საქართველოს თავდაცვის ძალების ღირებულებები PDF

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 39

saqarTvelos Tavdacvis saministro

ssip - daviT aRmaSeneblis saxelobis


saqarTvelos erovnuli Tavdacvis akademiis
sameTauro-saStabo koleji
Tavdacvis Zalebis wvrTnebisa da samxedro
ganaTlebis sardloba
doqtrinebis ganviTarebis centri

საქართველოს თავდაცვის ძალების

ღირებულებები

თბილისი
2020 წ.
სარჩევი

1. ერთგულება............................................................................. 5

2. სიმამაცე ................................................................................. 11

3. კეთილსინდისიერება .......................................................... 16

4. მზრუნველობა ...................................................................... 21

5. პასუხისმგებლობის გრძნობა .............................................. 26

6. უანგარო სამსახური ............................................................. 32


„იცოდეთ თქვენი პირადი ღირსებით
მოპოვებული პატივი ყველადიდებას აღემატება.
შეიძლება სხვაგან, სხვა ადგილზე დიდი კაცები
გახდეთ და დიდი პატივისცემაც მოიპოვოთ,
მაგრამ ის პატივისცემა თქვენი კი არა, თქვენი
ადგილისაა. იქ პატივს სცემენ თქვენს ადგილს და
არა თქვენ“
აკაკი წერეთელი

სამხედრო მოსამსახურე აღიქმება, როგორც


სარკე მისი ქვეყნისა და ერისა. იგი უშუალო შემხებ-
ლობაშია ეროვნულ ფასეულობებთან. სამხედრო
მოსამსახურეებს, მიუხედავად მათი წოდებისა და
თანამდებობისა, თავისი წვლილი შეაქვთ ქვეყნის
ინტერესების დაცვაში და სტრატეგიული მიზნების
მიღწევაში. მათმა უარყოფითმა გადაწყვეტილებამ თუ
ქმედებამ, შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდი-
ნოს და საფრთხის წინაშე დააყენოს ქვეყნის მომავალი.
ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოქმედებს
სამხედრო პირი საერთაშორისო მისიებში, მრავალ-
ეროვნულ ოპერაციებში თუ სწავლებებში, აქედან
გამომდინარე მნიშვნელოვანია, თავდაცვის ძალები
დაკომპლექტებული იყოს ღირსეული ადამიანებით,
რომლის მიმართაც ნდობა ექნება ქვეყანას, ერს და
საკუთარ ქვედანაყოფსაც. ღირსება არის ის, რაც
მოტივაციას აძლევს ინდივიდს, აძლიერებს და ეფექ-
ტურს ხდის ქვედანაყოფს და სრულიად თავდაცვის
ძალებს. ღირსება გვეხმარება საერთო მიზნისკენ
სვლაში და მის მიღწევაში, მაგრამ ჩნდება კითხვა -
როგორ დავადგინოთ არის თუ არა ესა თუ ის
ადამიანი ღირსეული? როგორ მოვახერხოთ და
3
გამოვრიცხოთ სუბიექტურობა შეფასებებში? ამისათ-
ვის საქართველოს თავდაცვის ძალებს გააჩნია
ღირებულებები, ისეთი როგორიც არის ერთგულება,
სიმამაცე, კეთილსინდისიერება, მზრუნველობა, პასუ-
ხისმგებლობის გრძნობა და თავდადებული სამსახური
(უანგარო სამსახური). სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს
არის ის ღირებულებები, რომელთა მატარებელი
ადამიანებიც სჭირდება თავდაცვის ძალებს, ამ
ღირებულების მქონე ადამიანები ითვლება თავდაცვის
ძალებში ღირსეულ ადამიანად.

4
1. ერთგულება

„მე არც მენშევიკი და არც ბოლშევიკი


გენერალი ვარ, მე ქართველი გენერალი ვარ.“
გენერალ-მაიორი გიორგი მაზნიაშვილი

იყავით ერთგულნი თქვენი ქვეყნის, კონსტი-


ტუციის, თავდაცვის ძალების და მისი ღირებულე-
ბების, თქვენი ქვედანაყოფის და სხვა თანამებრ-
ძოლების მიმართ.

ერთგულება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი


ღირებულებაა საქართველოს თავდაცვის ძალებისათ-
ვის. თავდაცვის ძალების ამოცანებისა და საქმიანობის
სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია, რომ
უკლებლივ ყველა წევრი იზიარებდეს ერთგულებას,
როგორც ფუნდამენტურ ღირებულებას, რადგან ერთი
რიგითი ჯარისკაცის არასათანადო ქცევამაც კი,
შესაძლებელია მასშტაბური ადამიანური ან მატერია-
ლური დანაკარგები გამოიწვიოს.
ერთგულება არ გულისხმობს, რომელიმე კონკრე-
ტული ადამიანის უაპელაციოდ და ნებისმიერ შემთხ-
ვევაში მხარდაჭერას. არსებობს ეგრედ წოდებული
წითელი ხაზი, სადამდეც სამხედრო მოსამსახურეები
ერთგულად უდგანან ერთმანეთს გვერდში, თუმცა თუ
ადამიანის ქმედება ეწინააღმდეგება თავდაცვის
ძალების ღირებულებებს, ქვეყნის ინტერესებს ან
კანონმდებლობას, ერთგულება ჩვენგან მოითხოვს
გავემიჯნოთ ასეთ ადამიანს და დავრჩეთ ქვეყნის,
ღირებულებების და კონსტიტუციის ერთგულები.
5
ერთგულება არის ღირებულება, რომელიც ხელს
უწყობს ნდობის გამყარებას, თუმცა ძალიან რთულია,
მხოლოდ სიტყვებით იმის დამტკიცება, რომ ნამდვი-
ლად ხარ ამ თვისების მატარებელი. ყველაზე
ნათლად, ადამიანის ერთგულება მაშინ ჩანს, როდესაც
იგი გარკვეული პრობლემის წინაშე დგას და ამავ-
დროულად მას აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება -
დარჩება ქვეყნის, ღირებულებების, კონსტიტუციის და
ქვედანაყოფის ერთგული და დათმობს მის პირად
ინტერესებს, თუ გადაირჩენს საკუთარ თავს და ზიანს
მიაყენებს ქვეყნის და თავდაცვის ძალების ინტერე-
სებს. ეს საკითხი მიგვითითებს იმაზე, რომ თავდაცვის
ძალების ღირებულებები არ არის ერთმანეთისგან
განცალკევებული ცნებები და რომ ისინი მჭიდრო
კავშირში იმყოფებიან ერთმანეთთან. ამ კონკრეტულ
შემთხვევაში ვხედავთ, რომ ერთგულების შენარჩუ-
ნება სირთულეებთან არის დაკავშირებული და იგი
ადამიანისაგან დამატებით მოითხოვს სიმამაცეს და
კეთილსინდისიერებას.

