Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

ჯონი დიასამიძე

იაპონური ზღაპრები და ლეგენდები

იაპონური კულტურის განუყოფელი ნაწილია იაპონური მითოლოგია, იაპონური


ლეგენდები. იაპონელი ხალხის აზროვნებაზე სულ ჰქონდა ადგილობრივ თქმულებებს,
ლეგენდებსა და ზღაპრებს დიდი გავლენა. ზოგადად, ფოლკლორულ ლიტერატურას
დიდი ადგილი უკავია იაპონურ კულტურაში. იაპონურ ფოლკლორულ თქმულებებში
იგულისხმება ცნობილი კლასიკური ზღაპრები თუ ლეგენდები, რომლებიც
ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა თაობებს. თუმცა ბევრი ისეთი ნაწარმოებიც გადის
იაპონური ხალხური თქმულებების რიგში, რომლებიც ტექსტების სახით იწერებოდა.
იაპონური მითები გადაეცემოდა თაობიდან თაობას როგორც ზეპირსიტყვიერად, ისე
ტექსტუალური რესურსებით. იაპონიაში, იტორიის მანძილზე, საზოგადოებები
ერთმანეთისგან იზოლირებულად ცხოვრობდნენ და ამის შედეგად ადგილობრივი
ლეგენდები უნიკალურად ვითარდებოდა სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტის
მიხედვით.

იაპონური მითების უმეტესობა ძირითადად კოჯიკზე ან ნიჰონშოკზე არიან


დაფუძნებულნი, თუმცა ასევე გვხვდება სხვა წიგნებიც, როგორიცაა შინტოშუ,
რომელშიც მოცემულია ღმერთების და ქალღმერთების წარმოშობის ამბები ბუდისტური
თვალთახედვით. ასევე არსებობს ჰოცუმა ცუტაე, რომელსაც საკმაოდ განსხვავებული
სახით წარმოგვიდგენს მითოლოგიას. იაპონური მითებზე საუბრისას აუცილებლად
აღსანიშნია მისი ფუნქცია, რომ აეხსნა იპერატორების ღვთაებრივი წარმომავლობა და
ამით მათ ლეგიტიმაციაზე კიდევ უფრო გაესვა ხაზი. იაპონიის იპერატორს იაპონურად
ტენნოს ეძახიან, რაც ზეციურ იპერატორს ნიშნავს. ეს მითები, გარდა იმისა, რომ
მოგვითხრობენ იმპერატორის წარმომავლობას, ასევე მთლიანად სამყაროს შექმნის
მოდელსაც გვთავაზობენ. კოჯიკში მოთხრობილია კამიუმის, ანუ ღმერთების
დაბადების და კანიუმის, ანუ მიწის, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად იაპონიის,
დაბადების ისტორიები.
გარდა ზემოთაღნიშნული წიგნებისა, მრავალი ლეგენდა იქმნებოდა ხალხში.
იაპონიური ხალხური, ჯერ კიდევ თავმოუყრელი ზღაპრული ნარატივის შეგროვება და
სისტემატიზება მეოცე საუკუნეში მოღვაწე კუნიო იუნაგიტამ მოახერხა. იუნაგიტას
მოღვაწეობამდე სამეცნიერო წრეებში იაპონურ თქმულებებს ,,მინვას’’ უწოდებდნენ, რაც
პირდაპირი თარგმანით ხალხურ თქმულებას ნიშნავს, ხოლო იუნაგიტამ ეს ტერმინი
დაიწუნა, ვინაიდან, მისი თქმით, ჩვეულებრივი ხალხი ამ სიტყვას არ იყენებდა და
ფართო მასებისთვის ეს ტერმინი უცხო იყო და შემოიღო ტერმინი ,,მუკაშიბანაში’’,
უძველესი თქმულებები, რომლითაც დღესაც აღნიშნავენ იაპონურ ხალხურ
თქმულებებს.

ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში იაპონურ მხატვრული თქმულებებს და


ნაწარმოებებს მონოგატარი ეწოდებოდა. ეს ტერმინი ნიშნავს ,,ამბების მოყოლას’’. ეს
სიტყვა დღესაც ამბავს აღნიშნავს, მაგრამ ამით მხოლოდ უძველესი ლიტერატურის
ძეგლებს აღწერენ. ტერმინის ყველაზე ძველი გამოყენება გვხვდება პოემა მანიოშუში,
სადაც მონოგატარი ,,ლეგენდის’’ მნიშვნელობითაა გამოყენებული. თავდაპირველად,
სავარაუდოდ, მონოგატარი უნდა ყოფილიყო მითოლოგიური თხრობები ზებუნებრივ
არსებებზე, ღმერთებზე, წინაპართა სულებზე, ხოლო შემდეგ, ნელ-ნელა, მისი
მნიშვნელობა გაფართოვდა. შემდგომ პერიოდში მონოგატარი ეწოდებოდა არა მხოლოდ
ზღაპრებსა და ლეგენდებს, არამედ მსხვილ რომანებს, ეპოსებს.

სხვა კულტურების მსგავსად, იაპონურმა მითოლოგიამ შექმნა მრავალი


ზღაპრული გმირი, რომლებიც შემდეგ ხალხური თქმულებების პერსონაჟები გახდნენ.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, იაპონიაში მოსახლეობის ჯგუფების ერთმანეთისგან
იზოლორების გამო, ადგილობრივი ლეგენდები განსხვავებულად ვითარებოდა და
ამიტომ არსებობს რამდენიმე მხოლოდ კონკრეტული რეგიონისთვის დამახასიათებელი
ლეგენდა და ზღაპრული გმირი. ასევე არის ბევრი პერსონაჟი, რომლებიც მთელი ქვეყნის
მიერ არიან აღიარებულნი, მაგალითად, ორმოცდაშვიდი რონინი. ამ პერსონაჟებს მთელ
იაპონიაში იცნობდნენ და მათ შესახებ არაერთი ლეგენდა თუ თქმულება არსებობს.
იაპონური ზღაპრების და ლეგენდების მახასიათებელია ის, რომ ისინი ერთგვარ
მორალის გაკვეთილებს წარმოადგენენ. იაპონურ თქმულებებში ასახულია იაპონელი
ხალხის ეროვნული ხასიათი, მაგალითად, მეომარ პერსონაჟთა ქცევაზე იგრძნობა
ბუშიდოს გავლენა. პერსონაჟები, ძირითადად, რაიმე იდეას განასახიერებენ,
ძირითადად ეს იდეები ძალიან ახლოს დგას იაპონელთა ეროვნულ თვისებებთან. ერთ-
ერთი ცნობილი პერსონაჟი, ატმიდან დაბადებული მომოტარო, რომელიც დემონ ონებს
დაამარცხებს, მებრძოლი სულისკვეთების, შეუპოვრობის სიმბოლოა. საინტერესოა, რომ
ჩინეთ-იაპონიის და რუსეთ-იაპონიის ომებისას იაპონიის მთავრობა ამ პერსონაჟს
საომარი პროპაგანდის საშუალებად იყენებდა. როგორც მომოტაროში, ისე არაერთ სხვა
იაპონურ ლეგენდაში ჩამოყალიბდა ერთგვარი ფაბულა, რომ გმირი ამარცხებს ონებს ან
ბოროტ კამებს და შედეგად საყვარელ ქალს გადაარჩენს. თუმცა, ზოგჯერ გვხვდება
პირიქით, ქალის მიერ კაცის გადასარჩენად ბრძოლა, როცა, მაგალითად, ერთ-ერთ
ლეგენდაში იამატო ტაკერუს ცოლი ოტოტაჩიბანა, ქმრის ნავი რომ გადაერჩინა ზღვაში
შევარდა, თუმცა მცდელობისას დაიღუპა.

