კიდურები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

კიდურები

ორი ნაწილი: თავისუფალი და სარტყელი.

სარტყელი: ბეჭის ძვალი, ლავიწის ძვალი და მენჯის ძვალი.

თავისუფალი: მხარი, წინამხარი, მტევანი, ბარძაყი, წვივი და ტერფი.

ლავიწი
S ფორმის, მოდრეკილი, გრძელი ძვალი. ის ბრტყელი ძვალია. შუაში გააჩნია
სხეული, გვერდებზე კი სამკერდე და აკრომიული ბოლო, რომელიც აკრომიონს
უკავშირდება. აკრომიული ბოლოს სიახლოვეს გვაქვს კონუსისებრი ბორცვი და
ტრაპეციული ხაზი. ორივე გამოიყენება თანამოსახელე იოგების მისამაგრებლად.

ბეჭის ძვალი
აქვს ორი ზედაპირი: სანეკნე და დორსალური.

სანეკნე ზედაპირზე ბეჭქვეშა ფოსოა.

დორსალურ ზედაპირზე გვაქვს ქედი, რომელიც მას ორ ნაწილად ჰყოფს: ქედზედა


და ქედქვედა ფოსო. ეს ქედი გრძელდება სამხრე მორჩში. ასევე გვაქვს
ნისკარტისებრი მორჩი, ზედა კიდე, ლატერალური კიდე, მედიალური კიდე, ზედა
კუთხე, ქვედა კუთხე, ლატერალური კუთხე. უკანასკნელზე დართულია სასახსრე
ფოსო, რომელზეც მხრის ძვალი მაგრდება და მხრის სახსარი წარმოიქმნება.

მხრის ძვალი
ლულოვანი ძვალია, გააჩნია ეპიფიზები (პროქსიმალური და დისტალური) და
დიაფიზი (სხეული). გააჩნია თავი, რომელიც შემოსაზღვრულია ანატომიური ყელით.
შემდეგ მოდის დიდი და მცირე ბორცვი, რომლებზეც კუნთები მაგრდება. ისინი
გრძელდებიან თანამოსახელე ქედებში. ბორცვთაშუა ღარში თავსდება ორთავა
კუნთის გრძელი თავის მყესი. ამის შემდეგ მოდის ქირურგიული ყელი, რომელიც
ყველაზე სუსტი უბანია.

სხეულზე გვაქვს დელტისებრი ხორკლი, ხოლო დისტალურ ეპიფიზზე ჭაღი.

გვაქვს როკები, ზედა როკები და მცირე თავი. მცირე თავით ვუკავშირდებით სხივის
ძვალს, ჭაღით იდაყვის ძალს, ზედა როკებით კი კუნთებს.

აქვს სამი ფოსო: სხივის, გვირგვინოვანი და იდაყვის. გვირგვინოვანსა და იდაყვის


ფოსოში თავსდება იდაყვის მორჩი (ოლეფრანუმი), როდესაც ხელს გავშლით.
წინამხარი
გვაქვს ორი ძვალი: იდაყვის და სხივის.

სხივის ძვალი მდებარეობს ლატერალურად, იდაყვის მედიალურად. ორივეს აქვთ


ეპიფიზები და დიაფიზი.

სხივის ძვლის პროქსიმალურ ეპიფიზზე გვაქვს თავი, ყელი და ხორკლი.

თავი დაფარულია საბრუნებელი სასახსრე ზედაპირით, რომლითაც იდაყვის ძვალს


უკავშირდება.

იდაყვის ძვალს პროქსიმალურად გვირგვინოვანი მორჩი და იდაყვის აქვს , ხოლო


მათ შორის ჭაღისებრი ნაჭდევი, რომლითაც მხრის ძვალს ვუკავშირდებით. სხივის
ნაჭდევით სხივის ძვლის თავს ვუკავშირდებით.

დისტალურად ორივეს გააჩნია სადგისებური მორჩები. სხივიც და იდაყვიც ორივე


ერთმანეთს როგორც დისტალურად, ასევე პროქსიმალურად უკავშირდება. სხივ-
იდაყვის პროქსიმალურ სახსარში სასახსრე ტავი სხივის ძვალზეა, ფოსო კი იდაყვის
ძვალზე. დისტალურად პირიქით.

მტევანი
მაჯის ძვლები: 8 ორ რიგად განლაგებული მცირე ძვალი.

5 ნების ძვალი

ფალანგები

პირველ თითში ორი, დანარჩენებში სამი: პროქსიმალური, შუა და დისტალური.

პროქსიმალურში: ნავისებრი, მთვარისებრი, სამწახნაგა, ცერცვისებრი.

დისტალურში: ტრაპეციული, ტრაპეცოიდული და კავიანი.

მენჯი
მენჯის ძვალში შედის თეძოს ძვალი თავისი ფრთებით, ქედებით და წვეტებით.

წვეტები: წინა-ზედა, წინა-ქვედა, უკანა-ზედა, უკანა-ქვედა.

გააჩნია სხეული, რომელიც დაკავშირებულია საჯდომისა და ბოქვენის ძვალთან. ეს


სამი ერთად ქმნის ტაბუხის ფოსოს.

ბოქვენის ძვალს გააჩნია ზედა და ქვედა ტოტი.ზედა ტოტზე ბოქვენის ქედია.

დამხურავი ხვრელი მოისაზღვრება ტაბუხის ფოსოთი და ტოტებით.


საჯდომის ძვალს აქვს ტოტი და წვეტი. ეს წვეტი დიდ და მცირე ამონაჭდევებს
შორისაა. აქვე ვხვდებით კუკუხოს. ამ უბნით ჯდომისას ვეყრდნობით ზედაპირს .

ბარძაყის ძვალი
პროქსიმალურ ეპიფიზში - თავი და ყელი

დისტალურ ეპიფიზში - ზედა როკები და როკთაშუა ფოსო.

ამ ფოსოთი ვუკავშირდებით დიდი წვივის ძვალს.

სხეული: დიდი და მცირე ციბრუტი, ხორკლიანი ხაზი. ხაზზე კუნთები მაგრდება.

დუნდულოვან ხორკლზე დუნდულა კუნთი მაგრდება.

წვივის ძვალი
ლატერალურად - მცირე წვივის ძვალი

მედიალურად - დიდი წვივის ძვალი

მცირე წვივს პროქსიმალურად: თავი, ყელი, სხეული, მთავრდება წაგრძელებული


მორჩით.

დიდ წვივს პროქსიმალურად: როკები, როკთაშუა შემაღლება. ამ შემარლებიტ


ვუკავშირდებით ბარძაყის ძვლის ფოსოს.

დიდ წვივს აქვს კიდეები და ზედაპირები, ხოლო დისტალურად აქვს გოჯი.

ტერფი
გვაქვს უკანა ტერფის, წინა ტერფის და ნების ძვლები, ასევე ფალანგები.

პირველ თითში ორი, დანარჩენებში სამი.

უკანა ტერფში მოიაზრება კოჭის ძვალი, ქუსლის ძვალი, კუბური ძვალი, ნავისებრი
ძვალი და სამი სოლისებრი, მედიალური, შუამდებარე და ლატერალური.
წარმატებები <3

ვ.ბ

You might also like