Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

პოლიტიკური პარტია Political Party

თავისუფალი საქართველო Free Georgia


თბილისი, ონიაშვილის ქუჩა N80 80 Oniashvili Street, Tbilisi
ტელ: 593505444,ელ-ფოსტა: freegeorgia2010@gmail.com Phone: 593505444, Email:freegeorgia2010@gmail.com

თბილისის მერიის
არქიტექტურის სამსახურს

თბილისის მერიის იურიდიულ სამსახურს

2008 წლის 20 ივლისს საქართველოს მოქალაქე ნია გოგატიშვილმა


(პ/ნ:59001037031) მშენებლობის ნებართვით შეიძინა მიწის ნაკვეთი მდებარე ქ.
თბილისში, სოფელ დიღომში, ქოშიგორაზე (ს.კოდით: 01.7214.006.781). 2019
წლის 13 თებერვალს მოქალაქემ განცხადებით (NAR1662662) მიმართა
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს და ვინაიდან ნაკვეთზე
მშენებლობის უფლება უკვე გაცემული იყო, მოითხოვა საცხოვრებელი
პროექტის (ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი, I კლასი, უსაძირკველო
შენობა) დამტკიცების შესახებ შეთანხმება. თუმცა მას უარი ეთქვა იმ
მოტივით, რომ ტერიტორია არის გაუშენიანებელი, არ არსებობს
კომუნიკაციები და გამართული სატრანსპორტო სისტემა, რაც არ შეესაბამება
სიმართლეს - აღნიშნულ ტერიტორიაზე არის ელექტროენერგია, წყალი, გაზი
და სატრანსპორტო გზა, რომელიც უკვე 50 წელია არსებობს.

1. ხომ არ შეილახა მოქალაქე ნია გოგატიშვილის უფლებები როცა მას


ეთქვა უარი მშენებლობის შესახებ ნაკვეთზე, რომელიც მშენებლობის
უფლებით ჰქონდა ნაყიდი?!

2. ადგილი ხომ არ აქვს დისკრიმინაციას ნია გოგატიშვილის მიმართ და


დისკრეციული უფლების არასწორ გამოყენებას, ვინაიდან სადავო
ტერიტორიაზე უკვე არსებობს მშენებლობის ნებართვები, აშენებულია
სახლები - გოგატიშვილის საკუთრებაში არსებული ნაკვეთიდან 200
მეტრში აშენებულია შენობა, ნაკვეთის მომიჯნავედ დაწყებულია
მშენებლობა და სხვ. მაგრამ მოქალაქე გოგატიშვილს ანალოგიურ
პირობებში უარი ეთქვა მშენებლობის ნებართვაზე.

3. გარდა ამისა, მოქალაქე მიუთითებს, რომ მას უარი ეთქვა საჩივრის


დაკმაყოფილებაზე, თუმცა ამასთან დაკავშირებით არ მიუღია
წერილობითი დოკუმენტი, რის გამოც ვერ მიმართავს სასამართლოს.

გთხოვთ, აგრეთვე გაითვალისწინოთ, რომ გოგატიშვილი არის გორის


რაიონიდან და მის ოჯახს საუკუპაციო რეჟიმმა ჩამოართვა მიწის ნაკვეთი,
ანუ იგი უკვე მეორედ რჩება საცხოვრებელი ბინის გარეშე,

პატივისცემით,

კახა კუკავა

„თავისუფალი საქართველო“-ს თავმჯდომარე

You might also like