Professional Documents
Culture Documents
ჩუნციუს და ჭანგოს პერიოდების ფილოსოფია
ჩუნციუს და ჭანგოს პერიოდების ფილოსოფია
ჩუნციუს და ჭანგოს პერიოდების ფილოსოფია
თუმცა, უნდა ითქვას, რომ სიუნ ძიმ მნიშვნელოვნად წინ წაწია კონფუცის
შეხედულებები. სიუნ ძის ქცევის წესები განსხვავდება კონფუცის
შეხედულებებისგან. იგი წერს: „თუკი ვანის, გუნის, მეცნიერის, შისა თუ დაფუს
ვაჟი არ იცავს ქცევის წესებს და არ ასრულებს თავის მოვალეობას, იგი უნდა
გაუთანაბრდეს არაწარჩინებულ ადამიანს. ხოლო თუკი არა-წარჩინებულის ვაჟი
ან შვილიშვილი... იცავს ქცევის წესებს და ასრულებს თავის მოვალეობას, იგი
უნდა დააყენო ერთ რიგში ცინების, სიანების, შისა და დაფუსთან“. ეს იდეა
მემარცხენე კონფუციელობას უფრო აახლოებს მოისტების სკოლასთან.
1
სიმა ციანის „ისტორია“ იყოფა სამ ნაწილად: „ძირითადი ანალები“ იმპერატორთა მოღვაწეობას
ეთმობა; „შთამომავლობითი სახლები“ - ადგილობრივ მმართველებს; და „ბიოგრაფიები“ -
ჩვეულებრივ მოხელეებს.
2
Мартынов, А.С., Конфуцианство, „Лунь Юй“, в 2 томах, СПб.: „Петербургское Востоковедение“, 2001.