Professional Documents
Culture Documents
ლექცია 10
ლექცია 10
ნახ. 2.
თუ გავხედავთ სადენს დენის მიმართულებით, მაშინ მაგნიტური ველის
ძალწირები მიმართული იქნება საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით.
წრფივი დენის მაგნიტური ველის მიმართულების დასადგენად შეიძლება
ვისარგებლოთ მარჯვენა ხელის წესითაც(ნახ, 3.): თუ მარჯვენა ხელის ცერა
თითი გვიჩვენებს დენის მიმართულებას, მაშინ მოხრილი 4 თითი გვიჩვენებს
მაგნიტური ველის მიმართულებას.
ნახ. 3.
განვიხილოთ ამ ველში წირითი ინტეგრალი B -დან ჩაკეტილ კონტურზე.
დავიწყოთ ABCD კონტურით(ნახ. 4ა), რომელიც დევს სადენის მართობ
სიბრტყეში. ჩვენ მხოლოდ ეს სიბრტყე გვაინტერესებს, რადგან მაგნიტურ ველს
სადენის გასწვრივ მდგენელი არა აქვს. წირითი ინტეგრალი B -დან ამ
კონტურზე ნულის ტოლია. მართლაც, BC და DA მონაკვეთები B -ს მართობია
და ინტეგრალში წვლილი არ შეაქვთ. AB-ს გასწვრივ ველი r2/r1-ჯერ დიდია,
ვიდრე CD-ს გასწვრივ, მაგრამ CD მეტია AB-ზე ზუსტად იმავე რიცხვჯერ,
რადგან ორივე რკალი მოჭიმავს ერთი და იგივე ცენტრალურ კუთხეს. ამრიგად
ეს რკალები იძლევიან ტოლ და საწინააღმდეგო ნიშნის წვლილებს და სრული
ინტეგრალი ნულის ტოლია. ეს ნიშნავს, რომ წირითი ინტეგრალი ნებისმიერ
კონტურზე, რომელიც შედგენილია რადიალური სეგმენტებისა და
რკალებისაგან, როგორც ნახ. 4ბ-ზე, ნულის ტოლია. აქედან დასკვნა: წირითი
ინტეგრალი ნებისმიერ ჩაკეტილ კონტურზე, რომელიც არ მოიცავს სადენს,
ნულის ტოლია - ნახ. 4გ.
ახლა განვიხილოთ წირითი ინტეგრალი წრიულ კონტურზე, რომელიც
მოიცავს სადენს - ნახ. 4დ. წრეწირის სიგრძეა 2πr, ველი ტოლია 2I/cr-ის და
ყველგან პარალელურია გზის, ამიტომ წირითი ინტეგრალის მნიშვნელობა
წრიულ კონტურზე იქნება (2πr).(2I/cr) = 4πI/c. ვაჩვენოთ, რომ ნებისმიერი
კონტური, რომელიც აკეთებს ერთ ბრუნს სადენის ირგვლივ, იძლევა იგივე
შედეგს. მართლაც, განვიხილოთ მრუდწირული C კონტური - ნახ. 4ე. ავაგოთ
კონტური C’, რომელიც შედგება C-ს მსგავსი კონტურისაგან და წრიული
კონტურისგან, რომელიც არ მოიცავს სადენს. წირითი ინტეგრალი C’-ზე
ნულის ტოლი უნდა იყოს, ამიტომ ინტეგრალი C-ზე უნდა უდრიდეს
ინტეგრალს წრიულ კონტურზე შებრუნებული ნიშნით. ნიშანი კი შემოვლის
მიმართულებაზეა დამოკიდებული. ამრიგად, საბოლოოდ მივედით შემდეგ
დასკვნამდე:
4
c დენზე, რომელსაც მოიცავს კონტური (6)
Bds
ეს ორი განტოლება მსგავსია, (23)-ს ამოხსნის სახე ჩვენ უკვე ვიცით - ესაა (13)
განტოლება. ამიტომ. (22)-ის ამოხსნა შეიძლება ასე წარმოვადგინოთ:
აქ არის ერთი დაბრკოლება - საიდან ვიცით, რომ (25)-დან მიღებული A
ვექტორი აკმაყოფილებს პირობას divA 0 ? საბედნიეროდ, მტკიცდება, რომ
აკმაყოფილებს.
4.ნებისმიერი დენიანი გამტარის ველი. განვიხილოთ მავთულის
მარყუჟი, რომელშიც მიედინება I დენი(ნახ. 6.). ვექტორპოტენციალი A
წერტილში ( x1 , y1 , z1 ) განისაზღვრება (25) ინტეგრალით, რომელიც აიღება
მარყუჟზე(იმ არეზე, რომელშიც გვაქვს დენი). წვრილი სადენის შემთხვევაში
მოცულობის ელემენტად შეიძლება ავიღოთ სადენის მცირე მონაკვეთი
სიგრძით d . დენის სიმკვრივე J I / a , სადაც a სადენის განივკვეთის
ფართობია. მაშინ d 2 ad Jd 2 Id . თუ d ვექტორს მივმართვათ
დადებითი დენის მიმართულებით, მაშინ Jd 2 Id . ამრიგად, წვრილი
I d
dA (26)
სადენისთვის(ძაფისთვის) (25) მიიღებს სახეს
c r12 ასეთი გზით
A -ს გამოთვლა ყველა წერტილში და მერე როტორის აღებით B -ს პოვნა
ხანგრძლივი გზაა, ამიტომ გამოვიყენოთ ვექტორული აღრიცხვის ელემენტები:
Id I 1
dB rotdA [dA] [ ] [d ( )],
cr c r
1 r I [d r ]
( ) 3 dB (27)
r r cr 3
(27) განტოლება ექსპერიმენტული გზით დაადგინეს ბიომ და სავარმა და მას
ბიო-სავარის კანონს უწოდებენ. ამ ფორმულაში ვექტორპოტენციალი არ
შედის, ამიტომ კონკრეტული დენების მაგნიტური ველის საპოვნელად ამ
ფორმულის გამოყენება უფრო მარტივი და ხელსაყრელია, ვიდრე
ვექტორპოტენციალის გამოთვლა და მისი საშუალებით ველის პოვნა. თუმცა,
არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ როგორ მივიღეთ (27) ვექტორპოტენციალის
საშუალებით. ვექტორპოტენციალის მნიშვნელობა აშკარად გამოჩნდება
ცვლადი ველების და გამოსხივების განხილვისას.
5. რგოლისა და სოლენოიდის ველი. გამოვთვალოთ დენიანი
რგოლის მიერ შექმნილი მაგნიტური ველი მის სიმეტრიის ღერძზე(ნახ. 7ა).
რგოლის რადიუსია b, დენი - I. სიმეტრიიდან გამომდინარე, ღერძზე
მაგნიტური ველი მიმართული იქნება ღერძის გასწვრივ, ამიტომ დაგვჭირდება
მხოლოდ z კომპონენტის გამოთვლა. ვისარგებლოთ ბიო-სავარის კანონით -
(27) განტოლებით:
ლიტერატურა: