Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

პინოჩეტი

პინოჩეტს და მის სამხედრო კოლეგებს არაფერი გაეგებოდათ ეკონომიკაში. ბუნებრივია, ასეთი


მძიმე მემკვიდრეობის გამოსწორება ძალიან გაუჭირდათ. პირველი 2-3 წელი ასევე ძალზედ
მძიმე გახლდათ, მაგრამ შემდეგ ვითარება სწრაფად და საგრძნობლად გაუმჯობესდა. ეს
გაუმჯობესება უკავშირდებოდა ქვეყნის ეკონომიკის მართვაში ე.წ. „ჩიკაგოელი ბიჭების“
მოსვლას. ეს იყო 30-მდე ახალგაზრდა ჩილელი ეკონომისტების ჯგუფი, რომლებმაც განათლება
ჩიკაგოს უნივერსიტეტში მიიღეს და იზიარებდნენ თავიანთი პროფესორების ფრიდმენისა
-ნობელის ლაურიანტი ეკონომისტის და ჰერბერგერის „ნეოლიბერალიზმის“ თეორიას,( ასევე
პირველად ტერმინი „ ჩილეს სასწაული მან იხმარა ), რომლის მთავარი იდეა მდგომარეობდა
ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის აბსოლუტურმინიმუმამდე დაყვანაში, რაც გულისხმობდა

1 )ფასებისა და ხელფასების კონტროლის გაუქმებას,

2)ქვეყნის საშინაო კომპანიებისა და ბიზნესმენების მიმართ ტრადიციულ პროტექციონიზმზე


უარის თქმას და

3)ქვეყნის ეკონომიკის გარე სამყაროსთვის სრულ გახსნას. პინოჩეტიმ მათ სრულად დაუთმო
ეკონომიკური ასპარეზი, რამაც მათ საშუალება მისცა თავიანთი შეხედულებებისამებრ
ემოქმედათ . ეს რეფორმები სამ რაუნდად გატარდა :

1)1974-1983,

2)1985

3) და 1990.

„ჩიკაგოელი ბიჭების“ ლიდერ დე კასტროსა და მისი გუნდის აზრით, ტრადიციული მიდგომები


აფერხებდა ქვეყნის განვითარებას. იმპორტისადმი შემზღუდველი პოლიტიკის გატარება ,
რომელიც ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერისაკენ იყო მიმარტული, მათი აზრით,
სინამდვილეში, აფერხებდა ეროვნული ეკონომიკის ჯანსაღ ზრდას და ჩილეს მოსახლეობას
„მუდმივ სიღარიბეში დარჩენის“ საფრთხეს უქმნიდა . ამ პოლიტიკის გატარება ფაქტობრივად
შეუძლებელი იყო სოციალისტური თუ დემოკრატიული სახელმწიფოს პირობებში ,
მემარცხენეები არასდროს არ დათანხმდებოდენ ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის
რადიკალურ შეკვეცას, ხოლო მემარჯვენეები ბოლომდე დაიცავდენ ეროვნული წარმოშობის
კომპანიების მიმართ პროტექციონიზმის პოლიტიკას. პინოჩეტის დიქტატორულმა რეჟიმმა კი
აბსოლუტურად შეაჩერა ყველანაირი დემოკრატიული პროცესი ეს კი უქმნიდა „ჩიკაგოელ
ბიჭებს“ უნიკალურ პირობებს თავიანთი ეკონომიკური განვითარების მოდელის რეალობად
ქცევისას .

I -პირველ ეტაპზე მათ გადაწყვიტეს „შოკური თერაპიის“ პოლიტიკის ამუშავება და ალიენდეს


სოციალისტური რეფორმების გადახედვა. შოკური თერაპიით პირველ ფაზაში შეამცირეს
ფულის მიწოდება და მთავრობის დანახარჯები, ასევე სახელმწიფო სერვისის პრივატიზაცია,
ბაზრის მასიური დერეგულაცია და საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალიზაცია, რამაც
შესაძლებელი გახადა ინფლაციის დონის შემცირება და დასტაბილურება . ამის მიუხედავად,
ამან აგრეთვე გამოიწვია უმუშევრობის წილის ზრდა 9.1 %-დან 18.7 % - მდე - 1974-1975 წლების
შორის პერიოდში. ამასთანავე, პროდუქცია დაეცა 12.9%-მდე, რაც 1930 წლის შემდეგ ჩილესთვის
რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი იყო .

