Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 10

სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი)

სასწავლო კურსის სახელწოდება

მხაზველობითი გეომეტრია

Descriptive Geometry

სასწავლო კურსის კოდი: EET70105G1-LP

აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხური


ბაკალავრიატი მაგისტრატურა დოქტორანტურა

სწავლების ენა

ქართული

ავტორი/ავტორები

გვარი, სახელი: ბაციკაძე იოსები


სამუშაო ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,
საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტი,
თბილისი. მ. კოსტავას ქ. № 68, I კორპუსი, ოთახი № 538
თანამდებობა: პროფესორი
ტელეფონი: 599 53 99 23 2 36 51 92
ელ–ფოსტა: i.batsikadze@gtu.ge

სასწავლო კურსის მიზანი

სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტს გეომეტრიული აგებების პრაქტიკული


გამოყენება, სივრცითი ფიგურების სიბრტყეზე ასახვის ორი მეთოდი – მონჟის სისტემისა და
აქსონომეტრიის საფუძვლები. ძირითადი გეომეტრიული ფიგურების ასახვა მონჟის კოორდინირებულ
ეპიურზე, ძირითადი პოზიციური და მეტრული ამოცანები. ეპიურის გარდაქმნის მეთოდები,
გეომეტრიული გარდაქმნები, მრავალწახნაგები, წირები და ზედაპირები.

დაშვების წინაპირობები

არ აქვს

-1- (სულ 10 გვ.)


სწავლის შედეგები
№ საგნის შესწავლის შედეგად მიღებული ცოდნა და შეძენილი უნარები
აღწერს სივრცითი გეომეტრიული ფიგურების სიბრტყეზე ასახვის სხვადასხვა მეთოდს.
განმარტავს ფიგურების ფორმას, ზომას და ურთიერთმდებარეობას.
1 აყალიბებს გეომეტრიულ ფიგურებზე პოზიციური და მეტრული ამოცანების ამოხსნის
წესებს მონჟის მეთოდის და აქსონომეტრიის გამოყენებით.
ჩამოთვლის გეგმილების გარდაქმნის მეთოდებს.
აგებს გეომეტრიული ფიგურების ორთოგონალურ გეგმილებს და ორთოგონალური
გეგმილების მიხედვით ფიგურის აქსონომეტრიულ გეგმილს, ორი ფიგურის თანაკვეთას.
განსაზღვრავს მანძილს ორ გეომეტრიულ ფიგურას შორის, ფიგურის ზომებს.
2 იყენებს გეგმილების გარდაქმნის მეთოდებს გეომეტრიული ამოცანების ამოხსნის
გასამარტივებლად.
ახორციელებს მხაზველობითი გეომეტრიის ამოცანების შესასრულებლად საჭირო
ინფორმაციის მოძიებას და გამოყენებას.

სწავლის შედეგების მიღწევის (სწავლება-სწავლის) მეთოდები

ლექცია სემინარი (ჯგუფში მუშაობა) პრაქტიკული ლაბორატორიული პრაქტიკა


საკურსო სამუშაო/პროექტი კონსულტაცია დამოუკიდებელი მუშაობა

სწავლება-სწავლის მეთოდების შესაბამისი აქტივობები:


ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი;
ახსნა-განმარტება;
დემონსტრირება;
ანალიზი;
დედუქცია;
ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება;
პრაქტიკული სამუშაო.

კრედიტების რაოდენობა: 3

საათების განაწილება სტუდენტის დატვირთვის შესაბამისად (სთ.)


ლექცია: 15
სემინარი (ჯგუფში მუშაობა): -
პრაქტიკული: 15
ლაბორატორიული: -
საკურსო სამუშაო/პროექტი: -
პრაქტიკა: -
შუასემესტრული /დასკვნითი გამოცდა 1/1
დამოუკიდებელი მუშაობა: 43

-2- (სულ 10 გვ.)


