Lesson 4 EXCEL 2016 Practical Work Solution

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 31

კავკასიის უნივერსიტეტი

საინფორმაციო ტექნოლოგიები 3

EXCEL 2016 / ლექცია 4


ბიზნ ეს ის ს კოლა
8/30/2018

 თე მა 4. ელექტრონული ცხრილი – Microsoft Excel 2016

განსახილველი საკითხები:

Excel–ის საფუძვლები – Working With Formulas, Creating an Absolute o r M ixed Fo rm ula Reference
ფორმულე ბი: მისამართების გამოყენება ფორმულებში: აბსოლუტური, ფარდობითი მისამართები.

ფუნქციები ( Excel Functions ) პირობითი I F ფუნქცია;


მ ონ ა ც ე მ თა და ხა რის ხე ბა (Sorting Data):

დახარისხება ერთი ან რამდენიმე კრიტერიუმით, პრიორიტეტებით;


დახარისხება სამომხმარებლო სიის მიხედვით.
1. კურსის საიტიდან ჩამოტვირთეთ და გახსენით EXCEL-ის წიგნი Lesson 4-TEMP-Class
2. წიგნი შეინახეთ Lesson4yourname (მაგ: lesson4annagoguadze) სახელით, წინასწარ შექმნილ
lesson4_your name სამუშაო საქაღალდეში;

3. ა) ყოველი სტუდენტისათვის გამოსახულება/ფორმულით გამოთვალეთ “მიმდინარე


შედეგი” ველის მნიშვნელობები შემდეგი პირობით:
სტუდენტის მიმდინარე შედეგია პრქტიკ.N1, პრქტიკ.N2 და შუალედური-ს ქულათა ჯამი;
(ფ ორ მ ულა: =პრქტიკ.N1 + პრქტიკ.N2 + შუალედური )
ბ) ყოველი სტუდენტისათვის შესაბამისი ფუნქციის გამოთვალეთ “მიმდინარე
შედეგი/ფუნქციით” ველის მნიშვნელობები შემდეგი პირობით:
სტუდენტის მიმდინარე შედეგია პრქტიკ.N1, პრქტიკ.N2 და შუალედური-ს ქულათა ჯამი;
შენიშვნა: გამოთვალეთ Sum ფუნქციით;
4. ა) „დაშვებულია გამოცდაზე“ ველი შეავსეთ შემდეგი პირობით:
თ უ სტუდენტის „მიმდინარე შედეგი“ ნაკლებია 11-ზე,
მ აშინ „დაშვებულია გამოცდაზე“ ველის მნიშვნელობად სტუდენტს მიანიჭეთ სტატუსი
(ტექსტური მნიშვნელობა) - „არაა დაშვებული“;
წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტს „დაშვებულია გამოცდაზე“ ველის მნიშვნელობად
მიანიჭეთ სტატუსი(ტექსტური მნიშვნელობა) - „დაშვებულია“;
მ ითითება: დავალების პირობის გათვალისწინებით, ექსელის შესაბამისი ფუნქციით გამოთვლები უნდა
შეასრულოთ I2 უჯრაში და აგებული ფორმულა გაავრცელეთ I3:I21 დიაპაზონში.

ბ). ა) პუნქტის დავალება განმეორებით შეასრულეთ ველში „დაშვებულია გამოცდაზე/2“,


R1, R2, R3 უჯრების მისამართების გამოყენებით.
5. ა) „ჯამური ქულა“ ველი შეავსეთ შემდეგი პირობით:
თ უ სტუდენტის სტატუსი „დაშვებულია გამოცდაზე“ ველის მიხედვით არის დაშვებულია,
მ აშინ მისი „ჯამური ქულა“ გამოთვალეთ გამოსახულება/ფორმულით:
მ იმ დინ არ ე შედეგი + ფ ინ ალურ ი
წინააღმდეგ შემთხვევაში ჯამური ქულის მნიშვნელობად სტუდენტს მიანიჭეთ ტექსტი
„კურსი ვერ გაიარა“;
ბ) ა) პუნქტის დავალება განმეორებით შეასრულეთ ველში „ჯამური ქულა/2“ R2 უჯრის
მისამართის გამოყენებით.
6. ააგეთ გამოსახულება/ფორმულა, რომელიც „საერთო ქულა, ბონუსით“ ველს შეავსებს
შემდეგი პირობით:
ყოველი სტუდენტის „ჯამ ურ ი ქულა“ გაზარდეთ ბონუს 2 ქულით (გამოიყენეთ უჯრა T2);
7. „+ბონუს ქულა“ ველი შეავსეთ შემდეგი პირობით:
თ უ სტუდენტის „გაცდენების“ რაოდენობა აღემატება 6-ს,
მ აშინ სტუდენტის „+ბონუს ქულა“ ველის მნიშვნელობაა „ჯამური ქულა“ შემცირებული 5
საჯარიმო ქულით;
წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტის „+ბონუს ქულა“ ველის მნიშვნელობაა „ჯამური ქულა“
გადიდებული 2 ბონუს ქულით;
ინფორმატიკის დეპარტამენტი / ა. ჭანტურია
8. Data L4 გვერდზე R სვეტის წინ დაამატეთ ერთი სვეტი.
შექმენით Data L4 გვერდის 5 კოპიო, კოპიო გვერდები ჩასვით დოკუმენტის ბოლო გვერდად;
გვერდებს დაარქვით სახელები Sort1, Sort2, Sort3, Sort4, Sort5.
9. Sort1 გვერდზე დაახარისხეთ A1:Q21 ცხრილის მონაცემები შემდეგი პირობით:
„ს ტუდენ ტის გვარ ი/ს ახელი“ ველის მიხედვით, ზრ დადობით ;
10. Sort2 გვერდზე დაახარისხეთ A1:Q21 ცხრილის მონაცემები შემდეგი პირობით:
„ს აგნ ის ტიპი“ ველის მიხედვით, კლებით ;
11. Sort3 გვერდზე დაახარისხეთ ცხრილის მონაცემები შემდეგი პირობით:
„შუალედური“ ველის მიხედვით, ზრდადობით;
12. Sort4 გვერდზე შეასრულეთ ცხრილის მონაცემების მრავალდონიანი დახარისხება შემდეგი
პრიორიტეტებით:
 „სტუდენტის გვარი/სახელი“ ველის მიხედვით, ზრდადობით;
 „დაშვებულია გამოცდაზე“ ველის მიხედვით, კლებით;
 „ფ ინალური“ ველის მიხედვით, ზრდადობით;
13. Sort5 გვერდზე დაახარისხეთ ცხრილის მონაცემები შემდეგი პირობით:
„მ იმართულება“ ველის მიხედვით, ქართული ალფავიტის თანმიმდევრობით,
ზრდადობით.

