Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

კონცეპტუალურად, სეკულარიზაცია, როგორც პროცესი, უკავშირდება რელიგიის

როლს საზოგადოებაში და მის მიმართებას სახელმწიფოსთან.

ტერმინი სეკულარიზმი მომდინარეობს ლათინური ძირიდან, რაც, ამ ცნების


სოციალურ-პოლიტიკური გაგებით გულისხმობს საეროს, გასაეროებულს.
არსობრივად, ეს არის სიკეთე, რომელიც გათავისუფლებულია რელიგიურისგან,
იგივე საკრალურისგან. უფრო კონკრეტულად, სეკულარიზმი მოიაზრებს
რელიგიური დოგმებისა და ინსტიტუციური გავლენებისგან თავისუფალ
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ინსტიტუტებს. ამ მნიშვნელობით, ტერმინი
სეკულარიზმი უკვე XIX საუკუნიდან გამოიყენება.

არსებობს სეკულარიზმის სხვადასხვა გაგება -

თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკური გაგებით ის განიმარტება, როგორც


საზოგადოებაში რელიგიის როლის შემცირება, კერძოდ კი რელიგიური გავლენების
შესუსტება ან მოშლა ისეთ სფეროებზე, როგორიცაა სახელმწიფო პოლიტიკა,
სამართალი, მეცნიერება, ხელოვნება, განათლება და სხვ. თუმცა, ეს არ ნიშნავს
საზოგადოებიდან რელიგიის სრულ განდევნას. ანუ სეკულარულ საზოგადოებაში
რელიგიის როლი იმგვარად იცვლება, რომ პოლიტიკური წესრიგის ჩამოყალიბებისა
და კონტროლის ნაცვლად, რელიგია საერო სახელმწიფოს მიერ ჩამოყალიბებულ
პოლიტიკურ-სამოქალაქო წესრიგში არსებობს. მსგავს საზოგადოებებში რელიგია
ფოკუსირებულია სულიერ, მორალურ, ზნეობრივ სფეროებზე.

სამართლებრივი გაგებით, სეკულარიზაცია გულისხმობს სახელმწიფოსა და


რელიგიის გამიჯვნას ფუნქციური და ინსტიტუციური ნიშნებით, რაც, უპირველეს
ყოვლისა, ერთდროულად ემსახურება სახელმწიფო პოლიტიკის გათავისუფლებას
მისთვის არათვისობრივი რელიგიური გავლენებისგან და რელიგიის
გათავისუფლებას დაუშვებელი პოლიტიკური ჩარევისგან.
შესაბამისად, სეკულარიზმი არის ორმხრივი სიკეთე, რომლითაც თანაბრად
სარგებლობს სახელმწიფოც და რელიგიაც.

სეკულარიზმის პოლიტიკური კონცეფცია საკუთარ თავში გარდაუვლად მოიცავს


სახელმწიფოს რელიგიური ნეიტრალიტეტის იდეას. ვინაიდან სახელმწიფო
წარმოადგენს განსხვავებული რელიგიური მრწამსის, პრაქტიკისა და
შეხედულებების მქონე მოქალაქეების მიერ დაფუძნებულ ინსტიტუტს, რომელიც
სარგებლობს ამ მოქალაქეებისგან „დათმობილი“ ლეგიტიმური მექანიზმებით,
დაუშვებელია სახელწიფო საკუთარ პოლიტიკურ იდეოლოგიას აფუძნებდეს
მხოლოდ ერთ კონკრეტულ რელიგიურ დოქტრინაზე.

ეს იქნებოდა მრავალფეროვან საზოგადოებაში ერთი კონკრეტული რელიგიური


იდენტობის მქონე ჯგუფისა და მისი რელიგიური ინსტიტუტისთვის
გაუმართლებელი პრივილეგიის მინიჭება და შესაბამისად დისკრიმინაციული აქტი.

რაც შეეხება სეკულარიზმს საქართველოში

ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციით აღიარებულია ქრისტიანული რელიგიის და


ეკლესიის განსაკუთრებული როლი, საქართველოს მართლმადიდებლური
სამოციქულო ეკლესია განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობს და
სამართლებრივ სფეროში რელიგიის აბსოლუტურად იგნორირებას სახელმწიფო არ
ახდენს. ამის მაგალითია ის, რომ დანაშაულის დაფარვის და
შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია
სასჯელი. თუმცა, მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე
ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის
გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება სასულიერო პირს - იმ გარემოების შესახებ,
რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ მოიცავს სეკულარიზმისა და
რელიგიური ნეიტრალიტეტის შესახებ მკაფიოდ ფორმულირებულ ზოგადი
შინაარსის ნორმებს.

თუმცაღა, კონსტიტუციის მე-9, მე-14 და მე-19 მუხლები ადამიანის რელიგიისა და


რწმენის თავისუფლებას იცავს, შესაბამისად დემოკრატიული მმართველობისა და
კონსტიტუციონალიზმის პირობებში სეკულარიზმის გარანტიას იძლევა.

