Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

კაზუსის ამოხსნის სქემა ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში

სქემის მიზანია დაგვეხმაროს კაზუსის ამოხსნის პროცესის თანმიმდევრულად


წარმართვაში, ყველა ასპექტის სრულფასოვნად შემოწმებასა და არგუმენტირებულ
მსჯელობაში.
სქემის ყველა ეტაპის გავლა არის აუცილებელი. სქემა არის ზოგადი ჩარჩო,
რომელიც ერგება ყველა ტიპის კაზუსს და განსახილველი საკითხის მიხედვით
იცვლება მხოლოდ მისი შინაარსობრივი მხარე.

I ეტაპი - ჰიპოთეზა - კაზუსის წაკითხვისა და შეკითხვის გააზრების


საფუძველზე წარმოშობილი ვარაუდი შესაძლო პასუხთან მიმართებაში.

ჰიპოთეზა ყალიბდება ერთ წინადადებაში და გამოიყენება სიტყვები:


„სავარაუდოდ“, „შესაძლებელია“ და ა.შ. მთელი ამოხსნის სისტემა მიმართულია
ჰიპოთეზაში დასმული ვარაუდის დასამტკიცებლად.

მაგ.: თუ კაზუსის შეკითხვაა - „შეამოწმეთ გადაწყვეტილების კანონიერება


პრინციპებთან შესაბამისობის თვალსაზრისით“, ჰიპოთეზა შეიძლება
ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „შესაძლებელია დარღვეული იყოს თანასწორობის
(ან ნებისმიერი ის პრინციპი, რომელსაც ვარაუდობთ) პრინციპი“.

არ არის საჭირო ჰიპოთეზაში კანონის ნორმის მითითება, ამას სხვა ეტაპზე


ვაკეთებთ.

II ეტაპი - სამართლის ნორმა - ჰიპოთეზის შესამოწმებლად საჭირო


სამართლებრივი ნორმის მოძიება კანონში.

ამ ეტაპზე ვსაუბრობთ და ვარჩევთ იმ ნორმას, რომელიც ჩვენი აზრით საჭიროა


ჰიპოთეზაში დასმული ვარაუდის შესამოწმებლად. ოღონდ, ამ ეტაპზე
ვსაუბრობთ მხოლოდ თეორიულად, ნორმის შინაარსზე და არ ვსაუბრობთ
კაზუსის ფაბულიდან არაფერზე.

მაგ.: თუ ჩვენი ვარაუდია, რომ დაირღვა თანასწორობის პრინციპი, ვიმსჯელებთ:


„იმისათვის, რომ შევამოწმოთ თანასწორობის პრინციპი დარღვეულია თუ არა,
უნდა შევამოწმოთ სზაკ-ის მე-4 მუხლი...“ და შემდგომ ვავითარებთ სრულ
მსჯელობას თანასწორობის პრინციპზე, რაც ვიცით. აქ უნდა გამოჩნდეს თქვენი
თეორიული ცოდნა.

III ეტაპი - სუბსუმცია - ფაქტისა და ნორმის შესაბამისობის დადგენა.

ამ ეტაპზე ვამოწმებთ უკვე კაზუსის ფაბულაში მოცემულ ასპექტებს, რამდენად


ჯდება სამართლის ნორმაში განვითარებულ მსჯელობაში სრულად. ვამოწმებთ
ეტაპობრივად და ყველა ელემენტის შემოწმებით. თუ შერჩეული ნორმა და
კაზუსის ფაბულა სრულ შესაბამისობაშია, ე.ი. ჰიპოთეზაში დასმული ვარაუდი
გამართლდა. თუ შესაბამისობაში არ არის, ე.ი. ვარაუდი არ დადასტურდა და
ვიწყებთ ახალი ჰიპოთეზის დასმას და იგივე მსჯელობას.
ამ ეტაპზე უნდა გამოვლინდეს თქვენი ანალიტიკური მსჯელობის უნარები.

IV ეტაპი - დასკვნა
ბოლოს ვაკეთებთ დასკვნას ერთი წინადადებით, რა შედეგი მივიღეთ. მაგ.:
დარღვეულია თანასწორობის პრინციპი და ა.შ.

You might also like