შექმენით Color გვერდის 2 კოპიო, კოპიო გვერდები ჩასვით დოკუმენტის ბოლო გვერდად;
გვერდებს დაარქვით სახელები Color1, Color2.
14. Color1 გვერდზე შეასრულეთ ცხრილის მონაცემების დახარისხება შემდეგი პირობით:
„დაშვებულია გამ ოცდაზე“ ველის მიხედვით, უჯრათა ფონის ფერების შემდეგი
თანმიმდევრობით: წით ელი, თ ეთ რ ი, ყვით ელი;
15. Color2 გვერდის J25 უჯრის მონაცემი ფინალური გამოცდის მაქსიმალურ ქულაზე
მიუთითებს.
S1 უჯრაში ჩასვით ტექსტი „ფინალური %“;
გამოიყენეთ J25 უჯრის მონაცემი და ააგეთ გამოსახულება/ფორმულა, რომელიც
„ფ ინალური %“ ველის მნიშვნელობებს გამოთვლის შემდეგი პირობით:
მ აქსიმალური ქულის(J25 უჯრა) რამდენი პროცენტი აქვს დაგროვილი სტუდენტს ფინალურ
გამ ოცდაზე;
ს ავარჯიშო 3:
ა) ყოველი სტუდენტისათვის გამოსახულება/ფორმულით გამოთვალეთ “მიმდინარე შედეგი”
ველის მნიშვნელობები შემდეგი პირობით:
სტუდენტის მიმდინარე შედეგია პრქტიკ.N1, პრქტიკ.N2 და შუალედური-ს ქულათა ჯამი;
(ფ ორ მ ულა: =პრქტიკ.N1 + პრქტიკ.N2 + შუალედური )

ბ) ყოველი სტუდენტისათვის შესაბამისი ფუნქციის გამოთვალეთ “მიმდინარე შედეგი/ფუნქციით”


ველის მნიშვნელობები შემდეგი პირობით:
სტუდენტის მიმდინარე შედეგია პრქტიკ.N1, პრქტიკ.N2 და შუალედური-ს ქულათა ჯამი;
შესრულება:
ა) K2 უჯრაში ააგეთ „მიმდინარე შედეგი“-ს გამოსათვლელი ფორმულა/გამოსახულება:
=F2+G2+H2 (იხ. სურ.1):

სურ . 1 მი მდი ნარ ე შე დე გი ს ფ ო რ მულა

ბ) N2 უჯრაში „მიმდინარე შედეგი“-ს გამოსათვლელად გამოიყენეთ ფუნქცია - Sum (იხ. სურ.2):

სურ . 2 მი მდი ნარ ე შე დე გი ს გამო თვლა Sum ფ უნქცი ი ს მე შვე ო ბი თ


K2 და N2 უჯრაში ჩაწერილი ფორმულები შევსების მარკერის გამოყენებით გაავრცელეთ K3:K21 და
N3:N21 დიაპაზონებში, შესაბამისად. გამოთვლების შედეგები წარმოდგენილია სურ.3-ზე:

სურ . 3 მი მდი ნარ ე შე დე გი ს მნი შვნე ლო ბე ბი

სავარჯიშო 4:
ა) „დაშვებულია გამოცდაზე“ ველი შეავსეთ შემდეგი პირობით:
თ უ სტუდენტის „მიმდინარე შედეგი“ ნაკლებია 11-ზე,
მ აშინ სტუდენტს „დაშვებულია გამოცდაზე“ ველის მნიშვნელობად მიანიჭეთ სტატუსი
(ტექსტური მნიშვნელობა) - „არაა დაშვებული“;
წინააღმდეგ შემთხვევაში „დაშვებულია გამოცდაზე“ ველის მნიშვნელობად მიანიჭეთ
სტატუსი(ტექსტური მნიშვნელობა) - „დაშვებულია“;

მ ითითება: დავალების პირობის გათვალისწინებით, ექსელის შესაბამისი ფუნქციით გამოთვლები უნდა


შეასრულოთ I2 უჯრაში და აგებული ფორმულა გაავრცელეთ I3:I21 დიაპაზონში.
შესრულება:
ექსელის პროგრამის ფუნქციათა ბიბლიოთეკაში ფუნქციები დაჯგუფებულია კატეგორიების
მიხედვით: AutoSum; Recently Used; All; Financial, Date & Time; Math & Trig; Statistical; Lookup
&Reference; Database; Tex; Logical და სხვა(სურ.4).
ექსელის ფუნქციების კატეგორიების დათვალიერება შესაძლებელია:
ჩანართი Formulas  ჯგუფი Function Library  ფუნქციათა სასურველი კატეგორია, მაგ Logical
(სურ. 4);
ან
ჩანართი Formulas  ბრძანება Insert Function  დიალოგური ფანჯარა Insert Function (სურ.5):
სურ . 4 ფ უნქცი ათა კატე გო რ ი ე ბი Function L ibr ar y ჯგუფ ში

სურ . 5 ფ უნქცი ათა კატე გო რ ი ე ბი ს სი ა დი ალო გურ ი ფ ანჯარ აში Inse r t Function
„დაშვებულია გამოცდაზე“ სვეტის მნიშვნელობების გამოთვლისათვის გამოიყენეთ Logical ჯგუფის
პირობითი ფუნქცია IF.
„დაშვებულია გამოცდაზე“ სვეტის მნიშვნელობების გამოთვლისათვის შეასრულეთ:
ჩანართი Formulas  ჯგუფი Function Library  კატეგორია Logical  ფუნქცია IF (ნახ.6):

სურ . 6 L og ical კატე გო რ ი ი ს IF ფ უნქცი ა


ფუნქციის გაააქტიურება ასევე შესაძლებელია :
ჩანართი Formulas  ბრძანება Ins ert Function  დიალოგური ფანჯარა Ins ert Function 
კატეგორია Logical  ფუნქცია IF (სურ.7):

