Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

ერნესტ ჰემინგუეის “მშვიდობით, იარაღო” იმდენად უზადო ნაწარმოებია, რომ ისღა დაგვრჩენია, ვიკითხოთ, შეიქმნება

თუ არა ამავე თემისადმი მიძღვნილი სხვა მსგავსი რომანი?


დასაწყისში ავტორი აღწერს იტალიური არმიის მოხალისის, ლეიტენანტ ჰენრის გატაცებას გორიციის ჰოსპიტლის
ინგლისელი ექთნით, ქეთრინ ბერკლით. ეს გატაცება მალე ჭეშმარიტ სიყვარულად იქცევა.
ქალაქ პლავასთან ჰენრი მუხლში დაიჭრება. საველე ჰოსპიტლიდან მას მილანის ინგლისურ ჰოსპიტალში აგზავნიან. აქ
ვითარდება ლეიტენანტისა და ქეთრინ ბერკლის სასიყვარულო ურთიერთობა.
ფრონტისა და საავადმყოფოების აღწერა, საუბრები ოფიცრებთან, რიგით ჯარისკაცებთან და ექიმებთან ბუნებრივი და
დამაჯერებელია, თუმცა ახალგაზრდა გმირი, ალბათ, ზედმეტად შორსმჭვრეტელი და გამოცდილია. ქეთრინის
(რომელიც, შეიძლებოდა, “ფიესტას” გმირი ქალის და ყოფილიყო) სახე უფრო სრულყოფილია. მასში ხორცშესხმულია
მარადიული ქალური საწყისი.
მილანის ჰოსპიტალში შეყვარებულთა გრძნობები ძალზე მძაფრდება. ნაწარმოები არნახულ სიღრმეს აღწევს, როდესაც
მეტ-ნაკლებად განკურნებული ჰენრი ბრუნდება იზონცოს ფრონტზე. სწორედ ეს ფრონტი გაარღვია გერმანელთა არმიამ
კაპორეტოსთან.
წიგნის მესამე ნაწილის ბოლო ორმოცდაათ გვერდზე ასახულია იტალიის არმიის დახევა. ძირითადი მაგისტრალები
გადაჭედილია ტრანსპორტით. ჰენრის ავტომანქანები ტალახში ჩაეფლობა და ლეიტენანტი, სამ მძღოლთან ერთად, მათ
გზის პირას ტოვებს. ჰემინგუეი ხაზგასმით აღნიშნავს, როგორ სძულთ იტალიელ ჯარისკაცებს ომი. შთამბეჭდავია
საველე ჟანდარმერიის მიერ დეზერტირობაში ეჭვმიტანილი უფროსი ოფიცრების დახვრეტის სურათი – ესაა
ოსტატურად დაწერილი გვერდები.
ლეიტენანტი მდინარეში გადახტება, რათა მასაც დეზერტირი ოფიცრების ბედი არ ეწიოს. შემდეგ ის სატვირთო
ვაგონით ჩადის მილანში. ჰენრი აქ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოეწყობა და სტრეზაში ხვდება ქეთრინს.
შეყვარებულები შვეიცარიაში მიემგზავრებიან. ამასთან, იტალიისადმი მიძღვნილი სცენები უფრო საინტერესოა, ვიდრე
– ჰენრისა და ქეთრინის შვეიცარიაში ცხოვრების ეპიზოდები, მაგრამ მწერალს არასოდეს ღალატობს შეუცდომელი
მხატვრული ალღო.
ჰემინგუეის ქმნილებაში ომის აღწერა ისევე გასაოცრად შთამბეჭდავია, როგორც – ქალ-ვაჟის სიყვარულის ისტორია.
შემოქმედის უტყუარი ინსტინქტით მწერალი ურთიერთს უკავშირებს ომით გამოწვეულ საზარელ სისხლისღვრასა და,
მეორე მხრივ, ქეთრინის აგონიასა და სიკვდილს.
აქ ის აღწევს ტრაგიკული განზოგადების უმაღლეს დონეს, რადგან ქეთრინის სიკვდილი ემატება მილიონობით
ადამიანის სიკვდილს ფრონტზე. ბოლო გვერდებზე, შესაძლოა, ზედმეტად ხაზგასმულია ჰენრის მიერ გარემომცველი
რეალობის დეტალური და, ერთი შეხედვით, გულცივი აღქმა, თუმცა მნიშვნელოვანი ემოციური დაძაბულობის დროს
მატერიალური ფაქტები მართლაც განკერძოებული ფენომენების სახით წარმოგვიდგება. როგორღაც გვეჩოთირება
გმირის სულიერი სიმტკიცეც, მაგრამ ავტორი, საბოლოო ანგარიშში, ძლევს ამ ხარვეზს და ბრწყინვალედ აღწევს თავის
მიზანს.
1929, 13 დეკემბერი
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

