Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

სასწავლო კურსის ხელმძღვანელი: ირაკლი დვალიძე,

სამართლის დოქტორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის


ასოცირებული პროფესორი

IV ვარიანტი
სასწავლო კურსის სახელწოდება: სისხლის სამართლის კერძო ნაწილი II (დანაშაულის სხვა
სახეები).

ნაშრომი უნდა შესრულდეს თქვენთვის დარიგებული შეფასების სისტემაში დადგენილი


მოთხოვნების მიხედვით. თქვენს სამუშაო ფურცელზე: ა) დაწერეთ თქვენი სახელი და გვარი
როგორც ფაილის შიგნით, ისე გარედან; ბ) ფაილის შიგნით დაწერეთ სამუშაო ჯგუფის
ხელმძღვანელის სახელი და გვარი.

გამოცდის ხანგრძლივობა: 2 საათი. ნაშრომი უნდა ჩააბაროთ გამოცდის დასრულებისთანავე.

მოცემული კაზუსების ამოხსნისას კვალიფიკაცია დაასაბუთეთ. კაზუსები შეფასდება 5-5


ქულით (2 ქულა კვალიფიკაცია, 3 ქულა დასაბუთება). პასუხი კაზუსს ქვემოთ მიუწერეთ.

საგამოცდო ნაწერი უნდა გადაუგზავნით თქვენი სამუშაო (სასემინარო) ჯგუფის


ხელმძღვანელს ელ.ფოსტაზე:

ა) ლევან ზაკალაშვილი levanizakalashvili@yahoo.com

ბ) ცოტნე ცერცვაძე c.cercvadze@yahoo.com

სტუდენტი: ანა მამულაშვილი

სემინარის ხელმძღვანელი: ცოტნე ცერცვაძე.

#1
ხუთასლარიანი ფეხსაცმლის ყიდვისას ა-მ გამყიდველს მიაწოდა ასლარინი ყალბი
კუპიურები და მხოლოდ მაღლიდან დაადო ნაღდი ფულის კუპიურა. ფულის დათვლისას
გამყიდველმა შენიშნა ფულის სიყალბე და ფეხსაცმლის მიცემაზე უარი განაცხადა, თუმცა ა-მ
ფეხსაცმელებს ხელი დასტაცა და გაიქცა.
დააკვალიფიცირეთ ა-ს ქმედება.
კვალიფიკაცია:
პირველ რიგში, გამომდინარე იქედან რომ ა-მ გამყიდველს მიაწოდა ასლარიანი ყალბი
კუპიურები და მხოლოდ მაღლიდან დაადო ნაღდი ფულის კუპიურა, ჩემი აზრით, საქმე
გვაქვს სსსკ. 212 მუხლის შემადგენლობასთან, რომელიც გულისხმობს ყალბი ფულის ან
ფასიანი ქაღალდის დამზადებას ან გასაღებას. ეს დანაშაული მომეტებული საფრთხის
მატარებელია საბაზრო ეკონომიკის პირობებში. ობიექტურ მხარეში შედის როგორც ყალბი
ფულის დამზადება, შენახვა გასაღების მიზნით, ასევე გასაღება. მოცემულ კაზუსში ჩანს, რომ
გამყიდველმა შენიშნა ფულის სიყალბე და უარი განაცხადა მის მიღებაზე, შესაბამისად,
გვექნება 212 მუხლის მცდელობა, მცდელობას ეხება სისხლის სამართლის კოდექსის ზოგად
ნაწილში მოცემული 19-ე მუხლი, რომლის მეორე ნაწილით, სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით,
სასწავლო კურსის ხელმძღვანელი: ირაკლი დვალიძე,
სამართლის დოქტორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის
ასოცირებული პროფესორი

რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ


მუხლზე მითითებით. ამიტომ ეს ქმედება დაკვალიფიცირდება 212 მუხლით 19-ე მუხლზე
მითითებით.
რაც შეეხება მეორე გარემოებას, როცა ა-მ ხელი დასტაცა ფეხსაცმელს და გაიქცა, ვფიქრობ აქ
ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსსკ. 178 მუხლის 2-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც
გულისხმობს ძარცვას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. პირველ რიგში
ძარცვასთან მიმართებაში, ქურდობისგან უნდა განვასხვაოთ ფარული დაუფლების საკითხი.
ვინაიდან ქურდობა არის სხვისი ნივთის ფარული მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, ხოლო
მეორეს მხრივ ძარცვის დროს, აშკარა დაუფლება გვაქვს სახეზე, კაზუსის ფაბულიდან
იკვეთება ძარცვის ნიშანი. ძარცვა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება ობიექტური ნიშნით,
ხოლო სუბიექტური ნიშნით, დამნაშავეს შეცნობილი აქვს მისი ქმედების აშკარაობა. აქედან
გამომდინარე ეს კრიტერიუმიც დაკმაყოფილებულია. რაც ეხება მნიშვნელოვან ზიანს, 178
მუხლთან მიმართებაში, გამოიყენება 177-ე მუხლის შენიშვნა, რომლის მიხედვითაც,
მნიშვნელოვან ზიანად გვევლინება 150 ლარზე მეტი ღირებულების ზიანი. რადგანაც 500
ლარიან ფეხაცმელზეა საუბარი, სწორედ ამიტომ ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსსკ. 178
მუხლის 2.ა ქვეპუნქტით.

#2
ა-მ გ-ს თავი ადვოკატად წარუდგინა და შეჰპირდა, რომ მის ქმარს გაათავისუფლებდა
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, რისთვისაც მან 11000 ლარი მოითხოვა.
სინამდვილეში იგი ადვოკატი არ იყო და მიღებული თანხა მიითვისა.
დააკვალიფიცირეთ ა-ს მიერ ჩადენილი ქმედება.
კვალიფიკაცია:
ჩემი აზრით, ა-ს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსსკ 180-ე მუხლით, რომელიც ეხება
თაღლითობას. თაღლითობა, ეს არის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი
ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. შესაძლოა აქ დავა
თაღლითობასა და ქონებრივ ზიანს მოტყუებით შორის, თუმცა აქ გარკვეული ფაქტორებია
გასათვალისწინებელი. თაღლითობა ზოგადად ხასიათდება დაუფლებითი ხასიათით, ხოლო
დაზიანება არა. შესაბამისად, სახეზე უნდა გვქონდეს მოცემული ქონების დაუფლება -
მოცემულ კაზუსში მიღებული თანხა ა-მ მიითვისა. ასევე თაღლითობის დროს ხდება
ქონების შემცირება დაზარალებულისთვის, ხოლო ქონების მოტყუებით დაზიანებისას არ
ხდება შემცირება, ზიანი გვაქვს სახეზე. ეს გარემოებები მაფიქრებინებს, რომ უნდა ავირჩიო
თაღლითობა. რაც შეეხება მოტყუებას, სახეზე გვაქვს აშკარა აქტიური ტყუილი, რადგან ა-მ
შეცდომაში შეიყვანა გ და მოატყუა მას პირდაპირ წინასწარ შეცნობილი განზრახვით. სახეზე
გვაქვს სპეციალური მიზანიც, რაც 11000 ლარის მისაკუთრებას გულისხმობს, რომელიც ასევე
თაღლითობისთვისაა დამახასიათებელი. ფაქტია, რომ ა-მ ბოროტად გამოიყენა გ-ს ნდობა,
ვინაიდან მან თანხა იმიტომ გადაუხადა, რომ ეგონა ადვოკატი იყო და მის ქმარს
გაათავისუფლებდა სსკ პასუხისმგებლობისგან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სახეზე გვაქვს
სასწავლო კურსის ხელმძღვანელი: ირაკლი დვალიძე,
სამართლის დოქტორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის
ასოცირებული პროფესორი

11000 ლარის ოდენობის ზიანი, რაც სსსკ 177 მუხლის შენიშვნაში დიდ ოდენობად ითვლება
რადგან 10000 ლარზე მეტია. შესაბამისად, ა-ს ქმედება დაკვალიფიცირდება სსსკ. 180 მუხლის
3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