არსებობს ე.წ. ,,ხუთი დიდი ზღაპარი’’, რომლებიც აღნიშნავენ იაპონური


ზეპირსიტყვიერი თქმულებების ხუთ საუკეთესო მაგალითს, ესენია: მომოტაროს (ატმის
ბიჭის) ამბავი; მაიმუნის და კიბორჩხალას კამათი, ენამოჭრილი თუთიყუშის ამბავი;
აყვავებული მოხუცის ამბავი და კაჩი-კაჩი იამა. ზღაპრები ყველაზე ცნობილი იაპონური
თქმულებებია. ედოს პერიოდში მოხდა ამ თქმულებების ადაპტირება და მათი
გამოცემა ,,კუსაზოშიების’’ სახით, თუმცა ასევე შემორჩენილია ორიგინალი
ვარიანტებიც.

იაპონურ ხალხურ ზღაპრებსა და თქმულებებში მნიშვნელოვანი ადგილი


უჭირავთ ზღაპრულ ცხოველებს და ფრინველებს. ისინი ლიტერატურის ამ ჟანრის
განუყოფელი პერსონაჟები არიან. ერთ-ერთი ასეთი ცხოველია ენამოჭრილი თუთიყუში,
რომლის ამბავიც ძალიან საინტერესოა: მრეცხავმა ქალმა ენა მოაჭრა თუთიყუშს,
რომელიც მის ბრინჯს კენკავდა. მანამდე თუთიყუშს მრეცხავი ქალის მეზობლები
კვებავდნენ და როცა იგი აღარ გამოჩნდა, ტყეში მისი ძებმა დაიწყეს. როცა იპოვეს,
თუთიყუშმა მათ ორი ყუთი შესთავაზა. მეზობლებმა პატარა ზომის ყუთი აირჩიეს,
რომელიც ძვირფასეულობით იყო სავსე. როცა მრეცხავმა ეს ამბავი გაიგო, თვითონაც
წავიდა თუთიყუშის მოსაძებნად, თუმცა, მას შემდეგ, რაც თუთიყუში მასაც იგივე
არჩევანს შესთავაზებს, ქალი დიდ ყუთს აირჩევს და მას ეშმაკები შეჭამენ. კიდევ ერთი
ცნობილი ზღაპრული ცხოველია იხვკაზმულა, რომელიც მშიერმა კაცმა დაკლა და ჭამა,
იმავე ღამეს კი დაესიზმრა ქალი, რომელიც ქმრის მკვლელობაში ადანაშაულებდა მას და
ტბასთან მისვლა სთხოვა. კაცი ასე მოიქცა და ამ დროს მან დედალი იხვკაზმულა
დაინახა, რომელიც მასან მივიდა და გულმკერდი გამოიფატრა. ეს ზღაპარი
სიყვარულისთვის თავგანწირვის კარგი ილუსტრაციაა. ასევე საინტერესოა ტანუკის და
კურდღლის ისტორია. ქალი აპირებს ტანუკის საჭმელად მომზადებას. ტანუკი თხოვს,
რომ თუ დაინდობს, საჭმლის მომზადებაში მიეხმარება. ქალი დათანხმდება, ამ დროს
ტანუკი ქალის ფორმას მიიღებს და თვითონ ქალს მოკლავს და შემდეგ მისგან საჭმელს
მოამზადებს, შემდეგ კი მის ქმარს ამით გაუმასპინძლდება. როცა ქმარი საჭმელს
ბოლომდე შეჭამს, ტანუკი რეალურ სახელს მიიღებს და კაცს ცოლის შეჭმის გამო
დასცინებს. ამ დროს ოჯახის მეგობარი კურდღელი გადაწყვეტს, ტანუკი დასაჯოს და
მას დაარწმუნებს, თიხისგან ააშენოს ნავი. ტანუკიც ააშენებს ნავს, თუმცა ნავი ჩაიძირება.
ტანუკი ნაპირზე მყოფ კურდღელს შველას სთცოვს, მაგრამ კურდღელი მას ნიჩაბს
ჩაარტყამს და ტანუკიც ნავთან ერთად ჩაიძირება. იაპონური ზღაპრული ცხოველების
უმნიშვნელოვანესი წამომადგენლები არიან მაჩვი და მელიის ლეკვი. თქმულების
თანახმად, მაჩვი, მელა და მისი ლეკვი ცხოვრობდნენ საჭმლისგან დაცარიელებულ
ტყეში და გადაწყვეტენ, რომ მელამ თავი მოიმკვდარუნოს, მაჩვმა კი იგი ადამიანს
მიჰყიდოს, რის შედეგადაც აღებული ფულით საჭმლის ყიდვას შეძლებენ. მართლაც ასე
იზამენ, თუმცა მაჩვი მყიდველს ეტყვის, რომ მელა სინამდვილეში ცოცხალია და
ადამიანიც მოკლავს მელას. ამაზე გაბრაზებული მელიის ლეკვი მაჩვს შეჯიბრს
შესთავაზებს: ორივე წავა სოფელში და ადამიანად გაასაღებს თავს, მეორე კი უნდა
მიხვდეს, რომელ ადამიანად ასაღებს თავს. მელიის ლეკვი მოიტყუება და საერთოდ არ
შევა სოფელში, მაჩვი კი ჩათვლის, რომ მელა სოფლის თავად ასაღებს თავს. როცა
სოფლის თავი ამას გაიგებს, მაჩვს თავს მოჰკვეთენ. გარდა იმისა, რომ ეს ისტორია
ღალატსა და შურისძიებაზეა, საინტერესო დეტალია ის, რომ მაჩვმა ქალაქის თავში
მელა, ანუ ცბიერი ცხოველი დაინახა. შეიძლება, ზღაპრის ავტორი ამით თანამდებობის
პირთა ცბიერ ბუნებაზე უსვამდეს ხაზს. აღნიშნული ცხოველების გარდა ასევე
არსებობენ იოკაები, ზებუნებრივი არსებები, რომლებსაც ხშირად დემონებს ვუწოდებთ,
მაგალითად, კიცუნე, ზებუნებრივი შესაძლებლობების მელა, რომელსაც სხვადასხვა
ფორმის მიღება შეუძლია ან კაპა, იმფობიის მსგავსი დემონი.

