Download as txt, pdf, or txt
Download as txt, pdf, or txt
You are on page 1of 10

2021/12/16 01:10

ცრემლი
  მოკლეეეედ რავი, ხვალ ბიოლოგიაში მაქვს საკონტროლო, ხოდა ჯერ კიდევ არ მისწავლია,
არადა ერთიკვირა მქონდა დრო. დედამ ეს იცოდა, მე ვუთხაეი და ძაან გაბრაზდა, სწავლის
მხრივ ძაან სერიოზულია. ხოდაა ჩხუბი დამიწყო, რატო არ ისწავლეო. რა ეტვი, მართალი
იყო, მთელი 2 კვირა მქონდა დრო. ვერც იმას ვიტყვი, იმიტომ არ ვისწავლე, რომ
ქრისტესთან მყოფობაში მიშლიდათქო ხელს, ეჰ მე, რომ მართლა ქრისტესთან მინდოდეს, დღე-
ღამეში 24 საათი მაქვს... მერე ისიც ვიკადრე, რომ რაღაც რაღაცეები შევკადრე... ხოდა
ამ ყველაფერმა ქრისტე დამაკარგვინა, არც ვსწავლობდი, მას შემდეგ, რაც FB ვიყავი
შესული, ასე უბრალოდ გული "ამიჩუყდა"-სავით, ჩემი სისაძაგლის ჭაობი დავინახე და კარგა
ტირილი დავიწყე. შემდეგ დედა გამოვიდა ოთახიდან, რატომ არ სწავლობო და კარგად მომადო,
რას ეტყვი, ამაშიც მართალი იყო, მაგრამ მე მაინც, ჩემი უქრისტეობა მატირებდა.
  მერე მამაც მოვიდა და დაირივნენ. მაგრამ რაღაცნაირად, მშვიდ, მოკარგოში გადასულ
მდგომარეობას ვინარჩუნებ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ღვთის იმედი განმიახლდა. იქნებ ხვალ
მაინც შევძლო რამე, ნეტავ იყოს აბა... თუკი თვითონ ხვალე იქნება ჩემთვის...

Powered by MyDiary
---------------------------------------------

2021/12/15 12:31

ღრიალი
დღეს დილა მეტ-ნაკლებად ნორმალურსდ დაიწყო. ავდექი და ვილოცე. მორე ცოტა
გაჭიანურებით, მაგრამ მათეს 21 და 22 თავებიც გადავიმეორე. მერე საჭმელი ვჭამე დაა აი
უკვე სახარების წაკითხვაზე, რომ მიდგა საქმე მთლად ავირიე უკვე 2 საათია ხან, რით და
ხან რით ვაჭიანურებ.
ბოლოს დავჯექი, უნდა წამეკითხა, დავიწყე კითხვა, მაგრამ აზრები მეფანტებოდა გული
სხვას განიცდიდა და ა.შ. ამის გამო საშინლად განვრისხდი ღმერთზე, ასრ საშინლად მგონი
არასოდეს მოვქცევივარ. კარგი ერთია წუწუნი, მეორე გაბრაზება, მაგრამ შინაგანად მთელი
ძალით დაყვირება, თანაც ზიზღით, ეს უკვე სულ სხვა რამეა. ვბრაზობდი ამდენი ხანი, რომ
არ მოდიოდა, და ასეთ რთულ მომენტებში, რომ არ მეხმარებოდა, არადა ამ ყველაფერში მე
ვარ დამნაშავე.
საშინელებავარ, როგორ შეიძლება ქმნილებამ, შვილმა, შემოქმედსა და მამაზე ასეთი
ბოღმა გადმოანთხიოს! არ ვიცი. გული ისე მაქვს გაქვავებული უბრალოდ არ ვიცი, მართლა
აღარაფერი აღარ ვიცი, უბრალოდ ვიტანჯები.

Powered by MyDiary
---------------------------------------------

2021/12/14 18:34

გადასვლა
  ეს დღეც თითქმის ჩვეულებრივი გამოდგა, დილით ასე, 07:20 წუთზე გავიღვიძე და 08:10
წუთზე ადვექი.
  დილა ჩვეულებრივ, ფარისევლურად ჩაიარა, აზრები ღმერთს აქებდნენ, კუნთები მამონს.
  გაკვეთილებს დავესწარი, ჩვეულებრივ ჩაიარა, არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ
ისტორიის შემაჯამებელის გადაგზავნა დამავიწყდა და ეხლა გამახსენდა, რომ ჯერ კიდევაც
არ გადამიგზავნია!!!!
  როგორც ვახსენე, ფარისევლურად ვიქცეოდი, თან თითქოს მინდოდა, მაგრამ ვერც
ვახერხებდი ლოცვას, ან არ ვახერხრბდი, მგონი ეს უკანასკნელი უფრო სწორი ვარიანტია.
მოკლედ, მეც გავწამდი, და ღმერთიც დავანაღვლიანე ჩემი ცოდვებით.
  შემდეგ ისე მოხდა, რომ უეცრად სულ რაღაც ნახევარ საათში, ლეგიონში ავღმოჩნდით. ნუ
მიზეზი რავი... რაღაც ფარისევლურად მიხაროდა. წელამდე ბარგი გვქონდა, იმდენი, რომ
დურო ნათლიას მანქანაში ძლივს ჩავეტიეთ. რაღაც იმედი და სიმშვიდე მქონდა, ვხვდებოდი,
რომ ეს ღვთის ნება იყო, რომელიც ყოვლად კეთილი და სათნოა. სახლი მივალაგ-მოვალაგეთ,
ხარბედა ამოვიდა და კარმის "დირკა" ამოლესა.
არ ვიცი რავი, უნდა ვილოცო. არც ინტერნეტია და არც არაფერი, მგონია, რომ ეს
შესანიშნავი დროა იმისათვის, რომ გონიერი ლოცვა ვისწავლო.
Ιησους