1976 წლიდან ეკონომიკამ აღდგენა დაიწყო და 1978-დან 1981 წლებში მიაღწია იმას, რასაც
„ჩიკაგოს ბიჭებმა“ „ეკონომიკური სასწაული“ უწოდეს. ამ პერიოდის განმავლობაში ეკონომიკა
ყოველწლიურად 6.6%-ით იზრდებოდა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იყო (შდრ. აშშ-ს
ეკონომიკა ჩვეულებრივ 2.5%-ით იზრდება). ამის მიზეზი კი შემდგომი იყო :

„ჩიკაგოს ბიჭებმა“ მოხსნეს თითქმის ყველანაირი აკრძალვა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე


და უცხოელებისთვის ქმნიდნენ გარანტიის იდეალურ პაკეტს. სახელმწიფო მიესალმა უცხოურ
ინვესტიციებსა და უარყო პროტექციონისტური სავაჭრო ბარიერები, ჩილეელ ბიზნესმენებს
აიძულებდა, რომ იმპორტთან კონკურენცია ან თანაბარ საწყისებზე მოეხდინათ, ან
დაეტოვებინათ ბიზნესი.

ამის შედეგად უცხოური ინვესტიციები და სესხები ჩილეში შემოედინებოდა. მხოლოდ სესხები


1977 და 1981 წლებს შორის პერიოდში გასამმაგდა. ამასთან, ქვეყნის კუთვნილი 507 საწარმოდან
ჩიკაგოს ბიჭებმა ყველა გააუქმეს ან პრივატიზება მოახდინეს, გარდა 27 მათგანისა. ამ 27
საწარმოს შორის იყო სპილენძის მაღარო CODELO, რომელზეც სახელმწიფო შემოსავლის 30%
მოდიოდა. 1980 წლის კონსტიტუციით სპილენძის რესურსები სახელმწიფოსგან „განუყოფლად“
გამოცხადდა. თუმცა ამავდროულად, კერძო კომპანიებს შეეძლოთ გაეკეთებინათ ახალი
მაღაროები .

„ჩიკაგოს ბიჭების“ გავლენის შედეგად, პინოჩეტის რეჟიმმა ჩილე ნეოლიბერალური პოლიტიკის


დაარსებაში წამყვან ქვეყნად აქცია. ეს პოლიტიკა დიდ კორპორაციებს საშუალებას აძლევდა
გაემტკიცებინათ თავიანთი ზეგავლენა ჩილეს ეკონომიკაზე, ემართათ უმუშევრობის
მაჩვენებელიც და რეალური შემოსავლებს ზრდაც მათ ხელში გადავიდა მაშინ, როცა ქვეყანა ვერ
ახერხებდა გრძელვადიანი ეკონომიკური ზდრის მიღწევას.

საბიუჯეტო და მონეტარული პოლიტიკა (პინოჩეტის გადადგომამდე)

„ ჩიკაგოელი ბიჭების „ მიერ შემუშავებული ეკონომიკური განვითარების მოდელის


ამოქმედების შედეგად -ცენტრალური ბანკი დამოუკიდებელი გახდა, შემცირდა ტარიფები,
მოხდა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი საპენსიო სისტემის,სახელმწიფო მრეწველობის
და ბანკების პრივატიზაცია,შემცირდა გადასახადები. პინოჩეტმა განაცხადა , რომ მისი მიზანი
იყო“ გაეხადა ჩილე არა პროლეტარების , არამედ მეწარმეთა ქვეყანა „.

-ის შედეგი, რომელიც ამ ახალგაზრდა ენთუზიასტთა ჯგუფმა საბოლოო ჯამში მიიღო, დღეს
„ჩილეს სასწაულად“ არის ცნობილი. ინფლაციამ სწრაფი და მკვეთრი კლება დაიწყო: 174
პროცენტი - 1976 წელს, 63 პროცენტი - 1977 წელს და 30 პროცენტი - 1978 წელს.

-ეკონომიკა საგრძნობლად გამოცოცხლდა და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ შთამბეჭდავ


მაჩვენებლებს მიაღწია: 9.9 პროცენტი - 1977 წელს, 8.2 - 1978-ს, 8.3 – 1979-ს, 7.5 -1980 -ს და 6.3
პროცენტი 1981 წელს.

You might also like