თუ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, ისინი ბედნიერები ვერასდროს იქნებიან“, - იტყვის წლების შემდეგ ჰემინგუეი ნახევრად
ავტოგრაფიულ რომანში „მშვიდობით იარაღო“, რომელიც თავის პირველ და ყველაზე დიდ სიყვარულს აგნესა ფონ კუროვსკის
მიუძღვნა - ერთადერთ ქალს, რომელმაც მიატოვა.
სიყვარულის ისტორია, რომელიც ჰემინგუეის მთელი სიცოცხლის მანძილზე სდევდა, პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო.
ამ დროს ახალგაზრდა ერნესტი ფრონტზე წასვლაზე ოცნებობდა, მაგრამ ცუდი მხედველობის გამო სამედიცინო კომისიამ
უფლება არ მისცა. ამასთანავე, მშობლებს მისი ფრონტზე წასვლის გაგონებაც არ უნდოდათ, ამიტომ მომავალმა მწერალმა
ფრონტზე „შემოვლითი გზით“ წასვლა გადაწყვიტა.

18 წლის ჭაბუკმა, რომელსაც ომი თავშესაქცევ ამბად ეჩვენებოდა, შემთხვევით გაიგო, რომ იტალიური არმია მოხალისეებს
ეძებდა. დიდხანს აღარ უფიქრია - „წითელ ჯვარში“ მივიდა და იტალიაში გაშვება ითხოვა. 1918 წელს მომავალი მწერალი, სხვა
ამერიკელ მოხალისეებთან ერთად, უზარმაზარ ლაინერ „ჩიკაგოთი“ ევროპაში გაემგზავრა. ფრონტზე ახალბედა მეომარს,
საჭმლის მომზადებისა და რეცხვის გარდა, დაჭრილების საავადმყოფოში გადაყვანა და სხვა ისეთი საქმეების კეთება უწევდა,
რაც მიუღებლად მიაჩნდა, თუმცა ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთ დღეს, როცა ახალგაზრდა ამერიკელს დაჭრილები
ჰოსპიტალში გადაჰყავდა, მისი მანქანის სიახლოვეს ჭურვი აფეთქდა. ჭურვის ნამსხვრევებით დაჭრილი ერნესტი მილანის
ჰოსპიტალში მიიყვანეს, სადაც კარგა ხანს გონზე ვერ მოვიდა. როცა მომავალმა მწერალმა, ბოლოს და ბოლოს, თვალები
გაახილა, მისკენ დახრილი ახალგაზრდა გოგონას სახე დაინახა. ეს ულამაზესი მედდა აგნესა ფონ კუროვსკი გახლდათ,
რომელზეც ყველა დაჭრილი იყო შეყვარებული.

პატარა "კურიოზი" გადამხდა თავს, სანამ ამ წერილის წერას დავიწყებდი: რატომღაც მეგონა, რომ დოსტოევსკის შემდეგ,
პროექტით "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", ვაჟა-ფშაველას პოემები და პუბლიცისტიკა უნდა
დაბეჭდილიყო. ჰოდა, "გავაშანშალე" სტატია და... გაზეთის ჩაბარებამდე ორი საათით ადრე გავიგე, რომ ჰემინგუეის
"მშვიდობით, იარაღო!" უნდა წარმოგიდგინოთ!