Powered by MyDiary
---------------------------------------------

2021/12/13 20:15

იესუს ლოცვა
  დაწყებული დილა, არაფრით არ გამოირჩეოდა, დანარჩენი დღეებისაგან, ავდექი, თავიდან
ვცდილობდი იესუს ლოცვას, მაგრამ შემდეგ ამასოფლის საქმეებმა დააშთო ეს სურვილი.
დამეწყო გაკვეთილები, ანდრია ძაან ტიროდა, საჭმელიც არ მიჭამია და გაკვეთილებს რო
მოვრჩი, ძალიან დაღლილი ვიყავი. ფიზიკის გაკვეგილის დაწყებისას, დედამ მთხოვა, ჩაი
გამიკეთეო, მეკიდე სასტიკად განვრისხდი და ჩხუბი დავუწყე. შემდეგ გაკვეთილი, რომ
დამთავრდა, ჩავუჯექი კლასის ჩატს და მოვყევი განკითხვას, თუ როგორი ცუდი კლასი
ვართ...
ამის შემდეგ, ლოცვა გადავწყვიტე და სადღაც 1 საათით გავაჭიანურე, მაგრამ ბოლოს,
ცოტა ცრემლით ვილოცე, და გამოვფხიზლდი. მერე უკვე წმინდა ეგნატეს, (თუ არ ვცდები
ბრეანჩანინოვის) რჩევები წავიკითხე, რომელსაც მღვდელი ვალერი დუხანინი ახმოვანებდა და
განმარტავდა. უნდა ვთქვა, რომ ამ სტატიამ ფაქტიურად ლოცვის არსი შემიცვალა. აქამდე
ვლოცულობდი, რომ მადლი მომეხვეჭა, ანუ ანგარებიანი ვიყავი, ხოლო რგნატე
ბრეანჩანინოვმა და მღვდელმა ვალერი დუხანინმა დამანახეს, რომ ლოცვის მიზანი მადლი არ
არის, რადგან ამ დროს ხიბლში ვარდები, თუკი მადლი გეძლევა, გგონია რომ ის შენ
დაიმსახურე, პლიუს როგორც უკვე ვახსენე, ეს ანგარებაა. არამედ ჩვენ უნდა ვიყოთ პეტრე
მოციქულივით, რომლმაც მას შემდეგ, რაც ინტიუციურად იესუ ქრისტე იცნო თქვა: "და
ვითარცა იხილა სიმონ-პეტრე, შეუვრდა მუჴლთა იესუჲსთა და ჰრქუა მას: განვედ ჩემგან,
რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო." (ლუკ. 5:8) ლოცვის დროსაც ასე უნდა იყოს: ჩვენ უნდა
მივდიოდეთ უფალთან, მაგრამ ვხედავდეთ ჩვენს ცოდვილობას, რის გამოც მადლის ღირსად თავს
არ უნდა ვიჩნევდეთ, დაი აი სწორედ აქ გვესმის უფლის სიტყვები:"არა უჴმს ცოცხალთა
მკურნალი, არამედ სნეულთა. არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად."
(მარკ. 2:17) ამ დროს მოდის უფალი, გვაძლევს მადლს, ამ დროს ჩვენ მისი მადლიერნი უნდა
ვიყოთ და ვადიდებდეთ. ასევე უნდა ვთქვა, რომ გინდ სინანულის გზით, მიზანი მადლი არ
უნდა იყოს, ეს ანგარებაა!! ან სინანული რაიმეს მისაღწევად საერთოდ სინანულია?
შემდეგ ცოტა კიდევ ავირიე, მაგრამ მერე კიდევ ვილოცე, და უფრო ვიტირე. ამჯერად
დხვანაირი ლოცვა იყო, კარგახანია რომ არ მქონია, რაღაც სიმშვიდესავით იგრძნობოდა,
რომელიც ჩემს სულში იღვრებოდა, როგორც ცრემლები ჩემი თვალებიდან.
ახლა სუკ რაღაც 20-40 წუთის წინ "კარიბჭეს" სტატია წავიკითხე, სადაც მამა თეოდორე
საუბრობდა. ძაან კარგი სიტყვები თქვა: "ჯერ მაღვიძარა გაღვიძებს, მერე მაღვიძარა
აღარც გჭირდება, თვითონვე გეღვიძება, ხანდახან კი ანგელოზი
გაფხიზლებს, შემოვა ოთახში, ყურზე მოგქაჩავს ან ხმით გეტყვის: ადექი, დროაო..." კიდევ
სხვა რაღაცაც ვისწავლე მაგრამ დამავიწყდა ააა ხო, ამ წამს გამახსდნდა, ღვთის სახელის
ფუჭად მოხმობა ცოდვააა, ამიტომაც ყურადღებაა საჭიროოო! როგორ წმ. ეგნატე ამბობდა
ლოცვის დროს ყურადღება გონებით და გუკით იგივეა რაც სული სხეულისთვის!
ნუ ბოლოს მიხარია... მადლობა ღმერთს💛
რა ლამაზი ყოფილა...

Powered by MyDiary
---------------------------------------------

2021/12/12 22:53

რავიცი
რავიცი, ბოლოს რაღაცნაირად თავი ხელში ავიყვანე, დავჯექი ვილოცე, ქადაგებას
მოვუსმინე, სახარება "წავიკითხე", მაგრამ რა? მეორე წამს ამასოფლის სულმა შემიპყრო,
ვითომ იმისათვის, რომ სახარება და წმ. მამები უფრო კარგად გამეგო, ჰაილაითების და
ნოუთების გაკეთება უნდა დამეწყო და დავგეგმე კიდევაც, მაგრამ აგნი ოარტენეს მოსმენის
შემდეგ მივხვდი, ამაოება ყოფილა, მივხვდი, ლოცვა შემჯწყდა და შემიწყდა ამასოფლის
სიყვარულის გამო!
ამიტომაც ამბობს ქრისტე, ვერ იქნები ორი ბატონის მონა ერთდროულადო, რადგან ან ერთს
აითვისებ ან მეორესო. ვცდილობ ქრისტესკენ გადავიწიო, მაგრამ ბოლოს ვისი მორჩილიც
ვხდები მაგასაც ვხედავთ.
არვიცი რავი, დავიღალე, ჩემი არარაობით დავიღალე, ქრისტეს ღალატით დავიღალე,
დაკარგვა რა იოლია, პოვნა კი ძნელი და ეს ყოველ ჯერზე უფრო ძლიერდება, არ ვიცი რა
მემართება, უბრალოდ ქრისტე მინდა მაგრამ თან ტელეფონიც ვერ მეთმობა, თან ლოცვაც
მინდა, მაგრამ ჩემი აზრები ვერ მეთმობა, მოყვასის სიყვარულიც მინდა, მაგრამ ჩემი
ეგოიზმი ვერ მეთმობა. კარგი ამეებს ვსრ ვასრულებ, მაგრამ ავდგებოდი და მწარედ
ვიტირებდი, მაგრამ ვერც კი ვლოცულობ! უფროსწორად არც კი ვცდილობ!!!!
არვიცი რა, მართლა არ ვიცი რა გავაკეთო ვერ ვხვდები, მაგრამ განა არ ვიცი? კი
ინტელექტუალურად ვიცი, მაგრამ აი უკვე რომ საქმის გაკეთებაზე მივალთ, არაფერი აღარ
ვიცი, იმიტომ რომ სულიერებაში, მხოლოდ ინტელეწტუალური არ კმარა, მთავარია სული წმინდა
რას გასწავლის!.
და მაუნც არ ვიცი რა გავაკეთო, ალბათ უბრალოდ ქრისტე უნდა ავირჩიო და ეს ყოველივე
ლოგიკური გვერდზე გადავდო, ეს მიშლის მასთან მისვლაში ხელს. მთავარია მას მივეყრდნო
და ვსთხოვო." უფალო იესუ ქრისტე შემიწყალე მე"