ლექცია
№ თემების დასახელება და შინაარსი
შესავალი;
სამგანზომილებიანი სივრცის სიბრტყეზე ასახვის მეთოდები:
1. ცენტრალური დაგემილების მეთოდი, ძირითადი თვისებები;
1
2. პარალელური დაგემილების მეთოდი, ძირითადი თვისებები;
3. ორთოგონალური დაგეგმილების მეთოდი, ძირითადი თვისებები;
4. სივრცის სიბრტყეზე შექცევადი ასახვის გზები.
წრფის ასახვა ეპიურზე:
1. ორთოგონალური დაგეგმილება ორ და სამ ურთიერთმართობულ გეგმილთა სიბრტყეზე;
2. მონჟის კოორდინირებული ეპიური;
3. წერტილისა და წრფის ასახვა ეპიურზე;
2
4. სხვადასხვა მდებარეობის წრფის ასახვა ეპიურზე;
5. წრფის კვალები;
6. წრფეების ურთიერთმდებარეობა (პარალელური, გადაკვეთილი და ალმაცერი წრფეები);
7. ურთიერთმართობული წრფეები.
სიბრტყის ასახვა ეპიურზე:
1. კერძო და ზოგადი მდებარეობის სიბრტყეების ასახვა ეპიურზე;
2. წერტილის, წრფისა და სიბრტყის ურთიერთკუთვნილების ასახვა ეპიურზე;
3
3. სიბრტყის კვალები, ზოგადი მდებარეობის სიბრტყის კვალების აგება ეპიურზე;
4. სიბრტყეზე მდებარე დონის წრფეების აგება ეპიურზე;
5. სიბრტყის უდიდესი დახრილობის წრფეები (სტერეომეტრიული სქემა და ეპიური).
პოზიციური ამოცანები:
1. წრფისა და სიბრტყის პარალელურობის პირობა (სტერეომეტრიული სქემა და ეპიური);
2. ორი სიბრტყის პარალელურობის პირობა ეპიურზე;
3. წრფისა და სიბრტყის მართობულობის პირობა, (სტერეომეტრიული სქემა და ეპიური);
4
4. ორი სიბრტყის მართობულობის პირობა ეპიურზე;
5. წრფისა და სიბრტყის თანაკვეთა წერტილის განსაზღვრა (სტერეომეტრიული სქემა და
ეპიური);
6. ორი სიბრტყის თანაკვეთის წრფის აგება ეპიურზე (კერძო და ზოგადი შემთხვევები).
მეტრული ამოცანები:
1. ზოგადი მდებარეობის წრფის მონაკვეთის სიგრძის გაზომვა (სტერეომეტრიული სქემა და
ეპიური);
5 2. ზოგადი მდებარეობის წრფის დახრის კუთხის განსაზღვრა გეგმილთა სიბრტყეებთან;
3. წინასწარ მოცემული კუთხით დახრილი წრფის გეგმილების აგება;
4. წინასწარ მოცემული სიგრძის მონაკვეთის გაეგმილების აგება ზოგადი მდებარეობის წრეფეზე;
5. ზოგადი მდებარეობის სიბრტყის დახრის კუთხის განსაზღვრა გეგმილთა სიბრტყეებთან.
მეტრული ამოცანები:
1. წინასწარ მოცემულ კუთხით დახრილი ზოგადი მდებარეობის სიბრტყის გეგმილების აგება;
6
2. მანძილის განსაზღვრა წერტილიდან სიბრტყემდე;
3. მანძილის განსაზღვრა წერტილიდან წრფემდე.
ეპიურის გარდაქმნის მეთოდები:
1. გეგმილთა სიბრტყეების ცვლის მეთოდის არსი (სტერეომეტრიული სქემა):
2. ზოგადი მდებარეობის წრფის გარდაქმნა დონის წრფედ;
3. დონის წრფის გარდაქმნა მაგეგმილებელ წრფედ;
7
4. ზოგადი მდებარეობის წრფის გარდაქმნა მაგეგმილებელ წრფედ;
5. ზოგადი მდებარეობის სიბრტყის გარდაქმნა მაგეგმილებელ სიბრტყედ;
6. მაგეგმილებელი სიბრტყის გარდაქმნა დონის სიბრტყედ;
7. ზოგადი მდებარეობის სიბრტყის გარდაქმნა დონის სიბრტყედ.

-3- (სულ 10 გვ.)