6
გენერალ - მაიორი გიორგი მაზნიაშვილი

გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა, საქართველოს


ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად,
არაერთ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და ყველა
მათგანში წარმატებას მიაღწია. მუდმივი გამარჯვე-
ბების შედეგად მას დღეს დაუმარცხებელ გენერლადაც
მოიხსენიებენ, თუმცა ქვეყნის და შეიარაღებული
ძალების მიმართ მისი ერთგულება განსაკუთრებუ-
ლად მკაფიოდ ჩანს 1921 წლის ბათუმის ბრძოლების
დროს.
1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის მიერ
საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ბათუმში შემოიჭრა
თურქული ჯარები. ამ მომენტისათვის საქართველოს
იმჟამინდელი ხელისუფლება ემიგრაციაში წასასვლე-
ლად ემზადებოდა და რაიმე მნიშვნელოვანი
ღონისძიების გატარების უნარს მოკლებული იყო.
გიორგი მაზნიაშვილს ჰქონდა შეთავაზება, რომ მასაც
დაეტოვებინა საქართველო და ხელისუფლებასთან
ერთად წასულიყო ემიგრაციაში, თუმცა ამავდროუ-
ლად საქართველოს „რევკომმა“ შესთავაზა მას,
შეეკრიბა დარჩენილი ქვედანაყოფები და ებრძოლა
თურქების წინააღმდეგ, რადგან რუსები ამ ბრძოლაში
ჩართვაზე უარს აცხადებდნენ. გიორგი მაზნიაშვილმა
კარგად იცოდა, რომ საქართველოში დარჩენა და
ბოლშევიკებთან თანაცხოვრება მისთვის უმტკივნეუ-
ლოდ არ დასრულდებოდა, მაგრამ ასევე ნათლად
ხედავდა, რომ თუ იმ მომენტში საქართველო ბათუმს
დათმობდა, შემდეგში მისი დაბრუნება უკიდურეს
სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული. გიორგი
მაზნიაშვილმა, როგორც ერთგულმა გენერალმა,

7
მიიღო გადაწყვეტილება, დარჩენილიყო სამშობლოში
და კიდევ ერთხელ ებრძოლა ქვეყნის ტერიტორიების
დასაცავად. მან ერთგულება გამოიჩინა ქართველი
ჯარისკაცების მიმართაც, როდესაც ბოლშევიკებს
დაუყენა პირობა, რომ იბრძოლებდა იმ შემთხვევაში,
თუ მიიღებდა გარანტიას ქართველ სამხედროთა
ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლის გამო დაუსჯე-
ლობის შესახებ. საბოლოოდ გენერალ მაზნიაშვილის
ვარაუდები, მისი და ბოლშევიკების ურთიერთობების
შესახებ გამართლდა. იგი ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ
გადაასახლეს და ბოლოს დახვრიტეს კიდეც 1937
წელს, მაგრამ ბათუმი დღემდე საქართველოს შემად-
გენლობაშია და ეს მხოლოდ და მხოლოდ გენერალ-
მაიორი გიორგი მაზნიაშვილის სამშობლოსადმი
ერთგულების დამსახურებაა. 1

1 მაზნიაშვილი, გიორგი. 2014. მოგონებანი 1917-1925. თბილისი:


ochobooks.
8
ჟიული შარტავა

„ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძ-


ლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა
იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან,
რომ ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე
იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი.“
ჟიული შარტავა

აფხზეთის ომის პერიოდში, 1993 წლის 18


ივლისს საქართველოს მაშინდელმა მთავარსარდალმა
ედუარდ შევარდნაძემ ჟიული შარტავა აფხაზეთის
მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმ-
ჯდომარედ დანიშნა. 16 სექტემბერს იგი თბილისში
იმყოფებოდა, როდესაც რუსეთმა მორიგჯერ
დაარღვია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და
მოწინააღმდეგემ სოხუმის შტურმი დაიწყო. ჟიული
შარტავა იმ საღამოსვე ჩაფრინდა სოხუმში და
მინისტრთა საბჭოს შენობიდან ცდილობდა მოქმედე-
ბათა მართვას. 27 სექტემბერს მოწინააღმდეგემ იერიში
უკვე კონკრეტულად მინისტრთა საბჭოს შენობაზე
მიიტანა, თუმცა ჟიული შარტავა სოხუმის დატოვებას
არ აპირებდა, რადგან უნდოდა მაქსიმალური დრო
მიეცა მოსახლეობისთვის, დაეტოვებინათ ქალაქი და
სამშვიდობოს გასულიყვნენ. აფხაზეთის ავტონო-
მიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯ-
დომარის მაშინდელი მოადგილე, აფხაზეთის უმაღ-
ლესი საბჭოს დეპუტატი, მწერალი აკაკი გასვიანი
იხსენებს, რომ ჟიული შარტავა თავისი კაბინეტის
ფანჯრიდან უყურებდა ქალაქიდან მიმავალი ხალხის

9
ნაკადს და მან მხოლოდ მას შემდეგ გასცა გასვლის
ბრძანება, როდესაც ეს ნაკადი შეწყდა. სამწუხაროდ ამ
დროისათვის უკვე დამხმარე ძალის მოსვლის ყველა
იმედი გადაწურული იყო და ამავდროულად ნათლად
ჩანდა, რომ არსებული ძალებით წინააღმდეგობის
გაწევის შანსი ნოლის ტოლი იყო. შენობაში მყოფ
ჯგუფს მასირებული შემოტევის გამო ტერიტორიის
დატოვების საშუალება აღარ მიეცა, ამიტომ ისევ
შეიკრიბნენ საბჭოს შენობაში და ბრძოლა განაგრძეს.
საბოლოოდ მოწინააღმდეგემ ისინი ტყვედ აიყვანა და
იმ დღესვე დახვრიტეს. ქვეყნის და ხალხის
ერთგულების და სიყვარულის ასეთი გამოვლინების
გამო, ჟიული შარტავას საქართველოს ეროვნული
გმირის წოდება მიენიჭა.

„ღმერთო მე დამსაჯე ყველას მაგივრად,


ოღონდ სამშობლო გადამირჩინე“.
ჟიული შარტავა2

2. მედიაჰოლდინგი „აფხაზეთის ხმა“ . 2014. ჟიული შარტავა, რომელიც


იქ იდგა და სხვაგვარად არ ძალუძდა - როგორ დაეცა სოხუმი.
http://www.fmabkhazia.com/news/8752-jhiuli-shartava-romelic-ikh-idga-
da-sxvagvarad-ar-dzaludzda-.html (27.07.2020)

10
2. სიმამაცე

„სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი


სახელოვანი“
შოთა რუსთაველი

არ დაბრკოლდე, შეინარჩუნე მხნეობა, მიიღე


გადაწყვეტილება და იმოქმედე გამარჯვებისთვის.