Powered by MyDiary
---------------------------------------------

2021/12/12 16:36

ამაოება
დღეს მთელი დღეა, რაც ამაო სოფელში ვიმყოფები. ერთადერთი დილით, 2 საათის
დაგვიანებით, 11 საათზე ვილოცე და მორჩა, მაგის მერე არაფერი გამიკეთებია ღვთისათვის
მოსაწონი.
მაგრამ ბევრი ვაკეთე მამონასათვის მოსაწონი: ელ. წიგნებს ვიწერდი, რომლებიც
ამასოფლის სულით იყო გაჟღენთილი იმისათვის, რომ კლასისთვის მეჩუქებინდა, ეს ხომ
იგივეა, რაც თვითაფეთქებადი ბომბი აჩუქო ვინმეს! ხანაც და მეტ წილადაც უაზროდ
დავიარები.
ვგრძნობ, ულოცველობის გამო, გული მიმქისდება, და თუკი ამას ახლავე არ მოვიცილებ,
ქრისტესაც დავივიწყებ, და მასთან შეხვედრის შანსიც აღარ მექნება. ამას ვწერ, მაგრამ
ვერ ვაცნობიერებ. უკიდეგანოა ჩემი გონება და ვერ ვიმორჩილებ! ვამბობ აი ახლა ვიზამ და
სწორედ მაშინ ისეთი რაღაც გამოხტება 2 საათს კიდევაც, რომ დამაკარგვინებს!
დამქისდა გული, რადგან საუნჯე ბოროტია, ახლა მხოლკდ ძალითი ძალად შემიძლია, რომ
ქრისტემ გამომიხსნას.

Powered by MyDiary
---------------------------------------------

2021/12/12 08:38

გუშინდელი დღე
ნუ რავი გუშინ მართლა ბევრი რამ მოხდა. დაწყებული იმიდან, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ
მამას მაღალი სიცხეები დაიწყო და გუშინ ტესტი გაიკეთა კორონაზე, უარყოფითი პასუხი
მიიღო, მაგრამ სიცხეები ისევ უგრძელდებოდა.
გუშინ ვცდილობდი სახარება წამეკითხა, ქადაგებებისთვის მომესმინა, წმინდა მამები
წამეკითხა და ა.შ. ეს ყოველივე მეტ-ნაკლებად გამომდიოდა, მაგრამ რაც ყვეკაზე მთავარია
დავუტევე ლოცვა და სიყვარული, რისი გამოსწორებაც დღეს მინდა.
ბოლოს ღამე სასწრაფოს გამოუძახეს, რომ მამასთვის მოესმინათ ფილტვებზე, პასუხდბი
კარგი იყო, ფილტვები კარგად ისმინებოდა, სატურსციაც კარგი იყო.
ბოლოს ღამე ისე მოხდა, რომ თამოევთან სახარებას ვავრცელებდი, ისევ და ისევ
უსიყვარულოდ ჩემი არარაობრივობის გამო. რის გამოც კლასელებმა ეს ყოველივე არასწორად
გაიგეს და შეკამათება დამიწყეს, რათქმაუნდა ავუხსენი ასე რატომ მოვიქეცი, ისევ და
ისევ უსიყვარულოდ, და ზოგმა ისმინა ზოგმაც არა.
ნუ ბოლოს იმის თქმა მინდა, რომ სულიერ ცხოვრებაში, მთავარია როგორ ვგავარ მე
ქრისტეს, როგორ მიყვარს იგი, ანუ როგორ მიყვარს მოყვასი, თუკი მიზანი ეს არ არის,
მაშინ თუნდ მთელი ქონება დასაწვავად მისცე, რაღაც იჭებით იყო დაჯილდოვებული და ა.შ.
ეს ყოველივე ამაოა.
Powered by MyDiary
---------------------------------------------