ეპიურის გარდაქმნის მეთოდები:
1. ბრუნების მეთოდების არსი (სტერეომეტრიული სქემა);
2. ბრუნვა დონის წრფის ირგვლივ მეთოდის არსი (სტერეომეტრიული სქემა):
3. ზოგადი მდებარეობის წრფის გარდაქმნა დონის წრფედ;
8
4. ზოგადი მდებარეობის სიბრტყის გარდაქმნა დონის სიბრტყედ;
5. ბრუნვა მაგეგმილებელი წრფის ირგვლივ მეთოდის არსი (სტერეომეტრიული სქემა):
6. ზოგადი მდებარეობის წრფის გარდაქმნა მაგეგმილებელ წრფედ;
7. ზოგადი მდებარეობის სიბრტყის გარდაქმნა დონის სიბრტყედ.
ზედაპირები და მათი ასახვა ეპიურზე:
1. წრფოვანი ზედაპირები (წახნაგოვანი, კონუსური და ცილინდრული ზედაპირები);
9
2. ბრუნვის ზედაპირები (ბრუნვის ცილინდრი, ბრუნვის კონუსი, სფერო, ტორი);
3. ზოგიერთი სახის არაწრფოვანი ზედაპირების ასახვა ეპიურზე.
პოზიციური ამოცანები:
10 1. წრფოვანი ზედაპირების - (პრიზმი, პირამიდა, ცილინდრი, კონუსი) კვეთა სიბრტყით;
2. ბრუნვის (კონუსი, სფერო) ზედაპირების კვეთა სიბრტყით.
პოზიციური ამოცანები:
1. წრფოვანი ზედაპირების - (ცილინდრი, კონუსი) კვეთა წრფით (სტერეომეტრიული
11
სქემა და ეპიური);
2. ბრუნვის (სფერო) ზედაპირების კვეთა წრფით (სტერეომეტრიული სქემა და ეპიური).
პოზიციური ამოცანები:
12 1. წრფოვარი ზედაპირების (პრიზმული, პირამიდული, ცილინდრული, კონუსური)
თანაკვეთა.
პოზიციური ამოცანები:
13 1. ბრუნვის ზედაპირების (ზოგადი სახის ბრუნვის ზედაპირი, ცილინდრი, კონუსი,
სფერო)თანაკვეთა.
ზედაპირების განფენა:
1. წახნაგოვანი ზედაპირების განფენა;
14
2. მრუდე წრფოვანი ზედაპირების განფენა;
3. სფეროს მიახლოებითი განფენა.
აქსონომეტრიული გეგმილები:
1. აქსონომეტრიული გეგმილების მიღების არსი;
2. აქსონომეტრიული სისტემები;
15
3. ორთოგონალური აქსონომეტრია (ორთოგონალური იზომეტრია და დიმეტრია);
4. გეომეტრიული ფიგურების ასახვა იზომეტრიაში;
5. გეომეტრიული ფიგურების ასახვა დიმეტრიაში.

პრაქტიკული
№ თემების დასახელება და შინაარსი
პარალელური დაგემილების მეთოდი, ძირითადი თვისებები;
1. ფიგურის ასახვის ცნება, კონგრუენტული ფიგურები;
1 2. პარალელურობა და პარალელურუი გადატანა;
3. ურთიერთპარალელურობა;
4. სიმეტრია.
წრფე:
2 1. ააგეთ წერტილის გეგმილები მოცემული კოორდინატების მიხედვით.
2. ააგეთ კერძო მდებარეობის წრფის გეგმილები;

-4- (სულ 10 გვ.)


