Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 12

28

©გიორგი ახალკაციშვილი, მე-11 კლასის ტესტები

სახელი, გვარი : _________________________________

/ ქართლი V საუკუნეში. ვახტანგ გორგასალი /

1) III საუკუნეში ქართლის გაქრისტიანებას განსაკუთრებით მტრულად შეხვდა...

ა. ბიზანტია, ბ. სასანიანთა ირანი, გ. პართია, დ. არაბები.

2) რომელ წლებში არსებობდა სასანიანთა ირანი?

ა. ძვ.წ 190- ახ. წ. 226 წ.; ბ. 226-655 წწ; გ. 226-651 წწ; დ. 661-750 წწ.

3) დაწერეთ ვინ იყვნენ დიდაზნაურები , რა თანამდებობები ეკავათ მათ და რას


განაგებდნენ? (3 ქ.)

4) დიდაზნაურები დაუპირისპირდნენ...

ა. სპასპეტებს, ბ. პიტიახშებს, გ. მეფეს, დ.ირანის შაჰს.

5) რომელ წელს გააუქმა ირანმა სომხეთში მეფობა?

ა. 420 წელს, ბ. 426 წელს, გ. 428 წელს, დ. 431 წელს.

6) ვახტანგ გორგასალი ქართლის ტახტზე ავიდა...

ა. 449 წელს, ბ. 444 წელს, გ. 450 წელს, დ. 522 წელს.

7) რომელ წლებში მოღვაწეობდა ვახტანგ გორგასალი?

ა. 449-524 წწ, ბ. 444-502 წწ, გ. 449-502 წწ, დ. 502-522 წწ.

8) დაწვრიელბით დაწერეთ რა მდგომარეობაში იყო ქართლი ვახტანგ გორგასალის გამეფების


დროს? (5 ქ).
9) რომელია მართებული : რა სიტუაცია ტრიალებს ქართლში ვახტანგ გორგასლის გამეფებამდე...

ა. ქართლში ბატონობენ ჰუნ თურქები; ბ. ქართლი მთლიანად ექვემდებარება ირანს;

გ. ქართლში დიდაზნაურები იწყებენ მეფისადმი დაუმორჩილებლობას.

10) ვახტანგის გამეფებისას ქვეყანა მძიმე მდომარეობაში იყო. მას ჩრდილოეთიდან თავს
ესხმოდნენ...

ა. ალან ოსები და ჰუნ-თურქები; ბ. სპარსელები, გ. ალბანელები, დ. ბიზანტიელები

11) დიდაზნაურების მიერ ქართლში წარმოებული არეულობების გარდა, ქართლი ასევე...

ა. ხარკს და სამხედრო ბეგარას უხდიდა ბიზანტიას;

ბ. ხარკს და სამხედრო ბეგარას უხდიდა ირანს,

გ. ხარკს და სამხედრო ბეგარას უხდიდა ჰუნ-თურქებს,

დ. ხარკს და სამხედრო ბეგარას უხდიდა ალან-ოსებს.

12) ქართლში პრობლემების მოსაგვარებლად და ჩრდილოეთში მტრების წინააღმდეგ


გასალაშქრად ვახტანგმა გამოიყენე...

ა. ბიზანტიელები, ბ. ალბანელები, გ. სპარსელები, დ. სომხები.

13) იმ დროს დასავლეთ საქართველოში გაბატონებული იყო...

ა. ეგრისის (ლაზიკის) სამეფეო; ბ. ბიზანტია; გ. პონტოს სამეფო, დ. ხაზართა სახაკანო

14) დასავლეთ საქართველოში მეფე ვახტანგის ლაშქრობისას ქართლის სამეფოს


დაუქვემდებარდა...

ა. იმერეთი და ეგრისის დიდი ნაწილი, ბ. სვანეთი და ეგრისის დიდი ნაწილი,

გ. ჰერეთი და ეგრისის დიდი ნაწილ, დ. ხაზარების მიწები და სვანეთი.

15) დასავლეთში ლაშქრობისას ვახტანგმა შემოიერთა კლარჯეთიც. მეფის სამხრეთ


დასავლეთ მხარეში ლაშქრობამდე, ის ტერიტორია ეკუთვნოდა...

