Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

სემინარი II

კოლხეთი ელინისტურ ხანაში.იბერიის სამეფოს წარმოქმნა და


საგარეო–პოლიტიკური კავშირები.. ქართლის სამეფოს
სოციალური ეკონომიური მდგომარეობა.
ალექსანდრე მაკედონელის მიერ აქემენიდთა განადგურების შემდეგ , სამხრეთ
კოლხეთი რომელიც ირანმა დაიპყრო განთავისუფლდა ირანელთა ბატონობისაგან,
ხოლო ჩრდილოეთ კოლხეთში , სადაც არსებობდა აიეტიდების დინასტია ასევე
განტავისუფლდა ირანული ხარკისგან და პოლიტიკური გავლებისგან.ძველი ბერძნული
წყაროების მონაცემებიტ აქემენიდთა თანადროული კოლხეთის ცენტრი მდინარე
რიონზე იყო. ძვ. წ. Vს–ს ავტორი ქსენოფონტე საინტერესო ცნობას გვაწვდის: როდესაც
მისი ლაშქარი სთხოვდა ფაზისისკენ გალაშქრებას საზღვაო გზით, რათა“ფასიანების
ქვეყანას“ დაუფლებოდნენ. ამ დროს –გადმოქვცემს ქსენოფონტე აქ მეფობდა აიეტის
ჩამომავალიო.

დიდი როლი კოლხეთის ისტორიაში ბერძნულმა ახალშენებმა შეასრულა, კერძოდ


კულტურული–ეკონომიკური ურთიერთობების გაძლერებაში. ზღვისპირა ბერძნული
სამოსახლოების მეშვეობით ხორციელდებოდა კოლხეთის ინტენსიური ურთიერთობა
ანტიკურ სამყაროსთან. ყირიმში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია
კოლხური ჭურჭელი, ვერცხლის ფული, ქვევრებისა და დერგის ფრაგმენტები.
კოლხეთის ექსპორტზე ცნონებს გვაწვდის ანტიკური წერილობითი წყაროები. საიდანაც
ვიგებთ, რომ კოლხეთიდან გაჰქონდათ ხე–ტყე, , ოქრო და რკინა, ფისი და ცვილი.
შავიზღვისპირეთის ქვეყნები და მათ შორის კოლხეთიც მონების ექსპორტის
მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. რაც სეეხება კოლხურ მონეტებს მისი
გავრცელების არეალი ძირითადად ბათუმსა და სოხუმს შორის ტერიტორიაზე
ლოკალიზდება. მონეტაზე ერთ მხარს გამოსახული იყო ადამიანის ტავი, ხოლო
მეორეზე ხარი, იშვიატად ლომი.

კოლხეთის სამეფო ადრეკლასობრივი სახელმწიფო იყო.

ძვ. წ. IIIწ–დან, „ქართლის ცხოვრების“ ცნობითდასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი


ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ძვ. წ. IIსაუკუნეში წარმოქმნილმა
არარატის სამეფომ(დიდი არმენია) შეავიწროვა ქართლის სამეფო, ხოხლო მცირე
არმენიის სამეფომ მიიტაცა სამხრეტ კოლხეტის ტერიტორიები. , რომელიც შემდგომ
ძვ.წ. II-I საუკუნეებში პონტოს სამეფოს შემადგენლობაში მოექცა. პონტოს მეფე
მითრიდატეVIევპატორმა ეს ტერიტორია დაიკავა. კოლხეთის სამეფო
ადმინისტრაციულ ერთეულად სკეპტუხიებად იყო დაყოფილი. ასე დაასრულა
არსებობა ადრეკლასობრივმა დასავლეთქართულმა სახელმწიფომ–კოლხეტის სამეფომ.

მითრიდატეVIევპატორმა (ძვ.წ.111–63) შექმნა დიდი ელინისტური სახელმწიფო სადაც


თითქმის მთელი შავიზღვისპირეთი შევიდა. კოლხეთშ მოხდა აჯანყება მითრიდატეს წინააღმდეგ,
თუმცააჯანყებულები დამარცხდნენ და კოლხეთში მითრიდატემ ტავის ვაჟი მითრიდატი დასვა
გამგებლად, რომელსაც შემდეგ დასდო ღალატში ბრალი და შვილი სიკვდილით დასაჯა.
ელინისტურ ხანაშ კოლხეთშ განსაკუთრებით გააქტიურდნენ ბერძნები, გაიზარდა მათი როლი
კოლხეთის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.გაზლიერდა ელინიზაციიის
პროცესი.

