Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 3

სტუდენტი:ვაჟა ღვალაძე

ლექტო:სალომე დალაქიშვილი

თარიღი:07.11.2021

დავალება #1

თემა:პავლე მოციქული

პავლეს ხშირად მეცამეტე მოციქულს უწოდებდნენ,რაც ცოტა ცუდად


მოსახვედრია ყურზე, რამეთუ ეს წინადადება არღვევს ისრაელის 12 ტომის თორმეტ
მოციქულთან შესაბამისობას.ზემოთხსენებულის მიუხედავად პავლე თავის თავს
აღიქვამდა როგორც სხვა მოციქულების თანასწორს და ამბობდა:,მე უფრო მეტი
ვიშრომე, ვიდრე ყველა მათ ერთად“(შესავალი თანამედროვე აზროვნებაში წიგნი
1,2019,გვერდი 70).იგი ასე თავდაცვის მიზნით ამბობდა, რამეთუ ოდითგავნვე ისიც
წარმართი იყო და მეტიც ქრისტიანობას დევნიდა, მაგრამ ქრისტიანობის
შეცნობისთანავე დაიწყო მისი ქადაგება. მას სჯეროდა რომ ყველას შეეძლო
ქრისტიანობის მიღება და რომ მხოლოდ ქრისტიანებისთვის ღმერთი არ
არსებობდა.სწორედ ამას და ბევრ სხვას ქადაგებდა იგი წარმართებში.

როგორც ზემოთ ვახსენეთ,პავლე იმას ქადაგებდა, რომ ქრისტე ყველასთვის


არსებობდა,მაგრამ იუდევლებს ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით თავიანთი
დამოკიდებულება გააჩნდათ.ქრისტემ მათი სიძულვილი დაიმსახურა, როდესაც თქვა
ასეთი რამ:,, წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი “(მათე 28:19).ისინი თითქოსდა
ისაკუთრებდნენ უფალს რაც უდავოდ არასწორი იყო.მათ ასეთ დამოკიდებულებას
პავლე პირნათლივ უპირისპირდებოდა, რამეთუ ეს პირდაპირი შეურაცხყოფა იყო
ღმერთისადმი: „ ნუთუ მარტო იუდევლების არის ღმერთი და არა წარმართებისაც? რა
თქმა უნდა წარმართებისაც !“.იგი ქადაგებდა, რომ ღმერთი უნივერსალურია და არა
მარტო ერღი ადამიანის ღმერთია, არამედ კაცობრიობის.მას თანაბრად უყვარს ყველა
ადამიანი ვინც იმსახურებს ამას,რამეტუ ეს უკანასკნელი თავის პირ-სახედ შექმნა
.იგი ყველას თანაბრად უყურებს მიუხედავად სქესისა, თუ წარმომავლობის.ყველა
ადამიანს ელის განსჯა სადაც გადაწყდება მისი ქცევებით, თუ სად წავა მისი სული.

პავლე მოციქულმა გაიაზრა,რომ ქრისტიანული მისია ჩაიშლებოდა თუ იგი


ურწმუნოებს დააძალებდა თავიანთი ბარბაროსული წესების დარღვევას (ამჯერად
წინადაცვეთაზე საუბარი).მეცამეტე მოციქული უფრო ღრმად ჩაეძია წინადაცვეთას
და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მონათვლასაც იგივე დატვირთვა აქვს , როგორც
წინადაცვეთას.სხვა მოციქულები ეწინააღმდეგებოდნენ პავლეს აზრს , რამეთუ მათი
აზრით წინდაცვეთა აუცილებელი პროცესი იყო, მარამ პავლემ დაუმტკიცა რომ
ორივე ერთგვარ სიმენტიკას ატარებდა .შესაბამისად, იგი წარმართებს მარტო
ნათლავდა , რაც ულტიმატურად ხსნიდა ბარბაროსული წესების დარღვევის
პრობლემას და შესაბამისად უფრო მეტი წარმართი იღებდა მასში მონაწილეობას.

