Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

კანონი განამტკიცებს საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების

თავისუფალი არჩევის პრინციპს. ე.ი ნებისმიერ პირს, მოქმედ თუ მომავალ მეწარმეს


შეუძლია დააფუძნოს მეწარმეთა კანონით გათვალისწინებული საწარმო ან საზოგადეობა.
კანონი ამავდროულად ითვალისწინებს შეზღუდვებსაც, კერძოდ: ა)სპს, კს-ისა და
კოოპერატივის დასაფუძნებლად საჭიროა მინიმუმ 2 პირის არსებობა; ბ)სპს-სა და კს-ში
კომპლემენტარი - პასუხისმგებელი პარტნიორი, რომელიც შეიძლება იყოს მხოლოდ
ფიზიკური პირი; გ)საწარმო, რომელშც 50-ზე მეტი პარტნიორია-უნდა ჩამოყალიბდეს
მხოლოდ სააქციო საზოგადოებად. სანამ საწარმო იურიდიულად გაფორმდება და
დაფუძნდება ამას წინ უსწრებს გადაწყვეტილების მიღება სამეწარმეო საქმიანობის
განხორციელების შესახებ, თანამოაზრეთა პოვნა, რომლებიც მზად არიან საწარმოს
შესაქმნელად. გადაწყვეტილების მიღებამდე მომავალი მეწარმეები ფიქრობენ თუ
რომელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა შეესაბამება მათ მიზნებსა და
ფინანსურ მდგომარეობას. ყველა მათგანი უფრთხის პასუხისმგებლობას, ვინაიდან
ბუნებრივია, რომ ბევრს არ სურს წარუმატებლობის შემთხვევაში მისი პირადი ქონება
გახდეს გადახდის საშუალება. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
დაფუძნებისათვის უფრო ნაკლებ თანხას მოითხოვს - საწესდებო კაპიტალში 2000ლარის
შესატანი, რისგამოც ამ ფორმას ბევრი ირჩევს. ისინი ვისაც პასუხსიმგებლობის არ ეშნიათ,
არც ბევრი ფული აქვთ არჩევენ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების
დაფუძნებას, რასაც მარტო ვერ შეძლებენ და დასჭირდებათ ვინმესთან შეამხანაგება. მათ
ვისაც მოგება არ იზიდავს და მხოლოდ საკუთარ სურვილებს იკმაყოფილებენ შეუძლიათ
პარტნიორი გაიჩინონ და შექმნან კოოპერატივი რომლის საწესდებო კაპიტალი
თითოეულისაგან სულცოტა 50ლ-ს მოითხოვს. ვისაც დიდი ფული არ აქვს და არც
სხვასთან შეამხანაგების მომხრეა, მაგრამ აქვს საქმის კარგად გაძღოლის უნარი და დიდი
ალბათობა ნახოს მოგება - შეუძია დააფუძვნოს ინდივიდ, საწარმო. მაშასადამე, კანონი
მომავალ მეწარმეს მრავალ შესაძლებლობებსა თუ ვარიანტებს სთავაზობს, რომელიც
კორექტულად უნდა იქნას გაფორმებული, რომ საწარმო ჩაითვალოს დაფუძნებულად.
ვინაიდან ყველა საზოგადოებას მოეთხოვება საზოგადოების წესდება, სწორედ ის
წარმოადგენს საზოგადოების ძირითად დოკუმენტს. საზოგადოებრივ წესდებაში
პარტნიორები აწესრიგებენ საზოგადოების საქმიანობისა და პარტნიორთა უფლება-
მოვალეობების უმთავრეს საკითხებს. საზოგადოების დაფუძნების პროცესი იწყება
შეთანხმებით მომავალ პარტნიორებს შორის, საზოგადოებაში მათი უფლებრივი
მდგომარეობის შესახებ პარტნიორთა ეს შეთანხმება აისახება წესდებაში. საზოგადოების
წესდებას ხელს უნდა აწერდეს ყველა დამფუძნებელი პარტნიორი. ვინაიდან ჩვენთვის
საკმაოდ ცნობილია ის ფაქტი, რომ საზოგადოების დაფუძვნება წარმოადგენს სამოქალაქო
სამართლებრივ გარიგებას, რომელიც შეიძლება იყოს ორმხრივი ან მრავალმხრივი
რომლის დადებისათვის აუცილებელია ყველა მონაწილის ნების გამოხატვა. ხოლო თუ
ერთ-ერთი პარტნიორი არ ეთანხმება წესდების ამა თუ იმ პირობას, მაშნ გარიგება
დადებულად არ ჩაითვლება, რაც გამოიწვევს საზოგადოების ვერ დაფუძვნებას.

You might also like