Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 22

1.

შრომის ბაზრის სტატისტიკის შესწავლის ობიექტი და ძირითადი


ამოცანები

შრომის ბაზრის სტატისტიკის შესწავლის ობიექტია- შრომის ბაზარზე მიმდინარე


მოვლენები და პროცესები. შესწავლის საგანია- ამ პროცესების და მოვლენების
რაოდენობრივი მხარე.

შრომის ბაზრის სტატისტიკა შეისწავლის : ეკონომიკურად აქტიურ და არააქტიურ


მოსახლეობას, მათ რიცხოვნობასა და შემადგენლობას,დასაქმებას, და დასაქმების
დონეს.

შრომის ბაზრის სტატისტიკის ამოცანები:

 შრომის ბაზრის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და


ანალიზი;
 დასაქმების და უმუშევრობის შესწავლა;
 სამუშაო ძალის მოძრაობის ანალიზი;
 მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური სტატუსის მიხედვით;
 შრომის ანაზღაურების შესწავლა;
 სამუსაო ძალაზე დანახარჯების მოცულობის სტრუქტურის და დინამიკის
დადგენა;
 შრომის ნაყოფიერების დონის და დინამიკის ანალიზი.

2. სტატისტიკური ინფორმაციის წყაროები შრომის ბაზრის შესახებ

სოციალიზმის პირობებში შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაცია მოიპოვებოდა


სახელმწიფო საწარმოებზე სრული დაკვირვებით ყოველწლიურად.

საწარმოს სრული გამოკვლევა დასაქმებულთა შესასწავლად სქესის, ასაკის ,


პროფესიის, თანამდებობების მიხედვით ტარდებოდა 3-5 წელიწადში ერთხელ.

შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციას ვიღებთ აგრეთვე მოსახლეობის აღწერით


,რომელიც ტარდება 10 წელიწადში ერთხელ.

შრომის ბაზრის შესახებ საჭიროა სისტემატური ინფორმაცია, ამ ინფორმაციის მიღება


შეიძლება შინამეურნეობების გამოკვლევით.

ე.გ
მსხვილი საწარმოები- სრული გამოკვლევით შეისწავლება;

საშუალო და მცირე საწარმოები - შერჩევითი დაკვირვებით.

საქართველოში შრომის ბაზრის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის მოპოვების,


დმაუშავებისა და მაჩვენებლების გამოთვლის მეთოდოლოგია ეყრდნობა შრომის
საერთაშორისო ბიუროს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო)
რეკომენდაციებს.

შრომის სტატისტიკის ამოცანების გადასაწყვეტად საჭიროა შემდეგი საკითხების


შესწავლა:

1. მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური სტატუსის მიხედვით;


2. დასაქმება და უმუშევრობა ; შრომითი რესურსების ბალანსი;
3. სამუშაო ძალის მოძრაობა;
4. შრომის ანაზღაურება;
5. შრომის ნაყოფიერება;
6. დანახარჯები სამუშაო ძალაზე.

3. მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური სტატუსის მიხედვით

საქართველოს სტატისტიკაში აღირიცხება ეკონომიკური სტატუსის შემდეგი სახეები:

 ეკონომიკურად აქტიური- 15+ წლის მოსახლეობა ,რომელიც მუშაობს ან


სთავაზობს თავისშრომას საქონლის ან მომსახურების საწარმოებლად.
(სამუშაო ძალა) . ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა შეიძლება იყოს:
დასაქმებული და უმუშევარი.
 დასაქმებული- პირი,რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის
განმავლობაში მუშაობდა სემოსავლის მიღების ან მოხალისეობრივი მიზნით
სულ მცირე 1 საათით მაინც , ან რაიმე მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაოზე,
თუმცა ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ.
 უმუშევარი - ,,მკაცრი კრიტერიუმით’’ ,რომ განვმარტოთ ეს არის
პირი,რომელიც არის 15+ და რომელსაც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის
განმავლობაში არ უმუშავია ერთი საათიც კი, თუმცა მზად იყო მუშაობისთვის
და ეძებდა სამუშაოს გამოკითხვამდე 4 კვირის განმავლობაში.
,,შერბილებული კრიტერიუმით’’ უმუშევრად ითვლებიან ის პირებიც,
რომლებმაც ხელი ჩაიქნიეს სამუსაოს პოვნაზე.

ე.გ
დასაქმებული მოსახლეობა შეიძლება იყოს :

1. დაქირავებული - პირი, რომელიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში


ასრულებდა განსაზღვრულ სამუშაოს ხელფასის ან სხვა სახის ანაზღაურების
მიღების მიზნით. მას ასევე მიეკუთვნება სამუშაო ადგილის მქონე მაგრამ არ
მომუშავე პირი შვებულების ,ავადმყოფობის და სხვა მსგავსი მიზეზების გამო.
2. თვითდასაქმებული- მიეკუთვნება მესაკუთრის საქმიანობა საანგარიშო
პერიოდში მიგების ან ოჯახური შემოსავლის მირების მიზნით.
3. დამხმარე- წარმოადგენს ისეთ დასაქმებული მოსახლეობის ჯგუფს, რომელიც
სხვა შინამეურნეობების წევრებისთვის უსასყიდლოდ მუშაობს.
4. გაურკვეველი- ამ სტატუსით განიხილებიან ის პირები, რომელთა სამუსაოს
სახე დაუზუსტებელია , არ არის საკმარისი ინფორმაცია მათ შესახებ.
თუ გამოკითხვის მომენტში ადამიანი მუშაობს ორ , ან უფრო მეტ სამუშაოზე , მაშინ
განისაზღვრება მისთვის ძირითადი და მეორადი საქმიანობა.

ძირითადად ითვლება ის სამუშაო ,რომელსაც თავად გამოსაკითხი პიროვნება


ჩათვლის , ხოლო სხვა დანარჩენი მეორადად.

15+წლის მოსახლეობა - სამუშაო ძალა= ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა

15+წლია მოსახლეობა- ეკ.აქტიური მოსახლეობა= ეკ. არააქტიური მოსახლეობა

1.4 მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის და დასაქმების


სტატისტიკა

𝑻ეკაქტ
მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის კოეფიციენტი : Kაქტ= ⋅ 𝟏𝟎𝟎%
𝑻𝟏𝟓+

ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა: ანუ მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ მოიცავს


15+ მოსახლეობიდან ინვალიდებს ,პენსიონერებს, მოსწავლეებს და სხვა.

ეკონომიკური პასიურობის კოეფიციენტი:


𝑻ეკპას
𝒌პას = ∙ 𝟏𝟎𝟎%
𝑻𝟏𝟓+

Kაქტ+ Kპას=100%

Kაქტ= 100%- Kპას

ე.გ
ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს დასახლებული
მოსახლეობა. დასაქმება განსაზღვრავს ცხოვრების დონეს.

მნიშვნელოვანია სტატისტიკის შესწავლა დასაქმების კუთხით. კერძოდ საჭიროა


განისაზღვროს: დასაქმებულთა მთლიანი რიცხოვნობა და მისი განაწილება დასაქმების
სტატუსის , ეკონომიკის სექტორების,ეკონომიკური საქმიანობის სახეების, დაკავებული
თანამდებობების მიხედვით და იგივე ჭრილში შეისწავლება მეორადი დასაქმება.

დასაქმებული მოსახლეობა სტატუსის მიხედვით იყოფა დაქირავებულ და თვითდასაქმებულ


მოსახლეობად .

დასაქმებულთა განაწილება ეკონომიკის სექტორების მიხედვით მოიცავს დასაქმებულთა


განაწილებას ეკონომიკის სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორებში.
𝑻დას.
Kდას. კ. = ∙ 𝟏𝟎𝟎%
𝑻ეკაქტ.