სიმამაცე არის შეუცვლელი ღირებულება


საქართველოს თავდაცვის ძალებისათვის. აუცილებე-
ლია ქვედანაყოფები მამაცი ადამიანებით იყოს
დაკომპლექტებული, რათა მათ წარმატებას მიაღწიონ
ფართო თუ მცირე მასშტაბიან ბრძოლებში. სიმამაცე
არ ნიშნავს შიშის არ ქონას. რა თქმა უნდა ფსიქიკურად
ჯანმრთელ ყველა ადამიანს გააჩნია გარკვეული სახის
შიში, იქნება ეს ფიზიკური ტრავმის, მატერიალური,
კარიერული პრობლემების თუ ავტორიტეტის
შელახვის შიში, მაგრამ სიმამაცე სწორედ ამ შიშის
დაძლევის და გადაწყვეტილების მიღების უნარს
გულისხმობს.
სამხედრო მოსამსახურეები ხშირად დგებიან
სხვადასხვა ტიპის საფრთხეების წინაშე, მაგრამ
თავდაცვის ძალების ამოცანა თითოეული სამხედრო
პირისაგან მოითხოვს დაძლიოს ეს საფრთხეები და
მიაღწიოს მიზანს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია,
რომ ვიჩენდეთ სიმამაცეს და დავძლიოთ შიში.
თავდაცვის ძალები, საბრძოლო მომზადების
საშუალებით ზრუნავს, რომ ბრძოლის ველზე,
სამხედრო მოსამსახურისათვის, შიშის ფაქტორი
11
მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. გაწვრთნილ ადამიანს,
რომელმაც იცის რა შემთხვევაში როგორ უნდა
მოიქცეს, ნაკლებად ეშინია ამა თუ იმ მოვლენის. ასეთ
ადამიანს ასევე შესწევს უნარი, შეაფასოს რისკი და
შეამციროს მისი დონე, მაგრამ ვერანაირი წვრთნა
შეძლებს უზრუნველყოს ადამიანში შიშის ფაქტორის
სრულად გაქრობა და სწორედ ასეთ განსაკუთრებულ
სიტუაციებში ვხედავთ სიმამაცის, როგორც
ღირებულების მნიშვნელობას.
ადამიანი შესაძლოა ავლენდეს ორი სახის -
ფიზიკურ და მორალურ სიმამაცეს. მხოლოდ მამაც
ადამიანს შეუძლია აიღოს რისკი საკუთარ თავზე და
საერთო მიზნის მისაღწევად, საფრთხის ქვეშ დააყენოს
საკუთარი ჯანმრთელობა. მხოლოდ ამ ღირებულების
მქონე სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია იბრძოლოს
სხვა ღირებულებების დასაცავად და მხოლოდ მათ
შეუძლიათ დაიცვან დაქვემდებარებულები უსამართ-
ლო გადაწყვეტილებებისაგან.

12
შალვა ერისთავი

,,ამ ბრძოლაში იუნკრების რაინდობისა და


მისი დიადი სილამაზის სამარადისო სიმბოლურ
სურათად დარჩება, ტყვიამფრქვევზე მწოლიარე,
განგმირული შალვა ერისთავი“
პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე

1921 წლის რუსეთ საქართველოს ომის დროს,


იუნკერთა სკოლის კურსანტებს კოჯორ-ტაბახმელას
ფრონტის დაცვა დაევალათ. ძალთა სიმცირის გამო
მოწინააღმდეგემ რამოდენიმეჯერ შეძლო ქართული
პოზიციების გარღვევა, თუმცა ქართველი მებრძო-
ლები ახერხებდნენ გადაჯგუფებას და კონტრშეტევის
საშუალებით დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებას.
ერთ-ერთი ასეთი უკანდახევის შემდეგ, პოლკოვნიკმა
ალექსანდრე ჩხეიძემ იუნკერთა სამი ოცეული ჩართო
ბრძოლაში და კონტრშეტევა დაავალა. ქართველებმა
მოახერხეს წინსვლა, მაგრამ პოზიციების საბოლოოდ
დაბრუნებაში სიმაღლეზე განლაგებული მეტყვიამ-
ფრქვევე უშლიდათ ხელს. ამ ოპერაციის დროს
დაიღუპა სამი იუნკერი, ხოლო დაიჭრა სამი ოფიცერი
და თხუთმეტი იუნკერი. დაღუპულ იუნკერთა შორის
ერთ-ერთი შალვა ერისთავი იყო. სამხედრო სკოლაში
წასვლამდე თბილისის საუკეთესო ფეხბურთელმა და
მორბენალმა გააანალიზა, რომ მოწინააღმდეგის
ტყვიამფრქვევი ქართულ ძალებს დიდ დანაკარგებს
აყენებდა და წინსვლაც შეაჩერა. კონტრშეტევა ჩაშლის
წინაშე იდგა. შალვა ერისთავმა გადაწყვიტა საკუთარ
თავზე აეღო ბრძოლის ბედი. იგი სირბილით დაიძრა
ტყვიამფრქვევის პოზიციისკენ, მიაღწია მასთან და
13
ერთი მოწინააღმდეგე ხიშტითაც გაანადგურა, მაგრამ
თვითონაც ტყვიამფრქვევის ცეცხლში მოყვა და
დაიღუპა. შალვა ერისთავის ამ გაბედულმა საქციელმა
ქართველ მებრძოლებს ბრძოლის გაგრძელების და
პოზიციების დაბრუნების შესაძლებლობა მისცა. მისი
საფლავი დღეს ვერის ბაღშია განთავსებული. 3

3 ვსაქართველოს სამხედრო ისტორია, პირველი რესპუბლიკის შეიარა-


ღებული ძალები, გამორჩეული სამხედრო პირები. შალვა ერისთავი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
https://history.mod.gov.ge/ge/page/96/shalva-eristavi (29.07.2020)

14
დიმიტრი ყიფიანი

1884 წელს ეგზარქოს პავლეს უშუალო ჩარევით


თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად
დაინიშნა მღვდელი ჩუდეცკი. სემინარიაში შექმნილი
აუტანელი პირობების გამო, მოსწავლემ - იოსებ
ლაღიაშვილმა რექტორი მოკლა. ჩუდეცკის გასვენ-
ებაში ეგზარქოსმა დაწყევლა, როგორც მკვლელი, ასევე
სრულიად ქართველი ერი, როგორც ბოროტების
მშობელი. ამ ქმედებას აღელვება მოჰყვა ქართველთა
მხრიდან, თუმცა დიმიტრი ყიფიანი იყო ის, ვინც ერთ-
ერთმა პირველმა, ხმამაღლა დაგმო ეგზარქოსის ქცევა.
„ამბობენ, რომ თქვენ დასწყევლეთ ის ქვეყანა,
რომელშიაც სამწყსოდ ხართ მოწოდებული და
რომელიც მარტოოდენ სიყვარულსა და შეწყალებას
მოელოდა თქვენგან. თუ ყოველივე ეს, უფალო,
მართალია, თქვენი თანამდებობის ღირსების გადა-
რჩენა მხოლოდ იმით შეიძლება, რომ შეურაცხ-
მყოფელი შეურაცხყოფილი ქვეყნიდან დაუყოვნებლივ
იქნას გაყვანილი“. დიმიტრი ყიფიანი იმ პერი-
ოდისათვის ქუთაისის გუბერნიის თავადაზნა-ურობის
წინამძღოლი იყო. მანამდეც მნიშვნელოვანი
თანამდებობები ეკავა და კარგად იცოდა, თუ რა
რეაგირება ექნებოდა იმპერიას მის ასეთ კრიტიკაზე.
მას შეეძლო უბრალოდ გაჩუმებულიყო და მისი
ცხოვრებაც უმტკივნეულოდ გაგრძელდებოდა, თუმცა
მას გააჩნდა მორალური სიმამაცე, რამაც გადაად-
გმევინა ეს ნაბიჯი, რათა დაეცვა თავისი ხალხი და
სრულიად ერი უსამართლობისაგან. ამ შემთხვევიდან
ცოტა ხანში დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში
გადაასახლეს, ხოლო გადასახლებაში მყოფი ვერაგ-
ულად მოკლეს.4

4 ვერულავა, თენგიზ. 2010. დიმიტრი ყიფიანი - ბიოგრაფია. ბურუსი.


https://burusi.wordpress.com/2010/01/30/dimitri-kipiani-2/ (23.07.2020)

15
3. კეთილსინდისიერება
“ადამიანი ადამიანობს მარტო პატიოსნებით
და ნამუსითა, და ვინც ეს იცის, იმისათვის
შებღალვა ან ერთისა ან მეორისა ყოველს დანაკ-
ლისზედ უმძიმესია, ყოველს მწუხარებაზედ
უდიდესი მწუხარებაა“
ილია ჭავჭავაძე

დაუყენე იდენტური მოთხოვნები, როგორც სხვა


ადამიანებს, ასევე საკუთარ თავს.