2021/12/10 21:55

დღე
  დღეს დილით ადრე, 7 საათზე გავიღვიძე და ასე 07:20 წუთზე უკვე ავდექი. გეოგრაფიას
ვწერდი, სამწუხაროდ ქრისტე არ გამხსენებია და არც მილოცვია. გეოგრაფიის შემაჯამებელს
ვაკეთებდი, როდესაც სალომეს მესიჯი მივიღე: "archilii fayim chavataroto me-5ze". მეც
კარგითქო და ნელ-ნელა გამზადება დავიწყე.
  გარეთ გასულს შიშმა შემიპყო, ყველგან ძაღლები მელანდებოდნენ, ქრისტეს იმედი არ
მქონდა და უსუსურად ვაცეცებდი თვალებს. ავტობუსში ვცდილობდი მელოცვასავით, მაგრამ
ამაოდ: გონება აქეთ იქით დაჰქროდა და რომც დამემორჩილებინა, გული ზედმეტად დამქისული
მქონდა. სკოლაში შევედი, აღმოჩნდა, რომ სეკრეტი ერთი გაკვეთილით ადრე გადმოუტანიათ,
ანუ ერთი გაკვეთილის დაგვიანებით მივედი, და სწორედ როცა მივედი, უკვე რუსული
(რომელზეც სეკრეტს ვთამაშობდით) დამთავრდა. კლასელები მოვინახულე, ქრისტე, ეჰ ერთი
ორჯერ თუ, რავი რაღაც გახსენებასაც კი ვერ დავარქმევ. აფორიაქებული ვიყავი და ეს
ისედაც დამქისულ გულს კიდევ უფრო დაფარულს და მიუწვდომელს ხდიდა. ლიზი დემინაშვილი
ამომივიდა.
  გამოსვლისას ასეთი სიტყვები გამახსენდა: "მე მირჩევნია ვიყო ჯოჯოხეთში ქრისტესთან
ერთად, ვიდრე სამოთხეში უქრისტეოდ". რაზეც შემდგომ მინი პოდგასტი ჩავწერე ჩემ თავთან.
  სახლში იმედიანად მივედი, რაღაც ძალა მქონდა, ამის შემდეგ რაღაც თავები გადავიმეორე
და სახარება წავიკითხე, მაგრამ მერე ისევ გულის დამქისება ვიგრძენი, შემდეგ კი
servant of christ-ის post-ს წავაწყდი, რომელმაც შთამაგონა და გამახსენა/მიმახვედრა
ერთი რაღაცა: ღნერთს არ მივუტოვებივარ, ეს უბრალოდ ოქროს გამოწრთობის გაკვეთილი იყო.
მე დავინახე ჩემი ცოდვილი მდგომარეობა.
  შემდეგ evqaristia.ge-ში ასეთი სტატია წავიკითხე: "ჩვენი ტკივილები და ღმერთის
მდუმარება – ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე". აქ თითქმის იგივეზე იყო საუბარი, მაგრამ
მე ერთ რამეზე გავამახვილე ყურადღება: ღმერთზე მინდობა. მე დავინახე ჩემი ცოდვები,
ახლა რა ვქნა? როგორ ამოვიდე ამ ჭაობიდან, უნდა მივენდო ღმერთს და ვთხოვო მას
ყოველივე ეს გამოასწოროს ჩენში, რადგანაც მე ჩემით არაფერი შემიძლია. შეიძლება ხვალ
არა, არც ხვალზევით, არც ერთი თვის შემდეგ მაგრა, მე მაინც უნდა მჯეროდეს მისი, და
ყოველთვის ვცდილობდე მივბაძო მას.

Powered by MyDiary
---------------------------------------------

2021/12/10 16:10

ოქრო
დღეს ბევრი რამ მოხდა, მაგრამ ამის მოყოლას ახლა არ ვაპირებ (შემდეგ გავაკეთებ
ჩანაწერს).
ერთ რამეს მივხვდი (მიმახვედრა ღმერთმა). მივხვდი იმას, რომ ეს ოქროს გამოჭედვის
პროცესია. აქამდე მეგონა, რომ ღმერთმა მიმატოვა და მისგან მიტოვებული ვიყავი, მაგრამ
ახლა ვხვდები, რომ მას არ მივუტოვებივარ, ეს უბრალოდ ოქროს გამოწვრთნაა, რომელსაც მე
ვერ ვხედავდი. როგორც იობი იტყოდა: "აჰა, წინ მივდივარ, არა ჩანს; უკან მივდივარ და
ვერ ვაგნებ მას. მარცხნივ საქმეშია და ვერ ვხედავ; მარჯვნივ იმალება და ვერ ვამჩნევ.
მაგრამ მან იცის ჩემი ასავალ-დასავალი; გამომცადოს და ოქროსავით გამოვდნები."
მივხვდი, და დავინახე ჩემი ცოდვილობა, სრული სიცარიალე, ეს ღმერთმა დამანახა, თავისი
მადლის მოცილებით. მადლის მოცილება, ანუ ღმერთის ვერ შეცნობა, ერთი დიდი ცეცხლია,
სადაც ოქრო დნება, ხოლო როდესაც ოქრო დნება მასში ჩნდებიან მინარევები, ანუ ცოდვები,
ხოლო თუკი მოისურვებ, შეგიძლია მათი ამოღება, ანუ ღმერთზე დაიმედება, ამ ყველაფრის
გამოსწორება და რწმენის საქმეების კეთება, ამით ოქრო სუფთავდება, ხოლო სუფთა ოქროს ის
თვისრბა აქვს, რომ იგი ნათელს ირეკლავს. ასე მეც, დავინახე რა ჩემი უსუსურობა, და
ასევე მივხვდი, რომ ღმერთი ბოლომდე ჩემთანაა, შემიძლია გამოვასწორო ყოვსლივე, და გზა
განვაგრძო.
Powered by MyDiary
---------------------------------------------

2021/12/09 23:15

იმედისნაირი
ნუ ეს დღე, რომ საერთოდ ჩავაგდე, და არაფსრი, რომ არ მიკეთებია, მგონი გასაკვირი
არა, მაგრამ სატირალი კი არის. დღეს ფაატიურად თავისუფლად ვიტყვი, რომ ისე
ვცხოვრობდი, როფორც 5 თვის წინ, სანამ ქრისტეს მივიღებდი. ხო ხვალ მე-5 თვე სრუკდება.
სასიამოვნოა ამის მოსმენა, მაგრამ რა? რა შეიცვალა ჩემში, მოყვასი ისდვ არ მიყვარს,
არადა ახლა მთელი ბიბლია წაკითხული უნდა მქონდეს, ვიცოდე და ვცდილობდე ყოველივეს,
აჰა, მეკიდე ვგდივარ ლოგინში, ტელდფონს ხელიდან ვერ ვაგდებ და განკითხვასაც კი ვერ
ვამარცხებ. ყველაზე მეტად კი იმის მეშინია, რომ ქრისტე არ დავკარგო, მაგრამ იმას ვერ
ვხვდები, რომ არისტე უკვე დავკარგე, და ასე დომ არ იყოს, აბა რატომ არ ჩანს მაშინ ის
ჩემში?
ვფიქრობ, ეს დაცემა საუკეთესო შანსია, ყველაფრის თავიდან დასაწყებად, როგორც ეს
ხუთი თვის წინ მოხდა. რაც უფრო მეტად ეცემი, მით უფრო მეტად ხედავ შენს არარაობას და
იცი რა გაქვს გამოსასწორებელი, ამიტომაც იმ ჭაობიდან შეჰყვირი: "უფალო, იესუ ქრისტე,
ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

Powered by MyDiary
---------------------------------------------

2021/12/09 17:07

მოდი
  ყოველთვის ვამბობდი: "მოდი უფალო, მოდი." ახლახანს ვლოცულობდი და ასეთი აზეი
მომივიდა: იქნებ მე თვითონ არ მივდივარ მასთან? და ვხვდები, ეს ასეცაა, ეს მე არ
მივდივარ მასთან.
  მე დავუტევე სახარება, წმ. მამები, ქადაგებები, მორჩილება, მსახურება და რაც
მთავარია სიყვარული, აგერ უკვე ლოცვის დატევების გზაზეც ვდგევარ. მაგრამ, ჯერ არ
მოვმკვდარვარ! ჯერ კიდევ დარჩა დრო, მე შდმიძლია ავდგე. დროა აღვდგე, და მივიდე
მასთან, რადგან რახანია მეუბნება...

