შუშანიკის დახასიათება

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

შუშანიკის დახასიათება

შუშანიკი ნაწარმოების მთავარი გმირია.იაკობ ცურტაველი დიდი მოწიწებითა და


აღტაცებით აღწერს მის თავგანწირვის ამბავს.

შუშანიკი დედოფლის მოფერებითი სახელია.მისი ნამდვილი სახელი ვარდანი იყო.


,,მამისაგან სახელით-ვარდან და სიყუარულით სახელი მისი შუშანიკ.“ იგი ღვთის მოშიში
გახლდათ.ვარსქენისგან ხასიათით მკვეთრად განსხვავდებოდა. შუშანიკის
მეუღლემ,ვარსქენმა მის ნაცვლად მიიღო გადაწყვეტილება,უნდოდა მისთვის რჯული
შეეცვალა,ამან შუშანიკში დიდი პროტესტი გამოიწვია. მისთვის თავისი რჯული ბევრ რამეს
ნიშნავდა.როდესაც მან ქმრის მიერ ქრისტიანობის უარყოფაზე შეიტყო,დავარდა მიწაზე და
მწარედ ატირდა. იგი ცრემლნარევი ხმით ამბობდა:,,საწყალობელი იქმნა უბადრუკი
ვარსქენ,რამეთუ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი და შეერთო იგი
უღმრთოთა.“ ამ მოთქმაში შუშანიკის ვარსქენისადმი სიბრალულია გამოხატული.შუშანიკი
ჩვენნაირი ადამიანი იყო.მასაც უხაროდა,სწყინდა,უყვარდა,მაგრამ ჩვენგან განსხვავებით,ის
ქრისტეს მთელი თავისი სულითა და ხორცით გრძნობდა.უფალი გულში ჰყავდა და მზად
იყო,რომ მისი გულისთვის თავიც გაეწირა.

შუშანიკს გული შესტკიოდა იმაზე,რომ გვერდში არავინ

ედგა.იგი ამხილებს ხალხს იმის გამო,რომ ქრისტე მარტივად დაგმეს.

ეკლესიის სენაკში გარკვეული დროით ცხოვრობდა შუშანიკი.იგი მზად იყო თავისი


სარწმუნოებისთვის წამებულიყო.

ორი დღის შემდეგ,ვარსქენმა განიზრახა,რომ ჯოჯიკს,მის ცოლსა და შუშანიკს ერთად


ევახშმათ.ჯოჯიკის ცოლმა გადაწყვიტა,რომ ღვინო მიეწოდებინა მისთვის,მაგრამ შუშანიკმა
გაიქნია ხელი და ღვინით სავსე თასი სახეში შეალეწა.ვარსქენმა იგი უმოწყალოდ
სცემა.შუშანიკი მკვდარს დაემსგავსა. შუშანიკს თავისი გადაწყვეტილება არასდროს
უნანია.პირიქით,მან თქვა:,,დასაბამ სიხარულისა იქმნა,ჩემდა ღამე ესე.“ შუშანიკის სისხლი
ცოდვებისგან განიწმინდა.

შუშანიკმა ამ დღის შემდეგ უამრავი ტანჯვა გადაიტანა.მთელს დროს იგი ლოცვაში


ატარებდა,არ ეძინა და არც იკვებებოდა.ხშირად მიდიოდა მასთან ხალხი თავისი
პრობლემებით.

შუშანიკი თავისი სილამაზის დაკარგვის გამოც გამოთქვამდა მწუხარებას:,,ჩემნი


მოისულთნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყვავილი ჩემი დააყენო,მშვენიერებას სიკეთისა
ჩემისას დააბნელა და დიდება ჩემი დაამდაბლა.“

შუშანიკი იმ დროში ცხოვრობდა,როცა რწმენის ღალატი ქვეყნის ღალატთან იყო


გაიგივებული. მან თავისი ცხოვრება წამებით,ჩვიდმეტ ოქტომბერს დაასრულა.ხალხმა იგი
წმინდანად შერაცხა.მან გააძლიერა სიკეთე და უფლის სიყვარული ხალხში და ამით თავისი
სახელი უკვდავყო.

You might also like