კეთილსინდისიერება არის ადამიანის თვისება,


რომელიც იწვევს ნდობას, ამაღლებს მოტივაციას და
ხელს უწყობს ადამიანებში სასურველი ურთიერთო-
ბების ჩამოყალიბებას. აქედან გამომდინარე კეთილ-
სინდისიერება საქართველოს თავდაცვის ძალების
ერთ-ერთი ღირებულებაა. კეთილსინდისიერება ფარ-
თო მნიშვნელობის სიტყვაა და თავის თავში მოიცავს
სამართლიანობას და პატიოსნებას. შესაძლებელია
ადამიანი სხვებს ექცეოდეს ისე, როგორც ამას
სამართლიანობა მოითხოვს, თუმცა საკუთარ თავს
აძლევდეს სწორი გზიდან გადახრის უფლებას ან
პირიქით - მისი სინდისიერებიდან გამომდინარე
თავად ცხოვრობდეს პატიოსნად, მაგრამ სხვების
მიმართ ვერ ახერხებდეს სამართლიანი გადაწყვეტი-
ლებების მიღებას. ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს
არასრულფასოვან მიდგომასთან, რომელმაც დროთა
განმავლობაში, შესაძლებელია მნიშვნელოვანი უკმაყო-
ფილება გამოიწვიოს გარემოცვაში. ამიტომ მნიშვნე-

16
ლოვანია ერთდროულად ვიყოთ სამართლიანებიც და
პატიოსნებიც, ანუ კეთილსინდისიერები.
სამართლიანობა ნიშნავს იმოქმედო სხვების
მიმართ ერთი სტანდარტის მიხედვით და ეს სტანდარ-
ტი უნდა ეყრდნობოდეს კანონს და მორალს.
შეფასებები უნდა ხდებოდეს ყოველგვარი მიკერძოების
გარეშე. სხვადასხვა სამხედრო პირების მიერ ჩადენილი
გარკვეული უარყოფითი ქცევის მიმართ, უნდა
გავატაროთ იდენტური ზომები და პირიქით - მსგავსი
დადებითი ქცევის შემთხვევაში, მოხდეს მათი
იდენტურად წახალისება. აქვე აღსანიშნავია, რომ
უმნიშვნელოვანესია, ჩვენი მხრიდან ყოველთვის
მოხდეს შეფასების დაფიქსირება, იქნება ის დადებითი
თუ უარყოფითი, რადგან ესეც სამართლიანობის
ნაწილია.
პატიოსნება გულისხმობს იცხოვრო ტყუილის,
კანონდარღვევის და ძალაუფლების ბოროტად გამოყე-
ნების გარეშე. დაუწესო საკუთარ თავს მაღალი
მორალური სტანდარტები და არასოდეს გადაუხვიო
მას. ეს ხშირ შემთხვევაში გარკვეულ სირთულეებთან
არის დაკავშირებული, რადგან შესაძლებელია
მოგიწიოს ისეთი ინფორმაციის გაჟღერება, რომელიც
საზიანო იქნება შენი კარიერისთვის, თუმცა პატიოს-
ნება მოითხოვს გაგვაჩნდეს მზაობა - დავთმოთ საკუ-
თარი ინტერესები მართალი საქმის სასარგებლოდ.
როგორც ვხედავთ სამართლიანობა ამაღლებს
გარშემომყოფთა მოტივაციას, ხოლო პატიოსნება
ზრდის ჩვენს მიმართ ნდობას, ანუ კეთილსინ-
დისიერება არის ის ღირებულება, რომელიც უნდა
გააჩნდეს ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რათა ვიყოთ
მოტივირებულნი და ერთმანეთის მიმართ ნდობით
განწყობილნი.
17
ექვთიმე თაყაიშვილი

„საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“
კონსტანტინე გამსახურდია

1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის მიერ


საქართველოს ოკუპაციის შედეგად იმჟამინდელი
ხელისუფლება საფრანგეთში წავიდა ემიგრაციაში.
ემიგრირებულ პირთა შორის იყო ექვთიმე თაყაიშ-
ვილიც, რომლის თაოსნობითაც მოხდა ეროვნული
საგანძურის თავმოყრა და საფრანგეთში გატანა. შემდ-
გომში საქართველოს ეროვნული გმირის წოდებით
დაჯილდოვებული და ქართული მართლმადიდებ-
ლური ეკლესიის მიერ, ღვთისკაცად წოდებული
ექვთიმე თაყაიშვილისთვის 24 წლის განმავლობაში
განძის მოვლა და შენახვა, მარტივი საქმე ნამდვილად
არ ყოფილა. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ადამიანს,
ერთხელაც არ უფიქრია ამ საგანძურიდან თუნდაც
ერთი ნივთის გაყიდვა და ამით სოციალური
პირობების გაუმჯობესება, მიუხედავად იმისა, რომ
ამის შემოთავაზება მრავლად ჰქონდა სხვადასხვა
მუზეუმების თუ კერძო კოლექციონერებისგან.
სამწუხაროდ ემიგრირებულ ქართველებშიც აღმოჩნ-
დნენ ისეთები, რომლებიც მოითხოვდნენ კიდეც
ექვთიმესგან საგანძურის ნაწილის გაყიდვას და
ემიგრანტთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობე-
სებას, თუმცა ექვთიმე თაყაიშვილი შეუპოვრად იცავდა
განძს ხელყოფისაგან. ეს საგანძური საქართველოს და
სრულიად ქართველი ერის საკუთრებაა და რომელიმე
კონკრეტულ ჯგუფს, არც მორალური და არც
კანონიერი უფლება აქვს მისი გასხვისებისა, აცხადებდა

18
ექვთიმე თაყაიშვილი. ასე კეთილსინდისიერად
შეინახა ყოველი ნივთი ექვთიმე თაყაიშვილმა, არც
თვითონ აჰყვა ცდუნებას და არც სხვას მისცა
უსამართლო ქმედების ჩადენის საშუალება და 1945
წელს უკლებლად დაუბრუნა ქართველ ერს მისი
საკუთრება. 5

5 ლომთათიძე, გიორგი. 2011. დიდი ქართველები-ექვთიმე თაყაიშვილი.


თბილისი.

