Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 10

 

ტესტები 

1. საწარმოო ფუნქცია გვიჩვენებს: 


ა)დამოკიდებულებას საქონლის წარმოებაში გამოყენებული მასალების რაოდენობასა და
წარმოებული საქონლის რაოდენობას შორის; 
ბ)  საქონლის წარმოებაში გამოყენებული მასალების რაოდენობისა და წარმოებული
საქონლის რაოდენობის  ნამრავლს; 
გ)  საქონლის წარმოებაში გამოყენებული მასალების რაოდენობასა და წარმოებული
საქონლის რაოდენობას შორის  სხვაობას.  
 
2. შრომის ზღვრული პროდუქტი არის: 
ა) პროდუქციის მოცულობის ნამატი, რომელიც შრომის ერთი ერთეულით  შემცირების
შედეგია; 
ბ) პროდუქციის მოცულობის ნამატი, რომელიც ყველა ფატორის   თითო ერთეულით 
გადიდების შედეგია; 
გ) პროდუქციის მოცულობის ნამატი, რომელიც შრომის ერთი ერთეულით გაზრდის
შედეგია. 
 
3. რაიმე მასალის ზღვრული პროდუქტის ღირებულება: 
ა) ამ მასალის ზღვრული პროდუქტისა და  წარმოებული პროდუქტის საბაზრო
ფასის ნამრავლია; 
ბ) ამ მასალის ზღვრული პროდუქტისა და  წარმოებული პროდუქტის საბაზრო ფასის 
სხვაობაა; 
გ) ამ მასალის ზღვრული პროდუქტისა და  წარმოებული პროდუქტის საბაზრო ფასის  ჯამია. 
 
 4. ოლიგოპოლია არის საბაზრო სტრუქტურა, რომელშიც: 
ა)  რამდენიმე  გამყიდველი მომხმარებელს სთავაზობს,  მსგავს ან ერთნაირ საქონელს; 
ბ) მრავალი  გამყიდველი მომხმარებელს სთავაზობს,  მსგავს ან ერთნაირ საქონელს; 
გ) ერთი გამყიდველი მომხმარებელს სთავაზობს,  მსგავს ან ერთნაირ საქონელს. 
 
 5. დუოპოლია: 
ა) მონოპოლისტური კონკურენციის  უმარტივესი ფორმაა; 
ბ) კონკურენციის უმარტივესი ფორმაა; 
გ) ოლიგოპოლიის უმარტივესი ფორმაა. 
 
 6. ნეშის წონასწორობა არის სიტუაცია, რომლის დროსაც ყველა ეკონომიკური აგენტის მიერ
შერჩეული სტრატეგია: 
ა) ცნობილია  და აგენტები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ   მათ მიერ შერჩეული
საუკეთესო სტრატეგიებით; 
ბ) უცნობია  და აგენტები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ   მათ მიერ შერჩეული
საუკეთესო სტრატეგიებით; 
გ) უცნობია  და აგენტები ერთმანეთთან  არ ურთიერთქმედებენ   მათ მიერ შერჩეული
საუკეთესო სტრატეგიებით; 
 
 7. თამაშთა თეორია, ესაა ადამიანთა ქცევის შესწავლა: 
ა) ნებისმიერ სიტუაციაში; 
ბ) სტრატეგიულ სიტუაციებში; 
გ) უსაფრთხო სიტუაციებში. 
 
 8. მსოფლიო ბაზარზე ბრილიანტის 2 დიდი მიმწოდებელია - რუსეთი და სამხრეთ აფრიკის 
რესპუბლიკა.  ბრილიანტის მოპოვების ზღვრული დანახარჯი 1 000 $-ია, ხოლო
ბრილიანტზე მოთხოვნის განრიგს აქვს სახე: 
 
ფასი                 რაოდენობა  
$ 8 000                   5 000 
7 000                      6 000 
6 000                      7 000 

5 000                       8 000  ?
4 000                       9 000 
3 000                        10 000 
2 000                        11 000 
1 000                        12 000 
 
ბაზარზე რომ ბრილიანტის მრავალი მიმწოდებელი იყოს, როგორი იქნებოდა ფასი და
რაოდენობა? 
ბაზარზე რომ ბრილიანტის მხოლოდ ერთი მიმწოდებელი იყოს, როგორი იქნებოდა ფასი და
რაოდენობა? 
თუ რუსეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა კარტელში გაერთიანდებიან,  როგორი იქნება
ფასი და რაოდენობა? 
 
9. მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)  ყველა იმ: 
ა) საბოლოო საქონლისა და მომსახურების საბაზრო ღირებულებაა, რომელიც იწარმოება
ქვეყანაში დროის დროის მოცემულ პერიოდში; 
ბ)  შუალედური  საქონლისა და მომსახურების საბაზრო ღირებულებაა, რომელიც იწარმოება
ქვეყანაში  დროის მოცემულ პერიოდში; 
გ) საბოლოო საქონლისა და მომსახურების საბაზრო ღირებულებაა, რომელიც იწარმოება
ქვეყნის ფარგლებს გარეთ  დროის დროის მოცემულ პერიოდში. 
 
  10. მშპ-ში შედის: 
ა) მხოლოდ შუალედური საქონლის ღირებულება; 
ბ) საბოლოო საქონლის ღირებულება; 
გ) როგორც საბოლოო, ისე შუალედური საქონლის ღირებულებაც. 
 
 11. მშპ-ში შედის: 
ა) მხოლოდ საქონლის ღირებულება; 
ბ) მხოლოდ მომსახურების ღირებულება; 
გ) როგორც საქონლის, ისე  მომსახურების ღირებულება. 
 
12. მშპ-ში შედის: 
ა) მოცემული ქვეყნის გეოგრაფიული საზღვრების შიგნით წარმოებული პროდუქციის 
ღირებულება; 
ბ) მოცემული ქვეყნის გეოგრაფიული საზღვრების  გარეთ წარმოებული პროდუქციის 
ღირებულება; 
გ) როგორც მოცემული ქვეყნის გეოგრაფიული საზღვრების შიგნით, ისე მის  გარეთ
წარმოებული პროდუქციის  ღირებულება. 
 
  13. მთლიანი შიდა პროდუქტი მოიცავს: 
ა) 3 კომპონენტს; 
ბ) 4 კომპონენტს; 
გ) 5 კომპონენტს. 
 
 14. ნომინალური მშპ არის საქონლისა და მომსახურების წარმოების მოცულობა,
გამოხატული: 
ა) მიმდინარე ფასებში; 
ბ)მუდმივ ფასებში; 
გ) როგორც მიმდინარე, ისე მუდმივ ფასებში. 
 
 
15. რეალური მშპ არის საქონლისა და მომსახურების წარმოების მოცულობა, გამოხატული: 
ა) მიმდინარე ფასებში; 
ბ)მუდმივ ფასებში; 
გ) როგორც მიმდინარე, ისე მუდმივ ფასებში. 
 
16. მშპ-ს  დეფლატორი  იანგარიშება: 
ა) ნომინალური  მშპ-სა  და  რეალური მშპ-ს   ჯამის  გამრავლებით 100-ზე; 
ბ) რეალური მშპ-სა და ნომინალური მშპ-ს შეფარდების გამრავლებით 100-ზე; 
გ) ნომინალური მშპ-სა და რეალური მშპ-ს შეფარდების გამრავლებით 100-ზე. 
 
 17. სამომხმარებლო ფასების ინდექსი: 
ა) ტიპიური მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონლისა და მომსახურების საერთო
ღირებულების მაჩვენებელია; 
ბ) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მომხმარებლის  მიერ შეძენილი საქონლისა და
მომსახურების საერთო ღირებულების მაჩვენებელია; 
გ) მაღალშემოსავლიანი  მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონლისა და მომსახურების
საერთო ღირებულების მაჩვენებელია. 
 
 18. ს ფ ი -ს გამოთვლის  პირველი საფეხური გულისხმობს: 
ა) კალათის ღირებულების გამოთვლას; 
ბ) საბაზო წლის არჩევას და ინდექსის გამოთვლას; 
გ) ფასების დადგენას. 
 