სურ . 7 IF ფ უნქცი ი ს ჩ ასმა Inse r t Function დი ალო გურ ი ფ ანჯრ ი დან

Logical კატეგორიის IF ფუნქციის მუშაობის პრინციპი:


ფუნქცია ამოწმებს Logical_test(ლოგიკური ტესტი)-ის ველში ჩასმული დებულების(კითხვის)
ჭეშმარიტობა / მცდარობას;
თ უ Logical_test დებულების შემოწმების შედეგია TRUE , პროგრამა ასრულებს Value_if_true ველში
მითითებულ მოქმედებას და გამოტოვებს Value_if_false ველში მითითებულ მოქმედებას;
წინააღმდეგ შემთხვევაში, ე.ი. როცა Logical_test დებულების შემოწმების შედეგია FALSE,
ასრულებს Value_if_false ველში მითითებულ მოქმედებას, ხოლო Value_if_true ველში
მითითებულ მოქმედებას გამოტოვებს.
IF ფუნქციის დიალოგური ფანჯარა შედგება ველებისაგან:
Logical test , Value_if true , Value_if false (სურ. 8):

ს ურ. 8 I F ფუნ ქც იის დია ლოგური ფა ნ ჯა რა


ველი Logical test – უნდა ასახავდეს ამოცანის პირობაში დასმულ კითხვას. მოცემულ სავარჯიშოში
ველის მნიშვნელობაა კითხვა:
შეს აბამ ის ი ს ტუდენ ტის „მ იმ დინ არ ე შედეგი“ ნ აკლებია 1 1 -ზე ? ან უ „K2<11?“
Value_if true – ველში უნდა მიუთითოთ(ჩაწეროთ) მოქმედება, რომელიც უნდა შესრულდეს, როცა
მოცემული სტუდენტის მიმდინარე შედეგი აღმოჩნდება 11-ზე ნაკლები. მოცემულ შემთხვევაში
ველის მნიშვნელობაა:
„არ აა დაშვებული“;
Value_if false - ველში უნდა მიუთითოთ(ჩაწეროთ) მოქმედება, რომელიც უნდა შესრულდეს, როცა
„მ იმდინარე შედეგი“ არაა ნაკლებია 11-ზე(მიმდინარე შედეგი>=11), ე. ი. წინააღმდეგ შემთხვევაში,
მოცემულ შემთხვევაში ველის მნიშვნელობაა:
„დაშვებულია“;

სურ . 9 IF ფ უნქცი ი ს დი ალო გურ ი ფ ანჯარ ა შე ვსე ბული ვე ლე ბი თ

შენიშვნა: თუ ფუნქციის არგუმენტი წარმოადგენს ტექსტურ მონაცემს, ტექსტი უნდა ჩასვათ


სიმბოლო- „“ - „ბრჭყალებში“(იხ სურ.9).

გაითვალისწინეთ:
IF ფუნქციის დიალოგურ ფანჯარაში Logical test ველის მნიშვნელობა: „მიმდინარე შედეგი ნაკლებია
11-ზე“, უნდა ჩაწეროთ ერთი უჯრისათვის-ერთი სტუდენტისათვის (არა დიაპაზონისათვის),
შემდეგი სახით: K2<11.
ვინაიდან, ცხრილის მეორე სტრიქონში წარმოდგენილი სტუდენტი დაშვებულია თუ არა
გამოცდაზე, განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ მისი, ანუ K2 უჯრაში განთავსებული
„მიმდინარე შედეგი“-თ.
I2 უჯრაში აგებული ფორმულის I3:I21დიაპაზონში გავრცელებისას, ფუნქცია შესაბამის
სტრიქონებში შესაბამისი სტუდენტის „მიმდინარე შედეგს“ გამოიყენებს. რაც გამოწვეულია
ფორმულაში გამოყენებული მისამართების ფარდობითობით.

I2 უჯრაში ჩაწერილი ფორმულა შევსების მარკერის გამოყენებით გაავრცელეთ I3:I21 დიაპაზონში.


გამოთვლის შედეგი იხილეთ სურ.10-ზე:
სურ . 10 შე საბამი სო ბა „ მი მდი ნარ ე შე დე გი “ , „ დაშვე ბული ა გამო ცდაზე “ ვე ლე ბი ს მნი შვნე ლო ბე ბს შო რ ი ს
ბ). ა) პუნქტის დავალება განმეორებით შეასრულეთ ველში „დაშვებულია გამოცდაზე/2“, R1, R2, R3
უჯრების მისამართების გამოყენებით.
მოცემულ შემთხვევაში IF ფუნქციის Logical test არგუმენტის ველში რიცხვი 11-ის ნაცვლად
უნდა გამოიყენოთ ამ მონაცემის შემცველი R1 უჯრის მისამართი. ტექსტების „დაშვებულია“, „არაა
დაშვებული“-ს ნაცვლად - უჯრის მისამართები R2, R3, შესაბამისად.
რადგან ცხრილის ყველა სტუდენტის მიმდინარე შედეგი უნდა შეადაროთ ერთი და იმავე
მონაცემს, R1 უჯრის შიგთავსს, რიცხვს 11-ს, R1 უჯრის მისამართი ფუნქციაში უნდა
წარმოადგინოთ აბსოლუტური(დამაგრებული) მისამართის სახით.
ამავე თვალსაზრისით ფუნქციაში აბსოლუტური (დამაგრებული)მისამართების სახით უნდა
წარმოადგინოთ R2, R3 უჯრების მისამართები (სურ. 11):

სურ . 11 აბსო ლუტურ ი R1, R2 და R3 მი სამარ თ ე ბი ფ უნქცი აში


სურ . 12 IF ფ უნქცი ი თ გამო თვლე ბი ს შე დე გი

სავარჯიშო 5
1. ა) „ჯამური ქულა“ ველი შეავსეთ შემდეგი პირობით:
თ უ სტუდენტის სტატუსი „დაშვებულია გამოცდაზე“ ველის მიხედვით არის დაშვებულია,
მ აშინ მისი „ჯამური ქულა“ გამოთვალეთ გამოსახულება/ფორმულით:
მ იმ დინ არ ე შედეგი + ფ ინ ალურ ი
წინააღმდეგ შემთხვევაში ჯამური ქულის მნიშვნელობად სტუდენტს მიანიჭეთ ტექსტი
„კურსი ვერ გაიარა“;

შეს რ ულება:
მ ითითე ბა : „ჯ ა მ ური ქულა “ ველის (დიაპაზონი M2:M21) მნიშვნელობების გამოთვლისას გამოიყენეთ
„და შ ვ ე ბულია გა მ ოც და ზე “ ველის (დიაპაზონი I2:I21) მნიშვნელობები.