19
ილია ჭავჭავაძე

ცნობილი მწერლის და საზოგადო მოღვაწის,


ილია ჭავჭავაძის ღვაწლი საქართველოს და ქართველი
ხალხის წინაშე განუზომლად დიდია. იგი უდიდესი
პატივისცემით და ავტორიტეტით სარგებლობდა
ქართველ ერში. ილიას მიმართ ასეთი სიყვარულის
საფუძველი, უამრავ დადებით თვისებასთან ერთად,
მისი კეთილსინდისიერებაც იყო. მიუხედავად მისი
თავადური წარმოშობისა, ილია ჭავჭავაძე ერთ-ერთი
მოწინავე და აქტიური მხარდამჭერი იყო გლეხთა
ბატონ-ყმობისგან განთავისუფლებისა. როგორც
თავადისთვის, რა თქმა უნდა მეტად კომფორტული
იქნებოდა ჰყოლოდა ყმები, თუმცა ქვეყნის განვითა-
რების და გაძლიერების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
საფუძვლად, ადამიანთა თავისუფლებას მიიჩნევდა და
თავს ვერ მისცემდა უფლებას, რომ ამ საკითხზე
წამოჭრილ განხილვებს გულგრილად შეხვედროდა,
მით უფრო მხარი გლეხების ყმებად დარჩენისთვის
დაეჭირა. ამ საკითხს ილიას გარდა კიდე ბევრი თავადი
ემხრობოდა, თუმცა ილია ჭავჭავაძე მეტი სამართლია-
ნობისთვის, გათავისუფლებულ გლეხებზე მიწის
საკუთრებაში გადაცემას მოითხოვდა. ამ მოსაზრე-
ბისთვის მან სიცოცხლეც კი ჩაიგდო საფრთხეში,
როდესაც საკითხის განხილვისას, ერთ-ერთმა თავადმა
ხანჯალი ამოწია ქარქაშიდან და ილიას მოკვლით
დაემუქრა, თუმცა იგი არსებულ წინააღმდე-გობას არ
შეუშინდა და ბოლომდე თავის შეხედულებაზე დარჩა,
რადგან გლეხის გათავისუფლება საკუთრების მიცემის
გარეშე, მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ მოახდენდა
ვერც თვითონ გლეხისთვის და ვერც ქვეყნისთვის.6

6 გვერდწითელი, გ. და ს.ცაიშვილი. 1987. სიტყვები, წერილები, მოგონე-


ბები ილია ჭავჭავაძეზე. რედ.: ც.კიკვიძე. თბილისი: მერანი.
20
4. მზრუნველობა
„ კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად
დარგე, ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე აბა დღეს
მე ვის რა ვარგე“
ილია ჭავჭავაძე

დაეხმარე სხვებს სირთულეების დაძლევაში

სამხედრო მოსამსახურის რთული და ხშირ


შემთხვევაში სტრესული სამსახურის ბუნებიდან
გამომდინარე, ჩვენს ყოფიერებაში განსაკუთრებულ
მნიშვნელობას იძენს ადამიანებზე ზრუნვის უნარი.
მზრუნველობა თავდაცვის ძალების კიდე ერთი
ღირებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს ჯარისკაც-
თა სირთულეების შემსუბუქებას და მსახურის
ეფექტურობის გაზრდას.
სამხედრო მოსამსახურეები მზრუნველობას
იჩენენ ერთმანეთის მიმართ, როგორც ვერტიკალურ,
ასევე ჰორიზონტალურ ჭრილში. ბრძოლის ველზე
მზრუნველობის გამოხატულებაა ისეთი ქმედებები,
როგორიცაა დაჭრილი თანამებრძოლის უსაფრთხო
ადგილზე გადაყვანა, ან თუნდაც დაღლილ ჯარის-
კაცზე სასმელი წყლის მიწოდება. ვერტიკალურ
ჭრილში ლიდერები ზრუნავენ დაქვემდებარებუ-
ლებზე. ლიდერების მხრიდან მზრუნველობა არ
შემოიფარგლება მხოლოდ პირადი ან ოჯახური
პრობლემების მოგვარებაში დახმარების გაწევით.
მზრუნველობად უნდა განვიხილოთ ქვედანაყოფში
დისციპლინის გამყარებაც და დაქვემდებარებულთა
პროფესიონალიზმის დონის ამაღლების ორგანიზებაც,
21
რადგან დისციპლინირებულობა და პროფესიონა-
ლიზმი, ბრძოლის ველზე ჯარისკაცის გადარჩენის-
თვის აუცილებელი წინაპირობებია. გარდა ამისა
მნიშვნელოვანია, ყველა სამხედრო მოსამსახურე
ზრუნავდეს მათ ხელთარსებული მატერიალურ-
ტეანიკური ქონების მოვლასა და შენარჩუნებაზე.
ქვედანაყოფებს, რომლებიც დაკომპლექტებული
იქნება ერთმანეთზე მზრუნველი სამხედროებით,
მნიშვნელოვანი უპირატესობა ექნებათ წარმატების
მისაღწევად, რადგან ამ ღირებულების მქონე ადამია-
ნები ენერგიას არ იშურებენ სხვის დასახმარებლად და
ერთად ისინი მაქსიმალურ წარმატებას აღწევენ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მზრუნველობა
ემოციური დამოკიდებულებაა სხვა ადამიანების
მიმართ და პირველივე ეტაპიდან ურთიერთობის
ასეთი აღმატებული ხარისხით დაწყება, საკმაო სირ-
თულეს წარმოადგენს. საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია
ჩამოყალიბდეს ურთიერთპატივისცემა. საჭიროა
დავანახოთ სხვა ადამიანებს, რომ პატივს ვცემთ მის
პიროვნებას, მის წოდებას, საქმიანობას და ა.შ. დროთა
განმავლობაში, სამხედრო მოსამსახურეთა შორის,
პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ღრმავ-
დება და მათ უჩნდებათ ერთმანეთზე ზრუნვის
სურვილი.

22
დავით IV აღმაშენებელი

დავითი საქართველოს მეფე იყო და ლოგიკურია,


რომ მისთვის ზრუნვის არეალს არა რომელიმე
კონკრეტული სფერო, არამედ მთლიანი ქვეყანა
წარმოადგენდა. მიუხედავად დიდი სურვილისა, იგი
ნათლად ხედავდა, რომ ქვეყნის გამთლიანება და
უსაფრთხო გარემოს შექმნა, არსებულ პირობებში
შეუძლებელი იყო. ამიტომ მან დაიწყო ქვეყნის
საყრდენი საფუძვლების განვითარებაზე ზრუნვა.
მოსახლეობაში განათლების დონის ასამაღლებლად,
შექმნა იმ დროისთვის საუკეთესო საგანმანათლებლო
ცენტრები; აღადგინა ინფრასტრუქტურა; განავითარა
წარმოება და შექმნა საუკეთესო არმია რეგიონში,
რომელიც თავის მხრივ უამრავ სირთულეებთან იყო
დაკავშირებული. მუდმივი დამარცხებების გამო,
გატეხილი და დემორალიზებული მებრძოლების
შეკრებაც კი პრობლემა იყო არათუ ბრძოლაში ჩართვა
და მით უფრო გამარჯვების მოპოვება. ამიტომ მან
საწყის ეტაპზე, უახლოესი გარემოცვიდან შეკრა
მცირერიცხოვანი რაზმი, რომლითაც მცირემასშტაბიან
ოპერაციებს - ჩასაფრებებს და რეიდებს, ეგრედ
წოდებულ „მიხტომას“ ახორციელებდა. ამ გზით
დავითმა შეძლო, ქართველ მებრძოლში დამარცხებუ-
ლის სინდრომი ამოეძირკვა და ერს გამარჯვების
იმედი დაბრუნებოდა. ეტაპობრივად გაზარდა არმიის
რიცხოვნობა და გააუმჯობესა აღჭურვილობის
ხარისხიც. ლაშქარი მუდმივ წვრთნაში ჰყავდა და
დაამყარა უმკაცრესი დისციპლინა, რადგან კარგად
იცოდა, რომ მარტო მებრძოლთა რაოდენობა და მათი
აღჭურვა გადამწყვეტ როლს ვერ ითამაშებდა ბრძოლის