3. ააგეთ მაგეგმილებელი, დონის და ზოგადი მდებარეობის წრფის კვალები;
4. ააგეთ მოცემული (AB) წრფის პარალელური (CD) და მისი მკვეთი (EF) წრფის
გეგმილები;
5. ააგეთ მოცემულ M წერტილზე გამავალი მოცემული ზოგადი მდებარეობის (AB) წრფის
მართობული (MN) წრფე.
სიბრტყე:
1. სხვა და სხვა მდებარეობის სიბრტყეების განსაზღვრა ეპიურზე;
2. ააგეთ სამი წერტილით განსაზღვრული სიბრტყის კუთვნილი წერტილები და
წრფეები;
3 3. ააგეთ პარალელური წრფეებით განსაზღვრულ სიბრტყეზე დონის წრფეები;
4. ააგეთ გადაკვეთილი წრფეებით განსაზღვრული ზოგადი მდებარეობის სიბრტყის
კვალები;
5. ააგეთ ურთიერთმკვეთი ჰორიზონტალითა და ფრონტალით განსაზღვრული ზოგად
მდებარეობის სიბრტყის უდიდესი დახრილობის წრფის გეგმილები.
პოზიციური ამოცანები:
1. ააგეთ მოცემული სიბრტყის პარალელური წრფის გეგმილები;
2. ააგეთ სამი წერტილით განსაზღვრული სიბრტყის პარალელური სიბრტყე;
3. ააგეთ მოცემულ წერტილზე გამავალი მოცემული სიბრტყის მართობული წრფე;
4. ააგეთ მოცემულ წერტილზე მოცემული სიბრტყის მართობული სიბრტყე;
5. ააგეთ ზოგადი მდებარეობის წრფისა და მაგეგმილებელი სიბრტყის თანაკვეთის
წერტილი;
6. ააგეთ მაგეგმილებელი წრფისა და ზოგადი მდებარეობის სიბრტყის თანაკვეთის
4
წერტილი;
7. ააგეთ მაგეგმილებელი და ზოგადი მდებარეობის სიბრტყეების თანაკვეთის წრფე;
8. ააგეთ ზოგადი მდებარეობის წრფისა და ზოგადი მდებარეობის სიბრტყის თანაკვეთის
წერტილის გეგმილები;
9. ააგეთ ორი ზოგადი მდებარეობის სამკუთხა ფირფიტების თანაკვეთის წრფის
მონაკვეთი;
10. ააგეთ ზოგადი მდებარეობის α(a∩b) და β(c||d) სიბრტყეების თანაკვეთის წრფის
გეგმილები.
მეტრული ამოცანები:
1. გაზომეთ A და B წერტილებით განსაზღვრული ზოგადი მდებარეობის წრფის
მონაკვეთი;
2. გაზომეთ ზოგადი მდებარეობის წრფის დახრის კუთხე 2 გეგმილთა სიბრტყესთან;
5 3. ააგეთ 1 გეგმილთა სიბრტყესთან მოცემული α კუთხით დახრილი წრფის
გეგმილები;
4. ზოგადი მდებარეობის წრფეზე გადაზომეთ 50 მმ სიგრძის ტოლი მონაკვეთი;
გაზომეთ ABC წერტილებით განსაზღვრული ზოგადი მდებარეობის სიბრტყის
დახრის კუთხე 1 გეგმილთა სიბრტყესთან.
მეტრული ამოცანები:
1. ააგეთ ფრონტალური გეგმილთა სიბრტყის მიმართ β კუთხით დახრილი
ჰორიზონტალურად მაგეგმილებელი სიბრტყე;
2. ააგეთ 1 გეგმილთა სიბრტყის მიმართ α კუთხით დახრილი ზოგადი მდებარეობის
სიბრტყე;
6
3. გაზომეთ მანძილი მოცემული წერტილიდან მოცემულ ზოგადი მდებარეობის
სიბრტყემდე;
4. გაზომეთ მანძილი წერტილიდან ჰორიზონტალურად მაგეგმილებელ წრფემდე;
5. გაზომეთ მანძილი წერტილიდან ფრონტალამდე;
6. გაზომეთ მანძილი წერტილიდან ზოგადი მდებარეობის წრფემდე.
გეგმილთა სიბრტყეების ცვლის მეთოდის გამოყენებით:
7
1. გაზომეთ AB წერტილებით განსაზღვრული ზოგადი მდებარეობის წრფის მონაკვეთი;

-5- (სულ 10 გვ.)