 19. ცხოვრების ღირებულების გამოთვლისას თავს იჩენს: 
ა) 2 პრობლემა; 
ბ) 3 პრობლემა; 
გ) 4 პრობლემა. 
 
 20. რომელი მტკიცებაა  სწორი: 
ა) მშპ დეფლატორი  ადგილობრივი წარმოების ყველა საქონლისა და მომსახურების ფასებს
ასახავს, ხოლო  სამომხმარებლო ფასების ინდექსი - მომხმარებელთა მიერ შეძენილი
საქონლისა და მომსახურების; 
ბ) სამომხმარებლო ფასების ინდექსი  ადგილობრივი წარმოების ყველა საქონლისა და
მომსახურების ფასებს ასახავს, ხოლო  მშპ დეფლატორი - მომხმარებელთა მიერ შეძენილი
საქონლისა და მომსახურების; 
გ) მშპ დეფლატორიც და  სამომხმარებლო ფასების ინდექსიც  მხოლოდ ადგილობრივი
წარმოების ყველა საქონლისა და მომსახურების ფასებს ასახავს. 
 
21. რომელი მტკიცებაა სწორი: 
ა) სარგებლის განაკვეთს, რომელსაც ბანკი იხდის, სარგებლის რეალური განაკვეთი ეწოდება,
ხოლო ინფლაციის მიხედვით კორექტირებულ სარგებლის განაკვეთს - სარგებლის
ნომინალური განაკვეთი; 
ბ)სარგებლის განაკვეთს, რომელსაც ბანკი იხდის, სარგებლის ნომინალური  განაკვეთი
ეწოდება, ხოლო ინფლაციის მიხედვით კორექტირებულ სარგებლის განაკვეთს - სარგებლის
რეალური განაკვეთი; 
გ) სარგებლის განაკვეთს, რომელსაც ბანკი იხდის, სარგებლის  რეალური  განაკვეთი
ეწოდება. 
 
 22. მწარმოებლურობა: 
ა) დამატებითი მუშის მიერ წარმოებული საქონლის რაოდენობაა; 
ბ) იმ საქონლის რაოდენობაა, რომლის წარმოება ვერ მოხერხდა ერთ სამუშაო საათში; 
გ) ერთ სამუშაო საათში წარმოებული საქონლისა და მომსახურების რაოდენობაა. 
 
 23. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი არ არის მწარმოებლურობის დეტერმინანტი: 
ა) ფიზიკური კაპიტალი; 
ბ) ბუნებრივი რესურსები; 
გ) გადასახადები და დოტაციები. 
 
 24. ფიზიკური კაპიტალი: 
ა)ცოდნა და უნარია, რომელსაც მშრომელი განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების
გზით იძენს; 
ბ)მოწყობილობები და შენობებია, რომელიც საქონლისა და მომსახურების წარმოებისათვის
გამოიყენება; 
გ)საქონლისა და მომსახურების წარმოებაში გამოყენებული ის მასალაა, რომელსაც გვაძლევს
ბუნება. 
 
 
25. ადამიანური კაპიტალი:  
ა)ცოდნა და უნარია, რომელსაც მშრომელი განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების
გზით იძენს; 
ბ)მოწყობილობები და შენობებია, რომელიც საქონლისა და მომსახურების წარმოებისათვის
გამოიყენება; 
გ)საქონლისა და მომსახურების წარმოებაში გამოყენებული ის მასალაა, რომელსაც გვაძლევს
ბუნება. 
 
 26. ბუნებრივი რესურსები: 
ა)ცოდნა და უნარია, რომელსაც მშრომელი განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების
გზით იძენს; 
ბ)მოწყობილობები და შენობებია, რომელიც საქონლისა და მომსახურების წარმოებისათვის
გამოიყენება; 
გ)საქონლისა და მომსახურების წარმოებაში გამოყენებული ის მასალაა, რომელსაც გვაძლევს
ბუნება. 
 