ერთიანი აღმოსავლურ ქართული სახელმწიფოს –იბერიის სამეფოს წარმოქმნა მოხდა


აღმოსავლეთ და სამხრეთ არსებული სხვადასხვა გაერთიანებეის ურთიერთბრძოლის შედეგად.
რის შესახებაც ცნობებს გადმოგვცემს „ მოქცევაი ქართლისაი“,სადაც მოთხრობილია, რომ
ალექსანდრე მაკედონელმა ქართლის დაპყრობის შემდეგ , როგორ დატოვა მცხეთაში აზო–
არიან–ქართლის მეფის ძე.აზო წავიდა თავის მამის ქვეყანაში არიან–ქართლში და იქიდან
წამოიყვანა რვა სახლი(გვარი) და დაასახლა ისინი ძველ მცხეთას. მცხეთაში შემოიტანა
მამაპაპისეული კერპები გაცი და გაიმი.ფაქტია ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება
უკავშირდება ელისნისტურ ეპოქას ძვ.წ.IV-IIIსაუკუნეებს.ამ პერიოდში შეიქმნა ხელსაყრელი
საგარეო ვითარება: დასუსტდა აქემენიდური ირანი და გაძლიერდა ელინისტური
სახელმწიფო.ალექსანდრე მაკედონელის ქართლში ლაშქრობის ცნობას , რომელიც ქართულ
საისტორიო მწერლობაშია დაცული შეიძლება ავხსნათ, იმით , რომ აქ ილაშქრა ალექსანდრეს
რომელიმე სარდალმა, რაც საისტორიო ტრადიციამ თვით ალექსანდრეს ლაშქრობად
აღიქვა.ამავე დროს მემატიანეებისთვის კარგად იყო ცნობილი იმდროინდელ წინა აზიაში
არსებული ვითარება, ალექსანდრეს სარდლებს შორის ხანგრძლივი ომი და იმპერიის
დაშლა.მიუხედავად იმისა , რომ ქართული წყაროებიქართლის სამეფოს შექმნას ალექსანდრეს
უკავშირებს, ეს ცნობები განსხვავებულ ინფორმაციას შეიცავან ქართლის პირველ მეფეზე.“
„მოქცევაი ქრთლისაის“ მიხედვით პირველი მეფე აზოა, ხოლო „მატიანე ქართლისაი“
ფარნავაზზზე მოგვითხრობს, რომელიც მოგვითხრობს მცხეთის მამასახლისის სამარას და მისის
ძმის ალექსანდრე მაკედონელთან ბრძლაში დაღუპვის შესახებ., ხოლო ფარნავაზი მისმა სპარსმა
დედამ წარიყვანა და კავკასიის მთებში გადამალა. ხოლო როცა გაიზარდა ფარნავაზი დაბრუნდა
„მცხეთას მამულსა თვისსა“. იგი იწყებს ბრძოლას უცხო აზოს წინააღმდეგ, თუმცა „მოქცევაი“
მიხედვით აზო არიან ქართლიდანაა და არ არის უცხო, ხოლო „მეფეთა ცხოვრების“ მიხედვით
ფარნავაზი ქართლოსიანია, მცხეთის სახლის შვილია და არამცხეთელი კი უცხოა და მას უცხო
ძალა უჭერს მხარს.ფარნავაზს მხარს ეგრისის მმართველი ქუჯი უჭერს. ქუჯი ეუბნება“ შენ ხარ
შვილი თავთა მათ ქართლისატა და შენ გმართებს უფლობა ჩემი...და ეკუეთუ მოგუეცეს ძლევა,
შენ ხარ უფალი ჩუენი და მე ვარ მონა შენი“.ეს ფაქტი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს
ისტორიულ–კულტურული ერთიანობის შედეგი, და ქართლის მოწინავეობის
დადასტურებაა.თუ როგორი იყო ქართლის სამეფოს სოციალურ–ეკონომიური მდგომარეობა და
სახელმწიფო წყობა ამის შესახებ ცნობები საკმაოდ მწირია და ძირითადად ძველი ბერძენი
გეოგრაფი და ისტორიკოსი სტრაბონი გვაძლევს ცნობებს, რომელიც შეეხება ძველი
წელთაღრიცხვის და ახალი საუკუნეების მიჯნებს.ხშირ შემთხვევაში სტრაბონისეულ ცნობებს