როგორც ზემოთ ვახსენე, პავლე მოციქული წარმართებს წინადაცვეთის


მაგივრად მხოლოდ ნათლავდა და რომ ამას ბევრი მოციქული
ეწინააღმდეგებოდა.პავლემ პირველ კრებაზე ამ ქმედების დასაცავად და თავისი
აზრის დასამტკიცებლად მოიყვანა მაგალითი ბიბლიიდან.ამ უკანასკნელს მოჰყავს
აბრაამი: „ერწმუნა აბრაამი ღმერთს და ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას“(შესავალი
თანამედროვე აზროვნებაში წიგნი 1,2019,გვერდი 83).იგი იმის დამტკიცებას
ცდილობდა,რომ რახანც მას ეს რწმენა სიმარტლედ ჩაეთვალა ტავისი ქმედებების
გამო წინადაცვეთამდე,ესეიგი საკმარისია მხოლოდ ადამიანი ღირსეული იყოს,მისი
ქმედებები იყოს შეცნობილი და აღიარებული.ბიბლიის მიხედვით აბრაამს მართლაც
ჩაეთვალა სიმართლედ რწმენის მიღება და მხოლოდ აღიარების შემდეგ შეასრულა
წინადაცვეთა.ასეთი ძლიერი არგუმენტის მოყვანის შემდეგ ბევრ მოციქულს
შეეცვალა დამოოკიდებულება წინადაცვეთის მიმართ.

ამ წიგნის მეხუთე თავის მეათე ქვეთავი ასეთია: ,, ვინაიდან, თუ მისი ძის


სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, როცა მტრები ვიყავით, მით უმეტეს,
შერიგებულნი გადავრჩებით მისი სიცოცხლით “.მთლიან ამ ქვეთავში საუბარია, რომ
ღმერთთან მოვიპოვეთ მშვიდობა ამდენი მოთმინების, სიმტკიცის და იმედის
შემდეგ.ამოჭრილ ამონარიდში კიდევ , ვფიქრობ, ის აზრია ჩაქსოვილი, რომ
მტრობაში და გასაჭირში უფალმა შემოგვირიგა თავისი შვილის
სიკვდილით,შესაბამისად უკვე შემორიგებულნი მის სიცოცხლეში უფრო კარგად
ვიქნებით და გადავრჩებით.

მეშვიდე თავში პავლე თავიდან ბოლომდე საუბრობს რჯულზე და რომ ეს


უკანასკნელი მეფობს ადამიანზე სანამ ადამიანი მოკვდება.ამ მოსაზრების
დასამტკიცებლად არაჩვეულებრივ მაგალითს იყენებს ცოლზე და ქმარზე:,, ... თუ
ქმრის სიცოცხლეში სხვა ქმრისა გახდება, მრუში ეწოდება. ხოლო თუ ქმარი
მოკვდება, რჯულისაგან თავისუფალია და სხვა კაცისად გახდომა მრუშობად არ
ჩაეთვლება.“ .ამ მაგალითით კი პარალელს ავლებს ღმერთან და ქრისტიანობასთან და
ამბობს , რომ სანამ ცოცხლები ვართ თუ ქრისტეს ვეკუთვნით და ცოდვები ძალიან არ
ამძიმებს ჩვენს სულს, სიკვდილის შემდგომ სუფთა სულით ვემსახურებით უფალს.ამ
თავში ასევე საუბარია ადამიანის ხორციელ და სულიერ ნაწილზე.პავლე ამბობს, რომ
ადამიანის ხორციელ ნაწილს სურს რომ მიიღოს სიამოვნება და აკეთოს უმრუში
რაღაცები.ასეა ყველა ადამიანი,რამეთუ ადამიანები ღმერთისგან განსხვავებულები
არიან.რასაკვირველია ეს ცოდვაა მაგრამ ხალხი ამას აკეთებს სანამ გაიგებენ სჯულის
შესახებ, შესაბამისად სჯულის შეცნობის თანავე წყვეტენ და ყველა ცოდვა
ქარწყლდება,რამეთუ არ ცოდნა არ ცოდვაა. სულს რაც შეეხება,მოციქულის აზრით, აქ
დიდ როლს თამაშობს სურვილი,რამეთუ ადამიანს შეიძლება ქონდეს სურვილი
სიკეთის კეთების მაგრამ თუ მობნდომება არ გამოიჩინა სხვა ვერ მიუთითებს
მას:,,ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი; ასე
რომ, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება – არა.“.

მეთერთმეტე თავში პავლე მოციქული ამბობს შემდეგს: ,, ხოლო თუ ზოგი რტო


გადატყდა და შენ, გარეულო ზეთისხილო, დაემყენ მათ ადგილას და გახდი
ზეთისხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი“.ეს არაჩვეულებრივი შედარებაა სადაც
გადამტყდარი რტო გაიგივებულია ისეთ დაცემულ ადამიანებთან, ვინც უარყო
ღმერთი.ამ წინადადების შემდგომ წერია ის, რომ შენ ვინც დაიკავე იმ დაცემული
რტოს ადგილი არ უნდა შეცდე და არ უნდა იამპარტავნო, თორემ შენც მოიკვეთები.

ბიბლიოგრაფია: შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I წიგნი.

You might also like