1.5 მოსახლეობის უმუშევრობის სტატისტიკა

უმუშევრობა არის მოვლენა, როდესაც სამუშაო ძალის მიწოდება აღემატება მასზე მოთხოვნას.

უმუშევრობის სტატისტიკა შეისწავლის უმუშევართა რიცხვს, უმუშევრობის დონეს სქესის,


ასაკის, ქალაქისა და დოფლის, რეგიონების მიხედვით.
𝑻უმუშ
უმუშევრობის დონის კოეფიციენტი : Kუმუშ. = ∙ 𝟏𝟎𝟎%
𝐓ეკაქტ

Kდას + Kუმუშ= 100%

1.6 სამუშაო ძალის მოძრაობის სტატისტიკა

სამუშაოზე მიღების და განთავისუფლების უწყვეტი პროცესი არის სამუშაო ძალის მოძრაობა.

სამუშაო ძალის მოძრაობა არის ობიექტური პროცესი და მიმდინარეობს უწყვეტად. მისი


გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს : პენსიაზე გასვლა, სამუშაო ასაკში შესვლა, ოჯახის
შექმნა , არმიაში გაწვევა, გარდაცვალება.

სამუშაო ძალის მოძრაობის სტატისტიკის ამოცანებია : დაახასიათოს სამუშაო ძალის


მოძრაობის საერთო მოცულობა . მისი გამომწვევი მიზეზები, ინტენსივობა, მიმართულებები.

ამოცანების გადასაწყვეტად სამუშაო ძალის სტატისტიკასი გამოითვლება აბსოლუტური და


შეფარდებითი სიდიდეები.

ე.გ
აბსოლუტურ სიდიდეებს მიეკუთვნება გარკვეულ პერიოდში სამუშაოზე მიღებულთა და
სამუშაოდან წასულების რიცხვი.

მიღებულთა და წასულების რიცხვის ჯამს ეწოდება სამუშაო ძალის ბრუნვა.

სამუშაო ძალის ბრუნვა : 1. აუცილებელი ბრუნვა - სამუშაოდან წასვლა ისეთი მიზეზით


როგორიცაა: პენსიაზე გასვლა, გარდაცვალება, შრომითი ხელშეკრულების დასრულება,
სამხედრო სამსახურში გაწვევა, შტატების შემცირება გაკოტრების შედეგად.
2. ზედმეტი ბრუნვა- (კადრების დენადობა) სამუშაოდან საკუთარი სურვილით ,
დისციპლინის დარღვევის და შრომითი კონფლიქტების შედეგად წასულები.

სამუშაო ძალის მოძრაობის სტატისტიკური დახასიათება შეუძლებელია მომუშავეთა


სიობრივი და საშუალო სიობრივი რიცხვის ცოდნის გარეშე.

სიობრივი რიცხვი - აღირიცხება ყველა, ვინც მოცემულ საწარმოში მუშაობდა ერთ დღეზე
მეტი ხნით ( მუშაობს)/

საშუალო სიობრივი რიცხვი ყოველი დღის მომუშავეთა სიობრივი რიცხვის ჯამი გაიყოფა
თვის კალენდარული დღეების რაოდენბაზე.

საშუალო კვარტალური სიობრივი რიცხვი - სამი თვის საშუალო სიობრივ რიცხვთა ჯამი
გაყოფილი 3-ზე. (ანა;პგიურად: ნახევარი წლის და საშუალო წლიური 6-ზე და 12-ზე)

სამუშაო ძალის მოძრაობის მახასიათებელი სტატისტიკურ მაჩვენებელთა სისტემა მოიცავს


შემდეგ მაჩვენებლებს:

1. აბსოლუტური მაჩვენებლები:
 სამუშაოზე მიღებულთა რიცხვი;
 სამუშაოდან წასულების რიცხვი;
 სამუშაო ძალის საერთო ბრუნვა;
 მუდმივ მომუშავეთა რიცხვი = დასაწყისში მომუშავეთა სიობრივ რიცხვს -
მოცემულ პერიოდში სამუშაოდან წასულები.
2. შეფარდებითი მაჩვენებლები: გამოითვლებიან კონკრეტული პერიოდის მიხედვით,
როგორიცაა თვე, კვარტალი , ნახევარი წელი, წელი.
მუდმივად მომუშავეთარიცხვი
 მუდმივობის კოეფიციენტი= მომუშავეთა საშუალო სიობრივირიცხვი ∙ 𝟏𝟎𝟎%
სამუშაოზე მიღებულთარიცხვი
 განახლების კოეფიციენტი= ∙ 𝟏𝟎𝟎%
მომუშავეთა საშუალოსიობრივირიცხვი
სამუშაოდან განთავისუფლებულთარიცხვი
 წასვლის კოეფიციენტი = მომუშავეთა საშუალოსიობრივირიცხვი ∙ 𝟏𝟎𝟎%
დენადობა (ზედმეტიბრუნვა)
 დენადობის კოეფიციენტი= მომუშავეთა საშუალოსიობრივირიცხვი ∙ 𝟏𝟎𝟎%
სამუშაოზე მიღებულები+ განთავისუფლებულები
 საერთო ბრუნვის კოეფიციენტი= მომუშავეთა საშუალოსიობრივირიცხვი
∙ 𝟏𝟎𝟎

ე.გ
სამუშაოზე მიღებულთარიცხვი
 ჩანაცვლების კოეფიციენტი= სამუსაოდანყველა მიზეზითგანთავისუფლებულები
∙ 𝟏𝟎𝟎%
*არასამუშაო და უქმე დღეების საშუალო სიობრივი რიცხვი - მათი წინა დღის სიობრივი
რიცხვი ჩაითვლება მათ სიობრივ რიცხვად.

1.7 შრომის ანაზღაურების სტატისტიკა

შრომის ანაზღაურება - ხელფასი

შრომის ანაზღაურების სტატისტიკის ამოცანები:

1. ხელფასის ფონდის მოცულობის განსაზღვრა;


2. ხელფასის დონის და დინამიკის ანალიზი;
3. ხელფასის დიფერენციაციის ანალიზი;
4. სამუშაო ძალაზე დანახარჯების სტატისტიკური ანალიზი.
ხელფასის ფონდი - საწარმოების და ორგანიზაციების მიერ შრომის ანაზღაურებისთვის
დარიცხული თანხა. (მოიცავს დანამატებსაც)

საწარმოების და ორგანიზაციების ხელფასის ფონდების ჯამი გვაძლევს დარგის ხელფასის


ფონდს, ხოლო დარგების ხელფასის ფონდების ჯამი- ეროვნული ეკონომიკური ხელფასის
ფონდს.

სტატისტიკის მიერ აღირიცხება ხელფასის საათობრივი, დღიური და თვეობრივი ფონდები.

ხელფასის დონის და დინამიკის ანალიზი.

ხელფასის დონე ხასიათდება საშუალო ხელფასის მაჩვენებლით და გაიანგარიშება ხელფასის


ფონდის შეფარდებით ნამუშევარ დროსთან ან დასაქმებულთა რიცხვთან.

სტატისტიკაში გამოითვლება საშუალო ხელფასის შემდეგი მაჩვენებლები:

 საშუალო საათობრივი ხელფასი- გამოითვლება ხელფასის საათობრივი ფონდის


შეფარდებით ნამუშევარი კაც-საათების რაოდენობასთან. კაც-საათი წარმოადგენს
სრულად ნამუშევარ ერთ საათს.
 საშუალო დღიური ხელფასი- გამოითვლება ხელფასის დღიური ფონდის
შეფარდებით ნამუშევარ კაც-დღეების რაოდენობასთან. (კაც-დღე არის ნამუშევარი
ერთი დღე)
 საშუალოთვიური ხელფასი- გამოითვლება ხელფასის თვიური ფონდის შეფარდებით
თვის განმავლობაში დასაქმებულთა რიცხვთან. ხელფასის თვიური ფონდი მოიცავს
ყველა სახის ანაზღაურებას.

