სხეულის ენა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

გვანცა სუმბაძე

ჯგუფი 01

საქართველოს ერთიანი სამეფოს ცენტრალური და ადგილობრივი


მმართველობა.დარბაზი. სავაზირო. დარბაზისერი. სამართლებრივი
უზრუნველყოფა. „ხელმწიფის კარის გარიგება“.

IX-X საუკუნე ფეოდალური საქართველოს ისტორიის გარდამავალი ხანაა. ამ


პერიოდში დიდი ცვლილებები ხდება სოფლის მეურნეობაში და იქმნება ახალი
ქალაქები. ხდება არაბთა სახალიფოს დაშლა. საქართველო ექცევა ეკონომიკურ
აღმავლობის სფეროში. მკვიდრდება ფეოდალური მიწათმფლობელობა და
საზოგადოებრივი ფენების ჩამოყალიბება. ირანელთა გაბატონების პერიოდში
ქართლის ერისთავები აქტიურები არიან ქვეყნის მართვა-გამგეობაში. ერისთავები
ძირითადად შიდა ქართლისა და კახეთის მფლობელები იყვნენ რომლებსაც
შთამომავლობით დამტკიცებული ქონდათ ეს მიწები. მნიშვნელოვან ფენას
წარმოადგენდნე „ტაძრეული აზნაურები“. ისინი ცალკეულ ჯგუფს ქმნიდნენ და
უფრო მეტი უფლებით სარგებლობდნენ ვიდრე შთამომავლობითი აზნაურები.

საქართველოს გაერთიანების შემდეგ იქმნება ქვეყნის მართვის და წყობის ერთიანი


სისტემა. ცენტრალური ხელისფულების განვითარებამ გამოიწვია შესაბამისი
სამოხელეო აპარატის და საგამგეო უწყების შექმნა.

მეფე - მეფე სახელმწიფოს სათავეში იდგა. იგი იყო ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი,
რომლის ძალაუფლება გაერთიანების შემდეგ მუდმივად იზრდებოდა. დავით
აღმაშენებლის პერიოდში მეფე აბსოლიტური მონარქი გახდა.

დარბაზი - დარბაზს განსაკუთრებული მნიშვნელობა ქონდა. ის მეფის


თავჯდომარეობით ტარდებოდა და მას ესწრებოდა ყველა ვაზირი, მეფის მოხელეები
და სასულიერო პირები. დარბაზის ნაწილს ჯდომის უფლება ქონდა, ხოლო ნაწილი
იდგა. დარბაზში იღებდნენ ყველანაირ გადაწყვეტილებას, ომის გამოცხადებას,
ხელისუფალთა არჩევას და სხვა. დავით აღმაშენებლის დრო, როდესაც მეფეს
აბსოლიტური ძალაუფლება გააჩნდა, დარბაზი უფრო ფორმალური სახის იყო და ის
მეფის ხელდასმით ხდებოდა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტათ. თამარის
ეპოქიდან დარბაზი დიდგვაროვანთა ნების გამომხატველად იქცა. ყურთლუ
არსლანის გამოსვლის შემდეგ მეფე ჩამოსცილდა ერთგვაროვან გადაწყვეტილებათა
უფლებას, და დარბაზი წყვეტტდა ყოველგვარ სახელმწიფო საქმეს. თამარის
ეპოქიდან მოოლებული დარბაზი და მეფე ერთიანად წყვეტდნენ სახემწიფო
საკითხებს.