წინა სავარჯიშოს ანალოგიურად M2 უჯრაში ჩასვით IF ფუნქცია, შემდეგი არგუმენტებით:


Logical test ველში ასახეთ ამოცანის პირობაში დასმული კითხვა:
სტუდენტის სტატუსი „დაშვებულია გამოცდაზე“ ველის მიხედვით = ტექსტს: „დაშვებულია“ ?
ე.ი. ააგეთ ფ ორ მ ულა: I2 = „დაშვებულია” ?
Value_if_true – ველში მიუთითეთ მოქმედება, რომელიც სრულდება, როცა სტუდენტის
„დაშვებულია გამოცდაზე“ მნიშვნელობა უდრის ტექსტს „დაშვებულია“ !
მოცემულ შემთხვევაში გამოსახულება შემდეგი სახისაა:
„მ იმ დინ არ ე შედეგი“ + „ფ ინ ალურ ი“ ( ფ ორ მ ულა K2+J2 );
Value_if_false - ველში მიუთითეთ მოქმედება, რომელიც სრულდება წინააღმდეგ
შემთხვევაში, ე.ი. როცა სტუდენტის „დაშვებულია გამოცდაზე“ მნიშვნელობა არ უდრის
ტექსტს „დაშვებულია“ !
მოცემულ შემთხვევაში ჯამური ქულის მნიშვნელობად სტუდენტს მიანიჭეთ ტექსტი:
„კურ ს ი ვერ გაიარ ა“ ; (იხ. სურ. 13).
შენიშვნა: როცა ფუნქციის არგუმენტს წარმოადგენს ტექსტი, მონაცემი უნდა ჩასვათ სიმბოლო „“ -
„ბრჭყალებში“(იხ სურ 13).
სურ . 13 IF ფ უნქცი ი ს შე ვსე ბული დი ალო გურ ი ფ ანჯარ ა

M2 უჯრის ფორმულა შევსების მარკერის გამოყენებით გაავრცელეთ დიაპაზონში M3:M21(სურ.14):

სურ . 14 IF ფ უნქცი ი ს მნი შვნე ლო ბე ბი

ბ) ა) პუნქტის დავალება განმეორებით შეასრულეთ ველში „ჯამური ქულა/2“ R2 უჯრის მისამართის


გამოყენებით.
შეს რ ულება: წინა დავალების ანალოგიურად P2 უჯრაში ჩასვით IF ფუნქცია და შეავსეთ ფუნქციის
დიალოგური ფანჯრის ყველა არგუმენტი, გარდა Logical tes t-სა:
Logical test ველში ამოცანის პირობაში დასმული კითხვა:
სტუდენტის სტატუსი „დაშვებულია გამოცდაზე“ ველის მიხედვით = ტექსტს: „დაშვებულია“ ?
ასახეთ შემდეგი ფორმულით: I2 = $R$2 (სურ.15) ?
შენ იშვნ ა: ტექსტი „დაშვებულია“ ფუნქციაში უნდა იყოს წაკითხული R2 უჯრიდან, რომელიც
აბსოლუტური მისამართის იქნება წარმოდგენილი ფორმულაში(სურ. 15):

სურ . 15 აბსო ლუტურ ი მი სამარ თი ფ უნქცი ი ს არ გუმე ნტში

IF ფუნქციის შედეგი-„ჯამური ქულა/2“ სვეტის მნიშვნელობები წარმოდგენილია სურ.16-ზე:

სურ . 16 IF ფ უნქცი ი ს მნი შვნე ლო ბე ბი

ს ავარჯიშო 6:
ააგეთ გამოსახულება/ფორმულა, რომელიც „საერთო ქულა, ბონუსით“ ველს შეავსებს
შემდეგი პირობით:
ყოველი სტუდენტის „ჯამური ქულა“ გაზარდეთ ბონუს 2 ქულით (გამოიყენეთ უჯრა T2);
შესრულება:
U2 უჯრაში ჩასვით გამოსახულება/ფორმულა: =M2+$T$2 (სურ.17):

სურ . 17 „ საე რ თო ქულა, ბო ნუსი თ “ გამო სახულე ბა/ ფ ო რ მულა

შ ენიშვნა: U2 უჯრის ფორმულაში T2 უჯრის მისამართი აუცილებელია იყოს აბსოლუტური, რადგან ყველა
სტუდენტის ჯამური ქულა პირობის მიხედვით უნდა გაზარდოთ ერთი და იმავე რიცხვით, რომელიც T2
უჯრაშია ჩაწერილი.

U2 უჯრის ფორმულა გაავრცელეთ დიაპაზონში U3:U21(სურ.18):

სურ . 18 „ საე რ თო ქულა, ბო ნუსი თ “ სვე ტი მნი შვნე ლო ბე ბი

შენიშვნა: „საერთო ქულა, ბონუსით“ ველის (U2:U21) ზოგიერთი მნიშვნელობა ასახავს სტუდენტის
ჯამურ ქულას, გაზრდილს 2 ბონუს ქულით, რიცხვითი მონაცემის სახით, ხოლო ზოგიერთი
შეტყობინებას შეცდომაზე #VALUE!.
შეცდომაზე შეტყობინება #VALUE! ტექსტური მონაცემის „კურსი ვერ გაიარა“ და რიცხვითი
მონაცემის „2“-ის შეკრების მცდელობის შედეგია.
დასკვნა: ექსელში დაუშვებელია რიცხვით მონაცემსა და ტექსტურ მონაცემზე არითმეტიკული
მოქმედებების შესრულება.
ს ავარჯიშო 7:
თ უ სტუდენტის „გაცდენების“ რაოდენობა აღემატება 6-ს,
მ აშინ სტუდენტის „+ბონუს ქულა“ ველის მნიშვნელობაა „ჯამური ქულა“ შემცირებული 5
საჯარიმო ქულით;
წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტის „+ბონუს ქულა“ ველის მნიშვნელობაა „ჯამური ქულა“
გადიდებული 2 ბონუს ქულით;