ა. ხაზარებს, ბ. ბიზანტიას, გ. აფხაზეთის სამეფოს, დ. სომხეთის სამეფოს.

16) გორგასალმა სამხრეთ-დასავლეთში ლაშქრობისა და კლარჯეთის დამორჩილების შემედგ,


იქ შექმნა საერისთავო, რომლის ცენტრადაც მის მიერ აგებული ციხე-ქალაქი ______ იქცა...

ა. ხორნაბუჯი, ბ. უჯარმა, გ. არტანუჯი, დ. ციხეგოჯი.


17) აღმოსავლეთში გორგასალი სპარსელების დახმარებით ამარცხებს ალბანეთს და იერთებს
მის ნაწილს, სადაც ქმნის ცალკეულ ადმინისტრაციულ ერთეულებს...

ა. ჰერეთის საერისთავოს და კამბეჩანის საერისთავოს;

ბ. ჰერეთის საერისთავოს და წუქეთის საერისთავოს;

გ. კლარჯეთის საერისთავოს და კოლას საერისთავოს;

დ. ჰერეთის საერისთავოს და ლაზეთის საერისთავოს;

18) იმ დროს ბიზანტიის იმპერიაში მძიმე მდგომარეობა იდგა. რით იყო ეს ყველაფერი
გამოწვეული... (ანუ რა შიდა არეულობები მიმდინარეობდა მაშინ იმპერიაში) (3 ქ.)

19) V ს-ში ირანი ბიზანტიისა და ქართლის გარდა, ასევე ომებს აწარმოებდა...

ა. ჩინეთთან, ბ. ვანდალებთან, გ. არაბებთან, დ. ჰუნ-თურქებთან

20) რომელ წლებში მოღვაწეობდა ირანი შაჰი პეროზი?

ა. 450-482 წწ; ბ. 459-480 წწ; გ. 460-484 წწ; დ. 459-484 წწ.

21) ირანის შაჰმა პეროზმა ვახტანგ გორგასალი შუა აზაიაში ჰუნების წინააღმდეგ
საბრძოლველად გაიწვია...

ა. V ს-ის 60-იან წლებში; ბ. V ს-ის 80-იან წლებში;

გ. V ს-ის 90-იან წლებში; დ. VI ს-ის დასაწყისში.

22) რამდენი წლის შემდეგ ბრუნდება მეფე ვახტანგი ირანიდან ქართლში?

ა. 5 წლის შემდეგ, ბ. 6 წლის შემდეგ, გ. 7 წლის შემდეგ, დ. 8 წლის შემდეგ.

23) მეფის სამშობლოში დაბრუნების დროს ქართლის საშინაო ვითარება კიდევ უფრო მძიმე
მდგომარეობაში იყო. დიდაზნაურები აღარ ემორჩილებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას
და ზოგი მათგანი აშკარა ღალატსაც არ ერიდებოდა. ღალატში განსაკუთრებულად თავი
გამოიჩინა ქვემო ქართლის პიტიახშმა...

ა. გუარამმა, ბ. ვარსქენმა, გ. ვარდანმა, დ. მიქარლმა

24) რომელ წელს მიდის ქვემო ქართლის პიტიახში ირანის შაჰ პეროზთან?

ა. 460 წელს, ბ. 465 წელს, გ. 466 წელს, დ. 482 წელს.


25) რომელი იყო სასანიანთა ირანის სახელმწიფო რელიგია?

ა. იუდაიზმი, ბ. ისლამი, გ. ბუდიზმი, დ. მაზდეანობა.

26) რა მიზნით ჩადის ქვემო ქართლის პიტიახში შაჰ პეროზთან და რა შედეგი გამოიღო ამ
ყველაფერმა მის ოჯახში. (გაიხსენეთ იაკობ ხუცესის ,,შუშანიკის წამება“ და იმსჯელეთ). (7 ქ.)

27) ვინ იყო შუშანიკი, საიდან იყო ის და რა ბედი ეწია მას? (2 ქ.)

28) ვისზე ამბობს მემატიანე: „მეფობდა ვითარცა ლომი შორის ცხვართა“ - ?

ა. ვარსქენ პიტიახშზე, ბ. ვახტანგ გორგასალზე,

გ. იმპერატორი ლეონ I-ზე დ. შაჰ პეროზზე.

