Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 32

კარი მეათე

დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი


რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ
გლობალურად წარმოქმნილი ეკოლოგიური პრობლემების ფონზე გარემოს დაცვა
ადამიანისათვის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ტექნიკური პროგრესი
სულ უფრო მეტი ზიანის მომტანი ხდება და გლობალური ეკოლოგიური
კატასტროფის საშიშროებას ყოველდღიურად ზრდის. აღნიშნულის
გათვალისწინებით და ამგვარი რისკების თავიდან ასაცილებლად მსოფლიო
მაშტაბით კანონმდებლებმა კრიმინალიზირება გაუკეთეს გარკვეულ ქმედებებს.

გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ითვლება სისხლის


სამართლის კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც
ხელყოფს შიდასახელმწიფო ან საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილ
ეკოლოგიურ მართლწესრიგს.

ამ სფეროში გვარეობითი ობიექტია საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომლებიც


უზრუნველყოფენ ადამიანის ჯანმრთელობისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების
უვნებელ გარემოს დაცვასა და შენარჩუნებას, ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ
სარგებლობას და ადამიანის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, ხოლო უშუალო ობიექტი
იმის მიხედვით იცვლება, თუ რა სახის ხელყოფასთან ან რომელ სფეროში გვაქვს
საქმე.

ამ კარით გათვალისწინებული დანაშაულების ობიექტური მხარე გამოიხატება


როგორც მოქმედებით, ასევე უმოქმედობით ჩადენილ დანაშაულში, რომელიც
არღვევს ნორმატიულ-სამართლებრივ აქტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსებით სარგებლობის სფეროში.

ამ კატეგორიის დანაშაულთა უმრავლესობა მატერიალური ანუ შედეგიანი


შემადგენლობისაა, თუმცა არის ფორმალური შემადგენლობის დანაშაულებიც.

მატერიალური შემადგენლობის შემთხვევაში თავისთავად საჭიროა ქმედებასა და


შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა.

სუბიექტური მხარისთვის მოტივს ან მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ


აქვს, ხოლო ბრალის ფორმით ამ კატეგორიის დანაშაულები ჩადენილია როგორც
განზრახვით, ასევე გაუფრთხილებელი ფორმით.
თავი XXXVI
დანაშაული გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ

    მუხლი287. სამუშაოს წარმოებისას გარემოს დაცვის წესის


დარღვევა
სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, სამეცნიერო ან სხვა ობიექტის დაპროექტების,
განლაგების, რეკონსტრუქციის, მშენებლობის, საექსპლუატაციოდ გადაცემის ან
ექსპლუატაციის დროს გარემოს დაცვის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია
რადიაციული ფონის არსებითი გაუარესება, ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება,
ცხოველთა ან მცენარეული სამყაროს მასობრივი განადგურება ან სხვა მძიმე შედეგი,

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ
წლამდე ან უამისო

სსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია საქმიანობის განხორციელებისას


ეკოლოგიური უსაფრთხოება.
ადამიანის ჯანმრთელობის და ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვის მიზნით
საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული საქმიანობისათვის აუცილებელი
წინაპირობაა გარემოსდაცვითი ნებართვა, რომელსაც გასცემს სახელმწიფო. (მაგ:
ნებისმიერი მშენებლობა და ა.შ.). ობიექტური მხარე კი გამოიხატება სამრეწველო,
სასოფლო-სამეურნეო, სამეცნიერო ან სხვა ობიექტის დაპროექტების, განლაგების,
რეკონსტრუქციის, მშენებლობის, საექსპლუატაციოდ გადაცემის ან ექსპლუატაციის
დროს ზემოთაღნიშნული გარემოსდაცვითი წესების დარღვევაში.
გარდა ამისა ხსენებული წესის დარღვევამ უნდა გამოიწვიოს მძიმე შედეგი.
შესაბამისად კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტია მიზეზობრივი კავშირის დადგენა
ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დანაშაული თავისი შემადგენლობით
მატერიალურია. იგი შესაძლებელია ჩადენილ იქნას როგორც მოქმედებით, ასევე
უმოქმედობით.
დანაშაულის სუბიექტი ის პირია, ვისაც დაკისრებული აქვს გარემოსდაცვითი
წესის შესრულების უზრუნველყოფა.
ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული განზრახია და მოტივს ან მიზანს
კვალიფიკაციისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

მაგალითად: ცემენტის დამამზადებელი საწარმოს წარმოების უსაფრთხოების


მენეჯერმა უგულებელყო საწარმოს ექსპლუატაციის წესი, რაც გულისხმობდა
საწარმოო გამონაბოლქვის გასასვლელ მილში ფილტრების ყოველთვიურ გამოცვლას.
ფილტრის გამოუცვლელობის გამო გამონაბოლქვი გაიჭედა მილში და გავრცელდა
საწარმოს მთელ ტერიტორიაზე, რის შედეგადაც იქ მომუშავე პერსონალიდან 14-მა
ადამიანმა ინტოქსიკაციის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის
დაზიანება.

მუხლი 2871. სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა


დარღვევა
 
1. სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული
დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის
გარეშე –
 ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი
ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია საზოგადოებრივი ურთიერთობები,


რომლებიც უზრუნველყოფენ ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობას
და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას.
ადამიანის ჯანმრთელობის და ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვის მიზნით
საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული საქმიანობისათვის აუცილებელი
წინაპირობაა გარემოსდაცვითი ნებართვა, რომელსაც გასცემს სახელმწიფო. ამ
შემთხვევაში ხე-ტყის გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა. დანაშაულის
ობიექტური მხარე გამოიხატება ამგვარი ხე-ტყის გადამამუშავებელი
ინფრასტრუქტურის მოწყობის წესის დარღვევაში.
დანაშაული თავისი შემადგენლობით ფორმალურია და იგი შესაძლებელია
ჩადენილ იქნას მხოლოდ მოქმედებით.
დანაშაულის სუბიექტი 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირია.
ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული განზრახია და მოტივს ან მიზანს
კვალიფიკაციისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

    მუხლი 288. გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი ან


ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევა
1. ტოქსიკური, ბაქტერიოლოგიური, ქიმიური ან გარემოსათვის საშიში სხვა
ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევა მისი წარმოების,
ტრანსპორტირების, განთავსების, შენახვის, ჩამარხვის ან გამოყენების დროს, რასაც
შეეძლო გამოეწვია ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს არსებითი დაზიანება ან
სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია გარემოს დაბინძურება, მოწამვლა ან
დასნებოვნება, ან ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, ანდა ცხოველთა ან
მცენარეული სამყაროს მასობრივი განადგურება, აგრეთვე ჩადენილი საგანგებო
ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც
გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან ადამიანთა მასობრივი დაავადება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