ეწინაარმდეგება სხვა ბერძენ ავტორთა ცნობები, თუმცა ზოგადი წარმოდგენის შექმნა
ელინისტური ქართლის შესახებ წარმოდგენის სექმნა მაინც შეგვიძლია. სტრაბონი მკვეთრად
ანსხვავებს მთისა და ბარის მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიურ ყოფას ერთმანეთისგან.მისი
გადმოცემეთ დაბლობზე იბერთაგან უფრო მეტად მიწათმოქმედნი ცხოვრობენ და მშვიდ
ცხოვრებას მისდევდნენ, ხოლო უფრო მებრძოლი ბუნებისანი ძირითადად მთის მხარეში
მკვიდრობენ და ცხოვრების წესიც სკვითთა მსგავსი აქვთ, თუმცა მიწათმოქმედებასაც ასახელებს
ამ მებრზოლი ხალხის საქმიანობად. იბერიის ბარის მოსახლეობას სტრაბონი მიდიელებს და
არმენებს ადარებს, რომლებსაც უკვე კლასობრივი საზოგადოება ქონდათ. ქართლის
საზოგადოების სტრუქტურას ოთხ გვარად ყოფს: ერთი და პირველი (გვარია), რომლისგანაც
მეფეებს სხამენ მახლობლობის და ასაკის მიხედვით უხუცესს, ხოლო მეორე– მოსამართლეებსა
და მხედართმთავრებს, მეორე გვარი არის ქურუმთა, მესამე –არის მხედართა და
მიწისმოქმედთა, მეოთხე– არის ხალხისა(ლაოი), რომლებიც არიან სამეფო მონები და აკეთებენ
ყველაფერს, რაც ცხოვრებისთვის არის საჭირო. სტრაბონი ამ ცნობაში არ ასახელებს მონებს,
რომელნიც ცხადია იყვნენ ქართლის სამეფოში, მაგრამ მათ იგი საზოგადოების წევრებად არ
მიიჩნევდა. ასევე არ არის მოხსენებული ვაჭრები და ხელოსნები, რომლებიც საკმაოდ მრავლად
იყვნენ იმდროინდლ ქართლში.ლაოი იმდროინდელ აღმოსავლეთის სამყაროში
ნახევრადთავისუფალ მიწთმოქმედს ნიშნავდა, რომელიც არ წარმოადგენდა არც მონას და არც
თავისუფალ მეთემეს.ელინურ აღმოსავლეთშილაოები ისხდნენ არა მარტო სამეფო, არამედ
ტაძრების, ქალაქების, დიდებულების და სხვატა მიწებზე, იბერიაში კი ისინი მხოლოდ სამეფო
მონები იყვნენ, ესეიგი მეფის მიწაზე ისხდნენ და მათ სამუშაოებს ასრულებდნენ.საინტერესოა
სტრაბონისეული ცნობა პირველ გენოსთან(გვარი) დაკავშირებით, კერძოდ ტახტი გადადის არა
მამიდან შვილზე, არამედ „მახლობლობისა და ასაკის მიხედვით“უხუცესზე.ქართული
ტრადიციით და ანტიკურ ავტორთა ცნობით ქართლის სამეფოში მემკვიდრეობა მამიდან უფროს
შვილზე გადადის. ასევე მეორე პირი პირველ გენოსში მოსამართლეობს და
მხედართმტავრობს,ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ეს ფუნქციები ქონდა მეფეს და არა
მის შემდგომ მეორე პირს. მიუხედავად იმისა , რომ სტრაბონის ცნობები ბევრ საკამათო საკითხს
აყენებს ჩვენს წინაშე, ეს ცნობები მაინც მნიშვნელოვან წარმოდგენას გვაძლევს ელინისტური
ხანის საქართველოს სოციალურ–ეკონომიური განვითარების შესახებ.პირველ საუკუნეებში
ვიტარება იცვლება: ღრმავდება კლასობრივი დიფერენციაცია, ირღვევა საგვარეულო და
სასოფლო თემები, ქრება პირველყოფილი ტემური წყობილების გადმონასტები, მიმდინარეობს
სატაძრო მურნეობის სათემო მეურნეობიდან გამოთიშვის პროცესი, იქმნება დიდი სატაძრო
მამულები, რომელიც ქურუმების მფლობელობაში ექცევა.

ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ქართლის სამეფო წარმოადგენდა ძლიერ


სახელმწიფოს, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ჰეგემონობდა.ქვეყნის პოლიტიკურიძლიერების
საფუძველი ეკონომიური აღმავლობა იყო. ახ. წ. პირველი საუკუნეებიდან იწყება სავაჭრო
ურთიერთობების აღმავლობის ხანა. ქართლი ჩაება საერთაშორის სავაჭრო სისტემაში.ქართლის
დედაქალაქ მცხეტაზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები, რომელიც ასახულია IVს–ში
შედგენილ რომაულ საგზაო რუკაზე.ქართლის გზით ხორციელდებოდა სამხრეთ კავკასიისა და მცირე
აზიის სავაწრო ურთიერთობა ჩრდილო კავკასიის ტომებთან. აქტიურ საგარეო ურტიერთობის მტკიცე
საბუტია არქეოლოგიური მასალა. პირველ რიგში ნუმიზმატიკური მასალა, რომელიც მოწმობს, რომ ამ
დროს აქტიურ მიმოქცევაში იყო ამ პერიოდის საერთაშორის ბაზარზე გავრცელებული რომაული და
პართიული ვერცხლის მონეტები, მათი ადგილობრივი მინაბაძები.არქეოლოგიურ მასალაში უხვადაა
უცხოური საქონელი, რომელიც ძირიტადა ფუფუნების საგნებს შეადგენს, რაომელთა მომხმარებელი
არისტოკრატია იყო.არქეოლოგიური მასალა გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ამ პერიოდის
ქართლის არა მარტო ვაჭრობის ინტენსიურობაზე არამედ მეურნეობის სხვადასხვა დარგის
განვიტარებაზეც. შედარებით მცირე მასალაა გამოვლენილი ამ დროის სახნავი მიწათმოქმედებისა და
მეცხოველეობის სესასწავლად, უფრო მეტი მასალა მოგვეპოვება სოფლის მეურნეობის ისეთ
ინტენსიურ დარგებზე , როგორიცაა მევენახეობა და მეღვინეობა.(არმაზისხევში, პიტიახსტა
რეზიდენციაში მარნის ნაშთები. ბაგინეთში (არმაზის ციხე)მარანს საკმაოდ დიდი ადგილი ეკავა.

ძველი ქაართული საისტორიო ტრადიციის მიხედვით ანტიკური ხანის ქართლის ქალაქებისა :


მცხეთა, კასპი, უფლისციხე, ურბნისი, ოძრხე, ნეკრესი. ამავე დროს დასახელებულია საერისთავო
ცენტრები: წუნდა, სამსვილდე, ხუნანი და სხვა, რომელთა ნაწილი სავარაუდოდ ქალაქებს
წარმოადგენდა. ეს ქალაქები უპირველეს ყოვლისა წარმოადგენდნენ სავაჭრო სახელოსნო ცენტრებს,
ნაწილი კი სამხედრო– ადმინისტრეაციული ცენტრბიც იყო. გაქალაქებას ხელს უწყობდა ვაჭრობის
განვითარება და სავაჭრო გზებზე მათი მდებარეობა. ამ დროის ქართლის ქალაქების დიდი ნაწილი
მდებარეობდა მდ. მტკვრის სანაპიროზე. ანტიკური ხანის საქართველოზე გამავალი საგზაო
მაგისტრალის შესახებ ცნობები დაცულია ამ პერიოდის ბერძნულ–რომაულ წყაროებში. ერთი
მათგანია IVს–ს IIნახ–ის რომაული რუკა ე. წ. პევტინგერის ტაბულა.

ქართლის სახელმწიფოს სათავეში იდგა მონარქი–მეფე. სამეფო ტახტი მემკვიდრეობით


გადადიოდა მამიდან უფროს ვაჟზე. სახელმწიფო გამგებლობა ორი სახისა იყო: ცენტრალური და
ადგილობრივი. ცენტრალური მმართველობა თავმოყრილი იყო მეფის კარზე, ხოლო ადგილობრივი –
ემყარებოდა სამხედრო ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულების –საერისთავო ქვეყნების
სისტემას. მეფის ხელში იყო სახელმწიფო ძალაუფლების ყველა სფერო: საშინაო– ადმინისტრაციულ–
პოლიტიკური და სასამართო. დიდმოხელეები(პიტიახშ) მეფის მოხელედ ითვლებოდა. მეფის ხელთ
იყო სამხედრო ძალაუფლება. ამას მოწმობს არმაზისხევის ორენოვანი წარწერა(არმაზის ბილინგვა).

მეფის შემდგომ მეორე პირად ითვლებოდა „სპასპეტი“– მთავარსარდალი და ამავე დროს შიდა
ქართლის გამგებელი.

არმაზის ბილინგვაში იხსენება სამეფო კარის დიდმოხელე „ეპიტროპოსი“ რისი ქართული


ესატყვისი უნდა იყოს ეზოსმოძღვარი, როგორც ირკვევა იგი განაგებდა სახელმწიფოს შემოსავლებს
და სამეფო მეურნეობას, ხელმძღვანელობდა „ხარკი სამეუფოს“ აკრეფას.

ბავშვებო თავად ფარნავაზის მიერ სამეფოს შექმნაზე და რეფორმებზე წიგნიდან ისწავლეთ.

გისურვებთ წარმატებებს.

You might also like