29) დიდაზნაურებს თავისი გავლენის ქვეშ ჰყავდათ მოქცეული ქართული ეკლესია, რომლის
სათავეშიც იდგა...

ა. პეტრე I , ბ. მიქაელ მთავარეპისკოპოსი, გ. სამოელ I, დ. გაბრიელ I.

30) როგორ ახასიათებს მემატიანე იმ დროის ქართული ეკლესიის წინამძღოლს? (5 ქ.)

31) ქვეყანაში დაბრუნებულმა მეფემ პირველ რიგში ...

ა. ბიზანტია შეავიწროვა მცირე აზიისაკენ,

ბ. ეკლესიის რეორგანიზავია და მოწესრიგება წამოიწყო,

გ. ქვემო ქართლის პიტიახში დასაჯა სიკვდილით და იქ მოაწესრიგა სიტუაცია,

დ. გამარჯვების აღსანიშნავად ალბანეთში ააშენა ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრე.

32) რამდენი საეპისკოპოსოდ იყოფოდა ქართლი და რამდენამდე გაზარდა ვახტანგმა?

ა. იყოფოდა 6-7 საეპისკოპოსოდ და გაიზარდა 20 საეპისკოპომდე;


ბ. იყოფოდა 4-6 საეპისკოპოსოდ და გაიზარდა 25 საეპისკოპომდე;

გ. იყოფოდა 6-7 საეპისკოპოსოდ და გაიზარდა 28 საეპისკოპომდე;

დ. იყოფოდა 8-9 საეპისკოპოსოდ და გაიზარდა 30 საეპისკოპომდე;

33) გაიხსენეთ მეფისა და მიქაელ მთავარეპისკოპოსის შეხვედრის მძიმე ვითარება... ( 3 ქ.)

34) ქართლის პირველი კათალიკოსი ვახტანგ გორგასალმა გამოიხმო...

ა. სომხეთიდან, ბ. რომიდან, გ. ბიზანტიიდან, დ. ალბანეთიდან.

35) ვინ იყო ქართლის პირველი კათალიკოს პატრიარქი?

ა. პეტრე I , ბ. მიქაელ მთავარეპისკოპოსი, გ. სამოელ I, დ. გაბრიელ I.

36) მეფის ხელისუფლების განმტკიცებას უკავშირდება...

ა. ირანის შაჰთან მოკავშირეობა,

ბ. ბიზანტიასთან მოკავშირეობა,

გ. ტაძრებისა და საეპისკოპოსოების დაარსება,

დ. საქალაქო და საფორტიპიკაციო მშენებლობა.

37) მდინარე ივრის ხეობაში ვახტანგ გორგასალმა ააშენა...

ა. ხორნაბუჯი, ბ. უჯარმა, გ. სამშვილდე, დ. შორაპანი;

38) ვახტანგის დროს აშენდა ქალაქი ჭერემი, რომელიც მდებარეობდა...

ა. კლარჯეთში, ბ. სვანეთში, გ. კახეთში, დ. ჰერეთში.

39) მეფე ვახტანგის თავდაპირველი სატახტო ქალაქი იყო...

ა. უფლისციხე, ბ. მცხეთა, გ. ქუთაისი, დ. ციხეგოჯი.

40) სად გადაიტანა მეფე ვახტანგმა სატხტო ქალაქი?

ა. უფლისციხეში, ბ. მცხეთაში, გ. ქუთაისიში, დ. თბილისში (ტიფლისში).


41) ვახტანგმა გადაწყვიტა, რომ სპარსელთა წინააღმდეგ წამოეწყო აჯანყება და ძალებს
იკრებდა ამისთვის. პირველ რიგში მეფემ შეუტია საპარსეთის სამსახურში ჩამდგარ და მის
მოწინააღმდეგე დიდაზნაურებს. მან მოაკვლევინა ამ უკანასკნელთა ბელადი ვარსქენი...

ა. 481 წელს, ბ. 482 წელს, გ. 483 წელს, დ. 488 წელს.

42) რატომ იყო იმ დროს შესაფერისი ვიტარება ირანის გამგებლობისგან თავის დასაღწევად?

ა. ირანი ამ დროს შიდა ომებისაგან დასუსტებული იყო.