#3
საქართველოში რეგისტრირებულმა ერთ-ერთი პარტიის ლიდერმა, პარტიის წევრთაგან
შექმნა ოცდაათკაციანი გაერთიანება, რომლის წევრებსაც დაურიგდათ ერთმეტრიანი
რკინისა და პლასტმასის მილები. გაერთიანების წევრებს ევალებოდათ აღნიშნული რკინისა
და პლასტმასის მილებით მიტინგზე მისული არასასურველი პირების დაზიანება. ფრიდონ
ჯანდიერი, რომელიც წარმატებულ ბიზნესს ეწეოდა, სიმპატიას გამოხატავდა ამ პარტიის
მიმართ და აღნიშნული გაერთიანების წევრებს ყოველთვიურად 30000 ლარს ურიცხავდა.
დასჯადია ფრიდონ ჯანდიერის მოქმედება?
კვალიფიკაცია
ამ შემთხვევაში პირველ რიგში ეჭვი ჩნდება, რომ საქმე გვაქვს უკანონო ფორმირებასთან.
ზოგადად უკანონო ფორმირების შექმნის, მასში შესვლისა და ამ ფორმირების სასარგებლოდ
სხვა საქმიანობის განხორციელების დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია
საზოგადოებრივი უსაფრთხოება. ამ დანაშაულისთვის, უკანონო ფორმირებად მიიჩნევა
ისეთი ფორმირება, რომელიც დანაშაულებრივი მიზნით არის შექმნილი, ახასიათებს პირთა
ჯგუფისგან შემადგენლობა, რაც კაზუსში მოცემულია, რომ 30 კაცისგან შედგებოდა
გაერთიანება; აუცილენელია იყოს აღჭურვილი რაიმე საგნით, ჩვენს შემთხვევაში ეს იყო
რკინისა და პლასტმასის მილები. ასევე სახეზეა დანაშაულებრივი მიზნით შექმნა, ვინაიდან
გაერთიანების წევრებს ევალებოდათ მიტინგზე მისული არასასურველი პირების დაზიანება,
რაც საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უქნის საფრთხეს, მივიჩნევ რომ მიზანი ნათლად
დანაშაულებრივი იყო. ასევე, აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფორმირება იყო
პოლიტიკური პარტიის მიერ შექმნილი, იგი არ მიეკუთვნებოდა სახელმწიფო ორგანოს
გამგებლობაში არსებულ ფორმირებას, შესაბამისად სახეზე გვაქვს უკანონო ფორმირება.
რაც შეეხება ჯანდიერის ქმედებას, რომელიც გაერთიანების წევრებს ყოველთვიურად 30000
ლარს უხდიდა, რა თქმა უნდა დასჯადია, ვინაიდან იგი აფინანსებდა მათ, ამიტომ მისი
ქმედება დაკვალიფიცირდება სსსკ. 223 მუხლის 4-ე ნაწილით.

#4
გ-ს სურდა დ-ს თავს დასხმოდა ფულის მითვისების მიზნით. ამ გეგმის
განსახორციელებლად გ. ჩაუსაფრდა ღამით ტყის პირას მიმავალ დ-ს. მან თავდასხმის
წარმატებით განსახორციელებლად გადაწყვიტა მუხის ჯოხი თავში ჩაერტმა დ-სთვის და
ჯანმრთელობა იმგვარად დაეზიანებინა, რომ მსხვერპლს მხოლოდ გონება დაეკარგა.
შემთხვევის ადგილზე დ-ს ნაცვლად თვით გ-ს ძმამ გამოიარა, რომელიც გ-მ დ-დ მიიჩნია და
სასწავლო კურსის ხელმძღვანელი: ირაკლი დვალიძე,
სამართლის დოქტორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის
ასოცირებული პროფესორი

