Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ბედისწერასთან ბრძოლა

ცხოვრება ცვალებადია და სავსეა დაბრკოლებებით.ბედისწერა მართავს თითოეული


ადამიანის ცხოვრებას. ადამიანები ხშირად ენდობიან მას და არ ცდილობენ ბედისწერის
შეცვლას. პირველ რიგში, ბედისწერა არ არის ზეციური ძალების მიერ განსაზღვრული
მცნება, არამედ ადამიანის ქმედებებზე დამოკიდებული პროცესის წარმართვა . ამიტომაც ,
ბედისწერის შეცვლისათვის ადამიანმა უნდა იმოქმედოს და მზად იყოს დაბრკოლებების
გადალახვისთვის.მაგალითად მოვიყვანოთ ვეფხვისტყაოსნის მთავარი პერსონაჟი
ავთანდილი,რომელიც ებრძვის ბედისწერას და სურს შეცვალოს თავისი ცხოვრება .

ბარათაშვილის არაერთ ლექსში ვხვდებით ბედისწერასთან ბრძოლის საკითხს. წლების


მანძილზე ავტორს აწუხებს იდუმალი ხმა, რომელიც უბიძგებს მას იპოვოს ცხოვრების
ხვედრი. იდუმალი ხმის ვინაობაში დაინტერესებული პოეტი იგებს, რომ ეშმაკისეული ხმა
აღმოჩნდა მისი ტრაგიკული ბედისწერა. სხვა რომანტიკოსი პოეტებისგან განსხვავებით ,
ნიკოლოზ ბარათაშვილი აინტერესებს ბედისწერის არსი და გააჩნია უკეთესი მომავლის
იმედია.ასევე პოეტი ადარებს თავის კეთილმშობილურ მისწრაფებებს მერანს , რომელსაც
თან დაყვება დარდიანი და ტრაგიკული ბედისწერა.ნიკოლოზ ბარათაშვილს უნდა გაექცეს
ბედისწერას, ცდილობს შეცვალოს რამე საკუთარ თავში. ავტორს მიაჩნია, რომ თავისი
მამაცი სულისკვეთებით გზას გაუკვალავს და გაუადვილებს ცხოვრებას მომავალ
თაობებს.“ საც დამიღამდეს,იქ გამითენდეს,იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო ,მხოლოდ
ვარსკლავთა,თანამავალთა,ვამცნო გულისა მე საიდუმლო!“ ნიკოლოზ ბარათაშვილი
ბედის საზღვრის მიღმა არსებულ ცხოვრებას და თავისუფლების მოპოვებას ისახავს
ამქვეყნიურ მიზნად და თავის ბედისწერას ეწინაამღდეგება .

ჩემი აზრით, ბედისწერასთან შედარებით ადამიანის ქცევებს,მსოფლმხედველობასა და


ასევე წუთისოფლისადმი დამოკიდებულებას გააჩნია მეტი გავლენაცხოვრებაზე .
ბედისწერასთან ბრძოლა,მომავალზე ფიქრი და უკეთესობისკენ მისწრაფება
წარმოადგენს ცხოველსა და ადამიანის შორის განსხვავებების რიგს,რომლიც გარეშე
ადამიანი რჩება უსუსურ არსებად. ამიტომაც, წარსულზე დარდიან ფიქრების ნაცვლას
ადამიანმა უნდა შეიცვალოს და გაუსწორდეს თავის ბედისწერას და შიშებს .

You might also like