23
ველზე. პირადი ჩართულობით და მუდმივი ზრუნვით,
დავითმა შეძლო და „ერს დაუბრუნა ღირსება“,
განადგურებული ქვეყნიდან ჩამოაყალიბა ყველასათ-
ვის ანგარიშგასაწევი ძალა რეგიონში, გააერთიანა
სრულიად საქართველო და ამიტომ მოგვიანებით, მას
სამართლიანად ეწოდა აღმაშენებელი. 7

7 ღვინჯილია, ჯანსუღი. 1985. სული აღმაშენებელი. თბილისი: მერანი.

24
კაპიტანი ლერი ლაგურაშვილი
ლერი ლაგურაშვილი 21-ე ბატალიონის მთავარი
ექიმი იყო. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის
დაწყებამდე იგი გერმანული ენის კურსს გადიოდა
ენობრივი მომზადების სკოლაში და საბრძოლო
მოქმედებების დაწყებისას არ გამოუძახიათ, თუმცა მან
განაცხადა, რომ ასეთ ვითარებაში ბატალიონს ექიმის
გარეშე ვერ გაუშვებდა და თავისით ჩავიდა
ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე. 9 აგვისტოს,
ცხინვალის მისადგომებთან, ბატალიონის განლაგების
ადგილი დაიბომბა მოწინააღმდეგის მიერ. იყვნენ
დაჭრილები და გარდაცვლილებიც. ჭურვის ნამსხვრე-
ვებით მრავლობითი ჭრილობები მიიღო კაპიტანმა
ლაგურაშვილმაც. სამედიცინო პერსონალი მას ურ-
ჩევდა, რომ სხვა დაჭრილებთან ერთად წასულიყო
ჰოსპიტალში, რაზედაც ექიმმა უარი განაცხადა.
ექიმების და სატრანსპორტო საშუალებების სიმცირის
გამო გადაწყვიტა დარჩენილიყო და სხვა დაჭრილე-
ბისთვის მიეხედა, მით უფრო, რომ მისივე შეფასებით
მასზე მძიმედაც იყვნენ დაშავებულები. იგი თავადაც
ეხმარებოდა ფერშლებს ჯარისკაცებისთვის ჭრილო-
ბების დამუშავებაში და საევაკუაციოდ მომზადებაში.
ლერი ლაგურაშვილის ახლობლების თქმით მას
ყოველთვის ახასიათებდა სხვა ადამიანებზე ზრუნვა,
თუმცა ერთია გამოხატო მზრუნველობა, როდესაც
თავად საფრთხე არ გემუქრება და სულ სხვაა, რო-
დესაც ზრუნავ ისეთ ადამიანებზე, რომელთა მსგავსი
დაზიანებები თავად გაქვს მიღებული. სამწუხაროდ
ქვედანაყოფი ამ შემთხვევიდან დაახლოებით 20 წუთში
განმეორებით დაბომბვაში მოყვა, სადაც კაპიტანი
კვლავ დაიჭრა. ამჯერად გაცილებით მძიმედ და
რთული ოპერაციისა და მკურნალობის მიუხედავად 20
აგვისტოს გარდაიცვალა. 8

8 საქართველოს სამხედრო ისტორია, პროექტი „გმირი“. ლერი ლაგურა-


შვილი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
https://history.mod.gov.ge/ge/hero/67/leri-lagurashvili (30.07.2020)
25
5. პასუხისმგებლობის გრძნობა
„ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი
სხვებმა აშენონ და აკეთონო, - რომ იტყვი და
ხელებს დაიბან - იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ
რამე აგიშენებია“
ოტია იოსელიანი

ეცადე შენი შესრულებული სამუშაო იყოს


ხარისხიანი და არა უბრალოდ დამაკმაყოფილებელი.

პასუხისმგებლობის გრძნობა არის ადამიანის ის


მახასიათებელი, რომელიც როგორც წესი, განსაზღვ-
რავს ამ ადამიანის ეფექტურობას სამსახურში. სწორედ
ამიტომ, პასუხისმგებლიანობა თავდაცვის ძალების
ღირებულებად მიიჩნევა. მოვალეობები და კვალი-
ფიკაცია არის ის საკითხები, სადაც განსაკუთრებულ
მნიშვნელობას იძენს პასუხისმგებლობის მაღალი
სტანდარტები.
სამხედრო მოსამსახურე, თავის ფუნქცია-
მოვალეობებს შესაძლებელია ასრულებდეს, როგორც
დამაკმაყოფილებლად, ასევე მაღალხარისხიანად. მათ
შორის ეფექტურობის დონის სხვაობა, პირდაპირ-
პროპორციულია ვალდებულების (იძულების) და
პასუხისმგებლობის გრძნობის დონეებს შორის
სხვაობისა. რა თქმა უნდა მოვალეობების შესრულების
დროს, შესაძლებელია ნებისმიერ სამხედრო მოსამ-
სახურეს გაეპაროს ხარვეზი და ამის მიზეზი შეიძლება
უამრავი რამ იყოს, მაგრამ მიუღებელია პრობლემის
მიზეზი საქმისადმი უპასუხისმგებლო მიდგომა
აღმოჩნდეს.
26
ანალოგიური შეიძლება ითქვას კვალიფიკაციის
ამაღლების საკითხთან დაკავშირებითაც. იქნება ეს
თვითგანვითარება, ოპერატიული თუ ინსტიტუციური
განათლება, უდიდეს როლს თამაშობს სამხედრო
მოსამსახურის შინაგანი პასუხისმგებლობის გრძნობა.
უფრო მეტიც, თვითგანვითარების ხარისხიანობა
სრულად არის დამოკიდებული ამ ღირებულებაზე.
გამომდინარე იქედან, რომ ფუნქცია მოვალეო-
ბების მაღალხარისხიანად შესრულება და პროფესიო-
ნალიზმი, თავდაცვის ძალების განვითარების ფუნ-
დამენტს წარმოადგენს, აუცილებელია პასუხისმგებ-
ლობის გრძნობის მაღალი სტანდარტები დავუწესოთ
საკუთარ თავს.