2. გაზომეთ მანძილი წერტილიდან ზოგადი მდებარეობის წრფემდე;
3. გაზომეთ მანძილი წერტილიდან ზოგადი მდებარეობის სიბრტყემდე;
4. ააგეთ ABC სამკუთხედის ნატურალური ზომა;
5. გაზომეთ მანძილი ორ ალმაცერ წრფეს შორის;
6. გაზომეთ კუთხე ორ ზოგადი მდებარეობის სიბრტყეს შორის.
დონის წრფის ირგვლივ ბრუნების მეთოდის გამოყენებით:
1. გაზომეთ A და B წერტილებით განსაზღვრული ზოგადი მდებარეობის წრფის
მონაკვეთი;
2. გაზომეთ მანძილი მოცემული წერტილიდან ზოგადი მდებარეობის წრფემდე.
3. ააგეთ ABC სამკუთხედის ნატურალური ზომა,
4. გაზომეთ კუთხე ორ გადაკვეთილ წრფეს შორის.
8
მაგეგმილებელი წრფის ირგვლივ ბრუნების მეთოდის გამოყენებით:
1. გაზომეთ A და B წერტილებით განსაზღვრული ზოგადი მდებარეობის წრფის
მონაკვეთი;
2. გაზომეთ მანძილი მოცემული წერტილიდან ზოგადი მდებარეობის წრფემდე;
3. ააგეთ ABC სამკუთხედის ნატურალური ზომა;
4. განსაზღვრეთ სფეროსა და ზოგადი მდებარეობის წრფის თანაკვეთის წერტილები.
ზედაპირები:
1. ააგეთ ზოგადი მდებარეობის პრიზმისა და პირამიდის გეგმილები მათი კუთვნილი
წერტილების ჩვენრებით, დაადგინეთ ზედაპირის ხილვადობა;
9 2. ააგეთ ზოგადი მდებარეობის ცილინდრული და კონუსური ზედაპირები მათი
კუთვნილი წერტილების ჩვენებით, დაადგინეთ ზედაპირის ხილვადობა;
3. ააგეთ სფეროს და ტორის გეგმილები მათი კუთვნილი წერტილების ჩვენებით,
დაადგინეთ ზედაპირის ხილვადობა.
პოზიციური ამოცანები:
1. ააგეთ მოცემული SABC პირამიდისა და ზოგადი მდებარეობის სიბრტყის თანაკვეთი
წირი;
10 2. ააგეთ მოცემული ცილინდრული ზედაპირისა და ზოგადი მდებარეობის სიბრტყის
თანაკვეთის წირი;
3. ააგეთ სფეროს გადაკვეთის წირი დონის, მაგეგმილებელი და ზოგადი მდებარეობის
სიბრტყეებით.
პოზიციური ამოცანები:
1. ააგეთ ზოგადი მდებარეობის ცილინდრული ზედაპირის მაგეგმილებელ და ზოგადი
მდებარების წრფეებთან თანაკვეთის წერტილები;
2. ააგეთ ზოგადი მდებარეობის კონუსური ზედაპირის მაგეგმილებელ და ზოგადი
მდებარეობის წრფეებთან თანაკვეთის წერტილები;
11
3. ააგეთ სფერული ზედაპირის თანაკვეთის წერტილები დონის და მაგეგმილებელ
წრფეებთან;
4. განსაზღვრეთ სფერული ზედაპირისა და ზოგადი მდებარეობის წრფის თანაკვეთის
წერტილები, გეგმილთა სიბრტყეების ცვლისა და მაგეგმილებელი წრფის ირგვლივ
ბრუნების მეთოდების გამოყენებით.
პოზიციური ამოცანები:
მოცემული წახნაგოვანი ზედაპირების თანაკვეთის წირის აგება:
12 1. ააგეთ ზოგადი მდებარეობის პრიზმების თანაკვეთის წირი;
2. ააგეთ ზოგადი მდებარეობის პირამიდების თანაკვეთის წირი;
3. ააგეთ ზოგადი მდებარეობის პრიზმისა და პირამიდის თანაკვეთის წირი.
პოზიციური ამოცანები:
1. ააგეთ სფეროსა და კონუსის თანაკვეთის წირი;
13 2. ააგეთ ორი სფეროს თანაკვეთის წირი;
3. ააგეთ სფეროსა და მაგეგმილებელი ცილინდრის თანაკვეთის წირი;
4. ააგეთ ცილინდრისა და წაკვეთილი კონუსის თანაკვეთის წირი დამხმარე

-6- (სულ 10 გვ.)