აღნიშნული ნორმა მიზნად ისახავს ეკოლოგიურად საშიში ნივთიერების ან


ნარჩენის ბრუნვის დადგენილი წესის დაცვის უზრუნველყოფას.
დანაშაულისაგან სსამართლებრივი დაცვის ობიექტია ეკოლოგიური
უსაფრთხოება, ხოლო დამატებითი ობიექტი კი ადამიანის ჯანმრთელობა და
სიცოცხლეა.
დანაშაულის სუბიექტია პირი, რომელსაც შესაბამისი ნორმატიულ-
სამართლებრივი აქტით ხსენებულ ნივთიერებასთან ან ნარჩენთან მოპყრობისას
ევალება არსებული წესების დაცვა. (მაგალითად ქიმიური საწარმოს თანამშრომელი,
რომელსაც ევალება ნარჩენის დადგენილი წესით უტილიზაცია).
დანაშაულის საგანია ტოქსიკური, ბაქტერიოლოგიური, ქიმიური ან გარემოსათვის
საშიში სხვა ნივთიერება ან ნარჩენი.
ამ ნორმის დისპოზიცია ბლანკეტურია (ანუ სამართლებრივ აქტზე
დაყრდნობილი) და მოპყრობის წესები რეგლამენტირებულია სხვადასხვა
სამართლებრივ აქტებში, როგორიცაა მაგალითად: საქართველოს კანონი საშიში
ქიმიური ნივთიერებების შესახებ და ა.შ.
გარემოს დაბინძურება ნიშნავს გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის
გაუარესებას. მაგალითად დაბინძურების შედეგად კონკრეტულ მდინარეში საშიშ
დონეზე მოიმატა ფოსფორმა, მეტალიზაციამ, დაიკლო თევზმა და ა.შ.
დასნებოვნება ნიშნავს ბუნებრივ გარემოში ისეთი მიკროორგანიზმების შეტანას,
რომელიც იწვევს მცენარეთა, ცხოველთა ან ადამიანთა დაავადებას.
მუხლის პირველი ნაწილით ამ ქმედებისათვის სანქცია წესდება ადამიანის
მცენარის ან ცხოველისათვის საშიშროების შექმნისათვის. მეორე ნაწილით
პასუხისმგებლობა უფრო მძიმდება და უნდა დადგეს იმ შემთხვევაში თუ დაზიანდა
ადამიანის ჯანმრთელობა ან ცხოველთა მასობრივი ამოხოცვა გამოიწვია, ხოლო
მესამე ნაწილით პასუხისმგებლობა დადგება იმ შემთხვევაში, თუ ასეთმა ქმედებამ
გამოიწვია ადამიანის სიკვდილი ან ადამიანთა მასობრივი დაავადება.
ბრალის ფორმას რაც შეეხება, პირველი ნაწილი პირდაპირ განზრახვას მოიცავს,
ხოლო მეორე და მესამე ნაწილები შედეგისადმი გაუფრთხილებლობას.

მუხლი 289. მიკრობიოლოგიური ან სხვა ბიოლოგიური


აგენტისადმი ან ტოქსინისადმი მოპყრობის წესის
დარღვევა
1. მიკრობიოლოგიური ან სხვა ბიოლოგიური აგენტისადმი ან ტოქსინისადმი
მოპყრობის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება,
ეპიდემიის ანდა ეპიზოოტიის გავრცელება ან გარემოსათვის სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

დანაშაულისაგან სსამართლებრივი დაცვის ობიექტია ეკოლოგიური


უსაფრთხოება, ხოლო დამატებითი ობიექტი კი ადამიანის ჯანმრთელობა და
სიცოცხლეა.

დანაშაულის სუბიექტია პირი, რომელსაც შესაბამისი ნორმატიულ-


სამართლებრივი მიკრობიოლოგიური ან სხვა ბიოლოგიური აგენტისადმი ან
ტოქსინისადმი მოპყრობის წესის დაცვა ევალებოდა. (მაგალითად ჯანდაცვის ან
სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე ლაბორატორიის თანამშრომელი).
დანაშაულის საგანია მიკრობიოლოგიური ან სხვა ბიოლოგიური აგენტი ან
ტოქსინი. მაგალითად: ისეთი მიკროორგანიზმები როგორიცაა ვირუსი, ბაქტერია,
გენური ინჟინერიით მიღებული ნივთიერება, შხამი და სხვა.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოხატულია მიკრობიოლოგიური ან სხვა
ბიოლოგიური აგენტისადმი ან ტოქსინისადმი მოპყრობის წესის დარღვევაში, რამაც
აუცილებლად შედეგის სახით უნდა გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობის
დაზიანება, ეპიდემიის ანდა ეპიზოოტიის გავრცელება ან გარემოსათვის სხვა მძიმე
შედეგი.
მოპყრობის წესი აგრეთვე მოიცავს წარმოებას, დამზადებას, გადაზიდვას,
უტილიზაციას და ამ ნივთიერებისადმი ნებისმიერი სახით მოპყრობას.
ამ ნორმის დისპოზიცია ბლანკეტურია (ანუ სამართლებრივ აქტზე
დაყრდნობილი) და მოპყრობის წესები რეგლამენტირებულია სხვადასხვა
სამართლებრივ აქტებში.
დანაშაული თავისი შემადგენლობით მატერიალურია და შესაბამისად
მნიშვნელოვანია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი კონკრეტულ ქმედებასა და
დამდგარ შედეგს შორის.
ბრალის ფორმას რაც შეეხება, პირველი ნაწილი შესაძლებელია ჩადენილი იყოს
როგორც განზრახვით, ასევე გაუფრთხილებლობით, ხოლო მეორე ნაწილი შედეგის
მიმართ გაუფრთხილებლობას გულისხმობს.

მუხლი 2891. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების


გამოყენების სფეროში საქმიანობის წესების დარღვევა
1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირების
უსაფრთხოების პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის
დაზიანება ან/და გარემოსა და ბიომრავალფეროვნებისათვის მძიმე შედეგი, −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, საქმიანობის
უფლების ჩამორთმევით ვადით ორ წლამდე.
2. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება
შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის
დაზიანება ან/და გარემოსა და ბიომრავალფეროვნებისათვის მძიმე შედეგი, −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ქონების
ჩამორთმევით.
3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქცია ან/და
საბაზრო ქსელში განთავსება –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, საქმიანობის
უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი
ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.

დანაშაულისაგან სსამართლებრივი დაცვის ობიექტია გარემო და


ბიომრავალფეროვნება, ხოლო დამატებითი ობიექტი კი ადამიანის ჯანმრთელობაა.

დანაშაულის სუბიექტი შესაძლებელია იყოს 14 წელს მიღწეული შერაცხადი ან


იურიდიული პირი.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოხატულია ცოცხალი გენმოდიფიცირებული
ორგანიზმების ტრანსპორტირების უსაფრთხოების პირობების დარღვევაში, რამაც
უნდა გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან/და გარემოსა და
ბიომრავალფეროვნებისათვის მძიმე შედეგი.
ამ ნორმის დისპოზიცია ბლანკეტურია (ანუ სამართლებრივ აქტზე
დაყრდნობილი) და წესები რეგლამენტირებულია კანონით გენმოდიფიცირებული
ორგანიზმების შესახებ. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებთან
მუშაობისთვის კი ლიცენზიას გასცემს ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის
სამინისტრო.
ბრალის ფორმას რაც შეეხება, გულისხმობს როგორც გაუფრთხილებლობას, ასევე
განზრახვას. ამავე დროს შედეგთან მიმართებაში ეს დანაშაული მხოლოდ
გაუფრთხილებელია. მიზანს ან მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს.