ბ. ირანი ამ დროს ებრძოდა სომხეთს და ქართლს არ აწყობდა კონფლიქტში ჩარევა.

გ. ირანს ამ დროს მძიმე ვითარება აქვს ცენტრალურ აზიაში და მთელი ძალები იქ ჰყავს.

დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი.

43) ირანის შაჰმა ქართლსა და სომხეთში დიდი ლაშქარი გამოგზავნა...

ა. 480 წელს, ბ. 482 წელს. გ. 483 წელს, დ. 484 წელს.

44) როდესაც ირანის შაჰის ჯარები ქართლში შემოვიდნენ, ვახტანგ მეფემ უკან, სომხეთის
მთებისკენ, დაიხია, რათა სომხებისა და ქართველების ჯარები გაეერთიანებინა. ამავე დროს
იგი ელოდებოდა ჰუნების დახმარებასაც. რამდენი მეომარი გამოუგზავნეს ჰუნებმა ქართლის
მეფეს?

ა. 100 მეომარი; ბ. 200 მეომარი; გ. 300 მეომარ; დ. 400 მეომარი;

45) რა შედეგით დასრულდა ირანელთა პირველი შემოჭრა ქართლში...

ა. ქართველთა და სომეხთა ლაშქარი დამარცხდა ირანის ჯართან;

ბ. ქართველთა და სომეხთა გაერთიანებულმა ლაშქარმა დაამარცხა ირანის ჯარი;

გ. ქართულ-სომხურმა გაერთიანებულმა ლაშქარმა მტრის სიმრავლის გამო ბრძოლა არ


ისურვა და დანებდნენ მათ.

დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი.

46) სად გადაინაცვლა ვახტანგ გორგასალმა სპარსელებთან ბრძოლის შემდეგ?

ა. სომხეთში დარჩა, ბ. ალბანეთში, გ. ბიზანტიაში, დ. დასავლეთ ქართლში.

47) 484 წელს შაჰ პეროზი დაიღუპა...

ა. ქართლის მხედრობასთან ბრძოლაში; ბ. ბიზანტიის მხედრობასთან ბრძოლაში;


გ. ალანების მხედრობასთან ბრძოლაში; დ. ჰუნთა მხედრობასთან ბრძოლაში.

48) პეროზის გარდაცვალების შემდეგ სპარსეთის ჯარების მეთაური ქართლიდან გადის. ამის
შემდეგ მათ რა პოლიტიკას მიმართეს კავკასიაში? (5 ქ.)

49) რამ გამოიწვია სპარსელების მორიგი ლაშქრობა ქართლში?

ა. ვახტანგ გორგასალი დაბრუნდა აღმოსავლეთ საქართველოში და სპარსეთის სასაზღვრო


ტერიტორიას დაესხა თავს;

ბ. ვახტანგ გორგასალი დაბრუნდა აღმოსავლეთ საქართველოში და პრობიზანტიური კურსი


აიღო, რის გამოც სპარსელებს არ მიეხმარა ბიზანტიასთან ომში;

გ. სპარსელებმა გადაწყვიტეს სამუდამოდ მოესპოთ ვახტანგის მართვა-გამგებლობა ქართლში,


რადგანაც ის ჰუნებს შეეკრა შაჰის წინააღმდეგ.

დ. ა - და - გ არის სწორი.

50) სად გაიმართა ბრძოლა ქართველთა და სპარსელთა ჯარებს შორის?

ა. გარდაბნის ველზე, ბ. წოფისციხესთან, გ. ციხეგოჯთან, დ. სამგორის ველზე.

51) დაწერეთ : 1. რა შედეგით დასრულდა ზედა კითხვაში აღნიშნული ბრძოლა.

2. დაწერეთ დამარცხებული მხარის დამარცხების მიზეზი. (5 ქ.)

52) რომელ წელს და სად გარდაიცვალა ვახტანგ გორგასალი?

ა. მძიმე ჭრილობების გამო, ვახტანგი გადაიყვანეს ხორნაბუჯის ციხეში და იქ გარდაიცვალა


დაახლ. 502 წელს.

ბ. მძიმე ჭრილობების გამო ვახტანგი გადაიყვანეს სატახტო-ქალაქ თბილისში და იქ


გარდაიცვალა დაახლ. 502 წელს.

