Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის

აკადემია
სამეთაურო საშტაბო კოლეჯი

ვიცე - პოლკოვნიკი ბახვა კორძაია

S-100
შუალედური გამოცდა

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქვემოთ მოცემული ორი პროცესი -


მასპინძელი ქვეყნის შესაძლებლობების განვითარება და
მადესტაბილიზირებელი ფაქტორების შემცირება/დასუსტება იქნას
მიღწეული და დაბალანსებული?

თბილისი 2020
ქვეყნებში სადაც საფრთხე ექმნება ლეგიტიმურ მთავრობას, სახელმწიფო
ინსტიტუტების სრულფასოვან ფუნქციონირებას, ხორციელდება გარე აგრესია,
მიმდინარეობს შიდა კონფლიქტი, არის ეკონომიკური სიდუხჭირე და კორუფცია
ასეთი ქვეყნები, ანუ არასტაბილური ქვეყნები შესაძლებელია კრიმინალური და
ტერორისტული ორგანიზაციების თავშეფარი გახდეს, რაც საფრთხეს უქმნის საერთო
მშვიდობას. არა სტაბილური ქვეყნის ნორმალურ ფუნქციონირებამდე მისაყვანად
ხორციელდება სტაბილურობის ოპერაციები. სტაბილურობის ოპერაციები
წარმოადგენს სრული სპექტრის ოპერაციების ერთ-ერთ ელემენტს.
სტაბილურობის ოპერაციები არის კომპლექსური ოპერაციები და დაფუძნებულია
სამხედრო და არასამხედრო ორგანიზაციებს შორის კოორდინაციზე,
თანამშრომლობაზე, ინტეგრაციასა და სინქრონიზაციაზე. სამხედრო და სამოქალაქო
ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის ლეგიტიმური ხელისუფლების გაძლიერებისაკენ,
სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობისკენ,
ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ, აგტრეთვე ქვეყანაში
მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებისკენ1. სტაბილურობის ოპერაციები
შედგება სტაბილურობის დამყარების შემდეგი დავალებებისგან: სამოქალაქო
უსაფრთხოების დამყარება, სამოქალაქო კონტროლის დამყარება, მნიშვნელოვანი
სამსახურების აღდგენა, მმართველობის მხარდაჭერა, ეკონომიკისა და
ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერა2. აღნიშნულ დავალებების
შესრულება მიზანმიმართულია სამიზნე ქვეყნის ნორმალური ცხოვრების დღის
წესრიგის შესაქმნელად.
მასპინძელი ქვეყნის შესაძლებლობების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია,
რაც დესტაბილიზაციის შემცირების და სტაბილური გარემოს შექმნის საფუძველია.
სტაბილურობის ოპერაციები თავის კომპლექსურობიდან გამომდინარე,
სამხედრო მოქმედებების გარდა მოიცავს სამოქალაქო სექტორის, სამთავრობო,
არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას.
1
FM 3-07 სტაბილურობის ოპერაციები 2015
2
FM 3-07 სტაბილურობის ოპერაციები 2015

1
დესტაბილიზაციის ძირითად წყაროებს წარმოადგენს უსაფრთხოების
უზრუნველყოფის ორგანოების უუნარობა (ჯარი, პოლიცია, უსაფრთხოების
სამსახურები), ეკონომიკური სიდუხჭირე, კორუფციის მაღალი დონე, კანონის
დაუცველობა, განათლების დაბალი დონე, მოშლილი ჯანდაცვის სისტემა და გერე
ფაქტორები. სახელმწიფო ინსტიტუტებმა რომ შეძლონ გამართული მუშაობა და
ეკონომიკამ განვითარება, ამისათვის უპირველეს ყოვლისა საჭიროა უსაფრთხო
გარემოს შექმნა.
სამხედრო მოქმედებების კლების პარალელურად იზრდება პოლიციის როლი.
ნაომარ ქვეყანაში იზრდება ძალადობა, კრიმინალი, ტრეფიკინგი, ჩნდება უკანონო
დაჯგუფებები, მოსახლეობაში გაფანტულია ცეცხლსასროლი იარაღი,
არასრულფასოვნად ან საერთოდ წყვეტს ფუნქციონირებას სკოლები, უმაღლესი
სასწავლებლები, სამედიცინო დაწესებულებები და უმეტესი სასიცოცხლო
მნიშვნელობის ობიექტები. ყოველივე ხსენებული თესავს შიშს, უიმედობას და
მშვიდობიან მოსახლეობაში, აგრეთვე უჩნდებათ დაუცველობის შეგრძნება
სამართავდამცავი ორგანოების მხრიდან. სამართალდამცავი ორგანოების (პოლიციის)
შესაძლებლობების განვითარების შედეგად შესაძლებელია ზემოთ აღნიშნული
დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორების შემცირება და აღკვეთა. ამის ნათელ
მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ 90-იან წლებში საქართველოში არსებული
მდომარეობა და 2003 წლიდან გატარებული პოლიციის რეფორმა 3. პოლიცის
რეფორმის და შესაძლებლობების გაზრდის შედეგად მკვეთრად შემცირდა
დანაშაულებათა რიცხვი, იმატა საზოგადოებაში პოლიციისადმი ნდობამ.
სახელმწიფოში დესტაბილიზაციის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს
სახელმწიფო საზღვრის არაჯეროვანი კონტროლი. უკონტროლო საზღვრების
პირობებში ქვეყანაში ხდება კრიმინალური დაჯგუფებების, ნარკოტიკების და
იარაღის შემოსვლა, ადამიანების გატაცება, აგრეთვე აღსანიშნავია არასტბილურ
გარემოში და უკონტროლო საზღვრების პირობებში თავისუფლად