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, - რომელიმე სხვა მწერალი ან ნაწარმოები რომ ყოფილიყო, ახლა ინტერნეტიდან აღებულ და
ნათარგმნ რომელიმე სტატიას წაიკითხავდით, მაგრამ, ალბათ, ბევრი თქვენგანი დამეთანხმება, ვისაც
წაუკითხავს, - ეს ის რომანია, რომელსაც წაიკითხავ და გახსოვს და გახსოვს.
ახლა ეს შესაძლოა სასაცილოდ ეჩვენოს ვინმეს, მაგრამ როდესაც 1936 წელს რემარკმა "სამი მეგობარი" გამოაქვეყნა,
ლიტერატურის მოყვარულები თურმე ამბობდნენ, ჰემინგუეის "მშვიდობით, იარაღო!" რომ არ წაეკითხა, რემარკი ამას ვერ
დაწერდაო. არადა, რემარკს ჯერ კიდევ 1929 წელს 
ჰქონდა გამოქვეყნებული "ტრიუმფალური თაღი" და იმას ხომ მაინც ვერ "გადაწერდა" იმავე წელს დაბეჭდილი ჰემინგუეის
რომანიდან?!
რისთვის გავიხსენე ეს ძველი "ლიტერატურული ჭორი"? იმისთვის, რომ აქვე მომეყვანა კიდევ ერთი, ამჯერად უფრო
სერიოზული გამონათქვამი, რომელსაც ბევრი კრიტიკოსი ეთანხმება: "ჰემინგუეი ყველაზე ნაკლებად ამ რომანში ჰგავს...
ჰემინგუეის!" და ჰო, შესაძლოა რემარკსაც კი ჰგავდეს...

არ ვიცი, თუკი მსგავსებაში იმას ჩავთვლით, რომ ჰემინგუეის ამ რომანშიც და რემარკის ყველა რომანშიც ომისადმი პროტესტია,
ან ის, რომ მთავარი პერსონაჟი ქალის სიკვდილით სრულდება სიუჟეტი, მაშინ, ალბათ, ასეა, მაგრამ მაინც არ უნდა დაეთანხმო
ადამიანი ამ "თეორიას".
ჰო, მართლა, კიდევ ერთი მსგავსება: რემარკის რომანებში აღწერილი ყველა სასმელის მხოლოდ ჩამოთვლა დაგათრობს კაცს,
ჰემინგუეისთან კი რა დაგვავიწყებს: მოხიტო - შაქარი, მწვანე ლიმონი, ბლომად პიტნა, სოდიანი წყალი და კუბური რომი.

კიდევ ის მახსოვს, რომ როდესაც ეს წავიკითხე (მეცხრე კლასში ვიყავი), წავედი, მაღაზიაში კუბური რომი ვიყიდე (გამყიდველს
სულელი ვეგონე, "ეყარა" კომუნისტების დროს ნამდვილი კუბური რომი მაღაზიებში და არავინ ყიდულობდა - ეტიკეტზე ეწერა
Hავანა ჩლუბ და ხელკვერთხიანი შიშველი აბორიგენი ეხატა), პიტნა მეზობელს გამოვართვი (ბებიაჩემს წნევა აქვს და პიტნის
ჩაი უნდა-მეთქი), ჩვენი "ბორჯომი" რომ სოდიან წყალს ჯობს, კი ვიცოდი, ლიმონი მწვანე არ იყო, მაგრამ ყვითელიც "წავიდა",
დავჯექი, გავაკეთე მოხიტო, დავლიე ორი ჭიქა და თავი ჰემინგუეი მეგონა!..