 27. კლებადი უკუგების კანონის თანახმად: 
ა)  კაპიტალის მარაგის ზრდისას  კაპიტალის თითოეული დამატებითი ერთეულიდან
წარმოებული დამატებითი პროდუქციის რაოდენობა  არ იცვლება; 
ბ) როცა კაპიტალის მარაგი იზრდება, კაპიტალის თითოეული დამატებითი ერთეულიდან
წარმოებული დამატებითი პროდუქციის რაოდენობა  იზრდება; 
გ) როცა კაპიტალის მარაგი იზრდება, კაპიტალის თითოეული დამატებითი ერთეულიდან
წარმოებული დამატებითი პროდუქციის რაოდენობა მცირდება. 
 
28. მკვეთრი ზრდის ეფექტის მიხედვით: 
ა) მაღალგანვითარებული ქვეყანა ზრდის უფრო მაღალ ტემპს აღწევს,
ვიდრე დაბალგანვითარებული; 
ბ) დაბალგანვითარებული ქვეყანა ზრდის უფრო მაღალ ტემპს აღწევს, ვიდრე
მაღალგანვითარებული; 
გ) დაბალგანვითარებული ქვეყანა ზრდის ისეთსავე ტემპს აღწევს, როგორსაც
მაღალგანვითარებული. 
 
 29. რომელი განმარტებაა სწორი: 
ა) კაპიტალურ ინვესტიციას, რომლის მფლობელი და წარმმართველი უცხოური ფირმაა,
უცხოური პირდაპირი ინვესტიცია ეწოდება; 
ბ) კაპიტალურ ინვესტიციას, რომლის მფლობელი და წარმმართველი ადგილობრივი 
ფირმაა, უცხოური პირდაპირი ინვესტიცია ეწოდება; 
გ) კაპიტალურ ინვესტიციას, რომლის მფლობელი და წარმმართველი სამამულო  ფირმაა,
უცხოური  პორტფელური  ინვესტიცია ეწოდება. 
 
 30. რომელი განმარტებაა სწორი: 
ა) კაპიტალურ ინვესტიციას, რომლის მფლობელი და წარმმართველი უცხოური ფირმაა,
უცხოური პორტფელური  ინვესტიცია ეწოდება; 
ბ) კაპიტალურ ინვესტიციას,  რომელიც უცხოური ფულით ფინანსდება, მაგრამ იმართება
ქვეყნის მოქალაქეების მიერ,  უცხოური პორტფელური ინვესტიცია ეწოდება; 
გ) კაპიტალურ ინვესტიციას, რომლის მფლობელი და წარმმართველი სამამულო  ფირმაა,
უცხოური  პორტფელური  ინვესტიცია ეწოდება. 
 
 31. რომელი მტკიცებაა სწორი: 
ა) სუპერვარსკვლავები ჩნდებიან ისეთ ბაზრებზე, რომელთაც შემდეგი 2 თვისება
ახასიათებთ: 
 თითოეულ მომხმარებელს სურს მოიხმაროს საუკეთესო მწარმოებლის
საქონელი; 
  საქონლის წარმოება ხდება ისეთი ტექნოლოგიით, რომელიც ამ საუკეთესო
მწარმოებელს საშუალებას აძლევს , მცირე დანახარჯებით მიაწოდოს თითოეულ
მომხმარებელს თავისი საქონელი. 
 
ბ) სუპერვარსკვლავები ჩნდებიან ისეთ ბაზრებზე, რომელთაც ახასიათებთ
მხოლოდ შემდეგი  თვისება: თითოეულ მომხმარებელს სურს მოიხმაროს საუკეთესო
მწარმოებლის საქონელი; 
გ)  სუპერვარსკვლავები ჩნდებიან ისეთ ბაზრებზე, რომელთაც  ახასიათებთ 
მხოლოდ  შემდეგი  თვისება: საქონლის წარმოება ხდება ისეთი ტექნოლოგიით,
რომელიც   საუკეთესო მწარმოებელს საშუალებას აძლევს , მცირე დანახარჯებით მიაწოდოს
თითოეულ მომხმარებელს თავისი საქონელი. 
 