შესრულება:
შენიშვნა: რადგან „ჯამური ქულა“ ველი შეიცავს როგორც რიცხვით ასევე ტექსტურ მნიშვნელობებს,
„ჯამური ქულა“ ველის გამოყენებით არითმეტიკული გამოთვლების შესრულებისას ექსელი
შედეგში დააფიქსირებს შეცდომებს.
IF ფუნქციით გამოთვლების შესრულებისას შეცდომების თავიდან აცილების მიზნით,
„ჯამური ქულა“ ველის ნაცვლად უმჯობესია გამოიყენოთ გამოსახულება „ფინალური“ +
„მიმდინარე შედეგი“, ანუ ფორმულა J2+K2 .
Q2 უჯრაში მე-5 დავალების ანალოგიურად ჩასვით IF ფუნქცია, გააქტიურეთ ფუნქციის
დიალოგური ფანჯარა და ფანჯრის ველები შეავსეთ შემდეგი სახით:
Logical_test ველი უნდა ასახავდეს ამოცანის პირობაში დასმულ კითხვას:
„გაცდენ ები“-ს რაოდენობა > 6 ?
ე.ი. ფორ მულას : L2 > 6 (სურ. 19)?;
Value_if_true – ველში უნდა ჩაწეროთ მოქმედება, რომელიც შესრულდება, როცა „გაცდენები“-ს
რაოდენობა > 6-ზე;
მოცემულ შემთხვევაში ველის მნიშვნელობაა შემდეგი გამოსახულება/ფორმულა:
„ფინალურ ი“ + „მიმდინარ ე შედეგი“ - 5 საჯარ იმო ქულა;
ე.ი. ფ ორ მ ულა: J2+K2 -5 (სურ. 19);
Value_if_false - ველში უნდა მიუთითოთ მოქმედება, რომელიც შესრულდება წინააღმდეგ
შემთხვევაში, ე.ი. როცა სტუდენტის „გაცდენები“-ს რაოდენობა <= 6;
მოცემულ შემთხვევაში ველის მნიშვნელობაა შემდეგი გამოსახულება/ფორმულა:
„ფინალური“ + „მიმდინარე შედეგი“ + 2 ბონუს ქულა;
ე.ი. ფორმულა: J2+K2 +2 (სურ. 19).

შენიშვნა: თუ IF ფუნქციის დიალოგური ფანჯრის Value_if_true და Value_if_false ველებში 5-ი და 2-


ი რიცხვების ნაცვლად გამოიყენებთ რიცხვით მონაცემთა უჯრების მისამართებს: S2, T2-ს, ისინი
ფორმულაში უნდა წარმოადგინოთ აბსოლუტური მისამართების სახით:
Value_if_ true -ის გამოსახულებაა J2+K2 - $S$2;
Value_if_ fals e --ის გამოსახულებაა J2+K2+ $T$2 .
სურ . 19 პი რ ო ბი ს მი ხე დვი თ შე ვსე ბული IF ფ უნქცი ი ს დი ალო გურ ი ფ ანჯარ ა

Q2 უჯრის ფორმულა შევსების მარკერით გაავრცელეთ Q3:Q21 დიაპაზონში(სურ.20):

სურ . 20 „ +ბო ნუს ქულა“ სვე ტი ს მნი შვნე ლო ბე ბი

სავარჯიშო 8:
Data L4 გვერდზე R სვეტის წინ დაამატეთ ერთი სვეტი.
შექმენით Data L4 გვერდის 5 კოპიო, კოპიო გვერდები ჩასვით დოკუმენტის ბოლო გვერდად;
გვერდებს დაარქვით სახელები Sort1, Sort2, Sort3, Sort4, Sort5.
შესრულება:
სვეტის დამატება, გვერდების კოპირება შეასრულეთ განხილული, წინა დავალებების
ანალოგიურად(იხილეთ სალექციო მასალები), შედეგი წარმოდგენილია სურ. 21-ზე:
სურ . 21 data L 4 გვე რ დი ს 5 კო პი ო S or t1, S or t2, S or t3, S or t4, S or t5
სავარჯიშო 9:
Sort1 გვერდზე დაახარისხეთ A1:Q21 ცხრილის მონაცემები, შემდეგი პირობით:
„ს ტუდენ ტის გვარ ი/ს ახელი“ ველის მიხედვით, ზრ დადობით ;
შესრულება:
Sort1 გვერდზე მონიშნეთ A1:Q21 ცხრილის რომელიმე უჯრა და შეას რ ულეთ :
ჩანართი Data  ჯგუფი Sort & Filter  ბრძანება Sort (სურ.22)  Sort დიალოგური
ფანჯრის(სურ.23) ველები შეავსეთ სურ. 24-26-ის მიხედვით:

სურ . 22 D ata ჩ ანარ თი ს დახარ ი სხე ბი ს ბრ ძანე ბა S or t

სურ . 23 Sort დი ალო გურ ი ფ ანჯარ ა


სურ . 24 დახარ ი სხე ბა „ სტუდე ნტი ს გვარ ი / სახე ლი „ ვე ლი ს მი ხე დვი თ

სურ . 25 დახარ ი სხე ბა მნი შვნე ლო ბი ს - V alue s მი ხე დვი თ

სურ . 26 დახარ ი სხე ბა ზრ დადო ბი თ - A to Z

სურ . 27 ცხრ ი ლი დახარ ი სხე ბამდე


სურ . 28 ცხრ ი ლი „ სტუდე ნტი ს გვარ ი / სახე ლი „ ვე ლი ს მი ხე დვი თ დახარ ი სხე ბი ს შე მდე გ

ს ავარჯიშო 10:
Sort2 გვერდზე დაახარისხეთ A1:Q21 ცხრილის მონაცემები, შემდეგი პირობით:
„ს აგნ ის ტიპი“ ველის მიხედვით, კლებით ;
შესრულება:
„ს აგნის ტიპი„ ველის მიხედვით, კლებით დახარისხება შეასრულეთ მე-9 დავალების
ანალოგიურად, სურ: 29-ის მიხედვით:

სურ . 29 დახარ ი სხე ბა „ საგნი ს ტი პი “ ვე ლი ს მი ხე დვი თ , პარ ამე ტრ ი თ V alue s, კლე ბი თ

შენიშვნა: დახარისხების შესრულებამდე არ მონიშნოთ დავალების შესაბამისი კონკრეტული სვეტი, უნდა