ე.გ
∑𝑭
 ̅=
საშუალო ხელფასი- 𝒇 , სადაც
∑𝑻
𝒇̅ - საშუალო ხელფასი
∑𝑭 - ხელფასის ფონდი
∑𝑻 - დასაქმებულთა რიცხვი
𝒇
 ხელფასის დონის დინამიკა შეისწავლება ინდექსების საშუალებით: 𝒊 = 𝒇𝟏
𝟎
ხელფასის ცვლილებაზე მოქმედებს ორი ფაქტორი: 1. საშუალო ხელფასის ცვლილება
ცალკეულ დარგებში და 2. დასაქმებულთა რიცხვის ცვლილება დარგების მიხედვით ე.წ.
,,სტრუქტურული ძვრები’’/

 ამ ფაქტორების გავლენას ხელფასზე ვადგენთ ცვალებადი შემადგენლობის ინდექსით:


∑𝐅 ∑𝐅 𝐟
𝐉 = ∑𝐓𝟏 : ∑𝐓𝟎 , რაც იგივეა 𝐟𝟏
𝟏 𝟎 𝟎
 საშუალო ხელფასის ფორმულიდან ხელფასის ფონდი F უდრის ∑ 𝑓𝑇 , თუ ამას
ფორმულაში ჩავსვამთ მივიღებთ ხელფასის ცვალებადი შემადგენლობის ინდექსს :
∑𝐟𝟏𝐓𝟏 ∑𝐟𝟎𝐓𝟎
𝐉= :
∑𝐓𝟏 ∑𝐓𝟎
 საშუალო ხელფასის ცვლილების გავლენას ვადგენთ ხელფასის ფიქსირებული
∑𝐟𝟏𝐓𝟏 ∑𝐟𝟎𝐓𝟏
შემადგენლობის ინდექსი: 𝑱 = :
∑𝐓𝟏 ∑𝐓𝟏
 დასაქმების დარგობრივი სტრუქტურის ცვლილების გასაზომად გამოიყენება-
∑𝐓𝟏𝐟𝟎 ∑𝐓𝟎 𝐟𝟎
ხელფასის სტრუქტურული ძვრების ინდექსი: 𝐉 = ∑𝐓𝟏
: ∑𝐓
𝟎
საინდექსო ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ საშუალო ხელფასის აბსოლუტურ
ცვლილებაზე ცალკეული ფაქტორის გავლენა.

 საშუალო ხელფასის აბსოლუტური მატება გამოწვეული საშუალო ხელფასის


∑𝐟 𝐓 ∑𝐟 𝐓
ცვლილებით: 𝚫𝐟𝟏̅ = 𝟏 𝟏 − 𝟎 𝟏
∑𝐓𝟏 ∑𝐓𝟏
 საშუალო ხელფასის აბსოლუტური მატება გამოწვეული დასაქმებულთა ხვედრითი
∑𝐟 𝐓 ∑𝐟 𝐓
წილის ცვლილებით: 𝚫𝐟𝟏̅ = 𝟎 𝟏 − 𝟎 𝟎 ∑𝐓𝟏 ∑𝐓𝟎

ხელფასის ფონდის მოცულობა იცვლება სამი ფაქტორის მიხედვით:

I. თითოეულ დარგში ხელფასის საშუალო დონის ცვლილებით : 𝜟𝑭𝟏 = ∑𝒇𝟏 𝑻𝟏 − ∑𝒇𝟎 𝑻𝟎


II. თითოეულ დარგში დასაქმებულთა ხვედრითი წილის ცვლილებით: 𝜟𝑭𝟐 =
∑𝑻𝟏 𝒇𝟎 − 𝒇̅𝟎 𝜮𝑻𝟏
III. დასაქმებულთა საერთო რიცხვის ცვლილებით: 𝜟𝑭𝟑 = 𝒇𝟎 𝜮𝑻𝟏 − ∑𝒇𝟎 𝑻𝟎

𝜟𝑭 = 𝜟𝑭𝟏 + 𝜟𝑭𝟐 + 𝜟𝑭𝟑


ხელფასის დიფერენციაციის ანალიზი. დასაქმებულის ხელფასის სიდიდე დამოკიდებულია
მის განათლებაზე , ასაკზე, კვალიფიკაციაზე.

ე.გ
ნომინალური ხელფასი არის დარიცხული ხელფასი . მისი გაყოფით სამომხმარებლო ფასების
ინდექსზე მივიღებთ რეალურ ხელფასს.

1.8 სამუშაო ძალაზე დანახარჯების სტატისტიკური ანალიზი

დანახარჯები დაკავშირებულია სამუშაო ძალის დაქირავებასა და უზრუნველყოფასთან.

სტატისტიკის ამოცანებია სამუშაო ძალაზე დანახარჯების დონის, სტრუქტურისა და


დინამიკის დადგენა.
სამუშაო ძალაზე დანახარჯების დონე გაიზომება დანახარჯების მოცულობით საშუალოდ
ერთ მუშაკზე გაანგარიშებით.

დანახარჯების 10 ჯგუფი:

1. ხელფასი
2. არასამუშაო დროის ანაზღაურება
3. პრემიები და საჩუქრები
4. კვება, სასმელები
5. დანახარჯები საცხოვრებელზე
6. დამქირავებლის ხარჯები სოციალურ უზრუნველყოფაზე
7. დანახარჯები პროფესიულ მომზადებაზე
8. სოციალურ მომსახურებაზე დანახარჯები
9. სხვა დანახარჯები სამუშაო ძალაზე
10. გადასახადები

1.9 შრომის ნაყოფიერების სტატისტიკა

შრომის ნაყოფიერება არის ადამიანის უნარი , დროის ერთეულში აწარმოოს პროდუქციის


გარკვეული რაოდენობა.

შრომის ნაყოფიერების სტატისტიკის ამოცანებია განსაზღვროს შრომის ნაყოფიერების დონე,


დინამიკა და მასზე მოქმედი ფაქტორები.

 შრომის ნაყოფიერების დონე გაიანგარიშება წარმოებული პროდუქციის მოცულობის


∑𝐪
̅
შეფარდებით დასაქმებულთა რიცხვზე. 𝐮 = .
∑𝐓
შრომის ნაყოფიერების დონე არის საშუალო სიდიდე და გვიჩვენებს საშუალოდ ერთ
დასაქმებულზე წარმოებული პროდუქციის მოცულობას.

