Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

სამედიცინო სერვისები

ნარკოლოგიურ განყოფილებაში შედის ამბულატორიული და ფსიქოლოგიური დახმარების


სერვისები.

ამბულატორიულ სერვისებში შედის :ექიმი ნარკოლოგის კონსულტაცია, მათ შორის, ბინაზე


გამოძახებით, ალკოჰოლური ნივთიერების და ნარკოტიკული საშუალების მოხმარების
მაბლოკირებელი თერაპია, დინამიურ ნარკოლოგიური გამოკვლევა აღრიცხვიდან მოხსნის
მიზნით...

ფსიქოლოგიური დახმარების -

 ფსიქოდიაგნოსტიკა – ჩართვისას, პერიოდულობით და საჭიროებისამებრ;

 ინდივიდუალური ფსიქოკორექცია;

 ჯგუფური ფსიქოკორექცია;

 ფსიქოლოგიური კონსულტაცია;

 არტთერაპია-ერგოთერაპია

 ბენეფიციარის და/ან მისი ოჯახის წევრის/პარტნიორის/მზრუნველის კონსულტირება

ეს სერვისები ხელმისაწვდომია

 პაციენტებზე, რომლებიც ჩართულნი არიან ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში;

 პირებზე, რომლებმაც ჩაიტარეს სტაციონარული, ან ამბულატორიული დეტოქსიკაცია;

 თვითდინებით მოსული პირები, რომლებსაც აქვთ მსგავსი საჭიროებები.

სოციალური სერვისები
სოციალურ სერვისებში შედის რეაბილიტაცია სათემო მობილური სერვისები და
სპორტულ-გამაჯანსაღებელი.

5.რეაბილიტაცია (სოც. მუშაკები, ფსიქოლოგები)

ცენტრში ფუნქციონირებს სოციალური რეაბილიტაციის განყოფილება, რომელიც,


ძირითადად, ემსახურება გრძელვადიან, სტაციონარულ მკურნალობაზე მყოფ, ფსიქიკური
აშლილობის მქონე პირებს. ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მიზანია პაციენტების იმ
უნარების შენარჩუნება, ან გაუმჯობესება, რომელიც დამოუკიდებელი ცხოვრების
საშუალებას მისცემთ. მაგ. თავის მოვლის და კომუნიკაციური უნარების დასწავლა/აღდგენა,
უტარდებათ ფსიქოგანათლება, არტთერაპია, ინდივიდუალური რაციონალური თერაპია და
სხვა

6.სათემო მობილური სერვისები

 პაციენტის სოციალური უნარ-ჩვევების ტრენინგი, სამედიცინო მომსახურებასთან ერთად


სოციალური პრობლემების მოგვარებაში დახმარება (საჭიროების შესაბამისად, პაციენტის და
მისი მხარდამჭერების ინფორმირება, ან/და დოკუმენტაციის შეგროვებაში დახმარება, ან/და
თანხლება უწყებებში ვიზიტისას);

მდგომარეობის ინდივიდუალური მართვის გეგმის შემუშავება და შესრულება

 8 საათის განმავლობაში სერვისის ხელმისაწვდომობა;

 სომატური პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტის და მისი მხარდამჭერების


ინფორმირება არსებული სომატური პრობლემების, შემდგომი კვლევის საჭიროების და
ხელმისაწვდომი პროგრამების შესახებ, ამასთან, სომატური პროფილის ექიმთან ვიზიტისას ან
გამოკვლევებისას თანხლება, თუ დამოუკიდებლად ამას ვერ ახერხებს პაციენტი და სომატური
პრობლემები ნეგატიურად აისახება მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

სოციალური სერვისები

სოციალური დახმარების სერვისები ითვალისწინებს

 ბენეფიციარის მდგომარეობისა და საჭიროებების განსაზღვრა/შეფასება;

 სოციალური კონსულტირება სოციალური თანხლება – საჭიროებისამებრ;

 ბენეფიციარის და/ან მისი ოჯახის წევრის/პარტნიორის/მზრუნველის სწავლება/ტრენინგი.

სპორტულ-გამაჯანსაღებელში შედის

 ციგუნთერაპია;

 ფიზიკური ვარჯიში.

მომხმარებლები
მომხმარებლები: მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები, რომლებიც ხშირად, ან
ხანგრძლივი ვადით თავსდებიან სტაციონარში.

პირები, რომლებთაც ანამნეზში აღენიშნებათ ცუდი დამყოლობა მკურნალობაზე, რის გამოც


ხშირად რჩებიან მკურნალობის გარეშე, ან წყვეტენ მკურნალობას, რაც ფსიქოპათოლოგიური
სიმპტომატიკის გაუარესებას იწვევს;

სოციალური პრობლემების მქონე პირები, რომელთა მოგვარებასაც ავადმყოფობის გამო


დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ.

You might also like