 32. რომელი მტკიცებაა სწორი: 
ა) ფირმები, რომლებიც მხოლოდ მოგებაზე ფიქრობენ, უპირატესობას არ ფლობენ იმ
ფირმებთან შედარებით, რომლებიც დისკრიმინაციაზეც ფიქრობენ; 
ბ) ფირმები, რომლებიც მხოლოდ მოგებაზე ფიქრობენ, უპირატესობას ფლობენ იმ
ფირმებთან შედარებით, რომლებიც დისკრიმინაციაზეც ფიქრობენ; 
გ) ფირმები, რომლებიც  მოგებაზეც  ფიქრობენ  და დისკრიმინაციაზეც, უპირატესობას 
ფლობენ სხვა ფირმებთან შედარებით. 
 
33 . რომელი მტკიცებაა სწორი: 
ა) თუ მომხმარებლებს დისკრიმინატორული უპირატესობები არა აქვთ, კონკურენტული
ბაზარი თავსებადია ხელფასისმიერ  დისკრიმინაციასთან; 
ბ) თუ მომხმარებლებს დისკრიმინატორული უპირატესობები აქვთ, კონკურენტული ბაზარი
თავსებადია ხელფასისმიერ  დისკრიმინაციასთან; 
გ) თუ მომხმარებლებს დისკრიმინატორული უპირატესობები  აქვთ, კონკურენტული ბაზარი
არაა თავსებადი  ხელფასისმიერ  დისკრიმინაციასთან. 
 
 34. ეფექტიანია ისეთი საგადასახადო სისტემა, სადაც: 
ა) მსუბუქია ადმინისტრაციული ზეწოლა, მაგრამ დიდია საერთო დანაკარგები; 
ბ) ძლიერია  ადმინიტრაციული ზეწოლა და დიდია საერთო დანაკარგები; 
გ) მსუბუქია ადმინისტრაციული ზეწოლა და მცირეა საერთო დანაკარგები. 
 
 
 35. გადასახადის საშუალო განაკვეთი არის: 
 
ა) მთლიანი გადასახადის განაყოფი მთლიან შემოსავალზე; 
 ბ) დამატებითი გადასახადი შემოსავლის ყოველ დამატებით ერთეულზე; 
გ) მთლიანი გადასახადისა და მთლიანი შემოსავლის სხვაობა. 
 
გადასახადის ზღვრული განაკვეთი არის: 
 
ა) დამატებითი გადასახადი შემოსავლის ყოველ დამატებით ერთეულზე; 
ბ) მთლიანი გადასახადისა და მთლიანი შემოსავლის სხვაობა; 
გ) მთლიანი გადასახადისა და მთლიანი შემოსავლის  ნამრავლი. 
 
 
36.  აკორდული გადასახადი, ესაა გადასახადი, რომელიც: 
         ა) სხვადასხვაა სხვადასხვა საგადასახადო  სუბიექტისათვის; 
ბ) სხვადასხვაა ერთნაირი შემოსავლის მქონეთათვის. 
გ) ერთნაირია ყველასათვის, შემოსავლისა თუ საქმიანობის მიუხედავად; 
 
 
37.  სარგებლობის მიხედვით დაბეგვრის პრინციპიდან
გამომდინარე, ადამიანები გადასახადებს იმ სარგებლობიდან გამომდინარე  უნდა
იხდიდნენ, რასაც: 
 
ა)  საზოგადოებრივი საქონლის მომსახურებიდან იღებენ; 
ბ)  სამთავრობო მომსახურებიდან იღებენ; 
გ) კერძო საქონლის მომსახურებიდან იღებენ. 
 
 
 
38. გადახდისუნარიანობის მიხედვით დაბეგვრის პრინციპიდან გამომდინარე,
პიროვნებამ იმის მიხედვით უნდა გადაიხადოს გადასახადები: 
 
ა) თუ რამდენად შეუძლია გადახდა; 
ბ) თუ რა სარგებლობა მიიღო სამთავრობო მომსახურებიდან; 
გ) თუ რა სახის საქონელი და მომსახურება მოიხმარა. 
 