თავში ძლიერად ჩაარტყა ხელკეტი, რამაც დაზარალებულს გონება დააკარგვინა. რეალურ


მდგომარეობაში გარკვევის შემდეგ, გ-მ საკუთარი ძმა სასწრაფოდ გადაიყვანა
საავადმყოფოში. დარტყმის გამო, გ-ს ძმის მკურნალობას 120 დღეზე მეტი დასჭირდა.
შეაფასეთ გ-ს მოქმედება.
კვალიფიკაცია
პირველ რიგში, ნათელია, რომ გ-ს ძმას მკურნალობისთვის 120 დღეზე მეტი დასჭირდა.
გამოდმინარე იქედან, რომ მას გ-მ თავში ძლიერად ჩაარტყა ხელკეტი, ობიქეტური მხრივ
ვფიქრობ ნათელია, რომ საქმე ეხებოდა მისი ჯანმრთელობისა და შესაძლოა
სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნასაც, რასაც ადასტურებს გამოჯანმრთელებისთვის
საჭირო დღეების რაოდენობაც. გ რომ ვერ მიმხვდარიყო, რომ მის ძმას ჩაარტყა, მსგავს
დაზიანებას თავისუფლად შეიძლებოდა მისი სიკვდილი გამოეწვია. ამ შემთხვევაში, არ აქვს
მნიშვნელობა, გადარჩა თუ მაინც გამოიწვია ქმედუნარიანობის მოშლა დაზიანებამ, უნდა
გავითვალისწინოთ ის შედეგი, თუ რა დადგებოდა სხვა შემთხვევაში, რომ არა სამედიცინო
ჩარევა. შესაბამისად, ეს ქმედება დაკვალიფიცირდება სსსკ 117.1 მუხლით, ჯანმრთელობის
განზრახ მძიმე დაზიანებით.
რაც შეეხება იმას, თუ რა მოტივით მოხდა მოქმედება, გ ელოდებოდა დ-ს ფულის
მითვისების მიზნით ტყეში. მას განზრახული ჰქონდა ყაჩაღობის ჩადენა. აქ ცოტა რთულია
გავარკვიოთ, ვინაიდან იგი თავის ძმას დაესხა თავს, გვაქვს თუ არა ყაჩაღობის
შემადგენლობა. ზოგადად ყაჩაღობა არის თავდასხმა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში
ძალადობით ანდა ასეთის მუქარით. მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია სუბიექტური
ელემენტი, ვინაიდან კაზუსში იკვეთება ერორ ინ პერსონა - შეცდომა პიროვნებაში.
რეალურად, გ როდესაც მოქმედებას ახორციელებდა, სუბიექტური ნიშნით მას შეცნობილი
ჰქონდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგოობა, ასევე ის, რომ ხელკეტი
ჯანმრთელობისთვის ან სიცოცხლისათვის საშიში შეიძლება გამხდარიყო, მას
გათვიცნობიერებული ჰქონდა, არ სურდა, მაგრამ უშვებდა ამის შესაძლებლობას.
შესაბამისად, სახეზე გვაქვს არაპირდაპირი განზრახვა მის მოქმედებაში. ხოლო ქონების
მისაკუთრებასთან მიმართებაში მას პირდაპირი განზრახვა ამოძრავებდა. ობიექტური და
სუბიექტური ნიშნით, მან მოქმედებით განახორციელა ყაჩაღობის შემადგენლობა.
შესაბამისად, ჩემი აზრით, იგი სუბიექტურად აღიქვამდა თავის ძმას როგორც დ-ს და
ახორციელებდა ყაჩაღობას, მან მხოლოდ შემდეგ გამოარკვია რომ დაუშვა შეცდომა
პიროვნებაში, ამიტომ მე გ-ს ქმედებას დავაკვალიფიცირებ ყაჩაღობის მუხლით სსსკ. 179 და
117.1 მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით.

#5
სასწავლო კურსის ხელმძღვანელი: ირაკლი დვალიძე,
სამართლის დოქტორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის
ასოცირებული პროფესორი

ქურდობის გზით მოპოვებული ძვირადღირებული ტელევიზორი და სარეცხი მანქანა ა-მ მის


მეგობარ ე-სთან მიიტანა. ე. თავიდან წინააღმდეგი იყო ეს ნივთები მასთან დაეტოვებინა,
მაგრამ ცოტა ხნის საუბრის შემდეგ იგი დათანხმდა ამ ნივთების დატოვებაზე იმ პირობით,
თუ იგი აღნიშნული ნივთებით სარგებლობის ნებას დართავდა. მართლაც, ე. ამ ნივთებით
წარმატებით სარგებლობდა. ექვსი თვის შემდეგ ე. პოლიციამ დააკავა.
დასჯადია ე-ს ქმედება?
კვალიფიკაცია:
რა თქმა უნდა ეს ქმედება დასჯადი იქნება. სახეზე გვაქვს სსსკ. 186 მუხლის შემადგენლობა,
კერძოდ, 186 მუხის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული წინასწარი შეცნობით
დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან
გასაღება. სს დაცვის ობიექტი აქ არის საკუთრებითი ურთიერთობა. დანაშაულის
ამსრულებელი ამ შემთხვევაში არაა ის პირი ვინც დანაშაულებრივი გზით მოიპოვა ქონება,
არამედ სხვა პირი, რომელმაც იცის ამის შესახებ და წინასწარი შეცნობით სარგებლობს,
ყიდულობს, ფლობს ან ასაღებს ამ ქონებას. წინასწარი შეცნობა ამ შემთხვევაში გულისხმობს
ამ დანაშაულის ჩადენამდე პირის მიერ იმ ფაქტის გააზრებას, რომ ნივთი მოპოვებული იყო
დანაშაულებრივი გზით. ამ შემთხვევაში ე-სთვის პირდაპირ იყო ეს ფაქტი ცნობილი, იგი
წინააღმდეგი იყო ნივთების შენახვისა, თუმცა მათი სარგებლობის პირობით დასთანხმდა ა-ს
შენახვაზე. შესაბამისად, სახეზე გვაქვს წინასწარი შეცნობის ელემენტი და ე-ს ქმედება
დაკვალიფიცირდება სსსკ. 186 მუხლის 1 ნაწილით.

