Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

ამაზონის ტყე

ამაზონის ტროპიკული ტყე (ასევე ცნობილია, როგორც ამაზონის ჯუნგლები) არის


ტენიანი, ფართოფოთლოვანი ტყე, რომელიც სამხრეთ ამერიკაში მოიცავს უდიდეს
ამაზონის აუზს. ეს აუზი 7 მლნ კვ კმ-ს შეადგენს, რომლის 5.5 მლნ კვ კმ იფარება
ამაზონის ტყით.
ამაზონის ტყე ცხრა ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს. ტყის უდიდესი ნაწილი
მდებარეობს ბრაზილიაში, სადაც 60%-ია წარმოდგენილი. პერუში მდებარეობს
ტყის 13%, კოლუმბიაში - 10%, ხოლო დანარჩენი ნაწილი წარმოდგენილია
ვენესუელაში, ეკვადორში, ბოლივიაში, გაიანაში, სურინამისა და ფრანგულ
გვიანაში.
ამაზონის ტყე წარმოადგენს პლანეტის ტროპიკული ტყეების ნახევარს და შეიცავს
უმდიდრეს სახეობებს. 2008 წელს, ის ერთ-ერთ კანდიდატურას წარმოადგენდა
მსოფლიოს შვიდი ბუნებრივი საოცრების ნუსხაში.
რელიეფი და ნიადაგი
„წვიმის ტყეების“ რელიეფისთვის დამახასიათებელია ბრტყელი დაბლობებისა და
შედარებით უმნიშვნელო შემაღლებების მორიგეობა.
ჰილეების ნიადაგი თითქმის ყოველთვის ნოტიო და სველია. ჭარბობს წითელმიწა
და ყვითელმიწა ნიადაგები. 
გრუნტისა და ქანების ქიმიური გამოფიტვა  ინტენსიურად მიმდინარეობს.
ნიადაგები მდიდარია ალუმინით, რკინის ჟანგებით, ჰიდროქსიდებით,
კაოლინითითა და სხვ. მინერალებით(შესაბამისად ნიადაგი იღებს წითელ ან
ყვითელ ფერს),  არც თუ ისე ნოყიერია.
სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე ჭარბობს ნოტიო,მარადმწვანე, ძირითადად
ეკვატორული ტყე,ეგრეთ წოდებული ჰილეა (ბრაზილიაში-სელვასს
ეძახიან),რომელიც გავრცელებულია ამაზონის დაბლობზე,მის მიმდებარე ზეგნებსა
და ანდების კალთებზე,ჰილეის ქვეშ განვითარებულია წითელმიწა და ყვითელმიწა
ფერალიტური ნიადაგი. ანდების მთის ჰილეაში კარგადაა გამოხატული
სიმაღლებრივი სარტყლურობა. აღმოსავლეთ ამაზონიაში ეკვატორიდან
დაშორებასთან ერთდ ჩნდება ფოთოლმცვენი ხემცენარეები, ხოლო გვიანის ზეგნის
ჩრდილოეთით და ბრაზილიის ზეგნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში
მარადმწვანე ტყით იცვლება

ამაზონი
მდინარე მაზონი უდიდესია მსოფლიოში აუზითა და წყალუხვობით. მდინარე
წამოიქმნა მარანიონისა და უკაიალას შეერთების შედეგად. მდინარეში მდებარეობს
კუნძული მარაჟო, რომელზედაც თავისუფფლად დაეტეოდა ისეთი ქვეყანა
როგორიცაა ბელგია .
ამაზონის აუზის დიდი ნაწილი მდებარეობს ბრაზილიაში, სამხრეთ-
აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილი
-ბოლოვიაში,პერუში,ვენესუელაში,ეკვადორსა და კოლუმბიაში. ამაზონი
ეკვატორთან ახლოს ჩაედინება ატლანტიის ოკეანეში.
სახელწოდებას უკავშირებენ მდინარის შესართავში მოქცევით გამოწვეული
ტალღების სახელს -პიროროკას, რომელსაც ინდიელთა დიალექტზე „ ამაზუნუ“ქვია.
მდინარე სათავეს პერუს მაღალმთიან რეგიონში იღებს , ამაზონსა და და მის
შენაკადებს გარს ერტყმის ტროპიკული ნოტიო ტყეები. ამ ტყეებში ხეები 20-
სართულიანი შენობის სიმაღლის იზრდება.ამაზონის ჯუნგლებსი მსოფლიოსი
ყველაზე მეტ სახეობის ცხოველი ბინადრობს,ტყეში დაახლოებით 1500 სახეობის
ფრინველი ბუდობს, ამაზონის წყლებსი კი 3000 სახეობის ტევზი დაცურავს,
ზვლიკები და გველები ხმელეთზე დასრიალებენ. ამაზონის ტყეებში 800 ზე მეტი
ტიპის ძუძუმწოვარი ცხოველი (მათ შორის ბევრი ღამურა) და ურიცხვი მწერიც
ცხოვრობს.