გ. მძიმე ჭრილობების გამო ვახტანგი გადაიყვანეს ციხე-ქალაქ უჯარმაში და იქ გარდაიცვალა


დაახლ. 502 წელს.

დ. ქართლის მეფე ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა.

53) სად დაკრძალეს მეფე ვახტანგ გორგასალი?

ა. უფლისციხეში, ბ. ველისციხეში, გ. სვეტიცხოველში, დ. გარეჯში.


.დაალაგეთ ქრონოლოგიურად.

/I/

1. ბრძოლა სამგორის ველზე.

2. ვარსქენ პიტიახშის ჩასვლა შაჰ პეროზის კარზე.

3. ქართველთა აჯანყება ირანის წინააღმდეგ.

/II/

1. ვახტანგ მეფის ტახტზე ასვლა.

2. შაჰ პეროზის გარდაცვალება.

3.ვარსქენ პიტიახშის სიკვდილით დასჯა.

/ III /

1. დიდაზნაურების განდგომა შაჰის მხარდაჭერით.

2. ვახტანგის მიერ საქალაქო მშენებლობების დაწყება.

3. ვახტანგ გორგასალის მიერ საეკლესიო რეფორმების დაწყება.

/IV/

1. სპარსელთა დახმარებით ქართველთა ლაშქრობა ჩრდილოეთელი მტრების წინააღმდეგ.

2. ვახტანგის მიერ პრობიზანტიური პოლიტიკის დაჭერა.

3. შაჰის მოთხოვნით ვახტანგის მონაწილეობა ჰუნების წინააღმდეგ.

/V/

1. მეფე ვახტანგის სომხეთში და დასავლეთ საქართველოში გაქცევა.

2. ვახტანგის მიერ უჯარმის დაარსება.

3. ვახტანგის მიერ კლარჯეთის დაპყრობა და იქ არტანუჯის დაარსება.


/რუკა (10 ქ.)/

1. რომელ წლებში მოღვაწეობდა აღნიშნული სამეფოს მმართველი და რა პერიოდში მოუწია


მას გამეფება... (2 ქ.)
2. რუკის მიხედვით დაასახელეთ ის ტომები, რომლებიც ვახტანგის გამეფებისას თავს
ესხმოდნენ ქართლს ჩრდილოეთიდან. (2 ქ.)

3. რუსკის მიხედვით დაასახელეთ აღნიშნული სამეფოს პირვანდელი და ვახტანგის მიერ


შექმნილი და დაარსებული ახალი სატახტო-ქალაქი. (1 ქ.)

4. გაიხსენეთ და დაწერეთ, თუ ვინ იყო იმ დროს დიდაზნაურთა მეთაური, რომელმაც


რელიგია შეიცვალა და ვახტანგ გორგასალს უღალატა. და რა ბედი ეწია მას? (1 ქ.)

5. რუკაზე აღნიშნულია წითელი ისრით ვახტანგის ჩრდილოკავკასიაში ლაშქრობა.


დაასახელეთ, თუ ვისი ჯარების დახმარებით ლაშქრობს ვახტანგ გორგასალი აღნიშნული
მიმართულებით (2 ქ.)

6. რომელი წლიდან დაიწყო ქართლის პრობიზანტიური პოლიტიკა და რომელ ბრძოლის


ველზე გაუმართა ვახტანგმა სპარსელებს თავისათვის საბედისწერო ბრძოლა? (2 ქ.)

/ - წყარო (8 ქ.) - /

აჯანყების პირველ წელს მეფემ ირანელთა ჯარები დაამარცხა და ქართლიდან


განდევნა. მომდევნო 483 წელს ირანმა ქართლსა და სომხეთში დიდი ჯარი გამოგზავნა.
მეფემ უკან დაიხია სომხეთის მთებისაკენ, რათა ქართველებისა და სომხების ძალები
გაეერთაიენბინა. ამავე დროს იგი ელოდებოდა ჰუნთა დამხმარე ძალას, მაგრამ
მხოლოდ 300 კციანი რაზმი მოუვიდა. არ იყო ერთიანობა ქართველთა მოკავშირე
სომეხთა ლაშქარშიც. ბრძოლის დაწყების წინ სომეხი ნახარარების (დიდებულების)
ნაწილი სპარსელთა მხარეს გადავიდა. ყოველივე ამან კი მოკავშირეთა მარცხი
გამოიწვია. შემდეგი წლის, 484 წლის გაზაფხულზე საქართველოში კვლავ შემოვიდა
ირანელთა დიდი ლაშქარი. მეფე იძულებული იყო დასავლეთ საქართველოში
გადასულიყო, თუმცა მალე მოვიდა ცნობა ირანის შაჰის მტერთან ბრძოლაში დაღუპვის
შესახებ და სპარსელთა სარდალი ირანში გაბრუნდა.