    მუხლი290. ვეტერინარიის სფეროში საქართველოს


კანონმდებლობის დარღვევა
1. ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, რამაც
გამოიწვია ეპიზოოტიის გავრცელება ან სხვა მძიმე შედეგი,   –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, რასაც
მოჰყვა ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების
გავრცელება ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით
სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების
აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

დანაშაულისაგან სსამართლებრივი დაცვის ობიექტია ცხოველთა სამყაროს


სანიტარულ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოება ხოლო დამატებითი ობიექტი კი
ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა.
დანაშაულის საგანი ყველა ცხოველი ფრინველი ან თევზია, რომელიც ბინადრობს
ხელოვნურად შექმნილ ადგილებში. მაგ: შინაური ცხოველები, ზოოპარკის
ბინადარნი და სხვა.
დანაშაულის სუბიექტია ვეტერინარიის სფეროში წესების დაცვით ვალდებული
პირი 14 წლის ასაკიდან.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოხატულია ვეტერინარიის სფეროში
საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაში, რამაც გამოიწვია ეპიზოოტიის
გავრცელება ან სხვა მძიმე შედეგი.
ამ ნორმის დისპოზიცია ბლანკეტურია (ანუ სამართლებრივ აქტზე
დაყრდნობილი) და ვეტერინარიული წესები წესები რეგლამენტირებულია
საქართველოს კანონში ვეტერინარიის შესახებ და სხვა სამართლებრივ აქტებში..

ეპიზოოტია გახლავთ გადამდები სნეულებით ერთდროულად მრავალი ცხოველის


დასენიანება განსაზღვრულ ტერიტორიაზე და დროის გარკვეულ მონაკვეთში.

დანაშაული თავისი შემადგენლობით მატერიალურია და შესაბამისად


მნიშვნელოვანია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი კონკრეტულ ქმედებასა და
დამდგარ შედეგს შორის.

    მუხლი 291. წყლით სარგებლობის წესის დარღვევა


წყლის თვითნებური მიტაცება ან ჰიდროტექნიკურ სამუშაოთა თვითნებური
წარმოება საერთო სარგებლობის ქსელზე, აგრეთვე წყლით სარგებლობის წესის სხვა
დარღვევა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ
წლამდე ან უამისოდ.
დანაშაულისაგან სსამართლებრივი დაცვის ობიექტია წყლით სარგებლობის და
რაციონალურად გამოყენების უფლება.
დანაშაულის სუბიექტია პირი 14 წლის ასაკიდან.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოხატულია წყლის თვითნებური მიტაცება ან
ჰიდროტექნიკურ სამუშაოთა თვითნებური წარმოება საერთო სარგებლობის ქსელზე,
აგრეთვე წყლით სარგებლობის წესის სხვა დარღვევა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი
გამოიწვია.
ამ ნორმის დისპოზიცია ბლანკეტურია (ანუ სამართლებრივ აქტზე
დაყრდნობილი) და წლით სარგებლობის წესები რეგლამენტირებულია სხვა
სამართლებრივ აქტებში..

დანაშაული თავისი შემადგენლობით მატერიალურია და შესაბამისად


მნიშვნელოვანია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი კონკრეტულ ქმედებასა და
დამდგარ შედეგს შორის.
სუბიექტურ მხრივ დანაშაული გამოიხატება განზრახვაში.

მაგალითად: საერთო სარგებლობის არხიდან რამოდენიმე ოჯახმა სარწყავი წყალი


თვითნებურად შეიყვანა ეზოში ან თბილისის ზღვიდან კომპანია წარმოების მიზნით
ყოველდღიურად ქაჩავს წყალს.

    მუხლი 292. წყლის დაბინძურება


1. წყლის ობიექტის დაბინძურება, დანაგვიანება, დაშრეტა ან მასზე სხვა ისეთი
უარყოფითი ზემოქმედება, რომელმაც შეიძლება დააზიანოს მოსახლეობის
ჯანმრთელობა, შეამციროს თევზის მარაგი, გააუარესოს წყალმომარაგების პირობები,
გამოიწვიოს წყლის ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური თვისებების გაუარესება,
ბუნებრივი თვითგაწმენდის უნარის დაქვეითება, ჰიდროლოგიური და
ჰიდროგეოლოგიური რეჟიმის დარღვევა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა
თავისუფლების აღვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, ანდა
ცხოველთა ან მცენარეული სამყაროს მასობრივი განადგურება, აგრეთვე ჩადენილი
სახელმწიფო ნაკრძალის ან აღკვეთილის ტერიტორიაზე ანდა საგანგებო
ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც
გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

დანაშაულისაგან სსამართლებრივი დაცვის ობიექტია ურთიერთობები, რომლებიც


უზრუნველყოფენ წყლის დაცვას და ეკობალანსს. აგრეთვე დამატებითი ობიექტია
ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე .

დანაშაულის სუბიექტია პირი 14 წლის ასაკიდან.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოხატულია წყლის ობიექტის დაბინძურებაში,


დანაგვიანებაში, დაშრეტაში ან მასზე სხვა ისეთი უარყოფით ზემოქმედებაში,
რომელმაც შეიძლება დააზიანოს მოსახლეობის ჯანმრთელობა, შეამციროს თევზის
მარაგი, გააუარესოს წყალმომარაგების პირობები, გამოიწვიოს წყლის ფიზიკური,
ქიმიური, ბიოლოგიური თვისებების გაუარესება, ბუნებრივი თვითგაწმენდის
უნარის დაქვეითება, ჰიდროლოგიური და ჰიდროგეოლოგიური რეჟიმის დარღვევა.

ამ ნორმის დისპოზიცია ბლანკეტურია (ანუ სამართლებრივ აქტზე


დაყრდნობილი) და წლით სარგებლობის წესები რეგლამენტირებულია
საქართველოს კანონით წყლის შესახებ და სხვა სამართლებრივი აქტებით.

დაბინძურებაში იგულისხმება წყლის ისეთი ვინთიერებებით და იმ რაოდენობით


გაჟღენთა (შერევა), რაც იწვევს წყლის ხარისხის დაცემას, რომელიც თავის მხრივ
გამოუყენებელს ხდის დანიშნულებისამებრ (დასალევად, სარწყავად და სხვა).

დანაშაული თავისი შემადგენლობით მატერიალურია და შესაბამისად


მნიშვნელოვანია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი კონკრეტულ ქმედებასა და
დამდგარ შედეგს შორის.

სუბიექტურ მხრივ დანაშაული გამოიხატება როგორც განზრახვაში, ასევე


გაუფრთხილებლობაში. მიზანს ან მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ
აქვს.