ე.გ
∑𝐓
 შრომატევადობა არის შრომის ნაყოფიერების შებრუნებული სიდიდე : 𝐭̅ =
∑𝐪
𝒕̅ შრომატევადობა
T პროდუქციის წარმოებაზე დახარჯული დრო
q წარმოებული პროდუქციის მოცულობა
𝐔𝟏 ∑𝒒𝟏 ∑𝒒𝟎
 შრომის ნაყოფიერების დონის დინამიკა ხასიათდება ინდექსებით: ⅈ = , 𝑱= :
𝐮𝟎 ∑𝑻𝟏 ∑𝑻𝟎
 ნაყოფიერების დონის ფორმულიდან 𝐪 = ∑𝐮𝐭 თუ ამას ჩავსვამთ J-ში გვექნება:
∑𝐮𝟏 𝐓𝟏 ∑𝐮𝟎 𝐓𝟎
𝑱= ∑𝐓𝟏
: ∑𝐓𝟎
ეს არის შრომის ნაყოფიერების ცვალებადი შემადგენლობის ინდექსი.
 ფიქსირებული ინდექსით ვადგენთ საერთო საერთო შრომის ნაყოფიერებაზე
∑ ⋃𝟏 𝐓𝟏 ∑𝐮𝟎 𝐓𝟏
თითოეულ დარგში შრომის ნაყოფიერების ცვლილების გავლენას : 𝐉 = ∑𝐓𝟏
: ∑𝐓𝟏
 სტრუქტურული ძვრების ინდექსით ვადგენთ საერთო შრომის ნაყოფიერებაზე
∑𝐮𝟎 𝐓𝟏 ∑𝐮𝟎 𝐓𝟎
დასაქმების დარგობრივი სტრუტურის ცვლილების გავლენას : 𝐉 = ∑𝐓𝟏
: ∑𝐓𝟎
*მშპ-ს ინდექსი დასაქმების და შრომის ნაყოფიერების ინდექსების ნამრავლის ტოლია.

2.1 ეროვნული სიმდიდრის ზოგადი კონცეფცია და განსაზღვრება

ეროვნული სიმდიდრე - ქვეყნის რეზიდენტი ინსტიტუციური ერთეულების კაპიტალის


წმინდა ღირებულებათა ჯამი წლის დასაწყისში ან ბოლოსთვის.

კაპიტალის წმინდა ღირებულება- ინსტიტუციური ერთეულის ყველა ეკონომიკური აქტივის


ღირებულებასა და მათ ფინანსურ ვალდებულებათა სიდიდეს შორის სხვაობა.

მთლიანად ეკონომიკისათვის ეროვნული სიმდიდრე- ტოლია არაფინანსური აქტივების


ღირებულებას დამატებული წმინდა ფინანსური მოთხოვნები დანარჩენ მსოფლიოსთან.

ეროვნულ სიმდიდრეში ჩართული უნდა იყოს მხოლოდ ის აქტივები , რომლებზეც


სამეურნეო ობიექტებს აქვთ საკუთრების უფლების გავრცელების შესაძლებლობა.

ეროვნულ სიმდიდრეს არ მიეკუთვნება მოძიებული ბუნებრივი რესურსები.

2.2 აქტივების კლასიფიკაცია ეროვნულ სიმდიდრეში

ეკონომიკური აქტივები- არის ობიექტები,რომელსაც გააჩნია ღირებულება და რომლებზეც


ვრცელდება ინსტიტუციური ერთეულების მიერ ინდივიდუალურად ან კოლექტიურად
საკუთრების უფლება.

ე.გ
აქტივებს არ მიეკუთვნება ბუნებრივი აქტივები , მაგ: საჰაერო სივრცე. ასევე ადამიანური
კაპიტალი და გარანტიის ტიპის პირობითი აქტივები.

ეროვნულ ანგარიშთა სისტემის შესაბამისად ყველა აქტივი იყოფა სამ ძირითად ჯგუფად:
არაფინანსური წარმოებული აქტივები, არაფინანსური არაწარმოებადი აქტივები და
ფინანსური აქტივები.

I. არაფინანსური აქტივები
1. არაფინანსური წარმოებული აქტივები
1.1 ძირითადი კაპიტალი
, 1.1.1 მატერიალური ძირითადი კაპიტალი
საცხოვრებელი ბინები
მანქანები და მოწყობილებები
კულტივირებადი აქტივები
სხვა შენობა ნაგებობები

1.1.2 არამატერიალური ძირითადი კაპიტალი


სასარგებლო წიაღისეულის მოძიება
პროგრამული უზრუნველყოფა
ლიტერატურის, ხელოვნების, გასართობი ჟანრის ნაწარმოებები

1.2 მატერიალური საბრუნავი კაპიტალის მარაგები

1.2.1 მასალებისა და ნედლეულის საწარმოო მარაგები

1.2.2 დაუმთავრებელი წარმოება

1.2.3 მზა პროდუქცია

1.2.4 საქონელი ხელმეორედ გასაყიდად

1.3 ფასეულობანი

1.3.1 ძვირფასი ქვები და ლითონები

1.3.2 ანტიკვარიატი და ხელოვნების სხვა ნიმუშები

1.3.3 სხვა ფასეულობები

2. არაფინანსური არაწარმოებადი აქტივები

2.1 მატერიალური არაწარმოებადი აქტივები

2.1.1 მიწა

2.1.2 სასარგებლო წიაღისეული

2.1.3 არაკულტივირებადი ბიოლოგიური რესურსები

2.1.4 წყლის რესურსები

ე.გ
2.2 არამატერიალური არაწარმოებული აქტივები

2.2.1 დაპატენტებული ობიექტები

2.2.2 ხელშეკრულებები არენდის შესახებ

2.2.3 ნაყიდი ,,გუდვილი’’

2.2.4 სხვა არამატერიალური არაწარმოებადი აქტივები

II. ფინანსური აქტივები


1. მონეტარული ოქრო
2. ნაღდი ფული და დეპოზიტები
3. ფასიანი ქაღალდები, აქციების გარდა
4. სესხები
5. აქციები
6. დაზღვევის ტექნიკური რეზერვები
7. კრედიტორებისა და დებიტორების სხვა ანგარიშები
არაფინანსური აქტივები- ობიექტებია, რომელსაც ფლობს ინსტიტუციური ერთეულები და
მათ შენახვასა და გამოყენებას მოაქვს ეკონომიკური სარგებელი. წარმოშობის მიხედვით
ისინი იყოფა წარმოებულ და არაწარმოებულ აქტივებად.

არაფინანსური წარმოებული აქტივები შექმნილია საქარმოო პროცესის შედეგად და სამი


ძირითადი ელემენტისგან შედგება: ძირითადი კაპიტალი; მატერიალური საბრუნავი
საშუალებების მარაგები და ფასეულობანი.

2.3 ძირითადი კაპიტალის განსაზღვრა და კლასიფიკაცია

ძირითადი კაპიტალი გულისხმობს საწარმოო აქტივებს, რომლებიც ერთი წლის


განმავლობაში მრავალჯერ ან მუდმივად გამოიყენება საწარმოო პროცესში.

ძირითადი კაპიტალი იყოფა მატერიალურად და არამატერიალურად.

მატერიალური ძირითადი კაპიტალია- საცხოვრებლები, მანქანები, შენობა-ნაგებობები,


მოწყობილობები, კულტივირებადი აქტივები.

საცხოვრისს მიეკუთვნება ის შენობები ,რომლებიც უშუალოდ საცხოვრებლად გამოიყენება.

შენობები და ნაგებობები- არის არასაცხოვრებელი შენობები (მაგ: სკოლა , უნივერსიტეტი ,


სასტუმრო , რესტორნები, საავადმყოფო, ხიდები...)

კულტივირებადი აქტივები - სოფლის მეურნეობაში ძირითადი კაპიტალის ერთ-ერთი


მთავარი ელემენტი ( პირუტყვი, ვენახები, ხეხილის ბაღები...)

ე.გ
არამატერიალური ძირითადი კაპიტალი - იმ ობიექტების ღირებულებებისგან შედგება
,რომელიც შექმნილია ადამიანის შრომით.

2.4 ძირითადი კაპიტალის შეფასების სახეები

ძირითადი კაპიტალის შეფასების 4 მეთოდი :

1. სრული თავდაპირველი
2. სრული აღდგენითი
3. თავდაპირველი ღირებულება ცვეთის გამოკლებით
4. აღდგენითი ღირებულება (ცვეთის ღირებულება)
სრული თავდაპირველი ღირებულება არის ძირითადი კაპიტალის ღირებულება ,რომელშიც
შედის ყველა ის ხარჯი რაც მისი დამზადების დროს წარმოიქმნება.