#6
ა., რომელიც დანაშაულებრივ სამყაროში დაუნდობელი პიროვნების რეპუტაციით
სარგებლობდა, გ-ს მისწერა წერილი, რომ ამ უკანასკნელს მისთვის გადაეხადა 1000 ლარი,
წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ახლად შეძენილ უცხოურ ავტომანქანას დაუწვავდა. გ. თანხის
გადახდას ერთი კვირის შემდეგ დაჰპირდა. გ-მ დათქმულ დროში თანხა არ გადაიხადა. ამის
შემდეგ ა. გ-ს თავს დაესხა ცემის თანხლებით, რომელიც საშიში არ იყო სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისთვის და 1000 ლარი წაართვა.
დააკვალიფიცირეთ ა-ს ქმედება.
კვალიფიკაცია:

ჩემი აზრით, ა-ს პირველი ქმედება, რომელიც გამოიხატებოდა იმაში, რომ გ-ს მიწერა წერილი,
რომ მისთვის 1000 ლარი გადაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ავტომანქანას დაუწვავდა,
არის ნათლად გამოძალვის შემადგენლობა. გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონებრივი
უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის
ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან
დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის
სასწავლო კურსის ხელმძღვანელი: ირაკლი დვალიძე,
სამართლის დოქტორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის
ასოცირებული პროფესორი

გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები. მუქარა


შეიძლება იყოს მიმართული მომავლისკენ თუ პირის ჯანმრტელობას ეხება, ხოლო ნივთთან
მიმართებაში აწმყოშიც შეიძლება განხორციელდეს. გამოძალვა არის ფორმალური დანაშაული,
შესაბამისად, იგი დამთავრებული იქნება მაშინ, როცა მოთხოვნა ცნობილი გახდეს
პირისათვის ვისკენაცაა მიმართული. შესაბამისად, აქ გამოძალვა უკვე დასრულებულია
წერილის მიღების და მისი აღქმის მომენტიდან. ა-ს ამ ქმედებას დავაკვალიფიცირებდი 181
მუხლის 1-ლი ნაწილით.
რაც შეეხება გ-ზე თავდასხმას და მის ცემას, რომელიც არ იყო საშიში სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისათვის და 1000 ლარის წართმევას, ამ შემთხვევაში გვექნება ძარცვის
შემადგენლობა, ვინაიდან ობიექტური თვალსაზრისით, მოქმედებითაა ჩადენილი, არის აშკარა
და არა შეფარული, რომელსაც სუბიექტურაც დამნაშავეც აღიქვამს, ასევე გვაქვს სახეზე
დაუფლების ელემენტიც. მე მივიჩნევ, რომ ამ შემთხვევაში რადგან საქმე ეხებოდა 150 ლარზე
მეტი თანხის წართმევას, გვექნება მნიშვნელოვანი ზიანი სსსკ 177 მუხლის შენიშვნაზე
მითითებით და ა-ს ქმედება დაკვალიფიცირდება სსსკ. 178 ძარცვის მუხლით, კერძოდ მე-2
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საბოლოოდ გვექნება დანაშაულთა ერთობლიობა, კერძოდ სსსკ. 181.1 მუხლი - გამოძალვა და
სსსკ. 178.2 „ა“ მუხლის შემადგენლობით დაკვალიფიცირდება, ვინაიდან პირმა გამოძალვის
მიზნით გამოყენეული მუქარა ცოტა სხვა მხრივ აასრულა, რამაც ძარცვის შემადგენლობა
მოგვცა გამოძალვასთან ერთობლიობაში.

You might also like