3
ალექსანდრე კუპატაძე პოლიციის რეფორმა საქართველოში სექტემბერი 2012 www.css.ge

2
გადაადგილდებიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები, მათთვის ასეთი
ქვეყნები საუკეთესო პირობებს ქმნის მათი რეაბილიტაციისა და მომზადებისთვის.
არასტაბილური და დაუცველი საზღვრის მქონე ქვეყნების გავლით შესაძლებელია
მასობრივი განადგურების იარაღის ადვილად გადატანა მესამე ქვეყნისკენ.
ტერორისტული დაჯგუფებების მიმოსვლის, იარაღის და ასაფეთქებელი
საშუალებების თითქმის დაუბრკოლებლად გადატანა-გადმოტანის მაგალითად
შეგვიძლია დავასახელოთ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის და პაკისტანის
საზღვრის მონაკვეთი, ხოლო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების განვითარების
პარალელურად შემცირდება ზემოთ აღნიშნული ქმედებები. მაგალითად
საქართველოში მკვეთრად შემცირდა ტრეფიკინგი, შეიარაღებული ფორმირებების
მიერ საზღვრი კვეთის ფაქტები მინიმუმამდე დავიდა, თითქმის აღიკვეთილ იქნა
კონტრაბანდის შემოსვლა ქვეყანაში.
ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი ელემენტის, სამხედრო ინსტიტუტის
განვითარება და სიძლიერე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყანაში სტაბილური
გარემოს უზრუნველყოფაში. ანგარიშგასაწევი შეიარაღებული ძალების ყოლის
პირობებში გარე ძალებს ნაკლებათ უჩნდებათ სუერვილი აღნიშნულ სახელმწიფოში
დესტაბილიზაციის გამოწვევის და მასთან კონფრონტაციის. აგრეთვე ადგილობრივ
მოსახლეობაში ჩნდება დაცულობის შეგრძნება, რაც დადებით გავლენას ხდენს
სტაბილურობის შენარჩუნებაში. მაგალითად NATO-ს მიერ თურქეთის
შეიარაღებული ძალების განვითარების და გაძლიერების შედეგად დღეისდღეობით
წარმოადგენს ყველაზე საიმედო საბრძოლო ძალას სამხრეთ ფლანგზე 4 და ერთ-ერთი
ანგარიშ გასაწევ ძალას მსოფლიოში, აგრეთვე უდიდესი პატივისცემით სარგებლობენ
საკუთარ საზოგადოებაში, ხოლო საზოგადოება თავს გრძნობს დაცულად, ასეთ
საზოგადოებაში რთულია დესტაბილიზაციის გამოწვევა და მათ ცნობიერებაზე
ზემოქმედება გარე ძალების მიერ.

4
https://www.ispionline.it/it/pubblicazione/robust-fighting-force-turkey-remains-nato-pillar-20939

