Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

დაამუშავეთ მესამე გვერდზე არსებული ტექსტი ინსტრუქციის ან ნიმუშის მიხედვით

# ინსტრუქცია
1 მიუთითეთ: ფურცლის ზომად A4, მინდვრები ზედა 2,5 სმ., ქვედა 2,5 სმ., მარჯვენა 1,5
სმ., მარცხენა 1,5 სმ
2 ყველა აბზაცი მეორეს გარდა გაასწორეთ ორივე (მარჯვენა, მარცხენა) მხრიდან. (იხ
ნიმუში)
3 პირველი აბზაცის ყველა სტრიქონი შემოწიეთ მარცხნივ 7 სმ-ით. (იხ ნიმუში)
4 პირველი აბზაცის სტრიქონებს შორის მანძილი დააყენეთ 1,5 ერთეული. (იხ ნიმუში)
5 პირველი აბზაცის პირველი ასო გადაიყვანეთ ასომთავრულში ბრძანება
Insert/DropCap. (იხ ნიმუში)
6 მეორე აბზაცი. სათაურის ტექსტს „ქუთაისი“ მიანიჭეთ ზომა 14, სტილი Bold ხოლო
აბზაცი გაასწორეთ ცენტრში. (იხ ნიმუში)
7 მესამე აბზაცის პირველი სტრიქონი შემოწიეთ მარჯვნივ 1 სანტიმეტრზე. (იხ ნიმუში)
8 IV-V-VI აბზაცებს წინ დაუსვით ნიშნაკად მუქი წერტილი. ბრძანება
Home/Paragraph/Bullets. (იხ ნიმუში)
9 მეშვიდე აბზაცის პირველი სტრიქონი შემოწიეთ მარჯვნივ 1 სანტიმეტრზე. (იხ
ნიმუში)
10 მერვე აბზაცის პირველი სტრიქონი შემოწიეთ მარჯვნივ 1 სანტიმეტრზე. აბზაცს
მიანიჭეთ ყვითელი ფონი Home/Paragraph/Shading. (იხ ნიმუში)
11 მეცხრე აბზაცს წინ დაუსვით ნიშნაკად მუქი წერტილი. ბრძანება
Home/Paragraph/Bullets. (იხ ნიმუში)
12 მეათე აბზაცის პირველი სტრიქონი შემოწიეთ მარჯვნივ 1 სანტიმეტრზე. აბზაცს
შემოავლეთ კონტური Home/Paragraph/Borders. (იხ ნიმუში)
13 ჩასვით წინასწარ გადმოწერილი ქუთაისის ერთერთი ხედის სურათი. მიანიჭეთ
ტექსტის გარშემოვლების თვისება. ბრძანება Picture Format/Wrap Text/Square,
14 სურათის ზომა და მდებარეობა განსაზღვრეთ ისე, რომ მოთავსებული იყოს მერვე
აბზაცის ბოლოში და ზუსტად მისი სიმაღლის იყოს. (იხ ნიმუში)
15 წყლის ნიშნად ჩასვით წინასწარ გადმოწერილი ქუთაისის გერბი Design/Watermark (იხ
ნიმუში)
16 ფურცელს შემოავლეთ ჩარჩო ბრძანება Design/ Page Gorders. (იხ ნიმუში)
17 ფურცელი დანომრეთ A-B-C სტილით და ჩასვით ფურცლის ქვევით ცენტრში.
ბრძანება Insert/Page Number (იხ ნიმუში)
ქუთაისი, ოფიციალურად სსიპ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი“ (ს/ნ. 212721170; რეგ.
თარიღი — 21 დეკემბერი, 2006) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში,იმერეთის
მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი. მდებარეობს
მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს,
ქუთაისი
ქუთაისის დაარსების ისტორია და სახელწოდება დღემდე კამათის საგანია. ესეც, ისევე როგორც
ქალაქის ისტორიასთან დაკავშირებული ბევრი სხვა საკითხი, სამეცნიერო ჰიპოთეზების საგანია.
წყაროთა მონაცემები მწირია. ასევე ზოგადია ცოდნა ძველი ქუთაისის გარეგნული იერ-სახის
შესახებაც. ისტორიკოსი დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის (XIX ს.) ცნობით:
„ამბობენ მითომ ქუთაისის სახელი შემდგარიყოს სამთა სიტყვათაგან: ქვა მთა ისი (ესე იგი ქვიან
მთაზედ ქალაქი) და შემდგომ ჟამთა ცვლილებისა, უწოდებენ აწ ქუთაისი“
აია-კოლხეთის დედაქალაქი კჳტაიისი [კოტაისი, კუტაია, კჳტაჲა] პირველად ელინისტური ხანის
ბერძნულ თხზულებებში იხსენიება. მათ შორის უმთავრესია აპოლონიოს როდოსელის
„არგონავტიკა“ (ძვ. წ. III ს.), ოქროს საწმისის მოსაპოვებლად ბერძენთა ლაშქრობის შესახებ
დაწერილი პოემა.
„აქ კჳტაიისის ხმელეთსა და კირკეონის ველზე ამარანტების შორეული მთებიდან მორევიანი ფაზისი
მიაგორებს ფართო ნაკადს ზღვისაკენ. როდესაც ამ მდინარის შესართავთან მიაცურებთ ხომალდს,
დაინახავთ კჳტაიელი აიეტის კოშკებს და არესის ჩრდილოვან ჭალაკს, სადაც მუხის წვერზე
ჩამოკიდებულ საწმისს... უთვალთვალებს საზარელი დრაკონი“
„კჳტაიისის ხმელეთი“, ანუ ქუთაისი მისი მიმდებარე მიწებით ბიზანტიელ ავტორებთან
„მოხირისად“ იწოდება; ქართულ მატიანეებში XI საუკუნიდან ამ სახელწოდებას „ქუთათისის
ქუეყანა“ ცვლის, XVIII საუკუნეში კი — „ვაკე“. XVIII საუკუნეში „ვაკის“ მცხოვრებნი იმერეთის
მეფის ერთგულებაზე იფიცებდნენ და განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდნენ, მათ
„ფიცისკაცები“ ეწოდებოდათ.
ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას
თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია:
აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე,
დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი. ბიზანტიელი
ისტორიკოსი პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობით:
„მოხირისის მხარეს ჩამოუდის ერთი მდინარე, სახელად რეონი; მის სანაპიროებთან ძველადვე
კოლხებს აუგიათ ციხე... მაშინ ამ ციხეს კოტაიონს უწოდებდნენ ელინურ ენით, ამჟამად კი მას
ლაზები ქუთათისს ეძახიან... სხვები კი ამბობენ, ძველ დროში ამ ადგილას ქალაქი იყო და კვიტაიონი
ეწოდებოდაო; აქაური იყო აიეტი, რის გამოც პოეტები მას კვიტაიელს ეძახდნენ, კოლხიდის ქვეყანას
კი კვიტატიდსო“
შუა საუკუნეებში ქუთაისის სახელი უკავშირდებოდა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას, ახალ
ეპოქაში — აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის საქმიანობას.
ქუთაისის და მისი შემოგარენის მთავარი ღირსშესანიშნაობანია: ბაგრატის ტაძრის ნანგრევები
(XI ს.), გელათის მონასტერი (XII ს.), გეგუთის სასახლე (XII ს.), სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი,
ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო. ქუთაისში არის ქუთაის-გაენათის ეპარქიის კათედრა
და რეზიდენცია.

You might also like