ჰემინგუეი ამბობდა: "რა უშლის ხელს მწერალს? სასმელი, ქალები, ფული და პატივმოყვარეობა. აგრეთვე უსასმელობა,
უქალობა, უფულობა და პატივმოყვარეობის უქონლობა..." ეს ფრაზაც საკმარისია, დაეთანხმო აზრს, რომ ჰემინგუეი ის
მწერალია, რომელიც ძალიან ჰგავს თავის პერსონაჟებს და რამდენიც უნდა ილაპარაკონ, "მშვიდობით, იარაღო!" ცოტა
სხვანაირიაო, არაფერიც არ არის სხვანაირი და ფრედერიკ ჰენრიც ზუსტად ის ჰემინგუეია, რომელიც პირველ მსოფლიო ომში
სანიტარული მანქანის მძღოლად მსახურობდა და დაჭრილები გამოჰყავდა ფრონტის წინა ხაზიდან.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჰემინგუეის ბევრ ოფიციალურ ბიოგრაფიაშიც კი რატომღაც არ არის ნახსენები ის მართლაც
დრამატული ამბავი, რომელიც ამ უკვდავ რომანს დაედო საფუძვლად. ყველაფერია აღწერილი: მისი ჩასვლა იტალიაში,
ბრძოლის პირველი დღე, დაჭრის ამბავიც, ჰოსპიტალში წოლის ხანგრძლივობაც და ისიც, რომ იტალიის მეფემ საკუთარი
ხელით მიამაგრა მუნდირზე სამხედრო ჯილდო.
ამ ამბების ზუსტ აღწერადაც "მშვიდობით, იარაღო!" კი არა, ჰემინგუეის რომანი "სიკვდილი ნაშუადღევს" ითვლება, სადაც
მართლაც წუთი-წუთშია გადმოცემული ყველაფერი (შესაძლოა, სწორედ ამიტომაც შედარებით სუსტი გამოვიდა ეს რომანი,
სინამდვილე ხომ ნაკლებად საინტერესოა).

მაგრამ ძალიან იშვიათად ახსენებენ ჰემინგუეის სიყვარულის ისტორიას, რომელიც დაბრუნებიდან 10 წლის შემდეგ საფუძვლად
დაედო მის ამ ყველაზე ცნობილ რომანს. რადგან როგორც ყოველთვის, საგაზეთო ფართის სიმცირე გვზღუდავს, კუბაზე,
ნობელის პრემიაზე, მის ოთხ ცოლზე, აფრიკაში ნადირობასა და თავის მოკვლაზე აღარაფერს ვიტყვი, ეს ყველგან შეიძლება
ამოიკითხოთ. ამიტომ მხოლოდ იმ, ნაკლებად ცნობილს ამბავს მოგითხრობთ:
1918 წელს, გაზეთ "კანზას-სიტი სტარის" 18 წლის კორესპონდენტს სამედიცინო კომისიამ მხედველობა დაუწუნა და ომში არ
გაუშვეს. ჰემინგუეი არ შეეპუა, - ოჯახს არაფერი გააგებინა, ისე გაიპარა საფრანგეთში და იქ ჩაეწერა მოხალისედ. ასე აღმოჩნდა I
მსოფლიო ომის ფრონტის ხაზზე, ავსტრიელთა წინააღმდეგ მოკავშირე იტალიელების დასახმარებლად. თოფის სროლა არც აქ
მოუხდა მხედველობის გამო, მაგრამ სანიტარული მანქანის მძღოლად დანიშნეს და დაჭრილები გამოჰყავდა. ერთ დღეს,
როდესაც დაჭრილი ზურგზე მოიკიდა და მანქანისკენ მიჰHყავდა, მის ფეხებთან შრაპნელი აფეთქდა და მამაცი მძღოლის
ფეხები მუხლქვემოთ ცომივით აიზილა. ჰოსპიტალში მიყვანილს ქირურგმა ორასამდე(!) ნამსხვრევი ამოუღო, სისხლის დენაც
შეუჩერა და ამით სიკვდილს გადაარჩინა, მაგრამ ორივე ფეხის ამპუტაციაც "მიუსაჯა" - განგრენა გარდაუვალიაო.

ეს ქირურგი წოდებითაც მეტი იყო პაციენტზე, გრაფის ტიტულსაც ფლობდა და ცნობილი ექიმიც გახლდათ. სამაგიეროდ,
ჰემინგუეი ახალგაზრდა და ძალიან სიმპათიური ჭაბუკი იყო და... იმავე ჰოსპიტალში მედდად მომუშავე ჰემინგუეის
გადამრჩენი ქირურგის საცოლემ - ამერიკაში დაბადებულმა, გაღარიბებული და იქ გადასახლებული გერმანელი
არისტოკრატების შთამომავალმა აგნეს ფონ კუროვსკიმ სიყვარულითვე უპასუხა მომავალ მწერალს.
ეს სიყვარული კი პირველ რიგში იმით გამოხატა, რომ გვერდიდან არ მოსცილებია ჰემინგუეის საწოლს, ღამეებს ათენებდა, თან
ჰყვებოდა და საოცრება მოხდა - პაციენტი გამოჯანმრთელდა და ფეხებიც შეინარჩუნა.
"შუბი ხალთაში არ დაიმალება", მით უმეტეს, რომ საქმრო ისედაც ფხიზლად ადევნებდა თვალს საცოლეს - აგნესს უყვარდა
მამაკაცთა საზოგადოებაში ყოფნა (ამისთვის ჰემინგუეიმ იქვე, ჰოსპიტალშივე რამდენჯერმე მოაწყო ეჭვიანობის ბობოქარი
სცენა); როგორც კი ყავარჯნებით სიარული შეძლო, ქირურგმა-გრაფმა კარისაკენ მიუთითა ახალგაზრდა მეტოქეს.