Powered by MyDiary
---------------------------------------------

2021/12/09 10:56

ბიოლოგია
დღეს დილას 08:30 საათზე გამეღვიძა. ვცდილობდი მელოცა. დღე ახალი ფურცლიდან
დაწყებულიყო, და გუშინდელი შხამიც სადღაც გამქრალიყო. ანდრია მომიწვინეს, ძალიან
საყვარელი იყო. 9 საათზე (ალბათ 09:20) უკვე ავდექი.
10 საათზე ბიოლოგია უნდა დაწყებულიყო, ხოლო ის ტექსტი (გამარჯობა ნინო მას. მას დ
კლასის ბავშვებმა მას შემდეგ, რაც შემაჯამებელს გადავავლეთ თვალი, მივხვდით რომ
მოუმზადებლები ვართ და კლასის სახელით დიდი მოწიწებით გთხოვთ რომ შემაჯამებელი იქითა
კვირას გადაიტანოთ, ხოლო ხვალ გვამეცადინოთ. მადლობა დიდი.) რაც გუშინ დავწერე, არ
უნახია მასწავლებელს. ჩატში წერა დავიწყეთ, იყო ძალიან დიდი ალიაქოთი. რა
საკვირველია, რომ ამის გამო ლოცვა შემიწყდა. ბოლოს ვერაფერი ვეღარ გადავწყვიტეთ.
გაკვეთილზე ხუთი ბავშვი: მე, იოსებ იაკობაშვილი, იაკობ აბრამიშვილი, მიშიკო
ხოლოაშვილი და გიორგი (გვარი არ მახსოვს) შევედით. მე ვთხოვე მასწავლებელს (ნინო
მახარობლიძეს), რომ საკონტროლო იქითა კვირას გადაგვეტანა და დღეს მასალა
გაგვემეორებინა, რაზეც უარი მივიღე. მეც ავდექი და გამოვედი გაკვეთილიდან.
ასეთი გულისთქმები, რაც ქრისტესკენ მოვექეცი არასოდეს მქონია! ლოცვაზე ხომ საუბარიც
ზედმეტია! ყველას ვადანაშაულებდი, ყველა ჩემი მტერი იყო, თავში აზრები მომდიოდა.
საშინელება იყო.
მაგრამ ბოლოს თურმე იოსებს მა მიშიკოს დაუთანხმებიათ მასწავლებელი, რომ
შემაჯამებელი იქითა კვირისთვის გადაეტანებინათ. აი ნამდვილი ბიჭები!
ღმერთს ხშირად ვთხოვდი, რომ ყოველთვის მის გზაზე ვყოფილიყავი, და რომ ამ გზიდან
არასოდეს გადამეხვია. მაგრამ ღვთის წყალობით ერთი კარგი რამე დავინახე ჩემში: იესუ
ქრისტე, სიყვარულია, მაგრამ ასევე გზაც, აქედან გამომდინარე, გზაზე დგომა, ეს ნიშნავს
გიყვარდეს, ხოლო გზაზე წინ სვლა ნიშნავს, რომ უფრო გიყვარდეს. მე კი რა? ბოღმით
ავივსე, საშინელებები ვთქვი, მოყვასი შევურაცხვყე, ღმერთი ვუარყავი...ყველაზე დიდი
ფარისეველი ვარ! როგორი ამპარტავანი ვარ, მგონია, რომ მოყვასის სიყვარული ანდა ღვთისა
შემიძლია, და გზაზე ვარ, მაგრამ აჰა, დღეს აღმოჩნდა, რომ გზიდან ათასობით კილომეტრის
მოშორებით ვარ.
ნუ რა ვიცი, ალბათ ესეც ღვთის საჩუქარია: მან დამანახა ჩემი უბადრუკობა, რათა
მისკენ გავიქცე. უნდა მქონდეს მისი იმედჯ კი, მაგრამ ამავდროულად ჩემი თავისა
მეშინია, მას ხომ ქრისტე არ უნდა, მე კი ჩემი თავის მონა ვარ, იმას ვასრულებ რაც
ხორცს უნდა. ვიცი უნდა გადავაგდო, მაგრამ ვერ ვახერხებ, მაგრამ მაინც მინდა ვითხოვო
და მწამდეს: "ხოლო იესომ პასუხად უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ გექნებათ
რწმენა და არ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შესძლებთ, რაც დაემართა ლეღვის ხეს,
არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანებთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და
მოხდება აგრე. და ყველაფერი, რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ." (მათ. 21:21-
22)

Powered by MyDiary
---------------------------------------------

2021/12/08 23:41

შხამი
  თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ვიხაცამ შიგნით შხამი ჩამასხა. მინდა ეს შხამი ამოვასხა
ჩემიდან და საღვთო მადლით აღვივსო, მაგრამ ამას ვერ ვახერხებ, ასევე ვერ ვახერხებ
ლოცვასაც. ვხვდები, რომ ეს ჩემი საქმეების შედეგია. მგონია, რაც ქრისტე მივიღე, ასე
ცუდად თავი არ მიგვრძნია. ძილისა მეშინია, ძილსა შინა დაცემის მეშინია, უქრისტეობის
მეშინია.
  ეს მართლაც ჩემი საქმეების შედეგია: დაწყებული ულოცველობიდან, დამთავრებული
სახარების არ წაკითხვით, უზნეო ცხოვრებით და ა.შ. ამ ყოველივემ ჩემში ეს ბოროტება და
შხამი ჩათესა.
  გამოსავალი ერთია: მოუკლებელი ლოცვა! სახარების და წმ. მამების კითხვით დაკავება,
ქადაგების მოსმენა, შეომა და "სხეულის მოკვეთა", ყოველივე ქრისტიანული.
  მაგრამ ახლა რა ვქნა, ეგ კი არ ვიცი, მეშინია, ძალიან მეშინია, თავს როგორცკი
ბალიშზე ვდებ, ეს შხამი ყოფს თავს და მახსენებს ჩემს უქრისტეობას. მეშინია რაღაც
საშინელება არ ჩავიდინო. მაგრამ, როგორც ქრისტიანს, უნდა მქონდეს ღვთის იმედი, და
ვცდილობდე ლოცვას.
  მინდა, მართლა მინდა ქრისტე, დავიღალე ჩემი უჟასობით!