27
გენერალ-მაიორი კონსტანტინე (კოტე) აფხაზი

“მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი


გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად
მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს
საქართველოს!”
გენერალი კონსტატნტინე (კოტე) აფხაზი

კოტე აფხაზი იყო როგორც სამხედრო პირი, ასევე


საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. იგი იყო
ადამიანი, რომელიც უმაღლეს მოთხოვნებს უყენებდა
საკუთარ თავს და სწორედ ამ მოთხოვნებიდან
გამომდინარეობდა მისი გადაწყვეტილებები, ინიცია-
ტივები და ქმედებები. მისი პასუხისმგებლობის
გრძნობიდან გამომდინარე, იგი მონაწილეობას იღებდა
თითქმის ყველა აქტივობაში, რაც კი იმ დროინდელ
საქართველოში ხდებოდა და უმეტეს წილად, არა
უბრალო აქტივისტი, არამედ საკითხის ინიციატორი
და აღსრულების მოთავე იყო. ხშირ შემთხვევაში, მის
მიერ გატარებული ღონისძიებები, ფუნქციურად არ
იყო მასთან შემხებლობაში, მაგრამ ქვეყნის მიმართ
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა აიძულებდა,
ეღვაწა ყველა სფეროში, სადაც კი წვლილის შეტანის
შესაძლებლობას ხედავდა. მისი თაოსნობით აშენდა
კახეთის რკინიგზა, დაარსდა თბილისის უნივერ-
სიტეტი, მოხდა საქართველოს მართლმადიდებლური
ეკლესიის ავტოკეფალიის დეფაქტო აღიარება. მისი
ინიციატივით სათავადაზნაურო ბანკის ქონება გადაეცა
საქართველოს სახელმწიფოს და სწორედ ეს ქონება
გახდა საქართველოს დამოუკიდებლობის საფუძველი.
მოგვიანებით, ბოლშევიკური რუსეთის მიერ
28
საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ, კოტე
აფხაზის ინიციატივით შეიქმნა საქართველოს დამოუ-
კიდებლობის კომიტეტი, მისივე თაოსნობით ჩამო-
ყალიბდა ამ კომიტეტის სამხედრო ცენტრი, რომელსაც
თავადვე ხელმძღვანელობდა დაპატიმრება და
დახვრეტამდე. ცხადია ამდენ და ასეთი მნიშვნელობის
საქმეებს მინიმალურით კმაყოფილი ადამიანი არ და
ვერ შეეჭიდებოდა. სწორედ საკუთარი თავისადმი
მაღალი მოთხოვნების დაყენებამ შეაძლებინა კოტე
აფხაზს საქართველოსთვის ასეთი ფასდაუდებელი
საქმეების კეთება. 9

9 ურუშაძე, ლევან. 2012. გენერალ კონსტანტინე (კოტე) აფხაზის ბიოგრა-


ფიისათვის. თბილისი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე,
საზოგადოებრივ მეცნიერებათა სერია, N 3 (48-B).

29
იაკობ გოგებაშვილი

საქართველოში ყველასათვის კარგად ცნობილი


მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი,
ქვეყნის განვითარების უმთავრეს შესაძლებლობად
განათლებას თვლიდა. მან სწორედ განათლებას
მიუძღვნა ყველაფერი, რაც კი გააჩნდა, სიცოცხლეშიც
და გარდაცვალების შემდეგაც. საწყის ეტაპზე იაკობი
პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა და მნიშვნელოვან
თანამდებობასაც იკავებდა ამ სფეროში, თუმცა მისი
ხედვები პედაგოგიკის ეფექტურობის შესახებ,
მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა იმ პერიოდისთვის
მიღებულ სტანდარტებს და საქმე იქამდე მივიდა, რომ
მისი მიდგომები სახელმწიფოსთვის საშიშად შეფასდა
და 1874 წელს იგი დაკავებული თანამდებობიდან
გაათავისუფლეს. რა თქმა უნდა გოგებაშვილს შეეძლო
წასულიყო დათმობაზე, შეენარჩუნებინა თანამდებობა
და გაეგრძელებინა თავისი კარიერა სახელმწიფო
სამსახურში, მაგრამ მისმა პასუხისმგებლობის გრძნო-
ბამ არ მისცა საშუალება ეკეთებინა საქმე ისე, როგორც
მას ეს არასწორად მიაჩნდა. მან გადაწყვიტა
აღარასოდეს დაბრუნებოდა სახელმწიფო სამსახურს
და მთელი დარჩენილი ცხოვრება საზოგადო მოღვა-
წეობისთვის მიეძღვნა. ამის შემდეგ შექმნა სხვადასხვა
სასწავლო სახელმძღვანელო სკოლის მოსწავლეთათვის
და მათ შორის იყო ჩვენთვის უმთავრესი წიგნი „დედა
ენა“. იაკობ გოგებაშვილის მიერ შექმნილი სახელმძ-
ღვანელოები იბეჭდებოდა არა მხოლოდ საქართ-
ველოში, არამედ რუსეთშიც და აქედან მას საკმაოდ
დიდი შემოსავლები გააჩნდა. მიუხედავად მისი
ქონებისა, მას არასოდეს უცხოვრია ფუფუნებაში და
განცხრომაში. თავად მოკრძალებულად მაცხოვრე-
30
ბელი, ყოველთვის მზად იყო დაეფინანსებინა
ინდივიდუალური პიროვნების განათლება თუ
სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციის საქმია-
ნობა. სიცოცხლეში იაკობ გოგებაშვილი, განსაკუთ-
რებულ ფინანსურ და გონებრივ დახმარებას უწევდა
საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელ
საზოგადოებას და გარდაცვალების შემდეგ, იაკობის
ანდერძის მიხედვით, სწორედ ამ ორგანიზაციას დარჩა
მთელი მისი ქონება, რათა სისრულეში მოსულიყო
მისი ოცნება საყოველთაო განათლების შესახებ. ვინ
იქნებოდა კომპრომისზე წასული და სახელმწიფო
სამსახურში დარჩენილი იაკობ გოგებაშვილი ქართვე-
ლი ერისთვის? ალბათ კიდე ერთი მივიწყებული
ჩინოვნიკი, მაგრამ მისმა პასუხისმგებლობის გრძნობამ
გადაადგმევინა ისეთი ნაბიჯი, რომლის შედეგადაც
შექმნა ისეთი მოთხრობები და სახელმძღვანელოები,
რომელზედაც დღემდე იზრდებიან თაობები და
ეუფლებიან ქართულ ენას.10

10 ჯიბლაძე გ. 1976. იაკობ გოგებაშვილი — ახალი ქართული პედაგოგიკის


მამა. თბილისი.
31
6. უანგარო სამსახური

„თუკი ჩემი სამსახური სასარგებლო იქნება,


პირველ რიგში იგი სასარგებლო უნდა იყოს ჩემი
სამშობლოსათვის“
დიმიტრი ყიფიანი

დააყენე ქვეყნისა და თავდაცვის ძალების


მოთხოვნები საკუთარზე წინ.