შეყვარებულებმა მაინც მოახერხეს და რამდენიმე დღე ერთად გაატარეს ულამაზეს ქალაქ პადოვაში და ჰემინგუეი ამერიკაში
გაემგზავრა, აგნესი კი დაჰპირდა, რომ მალე ჩააკითხავდა.
შინ როგორც გმირს, ისე დახვდნენ. ყველაფერი კარგად იყო: წერდა პატარა მოთხრობებს, ყველა ეფერებოდა, რაც მთავარია,
ევროპიდან სიყვარულით სავსე წერილებს იღებდა... მაგრამ ერთ დღეს: "მშვიდობით, ბიჭუნა, არ გამიბრაზდე, მაინც
ვთხოვდები..." (რვა წლით უფროსი ქალი ბიჭუნას ეძახდა ხოლმე.)
არ უნდოდა, მშობლებს შეეტყოთ მისი მდგომარეობა, მიჩიგანში გადავიდა ვითომ ჟურნალისტობის გასაგრძელებლად და სმა
დაიწყო (მაშინ დაიწყო და აღარც "დაუმთავრებია"). ერთ მშვენიერ დღეს კი კარზე კაკუნი გაისმა, მთვრალმა ჰემინგუეიმ გააღო
და ზღურბლზე აგნეს ფონ კუროვსკი იდგა! სიტყვაც არ უთქვამს, ისე მიუხურა კარი ცხვირწინ... სიამაყემ სძლია სიყვარულს...
არადა, როგორც აგნესი შემდეგ ჰყვებოდა (ის 80-იან წლებში გარდაიცვალა, ღრმად მოხუცი), მას დიდი პრობლემები შეექმნა, -
ლამის ჯვრისწერიდან გამოქცეულა და ოჯახიც განრისხებია (თუმცა, სხვები ამბობენ, გრაფის ამაყმა ნათესავებმა ჩაშალეს მისი
ქორწინება ამ თავაშვებულ ქალთანო).
ასე დამთავრდა ეს ამბავი, მაგრამ დამთავრდა მხოლოდ ცხოვრებაში - 10 წლის შემდეგ ყველა თაობისათვის საყვარელ რომანად
მოგვევლინა და სამუდამოდ დარჩა მსოფლიო ლიტერატურის კლასიკაში.

ერნესტ მილერ ჰემინგუეი დაიბადა 1899 წლის 21 ივლისს, ჩიკაგოს ერთ–ერთ გარეუბან ოკ–პარკში, ილინოისის