ირანელები ამჯერად იძულებულნი გახდნენ სამხრეთ კავკასიაში დათმობებეზე


წასულიყვნენ. რაში გამოიხატა ქართლის მიმართ დათმობა ჩვენთვის უცნობია, მაგრამ
ცნობილია, რომ მათ სომხეთში შეწყვიტეს ქრისტიანთა დევნა, სომეხთა მხრიდან
აჯანყების მეთაური სომხეთის მარზპანად (მმართველად) დანიშნეს და ალბანეთში
მეფის ხელისუფლება აღადგინეს. როგორც ჩანს ქართლის მეფე დაბრუნდა
აღმოსავლეთ საქართველოში, მაგრამ მისი შერიგება სპარსელებთან ვერ მოხერხდა. მან
აიღო მკვეთრი პრობიზანტიური კურსი. ცხადია, ამას ირანთან ურთოერთობის
გამწვავება მოჰყვა, ამიტომ ირანელებმა ქართლში ჯარი კვლავ შემოიყვანეს.

სპარსელებთან მეფის უკანასკნელი ბრძოლა უჯარმის ახლოს ივრის ველზე


(სამგორში) გაიმართა.

ამავე დროს (გადმოცემით მოღალატემ გასცა, რომ მეფეს ჯაჭვის პერანგი იღლიის ქვეშ
გარღვეული ჰქონდა) მეფე მოწამლული ისრით იღლიის ქვეშაც დაიჭრა. დაჭრილი მეფე
უჯარმაში წაიყვანეს, სადაც ჭრილობისაგან გარდაიცვალა. დიდი მეფე მისავე აგებულ
სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს. დიდებული მეფე ისტორიაში “გორგასალის”
სახელითაა ცნობილი. “გორგ-ა-სარ” სპარსულად “მგლისთავას” ნიშნავს. ეს სახელი
იმიტომ ეწოდა, რომ მის მუზარადზე მგელი _ ფარნავაზიანთა საგვარეულო ემბლემა
იყო გამოსახული. საუკუნეთა მანძილზე ქართველები სამეფო დროშას “გორგასლიანს”
უწოდებდნენ. აღნიშნული მეფის მეფობით დასრულდა საქართველოს ისტორიის
ანტიკური პერიოდი და დაიწყო შუა საუკუნეების ხანა.

(წყაროს ნაწყვეტი აღებულია ლ.კაკაშვილის ბლოგიდან.)

/ კითხვები /

1. ვინ იგულისხმება ტექსტში ქართველთა მეფედ და რომელ წლებში მოღვაწეობდა


ის? (2 ქ.)

2. გაიხსენეთ თუ რის გამო დაიძაბა ირანისა და ქართლის ურთიერთობა? (2 ქ.)

3. ტექსტის მიხედვით რა შედეგით დასრულდებულა ქართველთა და სპარსელთა


ბრძოლა და რა მოიმოქმედა ქართლის მეფემ სპარსელებთან ომის შემდეგ? (2 ქ.)

4. ვინ იყო იმ დროს ირანის შაჰი და რომელ წლებში მოღვაწეობდა ის? (0.5 ქ.)

5. ტექსტში აღნიშნულია - „ირანის შაჰი დაიღუპა მტრებთან ბრძოლაში“ -


ვინ იგულისხმება მტერში? (0.5 ქ.)

6. რატომ დაიჭირა ქართლის მეფებ პრობიზანტიური კურსი? (1 ქ.)

7. ტექსტის მიხედვით, რა გახდა ქართველთა დამარცხების ძირითადი მიზეზი,


რომელ წელს გაიმართა აღნიშნული ბრძოლა და სად დაიღუპა ქართლის მეფე? (1 ქ.)

105 ქულიდან / _________

You might also like