ამაზონის ტყე გამოირჩევა შეუდარებელი ბიომრავალფეროვნებით. მსოფლიოს


ცნობილი სახეობების 1/10 ცხოვრობს ამაზონის ტყეში. იგი წარმოადგენს
დედამიწაზე მცხოვრები ფლორისა და ფაუნის სახეობების უდიდეს კოლექციას.
ტყეში მეცნიერულად კლასიფიცირებულია შემდეგი სახეობები:
დაახლოებით 40 000 სახეობის მცენარე
2 200 სახეობის თევზი
1 294 სახეობის ფრინველი
427 სახეობის ძუძუმწოვარი
428 სახეობის ამფიბია
378 სახეობის ქვეწარმავალი
მსოფლიოს ფრინველთა სახეობის 1/5 ცხოვრობს ამაზონის ტროპიკულ ტყეში, ასევე
თევზების სახეობათა 1/5 წარმოდგენილია ამაზონის მდინარეებსა და
ნაკადულებში. მთლიანობაში, ამაზონის ტყეში წარმოდგენილია ფლორისა და
ფაუნის წარმომადგენელთა 10 მლნ სახეობა.

დედამიწის ფილტვები" --ამაზონის ტროპიკულ ტყეს ამ მეტსახელით


მოიხსენიებენ, რადგან იგი უზრუნველყოფს მსოფლიოს აუცილებელ გარემოს.
ამაზონის ტყე აწარმოებს მსოფლიოს ჟანგბადის დაახლოებით 40%-ს. ამგვარად,
ამაზონის ტყე უდიდესი მნიშვნელობის მქონეა.

"SOS Amazon"

ამაზონის ტყე დედამიწის ხმელეთის ზედაპირის 16%-ს ფარავდა. დღესდღეობით


კი ტყის ფართობი მხოლოდ 6%-ს მოიცავს. ექსპერტთა ვარაუდით, ტყის
დარჩენილი ნაწილი შეიძლება მოხმარებულ იქნეს მხოლოდ შემდეგი 40 წლის
განმავლობაში. ამაზონის ტყის რესურის განადგურებას ხელს უწყობს ტყით
დაფარულ ქვეყნებში ტყის რესურსის ღირებულების აღქმა მხოლოდ მიწის
ღირებულებით.
ტყის მნიშვნელოვანი ნაწილი ნადგურდება ხანძრის შედეგად, 2019 წელს
ბრაზილიაში ცეცხლის კერების რეკორდული რაოდენობა აღრიცხეს. წინა
წელთან შედარებით, ხანძრების რაოდენობა 84 პროცენტით გაიზარდა.
ბრაზილიის კოსმოსური კვლევის სააგენტოს მონაცემებით, ამაზონის ტყეში
78,383 ცეცხლის კერა დაფიქსირდა. ხანძრების ნახევარზე მეტი აგვისტოს
თვეში გაჩნდა.

ამაზონის ცხრა შტატიდან რვაში ხანძრების რაოდენობა გაზრდილია.


რონდონიას და ამაზონასის შტატის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მსგავსი
მასშტაბის ხანძრები მათ ჯერ არ უნახავთ. კვამლი რამდენიმე შტატს მთლიანად
ფარავს.

რამ გამოწვია ხანძრები?

ამაზონის რეგიონში ცეცხლს ხშირად განზრახ აჩენენ, რათა ფერმერებისთვის


ტერიტორია „გაასუფთავონ“. ყველაზე ხშირად ასე ხის მჭრელები იქცევიან,
რომლებიც „გასუფთავებულ“ მიწას ყიდიან. ამაზონის რეგიონში მშრალი
სეზონი რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება, რა დროსაც ხანძრის
გავრცელების რისკი მაღალია.

ხოლო უდიდესი ნაწილი გაჩეხვის გამო. უკანასკნელ წლებში ამაზონის რეგიონში


ტყეს მასობრივად ჩეხავენ. გაჩეხილი ტყის მასივის ფართობი, წინა წლის
პერიოდთან შედარებით, 67 პროცენტითაა გაზრდილი. გარემოსდამცველები
მიიჩნევენ, რომ ხანძრებს ძირითადად ის ადამიანები აჩენენ, ვინც ტყეს ჩეხავს.

ამაზონის განადგურებისა და გაჩეხვის მიზანი ძირითადად ამ ტერიტორიაზე


სასოფლო-სამეურნეო ან სამრეწველო საქმიანობის წარმართვაა. ექსპერტთა
შეფასებით, ტყის გაჩეხვის შედეგად ყოვედღიურად იკარგება მცენარეთა,
ცხოველთა და მწერთა 137 სახეობა, რაც მთლიანობაში წელიწადში აღწევს 50 000
სახეობას. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ამაზონის ტროპიკული ტყე შეიცავს
ბევრ ისეთ მცენარეს, რომელიც კურნავს სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს. აშშ-ს
ეროვნულმა კიბოს ინსტიტუტმა განსაზღვრა 3 000 სახეობის მცენარე, რომლებიც
არიან კიბოს უჯრედების განვითარების აქტიური წინაღობები. აღსანიშნავია, რომ
ამ მცენარეთა 70% სწორედ ამაზონის ტყეშია თავმოყრილი.
ამაზონის ტყის უკონტროლო გაჩეხვის შედეგად, ტყეში შემცირდა აბორიგენი
მოსახლეობის რაოდენობაც. თუკი 5 საუკუნის წინ ინდიელთა რიცხვი 10 მლნ-ს
შეადგენდა, დღეს მათი რაოდენობა 200 000-ზე ნაკლებია.

You might also like