 
 39. ,,ვერტიკალური თანასწორობის" თანახმად, გადასახადის გადამხდელებმა,
რომელთაც: 
 
ა)მეტის გადახდის შესაძლებლობის მქონე გადამხდელები დაბალი განაკვეთებით უნდა
დაიბეგრონ; 
ბ)მეტის გადახდის შესაძლებლობის მქონე გადამხდელები უფრო მაღალი განაკვეთებით
უნდა დაიბეგრონ; 
          გ)მეტის გადახდის შესაძლებლობის არმქონე გადამხდელები უფრო მაღალი
განაკვეთებით უნდა    დაიბეგრონ; 

 40. ,,ჰორიზონტალური თანასწორობის " მიხედვით,  გადასახადის გადამხდელებმა,


რომელთაც: 
 
ა)ერთნაირი  გადახდისუნარიანობა აქვთ, ერთნაირი გადასახადები უნდა გადაიხადონ; 
 
         გ)მეტის გადახდის შესაძლებლობის არმქონე გადამხდელები უფრო მაღალი
განაკვეთებით    უნდა    დაიბეგრონ; 
გ)მეტის გადახდის შესაძლებლობის მქონე გადამხდელები დაბალი განაკვეთებით უნდა
დაიბეგრონ. 
 
41. რეგრესული გადასახადი ისეთი გადასახადია, რომლის დროსაც: 
 
ა) მაღალშემოსავლიანი გადამხდელი ისეთივე  გადასახადით იბეგრება,
როგორითაც დაბალშემოსავლიანი; 
 
ბ) მაღალშემოსავლიანი გადამხდელი უფრო დაბალი განაკვეთით იბეგრება,
ვიდრე დაბალშემოსავლიანი; 
 
გ) მაღალშემოსავლიანი გადამხდელი უფრო მაღალი გადასახადით იბეგრება,
ვიდრე დაბალშემოსავლიანი. 
 
 42. პროგრესულია გადასახადი, რომლის დროსაც: 
 
ა) მაღალშემოსავლიანი გადამხდელი ისეთივე  გადასახადით იბეგრება,
როგორითაც დაბალშემოსავლიანი; 
 
ბ) მაღალშემოსავლიანი გადამხდელი უფრო მაღალი განაკვეთით იბეგრება,
ვიდრე დაბალშემოსავლიანი; 
 
გ) მაღალშემოსავლიანი გადამხდელი უფრო მაღალი გადასახადით იბეგრება,
ვიდრე დაბალშემოსავლიანი. 
 
          43. პროპორციულია გადასახადი, რომლის დროსაც: 
ა) მაღალშემოსავლიანი  და დაბალშემოსავლიანი გადამხდელი ერთი და იმავე
განაკვეთით იბეგრება; 
 
ბ) მაღალშემოსავლიანი გადამხდელი უფრო დაბალი განაკვეთით იბეგრება,
ვიდრე დაბალშემოსავლიანი; 
 
გ) მაღალშემოსავლიანი გადამხდელი უფრო მაღალი გადასახადით იბეგრება,
ვიდრე დაბალშემოსავლიანი. 
 
44. სამუშაო ძალა, ეს არის; 
ა) დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის სხვაობა; 
ბ) დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის ჯამი; 
 გ) დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის  ნამრავლი. 
 
 45. უმუშევრობის დონე არის: 
ა) უმუშევართა  პროცენტული რაოდენობა სამუშაო ძალაში; 
 ბ) დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის სხვაობა; 
 გ) დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის ჯამი; 
 
 46. სამუშაო ძალის ხვედრითი წილი ზრდასრულ მოსახლეობაში  არის:  
ა) ზრდასრული მოსახლეობის პროცენტული წილი  მთლიან მოსახლეობაში; 
ბ) ზრდასრული  მოსახლეობის პროცენტული წილი  სამუშაო ძალაში; 
გ) დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის  ნამრავლი. 
 
 
 47. ღირებულების საზომი, ესაა: 
ა) ერთეული, რომელსაც ადამიანები იყენებენ ფასების განსაზღვრისა და ვალების
აღრიცხვისათვის: 
ბ) ადამიანების მსყიდველობითი უნარის აწმყოდან  მომავალში გადატანის
განსაკუთრებული შესაძლებლობა; 
გ) აქტივის უნარი, სწრაფად გადაიცვალოს ეკონომიკაში არსებულ ვალუტაზე. 
 