ბევრ იაპონურ ხალხურ ზღაპარს უცხოური ფესვები აქვს. ძირითადად ისინი


ინდოეთიდან და ჩინეთიდან იღებენ სათავეს, ასევე ზოგჯერ გვხვდება კორეული ან
ტიბეტური წარმოშობის მქონე თქმულებები, რომლებიც ნელ-ნელა იაპონურ
კულტურას, აზროვნებას მოერგნენ და წმინდა იაპონურ ზღაპრებად იქცნენ. მაგალითად,
იაპონური ზღაპრები, რომლებშიც მაიმუნი პერსონაჟი გვხვდება, ძირითადად ჩინური
კლასიკური ნაწარმოების, ,,დასავლეთში მოგზაურობის’’ გავლენის ქვეშ არიან. ასევე
ხშირად გვხვდება ბუდისტური ჯაკატების იაპონური ვარიანტები, რომლებსაც
ზღაპრების ფორმა მიეცათ. ავთენტური, იაპონური ფესვების მქონე ზღაპრების ორი სახე
არსებობს: ზღაპრები, რომლებიც შინტოიზმის მოტივებზე არიან შექმნილნი,
ძირითადად იაპონიაში ბუდიზმის შესვლამდე და ზღაპრები, რომლებიც უფრო
გვიანდელ პერიოდში არიან შექმნილნი, ეგრეთ წოდებულ იაპონურ შუა საუკუნეებში
და ძირითადად ბუდისტურ თქმულებებს წარმოადგენენ. ისინი უმეტესად ბუდისტი
ბერების მიერ იქმნებოდა, რომლები იმპერატორის კარზე თანამდებობებს იკავებდნენ,

წერილობით ჩაწერილი ზღაპრებოდან მნიშვნელოვანია უჯი შუი მონოგატარი და


კონჯაკუ მონოგატარიშუ, რომლებიც შეიცავენ ზღაპრებს სახელად სეცუვას, ანუ ისეთ
თქმულებებს, ლეგენდებს, მითებს, რომლებიც ადრე ორალურად გადმოიცემოდა და
შემდეგ მათი ჩაწერა მოხდა. როგორც კონჯაკუ მონოგატარიშუ, ისე უჯი შუი
მონოგატარი შეიცავენ ინდურ, ჩინურ და ადგილობრივ ზღაპრებს, რომლებიც
ბუდისტურ და შინტოისტურ მოტივებზე არიან შექმნილნი.

