Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

გარემოს დაცვა!

(ბლოგი)
გარემოს დაცვა ნაგვისგან და სისუფთავე დღეს-დღეისობით
ჩვენთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს და ეს
თვალნათლივ ჩანს ქუჩა გავლისთანავე. თუ ქალაქში ხშირად
დადიხართ აუცილებლად შეამჩნევდით ძირს დაყრილ
სიგარეტებს,ფურცლებს,საჭმლის ნარჩენს და კიდევ ბევრ სხვა საგანს.
ასეთ ნაგავსაყრელად მხოლოდ ქალაქები არ არის გადაქცეული,ასეთ
მდგომარეობაშია ქალაქგარეთ ადგილები, რაც ძალიან დიდ
პრობლემას წარმოადგენს ყველა დედამიწის ბინადრისთვის.
გარემოსდაცვითი მოხალისეობა არის ის, რომლის ძირითადი
საფუძველი და მიზანია გარემოს დაცვის ღონისძიებების
განხორციელება. ჩვენ გვინდა მანგლისის ტყეში წასვლა და როგორც
შეგვეძლება ისე დასუფთავებაიქაურობა. თუ ეს წამოწყება კარგად
განხორციელდა, ჩვენ ასეთ საქმიანობას სხვა ადგილებშიც
აუცილებლად გავაგრძელებთ.
საბედნიეროდ,ქუჩაში თითქმის ყოველ ორ ნაბიჯში ნაგვის ყუთები
დგას,თუმცა ხალხს ამ ნაგვის ყუთებთან მისვლაც კი ეზარებათ და
იმასაც კი ვერ ხვდებიან ,რომ ამ დაბინძურებულ გარემოში ისევ ისინი
ცხოვრობენ და ამ ჰაერსაც ისინი სუნთქავენ. მინდა მოგიწოდოთ,რომ
ნაგვის გადაგდება არასდროს დაგეზაროთ! თუ თქვენ გარემოს
გაუფრთხილდებით და ნაგავს თავის ადგილას ჩააგდებთ ამით
გარემოს დაცვაც გამოგივათ და მენაგვეების საქმიანობის
პატივისცემაც.
ჩვენ არავის ვაძალებთ გარემოს დაცვაში მონაწილეობას, ეს
ყველაფერი თქვენს პირად აზრზეა დამოკიდებული. თუ თქვენ არ
გადაწყვეტთ მოხალისეობას ეს ჩვენთვის პრობლემა არ
იქნება,რადგან ეს თქვენი გადაწყვეტილებაა და არა ჩვენი. ხოლო თუ
გადაწყვეტთ გახდეთ ერთ-ერთი ჩვენთაგანი აუცილებლად უნდა
მოგვწეროთ ჩვენს ვებ გვერდზე (daicavibuneba.ge), ამ საიტზე თქვენ
მოგიწევთ რეგისტრაციის გავლა და შემდეგ უკვე თავისუფლად
შეგეძლებათ ჩვენს ჯგუფთან ერთად მუშობა. მუშაობის პროცესში
თქვენ არ მოგიწევთ სპეციალური ნივთების წამოღება,რადგან
ყველაფერს ჩვენ მოგაწვდით. თქვენ ასევე ამ მუშობის პროცესში
შეხვდებით ბევრ ახალ ადამიანს და დაუმეგობრდებით მას.
დღეისთვის სულ ესაა, დამატებითი კითხვების შემთხვევაში
შეგიძლიათ მოგვწეროთ ვებ-გვერდზე და ჩვენც აუცილებლად
გიპასუხებთ. რაც შეეხება მანგლისის ტყის დასუფთავებას: იგეგმება
10/01/22-ში და ძლიან გაგვიხარდება თუ ბევრი ადამიანი მიიღებთ
მონაწილეობას. მოდით ერთად დავიცვათ ჩვენი დედამიწა!
თეკლა გველესიანი

You might also like