 48. დაგროვების საშუალება, ეს არის: 
ა) ერთეული, რომელსაც ადამიანები იყენებენ ფასების განსაზღვრისა და ვალების
აღრიცხვისათვის; 
ბ) ადამიანების  მსყიდველობითი  უნარის აწმყოდან  მომავალში გადატანის
განსაკუთრებული შესაძლებლობა; 
გ) აქტივის უნარი, სწრაფად გადაიცვალოს ეკონომიკაში არსებულ ვალუტაზე. 
 
 49. ლიკვიდურობა არის: 
ა) ერთეული, რომელსაც ადამიანები იყენებენ ფასების განსაზღვრისა და ვალების
აღრიცხვისათვის; 
ბ) ადამიანების  მსყიდველობითი  უნარის აწმყოდან  მომავალში გადატანის
განსაკუთრებული შესაძლებლობა; 
გ) აქტივის უნარი, სწრაფად გადაიცვალოს ეკონომიკაში არსებულ ვალუტაზე. 
 
 50. საქონლური ფული: 
ა) ფული,  რომელიც  რეალური  ღირებულების  მქონე  ქონების  ფორმას  იღებს; 
ბ) ფული, რომელიც  რეალური  ღირებულების  მქონე  ქონების ფორმას არ იღებს: 
გ) შინაგანი ღირებულების არმქონე ფული, რომელიც მთავრობის დეკრეტის გამო იხმარება,
როგორც ფული. 
51. დეკრეტული ან ქაღალდის ფული:  
ა) ფული,  რომელიც  რეალური  ღირებულების  მქონე  ქონების  ფორმას  იღებს; 
ბ) ფული, რომელიც  რეალური  ღირებულების  მქონე  ქონების ფორმას არ იღებს; 
გ) შინაგანი ღირებულების არმქონე ფული, რომელიც მთავრობის დეკრეტის გამო იხმარება,
როგორც ფული. 
 
 52. ნაღდი ფული:  
ა) საზოგადოების ხელთ არსებული ბანკნოტები და მონეტები; 
ბ) ფული, რომელიც  რეალური  ღირებულების  მქონე  ქონების ფორმას არ იღებს; 
გ) შინაგანი ღირებულების არმქონე ფული, რომელიც მთავრობის დეკრეტის გამო იხმარება,
როგორც ფული. 
 
 53. ფულადი  მულტიპლიკატორი: 
ა) ფულის ის რაოდენობა, რომელსაც  საბანკო  სისტემა ქმნის რეზერვების თითოეული
დოლარიდან; 
ბ) ფულის ის რაოდენობა, რომელსაც  საბანკო  სისტემა კარგავს რეზერვების თითოეულ
დოლარზე; 
ბ) ფულის ის რაოდენობა, რომელსაც  საბანკო  სისტემა ინახავს. 
 
54. ფული ეკონომიკაში ასრულებს:  
ა) 2  ფუნქციას; 
ბ) 3 ფუნქციას; 
გ) 4 ფუნქციას.   
 
55. თუ საჭიროა ფულადი მასის ზრდის შენელება, ცენტრალური ბანკი: 
ა) ამცირებს სავალდებულო რეზერვების ნორმას; 
ბ) არ ცვლის სავალდებულო რეზერვების ნორმას; 
გ) ზრდის სავალდებულო რეზერვების ნორმას.   
 
56. თუ საჭიროა მიმოქცევაში გაიზარდოს ფულის რაოდენობა, ცენტრალური ბანკი: 
ა) ამცირებს სავალდებულო რეზერვების ნორმას; 
ბ)  არ ცვლის სავალდებულო რეზერვების ნორმას; 
გ) ზრდის სავალდებულო რეზერვების ნორმას. 
 
57. რაც მეტ ფულს შეინახავს დეპოზიტზე საოჯახო მეურნეობა (დეპოზიტორი): 
ა) მით მეტია ბანკის რეზერვი და მით მეტი ფულის შექმნა შეუძლია საბანკო სისტემას; 
ბ) მით მეტია ბანკის რეზერვი და მით ნაკლები ფულის შექმნა შეუძლია საბანკო სისტემას; 
გ) მით ნაკლებია ბანკის რეზერვი და მით მეტი ფულის შექმნა შეუძლია საბანკო სისტემას. 

You might also like