მონიშნოთ დასახარისხებელი ცხრილი ერთიანად!
დახარისხების შედეგი იხილეთ სურ.30-ზე:
სურ . 30 ცხრ ი ლი „ საგნი ს ტი პი “ ვე ლი ს მი ხე დვი თ დახარ ი სხე ბი ს შე მდე გ

ს ავარჯიშო 11:
Sort3 გვერდზე დაახარისხეთ ცხრილის მონაცემები, შემდეგი პირობით:
„შუალედური” ველის მიხედვით, ზრდადობით;
შესრულება:
დახარისხება „შუალედური“ ველის მიხედვით, ზრდადობით სრულდება მე-10 სავარჯიშოს
ანალოგიურად, იხ. სურ: 31:

სურ . 31 ცხრ ი ლი ს დახარ ი სხე ბა „ შუალე დურ ი “ ვე ლი ს მი ხე დვი თ , ზრ დადო ბი თ

დახარისხების შედეგი იხლეთ სურ.32-ზე:


სურ . 32 ცხრ ი ლი „ შუალე დურ ი “ ვე ლი ს მი ხე დვი თ დახარ ი სხე ბი ს შე მდე გ

შენ იშვნ ა 1 : რამოდენიმე სვეტისაგან შედგენილი ცხრილის სვეტის/სვეტების მიხედვით დახარის-


ხებისას დაუშვებელია მონიშნოთ მხოლოდ ის სვეტი/სვეტები, რომლის მიხედვით უნდა
დაახარისხოთ ცხრილი. თუ მომხმარებელი მონიშნავს ცხრილის ერთ-ერთ შევსებულ უჯრას,
Sort ბრძანების შესრულებისას თავად პროგრამა მონიშნავს სრულად ცხრილს. თუმცა ცხრილის
სრულად მონიშვნა თავად მომხმარებელსაც შეუძლია Sort ბრძანების შესრულებამდე.
შენ იშვნ ა 2: დახარისხების შესრულებისას Sort დიალოგური ფანჯრაში შეამოწმეთ არის თუ არა
მონიშნული პარამეტრი: My data has headers (სურ. 33). წინააღმდეგ შემთხვევაში დახარისხების
დიალოგური ფანჯარის Sort by ველში ცხრილის სვეტების დასახელებების ნაცვლად
გამოჩნდება ექსელის გვერდის სვეტების სახელები A, B, C და ა. შ(სურ.34):

სურ . 33 S or t დი ალო გურ ი ფ ანჯრ ი ს მო ნი შნული პარ ამე ტრ ი My data has he ade r s

სურ . 34 S or t დი ალო გურ ი ფ ანჯრ ი ს მო უნი შნავი პარ ამე ტრ ი My data has he ade r s
შენ იშვნ ა 3: ცხრილისათვის დანიშნული დახარისხების წესის წაშლა შესაძლებელია Sort დიალო-
გური ფანჯრის Detete Level ბრძანებით, შესაბამისი დახარისხების წესი-Level-ის მონიშვნის
შემდეგ (სურ.34).
ს ავარჯიშო 12:
Sort4 გვერდზე შეასრულეთ ცხრილის მონაცემების მრავალდონიანი დახარისხება, შემდეგი
პრიორიტეტებით:
„სტუდენტის გვარი/სახელი“ ველის მიხედვით, ზრდადობით;
„დაშვებულია გამოცდაზე“ ველის მიხედვით, კლებით;
„ფ ინალური“ველის მიხედვით, ზრდადობით;

შესრულება:
Sort4 გვერდზე დავალების პირობის მიხედვით ცხრილის დახარისხებისათვის შეასრულეთ:
პირველი ეტაპი: წინა დავალებების ანალოგიურად დახაარისხეთ ცხრილის მონაცემები პირველი
პრიორიტეტის მიხედვით:
„სტუდენტის გვარი/სახელი“ ველის მიხედვით, ზრდადობით (იხ.სურ 35);

სურ . 35 დახარ ი სხე ბა პი რ ვე ლი პრ ი ო რ ი ტე ტი ს მი ხე დვი თ


მეორე ეტაპი: Sort დიალოგური ფანჯარში შეასრულეთ ბრძანება Add Level  დანიშნეთ
დახარისხების მეორე პრიორიტეტი:
„დაშვებულია გამ ოცდაზე“ ველის მიხედვით, კლებით , სურ 36-ის მიხედვით:
სურ . 36 დახარ ი სხე ბი ს მე ო რ ე დო ნე

მ ესამე ეტაპი: Sort დიალოგური ფანჯარში გააქტიურეთ ბრძანება Add Level  შექმენით
დახარისხების მესამე დონე:
„ფ ინალური“ველის მიხედვით, ზრდადობით, სურ 37-ის მიხედვით:

სურ . 37 დახარ ი სხე ბი ს მე სამე დო ნე

OK ბრძანებით (სურ. 37) დაასრულეთ ცხრილის მრავალდონიანი დახარისხება.


სურ. 38-ზე წარმოდგენილია მრავალდონიანი დახარისხების შედეგი:
სურ . 38 მრ ავალდო ნი ანი დახარ ი სხე ბი ს შე დე გი

ს ავარჯიშო 13:
Sort5 გვერდზე დაახარისხეთ ცხრილის მონაცემები:
„მიმართულება“ ველის მიხედვით, ქართული ალფავიტის თანმიმდევრობით, ზრდადობით.
შენიშვნა: ქართული ალფავიტის მიხედვით დახარისხება შეუძლებელია პროგრამის
სტანდარტული საბრძანებო საშუალებებით, ვინაიდან ოპერაციული სისტემა ქართული
ალფავიტის სიმბოლოთა თანმიმდევრობას ვერ ცნობს.
ასეთი ტიპის, დახარისხების წესის შექმნისათვის, უნდა შექმნათ სამომხმარებლო სია (CustomLists)
ქართული ალფავიტის სიმბოლოთა ელემენტებით (სურ. 40).
შესრულება(სურ. 39-41):
 მონიშნეთ მონაცემთა ცხრილის ნებისმიერი უჯრა(სურ 39);
 გაააქტიურეთ ჩანართი: Data  ჯგუფი: Sort & Filter  ბრძანება Sort ;
 შეავსეთ Sort ბრძანების ველები შემდეგი სახით:
 Sort By - მ იმ არ თ ულება;
 Sort On – Values ;
 Order – Cus tom Lis t…(სურ 39);
 Custom Lists დიალოგური ფანჯრის List Entries: ველში შეიტანეთ სამომხმარებლო სიის, ანუ
ქართული ალფავიტის სიმბოლოები(სურ. 40)  ბრძანება Add (იხ.სურ. 40)  Custom Lists
დიალოგური ფანჯარა დახურეთ OK ბრძანებით  Sort ფანჯარა დახურეთ OK ბრძანებით
(იხ.სურ. 41):
სურ . 39 დახარ ი სხე ბი ს წე სი ს შე ქმნა, სამო მხმარ ე ბლო სი ი ს გამო ყ ე ნე ბი თ