Powered by MyDiary
---------------------------------------------

2021/12/08 21:36

დაბნევა
  ისევ ვუღალატე, ისევ გავეცი,მამალმაც სამჯერ იყივლა, მე კი უკვე 1000-ჯერ ვუღალატე.
  როდესაც შემაჯამებელის საკითხებზე ვმუშაობდი, ვცდილობდი ლოცვა არ შემეწყვიტა და მეტ
ნაკლებად გამომდიოდა კიდდვაც. 15 წუთი გაკვეთილს ვამზადებდი, თან გულდი ვლოცულობდი,
ხოლო შდმდეგი 5 წუთი ვისვენებდი და ვლოცულობდი. ასე გაგრძელდა მანამდე, სანამ 0. (9დ)
კლასის ჩატში, ბიოლოგიის შემაჯამებლის საკითხზე არ დავიწყეთ მსჯელობა: ვერავინ
ვერაფერს ვიგებდით. ამ დროს უკვე დაიწყო ჩემ მიერ ქრისტეს მივიწყება. ვიგრძენი, განა
ვერ ვიგრძენი, უბრალოდ არ მადარდებდა. ასე ერთი საათი ვმსჯელობდით თუ რა
გაგვეკეთებინა, რა სასტიკი აზრები მოგვფიოდა: მოვატყუოთ, გავყიდოთ, გავცვალოთ...
პირდაპირ დემონურობა! ისინი არა, ეს აზრები ჩემგან მოდიოდა. დემონურ ხარხარს
მივცემივარ! ლოცვა რახანია შეწყდა.
  რათქმაუნდა აქედან გამოსავალი ისევ და ისევ ლოცვაშია, ეს ხელსაქმება ჩემად უნდა
ვაქციო. ჩემი პრობლემა ისაა, რომ ჩემი კომფორტის ზონა ძალიან მიყვარს, არადა აქედან
გამოსვლაა საჭირო. გონება გული სული მუდმივად ლოცვით უნდა მყავდეს დაკავებული მთელი
ძალით.
  ამ ბრძოლაში მნიშვნელობა მხოლოდ ერთს აქვს: რამდენად მინდა, რომ ქრისტე მიყვარდეს.

Powered by MyDiary
---------------------------------------------

2021/12/08 17:20

აღმოჩენა
  ახლახან ვუყურე მამა თეოდორეს ქადაგებას (საღმრთო ლიტურგია I ქადაგება 07.12.2021).
რა ხანია მისი ქადაგებებისთვის არ მომისმენია, თურმე დამვიწყებია რამხელა სიბრძნე
იმალება ამ მართმადიდებლურ ეკლესიაში, და მის წინამძღვარში. რათქმაუნდა ისევ ჩემი
თავი დავინახე, ისევ მხილებული ვიქმენი ცოდვაში.
  ქადაგებაში საუბარი იყო ქრისტიანულად ცხოვრებაზე, რომ მოწოდების მიხედვით ვიაროთ
ხოლო ეს შეუძლებელია, იმისდა გამო, რომ ადამიანი მუდმივად ცოდავს: ანუ მის შიგნით
არის რაიმე ისეთი,რაც ქრისტეს არ მოსწონს, ჩვენ არ ვართ ქრისტეთი აღვსილები,
ადამიანისათვის ეს შეუძლებელია, ელემენტარული ჩვენი ცორცის გამო.
  ახლა ჩემს თავზეც, რომ ვისაუბრო. მადლობა ღმერთს, ამ ქადაგებას მოვუსმინე, რადგან
ამპარტავნებისა და ხიბლის გზაზე მივდიოდი: მეგონა 3-4 დღეში ლოცვასაც დავეუფლებოდი და
მორჩა მერე ჩემი ცოდვილობა. მაგრამ დამავიწყდა ის, რომ ეს შეუძლებელია, ელემენტარული
ჩვეულებრივი ლოცვითაც კი, აღარაფერს ვამბობ მუდმივ ლოცვაზე, ვერ ვლოცულობ! ღვთისა და
მოყვასის სიყვარულზე ხომ, საუბარიც კი ზედმეტია! ასე რომ არა, მე ჯერ ძალიან შორს ვარ
იმ მიუღწეველამდე, რასაც იესუ ქრისტე ჰქვია.
 

Powered by MyDiary
---------------------------------------------

2021/12/08 14:32

წაგება
  მას შემდეგ რაც გავიღვიძე, ვცდილობდი მელოცა, მაგრამ არ გამომდიოდა. არა იმიტომ,
რომ ვერ ვლოცულობდი, არამედ იმიტომ, რომ დროს და ადგილს ვერ ვიჩენდი. შემდეგ როგორც
იქნა ვილოცე, ლოცვის პატარა ნაპერწკალი აინთო ჩემში. მაგრამ ერთო რამ დამავიწყდა,
მართალია უნდა ვილოცო გულით, გონებით, სულითა და ძალით, მაგრამ ეს ყოველივე მთელი
ძალებით უნდა მოხდეს, არ შეიძლება ორ ბატონს ემსაცურო, ვერ გეყოლება ქრისტე გულში
ტელეფონთან და ამასოფრლთან ერთად, რადგან ბოლოს ან ერთი მოიგებს, ან მეორე. რომელმა
მოიგო, მგონი ეს დიდად სამწუხაროდ, იოლი მისახვედრია.
  ახლა კიდევ ერთხელ უნდა ვცადო, აბა ხომ არ დავნებდები არა? სიმართლე, რომ ვთქვა
ალბათ ეს ტელეფონი საუკეთესო გზა იყო და არის ჩემს გამოსაცდელად, და ლოცვის
სასწავლებლად, რადგან მისი კლანჭები ადამიანს მთლიანად ითრევს საკუთარ თავში, ხოლო
თუკი მე ამას მოვერევი, ალბათ ლოცვასაც ვისწავლი, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელია
ადამიანისათვის. როგორც არ უნდა იყოს, მე მთელი ძალებით უნდა ვცდილობდე, როგორც
მამები იტყოდნენ, სულის მოსაპოვებლად სისხლი უნდა გაიღო.
  ხო და კიდევ, დღეს ეფრემ არიზონელის გარდაცვალებიდან (07.12.2019.) 2 წელი გავიდა ❤
ႠႫႤႰႨႩႨႱ ႫႭႺႨႵႳႪႨ 🖤