სავაზირო - იგივე ვაზირთა საბჭო, რომელიც წარმოადგენდა ადგილობრივ


წარმომადგენლობით უწყებათა გაერთიანებას. სავაზიროს ჩამოყალიბებამდე
არსებობდა ცალკეული უწყებები რომელთა თავკაცებს უხუცესები ერქვათ
(მეჯინიბეთუხუცესი, მანდატურთუხუცესი, მეღვინეთუხუცესი და სხვა.) ტერმინი
„ვაზირი“ არაბული წარმოშობისაა. ის ქართულ წყაროებში მეფის მინისტრის
მნიშვნელობისაა. თავდაპირველად ვაზირად იწოდებოდა მწიფნობართუხუცესი,
შემდგომ ამირსპასალარი, და მეჭურჭლეთუხუცესი, თამარის წლების ბოლოსკენ
ათაბაგი და რუსუდანის მართველობისას მსახურთუხუცესი. საბოლოოდ სავაზირო
ექვსი კაცისგან შედგებოდა აქედან ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი იყო მთავარი
ხოლო დანარჩენები ორ ჯგუფად დაიყო, „სამთა სავაზირო“ და „ორთა სავაზირო“.

მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი - დავით აღმაშენებლის დროს დაარსდა.


მწიგნობართუხუცესი პირველად ბაგრატ IV-ს დროს იხსენიება, შემდეგ 1085 წლის
ერთ-ერთ ხელნაწერში და შემდეგ რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე. დავით
აღმაშენებლის დროს მწიგნობართუხუცეს ჭყონდიდელობა შეემატა. ივანე
ჯავახიშვილი თვლიდა რომ მწიგნობართუხუცესი მეფის მრჩეველი და სახელმწიფოს
თანამშრომელი იყო, ვის გარეშეც არ წყდებოდა არცერთი სახელმწიფო საქმე.
მწიგნობართუხუცესს საშვალოდ ყავდა 26 მწიგნობარი. წყაროების მიხედვით
არსებობდა საწოლის მწიგნობარი, ზარაფხანის მწიგობარი და საჭურჭლის
მწიგნობარი. საწოლისა და ზარაფხანის მოვალეობა განსაკუთრებული მნიშვნელობის
იყო, ისინი სამეფო სიგელებს ადგენდნენ. მწიგნობრებს შთამომავლობა არ ყავდათ,
ისინი მონაზვრები იყვნენ და მათთვის უმთავრესი იყო მეფის ერთგულება და
სახელმწიფოს კეთილდღეობა.

ამირსპასალარი - ის სამთა სავაზირო ჯგუფში შედიოდა. ტერმინი არაბული


წარმოშობისაა რომელიც აღნიშნავს ლაშქრის სარდალს. ამირსპასალარს
ემორჩილებოდა მთელი საქართველოს ჯარი: სამეფო სპა, რომელიც საქართველოს
კუთხეებიდან გამოყვანილი ჯარი იყო, ყივჩაღთა ჯარი, კავკასიის მთიელთა, როქის
სპა, და მონა-სპა ანუ მეფის პირად მსახურებაში რჩეული მეომრები. აღსანიშნავია,
რომ სახელმწიფო კარის გარიგებაში და „მეფედ კურთხევის წესში“ ისინი
მონაწილეობას არ ღებულობდნენ.

მანდატურთუხუცესი - მანდატურთუხუცესები აწესრიგებდნენ დარბაზობასა და


პურობის რიგს. მათ ფუნქციებში ასევე შედიოდა: სამეფო ზვრების მოწესრიგება, და
გლეხთა გამოყვანა ამ ზვრების დასამუშავებლად. „ხელმწიფის კარის გარიგებით“
ირკვევა რომ სულ სამასი მანდატური იყო და ისინი გაფანტული იყვნენ ქვეყნის
სხვადასხვა ნაწილში და ისინი მანდატურთუხუცეს ექვემდებარებოდნენ.
მანდატურუხუცესი მონაწილეობას იღებდა სამეფო სიგელის გაცემაში, მისი
მოხელეები იყვნენ ამირეჯიბი და გამგებელთუხუცესი.

მეჭურჭლეთუხუცესი - „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანამხად ის ძველი ვეზირი


იყო. მეჭურჭლეთუხუცესის მოვალეობა იყო დაეცვა სამეფო ხაზინა. საჭურჭლეთში
ყოველგვარ ძვირფასეულობას ინახავდნენ. მეჭურჭლეთუხუცესის დაქვემდებარებაში
იყვნენ: საჭურჭლისნაცვალი, მუშრიბი, მუქიფი, და ქალაქის ამირანი. მისი ფუნქცია
იყო სავაჭრო გადასახადები, ვაჭრები და ბაჟი.

