ოთარაანთ ქვრივი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

მოცემული სამი შეხედულებიდან რომელია შენთვის

მიუღებელი? ეცადე, არგუმენტირებულად უარყო მიუღებელი


თვალსაზრისი:
ჩემთვის მიუღებელია კიტა აბაშიძის შეხედულება
გიორგიზე,რომელიც წერს,რომ:“გიორგისგან მეჯინიბის ცემა და
სხვა ამგვარი მოქმედება არც თუ დიდი ქველობაა,მით უმეტეს,რომ
ცოტა არ იყოს,“მოხელეობრივი“ სუნი უდის,სხვის ტყეპაზე კარიერის
გაკეთების ფერი აქვს,თუმც ჩინის ადგილი აქ კესოს გულს
უჭირავს,და კარიერის მაგივრობას მგრძნობელობით გაშუქებული
სიყვარული გაუწევს...“ გიორგის გულმა არ
მოუსვენა, ცხენი რომ მოუვლელი ნახა და მეჯინიბე არხეინად
მწოლარე. საქმე და მოსაქმე ერთმანეთს გაჰყროდა და ეს
მართალმა გულმა იუცხოვა, არ შეიფერა, ხომ არც ცხენი იყო იმისი,
არც მეჯინიბე იმისაგან დავალებული. საწანახედოდ გამხდარი საქმე
ნახა, იქავ ხელთუძრავი მოსაქმე და გულმა არ მოუთმინა.
გიორგის თვისებათაგან პირველ რიგში ყურადღებას იქცევს მისი
შრომისმოყვარეობა. ავტორი აღნიშნავს, „მუშაობაში მთელს
სოფელში ვერავინ შეედრებოდაო“. გლეხებიც ამასმოწმობენ:
„მარტოხელი ძნის ურემს დაუდებს და შინ მიიტანსო. რაკი საქმეს
დაადგება, ზედ შეელევა, მინამ თვითონ საქმეს არ შეჰლევსო…“ მისი
ასეთი თავდადებული შრომის მიზანი არც გამდიდრების
დაუოკებელი სურვილია, არც ანგარება,თავმოწონება და ვფიქრობ
ამ ყველაფერს არც “მოხელეობრივი“ სუნი უდის და არც სხვის
ტყეპაზე კარიერის გაკეთების ფერი აქვს. შრომა გიორგის
ცხოვრების წესია.გარდა იმისა, რომ თავის საქმეს პირნათლად
ასრულებს, გიორგი ხშირად სხვის საკეთებელსაც დაუზარებლად
ტვირთულობს. ამას მოწმობს არჩილის გაოფლილი ცხენის
მიხედვის განზრახვა, კესოს ყვავილების ბაღში გულმოდგინე შრომა,
პეტრეს სანაცვლოდ თივის ზვინზე ასვლა და მრავალი სხვა
ეპიზოდი.
რაც შეეხება სიტყვებს:,,თუმც ჩინის ადგილი აქ კესოს გულს
უჭირავს,და კარიერის მაგივრობას მგრძნობელობით გაშუქებული
სიყვარული გაუწევს...“ ვფიქრობ,რომ გიორგის ამგვარ
საქციელს,კესოსთან არანაირი კავშირი არ გააჩნია,ამის
დამადასტურებლად მრავალი მაგალითი შეგვიძლია
მოვიყვანოთ,სადაც უსაქმურობის მომსწრე გიორგი უსაქმურ
ადამიანს უპირისპირდება,მის ასეთ შემთხვევებს კი შეიძლება, კესოს
ყურამდე არც კი მიუღწევია.ერთ-ერთ არგუმენტად შეგვიძლია
მოვიყვანოთ მოჯამაგირესა და გიორგის შორის
დაპირისპირება:მოჯამაგირე ჩრდილში წამოწოლილიყო და
ლაზათიანად ჰხვრინავდა. კამეჩები წნელით გამოება ურემზე.
საცოდავი პირუტყვები იქავ ურმის თვალთან ეყარნენ და ზარმაცად
იცოხნებოდნენ უილაჯობით.სწორედ ამან გამოიწვია გიორგის
გაღიზიანება.ის სასამართლოზე ამბობს:“ის დავა მქონდა, რომ
მაგისთანა ნამუსახდილ კაცისაგან ქვეყანაა დაღუპული. კაცი კაცს
ვეღარა ჰნდობია. მაგის გამოისობით კარგ მოჯამაგირესაც ნამუსი
აქვს გატეხილი. თითონ ხომ ეძინა და ეძინა, კამეჩებიც მიეღრძო
ურემზედ. იმათ საცოდაობამ დამწვა, სხვა არა იყოს-რა.“გიორგის ეს
ყველაფერი არც კესოს მოსაწონებლად გაუკეთებია და მისი მიზანი
არც ანგარება ყოფილა,იგი მომხდარ ამბავს ქვეყნის უბედურებად
მიიჩნევდა.

You might also like