თავდაპირველი ღირებულება ცვეთის გამოკლებით ,ანუ თავდაპირველი ნარჩენი ღირებულება


ტოლია სრულ თავდაპირველ ღირებულებას მინუს ცვეთის ღირებულებას დამატებული
კაპიტალური რემონტის ხარჯები.

სრული აღდგენითი ღირებულება არის ძირითადი კაპიტალის წარმოების შექმნასა და


შეძენაზე გაწეული დანახარჯები მიმდინარე ფასებში . (კაპიტალის ღირებულება მიმდინარე
ფასებში)

აღდგენითი ღირებულება ცვეთის გამოკლებით , ანუ აღდგენითი ნარჩენი ღირებულება


გამოითვლება სრული აღდგენითი ღირებულების გამრავლებით ცვეთის კოეფიციენტზე

საბალანსო ღირებულება ძირითადი კაპიტალის ღირებულებაა,რომლითაც ხდება მისი


ბალანსზე აყვანა ( ძირითადი კაპიტალის ღირებულება, რომელიც ასახულია საწარმოს
ბალანსში)

2.5 ძირითადი კაპიტალის ცვეთა

პროდუქციის რეალიზაციის შედეგად საწარმოს უკან უბრუნდება ძირითადი კაპიტალის


ღირებულების ნაწილი, რომლის აკუმულირების შედეგად იქმნება საამორტიზაციო
ანარიცხების ფონდი , ანუ ამორტიზაციის ფონდი.

ამორტიზაციის წლიური ფონდი გაიანგარიშება შემდეგი სახით:

𝐃 = (𝐂სრთავ. − 𝐂ნარჩ, + 𝐂კაპრემ + 𝐂მოდერ ) ÷ 𝐓 , სადაც

𝐂სრთავ - ძირითადი კაპიტალის სრული თავდაპირველი ღირებულება;

𝐂ნარჩ - ნარჩენი (სალიკვიდაციო) ღირებულება;

ე.გ
𝐂კაპრემ - კაპიტალური რემონტის ღირებულება;

𝐂მოდერ - მოდერნიზაციის ღირებულება;

T - ძირითადი კაპიტალის სამსახურის ნორმატიული ვადა.

ამორტიზაციის წლიური ნორმა - არის ამორტიზაციის წლიური ფონდის შეფარდება


𝑫
ძირითადი კაპიტალის სრულ ღირებულებასთან : D = ∙ 𝟏𝟎𝟎
𝑪სრ

2.6 ძირითადი კაპიტალის ბალანსი

ძირითადი კაპიტალის ღირებულება წლის ბოლოს გაიანგარიშება შემდეგი საბალანსო


სქემით: 𝐅წლისბოლოს = 𝐅წლისდასაწყ. + 𝐅შემოსული − 𝐅გასული

1. როდესაც ცნობილია ძირითადი კაპიტალის ღირებულება წლის დასაწყისში და


ბოლოს , გაანგარიშება წარმოებს მარტივი საშუალო არითმეტიკულის დახმარებით :
𝐅̅ = (𝐅წლისდასაწყისი + 𝐅წლისბოლოს ): 𝟐
2. როდესაც ცნობილია ძირითადი კაპიტალის ღირებულება თანაბრად დაცილებული
მომენტებისთვის საშუალოწლიური ღირებულება შეიძლება გავიანგარიშოთ საშუალო
𝟏 𝟏
ქრონოლოგიურით : 𝐅̅ = ( 𝐅𝟏 + 𝐅𝟐 + ⋯ + 𝐅𝐧−𝟏 + 𝐅𝐧 ) : (𝒏 − 𝟏)
𝟐 𝟐

2.7 ძირათადი კაპიტალის მოძრაობის , მდგომარეობისა და ვარგისიანობის


მაჩვენებლები

ძირითადი კაპიტალის მოძრაობის მაჩვენებლებია:


𝐅წლისბოლოს = 𝐅წლისდასაწყ. + 𝐅შემოსული − 𝐅გასული

 შემოსავლის კოეფიციენტი გაიანგარიშება შემოსული ძირითადი კაპიტალის


ღირებულების ფარდობით ძირითადი კაპიტალის ღირებულებასთან საანგარიშო
𝑭შემოსული
წლის ბოლოს . 𝑲შემოსული = × 𝟏𝟎𝟎
𝐅წლისბოლოს

 განახლების კოეფიციენტი გაიანგარიშება შემოსული ახალი ძირითადი კაპიტალის


ღირებულების ფარდობით ძირითადი კაპიტალის ღირებულებასთან საანგარიშო
𝐅შემოსულიახალი
წლის ბოლოს . ის გვიჩვენებს განახლების დონეს . 𝑲განახლების = × 𝟏𝟎𝟎
𝐅წლისბოლოს
 გასვლის კოეფიციენტი გაიანგარიშება მოქმედებიდან გასული ძირითადი კაპიტალის
ღირებულების ფარდობით ძირითადი კაპიტალის ღირებულებასთან საანგარიშო
𝑭გასული
წლის დასაწყისში. ის გვიჩვენებს გასვლის ინტენსივობას. 𝑲გასვლის = 𝑭 × 𝟏𝟎𝟎
წლისდასაწყისშ

ე.გ
 ლიკვიდაციის კოეფიციენტი გაიანგარიშება სიძველისა და ცვეთის გამო
მოქმედებიდან გასული ძირითადი კაპიტალის ღირებულების ფარდობით ძირითადი
კაპიტალის ღირებულებასთან საანგარიშო წლის დასაწყისში.
𝑭გასული
𝑲ლიკვიდაციის = 𝑭 × 𝟏𝟎𝟎
წლისდასაწყისში

ლიკვიდირებული ძირითადი კაპიტალის ღირებულების ფარდობით შემოსული ძირითადი


კაპიტალის ღირებულებასთან ანგარიშობენ ძირითადი კაპიტალის შეცვლის ინტენსივობას.

ძირითადი კაპიტალის ვარგისიანობა და მდგომარეობა შეისწავლება შემდეგი


მაჩვენებლებით:

 ცვეთის კოეფიციენტი გაიანგარიშება ცვეთის თანხის ფარდობით ძირითადი


კაპიტალის სრულ თავდაპირველ ღირებულებასთან;
𝑭სრულითავდაპირველი −𝑭ნარჩენი
𝐊 ცვეთის = 𝑭სრულითავდაპირველი
× 𝟏𝟎𝟎
 ცვეთის კოეფიციენტის გაანგარიშება შესაძლებელია აგრეთვე ცვეთის აბსოლუტური
თანხის ფარდობით ძირითადი კაპიტალის ღირებულებასთან პერიოდის ბოლოს.
𝐃
𝐊 ცვეთის = 𝐅 × 𝟏𝟎𝟎
პერიოდისბოლოს

 ვარგისიანობის კოეფიციენტი განისაზღვრება ნარჩენი ღირებულების ფარდობით


სრულ თავდაპირველ ღირებულებასთან. ის ახასიათებს ძირითადი კაპიტალის იმ
ხვედრით წილს რომელიც ჯერ არ არის გადატანილი ახლად შექმნილ პროდუქციაზე.
𝐅ნარჩენი
𝑲ვარგის. = × 𝟏𝟎𝟎
𝐅სრულითავდაპირველი
წლის ბოლოსათვის ძირითადი კაპიტალის ცვეთის აბსოლუტური თანხის განსაზღვრა ხდება
მოცემული თარიღისთვის სრულ თავდაპირველ და ნარჩენ ღირებულებებს შორის სხვაობით:
𝐃 = 𝐅სრულითავდაპირველი − 𝐅ნარჩენი