სეცუვების მასშტაბური კრებულია ნიჰონ რიოიკი, ,,იაპონიის სასწაულებრივ


მოვლენათა ჩანაწერი’’, რომელიც შედარებით ადრეული ნაშრომია, იგი მე-8-მე-9
საუკუნეებში იწერებოდა და იაპონიის უძველეს ბუდისტური საცუვების კრებულს
წარმოადგენს. იგი შეადგინა ბერმა კიოკაიმ. კრებული შეიცავს ბუდისტური
ლეგენდების მოტივებზე შექმნილ 116 სეცუვას, რომლებიც ძირითადად კარმაზე და
რეინკარნაციის იდეაზე აკეთებენ აქცენტს. აღსანიშნავია, რომ ნიჰონ რიოიკი დღეს
ერთიანი ფორმით არ არის შემორჩენილია, შემორჩენილია მისი ნაწილები, ოღონდ ცალ-
ცალკე, დამოუკიდებელი სახით.

იაპონურ ზღაპრებზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს კაიდანი.


კაიდანი არის ლიტერატურის ჟანრი, რომელშიც შედის ამბები აჩრდილებზე. ზოგი
მკვლევარის აზრით, კაიდანი ზღაპარი არ არის, იგი სხვა, ცალკე მდგომი ჟანრია, თუმცა
ზოგიერთ კაიდანს ხალხური ზღაპრის ელემენტები აქვს, მაგალითად იუკი-ონას, ანუ
თოვლის ქალს. ასევე ზღაპრების მსგავსი, თუმცა მაინც განსხვავებული მიმართულებაა
გესაკუ. გესაკუ არის ისეთი ამბავი, რომელიც ღრმა იდეებს არ ატარებს, უბრალოდ
მოსახლეობის გასართობადაა შექმნილი. გესაკუები ძირითადად მატერიალური
მოგებისთვის იწერებოდა, რადგან იგი ხალხში ძალიან პოპულარული იყო. სწორედ
გესაკუ არის ცნობილი ჯირაია კოკეცუ მონოგატარი, ანუ გალანტური ჯირაიას ამბავი.

დღესდღეობით შემორჩენილთაგან ყველაზე ძველი თქმულება, რომელიც


ტექსტის სახით ჩაიწერა, იყო ტაკეტორი მონოგატარი, ანუ ბამბუკის მჭრელის ამბავი,
იგივე პრინცესა კაგუიას ამბავი. იგი მე-10 საუკუნიდან, ჰეიანის პერიოდიდან იღებს
სათავეს. მისი ავტორი უცნობია, თუმცა ხშირად მიაწერენ ამას მინამოტო ნო შიტაგოს, კი
ნო ჰასეოს და ასე შემდეგ. თუმცა, დაზუსტებით ისიც კი არ არის ცნობილი, საერთოდ
ერთმა ადამიანმა დაწერა ის თუ რამდენიმემ.

