Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 3

მოტივი, თემა, მხატვრული იდეა და პორტრეტი

ანა მელიქიძე

საშინაო ნაშრომი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

კურსის ხელმძღვანელი: პაატა ჩხეიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2020
,,უსამშობლო კაცის’’ მიხედვით

მოტივი

უსამშობლო კაცს თავდაპირველად ამოძრავებს ამპარტავნება, ხოლო შემდგომ მისი


მოტივი მდგომარეობს იმაში, რომ მას ენატრება თავისი სამშობლო, აღარ წარმოუდგენია
მის გარეშე ცხოვრება, ამიტომ გადაავსო თავისი კაიუტა სამშობლოს დროშის

ნაწილებით და რუკებით.

პორტრეტი

ფილიპ ნოლანი წარმოგვიდგება, როგორც უებრო ახალგაზრდა ოფიცერი, მხიარული,


მამაცი, გონებამახვილი, კეთილი, თვინიერი პიროვნება. იგი მუდამ იკლებდა გართობას,
სხვები სროლასა თუ ნიჩბოსნობაში რომ პოულობდნენ. ნოლანი თავის ტრაგედიას
თავდაპირველად არ ეპუებოდა, თუმცა სამშობლოსგან შორს ყოფნის ტკივილმა
თანდათანობით დაასევდიანა და მისი პიროვნება სასოწარკვეთამ მოიცვა. იგი მუდამ
მორცხვად იქცეოდა, იშვიათად ლაპარაკობდა, თუკი არ გაესაუბრობდი, ხმასაც არ
ამოიღებდა. ერთი ორი კაცის გამოკლებით არავის ეკარებოდა. ჰქონდა ნერვიული და
არაქათგამოცლილი გამოხედვა შიგ გულში დაჭრილი კაცისა. ასე ორმოცის რომ
იქნებოდა, სამოცი წლის მოხუცად გამოიყურებოდა. ღრმა სიბერემდე ბევრს დადიოდა
და ვარჯიში არ ეზარებოდა, არასდროს ავადმყოფდა. მას ეცვა წესდებით დადგენილი
სამხედრო მუნდირი, მაგრამ ნებას არ აძლევდნენ ეტარებინა სამხედრო ღილები. იგი
ვრცელ მაღალფარდოვან, შთაგონებულ წერილებს თხზავდა და ასევე გასაგიჟებლად

ხატავდა.

მხატვრული იდეა

,,უსამშობლო კაცის’’ მხატვრული იდეა სამშობლოსგან შორს ყოფნის ტკივილით


გამოწვეული ნაღველია. ასევე სინანული, სამშობლოს გარეშე ცხოვრებისა, რომელიც

საკუთარი სიტყვების გამო დაკარგა.


თემა

მთავარი, ძირითადი თემა: ედუარდ ჰეილის მოთხრობის ,,უსამშობლო კაცის“ მთავარი


თემა უსამშობლო კაცის ცხოვრების ჩვენებაა, რაც ახალგაზრდა ამერიკელის მიერ
წარმოთქმულ გაუაზრებელ, ამპარტავნულ სიტყვებს მოსდევს.

ქვეთემა:

აარონ ბარისა და ნოლანის გაცნობა, სასამართლო პროცესი და სასჯელის მისჯა.

ნოლანის მიპატიჟება ეკიპაჟის წევრების მიერ, რომლებიც წიგნების კითხვით იქცევდნენ


თავს და ნოლანს მოუწია ისეთი სტრიქონების წაკითხვა, სადაც საუბარი იყო კაცის და

სამშობლოს დამოკიდებულებაზე.

მეჯლისი, სადაც იგი ნაცნობ ქალს ჰკითხავს რა ისმის შინიდანო და კიდევ ერთხელ

განიცდის სამშობლოსგან შორს ყოფნის სტკივილს.

საზღვაო დუელი ინგლისელებთან, სადაც ნოლანი თავს გამოჩენს.

შხუნის ეკიპაჟი, სადაც პროტაგონისტი იხილავს იმ ადამიანების სასოწარკვეთილებას,


რომლებიც მასსავით შორს არიან სამშობლოსგან და ერთადერთ რამეს იხვეწებიან-

დააბრუნონ სამშობლოში.

ნოლანის კაიუტა, სამშობლოს რუკებითა და დროშებით სავსე, სიცოცხლის უკანასკნელ

წუთებში სამშობლოს ამბების გაგება და გარდაცვალება.

You might also like