მუხლი 293. ზღვის დაბინძურება


1. გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან ან ზღვაში
ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან
ზღვის ცოცხალი ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერებების, სხვა ნარჩენის ანდა
მასალის ზღვაში უკანონოდ ჩაყრა (ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის
დარღვევით ზღვის დაბინძურება, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას
ან ზღვის ცოცხალ ორგანიზმს, ანდა ხელს უშლის ზღვის მართლზომიერ გამოყენებას,
ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ
წლამდე ან უამისოდ.
2. ხმელეთიდან და საჰაერო ხომალდიდან ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან
ზღვის ცოცხალი ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერების ანდა სხვა ნარჩენის ან
მასალის ზღვაში უკანონოდ ჩაყრა (ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის
დარღვევით ზღვის დაბინძურება, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას
ან ზღვის ცოცხალ ორგანიზმს, ანდა ხელს უშლის ზღვის მართლზომიერ გამოყენებას,

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ
წლამდე ან უამისოდ.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვლისწინებული ქმედება, რამაც
მნიშვნელოვნი ზიანი მიაყენა ადამიანის ჯანმრთელობას, მცენარეულ სამყაროს,
თევზის მარაგს ან წყლის სხვა ცოცხალ ორგანიზმს, დასვენების ზონას ანდა კანონით
დაცულ სხვა სიკეთეს, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან
თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება,
რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

დანაშაულისაგან სსამართლებრივი დაცვის ობიექტია ურთიერთობები, რომლებიც


უზრუნველყოფენ ზღვის სისუფთავეს და ეკობალანსს. აგრეთვე დამატებითი
ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე .
დანაშაულის საგანია ზღვა, წყალქვეშა ლანდშაფტი და მისი ცოცხალი
ორგანიზმები.

დანაშაულის სუბიექტია პირი 14 წლის ასაკიდან.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოხატულია გემიდან, (მეორე ნაწილში


ხმელეთიდან ან ჰაერიდან) ან სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან ან
ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან ადამიანის
ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერებების,
სხვა ნარჩენის ანდა მასალის ზღვაში უკანონოდ ჩაყრაში (ჩაშვება), აგრეთვე მათი
ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურებაში, რაც საფრთხეს უქმნის
ადამიანის ჯანმრთელობას ან ზღვის ცოცხალ ორგანიზმს, ანდა ხელს უშლის ზღვის
მართლზომიერ გამოყენებას. პირი ამგვარი ქმედებისთვის სსამართლებრივად
დაისჯება მხოლოდ მაშინ, თუ ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის
ქონდა დადებული.

სუბიექტურ მხრივ ამგვარი ნივთიერების ჩაყრა განზრახვას გულისხმობს, ხოლო


დაბინძურება შესაძლებელია როგორც განზრახვით, ასევე გაუფრთხილებლობით.

მუხლი 294. ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან ზღვის


ცოცხალი ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერების ანდა
სხვა ნარჩენის ან მასალის ზღვაში ჩაყრის შესახებ
შეუტყობინებლობა იმ თანამდებობის პირის მიერ,
რომელსაც ეს ევალება
გემის, სხვა მცურავი საშუალების, საჰაერო ხომალდის, პლატფორმის ან ზღვაში
ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციის სათანადო პასუხისმგებელი
თანამდებობის პირის მიერ უახლოესი პორტის ადმინისტრაციისათვის, ხოლო
ჩამარხვის მიზნით ჩაყრის შემთხვევაში – აგრეთვე ჩაყრის ნებართვის მიმცემი
ორგანიზაციისათვის შეუტყობინებლობა იმისა, რომ საქართველოს შიდა ზღვის ან
ტერიტორიული წყლების ფარგლებში ანდა ღია ზღვაში მზადდება ან უკიდურესი
აუცილებლობის გამო მოხდა ჩაყრა ან აუცდენელი დაკარგვა ადამიანის
ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერებისა ან
ისეთი შენარევისა, რომელიც ასეთ ნივთიერებას დადგენილი ნორმის გადამეტებით
შეიცავს, ანდა სხვა ნარჩენისა ან მასალისა, რომელსაც შეუძლია დააზიანოს
დასვენების ზონა ან ხელი შეუშალოს ზღვის მართლზომიერ გამოყენებას, –
 ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

დანაშაულისაგან სსამართლებრივი დაცვის ობიექტია ურთიერთობები, რომლებიც


უზრუნველყოფენ ზღვის სისუფთავეს და ეკობალანსს. აგრეთვე დამატებითი
ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე .

დანაშაულის ამსრულებელი სპეციალურია, ანუ პირი, რომელსაც ევალებოდა


ასეთი შეტყობინების გაკეთება. მაგ: გემის ან საჰაერო ხომალდის კაპიტანი და სხვა.
დანაშაულის ობიექტური მხარე ასახულია დისპოზიციაში.

სუბიექტურ მხრივ მოტივს ან მიზანს მნიშვნელობა არ აქვს კვალიფიკაციისათვის,


ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული პირდაპირი განზრახვით
ხასიათდება.

მუხლი 295. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება


1. მავნე ნივთიერების ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევის ანდა გამწმენდი
დანადგარის, ნაგებობის ან სხვა ობიექტის ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც
გამოიწვია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე
ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

დანაშაულისაგან სსამართლებრივი დაცვის ობიექტია ურთიერთობები, რომლებიც


უზრუნველყოფენ ატმოსფერული ჰაერის სისუფთავეს. ხოლო დამატებითი ობიექტი
კი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა.

დანაშაულის სუბიექტია საწარმო-დაწესებულების შესაბამისი თანამდებობის


პირი, რომელსაც საწარმოო პროცესში ევალება ჰაერის სისუფთავის დაცვა.
დანაშაულის საგანია ატმოსფერული (ბუნებრივი) ჰაერი
დანაშაულის ობიექტური მხარე მოიცავს ქმედებას, შედეგს და მიზეზობრივ
კავშირს ქმედებასა და შედეგს შორის. ქმედება შესაძლებელია გამოიხატოს როგორც
მავნე ნივთიერების ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევით, ასევე გამწმენდი დანადგარის,
ნაგებობის ან სხვა ობიექტის ექსპლუატაციის წესის დარღვევაში.
ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანი ამ შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის
ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესებაა.
სუბიექტური მხრივ დანაშაული შესაძლებელია ჩადენილი იყოს
გაუფრთხილებლობით. (განზრახვის შემთხვევაში გვექნებოდა საბოტაჟი და არა
ზემოთხსენებული მუხლი)
  მუხლი 296. საქართველოს კონტინენტური შელფის,
ტერიტორიული წყლების ან განსაკუთრებული
ეკონომიკური ზონის კანონმდებლობის დარღვევა
1. საქართველოს კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში ან მიმდებარე
ზონაში ნაგებობის უკანონოდ აღმართვა, მის გარშემო ან განსაკუთრებულ
ეკონომიკურ ზონაში ხელოვნური კუნძულის, ნაგებობის ან მოწყობილობის ირგვლივ
უსაფრთხოების ზონის უკანონოდ დაწესება, აგრეთვე მშენებლობის,
რეკონსტრუქციის, ექსპლუატაციის, ნაგებობის დაცვის, ლიკვიდაციის ან
კონსერვაციის, ანდა საზღვაო ნაოსნობის უსაფრთხოების წესის დარღვევა ასეთივე
დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ
წლამდე ან უამისოდ.
2. საქართველოს კონტინენტური შელფის ან განსაკუთრებული ეკონომიკური
ზონის სათანადო ნებართვის გარეშე გამოკვლევა ან დაზვერვა ანდა მისი ბუნებრივი
სიმდიდრის დამუშავება ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის
დადების შემდეგ, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ
წლამდე.