სამხედრო საქმე ხშირად განიხილება როგორც


`სამსახური~. თავდაცვის ძალების პირადი შემადგენ-
ლობა ემსახურება საკუთარ სამშობლოს. უანგარო
სამსახური ნიშნავს, გააკეთო ის, რაც მართებულია
ქვეყნისათვის, თავდაცვის ძალებისათვის, ორგანიზა-
ციისა და ხელქვეითებისათვის. თავდაცვის ძალების
წარმატება გუნდურ პრინციპზეა დაფუძნებული და
იმისათვის, რომ გუნდი გამორჩეული იყოს, პიროვ-
ნებამ უნდა დათმოს პირადი ინტერესები საერთო
კეთილდღეობისათვის.
ის, რომ თავდაცვის ძალებისა და ქვეყნის
საჭიროება წინ დგას, არ ნიშნავს ოჯახისა და საკუთარი
თავის უგულებელყოფას. ძლიერი, მაგრამ კონტროლი-
რებადი ეგო, ღირსების გრძნობა და ჯანსაღი ამბიცია
ხელს არ უშლის უანგარო სამსახურს მანამ, სანამ სხვა
სამხედრო მოსამსახურეებს სამართლიანად ვეპყრო-
ბით და ვაფასებთ მათ სამსახურის შესაბამისად.
უანგარო სამსახურს მხოლოდ ჯარისკაცებისაგან
არ მოელიან. სამოქალაქო პირები, რომელიც მხარს
უჭერენ თავდაცვის ძალების მნიშვნელოვანი ამოცა-

32
ნების უმრავლესობას, იმავე ღირებულებების
დემონსტრირება მოეთხოვება.
ადამიანები განაგრძობენ სამხედრო მოთხოვნე-
ბის საკუთარზე მაღლა დაყენებას, როდესაც გადამ-
დგარი ოფიცრები ნებაყოფლობით ექვემდებარებიან
ხელახლა გაწვევას, რეზერვის შემადგენლობა აგრძე-
ლებს სამსახურს თავისი სამანდატო სამსახურის
ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო სამოქალაქო პირადი
შემადგენლობა სურვილს გამოთქვამს, იმსახუროს
საბრძოლო მოქმედებების რაიონში.

33
ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი

1921 წლის რუსეთ - საქართველოს ომის შემდეგ


ემიგრაციაში წასულ საქართველოს იმჟამინდელ
ხელისუფლებას არ გაჰყვა პოლკოვნიკი ქაიხოსრო
ჩოლოყაშვილი. დამარცხების მიუხედავად, იგი
თვლიდა, რომ ჯერ ყველაფერი დამთავრებული არ იყო
და ბოლომდე უნდა ებრძოლა მტრის წინააღმდეგ.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი დაუკავშირდა კოტე აფხაზს და
გადაწყვიტეს ეწარმოებინათ პარტიზანული ბრძოლები
ბოლშევიკების წინააღმდეგ. ამისათვის ქაქუცა,
რამოდენიმე თანამოაზრესთან ერთად ტყეში გაიჭრა.
სამი წლის განმავლობაში, მიუხედავად სიცივისა,
შიმშლისა და ხშირ შემთხვევაში ტანსაცმლის არქონისა,
პოლკოვნიკი ჩოლოყაშვილი თავის შეფიცუთა რაზმთან
ერთად იბრძოდა და მოსვენებას არ აძლევდა
ბოლშევიკებს. მცირე შეტაკებების გარდა, მან მოახდინა
ხევსურეთის აჯანყება 1922 წელს, ხოლო 1924 წელს
დაგეგმილ საყოველთაო აჯანყებაში მთავარ
დამრტყმელ ძალას წარმოადგენდა. ამ სამი წლის
განმავლობაში იდევნებოდა მისი ყველა ახლობელი,
მოუკლეს ძმა სვიმონ ჩოლოყაშვილი, დააპატიმრეს მისი
მეუღლე და შვილები, მაგრამ ამ ყველაფერმა ვერ
იქონია მასზე ბოლშევიკებისთვის სასურველი გავლენა.
იგი ბოლომდე ქვეყნის ინტერესების დასაცავად
მოქმედებდა და ბოლომდე უფრო მნიშვნელოვნად
ქვეყნის საჭიროებებს თვლიდა ვიდრე საკუთარს.
ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი 1924 წლის აჯანყების
საბოლოო დამარცხების შემდეგაც არ ჰყრიდა ფარ-
ხმალს. იგი რამოდენიმე დღე კიდე ფიქრობდა
თბილისის აღებაზე, აგროვებდა ინფორმაციას და

34
განიხილავდა შანსებს. საბოლოოდ მისთვის ნათელი
გახდა, რომ არსებული ძალებით წარმატების მიღწევა
შეუძლებელი იყო. ასევე ხედავდა, რომ მისი ყოველი
აქტივობა კიდე უფრო დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა
მოსახლეობაში და უკეთესი გეგმის მომზადების და
სამშობლოში მალე დაბრუნების იმედით დატოვა
საქართველოს ტერიტორია. ქვეყნის მიმართ ამ უანგარო
და თავდადებული მსახურისათვის ქაქუცა ჩოლოყა-
შვილს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული
გმირის წოდება. 11

11 სულხანიშვილი, ალექსანდრე. 2007. მოგონებანი შეფიცულთა რაზმზე.


თბილისი: არტანუჯი.

35
ბადრი ხუციშვილი

„მაშინ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო


დაჭრილების გადარჩენა, ვიდრე ჩემი სიცოცხლე"
ბადრი ხუციშვილი

2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის დროს,


სოფელ შინდისთან მომხდარი შეტაკება ქართველ და
რუს სამხედროებს შორის, ამ ომის ერთ-ერთი ცნობილი
ეპიზოდია. ამ ბრძოლის დროს დაიღუპა 17 და დაიჭრა
5 ქართველი მებრძოლი. შინდისის სადგურის მიმდე-
ბარე ტერიტორიაზე რუსებმა საგუშაგოები მოაწყვეს და
ადგილმდებარეობას იცავდნენ. ადგილობრივი მცხოვ-
რები ბადრი ხუციშვილი, რამოდენიმეჯერ შეიპარა
ტერიტორიაზე, ეძებდა დაჭრილებს და ფაქტიურად
იპარავდა მათ. გამოყვანილ დაჭრილებს კი მეზობლებ-
თან ერთად სახლში მკურნალობდა იმ საშუალებებით,
რომელიც მათ ებადათ. იმ პერიოდში რუსების უკონტ-
როლო მოქმედებების გამო, ეს ყველაფერი ძალიან
მძიმედ შეიძლება დასჯდომოდა სოფლის მცხოვრებ
ადამიანს. ბადრი ხუციშვილის სახლში შეფარებული
ჯარისკაცების აღმოჩენის შემთხვევაში, ბ-ნი ბადრისთ-
ვის შედეგი შესაძლოა ფატალური ყოფილიყო. ეს
ყველაფერი მან რა თქმა უნდა კარგად იცოდა მაგრამ
თითოეული ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლის
გადარჩენას იმდენად მნიშვნელოვნად თვლიდა, რომ
საკუთარს აღარ დარდობდა. ბადრი ხუციშვილის
თავდადების წყალობით ხუთ ჯარისკაცს შეუნარჩუნდა
სიცოცხლე და ამისთვის იგი ღირსების ორდენით არის
დაჯილდოვებული. 12

12 ვარდიაშვილი, ზურაბ. 2012. ახმეტა ხუციშვილის ომი. ლიბერალი.


http://liberali.ge/articles/view/2222/akhmeta-khutsishvilis-omi (21.07.2020)
36
saqarTvelos Tavdacvis saministro
ssip - daviT aRmaSeneblis saxelobis
saqarTvelos erovnuli Tavdacvis akademiis
sameTauro-saStabo koleji
Tavdacvis Zalebis wvrTnebisa da samxedro
ganaTlebis sardloba
doqtrinebis ganviTarebis centri

საქართველოს თავდაცვის ძალების ღირებულებები

თბილისი
2020 წ.

37

You might also like