შტატში[1] მამამისი - კლარენს ედმონდს ჰემინგუეი - იყო ფსიქიატრი, ხოლო დედამისი - გრეის ჰოლ–ჰემინგუეი - მუსიკოსი.
ორივენი იყვნენ კარგად განათლებულნი და საკმაოდ პატივსაცემი პიროვნებები ოკ–პარკის კონსერვატიულ საზოგადოებაში.
[2]
 როდესაც კლარენსი და გრეისი დაქორწინდნენ1896 წელს, გადავიდნენ საცხოვრებლად გრეისის მამის, ერნესტ ჰოლის
სახლში,[3]ვის საპატივსაცემოდაც დაარქვეს თავიანთ პირველ შვილს სახელი.[4] ჰემინგუეი ამბობდა, რომ მას არ მოსწონდა
თავისი სახელი, რადგან იგი უკავშირებდა მას ოსკარ უაილდის გულუბრყვილო, სულელ პერსონაჟს დადგმიდან "იყო
ერნესტის მნიშვნელობა".[5] ოჯახის შვიდოთახიანი სახლი, საპატივსაცემო სამეზობლოში, მოიცავდა გრეისის მუსიკალურ
სტუდიასა და კლარენსის მედიცინურ ოფისს.[6]
ჰემინგუეი დადიოდა ოკ–პარკ და რივერ–ფორესტის სკოლაში 1913 წლიდან 1917წლამდე, სადაც ვარჯიშობდა სხვადასხვა
სპორტში: ბოქსი, თხილამურები, ფეხბურთი, წყალბურთი. ჰქონდა კარგი ნიშნები ინგლისურში.[7] ერნესტი და მისი და,
მარსელინა, ორი წლის განმავლობაში უკრავდნენ სკოლის ორკესტრში [8] უმცროს ასაკში მეცადინეობდა ჟურნალისტიკაში,
ასწავლიდა ფენი ბიგსი. კლასის საუკეთესო მწერლებს საშუალება ჰქონდათ განეთავსებინათ საკუთარი ნაწარმოები სკოლის
გაზეთში The Trapeze. ერნესტსა და მარსელინას ჰქონდათ განთავსებული თავისი სტატიები ამ გაზეთში; ჰემინგუეის პირველი
სტატია, გამოქვეყნებული 1916 წლის იანვარში, ეხებოდა ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის ადგილობრივ შესრულებას.[9] მან
გააგრძელა წვლილის შეტანა ამ საქმეში და დაიწყო როგორც Trapeze–ს, ასევე Tabula–ს (სკოლის გაზეთისა და ყოვეწლიური
წიგნი) რედაქტირება. მსგავსად მარკ ტვენის, სტივენ კრეინის, თეოდორ დრაიზერისა და სინკლერ ლიუისისა, ჰემინგუეიც
გახლდათ ჟურნალისტი სანამ შეუდგებოდა ნოეველების წერას. სკოლის დამთავრების შემდეგ, მან დაიწყო რეპორტიორად
მუშაობა The Kansas City Star–ში[10] მიუხედავად იმისა, რომ იგი მხოლოდ ექვსი თვე მუშაობდა ამ გაზეთში, იგი შემდეგაც
იყენებდა Star–ის წერის სტანდარტს: "გამოიყენე მოკლე წინადადებები. პირველი პარაგრაფი უნდა იყოს მოკლე. გამოიყენე
ენერგიული ინგლისური. იყავი პოზიტიური, და არა ნეგატიური."[11]
პირველი მსოფლიო ომი 

ჰემინგუეი, ქ. მილანი, 1918

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჰემინგუეი ერთ ხანს ადგილობრივ გაზეთშითანამშრომლობდა, მერე


კი ევროპაში გაემგზავრა. იქ მაშინ პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა და ახალგაზრდა მწერალმა გადაწყვითა ბრძოლებში
მიეღო მონაწილეობა. თავდაპირველად უარი უთხრეს ომში გაგზავნაზე, რადგან კრივისგაკვეთილებზე თვალი სერიოზულად
დაზიანებოდა. ბოლოს მაინც მოახერხა ნებართვის მიღება და 1918 წლის გაზაფხულზე წითელი ჯვრის ავტოკოლონაში
ჩაირიცხა, რომელიც იტალიაში მიემგზავრებოდა. მალევე გაამწესეს იტალია-ავსტრიის ფრონტზე, და ორი თვე არც კი
გასულიყო, რომ ცეცხლის ხაზზე მოხვდა და მძიმედ დაიჭრა. ყუმბარის ნამსხვრევებს სულ დაეცხრილა, ორასზე მეტი
ჭრილობა ჰქონდა. მიუხედავად დიდი ტრავმისა, მაინც მოახერხა დაჭრილი იტალიელი ჯარისკაცი უსაფრთხო ადგილას
გადაეყვანა. მაშინვე მილანშიგადაიყვანეს და ზედიზედ რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს. ეს ყველაფერი თითქმის ზედმიწევნით
არის აღწერილი რომანში "მშვიდობით, იარაღო!". ჰემინგუეი სამხედრო მამაცობისთვის ორჯერ დააჯილდოვეს იტალიური
ორდენებით.

ჰოსპიტალში სამკურნალოდ მყოფს ამერიკელი მედდა შეუყვარდა. ათი წლის შემდეგ ეს სასიყვარულო ამბავი, ასევე სამხედრო
გამოცდილება დაედო საფუძვლად მის ცნობილ რომანს ”მშვიდობით, იარაღო!”

სამწერლო წარმატება 

ოუკ-პარკში ომის გმირად დაბრუნებული იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მის მშობლიურ მხარეში ცხოვრება საკმაოდ მოსაწყენი
იყო და ჩიკაგოური ჟურნალის რედაქციაში მოეწყო სამუშაოდ. სწორედ იქ გაიცნო მწერალი შერვუდ ანდერსონი, რომელმაც
დაარწმუნა, ამერიკული დასავლეთის ”უსულობას” გასცლოდა და ევროპაში გამგზავრებულიყო. 1921 წელს, ჰედლი
რიჩარდსონზე დაქორწინების შემდეგ, ჰემინგუეი ევროპაში გაემგზავრა.

რამდენიმე მოთხრობის გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებამ ჰემინგუეის ყურადღება მიაქცია. მისმა ორიგინალურმა წერის
მანერამ და თხრობის სტილმა მკითხველზე შოკური ეფექტი მოახდინა. ამას დაემატა ჰემინგუეის, როგორც პიროვნებისადმი
გამოჩენილი ყურადღება. მით უმეტეს, რომ თვითონ აქტიურად ცდილობდა, ”მამაცი გმირის” სახე დაემკვიდრებინა.
საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრილმა მცირე ძალისხმევა როდი გამოიჩინა, რომ ჯერ შეექმნა, შემდეგ კი ყველას
თვალში გაემყარებინა შთაბეჭდილება საკუთარ თავზე, როგორც ჯარისკაცსა და სამხედრო კორესპონდენტზე, მამაც ადამიანზე,
რომელიც გამუდმებით მიიწევს თავგადასავლებისკენ, კრივის, ნადირობის, თევზაობისა და ხარების ბრძოლის მოყვარულ
ადამიანზე.

1930-იან წლებში, როგორც მისი ბიოგრაფები ამბობენ, ”ვარსკვლავურმა დაავადებამ” შეიპყრო და წერაზე მეტად საკუთარი
თავის წარმოჩინებით იყო დაკავებული.

პირადი ცხოვრება 

ჰემინგუეისა და ჰედლის ქორწილი, 1921

ჰემინგუეი ოთხჯერ იყო დაქორწინებული და ამ ქორწინებებიდან სამი ვაჟი დარჩა. პირველი რამდენიმე წელი, რომელიც
პირველ ცოლ ჰედლი რიჩარდსონთან გაატარა, თითქმის იდეალური იყო. მათი ქორწინება დაირღვა, როცა მან მშვენიერი
პოლინ პფეიფერი გაიცნო. ჰედლისთან განქორწინებას ჰემინგუეი ცხოვრების ბოლომდე თავისი ცხოვრების ”უდიდეს ცოდვას”
უწოდებდა.

პოლინთან თორმეტი წელი იცხოვრა, მერე იყო მარტა, რომელიც ესპანეთში გაიცნო. მალე დაახლოვდნენ, მაგრამ მალევე
გაიყარნენ.

ჰემინგუეის მეოთხე ცოლი, მერი უელში, თითქოს მისი შეკვეთით იყო შექმნილი. მომთმენი, ლამაზი, ჰემინგუეიზე ცხრა წლით
უმცროსი, ქმარს მოწიწებით ეპყრობოდა და ეთაყვანებოდა. ჰემინგუეი მას ”ჯიბის რუბენსის ნახატს” უწოდებდა. ჰემინგუეის
სიცოცხლის ბოლომდე ისინი ერთად ცხოვრობდნენ იმის წყალობით, რომ მერი თავისი ქმრის ბევრ საქციელზე ხუჭავდა
თვალებს.
წერის სტილი 