ცვეთისა და ვარგისიანობის კოეფიციენტებს შორის ურთიერთკავშირი შემდეგი სახით


გამოისახება: 𝐊 ცვეთის + 𝐊 ვარგისიანობა = 𝟏 (𝟏𝟎𝟎%)

2.8 ძირითადი კაპიტალის გამოყენების მაჩვენებლები

სტატისტიკაში ძირითადი კაპიტალის გამოყენებას სწავლობენ შემდეგი მაჩვენებლების


საშუალებით:

1. კაპიტალუკუგება ,რომელიც გვიჩვენებს წარმოებული პროდუქციის მოცულობას


𝑸
ძირითადი კაპიტალის 1 ლარზე: 𝐑 𝐅 = 𝐅̅ ( Q- წარმოებული პროდუქციის
ღირებულება ; 𝐅̅ - ძირითადი კაპიტალის საშუალო ღირებულება)
2. კაპიტალტევადობა, რომელიც გვიჩვენებს ძირითადი კაპიტალის მოცულობას
წარმოებული პროდუქციის 1 ლარზე და კაპიტალუკუგების შებრუნებული
𝐅̅
მაჩვენებელია: 𝐑 𝐐 =
𝐐

ე.გ
3. კაპიტალშეიარაღება , რომელიც გვიჩვენებს ძირითადი კაპიტალის მოცულობას 1
𝐅̅
მომუშავეზე: 𝐑 𝐋 = (𝐋̅ - სამუშაო ძალის საშუალო რაოდენობა; 𝐅̅- ძირითადი
𝐋̅
კაპიტალის საშუალო ღირებულება)
კაპიტალუკუგება × კაპიტალშეიარაღება = შრომის ნაყოფიერება
𝐑𝐅 × 𝐑𝐋 = 𝑾

2.9 ძირითადი კაპიტალის დინამიკის მაჩვენებლები

ძირითადი კაპიტალის დინამიკა შეისწავლება ინდექსების საშუალებით. ძირითადად


გამოიყენება ინდივიდუალური ინდექსები და ურთიერთკავშირი.

2.10 საბრუნავი კაპიტალის განსაზღვრა და კლასიფიკაცია

მატერიალური საბრუნავი საშუალებების მარაგებია: გასაყიდი საქონელი; დაუმთავრებელი


წარმოება; ნედლეულის საწარმოო მარაგები.

საწარმოო მარაგების შემადგენლობაში შედის სათბობი , თესლი, ინსტრუმენტები,ნედლეული


( საქონელი, რომელიც არ არის გასაყიდი) .

დაუმთვარებელი წარმოება არის მომსახურება და საქონელი,რომელთა წარმოება


დაწყებულია და არ არის დამთავრებული ( გამოირიცხება ნაწილობრივ დამთავრებული).

მზა პროდუქცია საქონელია ,რომელიც მზად არის გასაყიდად.

საქონელი გასაყიდად არის სავაჭრო ორგანიზაციებში არსებული და გასაყიდად


განკუთვნილი საქონლის ღირებულება.

2.11 საბრუნავი კაპიტალით უზრუნველყოფისა და გამოყენების


მაჩვენებლები

1. მარაგებით უზრუნველყოფის მაჩვენებელი დღეებში: ტოლია ფაქტიური მარაგების


𝐒ფაქტიური
ფარდობისა მარაგების საშუალოდღიურ მოცულობასთან: 𝐊 უზრუნვ. =
𝐒დღიური

2. ბრუნვის კოეფიციენტი= რეალიზებული პროდუქციის ფარდობით საბრუნავი


𝐐რეალიზ
კაპიტალის საშუალო ნაშთთან. 𝐊 ბრუნვადობის = 𝐒̅

ე.გ
3. დატვირთვის კოეფიციენტი გვიჩვენებს 1 ლარის რეალიზებული პროდუქციის
𝐒̅
წარმოებისთვის საჭირო საბრუნავი კაპიტალის ღირებულებას. 𝐊 დატვირთვის =
𝐐რეალიზ.

4. ბრუნვადობა დღეებში , გვიჩვენებს დროს კალენდარულ დღეებში ,რომელიც საჭიროა


საბრუნავი კაპიტალის ერთჯერადად ამობრუნებისთვის. და ტოლია კალენდარულ
დღეთა რიცხვი გაყოფილი ბრუნვადობის კოეფიციენტზე.
𝐃
𝐭=𝐊 ან t = D× 𝐊 დატვირთვის
ბრუნვადობის

5. საანგარიშო პერიოდში გამოთავისუფლებული საბრუნავი კაპიტალის მოცულობა


ბრუნვადობის ცვლილების ხარჯზე საბაზისოსთან შედარებით:
𝐐რეალიზ
𝐍გამოთ. = ̅̅̅
𝐒1 − 𝐃
× 𝐭𝟎 ან 𝐍გამოთ. = (𝐊𝟏დატვირთვის − 𝐊𝟎დატვირთვის ) × 𝐐𝟏რეალ
საბრუნავი სახსრების დატვირთვის კოეფიციენტი გაიანგარიშება რეალიზებული
პროდუქციის ერთ ლარზე საბრუნავი სახსრების მოცულობით დ აბრუნვადობის
𝐒̅
კოეფიციენტის შებრუნებული მაჩვენებელია: 𝐊 დატვირთვის = 𝐐
რეალიზებული

3.1 მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) და მისი გაანგარიშების მეთოდები

მშპ=∑ გამოშვებები - ∑ შუალედური მოხმარებები

ეროვნულ ანგარიშთა სისტემის აგებისას მიმართავენ სამ არსებით წესს:

განმეორებითი აღრიცხვის გამორიცხვა;


ეკონომიკურად მნიშვნელოვანი აგრეგატების შემუშავება (ე.ი რომელთა ღირებულება
არ არის დამოკიდებული არაეკონომიკურ ფაქტორებზე);
 ისეთი ინდიკატორების შექმნა, რომელთა გაზომვა პრაქტიკულად შესაძლებელია.
მთლიანი შიდა პროდუქტი , მშპ არის ის პროდუქტი რის გაზომვასაც ვცდილობთ, საქონელი
და მომსახურებაა ,რომელიც საბოლოო მოხმარებისთვის და ექსპორტისთვის გამოიყენება.
(არ შედის შუალედური საქონელი და მომსახურება, რომელიც დახარჯულია წარმოების
პროცესში) . შიდა ნიშნავს ,რომ პროდუქტი ქვეყნის ეკონომიკურ ტერიტორიაზე არის
წარმმოებული . მთლიანი ნიშნავს,რომ მშპ-ის გაანგარიშებისას მისი ღირებულებიდან არ
გამოირიცხება ძირითადი კაპიტალის მოხმარება.

პროდუქციის გამოშვების შეფასება ხდება საბაზისო ფასებში. შუალედური მოხმარების


შეფასება ხდება მყიდველის ფასებში.

საბაზისო ფასი არის ის თანხა ,რომელსაც იღებს მწარმოებელი წარმოებული პროდუქციის


სანაცვლოდ. (მისი წარმოების ან გაყიდვის გამო ყველა სახის გადასახადის გამოკლებით და
სუბსიდიიდ დამატებით)

მყიდველის ფასი არის ის თანხა, რომელსაც პროდუქციის მიწოდების სანაცვლოდ იხდის


მყიდველი მოცემულ დროსა და ადგილზე. ( ამისთვის საბაზისო ფასს ემატება მთლიანი

ე.გ
დანარიცხები,რომელიც მოიცავს: სავაჭრო და სატრანსპორტო ფასნამატებს და გადასახადებს
პროდუქციაზე.(მაგ: დღგ,საბაჟო გადასახადები)).