დანაშაულისაგან სსამართლებრივი დაცვის ობიექტია ურთიერთობები, რომლებიც


უზრუნველყოფენ საქართველოს კონტინენტური შელფის, ტერიტორიული წყლების
ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის მართლზომიერ და უსაფრთხო
გამოყენებას.

დანაშაულის სუბიექტია 14 წელს მიღწეული ბრალუნარიანი პირი.


დანაშაულის საგანია საქართველოს კონტინენტური შელფი, ტერიტორიული
წყლები ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება საქართველოს კონტინენტურ
შელფზე, ტერიტორიულ წყლებში ან მიმდებარე ზონაში ნაგებობის უკანონოდ
აღმართვაში, მის გარშემო ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ხელოვნური
კუნძულის, ნაგებობის ან მოწყობილობის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის
უკანონოდ დაწესებაში, აგრეთვე მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ექსპლუატაციის,
ნაგებობის დაცვის, ლიკვიდაციის ან კონსერვაციის, ანდა საზღვაო ნაოსნობის
უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რაც თავის მხრივ რეგლამენტირებულია კანონით
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ.

დანაშაულის ჩადენის ადგილია დისპოზიციაში მითითებული ტერიტორიები.

სუბიექტური მხრივ მოტივს ან მიზანს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო


დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით.

მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულია დამოუკიდებელი დანაშაულის


შემადგენლობა. ანუ საქართველოს კონტინენტური შელფის ან განსაკუთრებული
ეკონომიკური ზონის სათანადო ნებართვის გარეშე გამოკვლევა ან დაზვერვა ანდა
მისი ბუნებრივი სიმდიდრის დამუშავება ასეთივე დარღვევისათვის
ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ.
აღნიშნული საქმიანობა და ლიცენზირების წესი რეგლამენტირებულია შესაბამისი
ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებით.
აღსანიშნავია, რომ მუხლის ორივე ნაწილის თანახმად პასუხისმგებლობა დადგება
მხოლოდ ისეთი წინაპირობის არსებობისას, როდესაც დანაშაულის ჩამდენი პირს
იგივე ქმედებისათვის უკვე დადებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი.

მუხლი 297. მიწის გაუვარგისება


1. სამეწარმეო, სამეურნეო ან სხვაგვარი საქმიანობისას მავნე ნივთიერებით მიწის
მოწამვლა, დეგრადაცია ან მიწის სხვაგვარი გაუვარგისება, განპირობებული სასუქის,
მცენარეთა ზრდის სტიმულატორის, შხამქიმიკატის, სხვა ქიმიური ან ბიოლოგიური
ნივთიერების შენახვის, გამოყენების ან გადაზიდვის დროს მისდამი მოპყრობის
წესის დარღვევით, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს
დაზიანება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით სამ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ
წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან
ეკოლოგიური უბედურების ზონაში, რამაც მიწის მნიშვნელოვანი ფართობის
გაუვარგისება გამოიწვია, –
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც
გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
დანაშაულისაგან სსამართლებრივი დაცვის ობიექტია სამართლებრივი
ურთიერთობები მიწათსარგებლობის სფეროში, ხოლო დამატებითი ობიექტი კი
ბუნებრივი გარემო, ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა.

დანაშაულის სუბიექტია 14 წელს მიღწეული ბრალუნარიანი პირი.


~
დანაშაულის საგანია მიწა კუთვნილებისა და დანიშნულების მიუხედავად.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებით ან უმოქმედობით


სამეწარმეო, სამეურნეო ან სხვაგვარი საქმიანობისას მავნე ნივთიერებით მიწის
მოწამვლაში, დეგრადაციაში ან მიწის სხვაგვარ გაუვარგისებაში, განპირობებული
სასუქის, მცენარეთა ზრდის სტიმულატორის, შხამქიმიკატის, სხვა ქიმიური ან
ბიოლოგიური ნივთიერების შენახვის, გამოყენების ან გადაზიდვის დროს მისდამი
მოპყრობის წესის დარღვევით, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ან
გარემოს დაზიანება.
შესაბამისად შემადგენლობა მატერიალურია და ამ მუხლის ბრალად
შერაცხვისათვის მნიშვნელოვანია ზემოთაღნიშნულ ქმედებასა და შედეგს შორის
მიზეზობრივი კავშირის დადგენა.

თავის მხრივ მუხლს ბლანკეტური (კანონის საფუძველზე) დისპოზიცია აქვს და


რეგლამენტირებულია ისეთ ნორმატიულ აქტებში, როგორიცაა კანონი გარემოს
დაცვის შესახებ, კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ და სხვა.

სუბიექტური მხრივ მოტივს ან მიზანს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო


დანაშაული შესაძლებელია ჩადენილი იყოს როგორც განზრახ, ასევე
გაუფრთხილებლობით.

მეორე ნაწილი მძიმდება იგივე ქმედებით ჩადენილი საგანგებო ეკოლოგიური


მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში.

ეკოლოგიური უბედურების ზონა ნიშნავს ტერიტორიას, სადაც საქმიანობის,


სტიქიის, ავარიის გამო გაუარესდა გარემოს მდგომარეობა დაირღვა ეკოლოგიური
ბალანსი და საფრთხე შეექმნა როგორც ადამიანთა ჯანმრთელობას, ასევე ფლორასა
და ფაუნას. ასეთ ზონაში შესაძლებელია გამოცხადდეს საგანგებო ეკოლოგიური
მდგომარეობაც.

მესამე ნაწილი მძიმდება შედეგით - ადამიანის სიკვდილით.


მუხლი 298. წიაღისეულის გამოყენების ან დაცვის წესის
დარღვევა
სამთომოპოვებითი საწარმოს ან მიწისქვეშა ნაგებობის დაპროექტების,
განლაგების, რეკონსტრუქციის, ლიკვიდაციის, საექსპლუატაციოდ გადაცემის ან
ექსპლუატაციის დროს წიაღისეულის გამოყენების ან დაცვის წესის დარღვევა,
აგრეთვე თვითნებური მშენებლობა სასარგებლო წიაღისეულის განლაგების
ადგილას, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

დანაშაულისაგან სსამართლებრივი დაცვის ობიექტია სამართლებრივი


ურთიერთობები სამთომოპოვებით სფეროში.

დანაშაულის სუბიექტია 14 წელს მიღწეული ბრალუნარიანი პირი, რომელსაც


ევალებოდა სამთომოპოვებითი ან მიწისქვეშა ნაგებობების და ასე შემდეგ შესაბამისი
წესების დაცვა.

დანაშაულის საგანია წიაღი (მათ შორის ზღვის).

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებასა და შედეგში, ანუ


სამთომოპოვებითი საწარმოს ან მიწისქვეშა ნაგებობის დაპროექტების, განლაგების,
რეკონსტრუქციის, ლიკვიდაციის, საექსპლუატაციოდ გადაცემის ან ექსპლუატაციის
დროს წიაღისეულის გამოყენების ან დაცვის წესის დარღვევა, აგრეთვე თვითნებური
მშენებლობა სასარგებლო წიაღისეულის განლაგების ადგილას, რამაც გამოიწვია
მნიშვნელოვანი ზიანი.
შესაბამისად შემადგენლობა მატერიალურია და ამ მუხლის ბრალად
შერაცხვისათვის მნიშვნელოვანია ზემოთაღნიშნულ ქმედებასა და შედეგს შორის
მიზეზობრივი კავშირის დადგენა.