Powered by MyDiary
---------------------------------------------

2021/12/08 08:12

ძილსა შინა დაცემა


გუშინ ღამით, მას შემდეგ რაც დავწექი, ასეთი სურვილი გამიჩნდა: ამვდგარიყავი და
მეტანიები გამეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროთ ეს სურვილი დავრთგუნე და "ტკბილ ძილს"
მივეცი.
ღამე გამეღვიძა, და ეს ჩემი ნებით გავაკეთე. შეპყრობილს ვგავდი, აღარაფერი
მახსოვდა. როცა უკვე გავაზრე რა ხდებოდა, ძალიან ცუდათ ვიგრძენი თავი, არ მჯეროდა
რომ ეს მართლა გავაკეთე (ეგეც ჩემი ამპარტავნება), მაგრამ ნელ-ნელა ვწყნარდებოდი,
ქრისტე მეიმედებოდა და ბოლოს ჩამეძინა კიდევაც.
რათქმაუნდა ვიცი ეს რისი ბრალია: ღმერთმა სურვილი გააჩინა ჩემში, მეტანიების
გაკეთებისა, რადგან ამით "უფლება მიმეცა" მისთვის, დაეთრგუნა ის ამასოფლის დემონური
სული, რომელიც ჩემში მთელი დღის განმავლობაში შემოდიოდა. რა ამასოფლის სული?
ულოქველობა და ამასოფლის სიამოვნებებით განცხრომა.
თითქმის სასოწარკვეთილებამდე მივედი. მაგრამ მახსენდება გრიგოლ ღვთისმეტყველის
სიტყვები: "თუ მართალი ადამიანი ხარ, გეშინოდეს (ღვთის) რისხვისა, რათა არ დაეცე, თუ
ცოდვილი ხარ, დაეყრდენი (ღვთის) გულმოწყალებას, რათა აღსდგე." სწორედ ასე უნდა
მოვიქცე მეც, დავეყრდნო ღვთის გულმოწყალებას, წავიდე ვილოცო და ავღსდგე.

Powered by MyDiary
---------------------------------------------

2021/12/07 22:30

ვაზი
  ახლახანს წავიკითხე იოანეს მე-15 თავი. საუბარი იყო ვაზზე, და მის ლერწამზე, მეც
სწორედ ჩემი თავი გამახსენდა. "დარჩით ჩემში და მე დავრჩები თქვენში. როგორც ლერწი
თავისთავად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი არ შერჩა ვაზს, ასევე თქვენც, თუკი არ
დარჩებით ჩემში." (იოანეს სახარება 15:4) დღეს სწორედ ასეთი დღე მქონდა, ასეთი
არჩევანი: დავრჩენილიყავი ქრისტესთან, და გამომეღო ნაყოფი, თუ დავრჩენილიყავი ჩემს
ტელეფონთან, მოვწყვეტილიყავი ვაზს და დავვარდნილიყავი დაბლა, რათა წავრწყმედილიყავი.
რომელი ავირჩიე ალბათ ცხადზე ცხადია. შესაბამისად არც ნაყოფი გამომიღია. დღეს მართლაც
ძალიან არეულ დარეული დღე იყო, მაგრამ ბევრი რამეც ვისწავლე.
  ის იესუა, ქრისტე იესუ. "როგორც შემიყვარა მე მამამ, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ;
დარჩით ჩემს სიყვარულში." (იოანეს სახარება 15:9) იმისდა მიუხედავად, რომ ამდენჯერ და
ასე სასტიკად ვუღალატე, მაინც მჯერა, და მეიმედება იგი. მაგრამ ასევე ვაცნობიერებ
ჩემს პასუხისმგობლობას, ვაზში დარჩენასა და ნაყოფის გამოღებაზე.
  ვაზში დარჩენა, ეს მუდმივი იესუს ლოცვა, რადგანაც ლოცვა, ღმერთთან კომუნიკაცია,
კომუნიკაციის მცდელობაა. "მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება,
ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ
შეგიძლიათ." (იოანეს სახარება 15:5) და ასევე: "ეს არის ჩემი მცნება, რათა გიყვარდეთ
ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ." (იოანეს სახარება 15:12) მოყვასის
სიყვარული, ეს ყოველი ქრისტიანის ვალდებულებაა, ხოლო როგორც გავიგეთ  ეს ქრისტეს
გარეშე შეუძლებელია. მაგრამ ასევე არის ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორიც: "თუ
დარჩებით ჩემში და ჩემი სიტყვები დარჩება თქვენში, ყველაფერი, რასაც ისურვებთ,
ითხოვეთ და გექნებათ." (იოანეს სახარება 15:7) სიტყვა და მცნება უნდა დარჩეს ჩვენში
რათა ჩვენ: "თუ დაიცავთ ჩემს მცნებებს, დარჩებით ჩემს სიყვარულში; როგორც მე დავიცავი
მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში." (იოანეს სახარება 15:10)
  რათქმაუნდა ვიცი, რომ ეს არ არის რაღაც იოლი გზა, ეს არის ჯვარცმის გზა, "რადგან
ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, სულს კი - ხორცის საპირისპიროდ; ისინი ერთმანეთს
ეურჩებიან, რათა ვერ აღასრულოთ ის, რაცა გსურთ." (გალატელთა მიმართ 5:17) მაგრამ
ასევე, როგორც ქრისტიანს, უნდა მქონდეს ქრისტეს იმედი, ავიღო მისი მახვილი, ანუ
სიტყვა და შევებრძოლო ჩემს ვნებებს: ამასოფლის სიყვარულს რადგანაც: "მემრუშენო, ნუთუ
არ იცით, რომ ამ ქვეყნის სიყვარული მტრობაა ღვთისა? ამიტომ ვისაც სურს ამ ქვეყნის
მოყვარე იყოს, ღვთის მტრად იქცევა." (იაკობის ეპისტოლე 4:4) ესეც ლოცვით მოიგერიება,
ლოცვით, რომელიც სრულდება გულით.
  ვგრძნობ, რომ ეს ფილოსოფოსობა უკვე ზედმეტი მომივიდა, ამიტომაც ჩემი სიტყვებით
ვილაპარაკებ ახლა:  თითქმის პავლე მოციქულივით ვარ, ორად რომ არის გაყიფილი,
ღვთაებრივი რომ უნდა, მაგრამ თავის ვნებიან ხორცს, ვერაფრით რომ ვერ ერევა, ყოველთვის
ორი არჩევანი მაქვს: ეს სოფრლი და ქრისტე. ქრისტე "მინდა" მაგრამ ამ ქვეყნიურს ვერ
ვცილდები, ვხვდები ძალა უნდა დავატანო და დავთრგუნო ხორცი, ქრისტეს ძალით. არა არ
ვამბობ, იოლი იქნებათქო, ვამბობ ქრისტე დამეხმარებათქო.