ჰემინგუეი მუშაობის დროს, 1939

პირველი თავისებურება ჰემინგუეის სტილისა ეს არის გამომსახველ საშუალებათა უდიდესი სიძუნწით ხმარება. იგი ცდილობს
მინიშნებით გააცნოს მკითხველს ესა თუ ის სიტუაცია, უშუალოდ დაანახვოს მას გმირი. კი არ მოგვითხრობს თავისი გმირების
თავგადასავალს, არამედ გვაჩვენებს, და ყოველგვარ მსჯელობას თუ ავტორისეულ რემარკებს თავს არიდებს. იგი მკითხველის
აქტიურ ჩარევას გულისხმობს, რომელმაც თავის წარმოდგენაში უნდა აღადგინოს ის, რაც ავტორმა განგებ გამოტოვა - გმირისა
თუ მოვლენის დახასიათება, მისი ბიოგრაფია თუ მომავალი.

„მე ვნახე მარლინების ქორწილის გრანდიოზული სანახაობა, ზედმიწევნით გავეცანი მეთევზეთა ცხოვრების ყოველ
დეტალს, რაც თავისთავად ძალიან საინტერესოა, მაგრამ "მოხუცსა და ზღვაში" ესენი სულ გამოვტოვე, რადგან
ისედაც იგრძნობა ეს, როცა მოთხრობას კითხულობთ. როცა იცი და ისე გამოტოვებ, არაფერი იკარგება, მკითხველი
მაინც გრძნობს იმ გამოტოვებულს და წარმოსახვაში თვითონვე აღადგენს, ხოლო როცა არცოდნის გამო გამოტოვებს
რამეს მწერალი, როცა იმიტომ გამოტოვებს, რომ არ იცის, ესეც ხელადვე საგძნობი გახდება და ყველაზე დიდი
უბედურებაც ეს არის[12]."
(ე. ჰემინგუეი)
ჰემინგუეი აისბერგს ადარებს ლიტერატურას: მხოლოდ მერვედი ნაწილი ჩანს აისბერგისა წყალს ზემოთ, დარჩენილი წყალშია,
დაფარული; ლიტერატურაშიაც ასე უნდა, მერვედი ნაწილი უნდა დაიწეროს იმისა, რაც მწერალმა იცის და რაც ნაწარმოებში
იგულისხმება. ჰემინგუეი ცდილობს, არც ერთი ზედმეტი ფრაზა არ იხმაროს, მაგრამ, სამაგიეროდ, შეარჩიოს ისეთი სიტყვა,
რაც ზედმიწევნითი სისწორითა და სიმართლით გამოხატავს და შექმნის საჭირო განყწობილებას. ოცდაცხრამეტჯერ დავწერე
რომანის "მშვიდობით, იარაღო!" დასასრულიო, განაცხადა ჰემინგუეიმ, და როცა ჰკითხეს, მაინც რა გაგიძნელდაო, მან უპასუხა:
შესაფერ სიტყვას ვეძებდიო.
„მხატვრული პროზა ეს არქიტექტურაა და არა დეკორატორის ხელოვნება... როცა რომანის ავტორი თავის
ხელოვნურად გამოძერწილ გმირებს პირში საკუთარის ტვინის ნაჭყლეტ აზრებსა ჩრის, - რაც გაცილებით უფრო
სარფიანია, ვიდრე ამავე აზრების ცალკე ნარკვევებად დაბეჭდვა, - ეს უკვე ლიტარატურა აღარ არის"."
(ე. ჰემინგუეი)
 ნაწარმოებები "In Our Time" - ჩვენ დროში (1925);
"The Sun Also Rises - Fiesta" - აღმოხდების მზე-ფიესტა (1926);
"Farewell, To Arms!" - მშვიდობით, იარაღო! (1929);
"Men Without Women" - მამაკაცები უქალებოდ (1927);
"Green Mountains of Africa" - აფრიკის მწვანე ქედები (1935);
"The Snow of Kilimanjaro" - კილიმანჯაროს თოვლიანი მთა (1936);
"To Have and Have Not" - ქონა თუ არ ქონა (1937);
"The Fifth Column" - მეხუთე კოლონა (1938);
"For Whom The Bell Tolls" - ვისთვისაც რეკავს ზარი (1940);
"The Old Man and the Sea" - მოხუცი და ზღვა (1952);
"A Moveable Feast" - განუყრელი დღესასწაული (1960).

You might also like