მნიშვნელოვანი ზიანი შესაძლებელია გამოიხატოს საბადოს ავარიაში,


ჩამონგრევაში, ძვირადღირებული ტექნიკის დაზიანებაში, ადამიანის სიცოცხლის
მოსპობაში და სხვა.

ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული გაუფრთხილებელია.


მუხლი 299. წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის
გარეშე
 
1. წიაღით (გარდა მიწისქვეშა მტკნარი წყლისა) სარგებლობა სათანადო
ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის
დადების შემდეგ, ან წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, რამაც
მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

დანაშაულისაგან სსამართლებრივი დაცვის ობიექტია სამართლებრივი


ურთიერთობები სამთომოპოვებით სფეროში. დამატებითი ობიექტია წიაღზე
სახელმწიფოს საკუთრების უფლება.

დანაშაულის სუბიექტია 14 წელს მიღწეული ბრალუნარიანი პირი - 1. პირი,


რომელსაც ასეთი ქმედებისათვის დადებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი და
2. საერთო სუბიექტი, რომლის ქმედებამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაულის საგანია წიაღი (მათ შორის ზღვის).

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებში (ადმინისტრაციულ


სახდელდადებული პირის მხრიდან რაც ფორმალური შემადგენლობაა) ან/და
მოქმედებასა და შედეგში (რაც მატერიალურ შემადგენლობას გვაძლევს), ანუ წიაღით
(გარდა მიწისქვეშა მტკნარი წყლისა) სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე,
ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ან
წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი
გამოიწვია.
დისპოზიციის იმ ნაწილში, რომელიც მატერიალურ შემადგენლობას გვაძლევს,
საჭიროა მიზეზობრივი კავშირის დადგენა.

მნიშვნელოვანი ზიანი შესაძლებელია გამოიხატოს საბადოს გაუვარგისებაში,


წიაღის შემცირება და სხვა.

ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, ანუ


დამნასავეს შეგნებული აქვს მისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს იგი.
  მუხლი 300. უკანონო თევზჭერა
1. თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული
იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა
ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, ან 100 ტონის ან
მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის ან 100 ტონაზე მეტი
საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით
თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება, ან საქართველოს
„წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის
მოპოვება, ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების
შემდეგ, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული
იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა
ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, ან საქართველოს
„წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება,
რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
3. ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით,
ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი
ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, ან 100 ტონის ან მასზე
ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის ან 100 ტონაზე მეტი საერთო
ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით თევზჭერა,
ჩადენილი აკრძალულ დროს ან აკრძალულ ადგილას, ან საგანგებო ეკოლოგიური
მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, ან სახელმწიფო
ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის,
ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის ან მსოფლიო
მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

დანაშაულისაგან სსამართლებრივი დაცვის ობიექტია სამართლებრივი


ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ თევზის ან წყლისა სხვა ცოცხალი
ორგანიზმების რაციონალურ გამოყენებას.
დანაშაულის სუბიექტია 14 წელს მიღწეული ბრალუნარიანი პირი რომელსაც
ასეთი ქმედებისათვის დადებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი (არ უნდა იყოს
გასული ერთი წელი ანუ ადმინისტრაციული სახდელის მოქმედების ვადა).

დანაშაულის საგანია ნებისმიერი თევზის ნაირსახეობა ან წყლის ცოცხალი


ორგანიზმი, რომლებიც იმყოფებიან თავისუფლად (არა თევზსაშენში).

მუხლის პირველი ნაწილის ობიექტური მხარე გამოიხატება ამავე ნაწილში


მითითებულ ქმედებაში, რომელიც ჩადენილია ასეთი ქმედებისათვის
ადმინისტრაციული სახდელდადებულის მიერ.
მეორე ნაწილის შემადგენლობის დასადგომად სახეზე უნდა იყოს მნიშვნელოვანი
ზიანი, ხოლო მესამე ნაწილში აღწერილი ობიექტური მხარე ჩადენილი უნდა იყოს
აკრძალულ დროს ან აკრძალულ ადგილას, ან საგანგებო ეკოლოგიური
მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, ან სახელმწიფო
ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის,
ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის ან მსოფლიო
მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე.

დანაშაული დამთავრებულია მაშინაც, როდესაც დინამიტის, ბადის, დენის


აპარატის და სხვა მეშვეობით ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს თევზის ან წყლის ცოცხალი
ორგანიზმის მოპოვება.

დისპოზიცია ბლანკეტურია და იგი რეგულირდება ისეთი ნორმატიული აქტებით,


როგორიცაა კანონი „ცხოველთა სამყაროს შესახებ და სხვა“.

ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, ანუ


დამნასავეს შეგნებული აქვს მისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს იგი.

მაგალითი: პირმა სამელიორაციოო სისტემის მიმდებარედ დენის აპარატით


დაიჭირა მხოლოდ ერთი თევზი, რომელიც აღმოჩნდა ე.წ. დედათევზი, ანუ
გამრავლებისათვის საჭირო ეგზემპლიარი. აქედან გამომდინარე დადგა 5000 ლარის
მნიშვნელოოვანი ზიანი. (რეალური მაგალითია).
მუხლი 301. უკანონო ნადირობა
1. ნადირობა სათანადო ნებართვის გარეშე, ანდა აკრძალულ ადგილას ან
აკრძალულ დროს, ან აკრძალული იარაღით ან საშუალებით, რამაც მნიშვნელოვანი
ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან
თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალში ან სხვა დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ნადირ
ობა მთლიანად
აკრძალულია, ანდა მექანიკური სატრანსპორტო ან მასობრივი განადგურების საშუალ
ებით, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ან უმწეო მდგომარეობაში მყოფ ნა
დირ-ფრინველზე,
აგრეთვე საგანგებოეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურები
ს ზონაში, −
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფ
ლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის
უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

დანაშაულისაგან სსამართლებრივი დაცვის ობიექტია სამართლებრივი


ურთიერთობები, დხოველთა სამყაროს დაცვისა რაციონალური გამოყენების
სფეროში.

დანაშაულის სუბიექტია 14 წელს მიღწეული ბრალუნარიანი პირი.

დანაშაულის საგანია ნებისმიერი ცხოველი, რომელიც ბინადრობს


თავისუფლებაში.

ობიექტური მხარე გამოიხატება ა) ქმედებაში - ნადირობა, ბ) შედეგში -


მნიშვნელოვანი ზიანი და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და ზიანს შორის.

დისპოზიცია ბლანკეტურია და ნადირობასთან დაკავშირებული სამართლებრივი


ურთიერთობები რეგულირდება ისეთი ნორმატიული აქტებით, როგორიცაა კანონი
ცხოოველთა სამყაროს შესახებ, გარემოოს დაცვის შესახებ და სხვა.

