დავალება 1

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

დავალება #1

ამოცანები და სავარჯიშოები

8.1. სხვადასხვა სისტემატიკური კატეგორიის წარმომადგენლებში გენომის ზომა


მნიშვნელოვნად ვარიირებს. განსხვავებულია ბირთვულ და ციტოპლაზმურ
სტრუქტურებში დნმ-ის ოდენობა. დაალაგეთ დნმ-ის შემცველობა მზარდი
მიმდევრობით: ა) ბაქტერია ნაწლავის ჩხირის ნუკლეოიდი, ბ) ადამიანის
ლიმფოციტის მიტოქონდრიული დნმ, გ) ადამიანის ლიმფოციტის ბირთვული დნმ,
დ) T4 ფაგის დნმ, ე) რბილი ხორბლის ენდოსპმერმის უჯრედის დნმ.
8.2. სოციობიოლოგებს შორის გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ნათესაური
ალტრუიზმი განპირობებულია ინდივიდის სწრაფვით, დაეხმაროს საზიარო გენების
მფლობელს. ამასთან, რაც უფრო დიდია გენეტიკური მსგავსება ორგანიზმებს შორის,
ისინი მით უფრო მეტად ავლენენ ალტრუიზმს. განსაზღვრეთ, ჩამოთვლილი
ნათესაური წყვილებიდან რომელს შეიძლება ჰქონდეს გენომის 25% ერთნაირი
(სიმარტივისათვის განიხილეთ მხოლოდ აუტოსომურ ქრომოსომებში
ლოკალიზებული გენები). ა) მამა-შვილი; ბ) ძმები; გ) ნახევარძმები; დ) ბიძა-
დისშვილი; ე) ბებია-შვილიშვილი.
8.3. ნაწლავის ჩხირის (E. coli) ერთ-ერთი ცილა 600 ამინომჟავური ნაშთისგან
შედგება. განსაზღვრეთ ამ ცილის საინფორმაციო რნმ-ის მოლეკულური მასა, თუ
ვიცით, რომ ერთი ნუკლეოტიდის მასა საშუალოდ 345-ის ტოლია.
8.4. ადამიანის გენომი 3 მილიარდამდე ნუკლეოტიდურ წყვილს შეიცავს. რამდენი
პურინის ჯგუფის შემცველი აზოტოვანი ფუძე იქნება სომატურ უჯრედში, რომელიც
პოსტსინთეზურ G2 სტადიაზე იმყოფება?
8.5. ჩამოთვლილთაგან რომელ აზოტოვან ფუძეს აქვს ყველაზე დიდი
მოლეკულური მასა: ურაცილს, თიმინს, გუანინს, ციტოზინს?
8.6. თუ დნმ-ის ორჯაჭვიან მოლეკულაში თიმინის რაოდენობა 10%-ია, რამდენი
პროცენტი იქნება დნმ-ის ამავე მოლეკულაში გუანინი?
8.7. რომელი აზოტოვანი ფუძეები აქვთ საერთო დნმ-ისა და რნმ-ის მოლეკულებს?
8.8. განსაზღვრეთ, როგორია ვირუსის გენეტიკური სტრუქტურა, თუ ცნობილია, რომ
ის შეიცავს 8% ადენინს, 32% – ურაცილს, 22% – გუანინს და 38% – ციტოზინს.

8.9. დნმ-ის ორჯაჭვიან მოლეკულაში 160 ნუკლეოტიდია. ამათგან 32 შეიცავს


ადენინს. რამდენი ციტოზინიანი ნუკლეოტიდი აქვს ამ მოლეკულას?

8.15. თერმოფილური ბაქტერია (Thermus aquaticus) ექსტრემალურ (>55°C) წყლიან


გარემოში ბინადრობს. ნაწლავის ჩხირისგან (E. coli) განსხვავებით, რომელი
აზოტოვანი ფუძეები ექნება ბაქტერიას დიდი რაოდენობით გენომში?
8.16. ორძაფიანი დნმ-ის ფრაგმენტში A და C ნუკლეოტიდების თანაფარდობა 1:3
აღმოჩნდა. განსაზღვრეთ თითოეული ნუკლეოტიდის პროცენტული შემცველობა
დნმ-ის საკვლევ ფრაგმენტში.