ძალიან საინტერესოა აღნიშნული მონოგატარის შინაარსი: ერთ დღეს მოხუცი


ბამბუკის მჭრელი, ტაკეტორი ნო ოკინა დაინახავს უცნაურ, მანათობელ ბამბუკის
ნაყოფს და რომ გაჭრის, მასში იპოვის ახალშობილს. მოხუცი კაცი და მისი ცოლი
გადაწყვეტენ, ეს ბავშვი გაზარდონ. მას დაარქმევენ კაგუია-ჰიმეს, რაც მანათობელ
პრინცესას ნიშნავს. ამის შმდეგ, როცა მოხუცი კაცი ბამბუკს ჭრიდა, სულ პოულობდა
მასში ოქროს მონეტას. სამ თვეში კაგუია უკვე ზრდასრულ ქალად იქცევა, რომელსაც
არაბუნებრივი სიმალაზე აქვს. თავიდან მოხუცი ცდილობს, კაგუიას უცხოები აარიდოს,
მაგრამ მისი სილამაზის ამბავი ფართოდ გავრცელდება და ბევრი ხელის მთხოვნელი
გამოუჩნდება. ხელის მთხოვნელებს შორის იქნებიან ხუთი დიდგვაროვანი, რომელთა
შორისაც კაგუიამ უნდა აარჩიოს ერთ-ერთი. ამისთვის კაგუია მოიფიქრებს ურთულეს
დავალებას: თითოეულ ხელის მთხოვნელს დაავალებს, რომ მიუტანოს ამ ნივთებიდან
ერთ-ერთი ნივთი: ბუდას შემწეობის თასს, ჰორაის კუნძულის ძვირფასთვლიან ტოტს,
ჩინური ცეცხლოვანი ვირთხის სამოსს, დრაკონის ყელის ძვირფასეულობას ან მერცხლის
ნიჟარას. ვინც ამას შეასრულებს, ის გახდება მისი ქმარი. მას შემდეგ, რაც ვერც ერთი
კანდიდატი ვერ გაართმევს თავს დავალებას, კაგუიას ხელს სთხოვს იაპონიის
იმპერატორი. კაგუია და იმპერატორი ურთიერთობას იწყებენ, მაგრამ ცოლად მაინც არ
მიგყვება, რის მიზეზადაც ასახელებს იმას, რომ თვითონ ამ ქვეყნიდან არ არის.

ერთ ღამეს, როცა კაგუია ახალ მთვარეს უყურებს, თვალები მოულოდნელად


ცრემლებით ევსება. ამის შემდეგ მისი ხასიათიც იცვლება, უცნაურ ქცევას იწყებს.
სწორედ ამ დროს უმხელს იგი გამზრდელ მშობლებს, რომ იგი დედამიწიდან არ არის და
ვალდებულია, დაბრუნდეს თავის ხალხთან მთვარეზე. როგორც ირკვევა, კოსმოსში
მიმდინარე ზეციური ომის გამო, მშობლებმა კაგუია უსაფრთხოებისთვის დედამიწაზე
გაგზავნეს, ხოლო ბამბუკის მჭრელის მიერ ნაპოვნი ოქროს მონეტები ერთგვარი
გასამრჯელო იყო კაგუიას გაზრდისთვის.

როცა მოვიდა ის დრო, რომ კაგუია მთვარეზე უნდა დაბრუნდეს, იმპერატორი მის
მთვარის ხალხისგან დასაცავად მცველებს გამოაგზავნის, თუმცა როცა მთვარის
წარმომადგენლობა ჩამოდის დედამიწაზე, მცველებს უცნაური სინათლე აბრმავებს.
კაგუია ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უყვარს თავისი დედამიწელი
მშობლები და იმპერატორი, იგი მაინც ვალდებულია, დაბრუნდეს მთვარეზე. იგი
იმპერატორის უგზავნის წერილს რომელშიც უკვდავების ელექსირსაც ჩადებს. ამის
შემდეგ კაგუია ბუმბულის მოსასხამით იმოსება, ამ მომენტიდან ყველანაირი
მიჯაჭვულობა დედამიწელებთან უქრება და მთვარელებთან ერთად მთვარის
დედაქალაქში, ცუკი ნო მიაკოში მიდის.
გამზრდელ მშობლებს ძალიან რთულად გადააქვთ კაგუიას წასვლა და მალე ავად
ხდებიან. რაც შეეხება იმპერატორს, იგი თავის მცველებს უბრძანებს, კაგუიას წერილი
ყველაზე მაღალ მთაზე წაიღონ და იქ დაწვან, რომ როგორმე მთვარეზე მცხოვრებ
სატრფოს ხმა მიაწვდინოს. ასევე წერილთან ერთად იგი დაწვავს უკვდავების
ელექსირსაც, რადგან კაგუიას გარეშე ცხოვრებას მისთვის აზრი არ აქვს. ლეგენდის
თანახმად, მთა ფუჯის სახელწოდება მოდის სიტყვა ფუშიდან, რაც უკვდავებს ნიშვანს.
ფუჯის მთის კანჯის პირდაპირი მნიშვნელობაა ,,მთაზე ამავალი ჯარისკაცები’’.
არსებობს ვარაუდი, რომ ეს იმპერატორის მიერ მთაზე მცველების გაგზავნის ეპიზოდს
უნდა უკავშირდებოდეს. ლეგენდის თანახმად, დამწვარი წერილი და უკვდავების
ელექსირი მთის მწვერვალზე დღესაც იწვის, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, თუ
გავითვალისწინებთ, რომ ფუჯი ადრე მოქმედი ვულკანი იყო და მისგან კვამლი დღესაც
ამოდის.