ამასთან ნადირობისათვის საჭიროა სპეც ლიცენზია და გარკვეულ ცხოველზე


მხოლოოდ კანონით განსაზღვრულ დროს აქვს ლიცენზიის მქონე პირს ნადირობის
უფლება (მაგ: არ შეიძლება მწყერზე ნადირობა აგვისტოს მესამე კვირამდე, ვინაიდან
მანამდე იგი გამრავლების პროცესში იმყოფება და ა.შ.).
სუბიექტური მხრივ მიზანს ან მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს,
ხოლო დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით.
მაგალითი: ლიცენზირებულმა პირმა არა აკრძალული იარაღის გამოყნებით
ცხოველი მოკლა ნაკრძალში, რამაც გამოიწვია 1500 ლარის მნიშვნელოვანი
მატერიალური ზიანი.

მუხლი 302. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი,


გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული
ცხოველის ან ველური მცენარის ადგილსამყოფლის
მოშლა
1. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე
მყოფი გარეული ცხოველის ან ველური მცენარის ბუნებრივი საბინადრო ან
გამრავლების არეალის მოშლა ან იმ ადგილების სხვა დანიშნულებით გამოყენება,
სადაც საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობა ბუნებრივად ბინადრობს
ან ხარობს, რამაც გაუფრთხილებლობით ამ ადგილებში ცხოველის ან მცენარის
სახეობის გადაშენების საფრთხე შექმნა, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია საქართველოს „წითელ
ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველის ან
ველური მცენარის გადაშენება, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ
წლამდე.
აღნიშნული ნორმა მიზნად ისახავს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების
საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველის ან ველური მცენარის დაცვას.

დანაშაულისაგან სსამართლებრივი დაცვის ობიექტია სამართლებრივი


ურთიერთობები, რომელიც იცავს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების
საფრთხის წინაშე მყოფ გარეული ცხოველს ან ველურ მცენარეს.

დანაშაულის სუბიექტია 14 წელს მიღწეული ბრალუნარიანი პირი.

დანაშაულის საგანია „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე


მყოფი გარეული ცხოველის ან ველური მცენარის საბინადრო არეალი ან ადგილი.
(მაგ: კონკრეტული მცენარე მიკროკლიმატის გამო იზრდება მხოლოდ ერთ ბორცვზე
და იგი შეტანილია წითელ ნუსხაში).

ობიექტური მხარე გამოიხატება


ა) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე
მყოფი გარეული ცხოველის ან ველური მცენარის ბუნებრივი საბინადრო ან
გამრავლების არეალის მოშლაში.
ბ) იმ ადგილების სხვა დანიშნულებით გამოყენებაში, სადაც საქართველოს „წითელ
ნუსხაში“ შეტანილი სახეობა ბუნებრივად ბინადრობს ან ხარობს.
გ) შედეგში, ანუ რამაც გაუფრთხილებლობით ამ ადგილებში ცხოველის ან
მცენარის სახეობის გადაშენების საფრთხე შექმნა. (მუხლის მეორე ნაწილში
დამამძიმებელი გარემოებაა რამაც ასეთი ცხოველი ან მცენარე გადააშენა)
დ) მიზეზობრივ კავშირში ხსენებულ ქმედებასა და მითითებულ შედეგს შორის.

დანაშაული დამთავრებულია საფრთხის შემნის ან გადაშენებისთანავე.


შესაბამისად შემადგენლობა მატერიალურია.

სუბიექტური მხრივ დანაშაული გაუფრთხილებელია, რაც პირდაპირ მუხლშია


მითითებული.
    მუხლი3021. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური
ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო
ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში
შეტანილი სახეობის ცოცხალი ან არაცოცხალი
ინდივიდის, ამ სახეობის ნაწილის ან დერივატის
არალეგალური ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი ან
ზღვიდან ინტროდუქცია
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით
საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი
სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის არალეგალური ექსპორტი, იმპორტი,
რეექსპორტი ან ზღვიდან ინტროდუქცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ამსრულებელია - ორგანიზემული ჯგუფი.

საგანია - გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის


სახეობები საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES)
დანართებში შეტანილი სახეობი, მისი ნაწილი ან დერივატი.

დევირატი ნიშნავს ცხოველის ან მცენარის გადამუშავებულ ნაწილს, მაგ: ლომის


ტყავი, მარტორქის რქა და სხვა.

დანაშაული ფოორმალურია, მიზანს ან მოტივს მნიშვნელობა არ აქვს და


განზრახია.

მუხლი 303. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა


1. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა საქართველოს ადმინისტრაციულ
1
სამართალდარღვევათა კოდექსის 64 მუხლის პირველი ნაწილით, 66-ე მუხლის მე-2
ნაწილით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით ან 1511 მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, ან ხე-ბუჩქნარის უკანონოდ
გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან
თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან
თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
3. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ან დაცულ ტერიტორიებზე საქართველოს
„წითელ ნუსხაში“ შეტანილი ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 641 მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ –
ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
[ 3. საქართველოს ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე საქართველოს „წითელ
ნუსხაში“ შეტანილი ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა საქართველოს
1
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 64  მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ –
ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 
(ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან)]
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
არაერთგზის, –
ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ
წლამდე.

დანაშაულისაგან სსამართლებრივი დაცვის ობიექტია სამართლებრივი


ურთიერთობები, რომელიც იცავს ზოგადად გარემოს და კონკრეტულად მცენარეებს.

დანაშაულის სუბიექტია 14 წელს მიღწეული ბრალუნარიანი პირია მაგრამ იგი


ორი სახისაა. 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
641 მუხლის პირველი ნაწილით, 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 151-ე მუხლის მე-2
ნაწილით ან 1511 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი და
2. საერთო სუბიექტი.
დანაშაულის საგანია ხებუჩქნარი. ზოგადად ხის ჭრას ან მის ექსპლუატაციას
სჭირდება ლიცენზია, რომელსაც გასცემს გარემოს დაცვის სამინისტრო.

ობიექტური მხარე გამოიხატება


ა) ხებუჩქნარის უკანონო გაჩეხვაში. (თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულმა
მოჭრა ფორმალური შემადგენლობაა)
ბ) მნიშვნელოვან ზიანში.
დ) მიზეზობრივ კავშირში ხსენებულ ქმედებასა და მითითებულ შედეგს შორის.

ხებუჩქნარის უკანონო გაჩეხვა ნიშნავს ლიცენზიის გარეშე მის მოცილებას


ფესვებთან ან ფესვებიანად ამოღებას.

ხებუჩქნარის გაჩეხვა, რომელიც ხდება საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში, სადაც


ადამიანის შრომა და რესურსია ჩადებული არ ჩაითვლება უკანონო გაჩეხვად, ხოლო
სხვის საკარმიდამო ნაკვეთში ანალოგიური ხერხით გაზრდილი ხებუჩქნარის მოჭრა
დაკვალიფიცირდება ქურდობით, ნივთის დაზიანებით და სხვა.

სუბიექტური მხრივ დანაშაული შესაძლებელია ჩადენილ იქნას როგორც


განზრახვით, ასევე გაუფრთხილებლობით. მოტივს და მიზანს მნიშვნელობა არ აქვს
კვალიფიკაციისათვის.
    მუხლი 304. ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება
1. ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება ცეცხლთან ან მომეტებული
საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, ანდა მისი დაბინძურება მავნე
ნივთიერებით, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით
ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.  