ათაბაგი - ქართული მართველობითი ინსტიტუტი არ იყო, ის ხელოვნური გზით


შემოტანილია. პირველი ათაბაგი გახლდათ ივანე მხარგძელი. თამარის დროიდან
ათაბაგი ვაზირთა შორის მეორე გახდა და იგი მეფის მემკვიდრის აღმზრდელი იყო.

მსახურთუხუცესი - სამეფო სახლს და სახასო მეურნეობას ხელმძღვანელობდა.

მისი მოვალეობა იყო მეფის მორთვა-შეკაზმვა. მის დაქვემდებარებაში შედიოდა


მეფის სალარო და საწოლი, ამასთანავე მოლარეთუხუცესი, საწოლთუხუცესი,
ფარეშთუხუცესი, და მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირები.

მას შემდეგ რაც საქართველოს ტერიტორიაზე ფეოდალიზმის განვითარება დაიწყო,


ჩამოყალიბდა მსხვილი ადმინისტრაციული ერთეულები ანუ საერისთაოები.
საერისთაოები თავის მხრივ იყოფოდნენ წვრილ ერთეულებად. საერისთაოს
განაგებდა ერისთავთერისთავი ანუ მეფის მოხელე, რომელიც სხვა აზნაურებზე
მეტად აღზევებული იყო. თამარ მეფის დრო იყოს რამდენიმე მსხვილი საერისთაო:
სვანთა, რაჭა-თაკვერის, ცხუმის, ოდიშის, ქართლის, კახეთის და სამცხის.

XII-ე საუკუნეში ტერიტორიების ზრდამ და მუდმივად საომარი მოქმედებების


მზადყოფნამ გამოიწვია ახალი მონაპირეთა ინსტიტუტის დაარსება. მონაპირე
ერისთავს ემატებოდა სამხედრო და საომარი ფუნქცია. ისინი აკონტროლებდნენ
საზღვარს და მეფეს აწვდიდნენ ინფორმაცია. მონაპირეობა შთამომავლობითი არ იყო.

„გარიგება ხელმწიფის კარისა“ რომელიც ქართული სამართლის ძეგლია უნდა


შედგენილიყო XIV საუკუნეში. ჩვენამდე მხოლოდ ერთადერთმა ხელნაწერმა
მოაღწია, რომელიც ძალზე დაზიანებულია. ძეგლში აღწერილია ვაზირთა და სხვა
მოხელეთა უფლება-მოვალეობანი, ასევე გადმოცემულია ვაზირობისა და
დარბაზობის წესრიგი. ძეგლის მიხედვით მეფე ღვთის სწორია, ამაზე კი
დეტალურად აღწერილი ინფორმაცია მიუთითებს. მეფე უდგას ყოველგვარ საერო და

საეკლესიო საქმიანობას, მეფის გაღმერთება ძლიერი მეფის ხელისუფლებას


მიუთითებს.

ძეგლის მიხედვით სავაზირო სხდომა მტკიცედ რეგლამენტირებული იყო, თუ მას


მეფე ესწრებოდა სავაზირო სხდომა მას მიყავდა, ჩვეულებრივ კი
მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს. ძეგლის მიხედვით სახელმწიფო მართველობის
თითოეულ უწყებას ჩამოყალიბებული სამოხელეო აპარატი ქონდა. ასევე აღწერილია
ადგილობრივი მართველობის ორგანოები, უმაღლესი სასამართლო დაწესებულება
ანუ „სააჯო კარი“, და მოძღვართ-მოძღვარის ინსტიტუტი. „გარიგება ხელმწიფის
კარისა“ უმნიშვნელოვანეს და იმ ეპოქისთვის მოწინავე იდეებს გადმოსცემს.

You might also like