კონცენტრული სფეროების მეთოდის გამოყენებით.
ზედაპირების განფენა:
1. მაგეგმილებელი ცილინდრის ზედაპირის განფენა;
2. ზოგადი ცილინდრის ზედაპირის განფენა;
14
3. ზოგადი კონუსის ზედაპირის განფენა;
4. ბრუნვის კონუსის ზედაპირის განფენა;
5. სფეროს ზედაპირის მიახლოებითი განფენა.
აქსონომეტრიული გეგმილები:
1. გეგმილთა სიბრტყეების პარალელურ სიბრტყეში მდებარე წრეწირის
15
იზომეტრიული და დიმეტრიული გეგმილების აგება;
2. ცილინდრის, კონუსისა და სფეროს იზომეტრიული გეგმილის აგება.

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა

შეფასება ხდება 100 ქულიანი სკალით.


დადებითი შეფასებებია:
 (A) - ფრიადი - შეფასების 91-100 ქულა;
 (B) - ძალიან კარგი - შეფასების 81-90 ქულა;
 (C) - კარგი - შეფასების 71-80 ქულა;
 (D) - დამაკმაყოფილებელი - შეფასების 61-70 ქულა;
 (E) - საკმარისი - შეფასების 51-60 ქულა.
უარყოფითი შეფასებებია:
 (FX) - ვერ ჩააბარა - შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი
მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ
გასვლის უფლება;
 (F) - ჩაიჭრა - შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ
ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

FX-ის მიღების შემთხვევაში სტუ ნიშნავს დამატებითი გამოცდას დასკვნითი გამოცდის შედეგების
გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში. სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას
არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული
შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის
საბოლოო შეფასებაში.
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის
საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა

შეფასების ფორმები, მეთოდები და კრიტერიუმები:

შეფასების ფორმები შეფასების მეთოდები და კრიტერიუმები


მიმდინარე აქტივობა მიმდინარე აქტივობის მაქსიმალური შეფასება არის 30 ქულა.
მინიმალური დადებითი შეფასება – 15 ქულა.
მიმდინარე აქტივობის შეფასება ხდება:
a) პრაქტიკულ მეცადინეობაზე შესრულებული გრაფიკული
სამუშაოს მიხედვით:
მე-2-დან მე-15 პრაქტიკული მეცადინეობის ჩათვლით
სტუდენტი ასრულებს გრაფიკულ სამუშაოს სამუშაო
რვეულებში, სადაც ამოცანები მოცემულია პრაქტიკული
სამუშაოს თემების მიხედვით. სამუშაო რვეულში აგებულია

-7- (სულ 10 გვ.)