3
განათლების სისტემის განვითარება შორ პერსპექტივაში სტაბილური და
განვითერებული ქვეყნის საწინდარს წარმოადგენს. განათლებული
საზოგადოებისთვის ადვილია დესტაბილიზაციის ფაქტორების წინასწარ განჭვრეტა,
მათ ცნობიერებაზე მანიპულაცია არც თუ ისე ადვილად შესაძლებელი, გარე ძალების
მიერ ასეთი საზოზოგადოების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ჩათრევა
თითქმის შეუძლებელია. ამის მაგალითს წარმოადგენს საქართველოს სხვადასხვა
ეპოქაში მოღვაწე ქართველი ინტელიგენცია, რომლებზეც ვერანაირ გავლენას
ახდენდა მტრული ძალები და ფაქტიურად უწევდათ მათი ფიზიკური განადგურება.
ნაკლებად განათლებულ საზოგადოებისთვის ადვილად თავსმოსახვევია სასურველი
აზრი და სასურველი შედეგის მიღება. მაგალითად ჩინეთის მმართველმა მაო
ძედუნმა გაანადგურა ისტორიული ლიტერატურა, აუდიო ჩანაწერები რაც
დაკავსირებული იყო დასავლურ ცივილიზაციასთან, აგრეთვე დაიწყო
მასწავლებლების განადგურება და ახალგაზრდებზე საკუთარი აზრის მოხვევა
საკუთარი პოლიტიკის გასატარებლად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად5.
დესტაბილიზაციის საწყისად შეიძლება ჩაითვალოს სუსტი ეკონომიკური
მდგომარეობა და მისგან გამოწვეული სოციალური პრობლემები. მწვავე სოციალურ-
ეკონომიკური მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების მოსახლეობა არის მოწყვლადი და
ადვილია მათში დესტაბილიზაციის გამწვევა. ასეთი ქვეყნების მიმართ მტრულად
განწყობილი სუბიექტების მხრიდან ადვილია საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენა
და საკუთარი ინტერესების გატარება სოციალურ ფონზე მანიპულაციებით. ასეთ
ვითარებაში მარტივად ხდება ადამიანების მოსყიდვა გარედან მოქმედი ძალების
ინტერესების გასატარებლად და მათი დავალებების შესასრულებლად. მძიმე
სოციალურ ფონზე მატულობს კორუფცია ყველა დონეზე და მოიცავს მთელ
სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებს, როგორიცა განათლება, ჯანდაცვა,
სასამართლო, პოლიცია, კერძო კომპანიები და საწარმოები. შორს რომ არ წავიდეთ
ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს 1990-ინი საქართველოში არსებული

5
https://www.youtube.com/watch?v=WxaWmqgmJxs Evolution Of Evil E03: Mao Zedong | Full Documentary

4
მდგომარეობა, როდესაც სამსახურის დაწყებისთვის გიწევდა ფულის გადახდა,
ავტომობილით გადადაგილებისას ფულს უხდიდი ავტოინსპექტორს უმიზეზოდ,
რამაც გაადვილა ქვეყანაში კონტრაბანტის მიმოქცევა. ეკონომიკის გაძლიერებისა და
განვითრების შემთხვევაში სახელმწიფოში მცირდება კორუფია, სტაბილურდება
სოციალური მდგომარეობა, გამართულად მუშაობს სტრუქტურები, ხორციელდება
ინვესტიციების შემოდინება, ვითარდება ინფრასტრუქტურა, ჩნდება სამუშაო
ადგილები და დასაქმებული საზოგადოება. ეკონომიკურად განვითრებულ ქვეყნებში
მაცხოვრებელ ადამიანებზე რთულია ზემოქმედება და გავლენის მოხდენა ფინანსური
მდგომარეობის გამუმჯობესების სანაცვლოდ მათი მითითებების შესრულება,
აგრეთვე მათი ინტერესების გატარება. ასეთ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ
ესტონეთის, რომელმაც 1991 წელს საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის
მოპოვების შემდეგ 2004 წელს გახდა NATO-ს და EU-ის წვერი, რომელთა
დახმარებითაც გაძლიერდა ესტონეთის ეკონომიკა. ესტონეთის მოსახლეობის
თითქმის მეოთხედს 24,9% ეთნიკურად რუსებს წარმოადგენს 6, მაგრამ რუსეთი ვერ
ახდენ გავლენას ამ მოსახლეობაზე მათი ძლიერი სოციალური მდგომარეობის გამო,
რასაც ვერ ვიტყვით სუსტი ეკონომიკური მდგომარეობის შედეგად აღმოსავლეთ
უკრაინაში რუსეთის მიერ გამოწვეულ დესტაბილიზაციაზე.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მასპინძელ
ქვეყანაში უსაფრთხოების ელემენტების გაძლიერების შედეგად კლებულობს
დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორები (კრიმინალი, ტრეფიკინგი, სხვადასხვა
ბანდფორმირებების მოქმედებები) და რაც მთავარია საზოგადოებაში გაქრება
საფრთხის შიში. სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება, სამუშაო ადგილების
შექმნა და ფინანსური უზრუნველყოფა უდუდეს გავლენას ახდენს სტაბილური
გარემოს შენარჩუნებაზე. ზოგადად მასპინძელი ქვეყნის სიძლიერის ელემენტების და
შესაძლებლობების განვითარება და მხრდაჭერა სტაბილური გარემოს გარანტორია.

6
https://www.britannica.com/place/Estonia

5
Bibliography
1. FM 3-07 სტაბილურობის ოპერაციები 2015

2. ალექსანდრე კუპატაძე პოლიციის რეფორმა საქართველოში სექტემბერი 2012


www.css.ge
3. https://www.ispionline.it/it/pubblicazione/robust-fighting-force-turkey-remains-nato-pillar-
20939
4. https://www.britannica.com/place/Estonia
5. https://www.youtube.com/watch?v=WxaWmqgmJxs Evolution Of Evil E03: Mao Zedong |
Full Documentary

You might also like