IXOYE
Powered by MyDiary
---------------------------------------------

2021/12/07 16:48

ღალატი და ანანოსთან დარეკვა


აჰა, არადა ჯერ კიდევ დილას ვამბობდი, ამასოფლის სიყვარული, მტრობაათქო ღვთისა,
დღეს კი მთელი სისავსით ჩავშვი ამ მტრობაში, დავიქიმსე გული და ამასოფლის
საზრუნავებითა და სიამოვნებებით აღვივსე. ლოცვა რაღათქმაუნდა გამიწყდა, მაშასადამე
ნაყოფებიც აღარ გამომაქვს, სამწუხაროდ კი არც ის ახსოვს ჩემს სულს, რომ ხე ნაყოფით
იცნობა, და რომელი ხეც მას არ გამოიღებს მოიჭრება.
ამ მდგომარეობაში რო ვიყავი (და ვარ) იმის მაგივრად, რომ წავსულიყავი და მელოცა,
ანანომ დამირეკა და მეც გავუბი საუბარი ამასოფლისეულ საკითხებზე, თუ როგორ
გაეკეთებინა ესა და ეს ამ აპლიკაციაში. განა ვამბობ მეგობართან საუბარი ცუდიათქო?
არა, მგრამ ცუდი ის არის, ქრისტეს მაგიერ ბელზებულისეულზე რომ ელაპარაკები. რაც დღეს
მე გავაკეთე.

Powered by MyDiary
---------------------------------------------

2021/12/07 12:35

გუშინდელი აღმოჩენა და დღევანდელი დღე


  ნუ, როგორც მახსოვს გუშინ მხოლოდ ერთი ჩანაწერი გავაკეთე, ეგეც დილით და მაგის
შემდეგ აღარაფერი დამიწერია. ახლა ამასაც ტელეფონში ვწერ (მერე უნდა გადავიტანო
რვეულში როცა კალამი მექნება). მოკლედ რა მოხდა გუშინ: გუშინ მოხდა რაღაც, რაღაც
ღვთის საჩუქარი, რაღაც შევძელი, რაღაც გონება გამეხსნა და მივხვდი, არადა ძალიან იოლი
ყოფილა: მთელი გულით, გონებით სულით და ძალით. განა ეს არ ვიცოდი? კი როგორ არა,
მაგრამ ახლა რაღაც დაემატა, რაღაც რაც ამას ძალას აძლევს, ძალას მაძლევს მე, თუნდაც
ძალიან ცოტაცი, პრაკტიკაში განვახორციელო ეს. მივხვდი, რომ მუდმივ ლოცვაში ამასოფლის
სიყვარული მიშლიდა ხელს, მივხვდი, რომ სულ უნდა ვილოცო მთელი გულით სულით ძალითა და
გონებით, მიყვარდეს მოყვასი, ვადიდებდე ღმერთს, ვუსმენდე ქადაგებეს და ყველაფერს
ღვთისათვის .ოსაწონს ასე ვაკეთებდე, და რაღა გასაკვირია რო ამაში ეს სოფელი მოშლის
ხელს. მთავარია ვითხოვო, და მომეცემა, რადგან თუკი მექნება პატარა რწმენაც კი, ის
დაბრკოლება რომელიც მე ლოცვაში ხელს მიშლის, ღვთის ხელით და ჩემი მორჩილებით (მაგრამ
არა ჩემი მორჩილებიდან გამომდინარე ძალით) აღმოიფხვრება.
  ლოცვა ეს არის კომუნიკაცია შემოქმედდთან: სიცოცხლესთან, ყოველივეს არსთან, კეთილ
მწყემსთან, ჭეშმარიტებასთან და ნათელთან. ადამიანმა მთელი თავისი სხეულით უნდა შეძლოს
ეს: გონებით, გულით, სულითა და ძალით. ამ დროს ჩვენ ვიზრდებით და საღვთო მადლით
ვიკვებებით: ვაცვავთ რა ჩვენს თავს ჯვარს  ვახელთ თვალს, შემოდის ჩვენში ნათელი და
კეთილი ხეები ვხდებით ნელ-ნელა, ჭიანჭველას ნაბიჯებით (მაგრამ მიზნის მიღწევა მაინც
შეუძლებელია და თუნდ ეს პატარა ნაბიჯები, არაფერს არ ნიშნავს), შესაბამისად, კეთილი
ნაყოფი -  უპირველესად მოყვასის სიყვარული, ღვთისადმი მადლიერება, თაყვანისცემა,
ხსოვნა, კრძალვა, ღვთისმეტყველება და სხვა გამოგვაქვს. ამის შემშლელი კი რაღათქმაუნდა
ეს სოფელია, რადგან ის გვიფანტავს გონებას, გვიწამლავს გულს, გავორგულებს და ჩვენს
არსება სხვა მიმართულებით მიჰყავს, ამიტომაცაა ამასოფლის სიგვარული, ღვთის მტრობა,
რადგან სადაც არის საუნჯე შენი იქვეა გული შენი, ხოლო თუ შენი საუნჯე ეს ქვეყანაა, ეს
ტელეფონი, ეს ნაძვისხე, შენი გულიც იქაა, და როგორღა ამბობ: ვლოცულობო? ან საერთოთ
კეთილ საქმეს როგორ აკეთებ, ნაყოფი როგორ გამოგაქვს, როდესაც შენს გულში ღმერთი არ
არის (იმიტომ რომ არ ლოცულობ, არ გაქვს მასთან კონტაქტი), ანუ როდესაც ბოროტია?
ახლა რაც შეეხება დღევანდელ დღეს. ნუ, დილით ვცდილობდი, რომ მელოცა, რაშიც
ამომავალი მზის სილამაზე და ჩემი ტელეფონის ხსოვნა მიშლიდა ხელს, ამის მერე
გაკვეთილები ჭამა-სმა და ავირიე, ლოცვა შდმიწყდა, მაგრამ ახლა მგონი კალაპოტდი
ჩავდექი ამ დღიურის წერის დროს. წინ გრძელი გზაა გასავლელი. With Jesus Christ ❤

Powered by MyDiary
---------------------------------------------

You might also like