,,ბამბუკის მჭრელის ამბავს’’ ხშირად უწოდებენ პროტო-სამეცნიერო ფანტასტიკას.


მთავარი მსგავსება თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკასა და აღნიშნულ ზღაპარს
შორის არის კოსმოსური ომისას მთვარეზე მცხოვრები პრინცესა კაგუიას დედამიწაზე
გამოგზავნა, რათა აქ უსაფრთხოდ ყოფილიყო და აქ გაზრდის შემდეგ მისი უკან,
მთვარეზე წაყვანა თავისი ზებუნებრივი ოჯახის მიერ. ჩემი აზრით, სწორი მიდგომაა,
რომ ამ ზღაპარს სამეცნიერო ფანტასტიკას ადარებენ, რადგან ძალიან ჰგავს
თანამედროვე კომიქსების გმირის, სუპერმენის ამბავს, რომელიც მისმა
უცხოპლანეტელმა მშობლებმა დაცვის მიზნით დედამიწაზე გამოაგზავნეს.
საინტერესოა ისიც, რომ მანუსკრიპტის ილუსტრაცია ძალიან ჰგავს მფრინავ თეფშს. რაც
შეეხება სიუჟეტის ადაპტაციებს, მის მიხედვით გადაღებულია არაერთი ფილმი თუ
ანიმაცია. მათგან ყველაზე ცნობილია ანიმე ,,პრინცესა კაგუიას ამბავი’’. რაც შეეხება მის
პერსონაჟებს, პრინცესა კაგუია არაერთი სხვა სიუჟეტის პერსონაჟი გამხდარა. სწორედ ამ
მონოგატარიდანაა აღებული მისი ყველაზე ცნობილი ვერსია კაგუია ოცუცუკი,
რომელიც ნარუტოს მთავარი ბოროტმოქმედია და განხილული ზღაპრის კაგუასთან
ბევრ საერთო დეტალს იზიარებს. საინტერესოა, რომ იაპონიის აეროკოსმოსური
კვლევების სააგენტომ იაპონურ კოსმოსურ თანამგზავრს კაგუია დაარქვა.
ერთი სიტყვით, იაპონური ლეგენდები და ზღაპრები ამ ქვეყნის კულტურის
განოყეფელი ნაწილია და ისინი ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, რაც ამ ქვეყნის
უნიკალურობას განაპირობებს.

გამოყენებული რესურსები:

1. Stockdale, Jonathan; The Radiance of Exile: The Tale of the Bamboo Cutter and

The Tale of Genji; University of Hawaii Press; 2015; გვ.43-55


2. Keene, Donald; Japanese Literature from Earliest Times to the Late Sixteenth

Century; Henry Holt and Company, Inc; 1993; გვ. 434-441; 568-582
3. Kato, Shuichi; A History of Japanese Literature: The first Thousand Years; The

Macmillan Press LTD; 1979; გვ. 14-15

You might also like