ასევე არსებობს კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და


საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის
(2002 წ.), როგორც სამართლებრივი ინსტიტუტი და მისი ნორმატიული შინაარსი,
საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესიის სეკულარული გამიჯვნის, კიდევ ერთი პირდაპირი
კონსტიტუციური გარანტიაა.
ორი ტიპის სეკულარიზმი

სიტყვა „სეკულარიზმს“, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, დასავლეთ


ევროპულ ე. წ. განმანათლებლობის ეპოქას უკავშირებენ, ამიტომ რელიგიურად
განწყობილი ადამიანების დიდი უმრავლესობა მას ნეგატიურ კონტექსტში
მოიხსენიებს, ფიქრობენ რა, რომ სეკულარიზმის ყველა მომხრის (ისევე როგორც
ფრანგული განმანათლებლების) სურვილია ჩვენი სოციალური ცხოვრება
განთავისუფლდეს რელიგიის ყველანაირი, თვით მორალური, გავლენისგან და
რწმენამ მთლიანად დაკარგოს მნიშვნელობა და ავტორიტეტი სეკულარიზირებულ
საზოგადოებაში მსოფლმხედველობრივი, მორალური და კულტურული
თვალსაზრისით.

მოგვიანებით არაერთი მაგალითის და არგუმენტის მოშველიებით ვაჩვენებთ რომ ეს


გაუმართლებელი პოზიციაა. ამ მიზნით ერთმანეთისგან განვასხვავებთ
ინსტიტუციონალურ სეკულარიზმს მსოფლმხედველობრივი სეკულარიზმისგან[1].
მათგან, პირველი ქრისტიანობამ მოიტანა ანტიკურ სამყაროში, ამიტომ ის მისაღები
და კარგია, მეორე კი ურწმუნოების, ათეისტური განწყობების შედეგია და
დასაგმობია ქრისტიანული თვალსაზრისით.

ინსტიტუციონალური სეკულარიზმი ეკლესიისა და სახელმწიფოს


ინსტიტუციონალურ განცალკევებას გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ სასულიერო
ძალაუფლება არ შეიძლება საერო ძალაუფლების ერთ-ერთ განშტოებად ჩაითვალოს
და პირიქით; ისინი ერთმანეთისგან კონსტიტუციურად დამოუკიდებელია, რაც იმას
ნიშნავს, რომ არც ერთი მათგანის ლეგიტიმაცია დამოკიდებული არაა მეორეზე; და
თითოეული მათგანის ფუნქციონირების, მართველობის და სამართლის ზოგადი
პრინციპები და კერძო ადმინისტრაციული და სამართლებრივი ნორმები
ავტონომიურ წყაროს ეფუძნება.

მსოფლმხედველობრივი სეკულარიზმი, როგორც მისი სახელიდან ჩანს, თავისი


არსით მსოფლმხედველობრივი და კულტურული ფენომენია და არა პოლიტიკური.
ის ათეისტური ან დეისტური პოზიციის გამოვლინებაა. ამ მსოფლმხედველობის
მატარებელი ადამიანები დარწმუნებულნი არიან, რომ რწმენას და რელიგიურ
ინსტიტუციების გავლენას კაცობრიობისთვის ნეგატიური შედეგები მოჰქონდა და
მოაქვს და მოითხოვენ, რომ თანამედროვე საზოგადოების მსოფლმხედველობრივი
და მორალური პრინციპები, სოციალური და კულტურული ცხოვრება მხოლოდ
სიენტისტურ რაციონალიზმზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამიტომ ფიქრობენ, რომ
სახელმწიფო პოლიტიკის, განათლების სისტემის, მედია საშუალებების და სხვა
სოციალური თვალსაზრისით ეფექტური ინსტრუმენტების გავლენით ეკლესია და
რელიგიური დისკურსი საბოლოოდ განიდევნოს საჯარო სივრციდან.

ცხადია, რომ ინსტიტუციონალური სეკულარიზმი აუცილებლობით არ გულისხმობს


მსოფლმხედველობრივს. საეროსა და სასულიეროს ინსტიტუციონალური
განცალკევება არ ნიშნავს მათ დაპირისპირებას. ინსტიტუციონალური სეკულარიზმი
თეოკრატიულ პრინციპებსა და პრაქტიკას უპირისპირდება და არა რწმენას და
რელიგიურ ავტორიტეტებს. ამ დროს სავსებით შესაძლებელია სასულიერო პირებმა
წმინდა ცხოვრების, ღვთის სიტყვის რწმენით ქადაგებისა და მოყვასისადმი
სამაგალითო სიყვარულის წყალობით უზარმაზარი მორალური გავლენა იქონიონ
საზოგადოების სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაზე და თვით პოლიტიკურზეც
კი, თუმცა არა პირდაპირ, არამედ ირიბად. ამის გათვალისწინებით
ინსტიტუციონალური სეკულარიზმის მომხრე ღრმად მორწმუნე ადამიანი შეიძლება
იყოს, მაშინ როდესაც მსოფლმხედველობრივი სეკულარიზმი ინდივიდუალური
ათეისტური განწყობების და სოციალური ტენდენციების შედეგია.
მსოფლმხედველობრივი სეკულარიზმი არა მარტო რელიგიური თვალსაზრისითაა
მიუღებელი, არამედ პოლიტიკურითაც, რადგან ის მორწმუნე ადამიანების
რელიგიურ მისწრაფებებს უგულებელყოფს და დემოკრატიული წარმომადგენლობის
პრინციპს ეწინააღმდეგება. ამიტომ გაბატონებული მსოფლმხედველობრივი
სეკულარიზმი უმრავლესობის ან სახელმწიფო პოლიტიკური დიქტატურის
გამოვლინებაა.

You might also like