8.23. სწორია თუ არა დებულება: ნუკლეოტიდთა მიმდევრობის მიხედვით,


ახალტრანსკრიბირებული პირველადი ინფორმაციული რნმ არის დნმ-ის ერთ-ერთი
ძაფის გარკვეული ფრაგმენტის ზუსტი ასლი, რომელშიც A ჩანაცვლებულია U-ით.
პასუხი დაასაბუთეთ.

8.26. დნმ-ში შეისწავლეს პურინისა და პირიმიდინის ფუძეების თანაფარდობა.


პურინის ფუძეთა რაოდენობა აღმოჩნდა 65%. განსაზღვრეთ, საიდან არის აღებული
დნმ.

8.27. ბაქტერიოფაგიდან გამოყოფილ დნმ-ში განსაზღვრეს ცალკეული


ნუკლეოტიდის პროცენტული შემცველობა, რომელიც ასე განაწილდა: A – 22%, T –
28%, G – 20% და C – 30%. რამდენძაფიანი სტრუქტურა ჰქონია საკვლევ დნმ-ს?
8.28. დავუშვათ, რომ ხსნარში გვაქვს ნუკლეოტიდური შემადგენლობით
განსხვავებული დნმ-ის 4 ფრაგმენტი. გავაცხელოთ ხსნარი დნმ-ის ორძაფიანი
მოლეკულების დისოციაციის (ძაფების დაცალკევების) მიზნით. რომელი ფრაგმენტი
დისოცირდება ყველაზე ადრე? ყველაზე გვიან? პასუხი დაასაბუთეთ.
I) 5’ GCGGGCCAGCCCGAG 3’
3’ CGCCCGGTCGGGCTC 5’
II) 5’ ATTATAAAATATTTA 3’
3’ TAATATTTTATAAAT 5’
III) 5’ GCGGGCCTATTTAGA 3’
3’ CGCCCGGATAAATCT 5’
IV) 5’ ATGCTAGCCTAAGAC 3’
3’ TACGATCGGATTCTC 5’

8.33. ახალტრანსკრიბირებულ ი-რნმ-ს ნუკლეოტიდების შემდეგი პროცენტული


შემცველობა აქვს:
ა) 18% – A, 20% – G, 30% – U და 32% – C
ბ) 22% -A, 16% – U, 32% – C და 30% – G
ნუკლეოტიდების როგორი პროცენტული შემცველობა ექნება დნმ-ის ორძაფიანი
მოლეკულის შესაბამის მონაკვეთს?

8.34. ადამიანის გენომური დნმ-ის დაახლოებით რამდენი პროცენტი


ტრანსკრიბირდება, შემდეგ კი – ტრანსლირდება?
8.36. ი-რნმ-ში განსაზღვრეს ნუკლეოტიდების პროცენტული თანაფარდობა,
რომელიც შემდეგნაირად განაწილდა: G -34%, U – 18%,C – 28%, A – 20%.
განსაზღვრეთ დნმ-ის სენსორულ (მაკოდირებელ) და ანტისენსორულ
(არამაკოდირებელ) ძაფში ნუკლეოტიდების პროცენტული თანაფარდობა.

 სუათზე გამოსახულია დნმ-ის მოლეკულის მოკლე ფრაგმენტი. რა არის მონიშნული I,


II და III-ით?

II

III

I II III
A. 3′ დაბოლოება პურინი წყალბადური ბმა
B. 5′ დაბოლოება პირიმიდინი კოვალენტური ბმა
C. 3′ დაბოლოება პირიმიდინი წყალბადური ბმა
D. 5′ დაბოლოება პურინი კოვალენტური ბმა

You might also like