სურ . 40 სამო მხმარ ე ბლო სი ა, ქარ თ ული ალფ ავი ტი ს სი მბო ლო ე ბი თ


სურ . 41 დახარ ი სხე ბი ს ახალი წე სი

სურ . 42 „ მი მარ თულე ბა“ ვე ლი ს მი ხე დვი თ დახარ ი სხე ბული ცხრ ი ლი


ს ავარჯიშო 14:
შექმენით Color გვერდის 2 კოპიო, კოპიო გვერდები ჩასვით დოკუმენტის ბოლო გვერდად;
გვერდებს დაარქვით სახელები Color1, Color2
Color1 გვერდზე შეასრულეთ ცხრილის მონაცემების დახარისხება, შემდეგი პირობით:
„დაშვებულია გამ ოცდაზე“ ველის მიხედვით, უჯრათა ფონის ფერების შემდეგი
თანმიმდევრობით: წით ელი, თ ეთ რ ი, ყვით ელი;
შესრულება:
პირველი ეტაპი: Color1 გვერდზე დავალების პირობის მიხედვით ცხრილის დახარისხებისათვის
შეასრულეთ(სურ. 43);
 მონიშნეთ მონაცემთა ცხრილის ნებისმიერი უჯრა;
 გაააქტიურეთ ჩანართი: Data  ჯგუფი: Sort & Filter  ბრძანება Sort ;
 შეავსეთ Sort by ველები შემდეგი სახით:
 Sort By - დაშვებულია გამ ოცდაზე
 Sort On – Cell Color;
 Order – აირჩიეთ ფერი: წითელი;
 პოზიცია - On Top;

სურ. 43 დახარ ი სხე ბი ს წე სი ს შე ქმნა, C e ll C olor პარ ამე ტრ ი ს მი ხე დვი თ , ფ ე რ ი : წი თე ლი , პო ზი ცი ა: ზე ვი თ

მ ეორე ეტაპი(სურ. 44):


 Sort ფანჯარაში შეასრულეთ ბრძანება Add Level (იხ.სურ. 44):
 გაააქტიურეთ ჩანართი: Data  ჯგუფი: Sort & Filter  ბრძანება Sort ;
 შეავსეთ Then By ველები შემდეგი სახით:
 Sort By - დაშვებულია გამ ოცდაზე
 Sort On – Cell Color;
 Order – აირჩიეთ ფერი: ყვითელი;
 პოზიცია - On Bottom;
 Sort ფანჯარა დახურეთ OK ბრძანებით ;
სურ. 44 დახარისხების წე სი ს შე ქმნა, C e ll C olor პარ ამე ტრ ი ს მი ხე დვი თ , ფ ე რ ი : ყ ვი თე ლი , პო ზი ცი ა: ბო ლო ს.

დახარისხების შედეგი იხილეთ სურ. 45-ზე:

სურ . 45 C e ll C olor პარ ამე ტრ ი ს მი ხე დვი თ დახარ ი სხე ბული ცხრ ი ლი


ს ავარჯიშო 15:
Color2 გვერდის S1 უჯრაში ჩასვით ტექსტი „ფინალური %“;
J25 უჯრის მონაცემი ფინალური გამოცდის მაქსიმალურ ქულაზე მიუთითებს.
გამოიყენეთ J25 უჯრის მონაცემი და ააგეთ გამოსახულება/ფორმულა, რომელიც
„ფინალური %“ ველის მნიშვნელობებს გამოთვლის შემდეგი პირობით:
მაქსიმალური ქულის(J25 უჯრა) რამდენი პროცენტი აქვს დაგროვილი სტუდენტს ფინალურ
გამოცდაზე;
მ ითითება: „ფინალური %“ სვეტის თითოეულ უჯრაში გამოსახულება/ფორმულით უნდა
გამოთვალოთ:
ფინალური გამოცდის მაქსიმალური 40 ქულის (J25 უჯრა) რამდენი პროცენტია შესაბამისი სტუდენტის
ფინალური შეფასება (იხ. სვეტი „ფინ ა ლური“).

შენიშვნა: რომ გამოთვალოთ a რიცხვის რამდენი %-ია b რიცხვი (a -ს X % = b მაგ: 40-ის ?%=18),
შეასრულეთ მოქმედება: b / a და მიღებული რიცხვითი მნიშვნელობები გადაიყვანეთ
პროცენტულ ფორმატში.
შესრულება:
S2 უჯრაში ააგეთ გამოსახულება/ფორმულა: = J2 / $J$25  მიღებული ფორმულა გაავრცელეთ
S3:S21 დიაპაზონში(იხ.სურ.46)  მონიშნული S2:S21 დიაპაზონისათვის გაააქტიურეთ Format Cells
დიალოგური ფანჯარა  ჩანართი Number  კატეგორია Percentage  Decimal Places 2 (იხ. სურ 47):

სურ . 46 ფ ი ნალურ ი % სვე ტი ს მნი შვნე ლო ბე ბი G e ne r al ფ ო რ მატი თ


სურ . 47 ფ ი ნალურ ი % სვე ტი ს მნი შვნე ლო ბე ბი ს ფ ო რ მატი რ ე ბა

სურ . 48 „ ფ ი ნალურ ი %“ სვე ტი ს მნი შვნე ლო ბე ბი პრ ო ცე ნტული ფ ო რ მატი თ


1. კურსის საიტიდან ჩამოტვირთეთ და გახსენით EXCEL-ის წიგნი Lesson 4-TEMP-HW;
2. წიგნი შეინახეთ “Lesson4yournameHW” (მაგ: lesson4annagoguadzeHW) სახელით, წინასწარ
შექმნილ სამუშაო საქაღალდეში lesson 4-your nameHW;