3.2 მშპ-ის გაანგარიშების მეთოდები

მშპ არის წლის მანძილზე მოცემული ქვეყნის ეკონომიკურ ტერიტორიაზე წარმოებული


ყველა საქონლისა და მომსახურების ღირებულება შუალედური მოხმარების გამოკლებით.

საგარეო ვაჭრობის გათვალისწინებით , მშპ შეიძლება გავიანგარიშოთ კვლავწარმოების


ციკლის ყოველ სტადიაზე შესაბამისი მეთოდების დახმარებით.

მშპ-ის გაანგარიშების მეთოდები:

 საწარმოო მეთოდი;
 განაწილების მეთოდი (შემოსავლების);
 საბოლოო მოხმარების მეტოდი ( დანახარჯების);
საწარმოო მეთოდით მშპ შეიძლება გავიანგარიშოთ სამი ხერხით:

1. მშპ საბაზრო ფასებში= მთლიანი გამოშვება საბაზისო ფასებში- შუალედური


მხმარება- სუბსიდიები პროდუქციაზე + გადასახადები პროდუქციასა და იმპორტზე
2. მშპ საბაზრო ფასებში = დარგების დამატებული ღირებულებების ჯამი საბაზრო
ფასებში. ის მოიცავს წმინდა გადასახადებს პროდუქტებსა და იმპორტზე.
დარგებს თუ შევკრებთ მივიღებთ მშპ-ის საბაზრო ფასებში თუ ამას დავამატებთ (+)
გადასახადებს პროდუქციაზე და გამოვაკლებთ (-) სუბსიდიებს პროდუქციაზე მივიღებთ (=)
მშპ-ის საბაზრო ფასებში.

3. მშპ საბაზრო ფასებში = ∑ ეკონომიკის სექტორების მდღ საბაზრო ფასებში. (არ


გამოიყენება საქართველოში)
საბაზრო ფასი= საბაზისო ფასი + გადასახადები - სუბსიდიები

განაწილების მეთოდი : გამოიყენება განაწილების სტადიაზე ,არის პირველადი


შემოსავლების ჯამი ,რომელიც რეზიდენტი ეკონომიკური ერთეულების მიერ ნაწილდება
საქონლისა და მომსახურების მწარმოებელთა შორის.

შრომის ანაზღაურება + წმინდა გადასახადები წარმოებასა და იმპორტზე + მთლიანი


საოპერაციო მოგება + მთლიანი შერეული მოგება

საბოლოო მოხმარების მეთოდი : ტოლია საბოლოო მოხმარებასა და დაგროვებაზე გაწეული


ხარჯების ჯამი + ექსპორტ-იმპორტის სალდოს გათვალისწინებით

ხარჯები საბოლოო მოხმარებაზე:

(+) მთლიანი კაპიტალის ფორმირება

(+) ექსპორტი

ე.გ
(-) იმპორტი

(=) მშპ საბაზრო ფასებში

3.3 მშპ-ის გაანგარიშება მუდმივ ფასებში

∑𝐪 𝐩
 მშპ-ის ზრდის ტემპის ინდექსი მუდმივ ფასებში: ∑𝐪𝟏 𝐩𝟏
𝟎 𝟎
∑𝐪 𝐩
 მშპ-ის მოცულობის ზრდის ინდექსი: ∑𝐪𝟏 𝐩𝟎
𝟎 𝟎
∑𝐪𝟏𝐩𝟏
 მშპ-ის დეფლატორის ზრდის ინდექსი: ∑𝐪
𝟏 𝐩𝐨
მშპ-ის ზრდის ტემპიის ინდექსი= მშპ-ის მოცულობის ინდექსი × მშპ-ის დეფლატორის ზრდის
ინდექსზე.
∑𝐪𝟏𝐩𝟏 ∑𝐪 𝐩 ∑𝐪 𝐩
∑𝐪𝟎𝐩𝟎
= ∑𝐪𝟏 𝐩𝟎 × ∑𝐪𝟏 𝐩𝟏
𝟎 𝟎 𝟏 𝐨

,,დეფლატირება’’ - გაყოფა

ინფლირება: მოცულობის ზრდის ინდექსი × დეფლატორის ზრდის ინდექსი


∑𝐪𝟏𝐩𝟏 ∑𝐪 𝐩 ∑𝐪 𝐩
∑𝐪𝟎𝐩𝟎
= ∑𝐪𝟏 𝐩𝟎 × ∑𝐪𝟏 𝐩𝟏
𝟎 𝟎 𝟏 𝐨

დეფლირება: მშპ-ის ზრდის ტემპის ინდექსი / დეფლატორის ზრდის ინდექსზე = მოცულობის


ზრდის ინდექსი
∑𝐪𝟏𝐩𝟏 ∑𝐪𝟏 𝐩𝟏 ∑𝐪𝟏 𝐩𝟎
÷ =
∑𝐪𝟎𝐩𝟎 ∑𝐪𝟏 𝐩𝐨 ∑𝐪𝟎 𝐩𝟎

რეალური მშპ ∑𝒒𝟏 𝒑𝟎

ნომინალური მშპ ∑𝒒𝟏 𝒑𝟏

მშპ მუდმივ ფასებში გადაანგარიშება წარმოებისა და საბოლოო მოხმარების სტადიებზე


ხდება.

გადაანგარიშების სამი მეთოდი:

1. პირდაპირი გადაანგარიშების მეთოდი:


წარმოებული ან მოხმარებული საქონლისა და მომსახურების რაოდენობა
გამრავლებული მის საბაზრო ფასზე ტოლია მიმდინარე პერიოდის გამოშვების
მოცულობის მუდმივ ფასებში . 𝒒𝟏 𝒑𝟎 = 𝒒𝟏 × 𝒑𝟎
2. დეფლირების მეთოდი:
წარმოებული ან მოხმარებული საქონლისა და მომსახურების რაოდენობა მიმდინარე
ფასებში გაყოფილი შესაბამისი ფასების ინდექსზე . ∑𝒑𝟏 𝒒𝟏 ÷ 𝑰𝒑 = ∑𝒑𝟎 𝒒𝟏
∑𝒑 𝒒
𝑰𝒑 = ∑𝒑𝟏 𝒒𝟏 პააშეს ინდექსი
𝟎 𝟏

ე.გ
3. ექსტრაპოლაციის მეთოდი
საბაზისო პერიოდის პროდუქციის მოცულობა შესადარ ფასებში გამრავლებული
პროდუქციის ფიზიკური მოცულობის ინდექსზე. ∑𝒑𝟎 𝒒𝟎 × 𝑰𝒒 = ∑𝒑𝟎 𝒒𝟏
4. ორმაგი დეფლირების მეთოდი - ცალ-ცალკე ვითვლით მთლიან გამოშვებას და
შუალედურ მოხმარებას მუდმივ ფასებში და შემდეგ ვაკლებთ ერთმანეთს.
5. ერთმაგი დეფლირების მეთოდი - გამოშვებას აკლდება შუალედური მოხმარება და
მიღებული მთლიანი დამატებული ღირებულება გადაიყვანება მუდმივ ფასებში.

3.4 ეროვნული შემოსავალი

ეროვნული შემოსავალი- ქვეყნის რეზიდენტების მიერ ქვეყნის ეკონომიკური


ტერიტორიიდან და დანარჩენი მსოფლიოდან მიღებული პირველადი შემოსავლების ჯამი.

პირველად შემოსავლებში ითვლება - შრომის ანაზღაურება, წმინდა გადასახადები


წარმოებასა და იმპორტზე, მთლიანი მოგება , შემოსავლები საკუთრებიდან.

