


სახელოსნო საქმეში. მაგ., ტანსაცმლის შესაკერი ფურნიტურა (ძაფი, ღილები,
დუგმები და სხვ.). საათის ფურნიტურა (მინები, ისრები, ბორბლები და სხვ.).

ფურორ-ი [ლათ. Furor მძვინვარება] – საჯარო წარმატება, რომელიც


საზოგადოებაში დიდ აღტაცებას იწვევს.
ფურუნკულ-ი [ლათ. Furunculus] – კანის საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების
ჩირქოვანი ანთება; ძირმაგარა.

ფურუნკულოზ-ი [გერმ. Furunkulose < ლათ.] – დაავადება, როდესაც ბევრი


ფურუნკული უჩნდებათ ერთდროულად ან ერთმანეთის მიყოლებით.

ფუსტ-ი [იტალ. Fistp] – (არქიტ.). სვეტის ტანი.

ფუსუმა [იაპ.] – იაპონურ სახლებში: გასაწევი კარი, კედელი (ხშირად


ქაღალდისა).

ფუტ-ი [ინგლ. Foot] – სიგრძის ინგლისური საზომი; უდრის 12 დუიმს (ე. ი. 30,5
სმ-ს).

ფუტლარ-ი [რუს. Футляр < გერმ. Futteral] – რაიმე ნივთის შესანახი კოლოფი,
შალითა და მისთ.; ბუდე. მაგ., სათვალის ფუტლარი. ვიოლონოს ფუტლარი.

ფუტოქს-ი [ინგლ. Futtock] – (ზღვ.). ხის გემის შპანჰოუტის შემადგენელი


ნაწილი.

ფუტურამა [ლათ. Futurum მომავალი და horama ხედი, სანახაობა] – კინო,


რომელშიც აჩვენებენ მომავლის ტექნიკას.

ფუტურიზმ-ი [< ლათ. Futurum მყოფადი, მომავალი] – მე-20 ს. ლიტერატურასა


და ხელოვნებაში: ფორმალისტური მიმდინარეობა, რომელიც უარყოფდა
რეალიზმს, მთელ ტრადიციულ ხელოვნებას და მის ხერხებს და ცდილობდა
შეექმნა ახალი, თითქოსდა თანამედროვეობისათვის შესაფერი სტილი.

ფუტურისტ-ი - ფუტურიზმის მიმდევარი.

ფუტუროლოგ-ი - ფუტუროლოგიის სპეციალისტი.

ფუტუროლოგია [ლათ. Futurum მომავალი და ბერძ. logos მოძღვრება] –


სოციოლოგიის დარგი, რომელიც კაცობრიობის მომავალს სწავლობს
(სხვანაირად: სოციალური პროგნოსტიკა).

ფუთშტოკ-ი [ინგლ. Foot (იხ. ფუტი) და გერმ. Stock ჯოხი] – ლარტყა წყლის
დონის გასაზომად ზღვაში, მდინარეში, ტბაში.

ფუფაიკა [რუს. Фуфайка] – ნაქსოვი თბილი პერანგი.

ფუქს-ი [გერმ. Fuchs მელია] – ბილიარდში: შემთხვევით მოგებული (ლუზაში


ჩაგდებული) ბურთი.

ფუქსინ-ი [გერმ. Fuchsin] – ორგანული ნაერთი; ერთ-ერთი პირველი


სინთეზური საღებარი (მიიღეს 1856 წ.); იყენებენ მიკროსკოპული პრეპარატების
შესაღებად.

ფუცინტოკუ [იაპ. Futsintoku «გადარეული მოდგმა»] – ჰიპების აზიური


ნაირსახეობა.

You might also like