ამოცანის გრაფიკული პირობა(მოცემულობა), სტუდენტი
ამოცანას ხსნის პედაგოგის შესაბამისი განმარტებების
საფუძველზე (შესასრულებელი ამოცანების რაოდენობა
დამოკიდებულია პრაქტიკულ მეცადინეობის თემაზე).
ერთ პრაქტიკულ მეცადინეობაზე შესრულებული სამუშაო
ფასდება 1 ქულით, რაც სემესტრის განმავლობაში შეადგენს 14
ქულას (14x1=14).
სამუშაოს შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმებით:
1) 1 ქულა: პრაქტიკულ მეცადინეობაზე პედაგოგის მიერ
განმარტებული ყველა ამოცანა ამოხსნილია სტუდენტის
მიერ, გრაფიკული შესრულების მაღალი ხარისხით;
2) 0.5 ქულა: ამოხსნილი ამოცანების რაოდენობა ნაკლოვანია/
გრაფიკული შესრულება დასახვეწია;
3) 0 ქულა: სტუდენტი არ ესწრებოდა პრაქტიკულ
მეცადინეობას/ სტუდენტი ესწრებოდა მეცადინეობას,
მაგრამ არ შეასრულა სამუშაო რვეულში მოცემული
არცერთი ამოცანა.
b) საშინაო დავალების საშუალებით, რომელიც სტუდენტმა უნდა
შეასრულოს დამოუკიდებლად და წარმოადგინოს გრაფიკული
ნამუშევრის (ნახაზის) სახით.
სემესტრის განმავლობაში სტუდენტს შესასრულებლად
მიეცემა ოთხი საშინაო დავალება (4x4=16). საშინაო დავალება
წარმოადგენს ერთ კომპლექსურ ამოცანას, რომელიც
სრულდება A4 ზომის სახაზავ ფორმატზე სამუშაო იარაღების
გამოყენებით. საშინაო დავალების ამოცანა მოცემულია
მახასიათებელი წერტილების კოორდინატების საშუალებით,
რომელიც ინდივიდუალურია ყველა სტუდენტისათვის.
საშინაო დავალება ბარდება მე-5, მე-10, მე-13 და მე-15
მეცადინეობაზე.
საშინაო დავალების შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმებით:
1) 4 ქულა: მახასიათებელი წერტილები მოცემული
კოორდინატების მიხედვით არის აგებული. ამოცანა
ამოხსნილია სწორად. გრაფიკული შესრულება მაღალ
დონეზეა, გასაუბრებისას ირკვევა, რომ სტუდენტი კარგად
ფლობს გავლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად აქვს
ათვისებული ძირითადი და დამატებითი ლიტერატურა;
2) 3 ქულა: მახასიათებელი წერტილები მოცემული
კოორდინატების მიხედვით არის აგებული. ამოცანა
ამოხსნილია სწორად, არის ხარვეზები გრაფიკული
შესრულების თვალსაზრისით, გასაუბრებისას ირკვევა, რომ
სტუდენტი კარგად ფლობს გავლილ მასალას,
ათვისებული აქვს ძირითადი და დამატებითი
ლიტერატურა;
3) 2 ქულა: მახასიათებელი წერტილები მოცემული
კოორდინატების მიხედვით არ არის აგებული. ამოცანის
ამოხსნა არ არის დასრულებული, არის ხარვეზები
გრაფიკული შესრულების თვალსაზრისით, გასაუბრებისას
ირკვევა, რომ სტუდენტი კარგად ვერ ფლობს გავლილ
მასალას;
4) 1 ქულა: მახასიათებელი წერტილები მოცემული

-8- (სულ 10 გვ.)


კოორდინატების მიხედვით არ არის აგებული. ამოცანის
ამოხსნა ნაკლოვანია, გრაფიკული შესრულების დონე
დაბალია, გასაუბრებისას ირკვევა, რომ სტუდენტი კარგად
ვერ ფლობს გავლილ მასალას;
5) 0 ქულა: შესრულება დავალების შესაბამისი არ არის ან
საერთოდ არაა მოცემული.
მიმდინარე აქტივობის ჯამური ქულაა პრაქტიკულ მეცადინეობაზე
შესრულებული სამუშაოს და საშინაო დავალებების ქულათა ჯამი
– (14+16)=30 ქულა.
შუასემესტრული შუასემესტრული გამოცდის მაქსიმალური შეფასება არის 30 ქულა.
გამოცდა მინიმალური დადებითი შეფასება –15 ქულა.
შუასემესტრულ გამოცდაზე სტუდენტის ცოდნის შეფასება ხდება
გრაფიკული სამუშაოს საშუალებით. სამუშაო სრულდება A4
ფორმატის სახაზავ ფურცელზე.
გრაფიკულ სამუშაო წარმოადგნს ერთ კომპლექსურ ამოცანას,
რომელიც შედგება სამი საკითხისაგან. ამოცანა მოცემულია
მახასიათებელი წერტილების კოორდინატების საშუალებით,
რომელიც ინდივიდუალურია ყველა სტუდენტისათვის.
ამოცანის თითოეული საკითხი ფასდება მაქსიმუმ 10 ქულით, რაც
ჯამში შეადგენს 30 ქულას (3x10=30).
შეფასების კრიტერიუმებია:
1) 8.1-10.0 ქულა: საკითხი გადმოცემულია სრულყოფილად,
გრაფიკულად შესრულებულია სტანდარტების მიხედვით;
2) 6.1-8.0 ქულა: საკითხი გადმოცემულია სრულყოფილად,
გრაფიკული ნაწილი დასახვეწია;
3) 4.1-6.0 ქულა: საკითხი დასამთავრებელია. გრაფიკული
ნაწილი დასახვეწია;
4) 2.1-4.0 ქულა: აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა;
5) 0.1-2.0 ქულა: გადმოცემული საკითხი არსებითად მცდარია;
6) 0 ქულა: შესრულება დავალების შესაბამისი არ არის ან
საერთოდ არაა მოცემული.
შუასემესტრული გამოცდის ჯამური ქულაა თითოეულ საკითხში
მიღებული ქულათა ჯამი.
დასკვნითი/დამატებითი დასკვნითი/დამატებითი გამოცდის მაქსიმალური შეფასება არის 40
გამოცდა ქულა.
მინიმალური დადებითი შეფასება – 11 ქულა.
დასკვნითი/დამატებითი გამოცდა ტარდება გრაფიკული
სამუშაოს (ნახაზის) შესრულებით.
დასკვნითი/დამატებითი გამოცდა მოიცავს 4 საკითხს. სწორად
პასუხგაცემული თითოეული საკითხის მაქსიმალური შეფასება
არის 10 ქულა, რაც ჯამში შეადგენს 40 ქულას(4x10=40).
შეფასების კრიტერიუმებია:
1) 8.1-10.0 ქულა: საკითხი გადმოცემულია სრულყოფილად.
გრაფიკულად შესრულებულია სტანდარტების მიხედვით;
2) 5.1-8.0 ქულა: საკითხი გადმოცემულია სრულყოფილად.
გრაფიკული ნაწილი დასახვეწია;
3) 2.1-5.0 ქულა: საკითხი დასამთავრებელია. გრაფიკული