მშპ-ის განსაზღვრაში ამოსავალი კატეგორიაა ქვეყნის ეკონომიკური ტერიტორია, ხოლო მეშ-


ში კი რეზიდენტობა.

წარმოების პროცესის განხორციელებისათვის საჭირო ფაქტორებია: სამუშაო ძალა ,


საქონელი, მომსახურება და კაპიტალი . ეს ფაქტორები შეადგენენ დანახარჯებს.
მოგება
რენტაბელობა=პროდუქციისწარმოებაზეგაწეულიხარჯები

გვიჩვენებს რამდენი თეთრი მოგება მოდის გაწეული ხარჯის 1 ლარზე.

3.4 ეროვნული შემოსავალი

ეროვნული შემოსავალი- ქვეყნის რეზიდენტების მიერ ქვეყნის ეკონომიკური


ტერიტორიიდან და დანარჩენი მსოფლიოდან მიღებული პირველადი შემოსავლების ჯამი.

პირველად შემოსავლებში ითვლება - შრომის ანაზღაურება, წმინდა გადასახადები


წარმოებასა და იმპორტზე, მთლიანი მოგება , შემოსავლები საკუთრებიდან.

მშპ-ის განსაზღვრაში ამოსავალი კატეგორიაა ქვეყნის ეკონომიკური ტერიტორია, ხოლო მეშ-


ში კი რეზიდენტობა.

ე.გ
წარმოების პროცესის განხორციელებისათვის საჭირო ფაქტორებია: სამუშაო ძალა ,
საქონელი, მომსახურება და კაპიტალი . ეს ფაქტორები შეადგენენ დანახარჯებს.

ეროვნული შემოსავალი განსხვავდება შიდა პროდუქტისაგან რეზიდენტების მიერ


საზღვარგარეთიდან მიღებული და არარეზიდენტებისთვის საზღვარგარეთ გადაცემული
პირველადი შემოსავლების სალდოს სიდიდით.
მოგება
რენტაბელობა=პროდუქციისწარმოებაზეგაწეულიხარჯები

გვიჩვენებს რამდენი თეთრი მოგება მოდის გაწეული ხარჯის 1 ლარზე.

3.5 ეკონომიკის მთლიანი საოპერაციო მოგება და შერეული შემოსავლლები

ეკონომიკის მთლიანი საოპერაციო მოგება (ემსგ) ტოლია ყველა სექტორისა და დარგის


მოგებათა ჯამის. დამატებული ღირებულების ის ნაწილია ,რომელიც მწარმოებელს რჩება
ხარჯების დაფარვის შემდეგ. ამის საშუალებით იზომება წარმოების მოგება-ზარალი.

ეკონომიკის წმინდა საოპერაციო მოგება (ეწსმ) არის მაკროეკონომიკური მოგების


მაჩვენებელი,რომელიც გაიანგარიშება ეკონომიკის მთლიან მოგებასა და ძირითადი
კაპიტალის მოხმარებას შორის სხვაობით.

შინამეურნეობების არაკორპორირებულ საწარმოებში ,სადაც შრომა არის აუნაზღაურებელი,


მოგება იცვლება შერეული შემოსავლებით, რომელიც შეიცავს მეწარმის შემოსავლებსაც და
ხარჯებსაც.

3.6 განკარგვადი შემოსავალი

ეროვნული განკარგვადი შემოსავალი წარმოიქმნება შემოსავლების განაწილებისა და


გადანაწილების შედეგად , რომელიც განსხვავდება ეროვნული შემოსავლისაგან
საზღვარგარეთიდან მიღებული და გადაცემული მიმდინარე ტრანსფერტების სალდოთი.

ტრანსფერტებს მიეკუთვნება : საჩუქრები საზღვარგარეთ მცხოვრები ნატესავებისგან,


ჰუმანიტარული დახმარება და გადასახადები შემოსავლებზე.

მთლიანი ეროვნული განკარგვადი შემოსავალი ( მეგშ ) არის რეალური შემოსავლების საზომი,


გამოიყენება საბოლოო მოხმარებისათვის და დაზოგისათვის. (მშპ საბაზრო ფასებში±
წმინდა სალდო ეროვნულ ეკონომიკასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. )

ე.გ
3.7 მთლიანი დანაზოგი

ეროვნული საბოლოო მოხმარება- წარმოადგენს შინამეურნეობების , შინამეურნეობების


მომსახურე არაკომერციული ორგანიზაციების და ასევე სახელმწიფო მართვის ორგანოების
ხარჯებს საბოლოო მოხმარებაზე.

ეროვნული დანაზოგი- განკარგვადი შემოსავლის ნაწილია, რომელიც დახარჯული არ არის


საბოლოო მოხმარებაზე.

დანაზოგი და კაპიტალური ტრანსფერტები ერთობლიობაში ქმნიან ეროვნული


დაფინანსების წყაროებს ინვესტიციებისთვის, რომლებიც შედგება შემდეგი ელემენტებისგან:

1. ძირითადი კაპიტალის მთლიანი დაგროვება;


2. მატერიალური საბრუნავი საშუალებების მარაგების ცვლილება;
3. შედარებით ხანგრძლივი მოხმარების საგნების შეძენა;
4. არასაწარმოო მატერიალური აქტივების წმინდა შეძენა (მიწა);
5. არასაწარმოო არამატერიალური აქტივების წმინდა შეძენა (პატენტები);
ინვესტიციების პირველი სამი ელემენტი ქმნის მთლიან დაგროვებას.

მთლიანი დაგროვება რეზიდენტი ერთეულების მიერ საქონლისა და მომსახურების წმინდა


შეძენას გვიჩვენებს.

მთლიანი დაგროვება მოიცავს შემდეგ ელემენტებს:

 ძირითადი კაპიტალის მთლიანი დაგროვება;


 მატერიალური საბრუნავი საშუალებების მატება;
 დანახარჯები ფასეულობათა შეძენაზე.
ძირითადი კაპიტალის მთლიანი დაგროვება არის რეზიდენტი ერთეულების დაბანდებები
შემდეგი მიმართულებებით:


ძირითადი კაპიტალის შეძენა ;

დანახარჯები მატერიალური არაწარმოებული აქტივების გაუმჯობესებაზე;

არაწარმოებულ აქტივებზე საკუთრების უფლების გადაცემასთან დაკავშირებული
დანახარჯები.
მატერიალური საბრუნავი საშუალებების მარაგების ცვლილება მოიცავს: მზა პროდუქციას,
დაუმთავრებელ წარმოებას, საწარმოო მარაგებს და საქონელს ხელახალი გაყიდვისთვის.

მთლიანი დაგროვების მაჩვენებელი არის ფასეულობათა წმინდა შესყიდვა, ძირითადი


კაპიტალის მთლიანი დაგროვება , მატერიალური საბრუნავი საშუალებების მარაგების
მატება ერთად.

ე.გ
3.8 წმინდა დაკრედიტება და სესხება

წმინდა დაკრედიტება არის მოცემული ქვეყნის რეზიდენტების ფინანსური აქტივების


გადამეტება მოცემული ქვეყნის რეზიდენტების ფინანსური ვალდებულებების ჯამზე.

წმინდა სესხები გვიჩვენებს მოცემული ქვეყნის რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთიდან


მიღებული რესურსების მოცულობას. (ვალდებულებების გადამეტება ფინანსურ აქტივებზე).

სალდოს დადებითი მნიშვნელობის შემთხვევაში ქვეყანა არის კრედიტორი. ხოლო


უარყოფითის შემთხვევაში - დებიტორი.

ე.გ

You might also like