დანაშაულისაგან სსამართლებრივი დაცვის ობიექტია სამართლებრივი


ურთიერთობები, რომელიც იცავს გარემოს და ბუნებრივ რესურსებს.

დანაშაულის სუბიექტია 14 წელს მიღწეული ბრალუნარიანი პირია.

დანაშაულის საგანია ტყე და ნარგავები.

ობიექტური მხარე გამოიხატება ტყის ან ნარგავის დაზიანებაში ან განადგურებაში


ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით,
ანდა მისი დაბინძურება მავნე ნივთიერებით. მუხლის მეორე ნაწილის ობ მხარე
გამოოიხატება ტყის ან ნარგავის დაზიანებაში ან განადგურებაში ცეცხლის
წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.
ტყის დაბინძურება სახეზე იქნება ქიმიური ნივთიერების შეტანის დროს,
საამშენებლო ან სხვა ნაგავის შეტანის დროს და სხვა საშულებებით. უმნიშვნელოო
დაბინძურება, მაგალითად ნაგვის გადაგდება, ა/მანქანიდან საპოხი მასალის
ჩამოღვრისას - არ ჩაითვლება დანაშაულად.

ბრალის ფორმის მიხედვით მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული


დანაშაული გაუფრთხილებელია, ხოლო მეორე ნაწილი განზრახი.

მუხლი 3041. მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე


მერქნის კანონმდებლობით დადგენილი წესის
დარღვევით ტრანსპორტირება
 
1. მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის კანონმდებლობით
განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან/და სპეციალური ფირნიშით
მარკირების გარეშე ტრანსპორტირება საქართველოს ადმინისტრაციულ
2
სამართალდარღვევათა კოდექსის 128 მუხლის მე-5, მე-7 ან მე-8 ნაწილით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

დანაშაულისაგან სსამართლებრივი დაცვის ობიექტია სამართლებრივი


ურთიერთობები, რომელიც იცავს გარემოს და ბუნებრივ რესურსებს.

დისპოზიცია ბლანკეტურია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი


ურთიერთობები რეგლამენტირებულია მთავრობის დადგენილებით საქართველოს
ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესისა და მრგვალი ხე-ტყის პირველადი
ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე.
დანაშაულის სუბიექტი სპეციალურია. კერძოდ: საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 1282 მუხლის მე-5, მე-7 ან მე-8 ნაწილით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირია (ანუ სახდელის დადებიდან 1 წლის
განმავლობაში).

დანაშაულის საგანია მრგვალი ხე-ტყე (მორი), ხე-მცენარე ან საშეშე მერქანი.

ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში. კერძოდ: მრგვალი ხე-ტყის (მორის),


ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში
სათანადო დოკუმენტის ან/და სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე
ტრანსპორტირებაში.
დანაშაული დამთავრებულია ტრანსპორტირების დაწყებისთანავე და შედეგის
დადგომა არ გახლავთ საჭირო.

ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული განზრახია, ანუ პირს გაცნობიერებული


აქვს რომ სპეც ნებართვის გარეშე ახდენს ტრანსპორტირებას და სურს იგი.
(პირდაპირი განზრახვა)

    მუხლი 305. დაცული ტერიტორიის რეჟიმის დარღვევა


სახელმწიფო ნაკრძალის, აღკვეთილის, ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის,
დაცული ლანდშაფტის ან სხვა დაცული ტერიტორიის რეჟიმის დარღვევა, რამაც
გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის
უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

დანაშაულისაგან სსამართლებრივი დაცვის ობიექტია დაცული ტერიტორიის


რეჟიმის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.

დანაშაულის სუბიექტი 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირია.


დანაშაულის საგანია სახელმწიფო ნაკრძალის, აღკვეთილის, ეროვნული პარკის,
ბუნების ძეგლის, დაცული ლანდშაფტის ან სხვა დაცული ტერიტორია.

ობიექტური მხარე გამოიხატება 1. ქმედებაში, ანუ მოქმედებასა ან უმოქმედობაში,


2. შედეგში ანუ მნიშვნელოვან ზანში და 3. ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივ
კავშირში.

დანაშაული დამთავრებულია მნიშვნელოვანი ზიანის დადგომის მომენტიდან.

ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული განზრახი ან გაუფრთხილებელია.

    მუხლი 306. საქმიანობის განხორციელება გარემოზე


ზემოქმედების ნებართვის გარეშე
საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე,
ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ,–
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

დანაშაულისაგან სსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი


ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივი გარემოს დაცვას და მის
რაციონალურ გამოყენებას.
დანაშაულის სუბიექტი სპეციალურია და გახლავთ პირი, რომელსაც ანალოგიური
ქმედებისათვის უკვე დადებული ქონდა ადმინისტრაციული სახდელი (დადებიდან 1
წლის განმავლობაში).

აღნიშნულ სფეროს აწესრიგებს საქართველოს კანონი გარემოსდაცვითი


ნებართვების შესახებ. გარემოზე ზემოქმედების საქმიანობაა მაგალითად
მინერალური ნედლეულის, ნავთობის, გაზის მოპოვება, მშენებლობა, ქარხნის
გამონაბოლქვი და სხვა.
ობიექტური მხარე გამოიხატება საქმიანობის განხორციელება გარემოზე
ზემოქმედების ნებართვის გარეშე. რაღა თქმა უნდა პირი ადმინისტრაციულად
სახდელდადებული უნდა იყოს იგივე ქმედებაზე.
დანაშაული ფორმალურია, შედეგს არ საჭიროებს და დამთავრებულია ასეთი
საქმიანობის დაწყების მომენტიდან.

სუბიექტურ მხივ მიზანს ან მოტივს მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო ბრალის ფორმის


მიხედვით დანაშაული განზრახია.

    მუხლი 3061. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით


გათვალისწინებული საქმიანობის სკრინინგის
გადაწყვეტილების ან გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების  გარეშე განხორციელება
 
სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სკრინინგის
გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,
ან გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის
ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, −
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

დანაშაულისაგან სსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი


ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივი გარემოს დაცვას და მის
რაციონალურ გამოყენებას.
დანაშაულის სუბიექტი ერთ შემთხვევაში სპეციალურია, ანუ პირი რომელსაც
ადმინისტრაციული სახდელი აქვს დადებული ამ ქმედებისათვის და მეორე -
საერთო სუბიექტი ანუ 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი.

ობიექტური მხარე ორ მოქმედებაში გამოიხატება


1. სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სკრინინგის
გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი
გამოიწვია, რაც მატერიალურ შემადგენლობას გვაძლევს.
2. გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის
ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, რაც ფორმალურ
შემადგენლობას გვაძლევს.

სუბიექტურ მხივ მიზანს ან მოტივს მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო ბრალის ფორმის


მიხედვით
მუხლის პირველი ნაწილი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი უნდა გამოიწვიოს
შესაძლებელია ჩადენილ იქნას როგორც განზრახვით, ასევე გაუფრთხილებლობით.
რაც შეეხება ადმინისტრაციულად სახდელდადებულის ქმედებას, ამ ნაწილში
ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული განზრახია.

You might also like