-9- (სულ 10 გვ.)


ნაწილი დასახვეწია;
4) 0.1-2.0 ქულა: აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა,
გრაფიკა დაბალ დონეზეა;
5) 0 ქულა: საკითხი არ არის შესრულებული.
დასკვნითი/დამატებითი გამოცდის ჯამური ქულაა თითოეულ
საკითხში მიღებულ ქულათა ჯამი.

ძირითადი ლიტერატურა

1. ი. ბაციკაძე  საინჟინრო გრაფიკის კურსი, საგამომცემლო სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“,


თბილისი 2009 წ., გვ.180, სტუ, ცენტრალური ბიბლიოთეკა – 744(02)/63;
2. ა. შავგულიძე  მხაზველობითი გეომეტრიის მოკლე კურსი, საგამომცემლო სახლი „ტექნიკური
უნივერსიტეტი“, თბილისი 2003 წ., გვ. 168, სტუ, ცენტრალური ბიბლიოთეკა – 515(02)22;
3. ი. ბაციკაძე, მ. არაბიძე  ,,მხაზველობითი გეომეტრიის ამოცანათა კრებული“, საგამომცემლო
სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“, თბილისი 2016 წ., 162 გვ., სტუ, ცენტრალური
ბიბლიოთეკა – CD4491.

დამხმარე ლიტერატურა

1. ა. შავგულიძე, ი.ხატისკაცი, ნ. ნიკვაშვილი, ზ.კვინიკაძე  ,,საინჟინრო და კომპიუტერული


გრაფიკა“, I ნაწილი. საგამომცემლო სახლი `“ტექნიკური უნივერსიტეტი“, თბილისი 2009 წ.,
159 გვ., სტუ, ცენტრალური ბიბლიოთეკა – 744/199;
2. ი. ბაციკაძე, მ. არაბიძე – მხაზველობითი გეომეტრია, სამუშაო რვეული (I და II ნაწილი),
საგამომცემლო სახლი ”ტექნიკური უნივერსიტეტი”, თბილისი 2018, გვ., სტუ, ცენტრალური
ბიბლიოთეკა – CD-5608;
3. ი. ბაციკაძე, მ. არაბიძე - მეთოდიკური მითითებები მეტრული ამოცანების ამოსახსნელად
(I და I I ნაწილი) თბილისი 2019, გვ. 35, სტუ, ცენტრალური ბიბლიოთეკა – CD-5611.

სილაბუსის ავტორი/ავტორები იოსებ ბაციკაძე

სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახურის უფროსი ნათია ბუთხუზი

საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური


მექანიკის დეპარტამენტის უფროსი იოსებ ბაციკაძე

დამტკიცებულია
სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის
ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე, ოქმი №4
30.03.2018
მოდიფიცირებულია
სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის
ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე ოქმი №2
27.04.2020
ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე ოთარ გელაშვილი

-10- (სულ 10 გვ.)

You might also like