3. ა) ყოველი სტუდენტისათვის გამოსახულება/ფორმულით გამოთვალეთ “მიმდინარე


შედეგი/ ფორმულა” ველის მნიშვნელობები შემდეგი პირობით:
სტუდენტის მიმდინარე შედეგია პრქტიკ.N1, პრქტიკ.N2, პრ ქტიკ.N3 და შუალედურ ი-ს
ქულათა ჯამი;
ბ) ყოველი სტუდენტისათვის შესაბამისი ფუნქციის გამოთვალეთ „მიმდინარე შედეგი/
ფ უნქცია“ ველის მნიშვნელობები შემდეგი პირობით:
სტუდენტის მიმდინარე შედეგია პრქტიკ.N1, პრქტიკ.N2, პრ ქტიკ.N3 და შუალედურ ი-ს
ქულათა ჯამი;
4. ა) „დაშვებულია გამოცდაზე“ ველი შეავსეთ შემდეგი პირობით:
თ უ სტუდენტის პრქტიკ.N1 ; პრქტიკ.N2 ; პრქტიკ.N3 და შუალედური შედეგების ჯამი
ნ აკლებია 21-ზე,
მ აშინ სტუდენტს „დაშვებულია გამოცდაზე“ ველის მნიშვნელობად მიანიჭეთ ტექსტი -
„ჩაიჭრა“;
წინააღმდეგ შემთხვევაში „დაშვებულია გამოცდაზე“ ველის მნიშვნელობად სტუდენტს
მიანიჭეთ სტატუსი(ტექსტური მნიშვნელობა) - „დაშვებულია ფინალურზე“;
შენიშვნა: ფუნქციაში გამოიყენეთ U1, U2, U3 უჯრის მისამართები.
5. ველი „ბონუსი/ჯარიმა“ შეავსეთ შემდეგი პირობით:
თ უ სტუდენტის გაცდენების რაოდენობა ნაკლებია 6-ზე,
მაშინ „ბონუსი/ჯარიმა“ ველს მიანიჭეთ მნიშვნელობა 4 ქულა (ბონუსი-რიცხვი +4);
წინააღმდეგ შემთხვევაში „ბონუსი/ჯარიმა“ ველს მიანიჭეთ მნიშვნელობა ჯარიმა 5 ქულა
(რიცხვი „-5“);
6. ველი „ჯამური ქულა“ შეავსეთ შემდეგი პირობით:
თ უ სტუდენტის სტატუსი „დაშვებულია გამოცდაზე“ ველის მიხედვით არის დაშვებულია,
მ აშინ
სტუდენტის „ჯამური ქულა“ გამოთვალეთ: „მიმდინარე შედეგი/ფორმულა“,
„ფინალური“ და „ბონუსი/ჯარიმა“-ების მნიშვნელობების ჯამის
გამოსახულებით;
წინააღმდეგ შემთხვევაში
ჯამური ქულის მნიშვნელობად სტუდენტს მიანიჭეთ ტექსტი „კურსი ვერ გაიარა“;
7. „შეფასება“ ველი შეავსეთ შემდეგი პირობით:
თ უ სტუდენტის „ჯამური ქულა“ ველის მნიშვნელობაა „კურსი ვერ გაიარა“,
მ აშინ სტუდენტს „შეფასება“ ველის მნიშვნელობად მიანიჭეთ ტექსტი-„F”;
თ უ სტუდენტის „ჯამური ქულა“ ველის მნიშვნელობა ნაკლებია <60-ზე;
მ აშინ სტუდენტს „შეფასება“ ველის მნიშვნელობად მიანიჭეთ ტექსტი-„B”;
წინააღმდეგ შემთხვევაში
სტუდენტს „შეფასება“ ველის მნიშვნელობად მიანიჭეთ ტექსტი-„A”;
8. I40 უჯრის მონაცემი შუალედური გამოცდის მაქსიმალურ(30) ქულაზე მიუთითებს.

გამოიყენეთ I40 უჯრის მონაცემი და ააგეთ გამოსახულება/ფორმულა, რომელიც


„შუალედური %“ ველის მნიშვნელობებს გამოთვლის შემდეგი პირობით:
მაქსიმალური ქულის( I40 უჯრა) რამდენი პროცენტი აქვს დაგროვილი სტუდენტს
შუალედურ გამოცდაზე;
„შუალედური %“ ველის მნიშვნელობებს დაუნიშნეთ პროცენტული ფორმატი, ათწილად
ნაწილში 1 ციფრით.

9. შექმენით Data გვერდის კოპიო 6 კოპიო, გვერდებს დაარქვით სახელები: Copy1, Copy2,
Copy3, Copy4, Copy5, Copy6.
10. Copy1 გვერდზე დაახარისხეთ ცხრილის მონაცემები შემდეგი პირობით:
„დაშვებულია გამოცდაზე“ ველის მიხედვით, კლებით;
11. Copy2 გვერდზე დაახარისხეთ ცხრილის მონაცემები შემდეგი პირობით:
„ჯამური ქულა“ ველის მიხედვით ზრდადობით;
12. Copy3 გვერდზე და დაახარისხეთ ცხრილის მონაცემები შემდეგი პირობით:
„ფ ინალური“ ველის მიხედვით, კლებით;
13. Copy4 გვერდზე შეასრულეთ ცხრილის მონაცემების მრავალდონიანი დახარისხება შემდეგი
პრიორიტეტების მიხედვით:
„ს აგნის ტიპი „ ველის მიხედვით, ზრდადობით;
„დაშვებულია გამოცდაზე“ ველის მიხედვით, კლებით;
„ჯამური ქულა“ ველის მიხედვით, კლებით;
„შუალედური“ველის მიხედვით, ზრდადობით;
14. Copy5 გვერდზე დაახარისხეთ ცხრილის მონაცემები, შემდეგი პირობით:
„დაბ. თვე“ (დაბადების თვე) ველის მიხედვით, წელიწადის თვეების ქართული
დასახელებების ზრდადი თანმიმდევრობით (იანვარი, თებერვალი, ....დეკემბერი).
15. Copy6 გვერდზე შეასრულეთ ცხრილის მონაცემების დახარისხება შემდეგი პირობით:
„ს ტუდენ ტის გვარ ი/ს ახელი“ ველის მიხედვით, უჯრათა ფონის ფერების შემდეგი
თანმიმდევრობით: წით ელი, ყვით ელი, ლურ ჯი, თ ეთ რ ი.

You might also like