#Str.br.m. დავალება 2. თამთა თავართქილაძე

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

თამთა თავართქილაძე დავალება N2

The Living Brand

ბიზნესი არის პროცესი და არა შედეეგი, დღევანდელ რეალობაში სწორედ ის


ბიზნესები ახერხებენ მოწინავე პოზიციებზე ყოფნას, რომელთაც აქვთ უნარი და ალღო
მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების აყოლისა. გასული დეკადებში კიდევ უფრო
თვალსაჩინოა ცვლილებების ინტენსივობა, შესაბამისად ბიზნესის როგორც ბრენდის
არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია რომ შეეძლოს ამ პროცესებზე
ადაპტაცია. კომპანიები უფრო ცოცხალ ორგანიზმს გავს, რომელიც მუდმივად
ცვალებადობის და ზრდის პროცესშია, ვიდრე ორგანიზაციას რომელსაც სასიცოცხლო
თვისებები არ გააჩნია.

ბრენდი არის ცოცხალი ორგანიზმი, მისი პერსონიფიცირებული ფორმა, შეგვიძლია


წარმოვიდგინოთ როგორც ადამიანი რომელიც ზრდის პროცესებში უშვებს ბევრ
შეცდომას და შეცდომების დაშვების პროცესში ვითარდება , სწავლობს შეცდომებზე .

შეიძლება ითქვას, რომ ძველად არსებული პარადიგმები ორგანიზაციის შესახებ , რომ


იგი უნდა იყოს სტაბილურად უცვლელი და რეზისტენტული, დღეს უსარგებლო და
გამოუსადეგარია.

ბრენდის არსებობა როგორც ცოცხალი ორგანიზმი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ,


როგორც პერფორმანსი, რომელშიც ყველა თანამშრომელს შეაქვს გარკვეული წილი
და ისინი არიან ამ პერფომანსის შემოქმედები. როდესაც ამ უკანასკნელთათვის
მიღებული გამოცდილება და საქმიანობა ემთხვევა მათ მოლოდინებს, მაშინ
კომპანიაში იზრდება შიდა ლოიალობა, რაც გადამწყვეტი საფუძველია ბრენდის
შენების პროცესში.

ასევე მნიშნველოვანია ბრენდის ქცევა ემთხვევოდეს მის იმიჯს. მათ შორის


არსებული დიდი სხვაობა აუციელბლად გამოიწვევს რეზონანსს მომხმარებლებში და
გაურკვევლობას. ცოცხალი ბრენდის დამახასიათებელი ნიშანთვისებაა ის, რომ იგი
არსებობს კომპანიის გარეთ მომხმარებელთა ყოველდღიურობაშ და მომხმარებელთა
გონებაში.

ბრენდის დაცვა და მოსალოდნელი პრობლემები

ზრდის მნიშვნელობის გააზრებასთან ერთად, მნიშნველოვანია, გავიაზროთ რომ


არსებობს მეორე მხარე, რაც უარყოფით პროცესებთანაა დაკავშირებული .
სკანდალები, ჩამოყალიბებელი მიზანი და ფოკუსი, წარუმატებელი წამოწყება ან
კამპანია, ყოველივე ზემოხსენებული რეალურად დიდი საფრთხეა, რომელსაც
შეუძლია ბრენდის იმიჯის დაზიანება რისი მაგალითებით მრავლად არსებობს
გარემოში: Amazon-ის შემთხვევა როდესაც მან 31% დაკარგა იმის გამო რომ ვიწრო
ნიშიდან მოინდომა ფართო ნიშაზე გადასვლა და ყველაფერს მოდებოდა . მაშინ
როდესაც Starbucks-მა იმავე პერიოდში მოახერხა გაყიდვების 32%-ით ზრდა სწორი
ფოკუსის და ვიწრო ნიშის შენარჩუნებითა და პრინციპების ერთგულებით .

ასევე ბრენდის დაცვისთვის მნიშვლელოვანია გრძელვადიანი ურთიერთობების


დამყარება როგორც მომხმარებელთან, ასევე საკუთარ თანამშრომლებთანაც . თუ
კომპანიაში ერთგული და გამოცდილი თანამშრომლების დენადობა დაიწყება ,
მოირყევა ბრენდის შენების პროცესი, რამეთუ ის ცოდნა და გამოცდილება თან გაყვება
წასულ თანამშრომლებს. ამიტომ მნიშნველოვანია ბრენდის მეხსიერების
ჩამოყალიბება გრძელვადიანი თანამშრომლებით.
თამთა თავართქილაძე დავალება N2

მმართველობის მნიშნველობა ბრენდის შენების პროცესში

რაც უფრო ფართო მასშტაბებზე გადის ბრენდის გავრცელება, მით უფრო საჭირო
ხდება ძლიერი ცენტრალიზებული მენეჯმენტი. კრეატიული წამოწყება და ინოვაციები
რომ გაურკვევლობაში არ გადაიზარდოს და მომხმარებლებში არ გააჩინოს
არასასურველი ასოციაციები მნიშველოვანია პროცესების სწორი მენეჯმენტი და
სწორი მიწოდება. ასევე მნიშვნელოვანია ისეთი CBO-ს არსებობა კომპანიაში,
რომელსაც შეუძლია ბრენდის კოლაბორაციების კონტროლი და მართვა უმაღლეს
კორპორაციულ დონეზე. იგი ერთგვარი მედიატორია ტოპ მენეჯმენტსა და უშუალოდ
კრეატივის შემოქმედებს შორისს. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ძლიერი CBO-ს
ჩამოყალიბებისთვის ერთადერთი გზა მრავალმხრივი გამოცდილების დაგროვებაა .

You might also like